შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (4 თავი)


17-06-2017, 23:23
ავტორი Together
ნანახია 3 839

სახლში მე დედა და ლუკა ერთად ვბრუნდებით, ფოტოს არსებობა აღარც კი მახსოვს, არც იმ ნახატის რომელზეც სანდროა გამოსახული და რომელიც არ უნდა დამეხატა! კარი ღიაა. სახლში შესულებს კი შიგნით არავინ გვხვდება.
-სალი. სანდრო ხომ არ იცი სად არის? -მეკითხება ლუკა როგორცკი მისი ოთახიდან სამზარეულოში ჩამოდის.
-არა მე რომ წამოვედი სახლში იყო. -ვეუბნები და დედაჩემს პროდუქტების ამოლაგებაში ვეხმარები.
-თავისი შეყვარებულიც აქ იყო? -მეკითხება ლუკა და მე ამის გაგონებაზე ლამის ავფეთქდე. მაგრამ თავს ვიკავებ და მშვიდად ვპასუხობ
-კი ლიკაც აქ იყო.
-ყველაფერი გასაგებია. -ამბობს კაცი და თავის ოთახშო შედის.
მე და დედა ვახშამის მომზადებას ვიწყებთ. მალე ლუკა ანერვიულებული უკან ბრუნდება დედა მასთან მიდის ამდენ პროდუქტთან მარტოს მტოვებს თან მანიშნებს დაჭრა გააგრძელეო. ის მას ეხვევა. და ჩუმად რაღაცაზე იწყებენ საუბარს. ზურგიდან რომ შევხედე ლუკას სანდრო გამახსენდა მის ნაირი კისერი და მხრები აქვს. ნეტავ ახლა რას აკეთებს? ბოლოს ჩემს თავზე მეშლება ნერვები და გაბრაზებული დანას ძლიერად ვუსმევ სათუთ ბოსტნეულს და ბოსტნეულთან ერთად თითსაც ვიჭრი. სისხლს რომ ვხდედავ მაშინვე წყალს ვუშვერ თითს და ვცდილობ სისხლი შევიჩერო. დედაჩემი ამჩნევს რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ჩემსკენ მოდის. თითს ბეტადინით მიმუშავებს მსუბუქად მიხვევს და ოთახში მიშვებს რომ სველი მაისური გამოვიცვალო და თმა ავიკეცო. რამდენიმე წუთში უკანვბრუნდები და უკვე გაგშლილ მაგიდასთან ვსხდებით. როგორც ყოველთბის დღესაც სანდროს გარეშე. ვახშმობას რომ ვრჩებით და მაგიდას ვალაგებთ სანდრო მაშინ შემოდის სახლში და ისე რომ არც ზედ გვიყურებს და არც ხმას იღებს სწრაფად ადის თავის ოთახში. დედაჩემი ჭურჭლის რეცხვას იწყებს მე კი ჩემს ოთახში ავდივარ. სუფთა ტანსაცმელს და პირსახოცს ვიღებ და აბაზანისკენ მივდივარ. ჯერ ვრწმუნდები რომ შიგნით არავინაა და შემდეგ შევდივარ. შარვალს ვიხდი და ჯიბიდან ფოტო მივარდება რომელზეზ ლიკა და სანდრო ერთად არიან. რატომ მაინც და მაინც ლიკა და სანდრო და არა მე და სანდრო? უკეთესი წყვილი თუ არა მათნაირად მაინც ვერ ვიქნებიდით? მის ნაირად არ მეყვარებოდა თუ რა?
ბოლოს ბანაობას რომ ვრჩები ვიცმევ და თავზე ტილო შემოხვეული მივდივარ სანდროს ოთახისკენ. კარზე ვაკაკუნებ.
ის კარს აღებს და ჩემდა გასაკვირად შიგნით მიპატიჟებს.
-სანდრო მე მხოლოდ ამ ფოტოს დასაბრუნებლად მოვედი. -ვეუბნები მის ოთახში შესული. სადაც საშინელი სასმლის სუნია.
ის ჩემსკენ მოდის. მიახლოვდება. მე უკან ვიხევ. ის მაინც მოდის.
-სანდრო! -ვამბობ ხმამაღლა მაგრამ ჩემს ხმაში აღელვება იგრძნობა.
-ჩუუ! -ამბობს ის და უკვე კედელთან მიმწყვდეულს ტუჩებზე თითს მადებს. მისი თბილი თითების შეხებას ტუჩებსა და კისერში ვგრძნობ. ის იმდენად ახლოსაა ჩემთან მის სუნთქვასაც ვგრძნობ. მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე მხვდება. მისი ნაზი, ცხელი ტუჩები ჩემს ტუჩებს ეხება. სუნთქვა მეკვრის ვერაფერზე ვერააფერზე ვეღარ ვფიქრობ. ბედნიერებეით ვივსები. თუმცა სასმლის სუნი რეალობაში მაბრუნებს. რეალობაში სადაც ჩემი ძმა მე მკოცნის. სახეს გვერდზე ვწევ და სანდროს ხელითკვრით ვიშორებ. კარისკენ მივდივარ. ის ხელით მიჭერს და ამბობს -რა მოხდა ლიკა?
იმის გაგონებამ რომ მან მე ლიკა დამიძახა მაბრაზებს და თან მწყინს. მეტირება. ხელს სწრაფად ვწევ და კარებს ვაღებ. ჩემს ოთახში გიჟივით შევრდივარ კარებს ვკეტავ და საწოლზე ვემხობი. ცრემლები თავისიც მცვივა თვალებიდან. რატომ შემიყვარდა მაინც და მაინც ის? ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლებს. მთელი სახე მისველდება. ვერ ვჩერდები. მინდა რომ ახლავე გამისკდეს მიწა და შიგ ჩავვარდე. ხელებ საწოლს ვურტყავ და სანდროს ნახატს ვკუჭავ. ცოტა რომ ვმშვიდდები ვამჩნევ რომ სამაჯური რომელიც ყველას ძალიან მოსწონს ჩემს ხელზე. და რომელიც უკვე 6 წელია არასდროს მომიხსნია ხელიდან აღარ მიკეთია. იმის იმედით რომ ის ან აბაზანაში დამივარდა ან სახინებელში მის ძებნას ვიწყებ. დიდი ძებნის მიუხედავად მას ვერ ვპოულობ და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს. ის სანდროს ოთახში დამივარდა და როგორმე ჩუმად უნდა ავიღო. თუმცა უკეთესი იქნება თუ საერთოდ დავივიწყებ ამ სამაჯურის არსებობას რაც ასე ვთქვათ შეუძლებელია.
არ მახსოვს როგორ ჩამეძინა. გაღვიძება კი კარგად მახსოვს. სანდროს და მამამისის ჩხუბის ხმამ გამაღვიძა.
-და მანქანის გარეშე როგორ წავიდე უნივერსიტეტში? -ყვირის სანდრო
-ტონს დაუწიე! თორემ საერთოდ ვერ ეღირსები მაგ მანქანას! -ძალიან მკაცრად ეუბნება ლუკა.
-უბრალოდ ვიკითხე! -შედარებით დაბალ ხმაზე ამბობს სანდრო
-მე წაგიყვან და 4 საათამდე გამოვიყვან თუ ჭკვიანად იქნები! - ამბობს ლუკა და ფეხის ხმით ვხვდები რომ პირველ სართულზე ჩადის. შემდეგ სანდროს ოთახის კარების ბრახუნის ხმა ისმის და ამ დროს ვხვდები რომ აბაზანაში არავინაა. ოთახიდან გავდივარ. აბაზანაში შევდივარ და პირს ვიბან. შემდეგ თმის რაღაც განსხვავებულად გაკეთებას ვცდილობ რაც ძალიან კარგადაც არ გამომდის. ვხედავ რომ სანდრო კარებში დგას და გაბრაზებული მიყურებს. როდესაც ამჩნევს რომ მე ის დავინახე შემოდის და თავის ნიჟარასთან მიდის. სანდროს ნიჟარას იმიტომ ვეძახი რომ ყოველთვის ამ ნიჟარასთან მიდისხოლმე.
უკნიდან მისი გაბრაზებული ხმა მესმის.
-ეგ უაზროდ გრძელი თმა რომ შეიჭრა არ გინდა?
-რატომ უნდა შევიჭრა? ჩემი უაზროდ გრძელი თმა. -მის სიტყვებს ვიმეორებ
-ნახევარი საათია გელოდები როდის გაიკეთრბდი მაგ თმას. -ამბობს ის და კბილის ჯაგრისს პირისკენ მიაქვს. მის ტუჩებს ვუყურებ და მახსენდება გუშინდელი კოცნა. მისი ცხელი სუნთქვის და ცხელი ტუჩების შეხება. მეტირება და სააბაზანოდან სწრაფად გავდივარ.
უნივერსიტეტში ლუკას ერთად მივყავარტ მე და სანდრო. ის წინ ზის და ჩემს სამაჯურს ხელში ათამაშებს. შემდეგ გზაზე გადააქვს მზერა სამაჯურს კი ჯიბეში ინახავს.
პირველი ინგლისურის ლექცია. ამ ლექციაზე მე და სანდრო სხვადასხვა აუდიტორიებში ვართ. მე ლექციაზე შევდივარ და ვიღაც ბიჭს ადგილს ვართმევ რომ ემილის გვერდით მოვხვდე. ლექციიდან გასულებს სანდრო და ლიკა ერთად გვხვდებიან. სანდროს ჩემი სამაჯური უჭირავს ხელში. ლიაკ მხედავს თუ არა სიხარულით მეძახის და მეუბნება
-სალიი! დღეს უნის მერე არ დაგავიწყდეს კალათბურთის სათამაშოდ მივდივართ!
-იციი, მე არამგონია წამოვუდე. -ვამბობ ხმადაბლადა თავს ვხრი.
-რაა?! მე გითხარი რომ უარი არ მიიღება!-ამბობს ის ხმამაღლა
-კი ვიცი მაგრამ სხვა დროს იყოს. -ვამბობს და მზერა ჩემს სამაჯურზე გადამაქვს. სანდრო.ამას ამჩნევს.და სამაჯურს ჯიბეში იდებს.
-რატომ სალი? მიზეზი რა არის? -თბილად მეუბნება გოგონა. ვცდილობ რაიმე ტყუილი სწრაფად მოვიფიქრო. თუმცა ემილი მასწრებს.
-ახლახანს შეყვარებულს დაშორდა და ცოტა განტვირთვა სჭირდება. აუცილებლად წამოვა მაგრამ ახლა ცოტა უნდა ვისაუბროთ. -ამბობს ემილი ხელს მკიდებს და სადღაც მიმათრევს.ვგრძნობ რომ სანდრო თვალს მაყოლებს. და გაკვირვებული თუ დაბნეული მიყურებს. ემილის საპირფარეშოში შევყავარ და როდესაც რწმუნდება რომ იქ არავინაა მკაცრი ტონით მეკითხება
-შენი სამაჯური სადაა?
-დავკარგე. -ვპასუხობ მოკლედ
-და სანდროსა და შენს შორის რა ხდება?
-არაფერი. -ისევ მოკლედ ვპასუხობ და მზერას ვარიდებ.
-მაშინ საიდან აღმოჩნდა შენი სამაჯური მასთან? -მეკითხება და თვაკებს ოდნავ ჭუტავს. ამ გოგომ ყველაფერი იცის. აი საერთოდ ყველაფერი.
-მის ოთახში დამივარდა. როდესაც მაკოცა.-ვამბობ უკვე გულახდილი და ვცდილობ თავი შევიკავო და არ ავტირდე. ის მიხუტებს. ამ დროს უკვე მართლა მეტირება.
ლექციაზე შესულებს სანდრო უკვე მერხთან დამჯდარი გვხვდება. ყვეკანაირად ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო. რაც რთულია. არა ძალიან რთულია. როდესაც ვიღაც ვინც მოგწონს და მან გუშინ გაკოცა. ახლა კი შენს უკან ზის და მწველი მზერით გწვავს და ეს ვიღაც ძმად გეკუთვნის ძალიან რთულია მასზე არ იფიქრო.
ის უკნიდან ფურცელს მაწვდისრომელზეც "ლექციის შემდეგ 98 კარადასთან გელოდები" წერია.
კალამს ვიმარჯვებ და წერას ვიწყებ " მანდ რა მინდა?" უკან ვაწვდი ფურცელს. რამდენიმე წამში მიბრუნებს ახალ წარწერიან ფურცელს. "გაიგებ. ოღონდ მარტო.მოდი" მხოლოდ ერთ სიტყვას ვწერ "კარგი" და ფურცელს ვაწვდი. ლექციის შემდეგ 98 კარადასთან მივდივარ. ამ კარადის იქით უკვე ბიჭების გასახდელია. კარადის წინ სანდროს ვხედავ. მას ნელა ვუახლოვდები. უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის. ვბრუნდები და გაგას ვხედავ რომელიც მიახლოვდება. ცივი ოფლი მასხავს.
-რა გინდათ? -ძლივს ვამბობ.
-დამშვიდდი პატარავ. -ცინიზმით ამბობს გაგა და ხელს მკიდებს.
----------------------------------------------------------------------------------------------
როგორია? მაპატიეთ ამდენი ხანი რომ ვერ დავდე. თბილიში აღარ ვარ. მეგაბაიტები დებილურად დამეხარჯა. და ვაიფაის რაღაც ადგილებში იშვიათად თუ დავიჭერ ისეთს პაროლი რომ არ ედოს. ასე რომ ძაანაც ნუ გამკიცხავთ :d <3



№1 სტუმარი Guest გვანცა

აუუუ შემდეგიც დადე რა ძაან მაინტერესებსსს

 


№2 სტუმარი waka

Au xo ra dade shemdegi dzalan mainteresebs gtxov

 


№3 სტუმარი Guest bubu

dzalian magaria shemdegi dade

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

არა რა დროს გაწყვიტე წერა, დაგვიტოვა ინტრიგა და რა მოითმენს ახლა მომდევნო თავამდე?
--------------------
ლანა

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მინდა გითხრა რომ ასეთ ადგილას ისტორიის გაწყვეტა არუს ძალიან დიდი უნამუსობა... როდის დადებ ახალ თავს? მოუთმენლად ველი... მაინტერესებს რა მოხდება...

 


№6  offline წევრი Together

კაცო :d თქვენ არ მითხარით ინტრიგა დაამატეო :d ხოდა დავამატე :d შემდეგ თავს კი ალბათ დღეს გვიან ან ხვალ დავდებ ჯერ წერაც არ დამიწყია :d

 


№7 სტუმარი anna

dzalian dzalian sainteresoa

 


№8 სტუმარი waka

Au gaagrdzle raa

 


№9  offline წევრი LSD

Together
კაცო :d თქვენ არ მითხარით ინტრიგა დაამატეო :d ხოდა დავამატე :d შემდეგ თავს კი ალბათ დღეს გვიან ან ხვალ დავდებ ჯერ წერაც არ დამიწყია :d

Momewona martla itvasiwineb chvens shenishvnebss imedimakvss rame xudi ar moxdeba tore arvici me sandros da gegas gadavabam ertmanetzee tu rames daushavaben :dd xo kidev shenishvna makvs cota nela ro ganavitaro movlenebi da ama tu im sakitxss xazi gausva xolme uketesi ikeba ❤️ Gelodebi mokled axali tavit warmatebebi❤️

 


№10  offline წევრი Together

waka
Au gaagrdzle raa


დღეს დავდებ აუცილებლად <3

LSD
Together
კაცო :d თქვენ არ მითხარით ინტრიგა დაამატეო :d ხოდა დავამატე :d შემდეგ თავს კი ალბათ დღეს გვიან ან ხვალ დავდებ ჯერ წერაც არ დამიწყია :d

Momewona martla itvasiwineb chvens shenishvnebss imedimakvss rame xudi ar moxdeba tore arvici me sandros da gegas gadavabam ertmanetzee tu rames daushavaben :dd xo kidev shenishvna makvs cota nela ro ganavitaro movlenebi da ama tu im sakitxss xazi gausva xolme uketesi ikeba ❤️ Gelodebi mokled axali tavit warmatebebi❤️


რა მოხდება ეგ ჯერ მეც არ ვიცი : d იმედი ვიქონიოთ ცუდი არაფერი. და ვეცდები შენი შენიშვნაც გავითვალისწინო <3

 


№11 სტუმარი waka

Au rodis dadeb dade male ra

 


№12  offline წევრი Together

waka
Au rodis dadeb dade male ra

დავდე უკვე შემოწმებას ველოდები და გამოქვეყნდება :d <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

ინტრიგა კარგია საყვარელო,მაგრამ ჩვენ ვერ ვითმენთ smile
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent