შენ არ ხარ ჩემი და, მე შენ მიყვარხარ!
ჩემს ოთახში მზის სხივები შემოდის და პირდაპირ თვალებზე მანათებს. მკვეთრი ნათება ძილს მიფრთხობს. საათს ვუყურებ და ვხვდებიბრომ უნივერსიტეტში დამაგვიანდა. ტელეფონი აღარ მაქვს რომ დედაჩემს დავურეკო დავკითხო რატომ გამითიშა მაღვიძარა საათზე. გუშინდელი ამბის შემდეგ ლუკამ 2 კვირით ჩამოგვართვა მე და სანდროს ტელეფონები. ჰოო გუშინ ნამდვილად ერთ ერთი საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მეღიმება. ნეტავ სანდრო ახლა როგორ არის ვფიქრობ და ოთახიდან გავდივარ. სანდროს ოთახოსკენ მივდივარ. სრულ სიჩუმეს მხოლოდ მისი ღრმა სუნთქვა არღვევს დრო და დრო. აბაზანაში შევდივარ. პირ ვიბან თმას მაღლა ვიწევ და სამზარეულოში ჩასვლამდე კიდევ ერთხელ ვუგდებ ყურს სანდროს. სამზარეულოში ჩავდივარ და მაგიდაზე წერილი მხვდება. "არსად წახვიდეთ! სანდრო მანქანა პროფილაქტიკაშია. სალი რო გაიღვიძებ საუზმე მაშინ გააკეთე. გვიყვარხართ." წერილის წაკითხვის შემდეგ მაცივრის კარს ვაღებ და ვფიქრობ გავიხსენო რა საჭმელი უყვარს სანდროს რომ მისი გაკეთება დავიწყო. რომ ვერაფერს ვიხსემებ რადგან სანდრო ჩემთან ერთად მგონი ერთხელაც არ მჯდარა და შესაბამისად არ ვიცი რა უყვარს და რა არა მაცივრიდან ბეკონს, კვერცხს, სოსისს მწვანილებს და ხახვს ვიღებ. მწვანილის დაჭრას ვიწყებ შემდეგ ხახვის და ათქვეფილ კვერცს ვაყრი წემოდან და ტაფაზე ვასხამ. შემდეგ ბეკონს და სოსისს ვწვავ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემს ქმარს ვუკეთებ საუზმეს. თითქოს სანდრო ჩემი ქმარია. ამის გაფიქრებაზე მეღიმება. ზევიდან ხმაურის ხმა მესმის და ცოტა ვწყნარდები რომ სანდრომ არაფერი შენიშნოს. ეს ყველაფერი თეფშებზე ლამაზად გადამაქვს და ასევე ლამაზად ვაწყობ მაგიდაზე. სანდრო დაბლა ჩამოდის. თავიდან გაკვირვებული მიყურებს მაგრამ შემდეგ მაგიდას უახლოვდება და ჯდება. -რა ხდება? -კითხულობს ის და თვალებზე ეტყობა რომ ისევ სიცხე აქვს. ან კიდევ მთელი ღამე არ უძინია და სვავდა. -რა უნდა ხდებოდეს? -ვკითხულობ და მის წინ თეფშს და ჩანგალს ვდებ. -გუშინ ვომობდით და დღეს საუზმეს მიკეთებ?! -კითხულობს ის და ეღიმება. შემდეგ თავზე ხელებს იკიდებს როგორც ჩანს სტკივა. -უბრალოდ ასე დამაბარეს. - ვამბობ და ჩემი სიტყვების მეთვითონაც არ მჯერა. -აჰამ გავიგე -ამბობს ის და ეცინება მაგრამ თავის ტკივილი ისევ აწუხებს უფრო იკიდებს ხელებს და შემდეგ ჩაწითლებული თვალებით მეკითხება -ტკივილმა რომ გამიაროს რა წამალი უნდა დავლიო არ იცი? -კიი ვიცი. აი ეს არის. დალიე და გაგივლის. ალბათ -ვამბობ და წამლის კოლოფს ვაწვდი. -ალბათ? -ჰო. მე ამას ვსვავ ხოლმე თავი რომ მტკივა და ალბათ შენც გაგივლის. -თუ მოვკვდი შენ გაბრალრბ მოსულა? -მეუბნება ის -მოსულა. -ვპასუხობ სიცილით. ის წამალს სვავს და რამდენიმე წუთში საჭმელებს უყურებს. -ეს ყველაფერი ჩემთვის მოამზადე? -მეკითხება დაბაალი და მშვიდი ხმით. -შენთვის? რატო ვითომ? -ვპასუხობ სიცილით. და მასაც ეღიმება -ჩემთბის მოვამზადე მაგრამ თუ გინდა ჭამე. ძმა ხარ ხომ არ დაგიშლი.- როგორცკი ბოლო სიტყვებს ვამბობ სახეზე ღიმილი უქრება. -რაღაც რომ გითხრა შემისრულებ? -მეკითხება ის -გააჩნია რა არის. -ვეუბნები მაონც ყოველი შემთხვევისთვის წინასწარ თადარიგს ვიჭერ -მე არ ვარ შენი ძმა და ნუ ამბობს ამას კარგი? -იმდენად მშვიდი ტონით ამბობს რომ მინდა ახლავე ვუთხრა მართალო ხარ. შენ არ ხარ ჩემი ძმა მე კი შენი და, და მე შენ მიყვარხარ! მაგრამ ძალები არ მყოფნის. და მხოლოდ ამას ვამბობ -კარგი. უხერხული სიჩუმე ვარდება. თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ის სიცილით ამბობს -აბა გავსინჯო შენი ნახელავი. - ბეკონს და ცოტა კვერცხს თავის თეფშზე იდებს. -მოიცა არა. -ამბობს ის. -რა მხოდა.? -ვკითხულობ მე -ჯერ შენ გასინჯე. იქნებდა საწამლავს მიყრი და გინდა მოვკვდე. -ამბობს ის სიცილით და მიყურებს მანამ სანამ ბეკონს არ გავსინჯავ. -როგორია? -კითხულობს ის. -ჩემი გაკეთებულია. -ვეუბნებიბსანდროს სოცილით.-ცუდი ვერ იქნება. შეგიძლია მაშვიდად მიირთვა. -კარგი ჰო. -ამბობს სიცილით და გემრიელად მიირთმევს. წამით მის ტუჩებს ვუყურებ და ის კოცნა მახსემდება. ჩემი პირველი კოცნა, რომელიც მე მან მომპარა. -შეიძლება რაღაც გკითხო? -ვეკითხები რამდენიმე წუთიანი სიჩუის შემდეგ ბიჭს. -კი.-მპასუხობს ის და დაინტერესებული თვალებით მიყურებს -ოღონდ არ გაბრაზდე. -ვეცდები -ამბობს სიცილით. -შენს დას რა მოუვიდა? -ვეკითხები ხმადაბლა. ის მზერას მაროდებს. ჩანგალს თეფშზე დებს. შემდეგ თვალებში მაჩერდება ისე თითქოს რაღაცის ამოკითხვა უნდაო. შემდეგ ღრმად ისუნთქავს და ამბობს. -ის და დედა ავარიაში მოყვნენ. ღამე იყო. მე დედა და ანა(სანდროს და) ერთად ვბრუნდებოდით სახლში მანქანით. წვიმდა და მანქანა მოსრიალდა. ანა ჩემს თვალწინ დაიცალა სისხლისგან. ჩემს ხელებში დაასრულა სიცოცხლე. -ამბობდა და თან თვალები ცრემლებით ევსებოდა. -ეს სანახაობა დღესაც არ ამომდის თავიდან. -სანდრო მაპატიე. ძალიან ვწუხვარ. -არაფერია. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდი. -ამბობს ის და სკამიდან დგება. კიბისკენ მიდის და თავის ოთახში შედის. თავს დამანაშავედ ვგრძნობ. ნეტავ დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს რომ ამ კითხვის ნაცვლად სხვა რამე ვკითხო. მაგიდას ვალაგებ. დარჩენილ საჭმელს მაცივარში ვალაგებ და ჭურჭლის რეცხვას ვიწყებ. ზევიდან მცირე ხმაური ისმის მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ რადგან სამდრო ზოგადად ძალიან ხმაურიანი ადამიანია. ჩემი ოთახის კარების ხმა მესმის. მაგრამ ყურადღებას ისევ არ ვაქცევ რადგან მგონია რომ მომეჩვენა. ჭურჭლის რეცხვას და გამშრალებას რომ ვრჩები ჩემს ოთახში ავდივარ. კარები ღია მხვდება ოთახში ჩემს საწოლზე სანდრო ზის და ჩემი დახატული მისი პორტრეტი ხელში უჭირავს. მას რომ ვხედავ ადგილზე ვშრები. თვალები მიცრემლიანდება და ვეკითხები -შენ აქ რა გინდა? -ეს რა არის?! -მეკითხება ის თვალებში მიყურებს. -უბრალოდ ნახატი. -ვპასუხობ მას მაგრამ თავის გამართლებასავით უფრო გამომდის. -მაგას ვხედავ. რატომ დამხატე? -ისე უბრალოდ. -ძლივს ვპასუხობ რადგან უკვე ტირილი მინდა. და ჩემს თავზე მეშლება ნერვები როდესაც ამ ნახატის დახევა დავაპირე მაშინვე რატომ აარ დავხიე?. -ისე უბრალოდ? -მეკითხება ბიჭი და უფრო იძაბება. -ვერ ვხდები ასეთი რა პრობლემაა ამ ნახატში? -მოგწონვარ ხოო? -უეცრად მეკითხება ბიჭი და ჩემი ყველა ორგანო მკარნახობს პასუხს "კიი! უზომოდ" მაგრამ სიამაყე მაინც იმარჯვებს და მე ტყულს ვამბობ. -რა თქმა უნდა არა! ახლა კი გადი ჩემი ოთახიდან! და მეორედ ჩემს ნივთებში ქექვას თუ გაბედავ -რაა? რას მიზავ? -მეკითხება ის და ფეხზე დგება. ჩემს წინ დგება ისევ ინდენად ახლოსაა ჩემთან მისი სუნთქვა სახეზე მეფინება. მინდა ვაკოცო. მის ტუჩებს ვუყურებ. მაგრამ, სიამაყე ისევ იმარჯვებს და თავს ვხრი გვერდით ვიწევი და ძალიან დაბალ ხმაზე ვამბობ. -სანდრო გადი. ის გადის და კარებს აჯახუნებს. მისი გინების ხმაც მესმის. მე ტირილი მიტყდება და საწოლზე ვემხობი. -რამდენიმე საათში მისი კარის ბრახუნის ხმა მაღვიძებს. ის პირველ სართულზე ჩადის. რამდენიმე წამში ჩემს ოთახზე ვიღაც აკაკუნებს. იმის იმედით რომ ეს სანდროა და ბოდიში უნდა მომიხადოს ფეხზე სწრაფად ვდგები. კარს ვაღებ და ხელში ემილი მრჩება. ის ჩემს ოთახში შემოდის. და მეხუტება. შემდეგ კარს ხურავს. ჩანთას დივანზე დებს, საწოლზე ჩემს წინ ჯდება და პირდაპირ მეუბნება -რატომ იტირე? -არ ვიცი ამ გოგოს რა უნარი აქვს ან საიდან იცის ყველაფერი ჩემს შესახებ მაგრამ ის კი ვიცი რომ ძალიან მაგარი გოგოა. -ვიკამაათეთ. -ვპასუხობ მოკლედ და თავს ვხრი. -არაუშავს. -ამბონს ის.და თავისს ჩანთას იღებს. -მოდი დავლიოთ. ამბობს ის და პატარა ღვინის ბოთლს ჩანთიდანა იღებს. -საიდან გაქვს? -ვეკითხები მაშინვე -რა მნიშვნელობა აქვს. მოდი რა დავალიოთ - იცინის ის და ჩანთიდან კიდევ რაღაცეებს იღებს. -კარგი ერთი ჭიქა არაუშავს.-ვამბობ და ოთახიდან გასავლელად ვდგები. -რა ერთი ჭიქა? ბოლომდე ვსვავთ! -ამბობს ის მთელი შემართებით. - რაა? მე და შენ ამ ბოთლს ბოლომდე? შანსი არაა!-ვქმბობ მე და საწოლზე ვბრუნდები. -ოო კაი მაშინ მესამესაც დავუძახოთ. -ამბობს ის -ვინ მესამეს? -ემილი აღარ მისმენს და ოთახიდან გადის. სანდროს ოთახის წინ ჩერდება. -ემილი არ ქნა!! - ვამბობ მკაცრად მაგრამ ხმადაბლა. ის მაინც აკაკუნებს. სანდრო კარს აღებს. -აქ რა გინდა? -კითხულობს სანდრო. -მოდი დავლიოთ! -ეუბნება ემილი ხელს კიდებს და ოთახიდან მოათრევს. -ხელი გაწიე! რა დავლიოთ გაგიჟდი? -ამბონს ბიჭი -მართალია სანდრო. არ უნდადავლიოთ ემილი შემოდი. -ვეუბნები ემილის. -ოო სანდრო წამოდი. ლიკა არსად გაგექცევა. და გვიანაც მიხვალ იმ წვეულებაზე.-ამბობს ემილი -აუ შე.ეშვი არ მინდა! მე ოთახში შევდივარ. მათ აღარ ვუსმენ და ვიმედოვნებ რომ სანდრო არ დათანხმდება დალევაზე. თუნდაც მე და ემილის კოგვიწიოს მთლიანი ბოთლი ღვინის დალევა. მშობლები სახლში ბრუნდებიან. -ემილის ბოლო სიტყვები მესმის -ხო კარგი! თუ რამეა შემოგვიარე -და ოთახში შემოდის. -ბოთლი სად არის? -კითხულობს ემილი -ჩუუ!-ვამბობ და ჩიფსს ვხსნი. -არ ახსენო! დედაჩემი ოთახში შემოდის მამოწმებს ხომ კარგად ვარ რაღაც წამალს მაძლევს. ცოტახანს რჩება და გადის. შემდეგ ლუკა შემოდის. ისიც ცოტას გველაპარაკება და მალე გადის. შემდეგ სანდროსთან შედის. აანდროს ოთახიდან საშინელი ყვირილის ხმა გამოდის. -არ წახვალ! -ამბობს კაცი. -რატომ? ყველა იქნება! -ამბობს სანდრო -იმიტიმ რომ არ უნდა წახვიდე! არაერთხელ გამიშვიხარ და რქ შედეგებით სრულდებოდა შენი სახლში დაბრუნება კარგად მახსოვს! ბოლოს სანდრო თავის ნებას მორჩილდება. მე და ემილი ფილმის ყურებას ვიწყებთ. -აუუ გახსენი რა ცოტა მაინც დავლიოთ. თან მოგეშვება სანდროზე დარდი. -მეუბნება ემილი -რო გაიგონ მშობლებმა? -ვეკითხები და იმედი მაქვს რომ გადაიფიქრებს. -ვერ გაიგებენ. ოთახში არიან. ალბქთ უკვე სძინავთ 11 ხდება. და თუ ამოსვლას დააპირებენ გავიგებთ ხმას. მიდი რაა -ხო კარგი. -ჩემი საყოლიებაც ადვილად გამოსდის. ისე ამაზე არასდროს მიფიქრია და ხომ შეიძლება უბრალოდ ისე ვიქცევი ხოლმე ხვდება და ამას ვერ ვამჩნევდი. -იეეეს!! - ყვირის ემილი და ბოთლს ხსნის. ჭიქებში ასხამს და პირველ ჭიქას ვცლით. -აუუ მაგარია!-ვამბობ და თან პოპკორნს ვჭამ. კარზე კაკუნია. -დროზე ჭიქები და ბოთლი დამალე! -ვეუბნები ემილის იმის შიშით რომ დედაჩრმია კართან და კარებისკენ მივდივარ. კარს ვაღებ და ამჯერადაც ვცდები კარებში სანდრო დგას ჯერ მიყურებს შემდეგ კი ამბობს -დალევაზე დაპატიჟება ისევ ძალაშია? -კი კი!მოდი!-ამბობს ემილი და ბოთლს ისევ იღებს. ერთჯერქდი ჭიქებიდან კიდევ ერთს იღებს და.სანდროს უსხამს. -მოდი ამ ჭიქით სიყვარულის სადღეგრძელო დავლიოთ. -ამბობს ემილი. სანდრო მე მიყურებს. შემდეგ ჩემს გვერდით ჯდება და სვამს. სიცილს ვიწყებთ. ემილის ტელეფონი ურეკავს. -ეხვალე მოვალ ამბობს ის და ოთახიდან გადის. ჩემს ლეპტოპში ფილმს ვრთავთ. ემილი უკან ბრუნდება და ფეხზე იცვამს. -რა მოხდა? -ვეკითხები მას. -დედაჩემია მოსული სახლთან მანქანით უნდა წამიყვანოს. -ამბობს გაბრაზებული. -მთვრალი ხო არ ვარ? -ამბობს ის -არა 2 ჭიქა რას დაგათრობდა შენ. -ვეუბნები მე ის ისევ ასხავს ჭიქებში ღვინოს -აი ამ ჭიქით დედაჩემს არ გაუმარჯოს! -ამბობს ია ბოლომდე სვამს და მიდის. მე მას ვაცილებ და იმის იმედით რომ სანდრო ჩემს ოთახში აღარ იქნება ღიმილით შევდივარ ჩემს ოთახში მაგრამ ის ისევ იქ არის.ორი ჭიქით ხელში. ის ჭიქას მაწვდის -დალიე -მეუბნება ის -აღარ მინდა მეტი. -ვეუბნები მას. -ბოლოა გთხოვ. -მეუბნება ის ჭიქას ვართმევ -ჩვენ გაგვიმარჯოს! -ამბობს ის და ჭიქას მიჭახუნებს. საუკეთესო სადღეგრძელოა. ვფიქრობ გულში და ბოლომდე ვსვავ. -მორჩა მეტი აღარ!-ვამბობ და ბოთლს ტუმბოში ვდებ. ჭიქას ვართმევ და ვაგდებ. კინოს ყურებას ვაგრძელებთ. საწოლზე გვერდიგვერდ ვზივართ და უკან კედელს ვეყუდებით. უცებ სიბნელიდან რაღაც სული ჩნდება და ადამიანს თავს ესხმის ყვირილით მე მეშინია და სანდროს ვეხუტები. სახეს მკერდზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. სანდროს ეძინება. -მორჩა წავიდა. -ამბობს ის და ზურგზე ხელს მისმევს. ფილმის ყურებას ვაგრძელებთ. კიდევ რამდენიმეჯერ მომიწია სანდროს ჩახუტება. უცებ მაცემინებს. სანდროს ეცინება -ცხვირის გაზრდა კოჭებამდე -ამბობს ის და უფრო მეტად იწყებს სიცილს. -რა იყო წარმოიდგინე? -ვეკითხები მე ასევე სიცილით. -ხოო! -ამბობს ის და უფრო მეტად ეცინება. რამდენიმე წუთი სიცილს ვერ ვწყვეტთ. ფილმში საშიში სცენა იწყება. -რომ მორჩება მითხარი. -ვეუბნები და მის უკან ვიმალები. მას ეცინება -მორჩა -მითხრა მან. მე გამოვიხედე და სწორედ ამ დროს გამოხტა სული. დავიყვირე და სანდროს ხელების რტყმა დავუწყე -იდიოტო!! გული გამისკდა !!-ვეუბნებოდი თან მეცონებოდა. ის ბოლო ხმაზე ხარხარებდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. ის ჩემს სახეს უახლოვდება. ხელს ლოყაზე მკიდებს, მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე მეფინება, მისი ცხელი ტუჩები ჩემს ტუჩებს ეხება, სხეულში სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს. წინააღმდეგონას მაინც ვუწევ -სანდრო მე არ ვარ ლიკა. მე შენი და ვარ -ვეუბნები მას და თავს ვწევ. -არცაა საჭირო რომ ლიკა იყო. და შენ არ ხარ ჩემი და, მე შენ მიყვარხარ! -ამბობს ის და ცხელი ტუჩებით ისევ მეხება. --------------------------------------------------------------------------------------------- აბა როგორია? ემიდია ძაან არ მეჩხუბებით ასე რომ დავაგვიანე მაგრამ სამაგიეროდ კარგი ამბები მოხდა :დ <3 ხო მართლა ისევ იჩხუბონ შემდეგ თავში თუ დავტოვო ასე ბედნიერად? :დ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.