წარსული,აწმყო,მომავალი.(1)
მგონი ხანდახან მართლა ღირს ფიქრი იმაზე,თუ როგორ ჩაიარა წარსულმა,მაგრამ ვისაც გასახსენებლი არაფერი აქვს,თავად ქმნის ისტორიებს და ამ წარმოსახვაზე იწყებს მომავლისა და აწმყოს შენებას. უაზროდ ვზივარ კომპიუტერთან და ვათვალიერებ სიახლეებს,თუმცა ახალი მაინც არაფერია,მხოლოდ ერთი ახალი მესიჯი...წარმოუდგენელი ამბავია. -რას შვები? ზოგადად საუბარს მისალმებით თუ არა,მოკითხვით მაინც იწყებენ. -ვერ დაიჯერებ და ვზივარ კომპიუტერთან და ვცდილობ გავარკვიო გიცნობ თუ არა. აშკარაა,რომ ადამიანებთან კონტაქტი ჩემი საქმე არაა,თუმცა ამაზე დარდით თავს არ ვიკლავ.გამოვრთე კომპიუტერი და წერა დავიწყე.რამოდენიმე მცირე ჩანახატის შემდეგ ჩამეძინა,თუმცა ეს მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა. კარზე ზარია. -მობრძანდით ღიაა. სასმელითა და სასუსნავებით ხელში შემოდის ჩემი ორი დაქალი.ვშიშობ წინ გრძელი და სასიამოვნო ღამე გველის. -შემდეგში როდესაც რამეს დააპირებთ,უმჯობესი იქნება გამაფრთხილოთ.-ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსული ვსაყვედურობ მათ. სართოდ ვამაყობ იმით,რაც მაქვს,არასდროს არაფერზე ვწუწუნებ,რადგან ეს იდიოტების ჩვევაა. “უაზრო წუწუნი გამოსავალი მხოლოდ იმ შემთხვევაშია,თუ თქვენ იდიოტი ხართ”.მიყვარს ეს ფრაზა. რაც შეეხება დაქალებს,მათთან ოფიციალური ურთიერთობა არასდროს მქონია,ის რომ მხოლოდ მაშინ უნდა იტიროთ, როცა რაღაც გიჭირთ და მხოლოდ მაშინ უნდა იცინოთ, როცა ბედნიერები ხართ ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელი სულელური დებულებაა...ჩვენ ყოველთვის მეტად “ინტიმური” ურთიერთობა გვქონდა,ვსაუბრობდით ყველაფერზე,ვუყურებდით,ვუსმენდით,ვაკეთებდით ყველაფერს,დავდიოდით ყველგან. სულ რაღაც 3 შამპანიური და 1 ბოთლი არაყი დავცალეთ,რადგან ეს არ გვეყო,რა თქმა უნდა რომელიმე ჩვენგანი მაღაზიაში უნდა ჩასულიყო.გაგიკვირდებათ და სამივე მაღაზიაში აღმოვჩნდით,თუმცა პრობლემა შეგვექმნა,გამყიდველი სასმელს არ გვაძლევდა,ამის მოგვარება კი მხოლოდ მაღაზიის უფროსს შეეძლო. რამოდენიმე წუთის შემდეგ შემოდის მაღალი,შავთმიანი და ზღვისფერთვალება ათლეტი,რომლის თვალის ფერი მხოლოდ მზის სათვალეების მოხსნის შემდეგ გავიგე,ისე რა ჯანდაბად უნდოდა შუაღამე მზის სათვალე...რას არ ნახავს კაცი. შარვალ-კოსტუმიანი ათლეტის ყურადღება ჯენიმ მიიქცია,სწორედ მისი წყალობით გამოგვიშვეს ბოდიშებითა და საჩუქრად, კიდევ ერთი ბოთლი შამპანიურით.დალევა თითმის სახლის კარებიდანვე დავიწყეთ.თითქმის ყოველთვის,როცა ისინი ჩემთან ამოდიან ასე ხდება,სწორედ ამიტომაც არ ვეხატება სამეზობლოში არავის. დილით სამივე დივანზე აღმოვჩნდით,პირველმა მე გავიღვიძე ამიტომ ჩემი ვალდებულება იყო გამეღვიძებინა ორი ლოთი-სემი და ჯენი. ავიღე ორი ჭიქა წყალი და სათითაოდ გადავასხი ორივეს.გინებისა და ლანძღვის შემდეგ გავაწყვეთ საუზმე და დავიწყეთ გაზეთების დათვალიერება. რადგამ ჩვენი ბიუჯეთი ამდენი ბოთლი არაყებისა,ღვინოების და შამპანიურების შემდეგ ნელ-ნელა მცირდებოდი,დრო იყო სამსახურებიც გვეშოვა. -გვესაჭიროება დამლაგებელი,ანაზღაურება 400 ლარი. აი ზუსტად საშენო საქმეა სემ. - ნუ ჩვენ კი ვღადაობთ,მაგრამ 400 ლარი ცოტა ფული არ არის. ნუ საბოლოოდ ყველამ იშოვა თავისთვის სამსახური,მხოლოდ მეღა დავრჩი. - გვესაჭიროება ოპერტორი ოფისში. ამოვიწერე ნომერი და სამივე ჩვენ-ჩვენს გზას გავუდექით. ჩემს წინ უზარმაზარი შენობა იდგა,ცისფერი ცათამბჯენი,დაახლოებით 85ფანჯრით.შევედი თუ არა,ვიფიქრე რომ სამოთხეში შევაბიჯე,ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი,თუმცა ჩემი ბედნიერება და სიხარული მას შემდეგ შეიცვალა,როცა გასაუბრების მერე უარი “ავირტყი”,ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ისეთი უცნაური კითხვის,როგორიც იყო “4წლიანი გამოცდილება გაქვთ,,ხო?”,უხეშად ვუპასუხე. არ მესმის ამ ხალხის,21 წლის გოგოს 4წლიან გამოცდილებას საიდან,როგორ ან რატომ მთხოვენ. გამოსვლისთანავე გოგოებს დავურეკე და ჩემი “წარმატების” შესახებ ვუამბე.ავტობუსში ჩავჯექი და ვიფირე,რომ სანამ სამსახურს ვიშოვნიდი,ჯერ ჩემში უნდა შემეცვალა რაღაცები,მიუხედავად იმისა რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. რამოდენიმე კვირაში,როცა ჩავთვალე რომ ნახევრად მაინც მქონდა საკუთარ თავშე მუშაობა დამთავრებული,სამსახური ვიშოვნე.ეს კი ჩემი მხოლოდ სემის დამსახურება იყო,მან იქ დამაწყებინა მუშაობა,სადაც თავად მუშაობდა. საბოლოო ჯამში,ასე თუ ისე სამივეს საქმე კარგად წავიდა,რაც მთავარია ჯერ კიდევ გვქონდა იმის დრო,რომ ღამის საათებში მარაზიაში ჩავსულიყავით,გამყიდველი გაგველანძღა და საბოლოდ სასმელი მაინც წაგვერთმია.სამწუხაროდ სამსახურის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში,სწორედ ამ “ლოთობის” გამო აღმოვჩნდი უფროსის კაბინეტში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.