შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასაკი ყველაფერს ცვლის (9)


23-06-2017, 16:02
ავტორი marishkka
ნანახია 2 098

ასაკი ყველაფერს ცვლის 9

გზა საავადმყოფომდე როგორი იყო არც კი მახსოვს... როგორ გადმოვედი მანქანიდან როგორ ავედი მიმღებამდე და ამ დროის განმავლობაში ელე გვერდიდან არ მომშორებია, სულ ჩემთან იყო, ჩემს წაშლილ სახეზე ვერაფერს ამბობდა, თითქოს ისიც იზიარებდა ჩემს ტკივილსო, ერთადერთი რაც ახლა მინდოდა კაკის მდგომარეობის გარკვევა იყო მეტი არაფერი... მიმღებში პალატის ნომერი ვიკითხე და მაშინვე მისკენ გავიქეცი, მამიდაჩემი მოსაცდელში მიცდიდა და ჩემს დანახვაზე ჩემსკენ წამოვიდა
-კატ, დაწყნარდი გთხოვ
-ნანიკო რას მთხოვ ხვდები? როგორ დავწყნარდე?
-აუ, ისე ნუ იქცევი ვითომ ძაან დარდობდე ახლა კაკიზე
ამის თქმა და ჩემი სახის ალეწვა ერთი იყო, რას ამბობდა ამ ქალს თვითონ მაინც თუ ესმოდა?
-რას ამბობ ხვდები? სიმწრისგან ჩამეცინა
-შენც და ის გველაძუა დედაშენიც ერთნაირები ხართ, სულ ფეხებზე გკიდიათ ჩემი ძმა, სად აგდია ის ქალბატონი? თუ მარტო კაკის ფულები უნდა? იქნებ ურჩევნია კიდეც რომ მოკვდეს
ტვინში სისხლმა ამასხა გავშეშდი, კიდევ კარგი ელე მიჭერდა თორემ ალბათ წავიქცეოდი
-ნანიკო, მოკიდე შენს ჩანთად ხელი და აქ მოსული აღარ დაგინახო, დედაჩემზე კიდევ ერთი სიტყვა და ამ იატაკს თმით მოგაწმენდინებ, შენი ბრალია ყველაფერი! შენ უსისინებდი კაკის ყოველთვის მაკაზე ცუდს, რა დაგიშავეთ? ის დაგიშავეთ ყოველ თვე ფულს რომ გირიცხავდით? ნახევარი სახლი ჩვენ რომ გაგიკეთეთ? ყველაფერს ჩვენით რომ აკეთებდი ეს დაგიშავეთ? მუდამ თბილად რომ გელაპარაკებოდით ყველანი შენი აუტანლობის მიუხედავად? აქ მოსული არ დაგინახო! ჩემზე მეტად კაკიზე შენ არ ნერვიულობ, ახლა კი თუ შეიძლება წადი აქედან.
გაქვავებულმა დასტაცა ხელი ჩანთას და გაიქცა, მედა ელე კი მოსაცდელში დავჯექით და გადავწყვიტე მაკასთვის დამერეკა
-დე რას შვები?
-კატ რა ხმა გაქ?
-დე დაწყნარდი და მომისმინე, კაკი ავარიაში მოყვა, არაფერია ისეთი საავადმყოფოში ვარ მოხვალ?
-უკვე მოვდივართ
-თ?
-დათიც ჩამოვიდა
ჩემი ძმა მივლინებებში დადიოდა ხშირად, და ეხლაც ერთერთი მივლინებიდან ბრუნდებოდა და ძალიანაც კარგი, მაკას მარტო წამოსვლა არ მინდოდა
-კატ
-ხო ელე
-გუკა უკვე მეათედ მაინც რეკავს
-აუ ჰო, მომე ვუპასუხო

***
-ჰო გუკა
-სად ბრძანდები? ასეთი გაბრაზებული ხმა ჯერ არ ჰქონია
-საავადმყოფოში
-რაა? რაგინდა მანდ? რა მოხდა? უცებ შეეცვალა ხმა
-მამაჩემი მოყვა ავარიაში
-მისამართი მომწერე მოვდივარ
-კაი

-ელე გეხვეწები მიწერე მისამართი რა გუკას, და შენ არ დაიღალე? წადი თუ გინდა
-არ დაგტოვებ შანსი არ არი
მომავალი 40 წუთი თითქმის ჯოჯოხეთი იყო, ნანიკოს სიტყვები არ ამომდიოდა თავიდა, მე მადანაშაულებდა, იქნებ მართალიც იყო ეს ქალი, იქნებ მართლა ჩემი ბრალი იყო, ექიმი გამოვიდა და მეც ინტერესის თვალებით შევხედე
-კაკი დარჩიასთან ვინ არის?
-მე ექიმო
-ვინ ხართ პაციენტის?
-შვილი
-მდგომარეობა სტაბილურია, მსუბუქი ტვინის შერყევა და რამოდენიმე ნაკაწრი, ხელის მოტეხილობა
-ნახვა შეიძლება?
-სძინავს თუმცა შეგიძლიათ მაგრამ დიდი ხნით არა
-სულ რამოდნიმე წუთით შევალ
გამიღიმა ექიმმა და გაგვეცალა ელეს შევხედე ბოლო ძალები მოვიკრიბე და პალატის კარები შევაღე, კაკის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას გული მიკვდებოდა მის წინ სკამზე ჩამოვჯექი, რამოდენიმე წუთი უხმოდ ვიჯექი და შემდეგ ყელში გაჩხერილი ბურთი გადავაგორე და ხმამაღლა ფიქრი გადავწყვიტე
-მამ, რამდენი ხანია მამა შენთვის აღარ დამიძახია, გახსოვს ოპერაცია რომ გავიკეთე როგორ ტიროდი? ამის გახსენებისას ჩამეღიმა, მე რომ მაწყნარებდი და იქეთ დასაწყნარებელი შენი იყავი, კაი პატარა ბავშვივით იყავი. მაკას რომ უფრო ხშირად ვეხუტებოდი და შენ იბუსხებოდი გახსოვს? პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, რა იყო? ა ჰო, ხაჭაპური ნაომარს რომ გავდა, მეთვითონაც რომ ჩემი გაკეთებულის ჭამის სურვილი არ მქონდა, და შენ კიდევ მითხარი შვილო ჩემთვის უგემრიელესიაო, გახსოვს, პირველად შატალოზე რომ წავედი, და მაკასთვის თქმას ვერ ვბედავდი, შენ გითხარი, შენკი გამიცინე და დაი*იდე მე მოვალ და გავაიასნებო რო მითხარი „ძმაკაცურად“? ის თუ გახსოვს, მაკას სიურპრიზს რომ უკეთებდი და მერო მითხარი შენხო ჩემი ძმა ხარ და რა უნდა გამიგეო? ერთმანეთზე ახლობლები ხომ არავინ გვყავდა მაა... ამ ყველაფერს ვამბობდი და თან ხელისგულებით ცრემლებს ვიწმენდდი რომელიც ღაპაღუპით ჩამომდიოდა, ძალა მოვიკრიბე და გავაგრძელე
-მერე რა იყო? მერე იყო ბიძიას სიკვდილი, ნაცრისფერი დღეები, შენი დეპრესია, სახლიდან წასვლა... და ჩემი მდგომარეობის საგრძნობლად შეცვლა... იცი რამდენი ხანი მინდოდა შენთან ყველაფერზე მელაპარაკა? დღეს არ ვიცი, დაუოკებელი ემოცია მაქვს ალბათ და შენც ახლა ჩემს წინაშე მძინარე წევხარ თორემ ვერ გავბედავდი მა, ჩვენ ხომ ყველასთვის მისაბაძი მამა შვილი ვიყავით, ჩვენ ხომ უპირველესი მეგობრები ვოყავით მა? იცი როგორ მინდოდა შენთან ლაპარაკი? როგორც არასდროს, იცი როგორ მენატრებოდი? არა არ იცი, მინდოდა მომეყოლა, პირველად რომ გავბედე და სიგარეტი მოვწიე. მაგრამ სად იყავი ამ დროს? შენ შენი გასაჭირი გქონდა. მეკი შენ სულ რაღაც ერთ თვეში დაგკარგე, სულ რაღაც ერთ თვეში თქვი ჩემზე უარი.
მიდოდა მომეყოლა პირველად რომ მომეწონა ბიჭი, ან იქნებ შემიყვარდა კიდეც, მინდოდა მეთქვა როგორ ვბედნიერდებოდი, როგორ იცვლიდა სამყარო ფერებს მისი დანახვისას, მაგრამ აქაც არ იყავი, მაშინაც არ იყავი ჩემს გვერდით.
უკვე ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
-ისიც მინდოდა მეთქვა, პირველად რომ დავიბენი, რჩევა მინდოდა მეკითხა, მაგრამ სად ხარ მა? ასე როგორ დამშორდი კაკი? ვერ გპატიობ, შენს გარეშე გატარებულ დღეებს ვერ გპატიობ.
რა უცნაური ზამთარია არა მა? შენ ხომ ყველაზე მეტად გიყვარდა, ზამტარი ახალი წელი მა? ამ დროს ხომ საყიდლებზე დავდიოდით, საჩუქრებს რომ მყიდულობდი ხოლმე, რა დამავიწყებს? იმ ბედნიერ დღეებს რა დამავიწყებს? ვიქნებით კი ოდესმე კიდევ მასეთი ბედნიერები? ეს ზამთარი კი მიტოვებული ზამთარია, შენგან მიტოვებული ოჯახით. სადაც კიდევ ერთხელ მოვა ამჯერად უსუსური ახალი წელი, რომელიც ვერაფერს შეცვლის.
ცრემლები ხელისგულებით მოვიწმინდე, კაკისთან ახლოს მივაჩოჩე სკამი, და მისი ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე.
-მა, არ წახვიდე რა.
ეს იყო ბოლო რაც ვუთხარი, ამ დროის განმავლობაში მეგონა ეძინა, თურმე ისიც ჩემთან ერთად ჩუმად ტიროდა. შემდეგ კი ჩამქრალი თვალები შემომანათა და ყვალზე საშინელი რასაც ველოდი ის მოხდა
-შენ თვითონ არ მიტხარი გაეთრიეო?
იცით რა დამემართა? ყველაფერი ცამწყდა, ყველა ორგანო ამეწვა, ტავი არარაობად წარმოვიდგინე, უბრალოდ მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე.
-არ იმსახურებდი? ჩვეული სიამაყით და მკაცრი მზერით ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე
-კი კატერინა, ყველაფერს ვიმსახურებდი მარტო იმიტომ რაც შენ ჩემი წასვლის შემდეგ გადაიტანე... მაგრამ მეც ხომ უნდა გამიგო.
-შენს საქცელს გამართლება რომ არ აქვს ხომ ხვდები?
-ხო
-ახლა წავედი, მალე გამოჯანმრთელდი
ეს ვუთხარი და ძლივს მოგროვილი ძალებით გავუღიმე და გამოვედი, პალატიდან გამოვედი და იქვე ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე მოვრთე „ბღავილი“ არავინ შემიმჩნევია. თურმე გუკაც მოსულა, დათიც და მაკაც. ჩემს ასეთ მდგომარეობაში ნახვას გუკა არ ელოდა და გაოგნებული მომვარდა
-კაწ ჩემო ლამაზო, დაწყნარდ გთხოვ ნუ ტირი, გტხოვ კაწ
ბოლო ძალები მოვიკრიბე, თავი ხელში ავიყვანე ცრემლები მოვიწმინდე და რაც შემეძლო ძლიერად ჩავეხუტე გუკას, აი თურმე რა მჭირდებოდა.
-დათი
ეს ვახსენე და ჩემ ძმას მივვარდი
-ჩემო ლამაზო, კაკის გამოწერენ და გუკაზე მერე ვილაპარაკებთ თვალი ჩამიკრა და პალატაში შევიდა. მე კი მობეზრებულად, ამდენი ემოციისგან გადაღლილი მაკას გვერდზე დავჯექი და თავი ჩამოვადე, ჩამძინებია, რაც არ იყო გასაკვირი ნამდვილად.
მეორე დღეს ჩემს საწოლში გამეღვიძა 10საათი იყო. სააბაზანოში შევეი გადავივლე და შავი მაღალწელიანი ჯინსი და ბორდოსფერი როლინგი ჩავიცვი სამზარეულოში გავედი და ყავის გაკეთებას შეევუდექი ოტახიდან დათიმ გამომძახა რომ მისთვისაც გამეკეთებინა, რათქმაუნდა მასაც გავუკეთე და მშვიდად დავჯექი მდივანზე. ტელეფონი მოვიმარჯვე და გუკას წერილი დამხვდა რო გაიღვიძებ დამირეკეო
-გუკაა
-კაწ რას შვები?
-რავი ეხლახანს გავიღვიძე შენ?
-არაფერს, მისმინე არ მიდიხარ კაკისთან?
-მაგ თემას მე მოვაგვარებ დათიც აქ არის ასე რომ.
-კაი ჩემო ლამაზო, ხასიათზე თუ იქნები და რამე სადმე წავიდეთ
-კაი გუკს
-მიყვარხარ
-მეც
გამეღიმა, გამაბედნიერა მა 1წუთიანმა საუბარმა უცებ მომიყვანა ხასიათზე, რას მიკეთებდა ღმერთო ეს ბიჭი?
ოთახიდან უჩვეულოდ გაბრაზებული სახით გამოვიდა დათი, და ყავა მოსვა წინ დამიჯდა და გამომცდელი მზერა მომაბყრო.
-კატერინა, გისმენ... საკმაოდ უჩვეულოდ მომხვდა ჩემი ძმისგან ჩემთვის სრული სახელის დაძახება
-დათი, რა გინდა?
-გუკაზე ყველაფერს შენით მოყვები თუ ჩემით გავიგო?
-რა გაინტერესებს?
-რა და 15 წლის ჩემი ღლაპი და ვირაც ს*რთან ერთად რო დაქრის მანქანით და პახოდუ ცემს თვალწინ მოურიდებლად ეტმასნება აი ეგ.
-კაკის ამბები არ მყოფნის ახლა შენი ჩხუბიც უნდა ვიტანო? თვალცრემლიანმა ვუთხარი მე, ჩემი ცრემლების დანახვისას თითქოს ცოტა მოლბა გვერდზე დამიჯდა და მიმიხუტა
-კატ, ჯერ მხოლოდ 15 წლის ხარ, ხო იცი რომ შენ ყველაზე მეტად მე გაგიგებ, იმიტორო ჩემი პატარა ასლი ხარ. არ მინდა უბრალოდ უბანში ყველამ ილაპარაკოს რომ დათი დარჩიას და გუკა ქსოვრელთან ერთად მანქანით დატასაობს, არ მინდა ცუდად ილაპარაკონ შენზე ხომ გესმის.
-რას მთხოვ? დავშორდე გუკას?
-არა, შენით გადაწყვიტე, უბრალოდ ზედმეტი არაფერი გავიგო, ეხა წამო კაკისთან წავიდეთ შუბლზე მაკოცა და მანქანის გასაღები აიღო. მეც ჩანთა ავირე და უხმოდ გავყევი.

ჩემო საყვარლებო ესეც შემდეგი თავი <3 ფოტო თუ ის დაიდება რაც მე ჩავლინკე მაშინ ფოტოზე ელე და კაწკა არიან <3 ნუ მიმსგავსებულები ;დ ველი თქვენს კომენტარებს და შეფასებებს.

თქვენი კაწია



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent