შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი წვიმა (მერვე თავი)


23-06-2017, 10:33
ავტორი fireending
ნანახია 1 952

უკვე საღამო იყო და თან საკმაოდ ბნელოდა.ცივი ქარი უბერავდა და ჰაერში ატრიალებდა შემოდგომისგან განწირულ უსიცოცხლო დაყრილ ფოთლებს.ცაზე შავმა ღრუბლებმა იმატა და ქარიც უფრო გაძლიერდა და წვიმა წამოვიდა.კატოს ტანსაცმელი სულ დაუსველდა,უმიზნოდ მიყვებოდა ქუჩას.საშინელ სიბრაზეს გრძნობდა.თანდათან სიბრაზე სასოწარკვეთამ შეცვალა.ფიქრობდა ნუთუ შეიძლებოდა ასე გაეწირა ბედს,საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ ენდობოდნენ და აბრალებდნენ საშინელ რამეს.კატოს გვერდით მანქანა გაჩერდა.ფანჯრიდან ალექსმა გამოიხედა.
–კატო მანქანაში ჩაჯექი.
–თავი დამანებე.მკვლელთან რა საქმე გაქვს.
–კატო,შვილო გეყოფა.მანქანაში ჩაჯექი.უკანა ფანჯრიდან გამოიხედა ლევანმა
–მამა?
ალექსი მანქანიდან გადმოვიდა,კატო მანქანაში ჩასვა და თავისი მოსაცმელი მოახურა.კატო მამამისის გვერდით დაჯდა და ახლაღა შემაჩნია,რომ მანქანაში ანაც იჯდა.
–რა ხდება? იკითხა გაკვირვებულმა.
–კატო,ჯერ არ გვინდოდა ამის თქმა,მაგრამ უკვე ვერარ დავმალავთ
–რას გულისხმობ მამა?
–ვიცით,რომ ლელა იტყუება უპასუხა ალექსმა
–რა? იცით აბა იქ რაც მიტხარი
–კარგი,ჯობია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.თქვა ანამ
–სადაცაა გული გამისკდება,მითხარით რა ხდება.მოუთმენლად წამოიძახა კატომ.
–ლელა ნარკოტიკებით ვაჭრობს.კომპანიაში ჩემი ფულის მოპარვას ცდილობს.
–ჰო,მე და ლევანმა რაღაც უზუსტობები შევამჩნიეთ .თქვა ალექსმა.
–კი მაგრამ რატომ არ დაიჭირეს?
–ასე ადვილი არ არის კატო.უპასუხა ლევანმა
–უფრო ძლიერი მტკიცებულებები გვჭირდება.ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვით.ხომ ხედავ ანა მოწამლა ,რომ შენ მოეშორებინე,ეგ ქალი უკან არაფერზე დაიხევს .
–თანაც ეგ ყველაფერი არაა. მძიმედ ჩაისუნთქა ანამ.
–კიდევ რამეა?ამაზე უარესი.იკითხა კატომ და პასუხს სულმოუთქმელად ელოდა,თანაც ახსენდებოდა ლელას და საბას დიალოგი.
–ერთ საღამოს სხვენში ავედი.დაიწყო ანამ.იქ რაღაც ყუთი ვიპოვე.დალუქული იყო.შიგ დღიური ვიპოვე.დედას დღიური,სადაც ის ყველაფერს წერს.წერს რომ იცის ლელა რასაც საქმიანობს და რომ მალე გაამჟღავნებს ყველაფერს.იმასაც წერს,რომ ლელა დედაჩვენს მოკვლით ემუქრებოდა.
კატომ სახეზე ხელი აიფარა და იდაყვები მუხლებზე ჩამოდო.
–დედა მაგ არაქალმა მოკლა,ამაში დარწმუნებული ვარ .მისი და იმ საბას დიალოგი გავიგე ,საბა ემუქრებოდა რომ თუ ფულს არ მიირებდა ყველაფერს გაამხელდა,იტყოდა თუ რა გაუკეთა დედაჩემს.
–ეგ დამპალი.უკვე ვეღარ ვითმენ სისხლი ყელში მასხამს.
–ლევან,ცოტაც უნდა მოვიცადოთ და მალე გამოკეტავენ სამუდამოდ .მხარზე ხელი დაადო ალექსმა ლევანს.
–კი,მაგრამ არ მესმის.ცრემლიანი ხმით თქვა ანამ. არ მესმის ასეთი ბოღმა საიდან დაუგროვდა ,დედაჩემის ოჯახმა შვილივით მიიღო,ის კი როგორ მოიქცა.მეც როგორ ვენდობოდი.
–მიიღებს იმას რაც ეკუთნის.ეჭვი არ შეგეპაროთ.თქვა ალექსმა.
–კი მაგრამ როდის?
–მალე კატო,ძალიან მალე.მაგრამ შენ ცოტა ხნით არ უნდა გამოჩნდე,უნდა ეგონოს ,რომ ჩვენ მისი გვჯერა ,სხვა შემთხვევაში რამეს დაგიშავებს.იფიქროს,რომ მოგიშორა .
–ალექსი მართალია.დაეთანხმა ლევანი.
–მამა,ძალიან გამიჭირდება მოთმენა.ყოველთვის მეზიზღებოდა.მთელი ბავშვობა მისგან მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი.მამა,დამპირდი ,რომ იმ ქალს მალე მოვიშორებთ.
–გპირდები შვილო,გპირდები,არ შევარჩენ არაფერს,არ შევარჩენ ,რომ სალომე წამართვა.
–კატო უსაფრთხო ადგილას უნდა წავიყვანოთ ლევან.თქვა ალექსმა
–ნოესთან წავალ.
–ნოე ვინ არის ?
–ის ექიმია მამა,ალექსს რომ მკურნალობდა,ოდნავ გაეღიმა ანას
–ჰო გამახსენდა ის ბიჭი,მაგრამ არ მეგონა კატოსთან თუ მეგობრობდა.
–ჰო ,მეგობრობს და... ისევ გაეღიმა ანას
–ანა.გამანადგურებელი მზერა ესროლა კატომ.
–კარგი ,კარგი. მოდი წავიდეთ.
–წესით სოფოსთან უნდა წავსულიყავი,მაგრამ სამსახურიდან იტალიაში გაუშვეს და რამდენიმე დღე იქ დარჩება.თქვა კატომ
მანქანა ნოეს სახლთან გააჩერეს.გადასვლისას ანამ კატოს ხელი დაადო.
–ხომ იცი,ყველაფერი კარგად იქნება.
კატო დას მიუბრუნდა და მაგრად მოეხვია.
–მიყვარხარ
–მეც კატო
–ანა ძალიან ვწუხვარ ჩემი საქციელის გამო,საბასთვის არ უნდა...
–კატო,ეგ დაივიწყე,ჩათვალე არაფერი მომხდარა უთხრა ალექსმა და მხარზე ხელი დაადო.
ანამ თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.კატომ მამასაც აკოცა და სადარბაზოში შევიდა.
–კატოზე ძალიან ვნერვიულობ.თქვა ლევანმა და მანქანის კარი დახურა.
–მეც მამა,მაგრამ მალე ყველაფერი გამოსწორდება.
–ბევრის გადატანა მოუწია.ძალიან ვნერვიულობდი,სალომეს დაღუპვა იმხელა ტრაგედია იყო...მეშინია,მეშინია ,რომ თავს ვერ შევიკავებ და ლელას მოვკლავ.საოცარი სიბრაზე იგრძნობოდა ლევანის ამ ხმადაბლა წარმოთქმულ ფრაზაში.
–მაგ არაქალზე ხელი არ უნდა გაისვარო ლევან.უთხრა ალექსმა და მანქანა დაქოქა.
–ჰო მამა,ისედაც ჩვენ ხელშია და მალე წავაბრძანებთ ციხეში.


კატო ნოეს გვერდით იჯდა დივანზე და ფილმს უყურებდა.ჩუმად იჯდა და დღევანდელ დღეზე ფირობდა.ჯერ კიდევ ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა მის თავს.ყველაფერი ერთბაშად დაატყდა,თუმცა მისდა გასაკვირად მშვიდად შეხვდა ამ ფაქტს.არც გაკვირვებია ლელასგან ხომ ისედაც გრძნობდა საფრთხეს.ჩაის ჭიქას ხელი მოკიდა და ცოტა მოსვა.
–კატო,ხომ კარგად ხარ?ჰკითხა ნოემ.
–კი,კი...უბრალოდ დღევანდელ ამბებზე ვფიქრობდი.
–მეც გაოცებული ვარ.წარმოუდგენელი რამეა.როგორ შეიძლება საკუთარ ოჯახს ასე მოექცეს ადამიანი.
–ეგ ქალი ადამიანი არ არის,დამიჯერე.მთელი ბავშვობა ვძულდი და ახლა ალბათ სიხარულისგან დაფრინავს .გონია თავიდან მომიშორა,მაგრამ მალე მიიღებს საკადრისს.
–ამაში ეჭვი არ შეგეპაროს.
–მამამ მითხრა,რომ ხვალ ყველაფერი დამთავრდება.ფაქტზე დაიჭერენ,სწორედ იმ ადგილას,სადაც ნარკოტიკს და იარაღს მალავს გადასაზიდად.
–ძალიან კარგი
–შენთან მეუხერხულება,რომ გაწუხებ?
–რა?ეგ აღარასდროს გაიმეორო გთხოვ.შენი ჩემ გვერდით ყოფნა მამშვიდებს.
ნოე კატოს გვერდით ჩამოჯდა და მისი ხელი დაიჭირა.
–იცი, ამ ბოლო დროს გული მაწუხებს
–რა ,კი მაგრამ რატომ.შეშფოთებით იკითხა კატომ.
ნოეს ჩაეღიმა
–იშვიათი დაავადებაა,ჩემნაირ კარდიოქირურგსაც არ ძალუძს ამ დაავადების განკურნება.
–რა დაავადება?თვალებში სასოწარკვეთა გამოეხატა კატოს
–სასიამოვნო დაავადებაა ქრონიკული კატო ქვია.შენ ხარ ჩემი არითმიის მიზეზი კატო.
კატოს გაეღიმა და ნოეს სახეზე მოეფერა,შემდეგ მის ტუჩებს შეეხო და ნაზად აკოცა.
–შენ კიდევ ჩემი ტკბილი წვიმა ხარ.
–მართლა?
–ჰო,სანამ გაგიცნობდა წვიმა მძულდა,მთრგუნავდა,მაგრამ იმ ღამემ,როდესაც სასოწარკვეთილი დამიჭირე,შენს სახლთან,ყველაფერი შეცვალა.სულ შენ მახსენდები.სულ შენზე ვფიქრობ.არასდროს არავისთან მიგრძვნია ის,რასაც შენ გვერდით ყოფნის დროს ვგრძნობ.
ნოემ ხელები მაგრად მოხვია კატოს და თავისკენ მიიზიდა.
...
–დილა მშვიდობისა ანა.
–დილა მშვიდობისა დეიდა.ცივად უპასუხა ანამ და სავარძლიდან წამოდგა.
–მიდიხარ საყვარელო?
–ჰო
–მე კი ვიფიქრე ერთად ყავას დავლევთ და შენს ქორწილზე ვილაპარაკებთ თქო
–მოგვიანებით.ცივად გაუღიმა ქალს და ეზოში გავიდა.
ბაღში ლევანი იდგა და სივრცეს გაჰყურებდა.ანა მამას მიუახლოვდა და ხელები მოხვია.
–კარგად ხარ მაა.
–კი,კარგად ვარ.
–წამო შევიდეთ.აქ სიცივეა და არ გაცივდე.
–იმ ქალის დანახვა არ მინდა.
–მეც,უკვე გული მერევა.დედა წამართვა.უკვე ვეღარ ვითმენ ,მინდა მალე დაიჭირონ.ზიზღნარევი სიბრაზე გაერია ხმაში.
–ყველაფერი მოგვარებულია,ამაღამ პოლიცია მიაგნებს იმ ადგილს ,სადაც ნარკოტიკს და იარაღს მალავენ და ფაქტზე დაიჭერენ.
–მართლა?
–ჰო.
–ძალიან კარგი,ძალიან კარგი. იცი,ხანდახან ვერ ვიჯერებ,რომ ეს ჩვენ თავს ხდება.ამ ქალს როგორ ვენდობოდით,დედაჩემის ოჯახი შვილად თვლიდა,ოჯახის წევრად მივიღეთ...ის კი თურმე სამარეს გვითხრიდა.
–ახლა კი თვითონ ჩაწვება იმ გათხრილ სამარეში.დაცინვით გაიღიმა.თვალები ზიზღით აევსო ლევანს ლელას სახელის გაფიქრებაზეც კი.
–სამუდამოდ მოვიშორებთ...მამა ცოტა გავისეირნოთ რა.ამ ამბების გამო დროს ვეღარ ვატარებთ ერთად.თანაც ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა
–კარგი აზრია...სად წავიდეთ?ხელი გადახვია შვილს
–ერთი კარგი კაფე ვიცი.ფორთოხლის ნამცხვარი აქვთ,აი ისეთი შენ რომ გიყვარს.
–მართლა კარგი აზრია.გაეღიმა ფორთოხლის ნამცხვრის გახსენებაზე.
–ჰოდა წავიდეთ.
ანამ ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო და მამასთან ერთად მანქანისკენ წავიდა.
...
ნათელი ღამე იყო.სავსე მთვარის სხივები თავისუფლად აღწევდა ფანჯარაში,რომელზეც მუქი ფერის ფარდა სანახევროდ იყო ჩამოფარებული.საძინებელ ოთახში სასიამოვნო სიჩუმე იყო გამეფებული.კატოს ნოეს მხარზე ედო თავი და მის ხელზე თითებს რიტმულად ათამაშებდა.
–ნოე.სიჩუმე დაარღვია კატომ
–ჰო
–იცი ,ახლა ის დღე გამახსენდა პირველად რომ შეგხვდი.გახსოვს?
–რა დამავიწყებს,ყავის აბაზანა მივიღე.გულიანად გაიცინა ნოემ და კატოს შუბლზე აკოცა
–კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი .გაეცინა კატოსაც.
–რაღაც მინდა გაჩვენო.ფეხზე წამოდგა ნოე და სინათლე აანთო .შემდეგ კარადასთან მივიდა და თაროდან მაისური გამოიღო.
–რა არის? ჰკითხა კატომ და საწოლზე წამოჯდა.
–ის მაისურია,შენ რომ ყავით შემიღებე.იცი ,შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოს მაგრამ იმ დღის მერე ვინახავ,სულ შენზე ვფიქრობდი,შენი სახე სულ თვალწინ მედგა და თითქოს შენი ხმაც მესმოდა.არასდროს ცხოვრებაში ასე შეყვარებული არ ვყოფილვარ.კატო მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ.
კატო ნოეს უსმენდა და თალებზე ცრემლები აწვებოდა,გულმა უფრო გამალებით იწყო ძგერა.
–მეც.ჩუმად თქვა კატომ ცრემლნარევი ხმით,ნოეს ხელები მოხვია და აკოცა.–ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემ გულში ახალი გრძნობის ადგილი გაჩნდებოდა,მაგრამ მწვანეთვალება ნოემ ყველაფერი შეცვალა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა.
–საოცარი თვალები მაქვს რა.თვალები დახუჭა და თავი ზემოთ აწია სიამაყისგან
–თავში ავარდნაც ამას ქვია რა.მკლავზე უჩქმიტა ნოეს
–ააუუ.წამოიყვირა და სახე სასაცილოდ დაემანჭა.მაგისთვის მიიღებ სამაგიეროს
–ნეტავ როგორ.
ნოემ ხელში აიყვანა კატო და საწოლზე დააწვინა.ყელზე ნაზად აკოცა და სახეზე ჩამოვარდნილი თმა გადაუწია.კატომ თვალები დახუჭა და ნოეს სახეზე მოეფერა.
მობილურის ზარი გაისმა.ნოე უკმაყოფილო სახით წამოდგა საწოლიდან და მობილური აიღო.
–გისმენთ. რა?კარგი,ახლავე გამოვდივარ.
–რა მოხდა?ჰკითხა კატომ.
–კატო,მაპატიე.უნდა წავიდე.საავადმყოფოდან დარეკეს.მძიმედ დაჭრილი პაციენტი შემოიყვანეს.
–კარგი რა ბოდიშს მიხდი,წადი.
–არ მინდოდა შენი მარტო დატოვება
–კარგი რა,არაუშავს.წადი
ნოემ ჯინსის მოსაცმელი მოიცვა,მანქანის გასაღები აიღო,კატოს აკოცა და წავიდა.
...
ნოე სახლში გამთენიისას დაბრუნდა.უძილობისგან თვალები ეწვოდა.მანქანის კარი ჩაკეტა და სადარბაზოში შევიდა.ლიფტიდან გამოვიდა თუ არა უძილობა მაშინვე დაავიწყდა,მისი სახლის კარი ნახევრად ღია იყო.სახლში შევიდა.
–კატო.სად ხარ?
პასუხი არავინ გასცა.მისაღებ ოთახში წაქცეულ სკამს მოკრა თვალი.გულის ცემა კიდევ უფრო აუჩქარდა და სუნთქვა გაუხშირდა.
–კატო.აკანკალებული და ანერვიულებული ხმით იყვირა. როდესაც იატაკზე სისხლის წვეთები შეამჩნია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent