შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში (5)


16-06-2017, 17:30
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 677

თავი 5

რამდენიმე წუთით თითქოს დრო გაჩერდა, ამ მომენტში საკუთარი თავი მძულდა რადგან არჩევანი უნდა გამეკეთებინა სიმართელე მეთქვა თუ ტყუილი საუკეთესო მეგობრისთვის. შემაწუხებელი სიჩუმის გამო საუბარი ელისმა დაიწყო
-აბა მომიყევი საიდან გამოჩნდა ეს იდუმალი ბიჭი?
-რა თქმა უნდა მოგიყვები, მე და დანიელმა ერთმანეთი ჯაზის ფესტივალზე გავიცანით ერთი წლის წინ...
-სერიოზულად?! შენ რა მეღადავები?! მე ვიღაც ჟურნალისტი არ ვარ სიმართლე ახლავე მითხარი რა ჯანდაბა ხდება შენს თავს? -საშინლად გაბრაზებულმა ელისმა საუბარი შემაწყვეტინა
-სიმართლეს თუ მოგიყვები პირობა უნდა მომცე რომ ამას დაივიწყებ და არასდროს ისაუბრებ ამაზე
-იმედია დამცინი, ხომ იცი შენს ყველა საიდუმლოს საფლავში წავიღებ
-კარგი, ეს გარიგებით ქორწინებაა
-რა? რომელი საუკუნეა შენ ჭკუა სულ დაკარგე?
-ელის 20 წლის წინ მამაჩემი დანიელის მამას ენტონის გაურიგდა, ფულის სანაცვლოდ ბიზნეს პარტნიორები უნდა გამხდარიყვნენ, რაღაც მიზეზების გამო ბიზნესპარტნიორობა არა კანონიერი გამოდიოდა, ამიტომ ენტონიმ შეთავაზების პირობა შეცვალა ფული ჩემი და დანიელის დაქორწინების სანაცვლოდ
-ვერ ვიჯერებ დი ეს როგორ დაუშვა რობერტმა, ჩვენ რამე უნდა გავაკეთოთ პოლიციაში წავიდეთ
-არ შემიძლია ელის ბოლოს როდესაც ენტონი გრინს დავუპირისპირდი დედას და კევინს შუბლზე იარაღი დაადო
-ვწუხვარ მაგრამ ასე უმოქმედოდ როგორ უნდა გავჩერდეთ
-სხვა გზა არ არის, სიმართლის ცოდნის გამო შენც საფრთხეში ხარ, სწორედ ამიტომ დაივიწყე ეს ყველაფერი და ბედნიერი პატარძლის მეჯვარე იყავი
-დიანა შენ ხომ ხვდები მთელი ცხოვრების იმ კაცის გვერდით გატარება მოგიწევს ვინც არ გიყვარს
-ვიცი მაგრამ ჩემს ოჯახს ვერ გავრისკავ -ელისი მაგრად მომეხვია, ამით ჩემი გამხნევება სცადა
-დიანა ამ თავგანწირვაზე ჰელენი რას ფიქრობს?
-მან უარის თქმა შემომთავაზა თუმცა მე არ შემიძლია
-შენი მესმის ოჯახის სიცოცხლით ვერ გარისკავ
-ელის არ ვიცი ამ საქმის ბოლომდე მიყვანას თუ შევძლებ, შინაგანად თანდათან ვკვდები, ეს ძალიან რთულია
-მესმის საყვარელო, დანიელი ის კარგი ბიჭია?
-ისიც მსხვერპლია, მასაც აიძულებენ ამ დრამაში მონაწილეობას, თუმცა ის კარგი ადამიანია, ცდილობს დამეხმაროს და მისი შეშლილი ოჯახისგან დამიცვას -მე და ელისს საუბარი მოულოდნელმა სტუმარმა შეგვაწყვეტინა, კართან მერი გრინი იდგა ეს მართლაც უცნაური იყო
-მისის გრინ აქ თქვენს ნახვას არ მოველოდი
-დიანა შეიძლება ვისაუბროთ?
-რა თქმა უნდა, შემოდით დალევთ რამეს?
-არა მადლობა -ჩვენ მისაღებში შევედით
-მერი გაიცანით ეს ჩემი მეგობარი ელისია, ელის ეს დანიელის დედაა მერი
-სასიამოვნო შენი გაცნობა ელის
-ჩემთვისაც მისის გრინ -ელისმა ყალბად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა
-დიანა აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი, მე არასწორი ვიყავი შენ არ დაგიმსახურებია შეურაცყოფა, ამიტომ თუ შეგიძლია მაპატიე
-ყველაფერი რიგზეა მერი თქვენ მართალი ხართ, მე და დანიელმა ყველაფერი დავაჩქარეთ -ამ დროს გავიგონე როგორ გაჩერდა დეაჩემის მანქანა სახლთან -მერი ახლავე დავბრუნდები -მე გარეთ გავედი რათა ჰელენი გამეფრთხილებინა
-დიანა მოხდა რამე? ეზოში რატომ დამხვდი?
-დედა სახლში ენტონის ცოლი მერია, მან არაფერი იცის გარიგების შესახებ
-გასაგებია ძვირფასო, ანუ ბედნიერი პატარძლის დედის როლი უნდა მოვირგო
-შეეცადე გთხოვ -ჩვენ სახლში შევედით -მერი გაიცანით ეს დედაჩემი ჰელენია
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჰელენ, ვისურვებდი სხვანაირ გარემოებებში გაგვეცნო ერთმანეთი
-რას ვიზამთ მერი ახალგაზრდებს ხომ იცნობთ, ჯერ მოქმედებენ და მერე ფიქრობენ
-გეთანხმებით, მათ ყოველთვის სადღაც ეჩქარებათ
-მერი მიხარია რომ გაგიცანით მგონი დროა ქორწილისთვის მზადება დავიწყოთ, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბავშვებს ამ საქმეს ვერ ვანდობ
-მართალია ჰელენ, დროა ყველაფერი გადავწყვიტოთ
-კარგით ქალბატონებო თქვენ ისაუბრეთ მე და ელისი გავისეირნებთ, ჰო მართლა ჰელენ ქორწილის ხარჯთ აღრიცვა მომაზადებინე და მე ჩეკს გამოვწერ
-არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ხარჯები უნდა გავინაწილოთ
-როგორც იტყვით მერი, ყველაფერი მოგვარეთ და მე და დანიელს შეგვატყობინეთ, როგორც ვხვდები ამიერიდან ჩვენი მოვალეობა მხოლოდ ქორწილის დღეს იქ მოსვლაა -მე და ელისი კარისკენ გავემართეთ, უეცრად მერიმ დამიძახა
-დიანა სად არის შენი ბეჭედი? -მე ბეჭედი ჯიბიდან ამოვიღე -გთხოვ ნუღარ მოიხსნი მას, მიხარია რომ დანიელმა ბეჭედი დაგიბრუნა და კიდევ ერთხელ გთხოვ მაპატიე
-ყველაფერი რიგზეა მერი უკვე დავივიწყე -მე და ელისი სასეირნოდ გავედით ჰელენი და მერი კი ქორწილზე სასაუბროდ მარტო დარჩნენ.
ჩვენ გვერდიგვერდ მივდიოდით გზაზე თუმცა უსიტყვოდ, გარშემო გამეფებულ სიჩუმეს ვუგდებდით ყურს, მაგრამ ელისმა დიდხანს გაჩუმება ვერ შეძლო
-ვერ ვიჯერებ თავი მაფიოზებზე გადაღებულ ერთ-ერთ ფილმში მგონია
-მაგარია შენ ხომ დამპირდი რომ ამას დაივიწყებდი
-მაპატიე დიანა, მაგრამ 21 საუკუნეში რთულია დაივიწყო საუკეთესო მეგობრის გარიგებით გათხოვება
-ელის მე უკვე შევეგუე, ასე რომ შენც შეეგუე და გამუდმებით ამ წყეულ ქორწილზე ნუ საუბრობ
-ეს რა მესმის, სად გაქრა შენში ბედნიერი პატარძლის სულისკვეთება?
-ეს კლოუნი ვინ არის დიანა? -მე და ელისს გზად მაიკლი შეგვხვდა, ის არსაიდან გამოჩნდა და თავის ამპლუაში ყოფნას განაგრძობდა
-ელის გაიცანი ეს ერთუჯრედიანი დანიელის ძმაა, მაიკლი
-ასეთი მშვენიერი გოგონას გაცნობა ყოველთვის სასიამოვნოა
-მაიკლ რა გინდა?
-აუცილებელია მიზეზი მქონდეს ჩემი რძლის მოსანახულებლად
-მოდი სიმართლე ვთქვათ შენ ყოველთვის რაღაც მიზეზი გამოძრავებს
-მართალია, რადგან პირდაპირ საქმეზე გადახვედი შენთანა პატარა სათხოვარი მაქვს -როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა მაიკლმა მივხვდი რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, ამიტომ ელისს დანიელის ნომერი გავუგზავნე შეტყობინებით
-რა უნდა მთხოვო?
-ჩემთან ერთად წამოსვლა
-ვწუხვარ მაგრამ მაგის სურვილი ნამდვილად არ მაქვს
-შენ არავინ გეკითხება -მაიკლმა ხელი ჩამავლო მანქანისკენ ძალით წამიყვანა, მე ელისს მივუბრუნდი
-ელის დაურეკე ... -მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი მანამ სანამ მაიკლი მანქანის კარს მომიხურავდა ცხვირ წინ. ელისი თავიდან ვერ მიხვდა ვის ვგულისხმობდი თუმცა როცა ტელეფონი შეამოწმა, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.
-გამარჯობათ დანიელ გრინს ვესაუბრები?
-დიახ და თქვენ ვინ ხართ? -წყნარად და ოფიციალურად იკითხა დანიელმა
-მე ელის მილერი ვარ, დიანას მეგობარი
-გამახსენდით მის მილერ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-დახმარება მე კი არა დიანას სჭირდება
-დიანას რა მოუვიდა? -მღელვარე ხმით იკითხა დანილმა
-თქვენი ძმა მოვიდა და ის წაიყვანა -ამ სიტყვების გაგონებისას დანიელი საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და მანქანის მოყვანა ითხოვა. სანამ დანიელი ძმის პოვნას ცდილობდა, მე და მაიკლი კვლავ გრინების საწყობში ვიყავით.
-დეჟავიუ მაქ, აქ რატომ მომიყვანე?
-ძვირფასო დიანა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ შარში ხარ
-იქნებ განმანათლო მაიკლ?
-მე შენს ცხოვრებას ამ წამიდან ჯოჯოხეთად გადავაქცევ
-მაგარია, იქნებ მიზეზი მითხრა ერთუჯრედიანო
-მიზეზი შენი მომავალი მეუღლეა -ამ სიტყვებმა გულიანად გამაცინა
-ძვირფასო მე რა შუაში ვარ თუ შენ უყურადღებობას განიცდი და ძმის ჩრდილში ყოფნა გაშინებს?
-მოდი ლამაზო უცებ აგიხსნი, ჩემი მთავარი მიზანი ჩემი ძმის ცხოვრების ჯოჯხეთდ ქცევაა, მეგონა ამას იძულებითი ქორწინებით მოვახერხებდი თუმცა რატომღაც მას მოსწონხარ და ქორწინება იმდენად საშინელი აღარ არის. ამიტომაც შენ თუ რაიმეს დაგიშავებ ამით მას გავამწარებ
-მოდი გაგარკვევ, მე ფეხებზე შენი ოჯახური დრამა, საკუთარიც საკმარისზე მეტი მაქვს ასე რომ მე ახლა აქედან წავალ და თუ ჩემს შეჩერებას შეეცდები პრობლემები შეგექმნება -ამ დროს საწყობის კართან მანქანა გაჩაერდა, საწყობის კარი გაიღო და დანიელი შემოვიდა
-აი საყვარელი ძამიკოც მოვიდა, ვერ ვიჯერებ რომ ამ გოგოს გადასარჩენად მოხვედი
-ჰეი ერთუჯრედიანიანო საიდან მოიტანე რომ გადარჩენა მჭირდებოდა -სანამ მაიკლს ყურადღება ძმაზე ჰქონდა გადატანილი ზურგში სკამი ჩავარტყი და დანიელთნ მივირბინე -წავიდეთ აქედან, სასწრაფოდ ის ნამდვილი შეშლილია
-დაგიშავა რამე?
-არა, უბრალოდ აქაურობას მოვშორდეთ
-ვწუხვარ თოჯინა მაგრამ ვერსად ვერ წახვალ -მაიკლმა ორივეს იარაღი დაგვიმიზნა
-მაიკლ გასწიე ეგ წყეული იარაღაი და გპირდები კბილებს ხელში აღარ დაგაჭერინებ -ამ სიტყვების წარმოთქმისას დანიელის სახე სიბრაზემ მოიცვა, მე ის ასეთი ბნელი და საშიში არასდროს მინახავს
-მაიკლ იცი ახლა მესმის ენტონის დანიელი უფრო რატომ უყვარს, ის ყოველი საფრთხის დროს იარაღით აქეთ-იქეთ არ დარბის
-კარგი, მაშინ იარაღის გარეშე გავარკვიოთ -მაიკლმა იარაღი ოთახის ბოლოში მოისროლა, მე დანიელს მივუბრუნდი
-იმედია მას ისე მაგრად სცემ რომ ჩვენი ქორწილის დღისთვის საავადმყოფოში იწვეს
-შენი სიტყვა კანონია -დანელმა მთელი ბოღმა გადმოანთხია, მაიკლს ალბათ მოკლავდა რომ არა ენტონი, მისმა ყვირილმა ორივე ძმა შეაჩერა
-აქ რა ჯანდაბა ხდება? თქვენ სულ გააფრინეთ
-მან დიანა წაიყვანა და იარაღით ემუქრებოდა ასე რომ ის მიიღო რაც დაიმსახურა
-ჯანდაბა მაიკლ მე ხომ გაგაფრთხილე გოგოს არ მიკარებოდი. კარგი დანიელ წაიყვანე გოგო და წადი აქედან მე კი მაიკლს საავადმყოფოში წავიყვან -მე და დანიელი კარისკენ წავედით, თუმცა მე შემოვბრუნდი ენტონის მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე
-აღარასდროს დაემუქრო ჩემს ოჯახს, თორემ ხომ ხედავ ჩემი ერთი სიტყვის გამო შენი სათაყვანებელი ვაჟები მზად იყვნენ ერთმანეთის მოსაკლავად -ამის შემდეგ გზა განვაგრძე თუმცა ენტონიმ შემაჩერა
-დიანა შენ ძალიან საშიში ქალი ხარ, ახლა ვხედავ შენში სისხლის ძალასა და წინაპრების მემკვიდრეობას
-შენ მე არასწორად შემაფასე, იცოდე ეს დასასრული არ არის
-ვიცი ძვირფასო ეს დასაწყისია -მე და დანიელი მანქანაში ჩავჯექით და იმ წყეულ საწყობს მოვშორდით
-ასეთი რა უთხარი მამაჩემს? -გაკვირვებულმა მკითხა დანილმა
-ისეთი არაფერი, გინდა ნიშნობის საღამო გავიმეოროთ?
-იმედია კიდევ ერთი ბეჭედი არ გინდა -სიცილით მითხრა მან
-არა საყვარელო უბრალოდ იახტით ზღვაში გავიდეთ და მაგრად დავთვრეთ
-როგორც იტყვით მის, დალევა ნამდვილად დავიმსახურეთ. სტივენ პორტში წაგვიყვანე.



№1 სტუმარი elene

ai dzalian dzalian magari istoriaa, ubralod erti ragacminda gtxovo maiklma am gogos ar minda rom rame daushavos, an masze idzalados an egeti ram es gogo me denistan momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent