შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(III თავი)


25-06-2017, 02:28
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 178

აააჰჰჰ...ისევ ეს დამპალი მაღვიძარა მაღვიძებს!... მეზიზღება ეს მაღვიძარაც და სკოლაც...ნელ-ნელა გამოვფხიზლდი, წამოვდექი,მეორე ოთახში გავედი და ჩემი და გავაღვიძე,შემდეგ აბაზანაში შევედი,ტანზე გადავივლე,კბილები გამოვიხეხე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. დღეს შავების ხასიათზე ვიყავი ამიტომ ჩავიცვი შავი ზედა,შავი შარვალი და თეთრი ბოტასები(რახან ძაან შავებში ვიყავი, იმიტომ ჩავიცვი თეთრი ბოტასები) და დაბლა ჩავირბინე,დედასთან მივედი, ვაკოცე,ერთი ცალი პეჩენია ავიღე,თან გუშინდელთან დაკავშირებით მოვუყევი და დედაჩემმაც პირველი ის კითხვა მაჯახა,რომელზეც მთელი ღამე ტვინი ვიჭყლიტე:
-და შენ თუ გინდა რომ გააგრძელო ცეკვა?
-არ ვიცი...ამაზე გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი და გადავწყვიტე ჯერ შენი აზრიც მომესმინა და მერე გადამეწყვიტა...შენ რას იტყვი?
-მე ვფიქრობ რომ ცუდი იდეა არ არის...ხომ ხედავ მე ბევრი რამ დავკარგე, შენ კი მეორე შანსი მოგეცა და გამოიყენე ის! ესაა ჩემი მოსაზრება და ახლა უკვე შენი გადასაწყვეტია
-მადლობა დეე! საუკეთესო ხარ!
შემდეგ ჩემს დას ჩავკიდე ხელი და სკოლაში წავედით. ავტობუსის დაგვიანების გამო ჩვენც დაგვაგვიანდა სკოლაში. ჩემი და სასწრაფოდ შევუშვი კლასში და კიბეები ავირბინე,კლასში შევედი,შევედი კი არა შევვარდი. ყველამ მე გამომხედა
-თქვენგან არ ველოდი დაგვიანებას დევდარიანი
-ბოდიშით მას
-დაბრძანდი შენს ადგილას
როდესაც მერხს მივუახლოვდი, ვხედავ რომ ჩემს გვერდით გუშინ რომ კინაღამ მოტოციკლეტით გადამიარა ის ბიჭი ზის. შემდეგ იქაურობა შევათვალიერე. ლიზა რომელიც მანამდე ჩემთან ერთად იჯდა ახლა ტასოს გვერდით ზის.
-გაბრიელას საყურადღებოდ ვიძახი: კლასში ახალი მოსწავლე გვყავს,პარალელური კლასიდან გადმოვიდა, რადგან იქ არ მოეწონა და იმედია წინააღმდეგი არ იქნები შენს გვერდით რომ იჯდეს
-მთელი წელი ასე უნდა ვიჯდეთ?
-დიახ,რა გაგიკვირდათ? ლიზას გადასვლა ნუ გეწყინებათ... ისედაც სულ ერთად ხართ. ასე რომ დაბრძანდი გაბრიელა
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ. ხომ არ გნებავთ საერთოდ მიბრძანდეთ კლასიდან?
ყველაზე ნაკლებად ახლა მასწავლებლების გადამტერება მსურდა, ამიტომ ხმა არ ამომიღია და უხმაუროდ დავჯექი. ამ დროს ამ ტუტუცმა ბიჭმა ხელი გამომიწოდა
-გამარჯობა მე მაქსიმე ვარ. მართალია თავიდან ცუდად აგვეწყო ურთიერთობა მაგრამ იმედია მაპატიებ!
-არრრ...მოიცადე ანუ ბოდიშს მიხდი?
-რა იყო? გაგიკვირდა?
-კი გამიკვირდა. შენნაირი ამაყი ბიჭისგან არ ველოდი.
-ჩუმად იყავით თუ შეიძლება. ერთმანეთი დასვენებაზე გაიცანით. ახლა გაკვეთილი მიმდინარეობს და ხელს მიშლით. მაქსიმემ ტუჩი ოდნავ ჩატეხა, ალბათ ჩემზე ეცინებოდა და მერე ისევ წიგნს ჩახედა.
დიდ დასვენებაზე ჩემს დაქალებს ველაპარაკებოდი ბუფეტში და თან ერთად მივირთმევდით.ამ დროს მაქსიმემ ჩამოიარა თავის ძმაკაცებთან ერთად და თვალი ჩამიკრა. ტასომ მაშინვე შეამჩნია ეს და დაიწყო:
-უკვე გაიცანი გოგოების გულთამპყრობელი?
-რა?...ჰა?...ვისზე ლაპარაკობ?
-ვითომ არ იცის გოგომ...მაქსიმეზე ვლაპარაკობ,მაქსიმეზე
-აა...უბრალოდ ჩემს გვერდით ზის და მეტი არაფერი
-კაი რაა...შენ გგონია ვერ დავინახეთ თვალი რომ ჩაგიკრა?
-ნუ გშურს ტასუნა...დარწმუნებული ვარ ეყოლება საშენო ძმაკაცი...როდესაც გაბი მისი შეყვარებული გახდება, აუცილებლად სთხოვს რომ მოგიძებნოს ვინმე თუ ასე გიჭირს!−ღმერთო, ისევ ლიზა...საუკეთესოა! უბრალოდ ვაღმერთებ ამ ადამიანს!
-არა არ მშურს...უბრალოდ ამდენი კარგი გოგოა და მაინცდამაინც გაბი რატომ...
-მემგონი ამ სკოლაში ერთადერთია ვისაც გარეგნობასთან ერთად გემოვნებაც აქვს
შემდეგ სვეცკურად თვალი ჩაუკრა,საჭმელს მორჩა და ჩვენ ორი ერთად გავეშურეთ კლასისკენ.
-საუკეთესო ხარ ლიზა!
-მე კი ვარ საუკეთესო,მაგრამ ახლა უნდა მომიყვე რა ჯანდაბა მოხდა შენსა და ამ ვიღაც მაქსიმეს შორის
და მეც ყველაფერი მოვუყევი...
-ვაუუუ! ბომბააა....გაბრიელას ამ 12წლის განმავლობაში რაც ვიცნობ ვიღაც მოეწონა! წლის სენსაციააააა!
-კაი ასე ხმამაღლა ნუ ყვირი,ვინმეს მართალი ეგონება!
-არ არის თუ?
-არა, ასე არ არის. პირიქით ძალიან ამაყი და დამპალი ბიჭია.
-ანუ გნიდა ბავშვია?
-ღმერთო მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ
-კარგი.ცეკვებზე რა გადაწყვიტეთ?
-არ ვიცი რამდენად გაგეხარდება,მაგრამ მე გადაწყვეტილება მივიღე და ამის შეცვლას აღარ ვაპირებ...−ლიზას სახე მოეღუშა...აშკარად უარყოფით პასუხს ელოდა−მე ვბრუნდებიიი!
-ღმერთო გაბი საუკეთესო ხარ! მიყვარხარ! მიყვარხარრრრრრრრ!
-კაი კაი დაწყნარდი! სხვები რას ამბობენ?
-ყველა თანახმაა! მაშინ თაკო მასწს შვეხმიანები და დავაზუსტებ ყველაფერსსს...
-ოქეი..
-კაი. იმ გნიდა მაქსიმემ ამახია მერხი,ასე რომ მომიწევს ტასოსთან მთელი წელი ჯდომა...
-გაძლებას გისურვებ!
-შენც ასევე ლამასო!
ნუ როგორც იქნა დამთავრდა ეს საოცრად უაზრო გაკვეთილები და გავაღწიე სკოლიდან! ლიზას დავემშვიდობე და რახანც გრილოდა გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა.სუფთა ჰაერი მჭირდებოდა!
ამ დროს ვიღაც დამიდგა გვერდით
-ღმერთო ვითომ სკოლაში არ მეყოფოდი,ახლა გარეთაც უნდა გხედავდე?
-რატომაც არა...მთელი წელი უნდა ამიტანო
-საერთოდ რატომ გადმოხვედი ჩვენს კლასში? იმ კლასის გოგოებიდან არცერთი არ მოგეწონა და ახლა ჩვენ კლასს მოადექი?
-ნაწილობრივ კი...−და მხრები საყვარლად აიჩეჩა...
რაღაცის თქმა დავაპირე,მაგრამ ტყუილად მოვიშლიდი ნერვებს ასე რომ გავჩუმდი...
-ანუ ბოდიში მიღებულია?
-არ ვიცი...ვიფიქრებ მაგაზე−ვუთხარი და თან უაზროდ დავეკრიჭე
-კაი...სახლამდე მიგაცილებ
-უკაცრავად?
-რა იყო? მოხდა რამე?
-არა რა უნდა მომხდარიყო. უბრალოდ ადამიანმა რომელმაც წინა დღეს კინაღამ გამიტანა და ყველაფერთან ერთად მადლობასაც მთხოვდა იმიტომ რომ რაღაც ნაკაწრისთვის ფული არ გადამახდევინა, მეორე დღეს მოდის და ჯერ ბოდიშს მიხდის,მერე კი სახლამდე მაცილებს...
-მომისმინე...−თან გაჩერდა,მომიბრუნდა და დაიწყო−იმ დღეს გაბრაზებული ვიყავი ვიღაცაზე და არც კი ვუფიქრდებოდი ისე უაზროდ ვისროდი სიტყვებს,გასაგებია?.. შეიძლება შენ არ განაღვლებს ეს,მაგრამ მე მანაღვლებს...თავს დამნაშავედ ვგრძნობ ასე რომ გელაპარაკე და მინდოდა ბოდიში მომეხადა და დავმეგობრებულიყავით. თუ მიიღებ ბოდიშს გამიხარდება თუ არადა, იმას მაინც ვერ იტყვი რომ არ ვეცადე ყველაფრის გამოსწორებას...
ვაუ ამას არ ველოდი...ცოტახანი ჩუმად მივდიოდი.არ ვიცოდი რა მეთქვა...ალბათ არც მან იცოდა...
-ბოდიში მიღებულია!−არც კი ვიცი რატო ვთქვი ეს..თითქოს ჩემდა უნებურად აღმომხდა ეს სიტყვები.
-კაია...გამიხარდა! ანუ მეგობრები ვართ?
-არც იოცნებო
-კაი,კაი ჯერჯერობით ესეც საკმარისია.−და ტუჩის მარჯვენა კუთხე ოდნავ ჩატეხა.
ჯერჯერობით?..რა?...კაი ამაზე ფიქრი ახლა არ ღირს...
-აი სახლამდეც მოვედით.მადლობა მოცილებისთვის! თუმცა სხვადროისთვის აღარ შეწუხდე
-არ ვწუხდები ასე რომ არ ინერვიულო.აბა მაგრად.
-ნახვამდის.
ღმერთო რა ნახვამდის...რა დებილი ვარ...
სახლში შევედი,ტანსაცმელი გამოვიცვალე, ცოტა წავილუკმე და სამეცადინოდ დავჯექი...როდესაც მეცადინეობა დავამთავრე,ლოგინზე წამოვწექი და დღევანდელი ამბების გადახარშვა დავიწყე:
1.რატომ დამიჯინეს მაქსიმე მაინცდამაინც მე გვერდით?
2.თვალი რატომ ჩამიკრა დიდ დასვენებაზე?
3.როდესაც ვუთხარი რომ ჩვენს კლასში იმიტომ გადმოხვედი რომ იმ კლასის გოგოებიდან არცერთი არ მოგეწონა და ახლა ჩვენ კლასს მოადექი მეთქი, რატომ მიპასუხა ნაწილობრივ კიო?
4.ვისზე იყო გაბრაზებული იმ დღეს კინაღამ რომ დამეჯახა?
5.რატომ უნდა ჩემთან მეგობრობა?
6.რატომ მომაცილა სახლამდე?
7.რა ჯანდაბას გულისხმობდა სიტყვა ,,ჯერჯერობით’’-ში?
ამ ყველაფერმა გონება გადამიწვა და ამიფეთქა...
ამ ფიქრებში გართულს ისე მომერია ძილი რომ ვერც გავიაზრე და მალევე დამეძინა...

P.S.ბოდიშით თუ ეს თავი ისეთი არ იქნება როგორსაც ელოდით.უბრალოდ ჩემი დის დაბადების დღე იყო და გვიან დავიწყე წერა,ნახევრად მძინარემ და როგორც კი მოვრჩი ეგრევე ავტვირთე...იმედია მოგეწონებათ!
და კიდევ თქვენი აზრი მაინტერესებს:ანუ ტურნირი ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე იყოს თუ ჰიპ-ჰოპი, ბრეიქდანსი და ა.შ.?
აუცილებლად დაწერეთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ კარგიც და ცუდიც,ყველაფერი მაინტერესებს...



№1  offline წევრი LSD

Santeresod ganvitarda movkenebi magram simartle gitxra vicodi rom maksime bodishs mouxeidia❤️❤️Cota vazardee raa tavebiii❤️❤️
Xo kide chemis azrit kartul cekvebze jobs konkursis gaketeba imitom rom ufro saintereso ikneba ❤️❤️ Radgan kvela visac ragac konkursi konda gaketebuli(istoriebshi)xan hip-hopze an ragac egetzee amitom kartul cekvebze jobs ❤️❤️

 


№2 სტუმარი gggg

Chemi azrit tanamedrove cekvebi dzalian momwons gaagrdzele<3

 


№3  offline წევრი Lily Morgan

LSD
Santeresod ganvitarda movkenebi magram simartle gitxra vicodi rom maksime bodishs mouxeidia❤️❤️Cota vazardee raa tavebiii❤️❤️
Xo kide chemis azrit kartul cekvebze jobs konkursis gaketeba imitom rom ufro saintereso ikneba ❤️❤️ Radgan kvela visac ragac konkursi konda gaketebuli(istoriebshi)xan hip-hopze an ragac egetzee amitom kartul cekvebze jobs ❤️❤️

მადლობა!! <3 <3 გავითვალისწინებ ყველაფერს! <3 <3 <3

gggg
Chemi azrit tanamedrove cekvebi dzalian momwons gaagrdzele<3

მადლობა! <3 <3 ჯერ ვერ გადავწყვიტე და ვნახოთ რა იქნება! <3 <3 <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ესეიგი, კაი გოგო ხარ შენ, სამივე თავი ერთად წავიკითხე. შეცდმოებიც აღმოვაჩინე, როგორც მივხვდი კრიტიკა არ გწყინს ამიტომ პირადში გამოგიგზავნი ვეებერთელა მესიჯს :დდ❤❤ წარმატებები ❤❤
პ.ს. ამ გოგოს სახელი და გვარი მომეწონა ძალიან ❤❤:დდ
--------------------
M.D

 


№5  offline წევრი Lily Morgan

La Llorona
ესეიგი, კაი გოგო ხარ შენ, სამივე თავი ერთად წავიკითხე. შეცდმოებიც აღმოვაჩინე, როგორც მივხვდი კრიტიკა არ გწყინს ამიტომ პირადში გამოგიგზავნი ვეებერთელა მესიჯს :დდ❤❤ წარმატებები ❤❤
პ.ს. ამ გოგოს სახელი და გვარი მომეწონა ძალიან ❤❤:დდ

მადლობა დიდი! <3 <3 <3 წერილს გავხსნი ახლავე! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent