ძიძა თავი მეთერთმეტე
მეც მივეხუტე და ხელი მხრებზე შემოვხვიე.ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე.კაცს ჩემს საქციელზე გაეღიმა, არ ელოდა. თითებზე ვეთამაშებოდი. ისეთი ნატიფი ხელები ჰქონდა ბევრ ქალს შეშურდებოდა. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ. ნიკომ ბავშვობაზე მკითხა. მოვუყევი როგორი ცელქიც ვიყავი.ბუხრის წინ ხალიჩაზე ვიწექით სასმელმა თავბრუ დამახვია უფრო თამამი გავხდი,მაგრამ ვცდილობდი იდიოტივით არ მოვქცეულიყავი.მუცელზე გადავბრუნდი, წამოვიწიე და ნიკოს მკერდზე დავეყრდენი, ნიკაპზე ვაკოცე. კაცმა ხელის ერთი მოძრაობით მის ქვეშ მომაქცია და ჩმეტა და კბენა დამიწყო, მე კი სიცილი ამიტყდა ისე მეღუტუნებოდა, ჩემს სიცილზე უფრო გახალისდა, რამდენჯერმე ნაზად მაკოცა, კისერზე თითები დავუსვი, ვიგრძენი ტანზე ეკალმა როგორ დააყარა. უფრო ძლიერად ვაკოცე, მანაც იგივე გაიმეორა.ცოტახანში გიჟებივით ვკოცნიდით ერთმანეთს. ნიკოლამ მოუოდნელად უკანალზე წამიჭირა ხელი. მოულოდნელობისგან შევხტი. კაცს სიცილი აუტყდა. -აუუ რა საყვარელი ხარ. მითხრა სიცილით. თავი მხარზე დამადო და მშვიდა დაიკავა ადგილი ჩემს გვერდით. ცალი ხელი წელზე მოვხვიე მეორე კი თმაში შევუცურე.მთელი ღამე, მოსიყვარულე კნუტივით ვეფერებოდი.ისიც არ მეწინააღმდეგებოდა და გატრუნული იწვა და ბედნიერად იღიმოდა. -აშკარად ხშირად უნდა დაგალევინო.უფრო ტკბილი ხდები, გაიცინა კაცმა. -არღარ დაგჭირდება. ჩავიბურდღუნე მე. -გიჭირს ჩემთან ურთიერთობა?მკითხა მოულოდნელად, ისეთი გათიშული ვიყავი აზრებს ვერ ვუყრიდი თავს. -ჯერ ვერ ვაცნობიერებ. -ვიბნევი და სულელურად გამომდის... არ დამამთავრებინა. -ვიცი.ვხედავ როგორ მიყურებ ხოლმე გადიდებული და დაბნეული თვალებით. თუ შიშველი ვარ ხო საერთოს შტერდები. ასე არ შეიძლება, შენ მე ვინ გგონივარ. ენა გამიმიყო კაცმა და მხიარულად გადაიკისკისა. -წამო დავწვეთ, წამო.სწრაფად წამოხტა ფეხზე, მე კი ზანტად წამოვიზლაზნე. იატაკიდან ბალიშები ავიღეთ და მეორე სართულზე ავედით. ოთაშიც ბუხარი ჰქონდა, მაგრამ არ ენთო.ბუხართან ახლოს ჯაკუზი იდო.ფანჯრიდან კი ალბათ ულამაზესი ხედი იყო, განსაკუთრებით გაზაფხულობით იქნებოდა ლამაზი.აქაურიბა საოცრად მყუდრო იყო. მივხვდი რატომაც უყვარდა აქ ყოფნა. მისი არწივივით მზერისა და სიმკაცრის მიღმა საკმაოდ ნაზი და თბილი კაცი იმალებოდა. რომელსაც წვრილმანებიც კი აბედნიერებდა.. საწოლი გავშალე, ნიკო წელსზემოთ შიშველი გამოტანტალდა აბაზანიდან, მე თვალები ვჭყიტე. მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ არაფერი მქონდა წამოღებული და თვალებები უფრო გამიფართოვდა. -რამე არ გაქვს რომ მათხოვო?კაცი კარადისკენ მიბრუნდა და შავი მაისური გადმომიგდო. აბაზანისკენ წავედი. -შეგეძლო აქ გაგეხადა. ეშმაკურად გაიცინა კაცმა. მე ენა გამოვუყავი და კარი მივკეტე. პირი დავიბანე, კაბა გავიძრე და მაისური გადავიცი. თმა დავივარცხნე ოთახში შევედი და სწრაფად მივირბინე საწოლამდე და ისე შევძვერი საბნის ქვეშ თითქის მისი მერიდებოდა. ნიკოლას გაეცინა. -რა სასაცილო ვინმე ხარ.პირველად ხომ არ იძინებ ჩემთან ერთად.საწოლში კარგად მოვთავსდი, ნიკოლას მივეწებე. ისეთი დაღლილები ვიყავით,მალე ჩაგვეძინა. ტელეფონს დავხედე დილის რვა საათი იყო. ნიკოლას მუცელზე ეძინა მე კი მის ზურგზე ვიყავი მიხუტებული. ფრთხილად წამოვიწიე არ მინდოდა გაღვიძებოდა. ფანჯარაში გავიხედე, მინდოდა რამე დამენახა მაგრამ ისეთი სიბნელე იყო ვერ შევძელი, სამაგიეროდ ფანჯრის რაფაზე დადებულ თეთრ გლუვ მასას მოვკარი თვალი, რომელიც სიბნელეშიც კი ბრწყნავდა. ფანჯარასთან უფრო ახლოს მივიწიე და კარგად დავაკვირდი. თოვდა. სიხარულისგან ვიღიმოდი. -ამ დილაუთენია რამ გაგახარა ასე ძალიან. ნამძინარევი ხმით მკითხა კაცმა და თვალები მილულა. -თოვს. სიხარულით ვუთხარი მე. -მაგარია. იმედია იმხელაზე არ მოთოვს რომ აქედან ვერ წავიდეთ თორემ შენ მაგ მაისურით ყოფნა გემუქრება, კიდევ რამდენიმე დღე. არ ვიცი როგორ გადაიტან. გაიცინა კაცმა და ცალი თვალი ჭყიტა.მეც გამეცინა.-მოდი აქ ჯერ ადრეა, კიდევ ვიძინოთ რა. მაისურში მომქაჩა. ნიკომ ძილი შეიბრუნა.მეც მალე ჩამეძინა. როცა თვალები გავახილე ოთახში უკვე სინათლე იყო შემოჭრილი. თვალები მოვჭუტე. ნიკო საწოლში არ დამხვდა. ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავედი. სარკეში ჩავიხედე, თმა ისე მქონდა აჩეჩილი, გეგონებოდა ბალიში ამიფეთქდა. თავი მოვიწესრიგე ქვემოთ ჩავედი.ჯერ კიდევ ვერ ვფხიზლდებოდი. ციოდა. ისეთი სიცივე იყო. ტანზე ეკალი მაყრიდა. სიცივიგან, მე ჩასაცმელიც კი არ მქონდა.ნიკო აქაც არ იყო. ნეტა სად გაქრა. სამზარეულოში შევედი და კარადიდან შოკოლადი გამოვიღე და გავხსენი ჩაიდანიც დავადგი ყავისთვის.პარმაღზე ფეხის ხმა მომესმა.ნიკოლა იქნებოდა, მისაღებში გავედი, კაცმა კარი შემოაღო ხელში შეშა ეჭირა და წელს ზემოთ შიშველი იყო. -გაგიჟდი რომ გაცივდე მერე რა უნდა ქნა? გავოცდი მე. -კარგი რა პატარა, რა უნდა მომივიდეს.შეშა ბუხართან დაყარა. მასთან ახლოს მივედი თმა გაჩეჩვოდა და ტუჩები გალურჯებული ჰქონდა.ზურგზე ხელი ჩამოვუსვი, გაყინული იყო. ზემოთ ავედი და მისი სვიტერი ჩამოვიტანე. -ეგ მაისური მომეცი, სვიტერი შენ ჩაიცვი.ვყოყმანობდი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ პლაჟზე უკვე მნახა ნახევრად შიშველი, მაისური სწრაფად გავიძრე და გადავუგდე.მე კი სვიტერი გადავიცვი. -ისე ზემოთ მარიას დატოვებული ტანსაცმელიც უნდა იყოს და ჩაიცვი. ასე ცოდო ხარ შეგცივდება.ზემოთ ავირბინე , კარადა გამოვაღე და შავი შარვალი ვიპოვე. სულ ახალი იყო. ამოვიცვი , ცოტა დიდი მქონდა მაგრამ გამოდგებოდა.წინდებიც ჩავიცვი და ისევ უკან დავბრუნდი. ნიკოლა მაცივრიდან პროდუქტებს ალაგებდა. -ბლინები გავაკეთოთ ჰო? ვკითხე მე. -ამდენი შაქრის ჭამა მოგკლავს. გაეცინა კაცს. მაკარონი გავაკეთოთ ქათმით და სოკოთი, ცოტა ისპანახიც დავამატოთ.ცხვირზე მაკოცა და საქმეს მიუბრუნდა- მერე ვაფლები გამოვაცხოთ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გინდა. -მოიცადე ფილეს და სოკოს მე მოვამზადებ, შენ ცეცხლი დაანთე. ორივე საქმეს შევუდექით, ნიკომ ცეცხლი დაანთო და ჩემს დასახმარებლად მოვიდა.პროდუქტის გარეცხვასა და დაჭრაში მეხმარებოდა. სულელურ ისტორიებს მიყვებოდა მასზე და მის მეგობრებზე. -ისე ლუკას მეტი რატომ არავინ მოსულა ჩვენთან. გავიკვირვე მე. -ჩემი უახლოესი სამეგობრო სულ სამი კაცისგან შედგება. გაბრიელე პარიზშია, მანუელე ნიუ-იორკში, რაული კი ლონდონში. რომ ჩამოვლენ აუცილებლად გაგაცნობ სამივეს.რატომღაც ისე დაემთხვა, რომ არცერთი არაა აქ. გაცნობის ხსენებაზე ცოტა ავნერვიულდი. - დარწმუნებული ვარ სამივეს ძალიან მოეწონები და გაბრიელეს ცოლსაც, თვალი ჩამიკრა, ისე თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო. საქმეს მივუბრუნდით, ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებდა, ორივე ნერწყვებს ვყლაპავდით.კარგად გავერთეთ არეული სამზარეულოც მალე მივალაგეთ და მაგიდას მივუჯექით.ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მშვიდად ვისადილეთ. მაგიდა სწრაფად ავალეგე ნიკომ ფილმი ჩართო და დივანზე მოკალათდა, მეც გვერდით მივუჯექი. ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა. მეგონა ნინა იქნებოდა მაგრამ შევცდი.უცხო ნომერი იყო. “როგორ ხარ პატარა, სად დაიკარგე? ნიკოსთან ვიყავი, რომ არ დამხვდი ვიდარდე“- რომ წარმოვიდგინე ამას როგორი სახით ამბობდა, ლამის გული ამერია.პასუხი არ მიმიწერია.ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა. „კარგი რა ვიცი, რომ აქ ხარ და მემალები“. არ ვიცოდი რა მექნა მეჩვენებინა თუ არა ნიკოსთვის. -რა ხდება ან ? მკითხა ნიკოლამ, როცა ჩემი შეცვლილი გამომეტყველება შეამჩნია.რამდენიმე წამი კიდევ დავფიქრდი და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეთქვა. იმ დღიდან როცა ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, წესით მასთან დასამალი აღარაფერი აღარ უნდა მქონოდა. -ლუკა მწერს. წასული რომ იყავი მაშინაც ტვინი მიქონდა. დავიღრინე მე და კაცს დასტურად ტელეფონი გავუწოდე.მშვიდად კითხულობდა მესიჯებს. ფეხზე წამოდგა. -ერთხელ უკვე გავაფრთხილე, მაგრამ აშკარად ვერ გაიგო.ამოიხვნეშა კაცმა. -როდის? -მარკომ ყველაფერი მითხრა.მას ჰგონია როგორც ადრე ვერთობოდით ხოლმე, ერთ გოგოსთან ორივე, ახლაც ისე იქნება. შენ ჩემი ხარ!არავისთან არ ვაპირებ შენს გაყოფას.დაისისინა კაცმა. ფეხზე წამოვდექი მასთან მივედი და ზურგზე მივეხუტე.-ადრე უზომოდ ვერთობოდით ორივე, ხანდახან რომ მახსენდება..წინადადება არ დაასრულა კაცმა ისე რომ იცოდე, ამ ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ ერთგული ვარ. გაიცინა. -მეც. შემოტრიალდა და ხელები შემომხვია მე კი კისერზე დავეკონწიალე. -სახლში როდის წავალთ?ვიკითხე მე. -გეჩქარება სადმე ? -არა უბრალოდ პაოლოს ვუთხარი რომ 26 ს- ში უკვე სახლში ვიქნებოდი. -კარგი რახან დაპირდი, ხვალ საღამოს წავიდეთ.. საღამოს უკვე სახლში ვიყავით და ბარგის ჩალაგებაში ვეხმარებოდი, ჩემს არ ყოფნაში პაოლოს ბავშვების დასადვენებლად წაყვანა გადაუწყვეტია. უამრავი რამ მომხდარა, სოფია ისევ მოვარდნილა და ერთი ამბავი აუწევია. ყველას მოკვლით ემუქრებოდა.მონიკამ ყველაფერი სიტყვა- სიტყვით ჩამიკაკლა.სწრაფად ყვებოდა, რადგან თავის ოჯახთან იყო წასასვლელი და ყველაფრის თქმა უნდა მოეწრო.მე კი საბოლოოდ მხოლოდ ის გავარკვიე რომ სოფია სხვა კაცისგან იყო ორსულად, ამას ატყუებდა და ბავშვის გაჩენის მერე ალიმენტებისა და ქონების დაცინცვლას აპირებდა.ყველაზე უარესი კი ის იყო რომ ის კაცი ვისგანაც დაორსულდა „ვითომ“ მაფიოზი იყო რომელსაც ამათთან პრობლემა ჰქონდა. ნიკოლამ გაარკვია ეს ყველაფერი და აგრესიაც აშკარად მის მიმართ ჰქონდა ქალს. სახლში მე მარკო და ნიკოლა დავრჩით. მარკო თავის მეგობრებთან წავიდა. მე და ნიკომ ფილმი ჩავრთეთ მაგრამ აშკარად ორივე ცვენს ფიქრებში ვვიყავით გართულები, მეშინოდა იმ ქალს რამე არ დაეშავებინა.მინდოდა ისევ მეკითხა, მაგრამ ისევ იგივე პასუხს მივიღებდი, არადა ინტერესით ვკვდებოდი. ნიკოლა მთელი საღამო მოუსვენრად იყო. სახე აწითლებული ჰქონდა.სიბრაზისგან მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ჩემთან ემოციის გამოხატვას აშკარად ერიდებოდა.მასთან ახლოს მივიჩოჩე და შუბლზე დავუსვი ხელი. ისეთი გახურებული იყო ლამის თითები დამწვა. მგონი გაცივდა. - სიცხე გაქვს.დავიჩურჩულე მე. -დილამდე გამივლის. ამაზე არ ინერვიულო.აუღელვებლად მითხრა კაცმა.თვალებს ძლივს ახელდა, აშკარად ცუდად იყო.აბაზანაში შევედი, აფთიაქის ყუთი მოვნახე და თერმომეტრს დავუწყე ძებნა. როგორც იქნა ვიპოვე. ოთახში დავბრუნდი და დიდი ხვეწნის შემდეგ დამთანხმდა, რომ მისთვის მიმეხედა.მაღალი სიცხე ჰქონდა.ისე შემეშინდა ლამის გული გამისკდა. -ნიკო წამო დაწექი მე ჩაის გაგიკეთებ.კაცმა თვალები აატრიალა. -კარგი რა, როტომ ხარ ასეთი მშიშარა. მობეზრებით თქვა - რა უნდა დამემართოს.ფეხზე წამოდგა და ოთახისკენ წავიდა მეც უკან გავყევი. ნელა და მძიმედ ადიოდა საფეხურებზე. საწოლი გავუშალე, ზანტად ჩაწვა საწოლში და საწყლად მოიკუნტა.გავიხსენე ყველაფერი რასაც დედა მიკეთებდა როცა ვცივდებოდი. უარზე იყო მაგრამ ისე მისუსტებულიყო რომ წინააღმდეგობას ვერ მიწევდა. სიცხის დამწევი კომპრესები მოვნახე და რამდენჯერმე დავადე შუბლზე.სველ კომპრესებს წამში აშრობდა. მაგრამ პერიოდულად აკანკალებდა ხოლმე. ძალინ შემეშინდა. ვცადე და თავი ხელში ავიყვანე. მეც მასთან შევწექი,საწოლის საზურგეს მივეყრდენი კაცი მომეხუტა და თავი მუცელზე დამადო. თმაზე ნაზად ვეფერებოდი, ისიც მშვიდად იყო. თითქმის მთელი ღამე მეღვიძა. კომპრესებს ვუცვლიდი. სიცხემაც ნელ-ნელა დაუწია, მაგრამ კარგად მაინც არ გამოიყურებოდა. გამთენიისას ჩამეძინა. ვერ მოვისვენე. რამოდენიმე საათში ისევ ვჭყიტე თვალები, ნიკოლას ბავშვივით ეძინა. მაქსიმალურად ვცადე ფრთხილად გამომვძვრალიყავი მისი მკლავებიდან. შხაპი მივიღე წყალმა გამომაფხიზლა.მომდგარი ჯინსი, თბილი სვიტერი და წინდები ჩავიცვი, თმა ცხენის კუდივით შევიკარი. ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი. კიბე სწრაფად ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი. წინსაფარი მოვირგე და საუზმის კეთებას შევუდექი. ბლინები გავაკეთე, ბეკონი და კვერცხი შევწვი, ყველის ტოსტიც მოვამზადე, ფორთოხლის წვენი დავწურე. მომმზადებული სუზმე ლანგარზე დავდე და ოთახისკენ წავედი. ლანგარი იქვე ტუმბოზე დავდე და საწოლზე ჩამოვჯექი, ნიკოლა ძილბურანში იყო. თვალებს ლულავდა, აშკარად ისევ სუსტად იყო. ნაზად შევარხიე. როგორც იქნა გამოფხიზლდა. საწოლში გასწორდა. ბალიში გავუსწორე.საუზმე ჩემი ხელით ვაჭამე. დასვრილი ჭურჭელი სამზარეულოში ჩავიტანე და თერმომეტრით ხელში დავბრუნდი უკან. სიცხემ დაუწია. -სუსტად ხარ? -ცოტათი მაგრამ მალე გამივლის არ იღელვო.დაღლილი სახით გამიღიმა კაცმა. ნიკოლა მთწლი დღე იწვა მეც მის გვერდით ვიყავი. ხან ჩაის ვასმევდი ძალით და ხან წვნიანს.საღამოს უკვე უკეთ იყო. მე კი სასტიკად მოთენთილი ვიყავი.. ნელ-ნელა მიმეძინა.ისე რომ ვერც გავიგე. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მადლობა რომ კითხულობთ, მაპატიეთ პატარა თავისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.