შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილის დღიურები


14-02-2017, 13:28
ავტორი ლუსია
ნანახია 1 412

ძალიან დიდი ხანია რაც არაფერი დამიწერია... მართალია სულ ორიოდე ადამიანი თუ კითხულობდა ჩემს სიახლეს თუმცა რაღაც ახალი მომაფიქრდა და მეც დავუბრუნდი ჩემთვის ნაცნობ ვებ-გვერდს...საერთოდ არ არის დამღლელი ეს თოვლიანი ამინდები... ჩემთვის ყოველ შემთხვევაში... დავბანდალებ თოვლში და თვალებს ვაცეცებ აქეთ-იქეთ... რათქმაუნდა თვალებში მუდამ მოღუშული სახით მოსიარულეები მეჩხირებიან რომლებიც რაღაცაზე ღრმად არიან ჩაფიქრებულნი... ბევრჯერ მიფიქრია ნეტავ ახლა შემეძლოს ამათ ფიქრების კითხვა და ზოგიერთისაზე გულიანად გადახარხარება... არა არ მოგეჩვენათ ძვირფასებო სწორედაც რომ ასე მსურს... ვიცი მერე ვიღაც შემოხედავდა და იფიქრებდა ვაიმე საწყალი გაუფრენიაო მაგრამ რა გასაკვირი იქნება რო? მთლიანი ქუჩები ერთი დიდი საგიჟეთია... ყველა ჩვენგანი გიჟია, მეც, შენც და ისინიც ვინც მოჭმუჭნული სახეებით დაიარებიან... თითქოს რაიმე უბედურება დასტყდომოდეთ თავს... ხშირად მეცინება ხოლმე ჩემთვის ამაზე... წუხელ მესიზმრა ჯერ მარიონელას სალონი მერე საპარატძლო კაბები მერე კი ომი... ვითომ ისევ ძველი დრო იყო... ურიკებით მოსიარულე კაცებს ვხედავდი თავზე კომუნისტობის დროინდელი ნაჭრის კეპი რომ ეხურათ... მერე უცებ რაღაცამ იფეთქა და ვიღაცის ყვირილი მოჰყვა ომი დაიწყოო.. მერე კი ყველანი გავიქეცით... რაღაც ქოხს შევაფარე თავი და ჩემი პატარა და ნაჭერში გავახვიე... 8 წლისაა მთლად ჩვილიც ნუ გეგონებათ... მერე კი ვიღაც მულატმა და ულვაშ გაწკეპილმა გენერალმა მისი მოკვლა ბრძანა... არვიცი მერე რამოხდა მაგრამ ტყეში აღმოვჩნდი ძველებურ, ფურგონის მაგვარ მანქანაში... სწრაფად დავქოქე და წავედი.... გზა ვიწრო და ნისლიანი იყო... მერე კი ის გამოჩნდა... ა ჰო სულ დამავიწყდა... დემეტრე ჩაფიძე 21 წლის... ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული... რაც ერთად ვართ მას შემდეგ უკვე 2ჯერ დამშორდა და შემირიგდა... ავადმყოფურად ეჭვიანია თუმცა მე მასში ეს თვისებაც მომწონს... მე მისი ყველა თვისება მიყვარს... ყოველი მიმიკა და სხეულის ნაკვთი... ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა... თვითონ მე საკუთარ თავს ინკოგნიტოდ ვტოვებ... ალბათ ფიქრობთ რომ ინკოგნიტოს ანუ ჩემს ავტობიოგრაფიას ვწერ მაგრამ ცდებით... არ ვაპირებ დავწერო როდის დავიბადე და ცხოვრების რა პერიოდი გამოვიარე... არც იმას გადმოგცემთ თუ რა ღვაწლი მაქვს ცხოვრებაში.... თუმცა არც არანაირი მეც თქვენსავით მხოლოდ მათხოვარს თუ დავხმარებივარ თორე დიდი მეცენატი არ მე გახლავართ... უბრალოდ ერთ გოგონაზე მინდა გიამბოთ... დარწმუნებულივარ ასეთი ისტორია ბევრი გსმენიათ მაგრამ არა ვრცლად და დეტალურად... მაშინ მე მოგიყვებით... მე მოგიყვებით თუ როგორი მწარეა როცა სულიერ დაღლილობას გრძნობ... როცა ყველა გიყინებს და შენ ამას ვერ ამჩნევ...როცა ცხოვრებისგან ვერაფერს იღებ... როგორია ჩვეულებრივი ადამიანიდან იქცე ლეშად... ასე რომ ვთქვათ შეგიძლიათ მოიმარჯვოთ ბევრი ხელსახოცი და ამ ისტორიას ჩაუჯდეთ.... მე პირადად მგრძნობიარე ვარ და ახლაც როცა ამას გადმოგცემთ თალები ცრემლებით მევსება... მე თვითონაც არ მეგონა თუ შევძლებდი ამის დაწერას... მაგრამ იცით რა? დავიღალე ამ გამოგონილი ამბების წერით მე უფრო რაღაც ახალი მინდოდა... ახალი და რეალური... ის რაც ნამდვილი იყო და საკუთარი გრძნობის ორგანოებით მქონდა შეგრძნობილი... ზოგისთვის მისაღებია და ზოგისთვისაც არა... არც ის მინდა ეს ჩემი თავფურცელი რომ ძალიან დიდი გამოვიდეს, მაგრამ რომ იცოდეთ რამდენი რამ მაქვს თქვენთვის კიდევ სათქმელი... ნეტავ იცოდეთ როგორ მინდა თითოეულმა თქვენგანმა უბრალოდ კი არ წაიკითხოს ეს სიტყვების კონა, არამედ ღრმად შეტოპოს მასში... ჩაიძიროს და იპოვოს ის რაც ამ ბგერათ ოკეანეშია დამარხული...არ ვიცი ეს სახელი რატომ დავარქვი ამ ისტორიას მაგრამ რატომღაც მგონია რომ შესაფერისია... რომ იცოდეთ აქამდე რამდენჯერ შევცვალე ამ ტექსტის სახელი თან რა არ დავწერე ალბათ დამცინებდით... ზედმეტად გამეწელა თქვენთნ საუბარი ხო? ვიცი ვიცი მაგრამ ასე მაინც ვისაუბრო... სხვაგვარად ვერ ვსაუბრობ... ვერ გადმოვცემ ვერცერთ ბგერას... მხოლოდ ასე შემიძლია თითების კაკუნით გამოვხატო სწორად და მართებულად ის რაც გულში და გონებაში მაქვს... ალბათ სჯობს უკვე დავიწყო... იმედიმაქვს გულგრილნი არ დარჩებით...



№1 სტუმარი sofo

Me piradad didi siamovnebit wavikitxavv

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent