შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში


22-06-2017, 20:28
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 723

თავი 7

მამაჩემის გარდაცვალებიდან სამი კვირა გავიდა მე კი ჯერაც არ მივსულვარ კომპანიაშია, მან მე თავისი კომპანია მიანდერძა მე კი მისთვის დრო ვერ გამოვნახე. თუმცა რა გასაკვირია მაშინ როცა მე კომპანია უნდა მემართა დაკავებული ვიყავი ნიშნობითა და ქორწილის ორგანიზებით. იმედს ვიტოვებ რომ ამ წყეული ქორწილის შემდეგ შევძლებ კომპანიის მიხედვას.
ქორწილამდე რაც უფრო ცოტა დრო რჩება, ჩემს გარშემო ხალხი უფრო გიჟდება, სახლში გამუდმებით უცხო ხალხია, ჰელენი და მერი ყოველთვის ერთად არიან ან გამუდმებით ერთმანეთ ესაუბრებიან ტელეფონით. ეს ყველაფერი ნამდვილი სიგიჟეა, ამასთან ელისმაც მიმატოვა სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ნიუ-იორკში მოუხდა დაბრუნება. დრო ყველაზე სწრაფად მაშინ გადის როცა მის გაჩერებაზე ოცნებობ, და აი ჩემი ბედნიერი ქორწილის დღე ხვალ არის, მე მძულს ეს სპექტაკლი და ყველა ვინც ამაში ჩამითრია. ქორწილის წინა საღამოს, დედამ ადრე გამიშვა დასაძინებლად რათა ქორწილისთვის გამომეძინა,არავითარი წინა საქორწინო წვეულება რადგან ელისმა დროულად ჩამოსვლა ვერ მოასწრო. მის საქმეებს იმაზე მეტი დრო დასჭირდა ვიდრე მოელოდა და ამის გამო ხვალამდე ვერ დაბრუნდება. მე სხვა არჩევანი არ მქონდა ამიტომ ჩემს ოთახში ავედი, შხაპი მივიღე და ის იყო დასაძინებლად უნდა წავსულიყავი რომ ოთახში სიურპრიზი დამხვდა
-აქ როგორ მოხვდი? -ოთახში დახვედრილმა სტუმარმა ცოტა გამაკვირვა
-ისევე როგორც შენ, ახლა ჩემი ჯერია სიიჟიე გავაკეთო
-დანიელ დედაშენი დაბლაა თუ გაიგებს რომ აქ ხარ ცოცხლად გაგატყავებს
-არ მაღელვებს, ერთადერთი ახლა რაზეც ვფიქრობ ეს შენ ხარ
-მოიცა შენ რა მთვარლი ხარ? -გაოცებულმა ვკითხე დანიელს
-არა ძვირფასო, ჯერ არ ვარ. წინა საქორწინო წვეულებამდე შენი ნახვა მინდოდა.
-კარგი წადი წვეულებაზე ხვალიდან ოფიციალურად დაოჯახებული იქნები და გოგონებს ვეღარ დაუწყებ ყურებას
-ეს გაფრთხილებაა? -გულიანად გაეცინა მას
-დაახლოებით, ახლა კი წადი და გაერთე
-შენ რას გააკეთებ?
-მე შემიძლია საკუთარი თავის მიხედვა
-როგორც იტყვით მის, ხვალ საკურთხეველთან გნახავ -დანიელი წავიდა, მე კი მარტო დავრჩი, მივხვდი რომ ოთხში ჯდომა და ქორწილის ლოდინი არ შემეძლო, ამიტომ გასეირნება გადავწყვიტე, თუმცა ვიცოდი რომ ჰელენი ამის უფლებას არ მომცემდა ამიტომ ფანჯრიდან გადავძვერი და სანაპიროზე ჩემს საყვარელ ადგილას წავედი. სანაპიროზე ვსეირნობდი და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ქორწილზე უფრო და უფრო ვკარგავდი მოსვენებას, მინდოდა ჩემი გონება გამეთავისუფლებინა და ზღვის ხედითა და მისგან მონაბერი სუფთა ჰაერით დავმტკბარიყავი, მაგრამ არ შემეძლო თავში ნამდვილი ჯოჯოხეთი მქონდა, აზრებსაც კი ვერ ვალაგებდი. რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ რაც სანაპიროზე ვსეირნობ, თუმცა არაფერი შეცვლილა იგივე ქაოსი, იგივე გაურკვევლობა, საკუთარი ფიქრები მაგიჟებდა, ამ დროს კი ხმა გავიგონე
-მეგონა ისევ შიშველი დამხვდებოდი
-მე კი მეგონა ახლა სტრიპტიზიორების გარემოცვაში იყავი
-ჰო მე წვეულებაზე მოვიწყინე და აქ წამოვედი -დანიელი მოვიდა და გვერდით მომიჯდა -აქ ყოფნამ გიშველა?
-არა ზღვა ვერ შველის განწირულს
-მართალია, ჩვენ ჩვენი სვლები გავაკეთეთ და ხვალ ვქორწინდებით
-ჰო ჩვენ ისტორიაში ყველაზე ბედნიერი დაქორწინებულები ვიქნებით
-სარკაზმს ვაფასებ ხომ იცი -ღიმილით მითხრა დანიელმა
-ჰო მართლა რა იცოდი რომ აქ ვიქნებოდი?
-როცა მითხარი რომ თავის მიხედვა შეგეძლო მივხვდი რომ აქ მოხვიდოდი, რადგან ზღვა გამშვიდებს, ახლა კი სიმშვიდე ჩვენ ორივეს გვჭირდება
-არ გეკამათები, დანიელ არ ვიცი ხვალინდელი დღის გადატანას თუ შევძლებ, აქამდე ჩემი ცხოვრება სიმართლის თქმასა და სწორი საქციელების კეთებას მივუძღვენი ახლა კი ამდენ ადამიანს ვატყუებ
-მე შენს გვერდით ვიქნები, ჩვენ შევძლებთ იმედი არ დაკარგო
-იცი რა მე არ ვაპირებ ამაღმ სახლში დაბრუნებას ასე რომ შენ თუ წასვლა გინდა შეგიძლია წახვიდე
-ახლა სახლში ყოფნა ყველაზე ნაკლებად მინდა, აბა მითხარი რა გეგმები გაქ -მე ქვიშიან პლაჟზე წამოვწექი და ცას ავხედე
-აი ასე ვიწვები და ცას ვუყურებ, ასე მინდა ჩემი თავისუფალი წუთების გატარება
-კარგი მაშინ ასე უბრალოდ ვიწვეთ და ცას ვუყუროთ -ჩვენ ორივენი გაუნძრევლად ვიწექით და ვარსკვლავიან ცას ვუყურებდით, ვერც კი მივხვდით როგორ ჩაგვეძინა. დილით ტალღების ხმამ გამაღვიძა
-დანიელ გაიღვიძე, ახლავე უნდა წავიდეთ -მე დანიელი მაგრად შევაჯანჯღარე
-დამაძინე დიანა, ასე ადრე რატომ მაღვიძებ
-გენიოსო საკუთარ ქორწილში ვაგვიანებთ -ამ სიტყვების გაგონებისთანავე წამოდგა დანიელი და ჩემი სახლისკენ გამოვემართეთ. სანამ ჩვენ პლაჟზე ვნებივრობდით ენტონი გრინი ჩემს სახლში სკანდალებს აწყობდა, ჩემი არ ყოფნა დილით ელისმა აღმოაჩინა, როცა ჩემს გასაღვიძებლად ოთხში შევიდა.
-ჰელენ ვერ ვიჯერებ ეს როგორ დაუშვი -ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ენტონი
-ენტონი დამშვიდდი ის დაბრუნდება
-სერ შეიძლება თქვენ არ იცით რას ნიშნავს მიცემული პირობის შესრულება, მაგრამ დიანამ იცის ის აუცილებლად მოვა -ელისმა სიტუაციის განმუხტვა სცადა
-არ ვიცი თქვენ რისი იმედი გაქვთ, ჩემი ბიჭები მას მთელს ქალაქში ეძებს და ჯერ ვერ იპოვეს -ამ დროს მე კარი გავაღე და სახლში შევედი
-ვინ დაიკარგა? -წყნარად და ღიმილით ვიკითხე
-შე პატარა გაიძვერავ -ენტონი მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა
-დამშვიდდი მომავალო მამიკო მე არსად გავქცეულვარ, ახლა კი შენი ნებართვით არ მინდა საკურთხეველთან საქმრო ვალოდინო -მე მის წინ ირონიული მზერით ჩავიარე და საძინებელში ავედი, ენტონი მაშინვე წავიდა დედაჩემი და ელისი კი უკან გამომყვნენ
-შვილო სად იყავი? -შეშფოთებით მკითხა ჰელენმა
-პლაჟზე ჩემს უკანასკნელ თავისუფალ დროს ზღვის ტალღების ყურებაში ვატარებდი
-მე კი რა აღარ ვიფიქრე, შვილო როგორ ვერ ხვდები რომ ღამით პლჟზე ყოფნა შენთვის საშიშია, შენ უბრალო გოგო აღარ ხარ
-დამშვიდდი დედა მარტო არ ვყოფილვარ
-ვისთან ერთად იყავი, გინდა პრობლემები შეიქმნა ენტონისთნ?
-მე დანიელთან ერთად ვიყავი
-ეგ როგორ? -გაოცდა ჰელენი
-არ გინდათ დეიდა ჰელენ ახლა ამის დრო არ არის, ქორწილში გვაგვიანდება -ელისმა სასწრაფოდ იხმო ვიზაჟისტები, ერთ საათში უკვე მზად ვიყავი, კაბა, მაკიაჟი და უამრავი სტუმრით სავსე დარბაზი. კევინმა მომაკითხა რათა საკურთხეველთან მივეცილებინე
-მზად ხარ დაიკო?
-ამას მალე გავიგებთ
-დი ვიცი რომ შენი ქორწილი ასეთი არ წარმოგედგინა, მაგრამ გარემოებები ჩვენზე ძლიერი გამოდგა. მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ მამა მიგაცილებდა საკურთხეველთან და შენს ხელს შენს რჩეულ მამაკაცს გადასცემდა
-ყველაფერი კარგადაა კევინ, როგორც თქვი გარემოებები ჩვენზე ძლიერია -საქორწინო მარშიც გაისმა, მე და კევინმა შევაბიჯეთ ხალხით სავსე დარბაზში,ყველა მე მიყურებდა, განსაკუთრებით დაჟინებული მზერით მიყურებდნენ ენტონი გრინის საპატიო სტუმრები, ოთხი შუახნის მამაკაცი თვალს არ მაცილებდა. საკურთხეველთან დანიელი მელოდებოდა, კევინმა ჩემი ხელი მას გადასცა და მარიონეტების თეატრი გახსნილად გამოცხადდა. მე და დანიელმა ვთქვით „თნახმა ვარ“ და გარშემო მყოფებს თვალები სიხარულით აევსოთ, იმდენად იყო ხახი მდიდრული წვეულებით დაბრმავებული რომ ვერც კი შენიშნეს თუ როგორ უბედურად გამოვიყურებოდით ჩვენ. ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა სპეციალურ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ბენდი და სასმელი ელოდა ყველას. ყველა მხიარულობდა, ცეკვავდა და სასმელს სვამდა, მხოლოდ მე და დანიელი ვიდექით ერთ ადგილას გაუნძრევლად და ამ სიყალბეს ვადევნებდით თვალს
-უნდა გაერთოთ ეს ხმო თქვენი ქორწილია -სასმელით ხელში ნიკოლასი მოგვიახლოვდა
-არ გინდა ძმაო, შენ ხომ იცი ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი
-ჩვენ ვიცით მაგრამ დამსწრე საზოგადოებამ არ იცის, ასე რომ ბედნიერი წყვილის სახე მიიღეთ და საცეკვაოდ წადით -ელისმა შეგვახსენა ჩვენი როლი ამ სპექტაკლში, ამ დროს კი ენტონიმ მიკროფონი ითხოვა და სადღეგრძელო წარმოთქვა
-ყველას ყურადღებას ვითხოვ, ჩვენ აქ ამ შესანიშნავი წყვილის ჩემი შვილისა და მისი შესანიშნავი მეუღლის ბედნიერების გასაზიარებლად შევიკრიბეთ. მე დღეს უბედნიერესი კაცი ვარ, რადგან ქალიშვილი შევიძინე, ისეთი როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ჩემმა ვაჟმა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქალზე იქორწინა, ასე რომ ავწიოთ ჭიქები და მათი სადღეგრძელო შევსვათ -ყველამ დასცალა სასმელით სავსე ჭიქები, შემდეგ ბენდმა ვალსის დაკვარ დაიწყო და ახლ დაქორწინებულებს სცენაზე გვიხმეს, ჩვენც სცენისკენ გავემართეთ
-დიანა კარგად ხარ?
-დანიელ ხელი არ გამიშვა, რომ არ დავეცე
-დამშვიდდი მე აქ ვარ, ჩვენ შევძლებთ -ცეკვა დავიწყეთ და მუსიკას დასასრული აღარ უჩანდა, საერთოდ ამ სპექტაკლს არ უჩანდა ბოლო. გარშემო უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო. ყველა აღნიშნავდა ამ შესანიშნავ მოვლენას, ეს ქორწილი წლის მოვლენა იყო ახალ ორლეანში. ენტონის შემდეგ მიკროფონთან დედაჩემი გამოცხადდა და მანაც სადღეგრძელო წარმოთქვა
-ამ დღეზე მას შემდეგ ვოცნებობდი რაც დიანა პირველად ავიყვანე ხელში, წარმოვიდგენდი როგორ მიდიოდა საკურთხველთან და სიმართელ რომ გითხრათ არ მეგონა ეს დღე ასე სწარაფად თუ დადგებოდა, და რაც მთავარია ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ შესანიშნავ დღეს ჩემი რობერტი ჩვენს გვერდით არ იქნებოდა. დიანა ჩემო ძვირფასო მე და მამაშენს შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვიყვარხარ, შენ იპოვნე შენი მეორე ნახევარი და მას ხელი არსდროს გაუშვა, ბედნიერები იყავით ბავშვებო -ჰელენმა ცრემლები ვერ შეიკავა, ამ მომენტში არ ვიცოდი ეს სიტყვები რას ნიშნავდა, მე არ მიპოვნია ჩემი მეორე ნახევარი მე ის გარიგებით მივიღე და არ ვიცი მინდა თუ არა რომ მას ხელი ჩავჭიდო. თუმცა მოცემულ მომენტში დედაჩემის სიტყვები ის იყო რისი მოსმენაც დამსწრე საზოგადოებას სურდა. ვგრძნობდი ყოველი გასული ყალბი წამის შემდეგ როგორ ვკარგავდი მოთმინების უნარს, მზად ვიყავი შუა ქორწილიდან გავქცეულიყავი, თუმცა ჩემთან კევინი მოვიდა და საცეკვაოდ წამიყვანა
-კარგად ასრულებ შენს როლს ძამიკო -განაწყენებულმა ვუთხარი კევინს
-ჩემი როლი და მოვალეობა ჩემი დის გვერდით ყოფნაა, უბრალოდ ცოტაც გაუძელი დი, შემდეგ კი შეძლებ სიტუაციის გაკონტროლებას
-იმედია არ ცდები, რადგან ჩემი მოთმინების ფიალა უკვე აივსო
-დამშვიდდი სულ ცოტა ხანში ბოლო ცეკვის შესასრულებლად მიგიწვევენ და დღევანდელი სპექტაკლიც დასრულდება -კევინი მართალი იყო ცოტა ხანში მერიმ ყველა სტუმარი ბოლო ცეკვის შესასრულებლად იხმო, ეს ამ დღის დასასრული იყო. მე და დანიელს კი მანქანა გველოდებოდა რომელიც გრინების სახლში წაგვიყვანადა. ცეკვა დასრულდა, წესისამებრ თაიგული ვისროლე რომელიც ელისმა დაიჭირა, ის ზალიან გახარებული იყო ამის გამო
-იმედია ეს თაიგული შენი მომავალი ბედნიერების მანიშნებელია, მინდა რომ შენ მაინც იყო ბედნიერი
-ჩემო ძვირფასო შენ იქნები ბედნიერი, შეიძლება ახლა ვერ ვხდები ამას მაგრამ მოვა დრო და ჩემს სიტყვებში დარწმუნდები -ელისი მაგრად მომეხვია, შემდეგ კი სტუმრებს შეერია. სტუმრებს გამოვემშვიდობეთ და მანქანისკენ დავიძარით. მანქანასთან ჰელენი და კევინი მელოდებოდა
-ჩემო პატარა უშენოდ სახლი დაცარიელდება -ცრემლიანი თვალებით მითხრა მან
-ნეტავ სხვა გზაც იყოს დედა
-ახლა ამაზე არ იფიქრო, შენი ყველა ნივთი ქორწილის დაწყებამდე გავგზავნე შენს ახალ სახლში, ყველაფერი რაც დაგჭირდება იქ არის.
-დანიელ იცოდე ჩემს დას გაუფრთხილდი თორემ პრობლემები გექნება, ის ჩემი ნაწილია, ასე რომ ისე მოექეცი როგორც დედოფალს-კევინი ჩემთან მოვიდა და გადამეხვია
-ნუ ღელავ კევინ მე მას დედოფალივით მოვექცევი რადგან ის იმსახურებს ასეთ მოქცევას.
-ჩვენი წასვლის დროა -მე დედას და ძმას გამოვემშვიდობე და ჩემი ახალი სახლისკენ გავეშურე, თუმცა ჯერ არ ვიცოდი ეს სახლი იყო თუ საპყრობილე. მანქანა შესასვლელთან გაჩერდა, სტივენმა(მძღოლი) კარი გამიღო და მანქანიდან გადმოვედი.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში -სიხარულით მითხრა დანიელმა
-სახლი, ტკბილი სახლი - ირონიული ღიმილით ვთქი და სახლში შევედი.
-სახლს ხვალ დაგათვალიერებინებ, ახლა აჯობებს დავისვენოთ
-როგორც იტყვი -დანიელი საძინებლისკენ გამიძღვა, ოთახში რომ შევედით ყველაფერი ვარდებითა და სანთლებით იყო მორთული, მე ამან ცოტა გამაბრაზა, მართლია ეს მერიმ ჩვენს გასახარებლად გააკეთ, თუმცა მოცემულ სიტუაციაში ეს ძალიან ირონიული იყო.
-დანიელ მე აბაზანაში შევალ, შენ კი პატივი დამდე და ეს ყველაფერი მოაშორე ოთხიდან, დღეისთვის სპექტაკლები მეყოფა
-კარგი, ახლავე გავიტან ყველაფერს -მე ოთხში მიმოვიხედე ყევლაფერი სავსე იყო დედაჩემის გამოგზავნილი ჩემოდნებით, ამდენი ნივთი არც კი ვიცი საიდან მოიტანა, მე დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვნე ჩემოდანი სადაც ღამის პერანგი და სხვა ნივთები იდო და შხაპისმისაღებად სააბაზანოში შევედი. როდესაც უკან ოთხში დავბრუნდი დანიელს ყველა სანთელი და ვარდის ფოთოლი უკვე გატანილი ჰქონდა ოთხიდან. ის საწოლის ბოლოში იჯდა და მელოდებოდა, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და გვიხუმრია ამ მომენტზე თუმცა რეალურად ეს უხერხული იყო. სიტუაციას სიჩუმეც ართულებდა, ამიტომ მისი დარღვევა გადავწყვიტე
-საწოლის რომელ მხარეს გძინავს? -ღიმილით ვკითხე დანიელს
-ამას რატომ მეკითხები?
-იმიტომ რომ არ მინდა ზედემატად დაგირღვიო პირადი სივრცე
-ყველაფერი რიგზეა დიანა -დანიელმა ხელი მომკიდა და მის გვერდით დამსვა -მე ვხვდები როგორი რთული და უცნაური სიტუაციაა, თუმცა არ არის საჭირო ჩვენს შორის რაიმე შეიცვალოს, ჩვენ აქამდეც დაგვიძინია ერთად, ასე რომ დღეს არაფერი შეცვლილა
-კარგი როგორც იტყვი -ჩვენ დასაძინებლად დავწექით, თუმცა დანიელს შუქის ჩაქრობა დაავიწყდა ამიტომ მის ჩასაქრობად ადგა და როცა უკან საწოლში ბრუნდებოდა ჩემს ერთ-ერთ ჩემოდას დაეჯახა -კარგად ხარ?
-კი არაფერი მომიტეხავს, მაგრამ ძვირფასო მეუღლევ ეს ჩემოდნები უნდა ამოალაგო
-ვიცი გენიოსო აბა სამუდამოდ ასე კი არ დავტოვებ
-გასაგებია, დღეს ძლიან ცუდ ხასიათზე ხარ აჯობებს დავიძინოთ -ის საწოლში ჩაწვა, ორივენ ჩუმად ვიყავით არ ვიცოდით რა უნდა გვეთქვა ერთამანეთისთვის და ასე ჩუმად მყოფებს შეუმჩნევლად ჩაგვეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent