შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(I თავი)

22-06-2017, 19:32
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 839

დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. სამთვიანი არდადეგების შემდეგ კვლავ უნდა დავუბრუნდე ჩვეულ რეჟიმს და ვიარო სკოლაში.უკვე მეთორმეტე კლასელი ვარ, მაგრამ ეს საერთოად არ მიხარია.მაღვიძარა გავთიშე და ისევ დაძინება დავაპირე,მაგრამ ამ დროს ოთახში ჩემი პატარა და,სესილი შემოვარდა რომელიც დღეს პირველად მიდის სკოლაში და რა თქმა უნდა უბედნიერესია. მე თავი მოვიმძინარე.ის მომიახლოვდა და ის იყო ბალიში უნდა დაერტყა ჩემთვის რომ მოვკიდე წელზე ხელი, დავქაჩე ჩემსკენ,ამოვიყვანე ლოგინზე და მუცელზე მოვუღუტუნე.მანაც სიცილი დაიწყო და ცდილობდა ჩემთვისაც მოეწვდინა ხელი რომ ეღუტუნებინა.ამ დროს დედამ დაიყვირა ბავშვებო გამზადეთო და ჩვენც გავჩერდით.
-გაბი ვნერვიულობ.მიხარია რომ სკოლაში მივდივარ,მაგრამ არ ვიცი იქ მომეწონება თუ არა...
გაბი?! ეს ჩემი სახელია.ნუ გაბრიელა მქვია,მაგრამ ყველა გაბის მეძახის(მათ შორის ჩემი დაც).დღეს მეთორმეტე კლასში გადავედი და ვნერვიულობ მომავალ გამოცდებზე.ადრე ვცეკვავდი მაგრამ უკვე 3 წელია აღარ მიცეკვია...მას შემდეგ რაც მამა გარდაიცვალა...
-არ ინერვიულო ჩემო ლამაზო.ხომ იცი რომ მე შენს გვერდით ვარ.მიდი ახლა ჩაიცვი და ჩავიდეთ დაბლა.აღარ ვაყვიროთ მეტი დედიკო.
-კაი,კაი წავალ ჩავიცმევ
-მიდი გაიქეცი
მეც დავიწყე გამზადება.არ ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა,ამიტომ გადმოვალაგე მთელი გარდერობი და დავიწყე არჩევა.საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ჩავიცვა შავი ტყავის ქვედაბოლო, თეთრი ტოპი ზედა, ჯინსის უმკლავო,მოკლე შემოსაცმელი და All Star-ის შავი მაღალყელიანი კედები.ჩემი ყავისფერი,ტალღოვანი თმა გაშლილი დავიტოვე. მაკიაჟის დიდი მოყვარული არ ვარ ასე რომ უბრალოდ უფერული ბლესკი წავისვი და თაფლისფერი თვალები ოდნავ ავიპრიხე და მე მზად ვარ.
დაბლა ჩავირბინე.ჩემი და უკვე საუზმეს მიირთმევდა.დედასთან მივედი ვაკოცე და მაგიდას მივუჯექი.როდესაც საუზმეს მოვრჩით,ჩანთები ავიღეთ,დედას დავემშვიდობეთ და ავტობუსის გაჩერებასთან მივირბინეთ.ავტობუსი მალევე მოვიდა და სადღაც 10-15 წუთში უკვე სკოლაში ვიყავით. ჩემი და თავის კლასთან მივიყვანე,დავემშვიდობე და ვუთხარი რომ დედა წაიყვანდა სკოლიდან. მე მეოთხე სართულზე ავედი.აქ ჩემი კლასია. კლასელებს მივესალმე და ყველას სათითაოდ ჩავეხუტე.
-ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის!
ეს ჩემი საუკეთესო დაქალია ლიზა.ერთმანეთი პირველ კლასში გავიცანით და მას შემდეგ საუკეთესო დაქალები ვართ.ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. ჩემთვის დასავითაა...
-ვაიმე როგორ მომენატრე შე მახინჯო−და ისე შევაფრინდი კინაღამ წავაქციე.
დიდ დასვენებაზე მე და ჩემი რამდენიმე დაქალი ბუფეტში ჩავედით.
-ვაიმე გოგოებო გაიგეთ ახალი ამბავი?−დაიწყო ანასტასიამ,როდესაც ყველანი ჰამბურგერს შევექცეოდით.
-რა ამბავი?
-რა და ჩვენს პარალელურ კლასში ახალი ბიჭი გადმოსულა.აი ძალიან სიმპათიური და საყვარელი.თურმე ყველა დაუშოკია. ბევრი გოგო სთალქავს უკვე...მოიცა რა ერქვა...ააა გამახსენდა...მაქსიმე...მაქსიმე ჰქვია!
-კაი რა ტასო, რატო არ გბეზრდება ეს ბიჭები.სამყარო მარტო ბიჭების გარშემო არ ტრიალებს−ჰო ლიზას ნამდვილად მწარე ენა აქვს,მაგრამ პირდაპირია და ეს ჩემი აზრით მისი დადებითი თვისებაა.
-კაი შეიძლება ჩემი სამყარო ბიჭების გარშემო ტრიალებს,მაგრამ ასეთი ბიჭი არსად არ შემხვედრია...მართლა უსიმპათიურესი და უსაყვარლესია! ასეთს მეორეს ვერსად ნახავ!
-ჰო მეც ვნახე.მართლა საოცრებაა...ძალიან საყვარელია!!-გამოეხმაურა ელენე
-კარგი გვეყოს იმ ბიჭზე საუბარი.მაგის მაგივრად იმაზე ვილაპარაკოთ ვის რაზე უნდა ჩაბარება−ისევ ლიზა თუ გააჩერებდა ამათ.
ამის შემდეგ ცოტა ვილაპარაკეთ პროფესიებზე და დავიშალეთ. მე ჯერ-ჯერობით ფსიქოლოგობას ვფიქრობ და ვნახოთ რა იქნება.

P.S. იმედია მოგეწონებათ ჩემი პირველი მოთხრობის პირველი თავი! შეიძლება პირველი რამდენიმე თავში იფიქროთ რა საერთო აქვს მოთხრობას და სათაურს ერთმანეთთანო,მაგრამ მალე ყველაფერში გაგარკვევთ!

№1 სტუმარი Nia

Magaria imedia gaagrdzeleb gpirdebi ertguli mkutxveli.viqnebi velodebi shemdeg tavs

№2  offline წევრი Lily Morgan

Nia
Magaria imedia gaagrdzeleb gpirdebi ertguli mkutxveli.viqnebi velodebi shemdeg tavs

მადლობა!ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა! <3 <3

№3  offline აქტიური მკითხველი Yagami

კარგია მალე დადე ხოლმე ახალი თავები^^

№4  offline წევრი LSD

Kargia pirvwli sitoriostvis magram ragac shenishvnebi makvs .1 dzalian swrafad gakvs ganvitarebuli movlenebi.2patara tavi iko dzalian .3 zedapirulad gakvs kvelFeri am tavshii .nu mokled rom vtkvat kargi iko magram am
SHenishvneb tu gaitvaliswineb xom mtlad uketesi ikneba ❤️❤️ Sxvatashoris sataurma momxibla da magitom daviwke kitxvaa ❤️❤️ Sheecade rom ragac sakitxebs ufro chaugrmavde xolme isaubro ufro meti gabize rom uketesad gagvacno❤️ Dawere tu ra ukvars.riti gardaicvala mamamisi da ase shemdeg nu es kvelaferi shemdgom tavebshi ❤️❤️ Velodebi axal tavs aba shen ici warmatebebi ❤️
P.S imedimakvs ar gewkineba es shenishvnebi❤️❤️

№5  offline წევრი Lily Morgan

Yagami
კარგია მალე დადე ხოლმე ახალი თავები^^

მადლობააა <3 ვეცდები ყველანაირად! <3 <3 <3

LSD

ძალიან დიდი მადლობააა <3 <3 მეწყინოს?! არა,პირიქით...აუცილებლად აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეულ შენიშვნას და ვეცდები გამოვასწორო ეს ხარვეზები!! <3 <3 <3 ისე მახარებს თქვენი კომენტარები! ერთგვაი სტიმულია ჩემთვის! დიდი დიდი მადლობაა! <3 <3 <3 <3

№6  offline წევრი LSD

FyFaen

Arafris pirikit madloba shen rom daiwke wera am istoriis❤️❤️ Xshir shemtxeveshi roca vigac iwkebs pirveli istoriis weras am saitze landzgaven rac ar momwons ❤️❤️ Shenishvebis micemit ufro metad earebi adAmians vidre landzgvit❤️❤️Es sakitxi imitom wamovcheri rom tu vinme gaglandzgavs sheni istoriis gamo nu mousmen mtavaria shen da chven vinc vkitxulobt mogvwonss ❤️❤️Kidev ertxel warmatebebi❤️❤️

№7  offline წევრი Lily Morgan

^_^ ^_^ გავითვალისწინებ აუცილებლად! <3 <3 <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent