13 წუთი (1 თავი)
ჩემი ახალი ისტორია. იმედია მოგეწონებათ. პირველ რიგში მადლობა იმ ადამიანებს ვინც ჩემს წინა ისტორიას ერთგულად კითხულობდა. შეაფასეთ ეს ისტორიაც. 1 თავი კერესელიძე ანი რომ გავიცანი, 7 წლის ვიყავი. ანი 9-ის იყო. მას მერე ვმეგობრობთ. ანის მეჯვარე ვარ ორივე ქორწინებისას. ზუსტად ვიცი, მესამეჯერ თუ გათხოვდა, უჩემობას ვერ აიტანს. რაც საკუთარი თავი მახსოვს იმ დროიდან მახსოვს ანიც. ჩემი ყველაზე უღალატო მეგობარია. როცა ყველაზე მეტად მიხაროდა, ჩემთან იყო და მივხვდი, გასაჭირშიც არასოდეს დამტოვებდა. ანი ბავშვობიდან ხატავს. ბოლო დროს დიზაინერობა დაიწყო (ისევე როგორც ნახევარმა თბილისმა ამ უახლოეს წარსულში :)) მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ შევთანხმდით იმ ფერთა გამაზე, რასაც ის კოსტუმებისთვის იყენებს, მგონია, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, მას მერე კიდევ მეტად დავახლოვდით. ეს ბოლო პერიოდია, კუს ტბაზე ავიტეხე ვარჯიში. ანის ძალიან ეზარება, მაგრამ არ მაწყენინა და „ძალით ამყვა“, ამიტომ კვირაში 2-ჯერ სავარჯიშოდ თითქმის ძალით მივათრევ. იმ საღამოს განსაკუთრებულად ციოდა. ზამთრის სუსხმა თავისი გააკეთა – სარბენ ბილიკზე ოთხად ოთხი ადამიანი დავლანდე. ისიც ძალიან შორს. სამი წრის მერე გავიყინე. წვიმაც დაიწყო. ანი არსად ჩანდა. კუთხის კაფესთან გავჩერდი და გლინტვეინი შევუკვეთე. ღრმა ნაფაზი დავარტყი და ფეხები სკამზე შემოვალაგე. მიყვარს სუფთა ჰაერზე განმარტოება. წვიმაც მიყვარს. წვიმისგან დასველებული მიწის სუნიც. -გონდოლით მოცურავ კუსტბაზე? – ვკითხე სიცილით ანის -ნახევარი საათია მანქანას ვერ ვაყენებ – მესმის წუწუნის ხმა ტელეფონში -კარგად ვარჯიშობ, ვერაფერს იტყვი! – დამცინავი ტემბრი შეემატა ჩემს ხმას -უკვე ივარჯიშე? – გაოცდა ის -მაპატიე, რომ გელოდები 1 საათია – აღშფოთება ვერ დავმალე მე -გაგყინე, ხო? – გუდაურის ტანსაცმელში გამოწყობილი, ქოშინით მომიახლოვდა ანი, ჩანთა სკამზე ჩამოდო და ჩემი გლინტვეინი მოსვა. -დაახლოებით. -ვერ გამოვეტიე სახლიდან. ლადო იყო მოსული. -აუფ! – სახე მომერყა მე -ხო. -სიგარეტი გინდა? – ვკითხე ღიმილით -მოსაწევსაც მოვწევდი ისე მომიშალა ნერვები. ორივეს გაგვეცინა. -რა უნდოდა?! -შერიგება! -წარმომიდგენია, როგორ გაგახარა! – ისტერიულად გამეცინა მე -არადა, რა ბედნიერად ვთხოვდებოდი – სიცილით დაიწყო მან. -შენი მეორედ გათხოვება ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო – ირონიულად დავეთანხმე მე. -საერთოდ ვინ მოიგონა ეს გათხოვება? რა იდიოტობაა არ მესმის. -სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სხვანაირად (ერთეული ხალხის გარდა) ბავშვს ვერ გააჩენ. ბავშვი კი ყველას უნდა ჰყავდეს. -შვილი მაინც გამეჩინა – ამოიოხრა მან -ყველაფერი წინ გაქვს, მოსავლელად ორი კატაც გეყოფა. -მეზარება ვარჯიში – მითხრა შეპარვით -აუტანელი ხარ! ერთ წრეზე მაინც წადი, მიდი! იქნებ შენი ოცნების მამაკაცი აქ მაინც შეგხვდეს – გამეცინა მე -ძალიან მეზარება – სახეზე ხელები აიფარა მან -მაინც წახვალ ერთ წრეზე! – თითქმის ვუბრძანე მას და სკამიდან ძალით ავაგდე. -რა გვეშველებოდა ქართველებს ეს კუსტბა რომ არ გვქონდეს?! – ამოიოხრა ანიმ და ენა გამომიყო -მიდი, მიდი ბევრს ნუ ლაპარაკობ! -მაშინ დღეს ჩემთან რჩები! თუ კი-ვივარჯიშებ. თუ არა და – არა! -არაფერი გეშველება – დანანებით გადავაქნიე თავი და მასთან დარჩენას შევპირდი. “საბედისწერო ტელეფონი” იმ ღამით ტელეფონი ანისთან დამრჩა, თავი რატომ არ მრჩება სადმე, არ ვიცი. სახლიდან დავურეკე და სადმე შეგხვდები, მომაწოდეთქო ვუთხარი. -გამოვედი უკვე, ნი და გზად სადმე რომ დაგიტოვო? -მაინც, სად? – ვეკითხები ბუზღუნით -აი, მესამე ხეზე რომ ჩამოვკიდო, რუსთაველის გამზირზე? – გადაიკისკისა ანიმ -რა კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხარ დილიდან – ვუთხარი მთქნარებით. -კაი, სადმე დაგიტოვებ, ნუ! -ხოდა სად, შვილო, სად? – აღვშფოთდი მე -აი, ვთქვათ რედისონში, ადმინისტრაციაში მივალ და დაგიტოვებ, აქვე ვარ. -ოოო, მანდ რა მოვა! – ფანჯარაში გავიხედე მე და წვიმის დანახვაზე სახე მომერყა -მაშინ იყავი სახლში შუადღემდე და რეპეტიციაზე მოგიტან! -ვიკომ რომ დარეკოს? – კიდევ ერთხელ გავხედე წვიმას და დავიჯღანე მე -მაშინ ჩაიცვი, გელოვანო და მოდი რედისონში! – მიბრძანა ანიმ -სხვა გზა არც დამიტოვე და.. კარგი – ვუთხარი ორაზროვნად და გავთიშე. მესიკვდილებოდა ზემელზე ასვლა ამ სიცივეში, მაგრამ ნუ, არ გამოვიდოდა ჩემი უტელეფონობა. ვიკო აუცილებლად დარეკავდა და გადავირეოდი, რომ არ მეპასუხა. ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია, უცბად ჩავიცვი ჯინსი, საწვიმარი და სახლიდან გამოვედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.