შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებები ოცნებებად რჩება (თავი1)


20-06-2017, 21:00
ნანახია 1 279

თავი 1
ყველაზე მეტად რაც მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რო მივიღო ეს არის ცეკვა... ბევრისთვის ეს სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავს მათთვის ეს არის უბრალო მოძრაობა ,მათთვის ბუნებას ის არ უჩუქებია რაც მე მაჩუქა მაგრამ მე ერთადერთი არ ვარ ვისაც ასეთი საჩუქარი გაუკეთა თანდათან ყველას გაიცნობთ ჩემთან ერთად... მე იო ვარ ჩემი ნამდვილი სახელია იოანაა მყავს ძმა ანდრეა რომელიც 18 წლისაა მე კიდე ჯერ 15ის ვარ... შეყვარებული არ მყოლია არასდროს... არავინ არ ყოფილა ისეთი ვინც ისე ძან მომეწონებოდა რო შემყვარებოდა,არავის არ ველაპარაკები მანამდე სანამ არ გავიგებ რო გულს არ მატკენს... ნუ ვცდილობ... ბათუმში ვცხოვრობ ოცნებების ქალაქია ჩემთვის, აქ გადმოვედი როცა 13 წლის ვიყავი და მას მერე არც გამიხედია თბილისისკენ. რატომღაც იქაურობა არ მიყვარს, იქ მცხოვრებ გასვეცკებული გოგოები მითუმეტეს ,ისეთები აი ლაპარაკის დროს კბილებს რო აღარ იყენებენ და თვლიან რო თუ მაგარი ზმანები გაცვია ვსო მსოფლიოს მბრძანებელი ხარ , ეხლა კიდე დროა ლოგინიდან ავდგე და საქმეს მივხედო ეხლა ივნისია სწავლა 1 კვირის წინ დასრულდა , სამაგიეროდ ცეკვა გრძელდება ჩვენი მასწავლებელი ემილი ცეკვის ჩემპიონატისთვის გვამზადებს დღესაც იქ მივდივარ მაგრამ მოდი ჯერ ანკას მივწერ რო სახლში მომაკითხოს აქედან კიდე მერე შაკოს წავაყვანინებ თავს .
-სად ხარ? მოდი რა ჩემთან ტანსაცმელი ამარჩევინე -ხო აი თითქმის მოვედი ისედაც შენთან მოვდიოდი როარ დაგერეკა
-კაია მალეე
-აჰამ...
ტელეფონი გავუთიშე და დასატენად შევაერთე მალე გაისმა ზარის ხმა სირბილით ჩავედი კიბეებზე და კარი გავაღე
-შემო შემო მალე გვეჩქარება
-ხო კაი
კიბეებზე ავირბინეთ ანკა კარადასთან მივუშვი და სააბაზანოში შევედი ვბანაობდი და თან მესმოდა ხმა როგორ იწუნებდა ანკა ჩემს ტანსაცმელს ბოლოს დაიყვირა "ეს ის არის რაც მჭირდება" გავიმშრალე თმა და გამოვედი...შავები ქონდა არჩეული დახეული ჯინსი და შავი ტოპი და შავი კეტები სწრაფად გამოვეწყვე და მერე ქვემოთ ჩამოვედით... დედაჩემს დავუძახე მე წავედითქო პასუხი არც მიმიღია... არ მიკვირს სად ცალია ჩემთვის მარტო მამას ვახსოვარ და ისიც სამსახურშია გარეთ გავედი ზაზას მანქანა ადგილზე იყო... რო დაგვინახა სწრაფად ადგა და კარი გაგვიღო -მადლობა ზაზა ბიძია(მე)
-არაფერს (ზაზა)
მერე სტუდიასთან მიგვიყვანა და ჩამოგვსვა
-9 საათისთვის მოგვაკითხე
ჯერ 11 იყო მარა ჩემპიონატისთვისახალი ბავშვები გვემატებოდა და ემის უნდა მივხმარებოდით... შევედით იქ უკვე ახალი ბავშვები იდგნენ მწყობრში ჯარისკაცებივით ერთი გავხედე და ძლივს გავჩერდი რო სიცილი არ დამეწყო ერთი გოგო იდგა თვალში საცემად ცხვირი თავზემოთ ჭერამდე ქონდა აპყრობილი და პროფესიონალის გამომეტყველება მიეღო მისი ცხვირის გარდა მგონი ვერაფერს ვერ ხედავს... იქეთ კუთხეში ჩვენი ჯგუფი იჯდა... ეყარა უფრო შესაფერისი იქნება ... ემი მოაჯირზე ზის ...
-შემოდით თქვენ გელოდებოდით რო გაგენაწილებინათ ბავშვები რომლებსაც მიეხმარებოდითთ მოდი აქედან დავიწყოთ ... ელენე შენ მიეხმარები ანას
-კარგი -თქვა ელემ და ვიღაც გოგოს გვერდით დაუდგა
-ლუკა შენ გიორგი
-როგორციტყვი
-იო შენ... ქეთის მიხედავ თავიდან ბოლომდე გააცნობ ყველაფერს იმიტორო აქ ახალი გადმოსულია და სჭირდება დახმარება იმედი მაქვს ერთმანეთს არ დახოცავთ-თქვა ემიმ და იმ ცხვირაწეულისკენ გაიწვდინა ხელი ... ვაიმე შეუძლებელია
-ემი ვინმე სხვა....
-არა ამას მხოლოდ შენთუ გაუმკლავდები
-მაგრამ...
-არანაირად გთხოვ იო
-კაი... ოღონდ დამპირდი რო შენ ფორმას მათხოვებ
-აბა რა ზუსტად აი ამიტო მიყვარხაარ
-მეც მიყვარხარ -მერე ემიმ გააგრძელა ბავშვების განაწილება მეკიდე ქეთისკენ წავედი...
-მე იო ვარ
-მე ქეთი რამე გინდა?- სასაცილოა ნეტა რატო არ დაეცემა ტრაილერი?
- დაახლოებით... მინდა რო ნორმალურად მელაპარაკო და ცხვირი დაბლა ჩამოწიო იმიტორო დიდი ცხვირი გაქ და მახინჯურად ჩანს -ეს ვთქვი და უკნიდან სიცილი მომესმა გავიხედე და ვიღაც სიმპათიური ბიჭი სიცილით კვდებოდა ქეთიმ თავი დახარამეკიდე კმაყოფილმა გავიღიმე... ემიმ ტაში დაუკრა...
-აბა ბავშვებო ახლებმა შეგიძიათ დაისვენოთ უბრალოდ სცენა დაგვითმეთ ერთ საათში თქვენც ჩაერთვებით - ახლები აქაურობას მოშორდნენ ჩვენიანები დავრჩით ლუკა მეწყვილე ჩემი ჩემთან მოვიდა და უკან დამიდგა ლაპარაკი დამიწყო ეს მიყვარს კიდეც ცეკვის დროს... ერთი საათი გაუჩერებლად ვცეკვავდით კიდევ და კიდევ არ ვჩერდებოდით ბოლოს მაღვიძარა ჩაირთო და საფირმო პოზები მივიღეთ და ძირს დავეყარეთ ემიმ წყალი დაგვირიგა სასწრაფოდ მივიყუდე
-დაიღალე?(ლუკა)
-რადამღლიდა (მე)
-ახლები მომაბეზრებლები არიან (ლუკა)
-საწუწუნო არაფერი გაქ ნორმალური მაინც შეგხვდა და აბა ჩემსას გახედე ერთიწამი და მიხვდები რო სწერვა და გაფუჭებული გოგოა(მე)
-ეგეც მართალია(ლუკა)
მალე ემი წამოხტა და გამოგვაფხიზლა , მეცადინეობა უნდა გაგვეგრძელებინა თორემ ვეღარ მოვახერხებდით ჩემპიონატისთვის ახლების ბოლომდე და კარგად მომზადებას იმედი მაქვს მთელ გულს ჩადებენ ამაში თორემ არაფერი გამოგვივა არცისე მარტივია სულ ახალი და უმოძრაო ხალხის გაღვიძება თან თუ მათ არ უნდათ ეს შეუძლებლადაც ჩაითვლება... ამიტომ ემი მართალი უნდა ავდგეთ და ვიმუშაოთ პირველი მე წამოვხტი და ლუკას დავუწყე ქიჩავი მინდოდა ამეყენებინა მაგრამ მძიმე აღმოჩნდა ამასობაში სხვებიც წამოდდგნენ და დამეხმარნენ...
-აბა ყველამ თქვენს ბავშვებს მოკიდეთ ხელი და დავიწყოთ (ემი)
-ხელი არ მომკიდო რა მაბურძგალებს შენნაირები რო მეხებიან ქათამს ვემსგავსები- მომახალა ქეთიმ...
-არინერვიულო ისედაც ქათამს გავხარ(მე)
სწრაფად ვტაცე ხელი და წამოვათრიე ჩემი ადგილისკენ ემიმ ცოტა გვავარჯიშა ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი ქეთის კარგად მოვქცეოდი არ მინდოდა თავი დამნაშავედ იმის გამო ეგრძნო რომ არ გამოსდიოდა არადა საუკეთესო მართლა არ იყო საუკეთესო კიარა კარგიც არიყო ფეხები ებლანდებოდა და ძლივს დავიჭირე რო არ წაქცეულიყო მადლობა გადამიხადა ვერ ვიტყვი რო უნამუსოდ მომექცა მაგრამ მადლობა მადლობას გააჩნია მკვახედ მომახალა, არ მესიამოვნა მაგრამ თავი შევიკავე არ მინდოდა იქ ჩხუბი დამეწყო ჩემიანებთან ჯანდაბას მაგრამ ახალი ბავშვები იყვნენ და რთული იქნებოდა მათთან ურთიერთობის დაწყება თუ დაინახავდნენ როგორ ვპუტავ ერთერთ მათგანს... რეპეტიცია მალე დამთავრდა ემიმ მე -ქეთი და ლუკა-გიო დაგვიბარა...
-ლუკა და იო თქვენ მოგმართავთ გიო და ქეთი მომავალი მეწყვილეები არიან მინდა რომ ერთმანეთი გაიცნოთ და დამეგობრდეთ იმიტომ რომ ერთგუნდში ხართ და მტრობა აქ აკრძალული იქნება ეხლა კი გიბრძანებთ რო წახვიდეთ პარკში და ნაყინები ჭამოთ გიო და ქეთი ამ ქალაქშიც ახლები არიან და ყველაფერი აუხსენით აბა თქვენ იცით თქვენი იმედი მაქვს და ხვალ დილის 8 საათიდან აქ ვართ აბა ჰე - გვითხრა ემიმ და გაბრუნდა მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ და თვალები გადავატრიალეთ ... გარეთ გამოვედით მე და ლუკა წინ მივდიოდით დროდადრო უკან ვიხედებოდით ხოარ ჩამოგვრჩნენო... მაგრამ ისინიც მორჩილად მოგვყვებოდნენ უკან ბოლოს მივაღწიეთ პარკამდე კიარადა ტბამდე და გავჩერდით ერთერთი დიდი სკამი ავირჩიე და კიდეზე დავჯექი გვერდით გიორგი დამიჯდა მერე ქეთი და ბოლოს ლუკა...
-ქეთი შეიძლება გავისეირნოთ? -ვთქვი მე და ქეთის გავხედე მინდოდა უკეთესად გამეცნო და ამას ბიჭებთან ერთად ვერ მოვახერხებდი ჩემსა და ქეთის შორის დანახვისთანავე გაჩნდა ბრაზი... ამ ბრაზის ჩახრჩობა მინდოდა
-კარგი წამო -თქვა მან მგონი ისიც ჩემსავით ფიქრობს ... ცოტა რომ მოვშორდით ბიჭებს დავიწყე
-იცი რა სიმართლე რომ გითხრა დანახვისთანავე არმომეწონე მაგრამ მინდა რომ უკეთესად გაგიცნო ვფიქრობ რომ პირველი შთაბეჭდილება არაფერს ნიშნავს...
-გეთანხმები კარგი მაშინ მოგიყვები ჩემზე ყველაფერს შემდეგ შენ კარგი? (ქეთი)
-კაიც(მე)
-პატარა ვიყავი როცა დედამ სწავლა დამაწყებინა ძალიან პატარა 3 წლის 4 წლისამ უკვე ანბანი ვიცოდი არ მქონდა ბედნიერი ბავშვობა და სიმართლე რო გითხრა საერთოდაც არ მქონდა ბავშვობა ... შემდეგ სკოლაში შემიყვანეს იმდენს ვმეცადინეობდი რომ 100 ფარგლებში მიმატება და გამოკლება ვიცოდი ჭამისთვის არც მეცალა ძალიან სუსტი ვიყავი კლასელები ჩონჩხს მეძახდნენ ზაფხულში არ მასვენებდნენ წიგნები დედას ყოველთვის მოჰქონდა წლები გადიოდა და ეს ყველაფერი არ მთავრდებოდა გაუთავებელი კითხვა მერვე კლასელი ვიყავი და არ ვიცოდი რას ნიშნავდა დამალობანა კონფერენციები და ეს ყველაფერი იყო ჩემი ცხოვრება მალე მივეჩვიე , იცი ასე გამზარდა ასეთი ცხვირაწეული და თამამი მასწავლა რო არავისთვის არაფერი არ უნდა დამეთმო მაგრამ არაუშავს იმედია გადავეჩვევი (ქეთი)
-დამშვიდდი ლამაზო არ მოგცემ უფლებას ცუდად მოიქცე ;) აიი რამდენიმე დღეში მაგ ცხვირს ძირს დაუშვებ ;) (მე)
-საყვარელიხარ (ქეთი)
-ვიცი(მე)
-მოოიიცაა არ გაიხედოო , ეხა რაღაცას გეტყვი შენნ გვერდით ის , გიყურებს...(ქეთი)
-ვინ ? გადაირიე?(მე)
-გგოოგგოო .. აიი ცეკვაზე რო მიმაჩმორე და უკან ბიჭმა სიცილი რო დაიწყო მგონი ეგააა ვაიმე არ გაიხედოო იცი როგორ გაშტერდება ? ვაიმე მოდიის დააწყნარე სახე არ ისუნთქო დაუკვირდი სიტყვებს (ქეთი)
-მეე...(მე)
-გამარჯობაა იო ხო დაა ქეთი ... მე ალექსანდრე მქვია (ალე)
-რა გნებავთ ალექანდრე (მე)-ქეთიმ ხელი გამკრა - რაა ის ლაპარაკში მოულოდნელად და თავხედურად ჩაგვერთოო
-არა ქეთ შეეშვი ის მართალია , დაა მაპატიებ პატარა ქალბატონო თუ გეტყვი რო დღეს დაბადების დღე მაქ და მინდა შენ ქეთი ლუკა და გიორგი მოხვიდეთ ? (ალე)
-აუცილებლად (ქეთი )
-აბა კიი ვერ ეღირსები თავხედო პრინცო (მე)- როგოც კი ეს სიტყვები ვთქვი მაშინვე ვინანე მეე მაას პრინცი დავუძახეეე ჯანდაბააა , შემომხედა და გაეცინა .
-იცოდე ძალით მოგიყვან წავედი მე ჭკვიანაად -თქვა და წავიდა
-ვაიმეე ვაიმეე დროზეე ბიჭებს ვუთხრაათ მე გამოგპრანჭაავ ვაიმე რა მაგარი ბიჭია ღმერთოოო გეხვეწები მალე წამო წამოოოო-ხელი სწრაფად მომკიდა ქეთიმ და ბიწებამდე სირბილით მიმიტანა -_-




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent