უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (6)
ბიჭებს თითქმის შემოათენდათ, გოგონების არ ყოფნა კი დიდად არ გაკვირვებიათ იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ერთად ქეიფობდნენ. გიორგი მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ შემოერიგებინა გაბრაზებული დაიკო და გულში ათასნაირი სცენა წარმოიდგინა თუ როგორ უხდიდა ბოდიშს და საპასუხოდ ჩახუტების მაგივრად ნაწყენ თვალებს ანათებდა. საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, რომ როგორიც არუნდა ყოფილიყო მისი პასუხი ბოდიშს მაინც მოუხდიდა. აი დემე კი სულ ანიზე ფიქრობდა და მის მიერ შესუნთქული ანის სურნელი, კვლავ მის ორგანიზმში დაბოდიალობდა და თავბრუს ახვევდა. ამ პატარა გოგომ, რომელსაც არ უყვარდა არც გართობა და არც ზედმეტი საუბარი, დიდი ზეგავლენა მოახდინა ამ მცირე დროშც კი. დემეს მასში ყველაზე მეტად სიმორცხვე უყვარდა, სიმორცხვისაგან საყვარლად შეფაკლულ ღაწვებზე კი უბრალოდ გიჟდებოდა. ორივემ დიდი შემართებით დაიწყო დილა. სალი იმის იმედით, რომ მალე გიორგისთან მოაგვარებდა ურთიერთობას, ხოლო ანი იმით, რომ პირობასაც შეასრულებდა რომელიც გიორგისთან დადო და აღარ იქნებოდა ისეთი კომპლექსიანი ადამიანი, როგორიც აქამდე იყო. ადრე ყოველთვის ერიდებოდა საზოგადოებაში საჭმლის ჭამასაც კი რადგან უცებ პირი მოედღუბნებოდა და ხალხის დასაცინი გახდებოდა. მაგრამ რა გაეწყობოდა ხშირად უწევდა უცხო ადამიანებთან ერთად საჭმლის ჭამა, თუნდაც ეს რესტორანი ყოფილიყო, სადაც მას არავინ არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ მაინც კომპლექსდებოდა. დროთა განმავლობაში ეს კომპლესი მოიშორა და ამით ძალიან კმაყოფილი იყო, თუმცა არავის არ უტყდებოდა ხოლმე ამ საკითხში, რადგან ძალიან სასაცილოდ ეჩვნებოდა ეს ყველაფერი. დილის პროცედურების შემდეგ ორივემ წავიდა მისაღებში, სადაც სავარაუდოდ გიორგი, ვაჩე, დათა და დემე უნდა დახვედროდათ ერთმანეთზე შეთაკრულები, ან კიდე მხოლოდ გიორგი, რომელსაც ან იატაკზე ეძინებოდა ან კიდე ნახვრად მაგიდაზე. გოგონებს მართლაც მსგავსი სიტუაცია დახვდათ მისაღებში იატაკზე გიორგი იწვა, რომელიც ალბათ გოგონების კისკისმა გააღვიძა. -კაით რა ხალხო გამისკდა თავი-ამოიოხრა გიორგიმ და მდივანზე გადაწვა ცალი თვალით კი გოგონებს გახედა-აბაა -მაცა მე მოგიტან-აღარ დაასრულებინა გიორგის სათქმელი და სწრაფად გავარდა ბორჯომის მოსატანად. გიორგის სახე კი ღიმილმა მოიცვა, რადგან სალომეს საქციელიდან გამომდინარე არ უნდა ყოფილიყო ძნელი მისი შემორიგება. -რაო ვაჟბატონო იმედი მოგეცა მისი შემორიგების-ნაგლირდ გადახედა ანიმ გიორგის. -ეგ ნაგლური სახე მოიშორე რა, ისედაც მახინჯი ხარ და სულ ნუ იმახინჯეფ სახეს-უთხრა გიორგიმ და თვალი გააპარა მისი სახისაკენ. -მახინჯები შენკენ მოიკითხე რა-არ ჩამორჩა ანიც -ჩემკენ?-გაკვირვებულმაიკითხა გიორგიმ და საჩვენებელი თითით საკუთარ თავზე მიუთითა. -ხო შენკენ რატო გაგიკვირდა? -ხო ზუსტად მაგაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მთელი თბილისის გოგონები ჩემზე აბოდებენ. -კაი რას ლაპარაკობ მაგ საცოდავებს ნეტა სად აქვთ თვალები-ჩაიფრუტუნა, ხელი აიქნია, სამზარეულოში გავიდა და საჭმლის ჭამას შეუდგა. -აი ხომ ხედავ არგუმენტები ამოგეწურა და თავის დასაღწევად საჭმელი მოიმიზეზე-პასუხ უნდა გაეცა ანის, როდესაც კარებში აქოშინებული სალი შემოვარდა და პირდაპირ სამზარეულოსაკენ აიღო გეზი. სწრაფად გახსნა ბოთლი სითხე ჭიქაში ჩამოასხა და გიორგისაკენ აიღო გეზი. გიორგიმ ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა ჭიქა და ანისა და სალომეს მიმართა -დღეს დემე გამოიარს და ის წაგიყვანთ უნივერსიტეტში- ამის გაგონებაზე ანის პირთანმიტანილი საჭმელი ხელში გაუშეშდა. -კი, მაგრამ რატო?-კითხვა დასვა სალიმ -ასეთ ფორმაში უნივერსიტეტში ვერ წამოვალ ისედაც თავი მისკდება. -კარგი. სწრაფად აირბინეს კიბეები გოგონებმა და ის ის იყო ანი უნდა შესულიყო თავის ოთახში, რომ სალიმ დაუძახა -ანიი -ხოო -მეც ვერ წამოვალ დღეს -რასქვია ვერ წამოხვალ?-იკითხა გაკვირვებულმა ანიმ -ხო რა ვერ წაოვალ ეხლა საუკეთესო შანსია, რომ გიორგის ბოდიში მოვუხადო. -ოო კაი რა ეხლა მარტომ უნდა წავიდე? -არა, რატო მარტო? გიომ ხომ თქვა დემე გამოიარსო?-ანი ამის გაგონებაზე შეცცბა მაგრამ არ შეიმჩნია. -კარგიი. სწრაფად შევიდა თავის ოთახში ტანსაცმელი ჩაიცვა თმა გაიშალა და ქვევით ჩავიდა. -ანი სად ხართ გოგო გელოდება დემე და სწრაფად წადით! -ხოხო კაი მივდივარ. -სალი სადაა? -სალი... -აქ ვარ ძამიკო ეხლა არ დაიწყო უკვე გაცდენები დაიწყეო და ამბები, რადგან შენც კარგად იცი, რომ სალაპარაკო გვაქვს-წამში ჩამოარაკრაკა სალიმ და ანის მიუბრუნდა და თვალის ჩაკვრით ანიშნა, რომ ყველაფერი კარგად იყო და შეეძლო წასულიყო. ანიმაც არ დააყოვნა ორივე გადაკოცნა და იქაურობას გაეცალა. -ხო სალი შენთან დალაპარაკება მეც მინდა. -კაი ოღონდ მე დავიწყებ და არ შემაწყვეტინო-თითო დაუქნია გაფრთხილების ნიშნად და თანხმობის შემდგომ დაიწყო-თავიდანვე ასეთი ვიყავი უპასუხოსმგებლო, თვინება გოგო, რომელსაც არავისი აზრი არ აინტერესებდა და ყოველთვის ცდილობდა თავის საწადელს მიეღწია. არავის აზრს არ ვითვალისწინებდი და შედეგი კი სულ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ გუშინდელი ფაქტიდანაც ნათლად ჩანს-ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ განაგრძო საუბარი-ერთი ტუტუცი გოგო, რომელსაც შეყვარებული ყავდა თავისი დასკვნებიდან გამომდინარე თურმე ასე არ იყო მაშინ ხოლოდ 15 წლის ვიყავი მეტიც კი ყველაფრის გაცნობიერბა შემეძლო მაგრამ მაინც ჩემი გამქონდა მახსოვს მეორე დღეს ისეთი ამბავი ატეხე მესამე მსოფლიო ომი მეგონა. მაგ დროს იმ ფაქტმაც ძალიან იმოქმედა, რომ აღარც გაკვეთილებს ვსწავლობდი და საერთოდ ორები მქონდა მთლიანი რვეული. ყველაზე მეტად შენი განრისხებული სახე მახსოვს ჩემს რვეულს, რომ მიფრიალებდი წინ, რომელიც ორებით იყო გადაჭრელებული და მეკითხებოდი ეს რას ნიშნავსო, მე კი ხმას ვერ ვიღებდი, ან კიდე რა მქონდა სათქმელი. მაგ დღეს გითხრა ზუსტად ვიღაცამ, რომ შეყვარებული მყავდა. იმ საღამოს ბიძას მადლობა ვუხდიდი, რომ დედა და მამა დაპატიჟა მასთან და ამ სცენას არ შეესწრნენ.მას შემდეგ ყოველ საღამოს გვამოწმებდი მე და ანის გაკვეთილი თუ ვიცოდით ან კიდე დავალებები თუ გვეწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა დაახლოებით 6 თვის წინ კი ის იდიოტი გავიცანი და იმის შიშით, რომ კიდევ ერთხელ მეჩხუბებოდი არაფერი გითხარი, მანაც დამთანხმდა მეც გამიხარდა იმიტომ რომ მეგონა ჩემი თხოვნის გამო არაფერი არ, თურმე საკუთარ თავს ვუთხრიდი საძირკველს-დიდი ხანი ითმინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ატირდა მთელი გულითა და სულით ატირდა -გთხოვ საალ, გთხოვ ნუ ტირი-გიორგიმ სალის ხელები მოხვია კალთაში ჩაისვა და მთელი ძალით ჩაიკრა თავისი გადარეული დაიკო გულში,ის კი უფრო და უფრო უმატებდა ტირილს-საალ კაი რა ჩემი ხათრით. -მაპატიე გიო-ამოისლუკუნა სალიმ -საალ ეს შენ კი არა მე უნდა გთხოვო პატიება გუშინ ზედმეტი მომივიდა. -არაუშავს მეტის ღირსი ვარ მე -ესეიგი მაპატიე ხო? -კი და შენ თუ მაპატიე? -კი ჩემო პატარა-თავზე აკოცა და კიდევ უფრო მიიკრა მკერდზე პატარა სხეული და სალიც მალევე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში. სახლიდან გასულ ანის ფეხები ნერვუიულობისაგან ერთმანეთი ებლანდებოდა, ნერვები ეშლებოდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დემეს ყოველი დანახვისას ასე ემართებოდა და სანამ მის მანქანას მიუახლოვდებოდა საკუთარ თავს ათასნაირი სალანძღავი სიტყვით ამკობდა. მანქანას რომ მიუახლოვდა გადაწყვიტა უკანა კარი გამოეღო და იქ მოთავსებულიყო. ხელი უკანა კარებისაკენ წაიღო, როდესაც წინა კარი დემემ გაუღო და თვალებით ანიშნა აქ დაჯექიო. ანიც დაემორჩილა და უნივერსიტეტისაკენ აიღეს გეზი. გზად ანი მოუთმენლად ცქმუტავდა და ნერვიულობისაგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა. როგორც გიორგიმ აცნობა დემეს, უნივერსიტეტიდანაც მას უნდა წაეყვანა სახლში და თან გიოსთვის გაევლო. მართლაც ასე მოიქცა დემემ ანის თავის აუდიტორიაში შეაკითხა და უთხრა, რომ მასვე უნდა წაეყვანა სახლში. ანიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დთანხმდა და გაუდგნენ გზას უკვე უნივერსიტეტიდან სახლისაკენ... გზად ანის ტელეფონი აწკრიალდა, ტელეფონიამოიღო და შემოსული შეტყობინება გახსნა. <<გამარჯობა პრინცესა...... ________________________________ გთხოვთ იაქტიურეთ რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.