შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (7)


23-06-2017, 15:57
ავტორი თაკო ^_^
ნანახია 2 696

გზად ანის ტელეფონი აწკრიალდა, ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გახსნა „გამარჯობა პრინცესა როგორ ხარ?“ ანის ჯერ გაკვირვება გამოესახა სახეზე, მაგრამ შემდეგ, როდესაც მითითებულ ნომერზე ამოიკითხა სახელად „ცხოვრება“ მიხვდა ვინც იყო და გაკვირვება, მისი ულამაზესი ღიმილით ჩაანაცვლა. შეტყობინების ავტორი სახელად „ცხოვრება“ იყო ლექსო, თავისი ძმადნაფიცი მასთან, ისე იყო როგორც გიოსთან. ისიც ორი წლით უფროსი იყო ანიზე...ანიმაც სწრაფად უპასუხა შეტყობინებას „გამარჯობა ცხოვრება მე კარგად შენ როგორ ხარ?“, მისი ულამაზესი ღიმილით ჩაანაცვლა. შეტყობინების ავტორი სახელად „ცხოვრება“ იყო ლექსო, თავისი ძმადნაფიცი მასთან, ისე იყო როგორც გიოსთან. ისიც ორი წლით უფროსი იყო ანიზე...ანიმაც სწრაფად უპასუხა შეტყობინებას „გამარჯობა ცხოვრება მე კარგად შენ როგორ ხარ?“ ...მიწერა და ნერვბიც მოეშალა საკუთარ თავზე, რომ ერთი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხია ლექსო...ამ ფიქრებში იყო გართული და დემე საერთოდ აღარ გახსენებია, თითქოს მოეხსნა ეს დაძაბულობაც...აი დემე კი ცოფებს ყრიდა ანიზე უცებ მეორე შეტყობინება მოვიდა „პრინცესა, ეხლა დასვენებები იწყება ერთ კვირიანი მგონი და მე არ მაინტერესებს არაფერი, უნიდან როგორც კი გამოხვალ პირდაპირ სოფელში წამოხვალ იცოდე თორე მე ჩამოგაკითხავ და ძალით წამოგიყვან. ხოიცი ჩვენი წესი ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა“ აი ამ შეტყობინებაზე ანის სულ გადაავიწყდა დემე რომ იყო და ხმით გაეცინა. „ხო ეხლაა დასვენებები...კი კი ვიცი შენ მაგისი გამკეთებელი ხარ ასე, რომ პირდაპირ შენთან მოვდივარ“ დემეს მოთმინებაც ამ დროს ამოიწურა და სწრაფად შეეკითხა ბრაზნარევი ხმით
-ვინაა?-ტელეფონში მოკირკიტე ანი არაფერი არ გაუგია-ვინაათქო გოგო შენ რა დაყრუვდი?-უთხრა ბრაზმორეულმა ხმამაღლა. ანი კი უცებ შეხტა
-რა? რამე მე მითხარი?-უთხრა შეშინებულმა
-ვინაათქო!-უთხრა ბრძანებასავით.
-რა?-გაკვირვებულმა ანიმ წამოიძახა.
-ვინ არისთქოო!-დაუმარცვლა დემემ.
-არაა შენ საქმე!-ანიმ ისე უპასუხა თვითონაც გაუკვირდა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია.
-უკვე ჩემი დაგარქვი ფერია ასე, რომ რაც შენ გეხება ის ყველაფერი მეც მეხება გასაგებია შენთვის?
-შენ ვერ ხარ ხო?
-ხო ვერ ვარ შენ გადამიყვანე ჭკუიდან, ეხლა კი მომეცი ტელეფონი.
-მისმინე ეხლა პირველი მე შენი არ ვარ მეორე არანაირი უფლება არ გაქვს რომ რამე მიბრძანო მესამე ჩემია ტელეფონი და არაა შენი საქმე მე ვის ვწერ და ვის არა და ბოლოს დროზე გააჩერე მანქანა.
-ეხლა შენ მომისმინე-უთხრა მოთმინებიდნ გამოსულმა, რადგან ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა ანისაგან, რომელიც ასეთი მშვიდი იყო მაგრამ მეორე მხვრივ უხაროდა კიდეც, რომ ამ უსუსურ ადამიანს თავის დაცვა შეეძლო-პირველი შენ ჩემი ხარ და იქნები სამუდამოდ, მეორე ჩემი ხარ და ყველაფრის უფლება მაქვს, მესამე ტელეფონს ეხლავე მომცემ და მეოთხე არსადაც არ გავაჩერებ.
-არ ვარ მე შენი და საერთოდაც თავი დამანებე-უთხრა თვალებ აცრემლიანებულმა ანიმ.
-როგორ არა ჩემი ხარ ჩემი პატარა ბევშვი უმანკო და უსუსური ბავშვი.
-მანქანა გააჩერე დროზე!-უთხრა და ცრემლებიც გადმოსცვივდა.
-აიი მივედით კიდეეც-თქვა კმაყოფილმა და, როდესაც ანის ცრემლები დაინახა წამში მოიღუშა და კარისაკენ მიბრუნებულ ანი, რომელიც კარის გაღებას აპირებდა კარი ჩეუკეტა.
-გააღე დროზეე-უთხრა მშვიდი ხმით და ცრემლები მოიწმინდა.
-ეხლა კარგად მისმინე-თან თითის ბალიშებით ღაწვებზე დადენილ მლაშე სითხეს წმენდდა-შენს თვალებზე მეორედ ცრემლი აღარ დავინახო კარგი-მისი სახე ხელებში მოიქცია და ქვემოდან ახედა დემემ. ანიმ თავი უფრო დახარა შემდეგ კი მოათვალიერა სალონი როდესაც კარის ჩემკეტი ღილაკი დაინახა სწრაფად დააჭირა და ასევე სწრაფად დაუსხლტა ხელებიდან დემეს, სწრაფად გააღო კარი და ის ის იყოუნდა გადასულიყო, რომ მკლავში მოკიდა დემემ ხელი და კვლავ თავის ადგილას დასვა.
-ჯერ ტელეფონი-თვალით ანიშნა დემემ ტელეფონზე, რომელიც ხელში ეჭირა.
-შენ მართლა ვერ ხარ არათქო რა ვერ გაიგე!
-ნებითა შენითა ძალითა ჩემითა.
-არათქოო და თავი დამანებე
-კაი, გასაგებია!-სწრაფად დაავლო ხელი დემემ ტელეფონს და სანამ ანი სიტუაციაში გაერკვა, ტელეფონი დემეს ჯიბეში აღმოჩნდა.
-რასშვრები იდიოტოო
-ისეთს არაფერს ჩემო პატარა
-არ ვარ მე პატარა და მითუმეტეს შენი
-ცდები შენ ჩემი პატარა ხარ ფერია და მორჩა ამაზე ბაზარი მიდი ეხლა გიო გველოდება-ანი მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა ბურდულთან ასე და ამჯერად დანებება გადაწყვიტა. და ორივემ სახლისაკენ დაიძრა ანი უკან მისდევდა და თან ბუზღუნებდა თავისთვის დემეტრეს კი სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
დემე ძალიან გაბრაზდა. იმას ვერ გაუძლო, რომ ტელეფონზე ვიღაც წერდა ანის კი სახეზე ღიმილი არ შორდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ეს გიო არ იქნებოდა, რადგან არ ევასება მაგას მიწრა და ამბები თან წეღან ელაპარაკა, სალიც არ იქნებოდა რადგან ტელეფონი გიოს ქონდა თან გიომ უთხრა, ყველაფერი მოვაგვარეთ და ეხლა ტკბილად ძინავსო. ამყველაფერს ისიც დაემატა, რომ გამომგზავნის სახელის მაგივრად ცხოვრება ეწერა.
ანი?! ანის უნდოდა, რომ ამ დღიდან დაეწყო თავისი კომპლექსების აღმოფხვრა, მგრამ დღე თუ ასე გაგრძელდებოდა ნამდვილად არ ეგონა. ძასლიან გაუკვირდა დემეს კითხვა „ვინააო“ თან ნერვები მოეშალა, როცა დემეტრეს ხმა ბრძანებასავით, როდესაც გაისმა „მომცი ტელეფონიო“, მაგრამ აი ჩემიო როდესაც თქვა აქ გადაეკეტა. არა იმიტომ, რომ არ ესიამოვნა არამედ პირიქით იმიტომ, რო საშინლად არა არა უსაშინლესად ესიამოვნა და თავში მხოლოდ ეს სტყვა უტრიალებდა მაგრამ იცოდა, რომ ეს არასწორი საქციელი იყო, თავი სწრაფად გადააქნია აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და კვლავ სეტევაზე გადავიდა. საბოლოო შედეგი კი სახეზეა.
სახლში სწრაფად შევიდა დემეტრე თხელი ჟაკეტი გაიხადა, ჰოლში მდგარ საკიდზე ჩამოკიდა და სწრაფად გავიდა გიოსთან, რომელიც მისაღებში იჯდა ლეპტოპით ხელში.
ანიმაც იგივე გაიმეორა ჰოლში შემოსვლისას ჟაკეტი საკიდზე ჩამოკიდა და სწრაფად შებრუნდა მისაღებში გასასვლელი მხრისაკენ, მაგრამ როდესაც გადახარშა, რომ საკიდზე დემეს ჟაკეტი ეკიდა, რომლის ჯიბიდანაც საკუთარი ტელეფონი მოჩანდა სწრაფად, შემობრუნდა უკან და ისე ამოაძვრინა ტელეფონი, რომ ჟაკეტს არც კიშეხებია. „აი ასე ბატონო დემეტრე!“ თქვა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ისიც მისაღებში გავიდა.
-სალი სად არის?-იკითხა პირდაპირ
-აქ ვაარ-კიბეები ჩამოირბინა თმააბურძგნულმა სალიმ, ანისაკენ გაემართა კარგად ჩაკოცნა და მხიარულად ჩაჩურჩულა
-ყველაფერი მოგვარდა აან
-მივხვდი ჩემო გოგოვ!
-ვაიმეე თქვენ რა გეშველებათ ნეტა!-უთხრა გიომ. სალიმ კი ეხლა შეამჩნია დემე და უხერხულად გაიღიმა, როდესაც მისი აბუძგნული თმა გაახსებდა, გიო მიუხვდა ამას-ესეც ჩვენი ბრატია ასე, რომ შგიძლია იქაჯო-ერთი გადაიხარხარა და საპასუხოდ მძიმედ მოქნეული ბალიშიც მიიღო თავში. ამაზე კიდე გიოს გარდა ყველა იცინოდა.
-არადა ამ წუთამდე ვაპირებდი, რომ სოფელში წამეყვანე!
-რა? მართლა? აუუ რა მაგარია? იეს იეს იეს...
-ხო მართლა ჩემო გოგო! და ბიჭებიც მოდიან აუცილებლად ხო ძმა?-შეხედა დემეს
-ხო აბა რა ჩვენ გარეშე არ გამოვა ეგ საქმე.
-შენ რა სახე ჩამოგტირის არ გაგიხარდა, მიუბრუნდა სალი ანის
-მე ხვალე ისეც მივდივარ უნივერსიტეტის შემდეგ და...-კმაყოფილმა ჩაიღიმა ანიმ.
-ეგ რა პონტია ტო?
-ვიზიარებ დაოო-სიცილით უთხრა სალიმ-და შენს ცხოვრებას გადაეცი, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე.
-კაი რა მეც ეხლა მომწერა-თქვა და უნებურად თვალი დემეტრესაკენ გააპარა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა ალბათ ახლა გაგლეჯდა, მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია და სალის მიუბრუნდა-კაი აბა მე ეხლა ავალ ჩავალაგებ რაღაცაებს, რომ ხვალე ვეღარ მოვასწრებ.
-კაი ჰო მიდი მიდი არ დაგაგვიანდეს.
სწრაფად ავიდა ანი თავის ოთახში და დემეს სახე, რომ გაახსენდა კმაყოფილს ჩაეღიმა „კაი ყოფილა ხო სხვის ნერვებზე თამაში? მაგრამ ეს რაში დამჭირდა? ფუ რა დებილი ვარ რა..აუუ..არაა არააა არაა ანი დაწყნარდი შენ არავინ არ მოგწონს არც მოგწონებია არც მოგეწონება პირველ რიგში სწავლას მიხედე...არა არაა არც გიყვარს და არც შეგიყვარდება...აუუ“ ფქრები სულ აებნა ანის და მასში რაღაც გაურკვევლობამ დაისადგურა, რომელიც მაინც დ მაინც არ მოწონდა...თავი სწრაფად გააქნია ანიმ და ტანსაცმლის ჩალაგება შეუდგა, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა, შემოდიო უნდა ეთქვა მაგრამ არ დაცალდა ისე შემოვარდა გაცოფებული ბურდული...
______________
თქვენი აზრი მაინტერესებს ისტორიასთან დაკავშირებით და ხო კიდე ვფიქრობ გავაგრძელო თუ არა ეს ისტორია მგონი უმრავლესობას არ მოწონს და...



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian kargia, aucileblad gaagrdzele

 


№2  offline წევრი londoni

Visac mogvwons imistvis gaagrdzelee

 


№3  offline მოდერი ენემი

აუუ მალე დადე ახალი რა როგორ შეიძლებოდა ესეთ მომენტში შეწყვეტა kissing_heart kissing_heart გელოდები ხვალ

 


№4 სტუმარი Ana

Gaagrdzele

 


№5 სტუმარი Guest megi

Kargia gaagrdzele imedia xval dadeb

 


№6 სტუმარი girl

gaagrdele, xval dade ra axali tavi

 


№7  offline წევრი kethrine

კარგი თუ გინდა შეწყვიტე მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს იმ ხალხს რას პასუხობ, ვისაც აინტერესებ და ელოდება შენს ახალ თავს? სასიამოვნოდ ვკითხულობ და იმედი მაქვს დაამთავრებ. წარმატებებს გისურვებ.
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№8  offline წევრი თაკო ^_^

Guest bubu
dzalian kargia, aucileblad gaagrdzele

londoni
Visac mogvwons imistvis gaagrdzelee

ენემი
აუუ მალე დადე ახალი რა როგორ შეიძლებოდა ესეთ მომენტში შეწყვეტა kissing_heart kissing_heart გელოდები ხვალ

Ana
Gaagrdzele

Guest megi
Kargia gaagrdzele imedia xval dadeb

girl
gaagrdele, xval dade ra axali tavi

წერა ჯერ არ დამიწყია, მაგრამ ხვალე დავდებ აუცილებლად!!!

kethrine
კარგი თუ გინდა შეწყვიტე მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს იმ ხალხს რას პასუხობ, ვისაც აინტერესებ და ელოდება შენს ახალ თავს? სასიამოვნოდ ვკითხულობ და იმედი მაქვს დაამთავრებ. წარმატებებს გისურვებ.

მომწონს ესეთი სამართლიანი ადამიანები... heart_eyes kissing_heart ვაფრძელებ რათქმაუნდა...მადლობაა დიდი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent