შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (თავი 3)


25-06-2017, 00:11
ავტორი ადელაინი
ნანახია 1 913

დღეები ერთმანეთს მისდევდა,მაგრამ რეალურად არაფერი იცვლებოდა,არც კოშმარები მაძლევდნენ მოსვენებას და არც ოლია, ქალი ამაოდ ცდილობდა ორი ლუკმა მაინც მეჭამა,მთელი დღეები საწოლში ვიწექი,ქათქათა ჭერს მივშტერებოდი უსიტყვოდ,სიცოცხლე შევწყვიტე ერთადერთი რაც წამითაც არ შემიწყვიტავს ფიქრი იყო,ვფირობდი ყველაფერზე,გაგეცინებად ალბათ და გლობალურ დათბობაზეც კი დავიწყე ფიქრი ვცდილობდი ყურადღება გადამეტან,რომ დროებით მაინც გამეყუჩებინა ტკივილი.გეგასთან იმ დღის შემდეგ აღარ მისაუბრია,თითქმის ყოველ დღე შემოდიოდა ოთახში,ისიც უსიტყვოდ დამხედავდა და გავიდოდა,თითქოს მდუმარების აღთქმა გვქონდა დადებული. იმ ტრაგიკული ამბიდან ორი კვირა იყო გასული,მაგრამ ისე მძაფრად განვიცდიდი მომხდარს თითქოს ყოველ წუთს,წამს მიწევდა თავიდან გადამეტანა მომხდარი.

იმ დილით უკვე გარკვეული გეგმით გავიღვიძე,უკვე ვიცოდი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა,ასე გაგრძელება აღარ შემეძლო,ან რა აზრი ქონდა ჩემს სიცოცხლეს?აქ დარჩენა არ შემეძლო,მხოლოდ იმის გამო რომ გეგას ვეცოდებოდი არ მაძლევდა უდლებას ტვირთად დავწოლოდი, ან კი რა ვალდებული იყო?რომ წავსულიყავი,წასასვლელი არსად მქონდა,ამ ტრამვით ცხოვრებას ვერ შევძლებდი,კიდევ უნდა მეცადა თვითმკვლელობა მაგრამ ამჯერად ბოლომდე მივიყვანდი საქმეს,ამას მაინც შევძლებდი,აჟიტირებული სწრაფად წამოვხტი საწოლიდან,იქვე მდგარი კარადის უჯრა გამოვწიე,სამართებელს სწრაფად დავწვდი,ოთახის შუა გულში დავდექი.

ველოდი რაღაც ახალს,შვებას ველოდი,ეს ჩემი პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზად მივიჩნიე.არ იყო სიმხდალის დრო.

ის იყო სამართებელი მოვიმარჯვე,გეგმა სისრულეში უნდა მომეყვანა,ხელი ჰაერში გამიშეშდა,კარებში გახევებული გეგა რომ დავინახე,ძარღვები დაბერვოდა კისერზე,თვალები ჩაწითლებოდა,ხელები მოემუშტა და ღრმად სუნთქავდა,სამართებლიანი ხელი ზურგსუკან წავიღე,დამალვას შევეცადე მაგრამ ამაოდ,წამში შემთან გაჩნდა მაჯაში უხეშად მწვდა,ხელი წინ გამომაწევინა და ბასრი საგანი ისე სწრაფად გამომგლიჯა ხელიდა,გააზრებაც ვერ მოვასწარი,ვხედავდი გაცეცხლებულ გეგას ფანჯრიდან რომ გადაისროლა სამართებელი,რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია
-შეწყვიტე!გეყოფა!გასაგებია?!-დაიღრიალა ბოლო ხმაზე ისე რომ მზერა ჩემთვის არ მოუშორებია,თვალები ძლიერად დავხუჭე თითქოს,ასე შემძლებოდა მისი გაქრობა ჩემი თვალთახედვიდან,არ შემეძლო მისი ყვირილის მოსმენა,ისედაც სასოწარკვეთილი ვიყავი რომვერც ამჯერად შევძელი საქმე ბოლომდე მიმეყვანა,დამესრულებინა ჩემი ტანჯვა-შეწყვიტე საკუთარი თავის სიბრალული,ნუ იქცევი ისე თითქოს ეს სამყაროს დასასრული იყოს,საცოდავი ხარ!საბრალოც!და იცი რატომ?შენ თვითონ გინდა ეს,იცი რატომ გამცირებენ?იმიტომ რომ თავად აძლევ უფლებას ასე მოგექცნენ,იმიტომ რომ უმოქმედო ხარ,არასდროს იცავ შენს ინტერესებს,არასდროს აფიქსირებ საკუთარ აზრს,არასდროს იბრძვი და ყოველთვის იმას აკეთებ რასაც მიგითითებენ,მუდამ დინებას მიყვები და არასდროს,არასდროს ცდილობ საწინააღმდეგო მხარეს გაცურო,მხდალი ხარ!ცხოვრებაში ერთხელ მაინც იბრძოლე,გაუძელი,იგრძენი რომ შენც ადამიანი ხარ,ძლიერი,შეუპოვარი.
გახევებული,ნირწამხდარი და თვალებდანისლული ძლივს ვხედავდი აღელვებულ გეგას,გეგას თითოეული სიტყვა გულზე ეკალივით მეობოდა,ეს ჭრილობაზე მარილის მოყრას გავდა.
-შეწყვიტე ჩემი წამება-ვერ გავააანალიზე როდის გადავედი ყვირილზე,თან ხელებს ძლიერად ვიჭერდი ყურებზე
-ერთადერთი ვინც შენი წამების მიზეზია ისევ შენ ხარ!მესმის ადვილი არ არის....მაგრამ შენ არც კი ცდილობ-გეგა აღარ ყვიროდა,მშვიდად მაგრამ კატეგორიულად განაგრძობდა საუბარს-ათ წუთში გავდივართ,მზად იყავი.
მინდოდა გამეპროტესტებინა და მეთქვა რომ არსად წასვლის თავი არ მქონდა,მაგრამ პასუხს არ დალოდებია ისე გაუჩინარდა კარებში.




• * *
• სწრაფად ატარებდა გეგა მანქანას,ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს,თავისი გრძელი,მამაკაცური თითებით,შავი სამოსის ფონზე კიდევ უფრო მკაცრი მოუჩანდა სახე,მთელი გზა ხმა არ ამომიღია,ფანჯარაში ვიყურებოდი და ხეებს ვითვლიდი,გეგამ სწრაფად რომ დაამუხრუჭა მანქანა,მოულოდნელობისგან შევკრთი,სათვალავი ამერია
• -რამდენი იყვნენ?-კბილებში გამოსცრა,ცალი ხელი ნერვიულად გადასვა თავზე,მეორეთი კი კიდევ უფრო ძლიერად ჩააფრინდა საჭეს,დავიბენი,ცივმა ოფლმა დამასხა,არ ველოდი ამ კითხვას,ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.
• -რამდენი იყვნენ?!-კბილებში გამოსცრა
• -სამი-ძლივს ამოვიკნავლე,თვალები ძლიერად დავხუჭე და კისერში მოწოლილი ბურთი ძლივს გადავაგორე. მეტრეველი სწრაფად გადავიდა მანქანიდან,მეც მორჩილად მივყევი,

• ჩემს წინ საოცარი სილამაზე გადაშლილიყო,;ტბა,ირგვლივ უამრავი ლამაზი ხე თუ ბუჩქი,სხვა დროს ალბათ აღფრთოვანებას ვერ დავმალავდი და წავუშტვენდი კიდეც,მაგრამ ახლა არაფრის თავი არ მქონდა,მანქანაზე მიყრდნობილი გეგა მე მომიბრუნდა,ჩემთვის აქამდე უცნობი მზერით,ირონია?სიბრალული,წამით შემეშინდა კიდეც მისი,ტყეში მხოლოდ ჩვენ ვიყავით,რა უნდა ყოფილიყო ჩემი აქ მოყვანის მიზეზი? მაგრამ ამაზრზენი ფიქრები უკუვაგდე,გეგა არაფერს დამიშავებდა,ეს რომ ნდომოდა უამრავი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა,მიუხედავად ყველაფრისა ნდობას იწვევდა ეს კაცი ჩემში.

• -რომ გითხრა ისინი,ის მოძალადეები მე მოგიგზავნე მეთქი რას გააკეთებ?-ჩემგან ერთი ნაბიჯის მოშორებით იდგა,სახეზე სარკასტული ღიმილი დასთამაშებდა,გავქვავდი,რაღაცამ იფეთქა ჩემში,უამრავი ემოცია,გულის რევის შეგრძნება,თავბრუს ხვევა
• - შეუძლებელია-ნირწამხდარმა უსიცოცხლოდ გავასავსავე ხელები
-ვითომ რატომ?შენც ხომ კარგად იცი შენზე სანაძლეო მაქვს დადებული,ეგ სანაძლეო იქ ბანქოს თამაშით არ დასრულებულა,ბანქო ვერ გადაწყვეტდა შენს ბედს ასე რომ მე და ლევანმა ახალი თამაში წამოვიწყეთ.შენ გგონია შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის ვიდრე ლევანის არაჩვეულებრივი პორშე?იმ დღეს რომ გაგიშვი,ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ დაბრუნდებოდი,მაგრამ შენ არ დაბრუნდი,ჰოდა მეც მივიღე ზომები,თან ეს მეც მაწყობდა,ლევანის მოგების შემთხვევაში,მასნამდვილად არ მოსწონს ქალწული,გამოუცდელი გოგოები,ასე რომ ასე ორმაგად გავახარებდი საუკეთესო მეგობარს.როგორი სულელი ხარ არც კი გიფიქრია რომ ასე უბრალოდ ვერ გიპოვნიდი,რაღა მაინცდამაინც მე?არც კი გაგიპროტესტებია,არაფერი გაგიპროტესტებია,ღმერთო ჩემო!არის რამე ამ ქვეყნად რაზეც შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა?-სარკასტულად გადაიხარხარა,თვალები უელავდა-მერე ვითომ ეს მზრუნველობა,შენი ნდობის მოპოვება,სულელი ხარ,ნამდვილი სულელი,რაც შეეხება შენს თვითმკვლელობებს,ეს ნამდვილად ამაზრზენია,ახლაც მარტივი გზა მონახე პრობლემების მოსაგვარებლად,და ახლაც აი აქ ვარ შენს წინ ის ვინც სათამაშოდ გაქცია,შენი უაზრო და ცარიელი ცხოვრება კიდევ უფრო დაამახინჯა,შენ კი ისევ დგახარ ტირი და არაფერs აკეთებ,მე ხომ ასე ახლოს ვდგავარ შენთან,არსად წასვლას არ ვაპირებ!





ვუყურებდი და არ მჯეროდა,ვუსმენდი და მეტყველების უნარი წამრთმეოდა,ახლახანს გავიაზრე,ფაქტები ერთმანეთს დავუკავშირე და ჩემში გარდატეხა მოხდა,შემეძლო მომეკლა,საშუალება რომ მქონოდა იქვე გამოვასალმებდი სიცოცხლეს,მაგრამ ერთადერთი რაც შევძელი უსუსური გაფართხალება იყო,როგორც ყოველთვის....თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი,ბოღმა მახრჩობდა,ყველაფერი პირში მომახალა თან ეს ცინიკური მზერა ჭკუიდან მშლიდა. უკვე ვეღარ ვაზროვნებდი,მინდოდა მისთვის ტკივილი მიმეყენებინა,გაცოფებული მივვარდი და გულ-მკერძე დავუშინე აკანკალებული ხელები,ბოლო ხმაზე ვყვიროდი,უსიტყვოდ,მხოლოდ ვხაოდი და უმოწყალოდ ვიქნევდი ხელებს,ემიციებს გასაქანს ვაძლევდი,გეგა არ ინძრეოდა,მშვიდად ადევნებდა თვალს ყველა ჩემს ქმედებას.წამით მომეჩვენა რომ სიამოვნებდა ჩემი განწირული კივილის მოსმენა,აღარ შემეძლო ღონე მიხდილი ბალახზე,მუხლებით დავეშვი,ფრჩხილებით ბალახს დავუწყე წიწკნა,არ ვიცი რამდენ ხანს,გაგრძელდა ჩემი ისტერიკა,გონს გეგას შეხებას რომარ მოვეყვანე,ძლიერად ჩამავლო მკლავებში ხელი,წამომაყენა,მისმა შეხებამ სრულიად შემშალა,გული მერეოდა,საშინელი გრძნობა დამეუფლა,ცოტაც და გონებას დავკარგავდი,იმდენად გავიჟღენთე სიძულვილით
-არ მომეკარო ცხოველო-ვეცადე თავი დამეძვრინა მისი მარწუხებისდან,მაგრამ ამაოდ,მაკავებდა სანამ ისტერიკა გადამივლიდა,ბოლოს ღონე მიხდილმა უმწეიდ ჩამოვყარე ხელები,ღრმად ვსუნთქავდი,აღარ ვაქცევდი გეგას ხელებს ყურადღებას,რომელიც ჯერ კიდევ ჩემს მხრებზე ეწყო
-აი რა გვჭირდებოდა,ჩემი ჭკვიანი გოგო!-ცალყბად გაიღიმა,მისკენ მიმიზიდა და მოულოდნელად შუბლზე მაკოცა .

ტვინმა ძლივს გადაამუშავა მომხდარი,გეგას სიტყვებმა გონება გამინათა მისი მიზანიც ეს იყო,ჩემი გაცოფება,განრისხება,მას უნდოდა ჯავრი მეყარა ვინმეზე,მე ეს მჭირდებოდა,ეს გეგას თერაპია იყო!



№1 სტუმარი Nino

Au sityvebi ar myofnis es ra iyo srul piks miagwia emociebma dzaan magari xar da warmatebebs gisurveb imedia momdevno tavs male dadeb

 


№2  offline წევრი ადელაინი

Nino
Au sityvebi ar myofnis es ra iyo srul piks miagwia emociebma dzaan magari xar da warmatebebs gisurveb imedia momdevno tavs male dadeb

მადლობა საყვარელო,დრო დადგა ემას ბედნიერების ვატყობ ;დ

 


№3 სტუმარი Shore shore

vaime es martla ra iko uuh mkurnalobaze gadavida bichi emociebisgan gaatavisupla .Ox gega gega .yochagi da nichieri gogo xar .

 


№4  offline წევრი ადელაინი

Shore shore
vaime es martla ra iko uuh mkurnalobaze gadavida bichi emociebisgan gaatavisupla .Ox gega gega .yochagi da nichieri gogo xar .

ეს ისტორია შემიწირავს,ემოციებისგან ისე ვიცლები წერას რომ ვაMთავრებ მკვდარივით მეძინება ;დ

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

რა იყო ეს. რა პატარაა...
ამ თავისთვის რატომ გამიმეტეე

 


№6  offline წევრი ადელაინი

terooo
რა იყო ეს. რა პატარაა...
ამ თავისთვის რატომ გამიმეტეე

terooo
რა იყო ეს. რა პატარაა...
ამ თავისთვის რატომ გამიმეტეე

ვიცი,მაპატიე,უბრალოდ იმდენი ემოცია იყო ვეღარ შევძელი მეტტი ;დ

 


№7  offline წევრი jina

oxx gega rogori eshmaki yopilaa))) momwons dzalian rogorcvitardeba movlenebi da yochag ashkarad gatvaliswinebuli gaqvs rchevebi :* :* :*

 


№8  offline წევრი ადელაინი

jina
oxx gega rogori eshmaki yopilaa))) momwons dzalian rogorcvitardeba movlenebi da yochag ashkarad gatvaliswinebuli gaqvs rchevebi :* :* :*

პასუხიმგებლიბა ვიგრძენი ;დ მივხვდი, ის რაც მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის დავიწყე,სხვასაც ანიჭებდა სიამოვნებას და როგორ შევძლებ არ გავითვალისწინო,თქვენი რჩევები? <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent