შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ...6...


23-06-2017, 21:46
ავტორი kethrine
ნანახია 2 085

ტელეფონის გამბული ზარი მაღვიძებს, ხელის ცეცებით ძლივს ვაგნებ ტუმბოზე დადებულს, სენსორს ინტუიციით ვუსმევ ხელს და ვპასუხობ
-იზი როგორ ხარ?
-კარგად ნიკა... შენ?
-რავიცი, არამიშავს. დღეს გცალია?
-დღეს? რამე ხდება?-ეჭვნარევად ვკითხულობ
-არაფერი, შენი ნახვა მინდოდა...-ჩვეულებრივზე ჩუმად ჩამესმა ბოლო სამი სიტყვა
-კარგი...
-ჩვენ კაფეში?
-აბა სხვაგან მე ვერ მოვალ-თითქოს არაფერიო ისე ჩავილაპარაკე
-კარგი... დაგელოდები.-დავემშვიდობე და ტელეფონი გავუთიშე, ხო გარეთ გასვლა არ მაწყენდა მაგრამ ლელას უნდა ვუთხრა...

______(3 წლის შემდეგ)______

ყველაფრის თავიდან დაწყება და გახსენება მიჭირს, თუმცა ვუძლებ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავშალო გონებიდან ის, რისი გახსენებაც მაძრწუნებს და ჩემს არარაობას მაგრძნობინებს. ამ სეირნობაში, შენობის ეზოშიც შევდივარ.
ერთი ოთახი...
მეორე ოთახი...
და აი მესამე ოთახიც...
კარს ვაღებ და...
-დედააა, მოხვედიიი?? ჩემი დედიკოოო-ყელზე მეკიდება ყველაზე პატარა და ყველაზე სანატრელი ხელები
-მოვედი ჩემო პატარა-ფართოდ ვუღიმი და გულში ვიკრავ-წავიდეთ სახლში? ფეხზე ჩავიცვათ და გავფრინდეთ კარგი?- ბოტასებს ვაცმევ და გარეთ გამოვდივართ
-დე დღეს ალექსი მოვა?-ინტერესიან მზერას მანათებს ჩემი ცხოვრების აზრი
-არვიცი ჩემო ლამაზო, რომ მივალთ დავურეკოთ კარგი?
-კალგი. მიყვარხარ დე
-მეც მიყვარხარ ჩემო ერთადერთო-ლოყები დავუკოცნე და გზას დავადექით. ისე უცბად მივედით სახლში ტატანით, ვერც გავიგეთ. პატარას ხელ-პირი დავბანე და მისაღებში გავედით. სათამაშოები გამოვუტანე და დივნის წინ მოვათავსე, მანაც მაშინვე დაიწყო თამაში, მე კი ისევ მოგონებების წიგნი გადამეშალა გონებაში და კითხვაც დავიწყე

_____3 წლით ადრე_____

კაფეში ვსხედვართ ერთმანეთის პირისპირ და პიცის შეკვეთას ველოდებით, სათვალეებს ვიხსნი და მაგიდაზე ვდებ, მაშინვე ვგრძნობ მის ხელს, ხელზე
-იზი ძალიან ლამაზი ხარ
-მადლობა-ნელა ვეუბნები და ხელს ვართმევ
-იზი, არ მინდა ჩვენს შორის რაიმე გაურკვეველი იყოს. ამდენჯერ შევხვდით ერთმანეთს. არ გეტყვი რომ მეგობრულად, მე მომწონხარ იზი თან ძალიან და მინდა რომ გავაგრძელოთ. ხო ვიცი ასე ურთიერთობას შეიძლება არავინ იწყებს,მაგრამ...
-მაგრამ უარს არ ამბობ, რომ ბრმა ვარ? ნიკა არ მინდა ჩემთან მხოლოდ იმიტომ იყო რომ გეცოდებოდე ან სინდისი გაწუხებდეს. მე უბრალოდ არ მინდა მატყუებდე...
-ვიცი იზი მაგიტომ მინდა არაფერი დაგიმალო. არ ვარ შენთან იმიტომ რომ ვერ ხედავ, ჯანდაბა...ნუ ანიჭებ მაგხელა ყურადღებას მაგას...
-კარგი ვნახოთ... არვიცი ნიკა ახლა რა გითხრა-დაბნეულმა თავი დავხარე. მეც მომწონდა ნიკა, როგორც პიროვნება, თუმცა მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებდი. ბოლომდე კიდევ არ ვიცნობდი. მთელი დროის განმავლობაში მის სიტყვებზე ვფიქრობდი, მოვწონდი და უფრო მეტი უნდოდა, მე კი კიდევ ვერ გავრკვეულიყავი, რაზეც უსასრულოდ შემეძლო ფიქრი მშობლები და ჩემი ოპერაცია იყო, მის მერე ვიყავი ნოდართან მისული, ანალიზები გავიკეთე, ალექსი არ მინახავს, მხოლოდ რამდენჯერმე დამირეკა და მდგომარეობა იკითხა. ახლა კი ნიკასთან ერთად ვტოვებდი კაფეს, როგორც მთხოვა უჯოხოდ, მასზე ხელჩაკიდებული, ჩუმი სეირნობით მიმიყვანა სადარბაზომდე,შემატრიალა და ახლოს დადგა,ცხვირით შემეხო, მე კი სუნთქვა შევიკავე, მისი ხელები ვიგრძენი სახეზე, თვალები დავხუჭე და დავიძაბე,არ მინდოდა ეკოცნა მაგრამ ვერც უარს ვეუბნეოდი, კარგი ადამიანი იყო, მეც მომწონდა, მიზიდავდა... მაგრამ მაინც... ცოტა უკან დავიხიე, ოდნავ ჩაეღიმა ვიგრძენი, ცოტა დაიხარა და ლოყაზე ძლიერად მაკოცა.
-დროებით ი ზ ი-ყურთან ჩამჩურჩულა და კიდევ ერთხელ მაკოცა. სახლში ისე შევედი, არ დავინტერესებულვარ წავიდა თუ არა, გაბრუებული ვიყავი. ვხვდებოდი და ვაღიარებდი, რომ მომწონდა, მაგრამ რა? რაიმე მომავალს ვერ ვხედავდი, ვერ ვხედავდი მანამდე სანამ ოპერაციას არ გავიკეთებდი და სანამ შედეგს ჩემი თვალებით არ ვიხილავდი.
-იზი! შენ თუ ახლა კიდევ იმაზე ფიქრობ რომ ასეთ სიტუაციაში არავინ შეიძლება შეგიყვარდეს, იცოდე მოგკლავ-გამაფრთხილებლად ჟღერდა დაქალის ტონი, მე კი ღიმილი მომგვარა
-კარგი ლელა კარგი. აღარ გეტყვი... დროს მივენდობი-ხელები დანებების ნიშნად ავწიე, მანაც არ დააყოვნა და მაშინვე ჩამეხუტა. ხო მართალია მე მივყვები დროს... ხვალ კიდევ ერთი ანალიზი, კიდევ ერთი პატარა ნერვიულობა და ბოლოს, სულ რამოდენიმე დღეში ყველაზე დიდი ნერვიულობა...
-იზი ალექს არ დაურეკავ?
-რატომ?-გულწრფელად გამიკვირდა, მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ის მაინც ექიმი იყო და მე, მისი პაციენტი.
-იმიტიმ, რომ დაკვირვებული ვარ, რამდენჯერაც ნახავ, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხარ...
-ხო მაგრამ არ მინდა...რა ვუთხრა? აუ არა რა...
-კარგი კარგი... -ნაწილობრივ მართალი იყო ლელა, მინდოდა ვენახე და დამლაპარაკებოდა, თავისებურად, თუნდაც ორაზროვნად, ოღონდ ვენახე. გამახსენდა მისი ზარი... როგორ მელაპარაკებოდა და მე მიხაროდა, რომ მყავდა მისნაირი ადამიანები, გრძნობა მქონდა, რომ ოპერაციის შემდეგ, მიუხედავად შედეგის, მაინც არ მომაკლებდა ყურადღებას და ეს ეგოისტურად მსიამოვნებდა... მსიამოვნებდა ისე, როგორც მისი პირველი ზარი...
***
-იზი? შენ ხარ?-ძალიან უშუალო,სასიამოვნო ხმა
-კი, რომელი ხარ?
-ალექსი ვარ, აბა როგორ ხარ?- ცოტა ავღელდი, ესეთი უბრალო ვერ წარმომედგინა
-ალექსი?!- ნელა წარმოვთქვი,უფრო ჩემთვის-არ გელოდი
-რატომ? ხომ გითხარი დაგირეკავ-თქო?!
-რამე მოხდა ანალიზებთან დაკავშირებით?-ცოტა დავიძაბე
-რა? არაა ... ისე დაგირეკე, მოსაკითხად. ვატყობ დაგაბნიე...
-ხო ცოტა- ვეცადე ნერვიულობა არ შემტყობოდა
-მოკლედ ბოდიში მაქვს მოსახდელი, უფრო ვერ ვკონტაქტობთ ჩემი განრიგის გადამკიდე, ძალიან მინდა არ დაგკარგო... მოკლედ ახლა ანალიზებზე ვერ შეგხვდები, მაგრამ ოპერაციის წინ გნახავ აუცილებლად კარგი?
- კა...რგი...-ხმის კანკალით ვუპასუხე მისი სიტყვებით გაბრუებულმა. არა მაინც როდის მივეჩვეოდი მისი ხასიათის ასე ცვლილებას.
-კარგი?-ტელეფონშიც ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა
-ნუ დამცინი-ჩავძახე ისე არც დავფიქრებულვარ
-ხო კარგი კარგი... დროებით აბა-ღიმილნარევად მითხრა და გათიშა...
***
მეორედ ანალიზების დღეს დამირეკა,გამამხნევა... ძალიან მადლობელი ვიყავი მისი, ისე შევეჩვიე, სულ მინდოდა მასთან მელაპარაკა.
ნიკა... ნიკა ცოტა სხვანაირი იყო, უფრო ხშირად მირეკავდა, მამხიარულებდა, ხუმრობდა. არასოდეს მელაპარაკებოდა ოპერაციაზე, არც იცოდა თუ გაკეთებას ვაპირებდი. არ ვუთხარი ალბათ იმიტომ, რომ შედეგი მეც არ ვიცოდი დაზუსტებით რა იქნებოდა. მერჩივნა ასე, ჩვეულებრივ ვყოფილიყავით.
-იზი, მე დღეს საღამოს სოფელში წავალ კაი?-მთხოვა
-ლელა მაგას რატომ მთხოვ, როცა გინდა მაშინ წადი-გავუღიმე და გადავეხვიე. დივანზე მოკალათებულებს ტელეფონის ხმა გვესმის, სხვა ვინ იქნებოდა თუ არა ნიკა
-გისმენ
-იზი, იზი იცი რა ვიფიქრე?
-აბა გისმენ-ინტერესიანი ხმით ჩავძახე
-რა და... იმ კაფეს რომ "გავცდეთ" არ გინდა?
-რაო? რატომ? არ მოგწონს?
-არვიცი... სულ ერთიდაიგივე ნუუუუ-სასაცილოდ გაიწელა
-არვიცი, შენ თუ წამიყვან სადმე, კი ბატონო
-ვინ გპატიჟებს?-სიცილნარევი ხმით მომიგო, თავიდან კი ცოტა შევცბი მაგრამ მალევე მივუხვდი
-აუ არ ვიცი რა ქვია, მაგრამ კარგი ბიჭი იქნება
-ხოო?? ვითომ? და ეგ ბიჭი რომ უკვე უშენოდ ვერ ძლებს, შეგინიშნავს?
-აუ ნიკა არ გვინდა ეგეთები, გთხოვ რა...-დავუსერიოზულე
-კარგი, კარგი როგორც შენ გინდა. მოკლედ წავედი ახლა და შეგეხმიანები კიდევ. გაკოცე.
-კარგი, კარგად.-ბოლო სიტყვას ყურადღება არ მივაქციე ისე ვუთხარი და გავუთიშე. მომწონდა კი, ძალიან ძალიან... მისი შეხებაც მომწონდა,ჩვენი ხელების "საუბარი"-ც. მაგრამ ანალიზებზე უფრო უნდა მეფიქრა ვიდრე ნიკაზე, ამიტომ ვეცადე დამშვიდებულიყავი და დამეძინა, ჩაწითლებული და გადაღლილი თვალების დათვალიერება ნამდვილად არავის მოეწონებოდა. ვაი ვაგლახით დავწექი და ასევე ძლიივს დავიძინე. ღამე... სიზმარში მოვიდა... დედიკო... მეხვეოდა და ათას საალერსო სიტყვას მეუბნებოდა, მე კი მისი ნახვით გახარებული გატრუნული ვიჯექი მის წინ, არ მინდოდა წასულიყო, არ მინდოდა ჩემს ხელებს მისი სხეულის გარდა რამე ეგრძნო. თმებზე მეფერებოდა და იმედს მაწვეთებდა, რწმენას მმატებდა. ბოდიშს მიხდიდა მამა ვერ მოვიდაო, მაგრამ ენატრებიო. ჭკუას მარიგებდა როგორც ყოველთვის, მე კი მისი ნახვით გახარებულს აღარაფერი მესმოდა. მერე? მერე ყველაფერმა ფერი დაკარგა, გაიცრიცა, განაცრისფერდა და ბოლოს გაშავდა. ისევ შავი, ისევ ეს შეშლილი სიშავე და ხელები, ჩემი ხელები ისევ მარტოობით ცარიელი, მეშინოდა, დედის გარეშე მეშინოდა, დამცავი ბარიერის, იმ იმედის... იმ რწმენის გარეშე მეშინოდა... ვყვიროდი, ვკიოდი... მაგრამ მარტო...
მაინც მარტო...
შეშინებულს, ოფლიანს გამეღვიძა. ალბათ ხუთი წუთი პულსს ვირეგურირებდი, სახე მოვიწმინდე, ძლივს ავდექი, ხელის ცეცებით მივაგენი ხალათს, კედელ-კედელ მივჩოჩდი აბაზანის კართან, პირზე შევისხი წყალი და ავტირდი. ხო ავტირდი... ალექსთან საუბრის, დაცლის შემდეგ აღარ უფიქრიათ ჩემი თვალების დანამვა ცრემლებს, ახლა კი, დრო იხელთეს და ამდენი ხნის ნაგროვები სევდა,ერთად დამაფრქვიეს, მოღალატეებმა.
ვტიროდი დედას,მამას, ამ წყეულ სიშავეს, რომელიც ასე მძულდა, ის კი ჯიუტად ჩემთან ყოფნას ითხოვდა,არ მინდოდა აღარაფერი, საერთოდ არაფერი. მხოლოდ ტირილი მინდოდა, ამ სიბნელეს ვეღარ ვუძლებდი, არ ვიყავი ასე ძლიერი, არ შემეძლო ბრძოლა, თან უიარაღოდ,უადამიანოდ, უიმედოდ. ისევ ოთახში გავედი, ტელეფონი მოვძებნე საწოლზე, ტუმბოზე... ზეპირად ავკრიფე ნომერი, პირველ ჯერზე არ გამომივიდა, არასწორიაო... ძალიან მინდოდა კედელზე მომექნია ეს ოხერი ჯართი, მაგრამ მერე საერთოდ ვეღარ დავრეკავდი, ისევ მოვიკრიბე გამბედაობა, ნერვებს მოვუხმე და მეორედ ვცადე.
-ალო...
-.....- ვერ მივხვდი რა მეთქვა, უბრალოდ ხომ მესმოდა მისი. ესეც მაკმაყოფილებდა
-იზი... იზი კარგად ხარ? -ვეღარ გავუძელი და გავუთიშე. ვერ ვეტყოდი, ვერ დაველაპარაკებოდი... კიდევ მოვიმარჯვე ტელეფონი და გავიტრუნე
-ალო... იზი...
-...მე...
-რა ხდება იზი კარგად ხარ?
-მჭირდები ნიკა, მჭირდები-ტირილს ამოვაყოლე სიტყვები
-რა მოხდა? სად ხარ?-ნამძინარევი ხმა ცოტა გამოუცოცხლდა-ტირი?
-სახლში ვარ,გთხოვ...
-დამელოდე!-ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა და გამითიშა. კედელზე ჩავიკეცე, არ ვიცოდი რა მექნა, ისევ ვტიროდი... დედას მივტიროდი, მამასაც. ვერ შევეგუე მათ გარეშე ცხოვრებას. უბრალოდ არ შემეძლო... არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, სიშავეში მარტო... სრულიად მარტო...კარზე კაკუნი გავიგონე, მალე უფრო გახშირდა... თავიდან შემეშინდა, გული ამიჩქარდა,ნელა გავუყევი კედელს, კარს მივუახლოვდი, ნელა მოვკიდე ხელი გასაღებს, გავაღე და უცბად ვიგრძენი თბილი სხეულის ჩახუტება, ჯერ სხეული გამითბა, შემდეგ სული, ისევ ტირილი ამივარდა, ძალიან ძალიან ჩავეხუტე და ტირილს ვუმატე
-ჩუ ჩუ... როგორ შემაშინე, როგორ ხარ?- თავზე ხელები შემომაჭდო, მერე ისევ ჩამეხუტა, მე კი ისევ ვტიროდი, უკვე მიხარიდა რომ გვერდით მყავდა ისეთი ადამიანი, ვინც ამ წუთას იმედად მექცა, თავშესაფრად გადამექცა, სულში ჩამისახლდა და მე ამის უზომოდ მადლობელი ვიყავი... არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიდექით, ოდნავადაც არ შეუშვია ხელი, სანამ ცოტა არ დავწყნარდი. ნელ-ნელა მიმიყვანა დივნამდე.
-აბა მომიყევი რა მოხდა, რატომ ტიროდი?-ინტერესიანი ხმით მომმართა
-მე... მაპატიე ნიკა... უბრალოდ ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე... შემეშინდა-პატარა ბავშვივით ჩავილაპარაკე, ჯერ ჩუმად იყო, შემდეგ ცოტა ჩაცინების ხმა გავიგე
-პატარა ბავშვი ხარ,ჩემი ბავშვი იზი... მოდი ჩემთან, ხომ გრძნობ,შენთან ვარ... აქ ვარ-ახლოს მიმწია, გულში ჩამიკრა და ეცადა კომფორტულად მოთავსებულიყო.
საოცარია გესმოდეს შენი გულის გარდა, კიდევ ერთი გულის სიცოცხლე, რიტმული ფეთქვა... თავი ავწიე და ცხვირი ყელში ჩავრგე, თმები ოდნავ გავაქნიე, უკეთესად რომ მოვრგებოდი,შევამჩნიე ცოტა როგორ დაიძაბა, გამეღიმა და უკეთესად მოვკალათდი
-ნუ ცელქობ-გამაფრთხილებლად დაიბუბუნა ბოხი ხმით,ამაზე კიდევ უფრო გამეღიმა,თავი ოდნავ ავწიე და ტუჩები ყელზე შევახე, მაშინვე შეირხა, ვიგრძენი. ტუჩები მფეთქავ არტერიასთან იმაზე დიდხაანს გავაჩერე ვიდრე ელოდა, იმ წამს არც მე ვიცოდი რას ვაკეთებდი, ხელი კისერზე მომკიდა და ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა
-მასე მეორედ აღარ მაკოცო, არ მინდა ინანო!-მკაცრად მითხრა და ხელი შემიშვა-ახლა კი დაიძინე-დაამატა და ახლა უკვე წელზე შემომხვია. მართლა პატარა ბავშვივით მომექცა-თქო გავიფიქრე,ოდნავ ზემოთ ავიწიე და ახლა მეორე მხრიდან ვაკოცე იგივენაირად
-რომ ვნანობდე მეორედ აღარ გაკოცებდი-ნიშნისმოგებით ჩავილაპარაკე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი, თმებში ძლიერი ხელი ვიგრძენი, ნებას დავყევი, თავი მაღლა ავწიე, მისი სუნთქვა სახეზე მომელამუნა
-მე გაგაფრთხილე-საოცრად ვნებიანად წარმოთქვა და ისე, რომ ვერც გავიაზრე, ტუჩებზე თავისი ტუჩები მაგრძნობინა... გავშეშდი, ვერ მივხვდი ისევ სიზმარში ვიყავი თუ ცხადად ხდებოდა, ჯერ დაბლა ტუჩზე მაკოცა ნელა, შემდეგ მაღლა. რა ვიგრძენი? -სიამოვნება, კი უზომოდ მესიამოვნა, გული ამიჩქარდა, ვიგრძენი ჰაერი მჭირდებოდა, ტუჩები ოდნავ დავაშორე ერთმანეთს,მან კი ჩემგან ნაბიჯად ჩათვალა,მალე ვიგრძენი მისი ხელი წელზე და კოცნაც უფრო გააღრმავა... და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეც ავყევი,ხელები კისერზე შევუცურე და ვეცადე ნეტარების წუთები გამეხანგრძლივებინა. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, ღრმად სუნთქავდა და სველ კოცნებს მიტოვებდა ჟრუანტელ მოგვრილ კანზე, მისი ტუჩებიდან მოწყვეტილს,გონებაც განმითავისუფლდა და ყვირილიც დაიწყო
-ნიკა... ნიკა-ჩემი ხმა ძლივს ვიცანი, მხრებზე ხელი დავადე და ოდნავ მივაწექი, რეაქციაც მაშინვე ქონდა, ხელი შემიშვა და მძიმედ ამოიოხრა
-იზი მაპატიე რა, გთხოვ... მე უბრალოდ...-სიტყვებს ვერ პოულობდა ეტყობოდა
-არაუშავს ჩემი ბრალია, მე მაპატიე-ვცდილობდი მღელვარება დამეფარა
-ხო მაგრამ მინდოდა იზი... დავმალო? რისთვის? მე... შენი თავი მინდა... მიყვარხარ იზი


______
როგორ მიხარიხართ და როგორ მიხარია თქვენი თოთოეული სიტყვა... მადლობა უღრმესი. ჩემი სტიმულები ხართ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოა,იზი ისევ ბრმაა?როგორ მაინტერესებს რა მოხდა ნიკასთან.რა მოითმენს ახალ თავამდე
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი kethrine

La-Na
საინტერესოა,იზი ისევ ბრმაა?როგორ მაინტერესებს რა მოხდა ნიკასთან.რა მოითმენს ახალ თავამდე

თვალებზე ბინტი აქვს სიხარულო... მადლობა ლან დიდი რომ ასე მამხნევებ და გვერდით მიდგახარ. როგორ მახარებ არ იცი... ხო ნიკასთან ხდება...უჰ :დდდ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3 სტუმარი Noo onn

Isev me var. Dzalian momwonsaleqsi ufronise ragavdagimalo... Bavshvia imedia aleqsisaaxoo? Mara mamas ityoda nu ravici mavdeni fantaziac aramaq xoici da isev shen gelodebi

 


№4  offline წევრი kethrine

Noo onn
Isev me var. Dzalian momwonsaleqsi ufronise ragavdagimalo... Bavshvia imedia aleqsisaaxoo? Mara mamas ityoda nu ravici mavdeni fantaziac aramaq xoici da isev shen gelodebi

გამეხარდი ჩემო კარგო ძალიან და პირველ რიგში უდიდესი მადლობა. ორივეს აქვს რაღაც დადებითი თუმცა ალექსის დამატებით რაღაც ისეთი აქვს, იდუმალება... ინდივიდუალური ინდივიდია რა :დდდ ბავშვი? ხოო... ბავშვსაც ვნახავთ მერე ვისია :) დღეს იმედია დავდებ ჩემო პოზიტივ (ებ) ო... მადლობა და მიხარიხარ ძალიან.. არა უძალიანესად :დდ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent