წარსული,აწმყო,მომავალი.(2)
კაბინეტში შესვლისთანავე საოცარი სუნი ვიგრძენი-ცივი და მკაცრი,ვარდისა და პიტნის არომატს დართული. ჩემი უფროსი კი სკამზე იჯდა,თან ხედს გაჰყურებდა ფანჯრიდან.შემოტრიალდა თუ არა მივხვდი,რომ აქამდე თითმის არასდროს მყავდა ნანახი.თუ მისი თაფლისფერი თვალებითა და კრავის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ,სულაც არ ყოფილა ისეთი მკაცრი და ბოროტი,როგორადაც აღწერენ ხოლმე. -ალბათ გაგაფრთხილეს,რომ სამუშაო დღეებში დალევა არ შეიძლება. -დიახ,გაფართხილეს...თუმცა… -ძალიან კარგი,იმედია მეორედ აღარ განმეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შენი პირველი და უკანასკნელი შენიშვნა იქნება. -დიახ,ვეცდები… კრავის გამომეტყველება მგლის მზერამ შეცვალა და ასე გამომაცილა ოთახიდან. “ამპარტავანი იდიოტი”-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ჩემს მაგიდას მივუჯექი. -ძალიან გეჩხუბა? - მოდის სემი და გამოკითხვას მიტარებს. -ძალიან არა,ნუ საერთოდ არ უჩხუბია. მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლა ამჯერად. -მართლა? ვააა,საინტერესოა...არადა ესე არ იქცევა ხოლმე. -ძალიან კარგი. - ეს ვთქვი თუ არა,ლიფტიდან ჩემი უფროსი გამოვიდა,რადგან ასე თუ ისე ახალი ვიყავი და არც აქამდე შეუწუხებია იმ ბატონს ჩვენს სართულზე ჩამობრძანებით თავი ,ამიტომ ჩავთვალე რომ ისედაც ბევრი საქმე მქონდა და ფეხზე ადგომი არ წარმოადგენდა აუცილებლობას.მთელი მესამე სართული დგას,მე კი დებილივით ვიყურები და სკამს არ ვშორდები. მომიახლოვდა,მაგიდაზე ორმოცდაათამდე საქაღალდე დამიგდო და გამაფრთხილა რომ დღეს გვაინობამდე მომიწევდა მუშაობა,შეტრიალდა და წავიდა.მიუხედავად ამისა,ისე მედიდურად მიდიოდა თვალი ვერ მოვაშორე… -შარში ხარ. - მომაძახა სემმა და როგორც იცოდა ხოლმე,ბოროტულად ჩაიცინა. რამოდენიმე საათში ოფისი მთლიანად დაიცალა,მხოლოდ მე და დარაჯიღა ვიყავით დარჩენილი,ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობდი,მანამ სანამ ჩემმა “კეთილმა” და “საყვარელმა” უფროსმა არ ჩამომაკითხა. -თქვენ ისევ აქ ხართ? -ჩემს სანიმუშო თანამშრომელს მარტო ხომ არ დავტოვებდი…- ძალით გავუღიმე და საქაღალდეებს გადავხედე და მივხვდი,რომ ჯერ ნახევარიც არ გამიკეთებია. აიღო სკამი და გევრდით მომიჯდა.ცოტახანში როცა ჩემს სახეზე დაღლილობა და მისადმი ზიზღი ერთდროულად შეამჩნია,ჩაიცინა და მითხრა: -კარგი,გაანებე თავი...არცერთი საბუთი არ მჭირდება. - ნუთუ მართლა ეგონა,რომ 11საათამდე,ამ უაზრო საბუთების კეთება,სახლში დაგვიანება და მასთან ერთად ჯდომა თითქმის ცარიელ ოფისში მსიამოვნებდა?! არაფერი მითქვამს,გარდა იმისა რომ ეს ჩემი ბოლო დღე იყო ამ დაწყევლილ ადგილას.ავიღე ჩანთა,ფეხით ჩავირბინე გასასვლელამდე და გაჩერებისკენ დავიძარი.ზედმეტად ჩაფირებული და გაბრაზებული,ჩქარა დავდიოდი.ამ დროს მანქანამ გააჩერა,”ხელშეკრულებაო” მომაძახა და წავიდა. ნეტავ ამ კაცს თავი ვინ გონია?! სახლში დაახლოებით თორმეტის ნახევარზე მივედი და ეს ის შემთხვევა იყო როცა ძილს გათენება მერჩივნა.ჩევრთე ნოუთბუქი,მოვიმარჯვე სასუსნავები და ფილმის ყურება დავიწყე. -ხვალ შვიდ საათზე სამსახურში! - სახლშიც არ მასვენებს ეს არაადამიანი,ფილმის ყურებაც კი შემაწყვეტინა. უპასუხოდ ვერ დავტოვებდი,თუმცა არც ის ვიცოდი რა მიმეწერა. -მხოლოდ ბოდიშის შემდეგ. - ასეთი თამამი გადაწყვეტილება ბოლო რამოდენიმე კვირაა არ მიმიღია. თითქმის ნახევარი საათი პასუხს ველოდებოდი,მერე ჩამეძინა. დილით სემის ზარმა გამაღვიძა,მითხრა რომ ვიღაცები მოდიოდნენ ოფისში და ყველა თანამშრომელი იქ უნდა ყოფილიყო,მხოლოდ დღეს წამოდი და მერე საერთოდ ამ ქუჩაზეც აღარ გამოიარო თუ გინდაო...მეც დავთანხმდი და სასწრაფოდ გავემზადე.სულ რაღაც ერთი საათით დავიგვიანე,თუმცა იმის კვალობაზე რომ საერთოდ არ ვაპირებდი მოსვლას,სულაც არ იყო დიდი საქმე. რახან ზედმეტად იღბლიანი ვარ და ყოველთვის ყველაფერი ისე მიდის როგორც მე მინდა,ლიფტში ჩემი უფროსიც სურვილისამებრ შემხვდა. -რა სიუპრიზია… -ვხედავ ძალიან გაგიხარდათ ჩემი დანახვა,თუმცა არ ინერვიულოთ ბოლოჯერ მხედავთ აქ… -იმედია- ეშმაკურად ჩაიცინა და ხელით გამაცილა ლიფტიდან. იმ დღეს ოფისში არავინ მოსულა,ამის გამო სემის ძალიან მოხვდა ჩემგან,თუმცა წყენა მაშინვე გამიქრა, როცა ღვინით ხელში ჩემს კარებთან იდგა და ბოდიშს მიხდიდა. -მგონი ჩვენს უფროსს მოსწონხარ. -ჰო,როგორც მე მომწონს ისე… -ნუ მთლად ეგრე არ ვიცი...შენგან განსხვავებით შენი დანახვისას თვალები არ უბრწყინავს,მაგრამ დასაწყისისთვის ღიმილი არ უნდა იყოს ცუდი… -ძეტკა,იქ მუშაობ და თანამშრომლების თვალებს,რეაქციებს და ერთ ადგილს აკვირდები? -არა,ზოგის რეაქცია არ მაინტერესებს ხოლმე. - გაიცინა,ერთი ყლუპი მოსვა და წასვლა დააპირა. -აუ დღეს დარჩი რა,არ დამტოვო მარტო ამ საზერელ,უბნელეს ღამესთან და ამ ღვინოსთან , თორემ თუ რამე ცუდი მოხდა,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. - კნუტივით წავუკნავე და საცოდავი თვალებით დავუწყე ყურება. -ნუ ცანცარებ...ხვალ ვმუშაობთ სიხარულო. -მე არა,შენ მუშაობ ლამაზო. - თვალი ჩავუკარი და გავუცინე. -კარგი რა,იქ შენს გარეშე რა ვქნა? -იმუშავე,ლამაზო,იმუშავე. - გავუღიმე და ამჯერად თავად მივაცილე კარებამდე… -მიყვარხარ,ჭკვიანად… -მეც ძეტკა,თავს მიხედე… სემის წასვლა და წვიმის მოსვლა ერთი იყო. ნახევრად ღია ფანჯრიდან სასიამოვნო სიო და წვეთები ერთად შემოდიოდა,მისი ხმა მელოდიასავით ჟღერდა.ჩემი იდიოტი დაქალის სიტყვები კი კვლავ ჩამესმოდა “მგონი,უფროსს მოსწონხარ”...არა ზედმეტად კარგად ჟღერდა იმისთვის,რომ რეალობა ყოფილიყო,თუმცა რატომაც არა.... “გეყო მარიამ,საკმარისია.ამოიგდე თავიდან ეს უაზრო წინადადება”. დავეგდე ლოგინზე,თვალები დავხუჭე და ჩემდაუნებურად წარმოვიდგენე,თუ როგორ ვსეირნობთ მე და ის,ხელიხელ ჩაკიდებულნი,ბედნიერი სახეებითა და გაბრწყინებული თვალებით...ავიღე მობილური და მივწერე: -გძინავს? - ნეტავ სად გაქრა ზრდილბიანი მარიამი,რომელიც უფროსს თქვენობით ელაპარაკებოდა.ოხ, ღამევ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.