შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი ნისლი(სრულად)


22-06-2017, 01:38
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 3 260

აპრილის დასასრულს აფეთქებული ყვავილებისა და ჩიტების ჟღურტულით აღსავსე სამყაროში, ბოლოჯერ ამოდიოდა მზე... ცის კაბადონი ჯერ გრძელ, კლაკნილ წითელ ზოლად შეიღება, შემდეგ კი ფერთა გამა ერთმანეთს შეერია, აირია და პირველი სხივიც გამოჩნდა. დღის თვალი ნელა, ზანტად მოიწევდა მაღლა და მაღლა. უფრო მეტ ნათელსა და სიკაშკაშეს სძენდა არემარეს... სადღაც შორიდან ტოროლას ხმაც მოგესმებოდათ. იგი ტრადიციულად ომახიანად ეგებებოდა პირველ სხივებს, რომელიც მაინც უკანასკნელი ჩანდა აპრილის თვეში. დილის ცვარი ხშირ, აჯაგრულ ბალახებს ნაზად ეფინებოდა და უფრო მეტად ავსებდა სიცოცხლითა და ხალასით. სადღც შორს მთებიდან ჩამომავალი სქელი, თეთრი ღრუბელი ჩანდა, რომელიც ნელ-ნელა წინ მოიწევდა, გზადაგზა ყველაფერს თავის მომაჯადოებელ საბურველში ახვევდა, რომელსაც რაღაც სასწაულის ძალით მოწითალო ფერი მიეღო... მხოლოდ კარგა ხნიანი დაკვირვების შემდეგ შეამჩნევდით, რომ ეს მხოლოდ მზის მოწითალო ეფექტის დამსახურება იყო და სხვა არაფერი... საბოლოოდ, როდესაც ყველაფერი სქელი მოწითალო ნისლის მიღმა მიიმალა, სრული სიჩუმე ჩამოწვა, ნიავიც კი არ იძვროდა; მხოლოდ სადღაც შორიდან მოისმოდა შრაშუნი, რომელიც ბალახის გადათელვით იყო გამოწვეული, თუმცა ისიც მალევე მიწყდა. მისტიურობისა და იდუმალი სილამაზის ტანდემი კარგა ხანს გაგრძელდა. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მზე კარგა მაღლა ამოიწვერა, ნისლიც თითქოს შეირხა, გაოცოცხლდა და ნელ-ნელა გაპარვა დაიწყო, თითქოს ახლახან რაღაც დანაშაული ჩაიდინა და არ სურს ვინმემ შეამჩნიოსო. სულ რაღაც ათიოდე წუთში კი თვალთახედვის არეალიდან მთლიანად გაქრა.
მხოლოდ სადღაც, შუაგულ მინდორზე დატოვა საკუთრი ნამოქმედარი და უმოწყალო დანაშაულის მსხვერპლი. ბალახების სქელ რიგებს შორის ადამიანის სილუეტი მოჩანდა. უფრო კონკრეტულად კი ქალისა, რომელიც გაღიმებული და მშვიდი სახით უსულოდ იწვა. მხოლოდ წითელი კაბა ეცვა, ალბათ სწორედ ამიტომ ადვილად ვერ შეამჩნევდით, თუ როგორ იყო გაჟღენთილი მუქი წითელი სისხლით მისი სამოსი. ქალს შავტარიანი გრძელი დანა პირდაპირ გულში ჰქონდა გაყრილი. ჯერ კიდევ თბილი სხეულიდან ისევ ჟონავდა სისხლი, წვეთობით ჩამოდიოდა და ნესტიან მიწას რწყავდა. ბალახებიც ხარბად ისრუტავდნენ მათთვის უცხო, მაგრამ ასე მათრობელა სუბსტანციას. ქალი მკვდარი იყო.


მამაკაცი სკამზე მოხერხებულად დატრიალდა და სასურველი პოზიცია მოირგო. ფეხები სამუშაო მაგიდის ზედაპირზე შემოალაგა და სკამის საზურგეზე კომფორტულად გადაწვა. ის იყო ცოტა თვალის მოტყუებას აპირებდა, რომ მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოდი ლანა. - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და თვალები მომაბეზრებლად მილულა. კარიც გაიღო და მაღალი, ქერათმიანი და ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი მისი მდივანი გამოჩნდა.
-ბატონო დავით, თქვენ რომ მთხოვეთ ის საბუთები მოვაწესრიგე და მოგიტანეთ. მხოლოდ თქვენი ხელმოწერაა საჭირო, შემდეგ კი გადავაგზავნი.
-მომიტანე - აგდებულად უთხრა მამაკაცმა და ხელი გაიშვირა რათა საბუთები გამოერთმია. შემდეგ კი მაგიდიდან ფეხები ჩამოალაგა, სკამზე გასწორდა და საბუთების ყურადღებით შესწავლა დაიწყო. უცებ გადაავლო თვალი, ხელი მოაწერა და გოგონას გაუწოდა.
-გამომართვი და გამყრელიძეს გადაუგზავნე. მე ახლა გავდივარ და დღეს ალბათ აღარ დავბრუნდები. თუ რამე მნიშვნელოვანი არ იქნება, არ დამირეკო.
-დიახ ბატონო დავით. - რობოტივით უპასუხა გოგონამ და კაბინეტი დატოვა.
მამაკაცმა იქვე სკამის საზურგეზე გადაკიდებულ პიჯაკს დაავლო ხელი და ზურგზე მოიგდო. შემდეგ მობრუნდა, ოთახს თვალი მოავლო და გარეთ გავიდა.
მიუხედავად იმისა რომ მალე მაისიც დაიწყებოდა გარეთ საკმაოდ ციოდა. სადღაც შორს ღრუბლებიც შეკრებილიყვნენ და გოროზად მოემართებოდნენ ქალაქისაკენ. გარეთ გასულმა მამაკაცმა პიჯაკი მოიცვა, გულის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, უცებ მოუკიდა, ერთი გააბოლა და ისევ განაგრძო მოღუშულმა გზა. ქუჩებში ნაცრისფერი ხალხი ნაცრისფერი სახეებით დადიოდა. ყველა წარბშეკრული, ყველა შუბლშეკრული. იგრძნო რომ თვითონაც ზუსტად მათნაირი და მათ ნაწილი იყო. ამის გაცნობიერებამ ნირი კიდევ უფრო წაუხდინა. უფრო მოიღუშა, მოიხარა დაპატარავდა. ნელა მიაბიჯებდა ქუჩაში და არაფერზე არ ფიქრობდა.
მოულოდნელად წვიმის პირველი წვეთი იგრძნო სახეზე და მაღლა აიხედა. მისი მოლოდინი გამართლდა. მალე მართლაც დაიწყებოდა კოკისპირული წვიმა. იმის იმედით რომ სადმე მოასწრებდა შეფარებას, გარემოს თვალიერება დაიწყო. მოულოდნელად ერთ კაფე-ბარს მოჰკრა თვალი, რომელსაც სახელად „ალისფერი ნისლი“ ეწერა. ინტერესით შეათვალიერა სახელწოდება და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბარისკენ. კარი შეაღო და გაბედულად შეაბიჯა.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბარი იყო. მის ერთადერთ დამახასიათებელ ნიშანს ბოლომდე მუქ წითელ,უფრო სწორად კი შინდისფერ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი წარმოადგენდა. ბარის დახლისკენ გაემართა და მაღალ სკამზე ჩამოჯდა. თავი უკან შეაბრუნა და უფრო დაკვირვებით შეათვალიერა იქაურობა. ჯერ კიდევ შუადღე იყო და ამიტომ ბარში მის გარდა მხოლოდ ორიოდე კაცი იმყოფებოდა, რომლებსაც უკვე მოესწროთ ბოლომდე გალეშილიყვნენ. ალბათ დილიდან მოყოლებული სვამდნენ.
-რას ინებებთ? - ბარმენის მოულოდნელ კითხვაზე ოდნავ შეკრთა და თავი უკან მიატრიალა, შემდეგ კი ბოლომდე, მთელი ტანით შებრუნდა.
-ვისკი დამისხი. - უღიმღამოდ უპასუხა და დახლს იდაყვებით დაეყრდნო.
-ახლავე. - უპასუცა ბარმენმაც და სულ რათაც ოცდაათიოდე წამში მის წინ უკვე ვისკის ჭიქა იდგა, რომელსაც ინტერესით აკვირდებოდა და მის ზედაპირზე თითებს დაატარებდა.
-რამე ისე არ არის? - იკითხა კაცის უცნაური ქმედებებით გაკვირვებულმა ბარმენმა.
-არა, ყველაფერი რიგზეა - უპასუხა კაცმაც და ვისკი ერთი გადაკვრით ჩაცალა. შემდეგ კი ჩამოწოლილი მდუმარება ისევ მან დაარღვია. - ამ ბარს ეს სახელი რატომ ჰქვია?
ბარმენმა გაკვირვებული მზერით შეხედა. ეტყობოდა კითხვა ვერ გაიგოო.
-ამ ბარს „ალისფერი ნისლი“ რატომ ჰქვია მეთქი? - გაიმეორა შეკითხვა.
-არ ვიცი! -მხრები უდიერად აიჩეჩა. ეს მგონი ამ ბარის პატრონს უნდა ჰკითხოთ. მე საიდან მეცოდინება როგორ მოუვიდა თავში ეს იდიოტური სახელი?
-იდიოტური რატომ? ორიგინალურია. - თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი მოითხოვა.
სადღაც, გაღებული ფანჯრიდან ბუნდოვნად შემომავალი ხმა იუწყებოდა რომ გარეთ უკვე კოკისპირულად წვიმდა. ბარში დაბუდებული ატმოსფერო კი ამ წვიმასთან ერთად საოცრად კომფორტულ შეგრძნებებს ბადებდა.
კარის გაღების ხმა და შენობაში ქუსლების გულისგამაწვრილებელი კაკუნი გაისმა. მოულოდნელად ყველამ კარისკენ მიატრიალა თავი, რომელშიც მაღალი, საოცრად მომნუსხველი და დახვეწილი არსება, ქალი იდგა. ხელში დაკეცილი ქოლგა ეჭირა, თუმცა წვიმას მაინც მოეწრო მისი შავი, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბის დასველება. მუქი წაბლისფერი თმები მაღლა აეკეცა და კეფასთან შეეკრა. საკმაოდ დიდ და ვნებისაღმძვრელ ტუჩებზე კი წკაშკაშა წითელი ტუჩსაცხი გადაესვა. ქალმა სწრაფად და ამავდროულად დაკვირვებით მოათვალიერა ბარი და დახლისკენ გაემართა ქუსლების კაკუნით. ქოლგა კი შემოსასვლელში არსებულ საკიდზე დატოვა. მამაკაცის გვერდით დაიკავა ადგილი და ფეხი ფეხზე მოხერხებულად გადაიდო. ბარმენისკენ ოდნავ გადაიხარა და შეკვეთა მისცა. ამასობაში მისი ღრმა დეკოლტეც მიმზიდველად გამოჩნდა.
-ნება მომეცით სასმელზე მე დაგპატიჟოთ. - მოულოდნელად მოესმა ქალს და თავი გვერდით შეატრიალა. მამაკაცი დაკვირვებით შეათვლიერა და ტუჩის კუთხე ღიმილისმაგვარმა მიმიკამ აუწია.
-კი ბატონო. დამპატიჟეთ ჩემს ბარში სასმელზე.
-თქვენს ბარში? - გაიკვირვა მამაკაცმა. - უკაცრავად.. არ ვიცოდი.
-არა უშავს. - გულიანად გაეცინა ქალს. - სამაგიეროდ იქნებ მე დაგპატიჟოთ?
-არაა. - უხერხული ღიმილით გააქნია თავი მამაკაცმა. - თავს არასდროს მივცემ იმის უფლებას, რომ სასმელზე დამპატიჟოს.
-ოხ ეს კაცური თავმოყვარეობა. - უკმაყოფილოდ და ამავდროულად ირონული ღიმილით გააქნია თავი ქალმა. მაშინ დავტოვოთ ისე როგორც არის.
ამასობაში ბარმენმა ქალს წინ მარტინის ჭიქა დაუდო და სასმელიც ნელა ჩამოარაკრაკა.
-იცით ძალიან საინტერესოა თქვენი ბარის სახელი. დღეს პირველად დავინახე და მაშინვე გამიჩნდა კითხვა რატომ დაარქვით. ბარმენსაც კი ვკითხე, მაგრამ მან რა თქმა უნდა არ იცოდა. იქნებ თქვენ მაინც გამიმხილოთ საიდუმლო?
-მოდი სხვაგან გადავჯდეთ და იქ ვისაუბროთ კარგი? - მაცდურად გაუღმა ქალმა.
-მშვენიერი აზრია.
-ლეო! -ბარმენისკენ მიბრუნდა. - ცოტა ხანში იმ მაგიდასთან მე და ამ მამაკაცს მიცემული შეკვეთა გაგვიმეორე კარგი?
-დიახ, გასაგებია. - რობოტისებრი ხმით ჩაილაპარაკა ბარმენმა და ჭიქების წმენდა განაგრძო.
წყვილი კი განცალკევებით მდგომი მაგიდისკენ გაემართა. ქალი წინ მიდიოდა ტანის ლამაზი, მაცდური რხევით, მამაკაცი კი თვალს არ აშორებდა.
მაგიდასთან მისულმა სკამი გამოწია და ქალს დაჯდომაში მიეხმარა, თავად კი მის წინ დაიკავა ადგილი.
-მგონი თქვენ ჩემი ბარის სახელწოდება გაინტერესებდათ არა?
-მართალი ბრძანდებით. - ღიმილად დაიღვარა მამაკაცი.
-სიმართლე გითხრათ განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ, ადრე იქ, საიდანაც წარმოშობოთ ვარ ხშირად მინახავს ალისფერი ნისლი წელიწადის ამ პერიოდში ანუ გაზაფხულზე. მთებიდან ჩამოდიოდა და მთელ სოფელს ფარავდა. ამ ფერს კი მხოლოდ ამომავალი მზის სხივები სძენდა სხვა კი არაფერი. ძალიან ლამაზი იყო. შემეძლო საათობით ფანჯრიდან მეყურებინა და თვალი არ მომეცილებინა ამ სანახაობისთვის... მაგრამ რატომღაც ჩემს სოფელში ასეთი ცრურწმენა იყო გამეფებული: თუ დილით, როდესაც ალისფერი ნისლი სოფლისკენ მოემართებოდა, გარეთ გახვიდოდი, უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა და სოფლის ყველა მცხოვრებიც ამ ცრუ ტრადიციას არასდროს არღვევდა. ყველა მათგანი სახლში იკეტებოდა და გარეთ ცხვირსაც კი არ ჰყოფდა სანამ ნისლი არ გაიფანტებოდა.
-უცნაური ლეგენდაა.. თუ ცრურწმენა. - დაფიქრებულმა ამოთქვა მამაკაცმა. -და თქვენ რატომ დაარქვით ეს სახელი?
ქალმა მხრები აიჩეჩა. - ისე, უბრალოდ. ალბათ მომწონდა ეს სახელი და მოვლენა, რომელსაც ბავშვობაში დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი.
-და თქვენც ამგვარად ბავშვობის ტკბილი მოგონებების შენარჩუნება განიზრახეთ.
-შესაძლოა. - მკრთალად გაეღიმა ქალს.
-დავითი. - ხელი გაუწოდა მამაკაცმა.
-ლეა. - ღიმილით შეაგება ქალმაც და ნახევრად ჩამოშლილი თმებიც კეკლუცად გადაიწია უკან.
-ძალიან ლამაზი სახელია.
-გმადლობთ.
-რას საქმიანობ ლეა? რა თქმა უნდა ამ ბარის გარდა.
-არც არაფერს. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ამ ბარით იწყება და მთავრდება. ამჟამად ჩამი სამუშაოც ეს არის და ოჯახიც.
-ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მშვენიერი ქალი მარტოა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ნუთუ არავინ არ ჩანს თქვენს ცხოვრებაში ისეთი, თქვენი გული მონადირება რომ სცადოს? ამას ვერ დავიჯერებ! - ხელები შესაშური სამსახიობო ოსტატობით აღმართა მამაკაცმა.
-ამჟამად მე არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემს ცხოვრებაში ვინმე შემოვუშვა სერიოზული ურთიერთობებისთვის. წარსულის მწარე გამოცდილებისგან ვისვენებ ასე ვთქვათ.
-ძალიან ცუდი.
-თქვენ რას საქმიანობთ დავით? - ინტერესით აღსავსე თვალები მიაპყრო მამაკაცს.
-ისეთს არაფერს. ჩემი საადვოკატო ბიურო მაქვს გახსნილი. ჯერ-ჯერობით ახლა დავიწყე საკუთარი საქმე და განვითარების პროცესშია.
-ძალიან კარგია. და.. პირადი? -აქ ცოტა შეყოვნდა ქალი და ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი.
-პირადი? - გაეღიმა მამაკაცს. - ჩიტივით თავისუფალი, როგორც იტყვიან. ისევე როგორც თქვენ.
-გეტყოდით ცუდიაო, თუმცა სახეზე შემეტყობა რომ ვიტყუები.
-მაშინ არ მოიტყუოთ. - მაცდურად გაუღიმა მამაკაცმაც. - სიმართლე გითხრათ მეც გამიხარდა, როდესაც გავიგე რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არავინ იყო.
-მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ. - უხერხეულად გაიღიმა ქალმა და მათთან მოსულ ბარმენს მადლობა გადაუხადა, რომელმაც კიდევ ერთი ჭიქა ვისკი და მარტინი მოუტანა წყვილს.
-მიკვირს ასე ადრიანად რომ სვმათ. არ გეგონოთ რომ თქვენს საქმეში ვერევი, მაგრამ პრობლემები გაქვთ?
-ხო, შეიძლება ითქვას სამსახურში მცირე პრობლემები მაქვს, მაგრამ სერიოზული არაფერი.
გარეთ ელჭექისა და გრუხუნის ხმა გაისმა. ქალი ოდნავ შეკრთა და მობეზრებული სახით გაიხედა კარისკენ, რომელსაც ნახევრად განჭვირველე მინა ფარავდა.
-ნეტავ როდემდე გაგრძელდება ასეთი ამინდები. აღარ შემიძლია.
-მართალი ხართ. - დაეთანხმა მამაკაციც. - მაისი იწყება და უფრო მეტად უნდა მიეჩვიოთ წესით.
-არ მიყვარს მაისი. ყოველთვის მეშინოდა ამ თვის.
-აკი თქვით გაზაფხული მიყვარსო? მაისი კი ამ დროის ყველაზე ლამაზი თვეა.
-ჩემთვის არა. რატომღაც ჩემთვის სულ სიცივესთან და უიმედობასთან ასოცირდება.
-უცნაური ხართ! - შენიშნა მამაკაცმა.
-შეიძლება. - ურეაქციოდ უპასუხა ქალმა.
მოულოდნელად ბარში ხმამაღლა გაისმა საინფორმაციო გამოშვების დაწყების ხმა. მამაკაცმა მხოლოდ ახლა შეამჩნია იქვე, კუთხეში ჩამოკიდებული ტელევიზორი, რომელიც აქამდე ან გამორთული იყო, ან ხმა ჰქონდათ ჩაწეული. ახლა კი თითქმის მთელს ხმაზე ღრიალებდა.
-ლეო რა ამბავია, ცოტა ჩაუწიე! - მიაძახა ქალმა. და ბარში მსხდომი ყველა ადამიანის მსგავსად თვითონაც ინტერესით მიაჩერდა საინფორმაციო გამოშვებას.
- კიდევ ერთ მკვლელობა. - უკმაყოფილო ნოტებით ამოიოხრა დავითმა და თავის ისევ ბარისკენ მოაბრუნა.
-და ისევ იმ ტერიტორიაზე. - შედარებით ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა. - წინაზე მგონი კაცი იყო მსხვერპლი.
-კი, მანდვილად კაცი იყო.
-არ მესმის რაში სჭირდება. ვერ ვიგებ...
-სერიულ მკვლელს ვერც ვერასდროს გავუგებთ. ისინი სულით ავადმყოფები არიან, რომლებიც საკუთარ ავადმყოფობას ისე ოსტატურად მალავენ, რომ ვერ ვამჩნევთ ჩვენს ირგვლივ მათ არსებობას. ამავდროულად ძალიან ჭკვიანებიც არიან.
-პოლიცია კი ამ დროს სრულიად უმაქნისია. მერამდენედ უნდა მოხდეს? აქამდე ვერ უნდა იპოვონ დამნაშავე.
-დამნაშავის პოვნა ასეთი მარტივი არ არის რაიმე ზუსტი სამხილის გარეშე. დამნაშავე ნებისმიერი შეიძლება იყო. მე, თქვენ, თქვენი ბარმენი, რომელსა მგონი ლეო ჰქვია. ის კაციც, რომელიც დილიდან ილეშება ამ ბარში და ქუჩაში უბრალო გამვლელი, რომელსაც უყურადღებოდა აუვლით გვერდს.
-მართალი ხართ.
- შეიძლება გამორიცხვის მეთოდით სწორ პასუხამდე მიხვიდეთ, მაგრამ ვარიანტები იმდენად ბევრია.
-მაგალითად თქვენი ნაცნობებიდან ვის გამორიცხავდით?
კაცმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ფიქრით ტვინს იჭყლიტავდა, შემდეგ კი მხიარულად უპასუხა-მაგალითად თქვენ ლეა. - მაცდურად გაუღიმა მამაკაცმა და ხელზე ეამბორა.
-თქვენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. - უცნაური ხმით უპასუხა ქალმა და სახე გვერდით გაატრიალა, რომელზეც გაურკვეველი ემოციები ასახვოდა. მამაკაცი დიდხანს ათვალიერებდა ქალის მომხიბვლელ უნაკლო პროფილს და უშედეგოდ ცდილობდა მის სახეზე ასახული ემოციების ამოკითხვას.
ბარში გამეფებული მდუმარება გარედან შემოსულმა გნიასმა დაარღვია. უკვე წვიმასაც გადაეღო და ქუჩას ადამიანებისაგან ახმაურებულიყო. კარი გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდა ხუთიოდე ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი.
ქალმა საათს შეხედა და უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
-უკვე შვიდი ხდება.
-ნუთუ? გაიკვირვა მამაკაცმა და მაჯის საათს დახედა.
-ახლა აქაურობა ხალხით გაივსება და საშინელი გნიასი იქნება. - მალე წავალ ალბათ.
-მეც მალე დავტოვებ აქაურობას. შეიძლება სახლამდე მიგაცილოთ? - იკითხა მამაკაცმა.
ქალი ერთხანს შეყოყმანდა. არ იცოდა რა პასუხი გაეცა, ბოლოს თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოო ღიმილშერეული სახით თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა.
-ერთი წუთით ჩემს კაბინეტში უნდა შევიდე. რაღაც პატარა საქმე მაქვს და მერე შეგვეძლება წავიდეთ.
-ძალიან კარგი. აქ დაგელოდებით.
ქალი შებრუნდა და ბარის განაპირას მდებარე კარში გაუჩინარდა.
თხუთმეტი წუთის დამღლელი ლოდინის შემდეგ ლეა კვლავ უკან დაბრუნდა და დავითს თავზე წაადგა.
-შეგვიძლია წავიდეთ.
-ძალიან კარგი. - გაუღიმა მამაკაცმაც და კარებისკენ წასულ ქალს უკან მიჰყვა. ქალმა მოხდენილად ჩამოიღო საკიდიდან ქოლგა, ხელზე გადაიკიდა და კარები გამოაღო. გარედან შემოვარდნილმა მაისის სიცივემ შეაჟრჟოლა და თხელი მოსაცმელი უფრო მეტად შემოიხვია ტანზე. მამაკაცი კი, მთელი ამ დროის განმავლობაში მონუსხული რომ შეჰყურებდა, მხოლოდ ახლა გამოფხიზლდა და სასწრაფოდ გაიხადა პიჯაკი, შემდეგ კი შემცივნებულ ქალს მხრებზე მოაფარა.
-მადლობა დავით.
-არაფრის.
-მგონი ჯობია ფეხით გავისეირნოთ არა? ჩემი სახლი არც ისე შორსაა აქედან. სულ რაღაც ნახევარი საათის სავალზე.
-მაშინ ფეხით გავისეირნოთ, თუ ძალიან არ გცივათ. თან რა ჯობია ახლადნაწვიმარზე ფეხით სეირნობას.
-არც არაფერი. - კეკლუცად გაიცინა ქალმა და მამაკაცს ხელკავი გამოსდო.
ღრუბლიანი საღამო უფრო მეტ სიბნელეს ქმნიდა ვიდრე ჩვეული, წვიმიანი დღე. ქალაქში ნელ-ნელა ანთებდნენ სინათლეებს. ლამპიონების შუქზე ორი ერთმანეთს მწებებული სილუეტი იკვეთებოდა. ქალისა, რომელიც საკმაოდ დახვეწილი ტანით, მაღალ ქუსლებზე ცოტა მოუხერხებლად იდგა და მამაკაცის მხარს ეყრდნობოდა. მამაკაცი კი ამ სიტუაციით მოხიბლული, გაბადრული ღიმილით მიაცილებდა სახლში ქალს ნაწვიმარ გზაზე. ლამპიონების შუქი მოწითალო და მოყვითალო ფერებად ირეკლებოდა ალაგ-ალაგ ამოცვენილი ქვაფენილის ადგილას ჩამდგარ გუბეებში და შორიდან რომ შეგეხედათ, ერთი ლამაზი, ჯადოსნური სურათი იქმნებოდა.

-მოვედით. - ერთ-ერთ კოხტა, გარეუბნის პატარა სახლთან შედგა ქალი და მამაკაცს მადლიერებითა და რაღაც უცნაური გრძნობით აღსავსე მზერა მიაპყრო.
-კარგი.. - ამოილაპარაკა ხმადაბლა მამაკაცმა. - როგორც ჩანს ჩემი წასვლის დროა. ჩვეულებრივ ასე აკეთებენ.
-მაგრამ მე არ მინდა ყველაფერი ჩვეულებრივ მოხდეს. - გაღიმებული სახე მიანათა ქალმა. - ჯერ ადრეა. რვა საათიც კი არაა. თუ არ გეჩქარება დიდი სიამოვნებით გაგიწევდი მასპინძლობას სახლშიც. თან არაჩვეულებრივი წითელი ღვინო მაქვს. - ენის წვერი შეუმჩნევლად გადაიტარა ქვედა ტუჩზე.
-მგონი დაფიქრება ღირს. - ეშმაკურად ჩაეღიმა მამაკაცს.
-მერე? რა გადაწყვიტე დაფიქრების შემდეგ? - ცოტაოდენ ხანში ჰკითხა ქალმა და ხელში სახლის გასაღები აათამაშა.
-ნამდვილად ღირს დარჩენა და „წითელი ღვინის“ გასინჯვა. - ეს სიტყვები განსაკუთრებულად გამოკვეთილად წარმოთქვა მამაკაცმა.
ქალს არაფერი არ უპასუხია. მხოლოდ გამარჯვებულის ღიმილით შებრუნდა და სახლის კარს გასაღები მოარგო.
სახლი ოდნავ ძველმოდური სტილის იყო, თუმცა საკმაოდ გემოვნებიანად და დახვეწილად მოწყობილი. განსაკუთრებული აღფრთოვანება მამაკაცში კი მისაღებმა გამოიწვია, რომელიც მთლიანად ხით იყო მოპირკეთებული და ერთ-ერთ კუთხეში საკმაოდ მოზრდილი ბუხარიც კი იწონებდა თავს. მისდა გასაკვირად სახლში, ისევე როგორც ბარში, წითელი ფერი ჭარბობდა
-ვერაფერს იტყვი. - ამოილუღლუღა მან. - არაჩვეულებრივია. როგორც ჩანს წითელი ფერი ძალიან გიყვარს.
-გამოიცანი. წითელი ჩემი საყვარელი ფერია.
-სხვათა შორის მეც მომწონს. ბობოქარი და რაღაც იდუმალებით აღსავსე ფერია. თითქოს მასში სიცოცხლის მთელი უშრეტი ენერგია ჩქეფს.. ისევე როგორც შენს ტუჩებში. - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს, წელზე ხელი მოხვია და მის ვნებისგან აელვარებულ ტუჩებს მთელი ძალით დაეწაფა.
ორივეს რაღაც გასაოცარი, ძალზედ სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა და ჟრჟოლა მოჰგვარა. ქალს ოდნავი წინააღმდეგობაც არ გაუწევია. მოხერხებულად შემოაწყო ხელები ზურგზე და უფრო მეტად მიეტმასნა მამაკაცის სხეულს. ცოტაოდენ ხანში კი მისი მკლავებისგან თავის დაღწევა სცადა.
-ღვინო უნდა მომეტანა. - ამოილუღლუღა ვნებისგან დაბინდული ხმით.
-არ მჭირდება ღვინო, როდესაც გვერდით ასეთი ქალი მყავს. დასათრობად შენც მეყოფი. - ესღა უთხრა და უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე. ქალმა უკან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და რამოდენიმე წამში ორივე დივანზე აღმოჩნდა. მამაკაცი მთელი გზნებითა და ვნებით უკოცნიდა სხეულს. მალევე შემოაძარცვა თხელი მოსაცმელი და გაურკვეველი მიმართულებით მოისროლა. უცებ ქალის სხეულს მოსწყდა და ზემოდან დააკვირდა დიდი ყურადღებით. იმდენად არაჩვეულებრივი და სრულყოფილი მოეჩვენა, რომ წამით შეზიზღდა კიდეც მისი თავი, რომ ეს სრულყოფილება შეხებითა და კოცნით უნდა წაებილწა. მაგრამ თავის შეკავება აღარ შეეძლო. ნელა გადაუწია კაბის ერთი სალტე მხარზე და აბრეშუმივით ნაზ კანზე მხურველე ტუჩები მაიკრო.
ორივე გრძნობდა რაღაც საოცარ აღმაფრენას, ჯერ არ განცდილ ნეტარებასა და წამების მარადისობად ქცევის სურვილს...


-არაჩვეულებრივი ხარ. - ამოილაპარაკა ქალმა და მამაკაცს მოშიშვლებულ, ოდნავ ბანლით დაფარულ მკერდზე ნაზად გადაუსვა ხელი.
-მე კი არა ეს შენ ხარ არაჩვეულებრივი. - უპასუხა მამაკაცმა და სიგარეტი ბოლომდე გააბოლა.
-დღეს დარჩები არა? - იკითხა ქალმა.
-გინდა რომ დავრჩე?
-რა თქმა უნდა.
-მაშინ დავრჩები.
-და რომ გთხოვო სულ დარჩე მეთქი?
-ეს შენ თვითონაც არ მოგინდება.
-რატომ?
-იმიტომ რომ კარგად რომ გამიცნობ არ მოგინდება ჩემნაირი კაცის გვერდით ცხოვრება. შენ ბევრად უკეთესს იმსახურებ.
-შენ რა იცი როგორს ვიმსახურებ? - გაღიზიანება შეეტყო ქალს ხმაში. -საერთოდ არ მიცნობ.
-ერთი ვიცი... უნაკლო ხარ.
-მე ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს. იმდენი, რომ წარმოდგენაც კი გაგიჭირდება. უნაკლო არავინაა. ეს საყოველთაო სენია ადამიანებში .
-ალბათ, მაგრამ მაშინ სრულყოფილი ხარ.
-ისევ იმავეს იმეორებ. - ღიმილი შეეპარა ქალს ხმაში.
-ეს იგივე არ არის. სრულყოფილი უნაკლოს არ ნიშნავს. შეიძლება ადამიანს ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ თითოეული მათგანი, უარყოფითი დადებით მხარესთან თანხმობით სრულყოფილებას ქმნიდეს. სრულყოფილება არ მდგომარეობს მხოლოდ სიკარგეში ან მხოლოდ სიავეში. სრულყოფილება ორივეს იდეალური ტანდემია... ნამდვილ, სრულყოფილ ადამიანს ყოველთვის ორი მხარე აქვს, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და იდეალურ სურათს ქმნის.
-საინტერესო მოსაზრებაა. მაშინ ჩემთვის შენ ხარ სრულყოფილი, შენი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. - თვალებმილულულმა ქალმა ძლივს ამოთქვა. აშკარა იყო ერთი სული ჰქონდა როდის დაიძინებდა.
-დაიძინე. - უჩურჩულა მამაკაცმა, ხელი ნაზად გადაუსვა აბრეშუმივით რბილ თმაზე და იქვე დივანთან დაგდებული პლედი მის სხეულზე სანახევროდ მწოლიარე ქალს გადააფარა. შემდეგ კარგა ხანს აკვირდებოდა ოთახის ხის ჭერს. სახეზე ემოციები ნელა, ზანტად ეცვლებოდა. ბოლოს მხოლოდ დაღლილობა დარჩა. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ქალთან ერთად მშვიდად ეძინა.

უცნაურმა შეგრძნებამ დაურღვია დილის მყუდროება. თითქოს ვიღაც დაჭინებული მზარით აკვირდებოდაო. თვალები რომ გაახილა მის წინ ელა იჯდა სანახევროდ შუშის მაგიდაზე და მამაკაცს თვალს არ აცილებდა.
-დილა მშვიდობისა. - თქვა ქალმა ნაზი ხმით.
-დილა მშვიდობისა - გაიმეორა მამაკაცმაც.
-გინდა გავისეირნოთ. - მამაკაცმა მზერა ფანჯრისკენ მიმართა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მზე ჯერ კიდევ არ ამოწვერილიყო.
-გავისეირნოთ.- უპასუხა მანაც.
რამოდენიმე ხანში ორივე მათგანი ზოზინით მიუყვებოდა ცარიელ ქუჩას. აქეთ წამოდი. - მიანიშნა ქალმა. - სადღაც ხუთი წუთის სავალზე პარკია, მერე კი პატარა ტყე თავისი მინდვრებით.
-ალბათ გარეუბანში ცხოვრებას ეს პლიუსი აქვს.
-მაგრამ თავისი მინუსებიც აქვს, როგორც ყველაფერს.
მამაკაცს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავის ოდნავი დაქნევით დაეთანხმა და ქალს უკან მიჰყვა.

გარეთ სანახევროდ ბინდი ჩამოწოლილიყო. ბუნებას ჯერ კიდევ ეძინა. ქალმა მამაკაცთან ერთად ნელი ნაბიჯით გადაკვეთა პარკი, თან სუფთა ჰაერს მოწყურებულივით ღრმად ისუნთქავდა. ისევ თავისი მუხლს ოდნავ აცდენილი შავი კაბა ეცვა, მაგრამ თმები ამჯერად გაეშალა და მისი მუქი წაბლისფერი დალალები წელამდე დაშვებულიყვნენ. სახე კვლავ უნაკლო და მომხიბვლელი ჰქონდა. მამაკაცს კოსტიუმი სანახევროდ ზურგზე მოეგდო, პერანგი შარვლიდან ამოჩაჩვოდა, თმაარეული და ნამძინარევი სახით მიჰყვეობოდა ქალს, თან მის ყველა უნებურ გატოკებასაც კი დიდი ინტერესით აკვირდებოდა.
დაახლოებით ნახევარ საათში კი ტრიალ მინდორზე გავიდნენ, რომელიც კაშკაშა ყვითელი „ბაიებით“ იყო გადავსებული. გოგონა უნებურად შედგა და თვალი ჰორიზონტს გაუშტერა. შორს ცაზე, წითელი დაკლაკნილი ხაზები ჩანდნენ, გრძელ ზოლებად გაწოლილნი.
-მზე ამოდის. - ღიმილით ამოილაპარაკა.
-გინდა აქ მოვიცადოთ და ვუყუროთ? - ჰკითხა მამაკაცმა.
-მინდა.
ამის შემდეგ ხმა არ ამოუღიათ. უყურებდნენ როგორ იწვერებოდა მწის პირველი სხივები და როგორ ამოიდიოდა ეს წითელი ბურთი, მასთან ერთად კი ნელ-ნელა ბალახების ზედაპირიდან აორთქლებული დილის ნამი და ტყიდან გამომავალი ნისლის ღრუბლები ფანტასტიურ სანახაობას ქმნიდნენ.
-ალისფერი ნისლი. - ამოილაპარაკა ლეამ. - რამდენი ხანია არ მინახავს. ლამაზია არა?
-ულამაზესი. - უპასუხა მამაკაცმაც და დეჟა ვუ-ს მოულოდნელ მძაფრ შეგრძნებაზე ოდნავ შეკრთა. გაახსენდა, იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. არ გაუჭირდებოდა.. ისე როგორც სხვა დროს. „უნაკლო არავინაა“ დუდუნებდა მისი გონება. „ყველანი საშინელი ცოდვით აღსავსენი ვართ“ - პასუხს სცემდა მისი ქვეცნობიერი. ნელა ჩაყო ხელი პიჯაკის მარცხენა ჯიბეში და იქიდან შავი მოგრძო ფორმის საგანი ნელა ამოაცურა. ინტერესით დააკვირდა, შემდეგ კი მეორე ხელით ფრთხილად და უხმაუროდ გახსნა შავტარიანი დანა. ქალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მეორე...

ალისფერი ნისლი გაბატონებულიყო მთელს მინდორზე. ალაგ-ალაგ თუ გამოარჩევდით მასში კაშკაშა ყვითელ „ბაია“ ყვავილებს. მიწა ნესტით იყო სავსე. მზეც ალისფერ ნისლში ჩაკარგულიყო. შუაგულ მინდორში, ბალახების სქელ რიგებს შორის ადამიანის სილუეტი მოჩანდა. უფრო კონკრეტულად კი ქალისა, რომელიც გაღიმებული და მშვიდი სახით უსულოდ იწვა. მხოლოდ შავი კაბა ეცვა, ალბათ სწორედ ამიტომ ადვილად ვერ შეამჩნევდით, თუ როგორ იყო გაჟღენთილი მუქი წითელი სისხლით მისი სამოსი. ქალს შავტარიანი გრძელი დანა პირდაპირ გულში ჰქონდა გაყრილი. ჯერ კიდევ თბილი სხეულიდან ისევ ჟონავდა სისხლი, წვეთობით ჩამოდიოდა და ნესტიან მიწას რწყავდა. ბალახებიც ხარბად ისრუტავდნენ მათთვის უცხო, მაგრამ ასე მათრობელა სუბსტანციას. ლეა მართლაც სრულყოფილი იყო...

*_*_*_*_*_*_*_*_*_*
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ამის დაწერა.
იმედია ძალიან კრიტიკულად არ შემაფასებთ...



№1  offline წევრი fencer

,,ინტერესით დააკვირდა, შემდეგ კი მეორე ხელით ფრთხილად და უხმაუროდ გახსნა შავტარიანი დანა. ქალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მეორე..."-ამ მომენტზე ,,არ გაბედო" იმხელა ხმაზე ვიყვირე ბებიაჩემი გულგახეთქილი შემოვარდა ,,ხომ მშვიდობაა?"-ო. ამ საიტზე იშვიათად ვაწყდები ნაკლებად სასიყვარულო ისტორიებს და ასეთი სტილისას ხომ განსაკუთრებით❣ რაღაც ენით აუღწერელი გრძნობა გამიჩნდა კითხვის პროცესში❣ ძალიან მომეწონა(მიუხედავად იმისა რომ რაღაც დამაკლდა)და ვფიქრობ მუზა თუ არ გიღალატებს ეს ისტორია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.პირადად ჩემთვის
საინტერესო იქნებოდა ამ კაცის შემდეგი მსხვერპლთა ვინაობა და რაღათქმაუნდა გამოძიება.
გამოძიება-აი რა დამაკლდა.
ისტორია შენია და რათქმაუნდა შენ უნდა გადაწყვიტო მას ექნება თუ არა გაგრძელება★
მოკლედ წარმატებებს გისურვებ და გმადლობ კიდევ ერთი საინტერესო სიახლისთვის რომელიც ამ საიტზე წავიკითხე❤
--------------------
მ.კოკო

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

fencer
,,ინტერესით დააკვირდა, შემდეგ კი მეორე ხელით ფრთხილად და უხმაუროდ გახსნა შავტარიანი დანა. ქალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მეორე..."-ამ მომენტზე ,,არ გაბედო" იმხელა ხმაზე ვიყვირე ბებიაჩემი გულგახეთქილი შემოვარდა ,,ხომ მშვიდობაა?"-ო. ამ საიტზე იშვიათად ვაწყდები ნაკლებად სასიყვარულო ისტორიებს და ასეთი სტილისას ხომ განსაკუთრებით❣ რაღაც ენით აუღწერელი გრძნობა გამიჩნდა კითხვის პროცესში❣ ძალიან მომეწონა(მიუხედავად იმისა რომ რაღაც დამაკლდა)და ვფიქრობ მუზა თუ არ გიღალატებს ეს ისტორია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.პირადად ჩემთვის
საინტერესო იქნებოდა ამ კაცის შემდეგი მსხვერპლთა ვინაობა და რაღათქმაუნდა გამოძიება.
გამოძიება-აი რა დამაკლდა.
ისტორია შენია და რათქმაუნდა შენ უნდა გადაწყვიტო მას ექნება თუ არა გაგრძელება★
მოკლედ წარმატებებს გისურვებ და გმადლობ კიდევ ერთი საინტერესო სიახლისთვის რომელიც ამ საიტზე წავიკითხე❤


ძალიან დიდი მადლობაა relaxed ასეთ შეფასებებს იშვიათად ვიღებ და ჩემთვის დიდი სტიმულია.
რაც შეეხება ისტორიის სამომავლო განვითარებას, ეს წამიერად მოსული მუზა იყო, რომელიც ასევე წამიერად წავიდა... რა თქმა უნდა ვიფიქრებ ისტორიის გაგრძელებაზე, მაგრამ ვერ შეგპირდებით.. და სავარაუდოდ აღარც გავაგრძელებ.
კიდევ ერთხელ გმადლობ, რომ კითხულობ და კომენტარებით აფასებ...

 


№3  offline წევრი Elenekakh

ვაიმე რაიყო ეს ჰა flushed ჯერ კიდევ შოკში ვარ ისეთი კარგი იყო , ისე კარგად აღწერ ბუნებას ♥ ძალიან მომეწონა კარგი და განსხვავებული იყო heart_eyes

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

Elenekakh
ვაიმე რაიყო ეს ჰა flushed ჯერ კიდევ შოკში ვარ ისეთი კარგი იყო , ისე კარგად აღწერ ბუნებას ♥ ძალიან მომეწონა კარგი და განსხვავებული იყო heart_eyes


დიდი მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent