შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ!


24-06-2017, 23:39
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 918

ალბათ არ გიკვირთ ჩემი დაბრუნება ,როგორც ყოველთვის ვერ გავუძელი უთქვენობას და დავბრუნდი ,მაგრამ ჩემს მუზაზე იმოქმედა სულიერმა მდგომარეობამ და მინდა გაგაფრთხილოთ რომ ამჯერად არ გელოდებათ ჩვეულებრივი რომანიკულიისტორია ისეთი როგორსაც ჩემგან მიჩვეული ხართ. მართალია ისევ ძველ წყვილს დავუბრუნდი ანუ ისევ მარიამი დავარქვი ჩემს გმირს , ალბატ ყელში ამოგივიდათ უკვე და ფიქრობთ რომ ჩემს სახელს თავს გახვევთ ,მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად წერა როდესაც ისეთი გმირი მყავს როგორიც ამჯერად. არ წაიკითხოთ იმათ ვინც ემოციების სიჭარბეს ელით და დაელოდეთ ჩემს მომდევნო ისტორიას რადგან თქვენთვის არ იქნება ეს ისტორია. მაპატიეთ წინასწარ თუ ვერ შევძლებ იმ ემოციის სწორად გადმოცემას რაც მსურს . უზომოდ მიყვარხართ და იცოდეთ რომ მალე დავიწყებ ჩვეულ გიჟურ ისტორიას




თოვლით დაფარულ ქუჩაში მარტოდ მარტო მიაბიჯებდა. ყინვის მიუხედავად მშვიდი ,დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა უფერულ , ძველისძველ კორპუსებს შორის. მთელი ქალაქი ნაომარ ტერიტორიას ჰგავდა, გადმონაშთს სადაც სამუზეუმო ექსპონანტები უნდა ყოფილიყვნენ და არა მაცხოვრებლები.
მიდიოდა და ყურადრებას არ აქცევდა არაფერს, წინ იყურებოდა თეთრ თოვლს დაჰყურებდა ლამპიონების შუქზე რომ ბრჭყვიალებდა და ფიფქებს არ აშორებდა თვალს გაუცერებლად რომ ცვიოდნენ ციდან. ისეთი ცივი იყო ამინდი როგორც გოგონას გამომეტყველება, ცივი და უემოციო.
ცარიელ ქუჩაში მარტო იყო, მაშინ როცა თოვლისმოყვარულები ფანჯარასთან იდგნენ ჩაის ფინჯნებით ხელში და ტკბებოდნენ სანახაობით .
მუხლამდე გრძელი ქურთუკი ეცვა, ჯინსის შარვალი , კოჭს ოდნავ აცდენილი ფეხსაცმელი , შავი ქუდი უბრალო სამოსი რომელსაც თუ დააკვირდბეოდით შეამჩნევდით რომ წლების წინ იყო შეძენილი , მაგრამ იმდენად მოვლილი რომ მაინც კარგად გამოიყურებოდა . უბრალო იყო არა მხოლოდ გოგონას სამოსი არამედ თავად გოგონა . ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდა გამორჩეული თვალის ფერი -თაფლისფერი, თმა - ღია ყავისფერი. თხელი ტუჩები , სწორი ცხვირი საშუალო სიმაღლე და არავითარი გამოკვეთილი ნიშანი რითაც თვალში მოგხვდებოდათ. თითქოს ისეთივე უინტერესო და უფერული იყო როგორც შენობები მის ირგვლივ. გოგონას სახელიც კი მეტად გავრცელებული იყო , არაფერი გამორჩეული - მარიამი...მარიამ თაბაგარი !
ფიქრებში ჩაძირული მიაბიჯებდა მანამ სანამ სიცივე არ იგრძნო. იმის ნაცვლად რომ სხეულის თრთოლვას აჰყოლოდა ხელისგულები ფიფქებს შეუშვირა და რამდენიმე წუთს უბრალოდ უყურებდა ფანტელები როგორ ეცემოდა კანზე. იმდენად ლამაზი იყო ქათქათა ფიფქები იმ ადგილასაც კი შეუძლებელი იყო ღიმილის შეკავება.ტუჩის კუთხე შეუტოკდა შემდეგ ცას ახედა უფრო ფართოდ გაიღიმა და თვალებდახუჭული შევიდა კორპუსში,რომელმაც შთანთქა.
სადარბაზოში შეკრებილ ბიჭებს ისე აუარა გვერდი არც კი შეუმჩნევია მათი არსებობა, განა თამაშობდა მართლა ვერ ამჩნევდა.ისინიც არ იჩენდნენ ყურადღებას თითქოს ყველას ატყობინებდა ვინ იყო და მასთან როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
არავინ იცნობდა ამ უფერულ ქალაქში მარიამ თაბაგარს. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ერთ ძველ კორპუსში სადაც სხვადასხვა „პროფესიის“ ადამიანების მრავალფეროვანი ნაკრები იყო ,მაგრამ უჩინარივით იყო. ყველანი უჩინარები იყვნენ, მხოლოდ მცირე წრეები იცნობდნენ ერთმანეთს და ამით სრულდებოდა.
მეოთხემდე უნდა სულიყო , მეორეზე ქალის კივილის ხმა ესმოდა, ამას მეორე ბინიდან გამოსული ბავშვის ტირილი ემატებოდა. მესამეზე სიმღერის ხმა გამოდიოდა ერთ-ერთი ბინიდან რომელიც ყველაფერს ფარავდა. მეოთხეზე პირველივე კართან გაჩერდა გასაღები მოარგო რკინის ნაცრისფერ კარს და ცოტაოდენი წვალების შემდეგ გააღო. მიჩვეული იყო და არც ამაზე ჰქონდა რეაქცია. კარისგაღებისთანავე შევიდა ბინაში ,მაგრამ სანამ ჩანთა მოიხსნა და კარი მიხურა დაინახა წინა კარიდან გამმოსული მთვრალი ღიპიანი მამაკაცი რომელსაც ნახევრად შიშველი ქალი კოცნით აცილებდა . ისევ ურეაქციოდ შეხვდა ამ გულისამრევ კადრს , ადამიანების მიმართ ზიზღსაც არ განიცდიდა . მხოლოდ ებრალებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო. ბევრს სასაცილოდ ეჩვენებოდა მისი გადაწყვეტილება ,მაგრამ მას ხომ მხოლოდ საკუთარი აზრი ადარდებდა, საკუთარ თავზე ფიქრობდა და ანგარიშსაც მხოლოდ იმ ადამიანს უწევდა სარკეში რომ ხედავდა.
ერთოთახიანი ბინა იყო მარიამის საკუთრებაში . როგორც ყველაფერი რაც გააჩნდა ბინაც პატარა, ღარიბული მაგრამ სუფთა მოწესრიგებული და მაქსიმალურად კომფორტული იყო მისთვის . დიდი მოთხოვნილებები და პრეტენზიები არც გააჩნდა ამ მხრივ. ყველაფერი მატერიალური მისთვის მეორეხარისხოვანი იყო არ შიმშილობდა, მათხოვრულად არ გამოიყურებოდა, სახლში ყოფნისას მშვიდად იყო და სხვა არაფერი აინტერესებდა.
ბინაში უკვე 4 წელი იყო რაც ცხოვრობდა. იმ დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა იმ დღიდან რაც მარტო ცხოვრება დაიწყო . ერთოთახიანი ბინა აღმზრდელებისგან მიიღო მემკვიდრეობით მას შემდეგ რაც დედობილი გარდაეცვალა ხოლო მამობილმა ქვეყნიდან წასვლა და სხვა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. არ ბრაზობდა მასზე, მეტიც მადლიერი იყო რადგან 5 წლის შემდეგ 14 წელი ზრუნავდა კაცი გოგონაზე რომელთანაც სისხლის ერთი წვეთიც კი არ აკავშირებდა. თავშესაფრიდან როცა წაიყვანეს დიდი ილუზიები არ ჰქონია, ხასიათიც კი სიეთივე ჰქონდა როგორც ახლა. რა თქმა უნდა ძირითადი თვისებები ... არ იცოდა როგორი იყო მშობლების სიყვარული ,მაგრამ კოტე და ლია უყვარდა . უბრალოდ უყვარდა ალბატ ისე არა როგორც მშობლები უყვართ ,მაგრამ ეტკინა როდესაც დედობილის დიაგნოზი გაიგო. რაღაც ნაწილი დაკარგა როცა დედობილი გარდაიცვალა, იცოდა რომ ისევ ახალცხოვრებას იწყებდა . არადა სულ რაღაც 21 წლიაა და უკვე იმდენი ეტაპი განვლო ცხოვრებაში,რომ სხვა მის ადგილას დიდი ხნის წინ დაეცემოდა.
მარიამ თაბაგარის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი საზოგადოებისგან მისი ტვინი იყო, გონება რომელიც არასდროს ღალატობდა და ყოველთვის სწორ გზას უჩვენებდა. მარტივია როდესაც სიტუაციის სწორად დანახვა და გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია. რესურსის ათვისება,სათავისოდ გამოყენება და ცხოვრებასთან ჭიდილი მარიამის მთავარი თვისებები იყო ყოველთვის. ბინასთან ერთად მიღებული რამდენიმე ათასი ლარით სწავლის დაფინანსება შეძლო, იმდენად ზოგავდა ფულს რომ თითოეული თეთრი გაანგარიშებული ჰქონდა და მამობილის დანატოვარით 4 წელი გაძლო.
ოთხი წელი და უკვე სტუდენტი იყო სწორედ იმ ფაკულტეტის რომელიც სურდა, არა სრული დაფინანსებით მაგრამ 50 % დიდი შეღავათი იყო. უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით , თუმცა მალევე გაიაზრა რომ მეტს დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა და ამითაც დაკმაყოფილდა. ადგილი სადაც იცნობდნენ მარიამ თაბაგარს სწორედ უნივერსიტეტი იყო ! შინაგანი კმაყოფილება ნელ-ნელა უღვივდებოდა როცა სცდებოდა ქალაქის საზღვრებს და მიდიოდა უნივერსიტეტისკენ. იქ იმ ერთ შენობაში სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა, განა იცვლებოდა მისი ხასიათი არა და არა ! ის ყოველთვის დინჯი, გაწონასწორებული, აუღელვებელი და მშვიდი იყო . უბრალოდ იქ თავს კომფორტულად გრძნობდა არ უჩნდებოდა წამიერი ზიზღიც კი როცა ირგვლივ იხედებოდა არ ჰქონდა თვალების დახუჭვის სურვილი და რაც მთავარია საზოგადოება იყო მის ირგვლივ და არა უფერული არსებები რომელთა გაქრობაც შეეძლო იგნორის საოცარი უნარის საშუალებით.
მარიამი ვახშამს შეექცეოდა და გადაწყვეტილებაზე რომელზეც უკვე თვეებია ფიქრობდა ისევ არ უშვებდა გონებიდან. საათს უყურებდა, როგორც ყოველთვის ახლაც გაწერილი ჰქონდა ყოველი წამი . ვახშმობა ზუსტად 8 სთ-სა და 46 წთ0ზე დაასრულა მაგიდა აალაგა . ისევ ჩაიცვა ფეხსაცმელი, მოიცვა დუტის შავი ,მუხლამდე ქურთუკი . ქუდი ჩამოიფხატა, ჩანთა რომელიც წიგნებისგან გაეცალა მხარზე მოიკიდა და სახლი დატოვა.
გაიარა კარგად ნაცნობი გზა საცდელამდე, აუარა გვერდი მაღაზიას და წავიდა იმ მხარეს სადაც არასდროს დადიოდა . იცოდა მის შესახებ, ყველაფერი იცოდა ,მაგრამ არ სარგებლობდა. ახლა უბრალოდ ცდიდა ბედს ,რადგან საკუთარი გადაწყვეტილება მოგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო ისღა დარჩენოდა რომ ეცადა.
გაჩერდა როცა ძველი შენობები უზარმაზარმა ნაგებობამ შეცვალა. რომელიც ათსფრად იყო განათებული შიგნიდან გამომავალი სიმღერის ხმა გარეთაც ისმოდა. ხალხის ხმა მაშინ მისწვდა ყურთასმენას როცა შენობაში შევიდა, სიგარეტის სუნი, კვამლი, ხხმამაღალი მუსიკა, მთვრალი კაცების როხროხი ქალების კისკისი ყველაფერი დააიგნორა და პირდაპირ უნიფორმაში გამოწყობილი გოგონასკენ დაიძრა
-უკაცრავად მენეჯერი თქვენ ბრძანდებით? ელე
-დიახ ... რით შემიძლია დაგეხმაროთ?- გოგონამ სწრაფად აათვალიერა და ოდნავ გაუღიმა
-ვაკანსიის თაობაზე მინდა გასაუბრება ...
-ბატონ გაბრიელთან მოგიწევთ გასაუბრება ის კი ამ დროს არ მუშაობს
-აქ არის?
-აქ არის ,მაგრამ ვერ მიგიღებთ
-იქნებ უბრალოდ უთხრათ რომ გასაუბრებაზე ვარ
-აი მოდის და თავად გაესაუბრეთ -ხელით ანიშნა გოგონამ და ისიც წამსვე სებრუნდა. კარგად დაინახა მაღალი სილუეტი რომელიც ქალის წვრილ წელს იყო ხელით ჩაფრენილი პარალელურად ყელს უკოცნიდა ,რაღაცას ეუბნებოდა და ქალიც კისკისებდა
-ბატონო გაბრიელ - ისევ იგივე ტონით წარმოთქვა და დაელოდა. კარგად ხედავდა როგორ ცახცახებდა გოგონა , როგორ ეცადა მის შეცერებას ,მაგრამ არ ადარდებდა . კაცი გაჩერდა, ქალის ფერებას შეეშვა და ზემოდან დახედა დაბალ სილუეტს.
-რა ხდება ელიკოო რატომ მაწუხებენ?
-ბატონო გაბრიელ იცით ... მე
-რა გითხარი ელიკო? ამ დროს მესაუბრებიან მხოლოდ ქალები მაღალ ფეხებზე, ოთხი ბურთით ორი წინ და ორი უკან...ლამაზები და შხვართები
-იცით ბატონო გაბრიელ
-ვიცი მე ვიცი და შენ რომ უნდა იცოდე მაგას გეუბნები ძეტკა ზუსტად !
-ბატონო გაბრიელ როგორც მიხვდით საქმესთან დაკავსირებით ვარ სულ რამდნეიმე წუთს წაგართმევთ ... იქნებ მოახერხოთ უბრალოდ გოგონას დაუთმოთ დრო რომელსაც საქმე აქვს
-ფისოო ჩემს ოთახში დამელოდე მალე მოვალ
-მტოვეეებ...აუუუ მერე რო ისაუბროთ არაა?
-მიტ*აკებ და ხო იცი რა მემართება მაგ დროს?
-კარგი დაგელოდები ... - კაკუნით წავიდა გოგო დერეფნის ბოლოსკენ . გაბრიელმა თვალი გააყოლა მერე ამოიხვნეშა და ხელით ანიშნა მარიამს კიბისკენ.
რამდენიმე წუთში კაბინეტში იყვნენ. ტყავის სავარძელში ჩაეშვა ბატონი და ხის მაგიდაზე დააწყო ხელები
-აბა გისმენ... იმედია ჩემი ჯელტმენობით ტყუილად არ ისარგებლებ
-სამუშაო მჭირდება და როგორც ვიცი ვაკანსიები გაქვთ...
-ვაკანსიები გვაქვს ... ბევრ ადგილას და გააჩნია შენ სად გინდა იმუშაო
-დამლაგებლის ვაკანსიით ვარ დაინტერესებული, მხოლოდ!
-მხოლოდ ...
-დიახ ,თუ ისევ თავისუფალია როგორც გავიგე სასწრაფოდ გჭირდებათ ვინმე მე კი ვფიქრობ რომ შევთანხმდებით
-ხო ნამდვილად მჭირდება დამლაგებელი ... პასუხისმგებლობის გრძNობით ! ერთ კვირაში 5 გავაგდე და თუ არ გაანძრევ ხელს მეექვსე შენ იქნები
-ანუ ამიყვანთ?!
-გამოსაცდელი ვადა ერთი თვე..თუ გაუძლებ და არ გაგაგდებ ამ ხნის განმავლობაში შემდეგ ხელფასს მიიღებ თანხა გეცოდინება უკვე . იქ დროც ეწერა და მოვითხოვ რომ დროულად გამოცხადდე, მხოლოდ კლუბის დასუფთავება გევალება...მაგას ელე აგიხსნის უკეთ
-სხვა არაფერია? ანუ უბრალოდ ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო
-მევასები უკვე ხედავ? თუ კარგად მოიქცევი ხელფასი შეიძლება მოგემატოს კიდეც - ჩაიცინა და წინ წამოიწია - სახელი არ გითქვამს
-მარიამ თაბაგარი ...თქვენ თუ სხვა პირობა არ გაქვთ ახლა ჩემი პირობის დროა
-ვაახ დაჟე პირობა გაქ პატარავ? რაო რა პირობა?- გადაწვა სავარძელში
-არაფერი განსაკუთრებული , უბრალოდ მხოლოდ ჩემი მოვალეობის შესრულებას დამავალებთ და სხვა ყველაფერი გამოირიცხება
-ბაზარი არაა... მხოლოდ მიალაგებ . ვისაც ჟიმა**ა არ სურს და არც ბოზ*ია ხელშეუხელებია ამაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები მარა თუ აპირებ კაცების აგდებას ახლავე მითხარი რო მერე ჩემმი ბიჭები ტყუილად არ მოვარდნენ !
-როდის დავიწყებ მუშაობას?-მხრებში გაიმართა და პირდაპირ თვალებში შეხედა მამაკაცს ,რაზეც სიცილი დაიწყო კაცმა . მაგიდაზე ხელი დაარტყა და უცებ წამოდგა
-აიიი ეს მომწოონს - მაგიდაზე თიტები აათამაშა - დღესვე გაწყობს? უბრალოდ გაერკვევი შენს საქმეში რა და ხვალ უკვე აზრზე მოსული მოხვალ და ხვალიდან დავიწყებ ათვლას
-თანახმა ვარ ...
-აბა ახლა წაცუნცულდი ელიკოსთან უთხარი ფორმა მოგცეს და გაგაიასნებიოს რაა უნდა გააკეთო და როგორ
-კარით...გმადლობთ , ნახვამდის !
-არივედეჩი საყავრელო - თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ გაიცინა. კაბინეტი მარიამთან ერტად დატოვა შემდგე სწრაფად დაეშვა კიბეზე და ღიღინით გაემართა იქეთ საითაც მისი თანმხლები გოგონა გაგზავნა.
ელეს გაუკვირდა მარიამის დანახვა, გაოცდა როცა უთხრა რომ სამსახურში აიყვანა და ერთბაშად იმდენი რამ უთხრა ფორმას სანამ ურჩევდა უკვე ყველაფერი იცოდა, ყველა იქ მყოფ მიმტანს, იცნობდა და ინფორმაციასაც ფლობდა თითოეულ მათგანზე.
არ იყო მარტივი,მაგრამ სჭირდებოდა და გააკეთებდა კიდეც. ხედავდა რომ აკვირდებოდა ელე, შემდეგ გაბრიელიც შენიშნა ხან ჩნდებოდა ხანაც ქრებოდა. იმდენი დერეფანი იყო ირგვლივ რომ ვერ მიხვდა რა საჭირო იყო ამდენი ოთახი როცა კლუბი ერთ დიდ სივრცეში იყო განტავსებული და სხვაგან არსად გადიოდა. კითხვა არ დაუსვამს,დრო საკმარისად ჰქონდა და აუცილებალდ გაარკვევდა ყველაფერს ზედმეტი თავისგამოჩენის გარეშე.
მაგიდების გასუფთავება უწევდა როცა ცარიელდებოდა, სულ ყურადღებით უნდა ყოფილიყო და თუ რაიმე დაიმსხვრეოდა სწრაფად აეკრიფა. ერთდროულად მთელს ტერიტორიაზე უწევდა ყოფნა . ბოლოს როცა დაცარიელდა კლუბი ყველაფერი უნდა მიელაგებინა, ჭიქები დაერეცხა და ბზინვარე დარბაზი უნდა დაეტოვებინა. დამატებით მოუხდა დარჩენა და თითოეულ ზედმეტ საათზეც ხელფასს დანამატი ერიცხებოდა. შეუძლებელი იყო ზუსტად დროში ჩატევა ამიტომ იმაზე მეტს აიღებდა ვიდრე ხელსეკრულებაში იყო.
სახლში რომ მივიდა მაშინვე საწოლს მიაშურა 4 საათი ძილის შემდეგ გაიღვიძა მოწესრიგდა და ჩვეული რუტინული დღე დაიწყო. ლექციებზე დამახსოვრებულ მასალას სახლში მისვლისთანავე სწავლობდა და შესაბამისად სამსახურში წასვლამდე უკვე ნამეცადინები იყო. კლინიკაშიც დღის განმავლობაში იყო სწავლებაზე და შესაბამისად ყველაფერს მოასწრებდა ისე რომ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიდნენ.
ერთი თვე იმდენად სწრაფად გავიდა რომ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო.რა თქმა უნდა დღეებს ითვლიდა და კარგად აკვირდებოდა ყველაფერს. ზოგიერთი მუდმივი კლინეტიც კი იცოდა ვინ იყო, გაბრიელს აკვირდებოდა ისე რომ თავად ვერაფერს იგებდა ბატონი. მისი დღის განრიგიც კი იცოდა ძირითადად კაბინეტში იყო საქმეებს აგვარებდა, შემდეგ სადღაც გადიოდა შენობის იმ ნაწილში რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობდა მარიამი. არავინ გადიოდა იმ მხარეს სამაგიეროდ ოთახები სადაც გოგონებს კაცები შეჰყავდათ ყველასთვის მისაწვდომი იყო . ერთი დერეფანი და ხუთი ოთახი საიდანაც არცთუ ისე სასიამოვნო ხმები გამოდიოდა, ოთახები სადაც კლუბიდან პირდაპირ ინაცვლებდა მთვრალი საზოგადოების ნაწილი. ამის სესახებ ინფორმაციას მანამდეც ფლობდა, მთავარი მისთვის ის იყო რომ გოგონები რომელთაც არ სურდათ სხეულით ვაჭრობა უბრალოდ მუშაობდნენ. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა როდესაც მიმტან გოგონას შებმა სცადა მთვრალმა კლიენტმა , დაცვა წამში მასთან გაჩნდა და ყველაფერი დასრულდა. თავად მთელი თვის განმავლობაში პრობლემა არ შექმნია ინარჩუნებდა უჩინარის მდგომარეობას. ფორმაც არ ეცვა ვულგარული შავი შარვალი, ფეხსაცმელი და ლურჯი მაისური შეადგენდ ამის უნიფორმას.მიმტანებს მოკლე კაბები და ღრმა დეკოლტით ზედები ეცვათ ,ნამდვილად თვალშისაცემი იყო ის რამდენიმე ლამაზი გოგონა და ალბათ ამიტომაც იქცევდნენ ყურადღებას. სამნი იყვნენ სულ ყველას იცნობდა სამივე სხვადასხვა ქალაქიდან იყო და არაფერი გააცნდათ სხვა ამ სამსახურის გარდა. ერთხმად ამბობდნენ რომ გაბრიელი უხეში იყო უტაქტო და საუბარიც ბილწი ჰქონდა ,მაგრამ პირობას ასრულებდა და იცავდა დაუწერელ კანონს რომელიც კლუბის გახსნის დრიდან არსებობდა. მარიამმა მოცეკვავე გოგონებიც გაიცნო რომელთაგან ორი სტრიპტიზიორი სტუდენტი იყო მის მსგავსად და მხოლოდ ცეკვაში იღებდნენ გასამრჯელოს. სახეზე ნიღბებით ცეკვავდნენ და გაბრიელის დამსახურებით მათი ვინაობა აავინ იცოდა . დანარჩენები კი „ხუთი ოთახის“ ყოველდღიური მომხმარებლები იყვნენ ცეკვის შემდეგ კლუბში ინაცვლებდნენ და სარამოს მამაკაცების კომპანიაში აგრძელებდნენ. რაც შეეხება ელენეს ის ყველაფერს აკონტროლებდა გაბრიელის შემდეგ ის იყო ზედამხედველი ყველა თანამშრომელზე და პრობლემის შემთხვევაში სწორედ მასთან სეხვედრა იყო საჭირო.
დამღლელი დღის შემდეგ წავიდა სამსახურსი. გასახდელში შევიდა პირდაპირ ,ფორმა მოირგო თავისი ნივთები რკინის კარადაში ჩაკეტა და გარეთ გავიდა. კართან აყუდებული გაბრიელი რომ დაინახა წამით შეხტა
-როგორც ყოველთვის ადგილზე ხარ პატარავ...გამომყევი - უცებ მოშორდა კედელს და ჯიბეებსი ხელებჩაწყობილმა სტვენით განაგრძო გზა , თან მუსიკას აყოლებდა თავს და გზაში შემხვედრებს დავალებებს აძლევდა. კაბინეტამდე მიაღწიეს, მთავარი რაც არასდროს ცვლიდა გაბრიელი იყო ის რომ კაბინეტის გარდა სხვაგან საქმეზე არასდროს საუბრობდა. თავის ტყავის სავარძელში რომ გაწვებოდა დატრიალდებოდა მაგიდაზე თითებს აათამაშებდა ირონიული მზერით შეგხედავდა მერე იწყებდა საუბარს.ამჯერად პირდაპირ ფურცელი გაასრიალა მაგიდაზე და კალამიც - მარიკუნაა მარიკუნააა მომილოცავს ამიერიდან პირადად ჩემი ხელქვეითი ხარ . ვიმედოვნებ ასე გააგრძელებ! კონტრაქტს შეგიძლია გადახედო არაფერია შეცვლილი,მაგრამ რა ვიცი იქნებ არ მენდობა ჩიტუნაა...ყველაზე უპრობლემო თანამშრომელი ხარ ქალებს შორის და გაღიარებ ხომხ ედავ რა კეთილი ბიჭი ვარ
მარიამი როგორც ყოველთვის ყურადღებას არ აქცევდა მის გამოხედვას და საუბრის მანერას . სწრაფად გადაიკითხა კონტრაქტი და კალამი აიღო
-სანამ მოაწერ გეტყვი რომ ჩემი კაბინეტის დალაგებაც მოგიწევს ...ზედმეტ თანხას არ გადაგიხდი ვფიქრობ როგორც კარგი უფროსი შენი სიმშვიდისთვის ვიმსახურებ მომსახურებას
-თქვენს კაბინეტში ხომ არავის უშვებთ ,რატომ მე?
-დაკვირვებული ჩიტი ხარ ხედავ? ამ კითხვით პირველად მომმართეს ...არ მოაწერ ხელს?
-კონტრაქტი მხოლოდ ექვს თვიანია ათვლა საიდან იწყება
-დარჩა ხუთი თვე ...ხელს რომ მოაწერ შენი მუშაობისთვის გასამრჯელოს მიიღებ
-და მაინც რატომ მე ?
-რატომ მოხვედი აქ? სხვების მსგავსად უსაქმური უცოდინარი ქალი არ ხარ რომელსაც სხვა არჩევანი არ ჰქონდა
-გასამრჯელო და სამუშაო საათები იყო მიმზიდველი ! ჩემს საქმეს ხელს არ უშლის
-დღისით რით ხარ დაკავებული..ალბათ სწავლობ
-ჩემს კითხვას უპასუხებთ თუ თავისუფალი ვარ- პასუხი არ გასცა,უბრალოდ გაატარა .ხელი მოაწერა ფდოკუმენტებს ერთი ასლი თავად აიღო და გაბრიელს მზერა გაუსწორა. ბიჭი ისევ ირონიულად იღიმოდა , იცოდა მარიამმა რომ მისი კითხვები სხვა მიზანს ემსახურებოდნენ ამიტომ ზედმეტ საუბარს არ აპირებდა .
-მაგრად ატრაკებ ხოლმე იცი? რომ გელაპარაკები რატო ვერ ისვენებ? გააერე შენი პატარა ლამაზი ტაკო მაგ სკამზე უკვე ჩემი თანამშრომელი ხარ და სხვათაშორის დღესვე შემიძლია გაგათავისუფლო
-კარგით ... მოკლედ გეტყვით არ მესმის ისეთ კითხვას რატომ მისვამთ რაზეც პასუხი იცით!
-საიდან ვიცი...რაღაც არ მახსოვს სივი მენახა და ისე აგეყვანე..აქ ამიტო არ მოხვედი? არ გვაინტერესებს ვინ ხარ მთავარია როგორ მუშაობ
-რა საჭიროა სივი როდესაც მარტივად შეგიძლიათ მთელი ცხოვრება გამოიძიოთ ინტერესის ობიქტის
-ვაუუუ შენ მართლა უცხოდ ჭიკჭიკებ ...სხვა ჯიშის ჩიტი ხარ? რა გგონია რომ შენ ჩემი ინტერესის ობიექტი ხარ?
-მე მხოლოდ დასკვნებს ვაკეთებ ...ვარაუდებს იშვიათად გამოვთქვამ ასე რომ არაფერი მგონია ბატონო გაბრიელ- ბიჭს ახედა რომელიც უკვე მის წინ იდგა მაგიდაზე მიყრდნობილი და ზემოდან დასცქეროდა
-აგენტი ხარ? ტყუილად წვალობ მაინც ვერაფერს იპოვი არაკანონიერს ყველა დოკუმენტი წესრიგშია ... შენს დამკვეთებს შეგიძლია გადასცე რომ სულ *ლეზე სუყველა
-ეკვე ორმოცი წუთის დაწყებულია ჩემი სამუშაო საათები და იქნებ მომცეთ საშუალება საქმე გავაკეთო რათა თქვენი ჯიბე არ დაცარიელდეს დამატებითი საათების გამოყენების გამო
-გოგოოო რო აიგნორებ ჩემს სიტყვებს მაგრად რომ ტყ**ვ ნერვებს იცი? დაისვენე ტო ჯდომა გეზარება ? ყველა როგორ მიტყ***ტვინს დღეს რა ჩემი ყ*** უნდათ - უცებ დაიყვირა მობილური რომ ამღერდა და სწრაფად უპასუხა- რა იყო შე ჩემა რა ... ამ ჩემს ყ**ს თუ ვერ მოაგვარებ შენ ჩასვრილს ავწმენდ შენი აზრით? გაანძრიე ეგ გასიებული თავი იქნებ დაგრჩა ტვინის მაგვარი ნივთიერება რამე მანდ და მოაგვარე სანამ ლექსო მოვა ... მერე რა და რომ შეგტენის მაგ გრძელ ენას უკანა*ში მერე ნახავ აიიი ისევ ისევ ტვინს მიტყ*** ჩემი სისხლი არ გქონდეს შე ქათამო ხომ გაგიხვრეტდდი მაგ ცარიელ თავს ნერვებს ნუ მიშლიიი ახლა არ გამაგიჟო გააკეთე რაც გითხარი თორე გეფიცები ჩემი ხელით მიგახრჩობ - ბოლოს ისე უღრიალა მარიამიც კი შეცბა. მხოლოდ იმ წამს გახედა მამაკაცს, უბრალოდ შეუმჩნეველს ვერ დატოვებდა მის დაძარღვულ ყელს, აჩქარებულ სუნთქვას კაპილარები საფეთქელზე იმდენად ემჩნეოდა თითქოს მალე გაუსკდებოდა. მობილური მაგიდაზე დაახეთქა და ხელიც დაარტყა -ამის დედას შევე*ი შენი დედაც ასეთი გამოს*** როგორ გაიზარდე ტოო - აშკარად აღარ ახსოვდა მარიამის იქ ყოფნა . ფეხზე ნელა წამოდგა და გასვლამდე შეჩერდა
-თუ დახმარება შემეძლება შეგიძლიათ მენდოთ
-მოიცადე ფული არ მომიცია ... იმ სირ** გადამკიდე დამავიწყდა- მარიამის სიტყვები არ შეიმჩნია თავზე ხელი გადაისვა და მაგიდასთან დაბრუნდა. უჯრა გახსნა ფულის შეკვრა ამოიღო შემდეგ საჭირო თანხა აიღო დანარჩენი მაგიდაზე დადო.
-გმადლობთ ...
მშვიდად დატოვა კაბინეტი და საქმეს შეუდგა. იმ ღამით გაბრიელი კლუბში არ ყოფილა, უბრალოდ შედიოდა სიტუაციას გადახედავდა და ისევ სადღაც გარბოდა. აშკარა იყო რომ ღელავდა, გაბრაზებულიც იყო და ყველა ერიდებოდა ვიღაც მოხვდა ხელში ,ერთი მთვრალი კლიენტი მოცეკვავეს სცენაზე აუვარდა ამ დროს გამოჩნდა როცა დაცვა მიდიოდა გოგოს დასაცავად ისე უცებ ჩაუქროლა ბიჭებს და კაცს სწვდა ვერავინ დაინახა. მარიამი მეორე ბოლოში იდგა და გაოცებული უყურებდა ერთი ხელით მიათრევდა მთვრალ კაცს და მისი ფართხალის მიუხედავად ხელსაც კი არ უშვებდა მხოლოდ მას მერე დაარტყა რაც გარეთ გაიყვანა და სანამ გაჩერება არ სთხოვა საწყალმა მანამ ურტყამდა . მერე დაცვის ბიჭებს მიუგდო პერანგი გაისწორა კიდევ ერთხელ შიკურთხა და შენობაში დაბრუნდა.
ამ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა,უკვე ბატონის კაბინეტსაც ალაგებდა. ძირითადად მტვრის გადაწმენდა და გამოგვა სჭირდებოდა კაბინეტს სხვა ყველაფერი წესრიგში იყო. მაგიდაზე არასდროს ეყარა უწესრიგოდ ფურცლები და მხოლოდ ერთხელ დაავალა გაბრიელმა კარადის უჯრებიც დაელაგებინა. ყოველ ჯერზე ეღიმებოდა როცა მაგიდაზე „შემთხვევით დატოვებულ“ ფულს ხედავდა. კარადაში სამკაულებსაც გადააწყდა ,რამდნეიმე ძვირფას თვალს და სეიფსაც კი რომლის კარი ღია იყო.
კვირა დღე იყო ამიტომ მთელი დღე სახლში იყო წინასწარ მეცადინეობდა მომდევნო მასალას და საღამომდე არსად გასვლას აპირებდა. ვახშმის მომზადება რომ დაიწყო კარზე კაკუნის ხმა გაიგო ჯერ იფიქრა რომ მეზობლიდან ამოდიოდა ,რაც არცისე იშვიათად ხდებოდა შემდეგ როცა განმეორდა და უფრო გაძლიერდა მიხვდა რომ მასთან იყვნენ. ასეთ დროს უბრალოდ ეშლებოდათ ხოლმე და წინა მეზობლის ნაცვლად მარიამს სტუმრობდნენ. კარს არც კი აღებდა ,ახლაც არ აპირებდა გასვლას მშვიდად აანთო გაზქურა და ტაფაზე ზეთი დაასხა .ხელში კარტოფილით სავსე თასი ეჭირა როცა თავისი სახელი გაიგო ,ხმაც ეცნო და დაიფიცებდა რომ გაბრიელის გარდა ვერვაინ იქნებოდა მსგავსი ხმის პატრონი.გგონიათ შეეშინა? გაუკვირდა რომ მისი მისამართი იცოდა და საშინელებებზე ფიქრი დაიწყო? არაფერიც, უბრალოდ სწრაფად გამორთო ქაზქურა ჯამი მაგიდაზე დააბრუნა და კარისკენ დაიძრა. როგორც კი გააღო უფროსის განრისხებულ ლურჯ სფეროებს წააწყდა
-კიდევ ერთი და კარს ვამტვრევდი ... რა ხდება ვინმე გყავდა და სანამ არ გაათავე არ გააღე თუ რა უბედურებაა ხელი დამეღალა ...ზარი მაინც დააგეყენებინა ამ დედა მოტყნ*** კარზე !- ისე შეაბიჯა ბინაში და დაიძრა მისაღებისკენ თითქოს საკუთარ სახლში იყო - შეგიძლია გაუშვა შენი ბიჭი საქმე მაქვს და არ მინდა ვინმემ მომისმინოს - სავარძელში ჩაეშვა და ოთახს თვალი მოავლო- ამ საღორეშიც კი კომფორტს იქმნი ჩიტო? ამ ადგილას როგორ ცხოვრობ საერთოდ
-მეეჭვება ჩემთან საცხოვრებლის სათხოვნელად იყოთ ასე რომ ...გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ ბატონო გაბრიელ
-უნდა წამომყვე



№1 სტუმარი kati

Ukve damainteresa Ra xdeba.male dade xolme Ra.mixaria male rom dabrundi Mariam...

 


№2 სტუმარი Guest ანა

რა უზრდელ-უხეშ-ბილწენიანი ბიჭია გაბრიელი. რაღაც მეეჭვება, რომ მარიამით, როგორც ქალით დაინტერესდა. აღწერილობის მიხედვით ფოზიკურად დიდი ვერაფერი გოგოა.

 


№3 სტუმარი ნათო :)))

აუ შემდეგ თავს როდის დადებ? რა ადგილზე გაწყვიტე?! ძალიან მომეწონა და ველოდები მოუთმენლად❤❤❤

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა რომ კითხულობთ მალ მალე ვერ დავდებ და ამით ვერ გაგანებივრებთ ამიტომ ძალიან გთხოვთ გამიგოთ და წინასწარ შეეგუოთ ამას.
გაბრიელი ნამდვილად არ დაინტერესებულა მარიამით და ვინც დაინტერესდდება ეს მარიამის გარეგნობით ნამდვილად არ იქნება განპირობებული

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

მართლა განსხვავებული ჩანს შენი ისტორიებისგან.იმედია ყველაფერი კარგად არის,შენი შესავლიდან გამომდინარე გეკითხები საყვარელო,ისე დაიწყე.გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი.საინტერესოა გაბრიელს რა საქმე აქვს.ველი ახალ თავს ტკბილო
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი crazy girl sofi

არ გავს სხვა ისტორიებს განსხვავებულია და ზოგჯერ სიახლეები კარგია .... მომწონს ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ახალ თავს ველი

 


№7 სტუმარი ana

didi naxtomia daxvewisaken

 


№8 სტუმარი mariami

Sainteresoa. Da sheni sxva istoriebidan gansxvavebuli velodebi shemdeg tavs imedia

 


№9 სტუმარი Sota

მარიამ, როგორ გვაკლდა შენი სიტკბოება. რა კარგია რომ დაიწყე ახალი ***

 


№10 სტუმარი Guest salome

ვერ აგიღწერ რა დამემართა როცა ახალი ისტორია დამხვდა ატვირთული

 


№11  offline წევრი ანა ბალზაკი

ოპაააააააააააა, ვგიჟდები ქალბატონო შენზე.
როგორ გამიხადა ახალი ისტორია შენ ვერც კი წარმოგიდგენია.
უნდა წავიკითხო ახლა გავიქეციიიი heart_eyes

 


№12  offline წევრი 1131

აუუუუუუუუ რო ვგიჟდები შენზე გითხარი ხო უკვე heart_eyes kissing_heart მაგარი იყო კიდე მინდოდა მინდოდა რომ არ დამთავრებულიყო მაგრამ დამთავრდა მალე დადებ ხო კიდე??? სასწაული გოგო ხარ მაბოდებს შენზე smile (მე პირადად არამაქვს გართულება სახელ მარიამზე)

 


№13 სტუმარი mariami

შეუდარბელიაა ❤️❤️ შემდეგს როდის დადებ?

 


№14 სტუმარი Guest Someone

VGIJDEBI SHENZE dzalian nichieri gogo xar mriam dzalian sainteresod wer imdenad itrev titoeul mkitxvels rom amas verc vacnobierebt namdvilad nichierixar miyvars yvela sheni istoria (nu mxolod shensas vkitxulob ukve didixania) unichieresi da unagresi gogo xar yoveltvis avseb mkitxvels emociebit titoeul matgans bolomde vgrdznob ganvicdi yoveltvis asaxav urtierobis magalits tu rogori unda iyos megobroba namdvili gulwfeli urtieroba tu sxva daujerebels realobad gadmocem shens iatoriashi absoliturad yvela wakitxulimaqvs uklebliv da tan ara ertxel radgan vgijdebi shebs shemoqmedebaze chemi azrit aq sauketeso mweralixar imedia sxvebi ar miwyenen magram es chemi azria da gulwfelad gisurveb sauketesos yvelafers <3
rac sheexeba am istorias yvelasgan ganaxvavebuli da amit kidev ufro sainteresoa momwons mariami da mainteresebs tu ra iqneba shemdeg (arada bevri laparaki ar miyvars magra radgan kidev ertxel gadavwyvite damewera comi shentvis ase gamovida) dzalian miyvarxar sheni istoriebianad mariam <3 <3 <3 <3

 


№15 სტუმარი Guest zahir

ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ისტორიაა... ❤ შემდეგ თავს ველი... იმედია ძალიან დიდი შუალედებიც არ იქნება თავებს შორის ❤❤

 


№16  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ეს იატორია აუცილებლად უნდა გააგრძელო და დაამყავრო. იმდენად ჩამთრევი და საინტერესოა ასევე განსხვავაბული რომ მკითხველი სულ დაგელოდევა რამდენი ხანიც არ უნდა დააგვიანო. მოუთმენლად ველი ახალ თავს...

ეჭვი მაქვს ის პიროვნება ვინც მარიამით დაინტერესდება ალექსანდრე იქნება და იმედია ჩემი ეჭვი გამართლდება... შეიძლება ითქვას მარიამის და ალექსანდრეს წყვილი შენი სავიზიტო ბარათია...

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

რა საინტერესოდ მეჩვენება ეს ისტორია

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

ესეც წაკითხული მაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent