შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული ანგრევს აწმყოს და მომავალს...


20-03-2017, 14:53
ნანახია 2 581

წლობით ნაგროვები ტკივილი
ნელ-ნელა ჟონავს უკვე ვენებიდან...
წარსულის მწარე გამოცდილება
ანგრევს აწმყოს და მომავალს ერთად...

უცებ მოვარდნილი ბედნიერება
უკვალოდ ქრება... კვდება ოცნება...
ძლივს ნაძიები ის აღმაფრენა
ისევ იკარგება... უბრალოდ ცვდება...

თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავუშვა...
მოგონებები გავაქრო ჩემში...
მაგრამ რთულია... დაძლევა მიმძიმს...
ტკივილი ისევ მომავალს მიშლის...

არ ვიცი როგორ დავძლიო შიში...
რით ვანუგეშო ისიც...???
ვიცი რთულია მისთვისაც... უმძიმს...
საერთო ტკივილი ჭკუიდან შემშლის...

არ მინდა წარსულს შევწირო აწმყო...
ჩვენი მომავალი გავაქრო... რატომ???
ვიცი რთულია რომ მაპატიოს...
ის შეცდომები მეც მტკივა, მაკრთობს...

მაგრამ იმდენად უკვე ვუზრდელობ...
რადგან დაბრუნდა პატიებას მოვითხოვ...
გულის სიღრმეში თავს ვერ ვპატიობ,
თუმცა პატიებას მისგან კი ვითხოვ....



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

წლობით ნაგროვები ტკივილი
ნელ-ნელა ჟონავს უკვე ვენებიდან...
წარსულის მწარე გამოცდილება
ანგრევს აწმყოს და მომავალს ერთად...

ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი ჩემი ერთგული მკითხველი ჩემი საყვარელი მწერალი_პოეტი ყოფილა...
წარმატებებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent