შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (სრულად)


25-06-2017, 20:55
ავტორი La Llorona
ნანახია 6 773

პირველი თავი
-ნინა ადექი, დაგაგვიანდება. - გავიგონე მამაჩემის სასიამოვნო ხმა.
-ბატონო დავით, მაცალე ძილი. - ამოვიზმუილე.
-ნუ მეძახი ეგრე, თორემ მოგხვდება. - არასდროს მოსწონდა როდესაც ფორმალურად მივმართავდი და მუდამ ბუზღუნებდა,მე კი მიყვარს მისი ბურტყუნი.
-უიმე, უჟმურო, ვდგები ხო. - ვუთხარი და ავდექი. მამა გავიდა. მოკლედ გაგეცნობით, სანამ ვემზადები. მე ნინა მეტრეველი ვარ, 17 წლის. და-ძმა არ მყავს, დედა 4 წლის ასაკში გარდამეცვალა და მას მერე მხოლოდ მამა მყავს და ერთმანეთს ვავსებთ. მამა ბიზმესმენია და ფულიც არ გვაკლია. გვაკლია კი არა თავზე საყრელად გვაქვს. დაცვაც გვყავს და დამხმარეებიც. ასე ვთქვათ, ჩემი ერთადერთი მეგობრები. ჩემი პირადი დამხმარე ქეთა, ჩემი საუკეთესო მეგობარია და ერთადერთი სკოლაში არ დავდივართ ერთად, თორემ ისე სულ ერთად ვართ. მეგობრად ქეთას შეყვარებულს დათასაც ვთვლი.დათა ჩემი მძღოლია და ერთმანეთი ჩემს სახლში გაიცნეს.
-ნინა, დროზე. - დათას ხმა გავიგე ქვემოდან, მეც არ დავაყოვნე და ჩემს მოკლე ქვედა ბოლოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუსაბამე და კაკუნით ჩავედი ქვემოთ.
-წავედით, დათა. - ვუთხარი ბიჭს და მანქანაში ჩავჯექი.
-ჩემი უჟმური, როგორ ხარ? - მომიკითხა დათამ.
-კარგად შენ, ჩემო კუკუსკა? - ასეთ მიმართვაზე გიჟდება და მთელი დღე მხიარულად დადის.
-მეც კარგად. - თვალებგაბრწყინებულმა მითხრა და მანქანა დაქოქა. მთელი მგზავრობის დროს ხმა არ ამომიღია. 10 წუთში კი სკოლაში ვიყავით.
-ნუ დამელოდები,დღეს ჩემით მოვალ. - გავაფრთხილე დათა და სკოლაში შევაბიჟე. "ნაწკა და სოფკა" გავიფიქრე ჩემკენ მომავალი გოგოების დანახვისას.
-როგორ ხართ, გოგჩოებო? - მივმართე და ორივე გადავკოცნე.
-ნი, გაიგე? ლუკას ანასთვის უღალატია. - დაიწყო ნაწკამ
-ვაიმე, მართლა? - ხმა დამიწვრილდა.
-ხო გოგო, მოღალატე ყოფილა ეგ, არადა რა სიმპაწიაა. - თვალები მინაბა სოფკამ. ბიჭების გიჟები არიან ორივე და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ საწოლში აღმოჩნდნენ.
-ნი, გუგა მოდის შენკენ. - გუგა ჩემი შეყვარებულია და ძალაინ მომწონს. სე*ქსი კი არა ,ერთმანეთისთვის ნაკოცნიც კი არ გვაქვს.
-ნინა, გშორდები. - მოვიდა და ასე ორ წამში მომახალა, რომ მშორდებოდა. რა ვიგრძენი? ცრემლები სახეზე, გულის არეში ტკივილი და ხალხის გაოცებული მზერა. პირველად მეტკინა ასე, ბიჭის გამო გული და იმედგაცრუებული ვარ. ცრემლები მოვიწმინდე და ირონიულად გავიღიმე.
-ჩემზე უკეთესი გეპოვნოს. - მივახალე და კლასში შევედი. დავჯექი. ჩემს გგვერდითა მერხზე "ქუჩის ბანდა" შეკრებილიყო და რაღაცაზე იცინოდნენ. "ქუჩის ბანდა" ორი ბიჭის და ერთი გოგოსგან შედგება, რომელიც "ქუჩის ცეკვებს" ცეკვავენ და ჩაცმის ქუჩური სტილი აქვთ. ვერცერთს ვერ ვიტან, მძულს მათი ჩაცმის სტილი. ამიხსენით გოგოს როგორ უნდა ეცვას მუდამ შარვალი და კედები? ხელზე ბენდენა როგორ უნდა ეკეთოს? ან თმები სულ შეკრული როგორ უნდა ქონდეს? მათ ყოველთვის ამრეზით ვუყურებდი და არც ეხლა იყო გამონაკლისი. პირველი ისტორია გვქონდა, ისტორიის მასწავლებელთან ერთად ცეკვის მასწავლებელიც შემოვიდა.
-ბავშვებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს. ვაკეთებთ პროექტს და დაგაჯგუფებთ. პირველ ჯგუფში იქნებინ: ნინა, თორნიკე, დამიანე და თამარი. - რა? არ არსებობს, მე ამ ბანდასთან?
-ხუმრობთ? - ვკითხე მასწავლებელს.
-ნინა, არ ვხუმრობ და თუ შეიძლება ერთად დადექით. - სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა.

მეორე თავი
-ნი, გაგიტყდა? - ღმერთო ეს რა უბედურება სიტყვაა?
- უკაცრავად? - ვუყურებდი ირონიულად მომღიმარ დამიანეს და მისი ცემა მინდებოდა.
- გადაგითარგმნო შენს ენაზე? - ისევ ირონია.
- არ არის საჭირო. - ჩავიბურტყუნე და ზურგი ვაქციე სამივეს.
-მოკლედ, კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო მოცეკვავე გუნდი და ამისთვის გაქვთ ორი თვე. - მასწავლებელი ხსნიდა და ყბაჩამოვარდნილი ვუსმენდი. მოვტრიალდი და ბავშვებს გავუღიმე.
-იმედია,კარგად ცეკვავთ. - დაიმედებულმა ვუთხარი და თვალი მოვავლე მათ.
- აუ,მაგრად გამიტყდა, გოგო. - თორნიკემ ბიჭურად თქვა.
- ნუ ლაპარაკობ ესე გთხოვთ!
- კარგი, სესტრა! - ჩემი ნათქვამი გაატარა და გამიღიმა.
- კარგი სესტრა კი არა კარგი დაო, ესე უნდა მითხრა.
- მომაშორეთ, ეს გოიმი აქედან. - დაიყვირა თამარმა, თორნიკეს ხელკავი გამოდო და წავიდნენ.
- გოიმი მან მე მიწოდა? - თითი მივიდე მკერდზე და გავიოცე.
- ხო, შენ გიწოდა. - დამცინა დამიანემ და ისიც წავიდა. მეც მათ დავედევნე უკან. მაინც მომიწევს შევეგუო მათ, ამიტომ ჯობია დღესვე დავიწყო.
- დამელოდეთ. - გავძახე მიმავალ ბავშვებს და ფეხსაცმლის კაკუნით წავედი მათკენ.
- ოჰ, მოდის პრინცესა. - ირონიულად ჩაილაპარაკა დამიანემ.
- მომისმინე, გოგონი! თუ ჩვენთან მეგობრობა გინდა იმ სოფკას და ნაწკას ჩამოშორდები, მაღალქუსლიანებს დაივიწყებ და ლაპარაკში აღარ ჩაგვეჩრები. - პირობა წამომიყენა თამარმა და ირონიულად გამიღიმა.
- პასუხს ხვალ გეტყვით. - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ მეთქვა და დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე.
- ისე, შენი მძღოლი სად არის? - მკითხა თორნიკემ.
- სახლში გავუშვი, დღეს ისვენებს.
- ოხ,როგორ იკადრე მის გარეშე წამოსვლა? - ისევ დამიანე, ისევ ცინიზმი.
- უბრალოდ, თქვენ როგორც იტყვით ხოლმე, არ გავუტეხე და დღეს შეყვარებულთან ერთად გაატარებს.
- ეს უკვე მომწონს. - გაიცინა თოკომ. ჰმ, თოკომ? როდის მერე სახელის შემოკლებები?
- კარგი ჩემი წასვლის დროა,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. - დავემშვიდობე და სახლში შევაბიჯე.
- ქეთა, მოვედი. - გავძახე გოგოს და კიბეზე ავედი. ქეთაც ამომყვა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და გუგაც გვარიანად გამოლანძღა. ბოლოს კი შემოთავაზებაზე ვუთხარი.
- მგონი კარგი აზრია, იმ გოგოების მოშორება, ვერ ვიტან მათ. არ გიმსახურებენ შენ.
- ქეთა, ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათი მიტოვება ასეთი ადვილი არ არის.
- შენ გადაწყვიტე. - მითხრა ბოლოს ქეთამ და გავიდა. მარტო დამტოვა ჩემს ფიქრებთან.საწოლში შევწექი და დაძინება ვცადე. გუგა საშინლად მომექცა, მაგრამ რატომღაც არ ვარ ცუდად. არა გაბრაზებული ვარ, რომ დამამცირა, მაგრამ არ ვგრძნობ მონატრებას,გულის ტკივილს, ალბათ იმიტომ, რომ არ მიყვარდა. ხო ასეა არ მიყვარდა და იმიტომ არ მივტირი მას. მახსოვს გუგა როგორ გავიცანი, ერთმანეთს მაღაზიაში შევხვდით, კაბა ამარჩევინა ჩემი დაბადების დღისთვის და ისიც დავპატიჟე. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობდა. ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. მე ვუღიმოდი, ის მიცინოდა და ასე გავლიეთ ერთი წელი. შემდეგ სიყვარული ამიხსნა და ერთი წელი ბანალური შეყვარებულებივით გავატარეთ. ვჭამდით ნაყინს, ხელიხელჩაკიდებულები დავსეირნობდით პარკში და ერთმანეთს თვალებში შევციცინებდით. ერთ დღეს ჩემი კოცნა სცადა, მე კი არ მივეცი ამის უფლება. უბრალოდ ვცდილობდი ბავშვად დავრჩენილიყავი. არ მინდოდა გაზრდა. ამან კი ჩვენი დაშორება გამოიწვია. არ ვღელავ, მაგრამ გუგა მომენატრება დარწმუნებული ვარ. "ქუჩის ბანდის" შემოთავაზება მაშინებს, არ შემიძლია ასე უბრალოდ დავივიწყო სოფკა და ნაწკა(თვითონ უნდათ რომ ასე დაუძახონ) ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან, ასე რომ შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი.ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
დილით ქეთას ყვირილმა გამაღვიძა.
- დათა, დამსვი!
- ნუ წიკვინებ, დაგეჯერა ჩემთვის და არ მოვიქცეოდი ასე. - ბოლო სიტყვები ჩემს ოთახში გაისმა და დათა შემოვიდა,ქეთა კი ზურგზე ყავდა მოგდებული.
- კუკუსკა, რა ხდება? - მივმართე ბიჭს და თვალი ჩავუკარი.

მესამე თავი
- ნინა, მიშველე. - ისევ დაიწივლა ქეთამ და დათას ზურგში ხელები დაუშინა.
- რა ხდება, ბავშვებო, აქ? - ვერც კი შევნიშნე როდის შემოვიდა მამაჩემი. ისეთი მკაცრი სახე ქონდა კინაღამ ტაში დავუკარი და ოსკარი გადავეცი. დათას და ქეთას სახე, რომ გენახათ... აღარ დავასრულებ.
- ბატონო დავით, ჩვენ... ჩვენ უბრალოდ... უბრალოდ. - დათას ზურგიდან ჩამოსული გოგო ლუღლუღებდა და თითებს იმტვრევდა.
- კაი რა იყო გოგო, ვიხუმრე. - გადაიხარხარა მამამ და თვალი ჩაუკრა გაოცებულ გოგონას.
- ნი, მიდი მოემზადე და სკოლაში წადით. ქეთა, შენ მე გამომყევი. - ღიმილნარევი ხმით გვითხრა და აწითლებულ ქეთისთან ერთად ოთახიდან გავიდა.

***
სკოლაში შევედი და ღიმილით ვეძებდი გოგოებს. კლასში შევედი და იქ არ დამხვდნენ, არც საპირფარეშოში. სპორტდარბაზშიც გადავწყვიტე ჩასვლა და კიბეზე ვიყავი, როცა ნაწკას ხმა გავიგე.
- მიდი მაკოცე, ჩემო გიჟო.
- ნამდვილი სექსბომბა ხარ. - ეს ხმა კი გუგას ეკუთვნოდა.
- აუ,სახლში განაგრძეთ, არავინ შემოგისწროთ. - "სოფკაც" არ ყოფილა მთლად ერთგული. ცრემლები შემომაწვა და თავში ამომიტივტივდა მოგონებები. ხუთი წლისები ვიყავით, მოკლე კაბები გვეცვა და ერთმანეთს თოჯინების მოვლაში ვეხმარებოდით. ათი წლისებისას ერთმანეთს ნაყინების გამო ვეჩხუბეთ და მშობლებმა ძლივს შეგვარიგეს. შემდეგ გავიზარდეთ. ისინი მხოლოდ ჩაცმაზე და ბიჭებზე ფიქრობდნენ და 15 წლის ბავშვებს ქალიშვილობა უკვე დაკარგული ქონდათ და ნებისმიერ გამვლელს უწვებოდნენ. ობოლი ცრემლი მოვიშორე. მე ვანახებ მათ, როგორ უნდა გართობა. "არ ვიტირებ, მე ასეთი არ ვარ, არ ვიტირებ, არა." თავი შევაგულიანე და ნაბიჯი გადავდგი, მათკენ წავედი.
- ნაბი*ვარი და ორი ბო*ი,ნამდვილად კარგი ტრიოა. - ირონიულად გავიღიმე და ტაში დავუკარი, დავინახე როგორ შეცბნენ სოფო და ნანა.
- რა იყო დამუნჯდით? - ირონიას არ ვკარგავდი.
- ნი, ყველაფერს აგიხსნით. - დაიწყო ნანამ.
- ნი არა ნინა და არ მჭირდება არაფრის ახსნა. აქ მხოლოდ მე ვლაპარაკობ. როდესაც შემხვდებით, ვითომ არ მიცნობთ და საერთოდ დამივიწყეთ. -გუგამ ირონიულად ჩაიღიმა, სოფო შეიშმუშნა, ხოლო ნანა უემოციოდ მიყურებდა. წამოვედი და კლასში ავედი. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და დათას დავურეკე. ვთხოვე, რომ წამოვეყვანე. ხუთ წუთში გზაზე ვიყავით და დათა ქეთის შესახებ მიყვებოდა.როცა მივედით, ეგრევე ჩემს გარდერობში შევიხედე და რამოდენიმე, საუკეთესო მაღალქუსლიანის გარდა ყველა სარდაფში ჩავიტანე და იქვე დავაგდე. შავი სპორტული ზედა და შარვალი ჩავიცვი, ნაცისფერ ბოტასებთან ერთად. მაკიაჟი მოვიშორე და გაშლილი თმები კოსად შევიკარი და გარეთ გავედი. არ ვიცი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, მაგარამ ეს უნდა გამეკეთებინა. "ბნელი ქუჩისკენ" წავედი და თან ირგვლივ ვიხედებოდი. მალევე მოვკარი თვალი "ჩემებს" და მათკენ წავედი. როცა დამინახეს უცნაურად შემათვალიერეს და გაოცებულები მიყურებდნენ.
- თანახმა ვარ. - პირდაპირ ვუთხარი და გავიღიმე.
- ნინა, შენ ხარ თუ მეჩვენები? - მკითხა თამარმა.
- მე ვარ. - ამოვილაპარაკე წარბებშეკრულმა.
- ხო, მაგრამ ესე ადვილად როგორ დათმე შენი დაქალები? - დაქალები განსაკუთრებით ირონიულად წარმოთქვა დამიანემ.
- მოღალატეებთან მეგობრობა იგივეა რაც საკუთარი თავის დაბეზღება ან მოკვლა. - გავიღიმე.
- უკვე ჩემი და ხარ. - თოკო ჩემკენ დაიძრა და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები და გავუცინე.
- ცეკვის დადგმას როდის ვიწყებთ? - შემართებით ვკითხე ბავშვებს.
- გოგო, რა დროის ცეკვაა? ჯერ ილეთები უნდა ისწავლო, შემდეგ კი ცეკვასაც დავდგამთ. - მიპასუხა თამარმა და თოკოს ხელში ჩაარტყა.
- როგორც გავიგე ორი ცეკვა უნდა დავდგათ და რას იტყვი? - თოკო მომიბრუნდა და თან ხელს იზელდა.
- ვალსის და ბრეიკდანცის დადგმას ვფიქრობდი.- მხრების ჩეჩვით ვუპასუხე.
- ვალსის? - სამივემ ერთდროულად წამოიყვირა.
- ხო, მე კარგად ვიცი და გასწავლით. - ღიმილით ვუპასუხე. - მასწავლებელთან შევათანხმე და თანახმა არიან ორ-ორი ბავშვი დავიმატოთ და წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
- არა და შენი ვარიანტები ვინ არიან?
- ქეთა და დათა. ვალსი იციან შესანიშნავად, არ დაგვაღალატებენ.
- კარგი ხო. - დაიბუზღუნა თამარმა. - დაურეკე და მოვიდნენ. - 5 წუთში მართლაც ჩვენთან იყვნენ და გაოცებულები მომჩერებოდნენ.
- ყველაფერი დაფქვი. - გამოფხიზებულმა დათამ ამოილაპარაკა.
- რა ვქნა? - მისი სიტყვების არსს ვერ ჩავწვდი. გავიგონე დამიანეს და თამარის ირონიული ჩაცინება და თოკოს ფხუკუნი.
- ყველაფერი მოყევი-ო. - ამიხსნა ქეთამ. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და კონკურსზეც ვუთხარი. რა თქმა უნდა, დამთანხმდნენ.
- დარბაზი გვჭირდება სადაც ვიმეცადინებთ. - ვთქვი და ჟაკეტი შევისწორე. - ამიტომ, გადავწყვიტე ჩვენს სპორტდარბაზში ვივარჯიშოთ ხოლმე. - პასუხის მოლოდინში გავინაბე.
- კარგი. - ხუთივემ ერთად თქვა და სახლის გზას დავადექით მე, ქეთა და დათა. დანარჩენები კი იქ დავტოვეთ.

***
- რას შვრები? - გვერდით მომიჯდა თოკო და გამიცინა.
- რავი არაფერს, ვცდილობ ხალხის მზერას დავემალო.
- კაი რა, მე მომწონს შენი ჩაცმის ახალი სტილი.
- თოკო, ერთნაირი სტილი გვაქვს. - სულელივით გავუცინე.
- ჰმ, თოკო?
- ნუ დამცინი, აბა ამდენჯერ ხო არ ვიტყვი შენს სახელს? - აწითლებულმა შევხედე.
- ვიხუმრე, ხო იცი უკვე ჩემი და ხარ და შეგიძლია ყველაფერი მითხრა. - გამიცინა და თავის მერხთან გადაჯდა, რადგან მასწავლებელი შემოვიდა. გაკვეთილები უაზროდ გაიწელა, მე კი ზურგი მიხურდა, დამიანეს მზერა მიწვავდა, მაგრამ ჯიუტად არ ვიხედებოდი უკან. ამას თან ჩემი "დაქალების" ყურადღებაც ემატებოდა და სულ ახურებული ვიყავი.

მეოთხე თავი
- გინდა გავიდეთ? - შემომთავაზა თამარმა, მორჩილად თავი დავუქნიე და უკან გავყევი.
- კარგად ხარ?
- არა, არ ვარ. - ვთქვი და ცივი წყალი სახეზე შევისხი.
- დამშვიდდი, არაფერია სანერვიულო, უბრალოდ ხალხი ყველაფერზე ჭორაობს. - თითქოს დამამშვიდა მისმა სიტყვებმა, მაგრამ მან რა იცოდა, რა მჭირდა?
- რამე შეიცვალა? - უხეშად ვკითხე.
- რა? - თვალები დაახამხამა და გაოცებული მომაშტერდა.
- შენს ქცევას ვგულისხმობ. - უფრო დაწვრილებით ვუთხარი და პასუხს დაველოდე.
- შენ პირობა შეასრულე. დაქალებს ჩამოშორდი, ჩაცმის სტილი შეიცვალე, მიუხედავად იმისა, რომ ასე გიჭირს. გწყინს ხალხის მზერა და ახლა ჩვენი მხარდაჭერა გჭირდება და არა ლანძღვა. მე უკვე მეგობრად გთვლი, ოღონდ არ მაეჭვიანო. - მონოლოგი დაასრულა და მე გაოცებულმა, თითქმის თვალები გადმოვყარე.
- შენ რა თორნიკე გიყვარს? - აწითლდა და თავი ჩახარა.
- არ არსებობს. - წამოვიკივლე და თამარს მივეხუტე.
- მადლობა, ცოტა დავმშვიდდი, გავიდეთ. - გავუღიმე და გარეთ გავედი.
- სად იყავით? - იკითხა დამიანემ და თვალი ჩამიკრა.
-ტვალეტში. - ჩვეულებრივად ჩაილაპარაკა თამომ, მე ავხურდი.
- საპირფარეშოში. - ამოვიგმინე და უხერხულად გავიღიმე.
- რა მნიშვნელობა აქვს? - ხელი აიქნია და ჩემს ჩანთას დაწვდა. მომაწოდა და გამაფრთხილა.
- ხუთზე მოვალთ და მზად იყავი, არ მიყვარს ლოდინი.
- კარგი. - დამჯერი ბავშვივით დავუქნიე თავი და გარეთ მივდიოდი, როდესაც წინ გუგა გადმომიდგა.
- სად მიდიხარ, პატარავ? - გულისამრევი ხმით მითხრა, მე კი სახე დავმანჭე იმის ნიშნად, რომ ამაზრზენი იყო. გვერდი ავუარე და კარები გამოვაღე. გამოსვლისას მაინც გავიგონე მისი ჩუმი გინება და თუ როგორ მიწოდა ძუ*კნა. გავატარე და დათას დანახვისას გამეღიმა.
- დადუ, რატომ მოიწყინე?
- ქეთას ვეჩხუბე. - მიპასუხა სიმწრის სიცილით.
- მერე რა, შერიგდებით. - გამამხნევებლად დავკარი ხელი მხარზე და გავუღიმე. ის დუმდა, მე მის დუმილს ვუსმენდი.ბოლოს, მე ამოვიღე ხმა.
- წავიდეთ და გზაში მომიყევი რატომ იჩხუბეთ. - ჩავჯექით, მანქანა დაძრა. ბიჭი ჯიუტად დუმდა.
- ჰე, მითხარი ახლა.
- რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ლაშას არ შეხვედროდა. ის კი მაინც იგივეს აკეთებს. -ძარღვებდაჭიმული მელაპარაკებოდა და მეშინოდა არ დამსკდარიყო, მისი ვენები. დათა საშინლად ეჭვიანია და შეუძლია ეჭვიანობს დროს ვინმე მოკლას. ქეთაც არასწორად იქცევა, ლაშა ნამდვილი არაკაცია. ის კი შეხვედრას, მაინც აგრძელებს. არ მესმის მისი, როდესაც გვერდზე დათასნაირი ბიჭი გყავს სხვას როგორ უნდა შეხედო. დათა ცისფერთვალება, ქერა ბიჭია. სპორტული აღნაგობით და თავისი განსაკუთრებული ვარცხნილობით.
- ჰეი, რაზე ჩაფიქრდი? - ხელი ამიქნია ცხვირწინ ბიჭმა.
- არაფერი, ისე. - გავიღიმე და უკვე გაჩერებული მანქნიდან გადმოვედი.
- დათ, შერიგდით, გთხოვ. - მივუბრუნდი და პასუხს არ დავლოდებივარ ისე შევედი სახლში. ქეთას ნახევარი საათი ვეხვეწებოდი, შერიგებოდა დათას. ის ჯიუტობდა. ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და ჩემს ოთახში შევედი. საწოლზე გავწექი და თვალები დავხუჭე. ამ ორმა დღემ ძალიან დამღალა, მომთენთა და ძილის მეტი არაფერი მინდოდა. მაგრამ ვერ შევძელი, ფიქრები არ მასვენებდნენ და მუდამ დამიანესკენ მიჰქროდნენ. მის მწვანე, ღრმა თვალებს მახსენებდნენ და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სულ ხუთი წუთი ჩამეძინა, ისიც თამოს ყვირილმა დამირღვია.
- ხომ გაგაფრთხილე არ დააგვიანო-მეთქი?
- ნუ წივი, ისედაც თავი მისკდება. - აქეთ თოკო წუწუნებდა, იქეთ დამიანე დამყურებდა ირონიული ღიმილით.
- გადით, მე ავაყენებ. - თქვა და ბავშვები გაყარა.
- რა? - წამოვარდი და აბურდული თმის გასწორება დავიწყე.
- რა და უნდა გამოგაფხიზლო. - ირონიულად მომიგო და ჩემკენ წამოვიდა.
- არ მომეკარო. - წამოვიკივლე და მისი გახურებული ხელის მოშორება ვცადე, რომელსაც ადგილი ჩემს წელზე ეპოვა. ხელი უფრო მაგრად მომხვია და გულ-მკერდზე მიმიკრო. არა, ერთმანეთს არ ვეხებოდით, მაგრამ მისი ცხელი სუნთქვა გონებას მიბინდავდა. თვალები მეხუჭებოდა და ყველა ადგილი მეწვოდა სადაც მეხებოდა. მის ტუჩებს ვუყურებდი და ველოდი, რომ მაკოცებდა. მომიახლოვდა. ერთი, ორი და.... შენც არ მომიკვდე. ირონიულად ჩაიცინა.
- მოემზადე და წავიდეთ. - თქვა და ორ წამში გავიდა, მე კი დამტოვა არეული, გაბრუებული. "დამპალი" გავიფიქრე და ჩემსვე ფიქრებზე გამეღიმა. ათ წუთში მოვწრესიგდი და სპორტდარბაზში ჩავედი. თამარი და თოკო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ რაღაცაზე, ქეთა და დათა ერთმანეთზე მიხუტებულები დასცინოდნენ მოჩხუბარეებს. დამიანე სერიოზული სახით ჩაჰყურებდა ტელეფონს, შემდეგ კი ტუჩის კუთხე ჩატეხა, მომაკვდინებლად. "ჯანდაბა რა სიმპატიურია" გავიფიქრე და ჩემსავე ფიქრებზე მწარედ გამეღიმა.
- როგორც იქნა. - თამარმა წამოიყვირა და ადგილზე ხტუნვა დაიწყო. გარეგნულად ძალიან სწერვა ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ბავშვური და კეთილია. მის ქმედებაზე გამეცინა.
- აბა, რას აკეთებთ?
- ბრეიქ დანსის ილეთებს ვასწავლით ამ ორს. - თოკომ ხელი გაიშვირა წყვილისკენ და წარბაწეულმა გახედა. - მაგრამ ვერაფერს აკეთებენ.
- მეც მასწავლეთ! - მითითებისთვის მოვემზადე.
- ამ ილეთს სიქს სტეპი ჰქვია. - ამიხსნა დამიანემ და ზუსტად ექვსი მოძრაობით შეასრულა ილეთი. ყბა ჩამოვარდნილები ვუყურებდით და " დორბლები" მცვიოდა.
- ეს როგორ უნდა ვისწავლოთ? ძალიან რთულია. -ამოიბუზღუნა ქეთამ. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- მაშინ ვინდმილი ვასწავლოთ. - აზრი წამოაყენა თოკომ.
- ეგ ვაფშე რთულია, სულ ვერ ისწავლიან. - თავი გააქნია დამიანემ.
- ქაfი გრაინდერი? - გაიცინა ლაღად თამომ და ხელი ძმაკაცივით მხარზე დამკრა.
- გენიოსი ხარ, თამ, გენიოსი. - გაიცინა დამიმ და შედარებით მარტივი ილეთი გააკეთა. მოიცა, მოიცა რა ვუწოდე? დამი? არა, კაცო, დამიანე უნდა მეთქვა.

***
ორი კვირის შემდეგ

- მხრებში გასწორდი-თქო მე ვის ვეუბნები. - მხრებში ჩავარტყი დამიანეს და თავი გადავაწევინე. ვალსი ძალიან რთული და ემოციური ცეკვაა. წყვილებიც სწორად შევარჩიეთ, ემოციებს ერთმანეთის მიმართ სწორად გადმოვცემთ, მაგრამ მიჭირს. როგორია ეცეკვო ასეთ მომხიბვლელ და სიმპატიურ ბიჭს? როგორია გეხებოდეს მისი მოვლილი და თლილი თითები მხრებზე, წელზე?
- დასვენება არ გვაწყენდა. - ამოიოხრა დათამ და წყალი მიიყუდა.
- მერე, ხომ ისვენებ? - ცინიკურად გაუღიმა თამარმა.
- ცხელა, თბილისში ვიგუდებით, წავიდეთ მთაში ან ზღვაზე და დავისვენოთ ორი კვირით. - თავისი იდეით კმაყოფილი დათა გაიჯგიმა და ქეთა მიიხუტა.
- მართლა კარგი აზრია, ჩემი ჭკვიანი. - აკოცა ქეთამ დათას.
- მე არ გიყურებთ, პატარა ვარ ჯერ. - თვალებზე ხელებმიდებულმა დამიანეს ზურგს შევაფარე თავი.

მეხუთე თავი
- წამო ჩვენ გავიდეთ. - მითხრა დამიანემ და გარეთ "გამათრია".
- შენი აზრით, გავიმარჯვებთ? - ვკითხე და მის მკერდს დავაკვირდი. მშვიდად ადიოდა და ჩადიოდა. მიწაზე დაჯდა და მეც თავის გვერდით მომისვა. მხარზე მიმიხუტა და უსასრულობას გახედა. ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა და გული წამში ათასჯერ ცემდა. ესმოდა, დარწმუნებული ვარ ესმოდა ჩემი გულის ხმა და მისი გული ცდილობდა ჩემთან ერთად ეფეთქა. გახურებული ტუჩები საფეთქელზე მომაკრო და ცხელი კოცნა დამიტოვა. პასუხს ველოდი, მაგრამ არ ჩანდა. ამოვიოხრე.
- მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ერთად გავიმარჯვებთ და ბედნიერები ვიქნებით, რა თქმა უნდა ერთად. ხო, ერთად მე, შენ, ქეთა, დათა, თამარი და თოკო. მთავარია ერთმანეთი გვყავს და გავიმარჯვებთ თუ არა ეს ბევრს არაფერს წყვეტს. - ხელები წელზე შემომაჭდო და კალთაში ჩამისვა.
- მაგიჟებ. - ამოიოხრა და თავი ჩემს თმებში ჩამალა. ვდუმდი, ყველაზე მარტივი გამოსავალი დუმილია, ყველაზე ლაჩრული დუმილია, ყველაზე ტკბილი დუმილია, ყველაზე მწარე დუმილია, მაგრამ მაინც ყველაზე მარტივია.
- წამოდი, ჩალაგდით და წავიდეთ სადაც გინდათ. -მითხრა და შუბლზე მაკოცა.
- დღესვე? - აღმომხდა.
- ხო, დღესვე. - გამიღიმა და საფეთქელზე კიდევ ერთხელ მაკოცა. ტანში დამიარა და ამის დასაფარავად წამოვიკივლე.
- აააააა, მაგარია. - კისერზე ჩამოვეკიდე ბიჭს. შემდეგ, მოვშორდი და გოგოებს მივახტი.
- დღესვე მივდივართ. - ერთ ხმაში ვკიოდით და მომავალ დასვენებაზე მაჟრჟოლებდა.

***
- არ არსებობს სვანეთში ვართ. - ჩავიჩურჩულე და გოგოებს მივეხუტე.
- რა ბედნიერებაა, ოცნება ამიხდა. - იკრიჭებოდა ქეთა და თვალებით შეყვარებულს ეძებდა.
- ქეთა, გაბრაზებულია, წადი და დაელაპარაკე. -ვუთხარი და ღიმილით მოვემზადე მისი ბუზღუნის მოსასმენად იმის შესახებ, რომ ამას ვერ გააკეთებს თავისი პრინციპების გამო. შევცდი, სასიამოვნოდ შევცდი. უხმოდ გავიდა დათას მოსაძებნად.
- მეც წავალ. - თამომ მითხრა და გავიდა. საწოლზე დავემხე. ქეთამ სიყვარულის გამო პრინციპებს გადააბიჯა. ნეტა მეც ასე მოვიქცეოდი? ალბათ, კი. ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარული არსებობს და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ვოცნებობდი. სისულელეა, მაგრამ ასეა. ვფიქრობდი როგორ მოვიდოდა და ხელზე მაკოცებდა, ვარდებს მომიტანდა და ერთად როგორ ვიცხოვრებდით. ეხლა ვიცი, რომ ცხოვრება ზღაპარი არაა. ცხოვრება ბევრ განსაცდელს გვიმზადებს და გულის სიღრმეში ვიცით, რომ ცხოვრების გამოცდა აუცილებლად თავს მოგვევლინება. მაგრამ მაინც უტეხად გვჯერა, რომ ყველაფერი კარგადაა. ერთ დღეს კი ქარტეხილი დაგვატყდება თავს. დავკარგავთ საყვარელ ადამიანებს, სახლს, ოჯახს, მეგობრებს, ჩვენ კი ვერ ვუძლებთ. მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ცხოვრების გამოცდას და სულიერად არ გატყდნენ.დედა მენატრება, ტკივილამდე მენატრება, მაგრამ მისი დაბრუნება არ შემიძლია. არ შემიძლია მისი ღიმილის, ტკივილის დანახვა. არადა ძალიან მინდა ახლა აქ იყოს და უყურებდეს როგორ ვეკეკლუცები დამიანეს. ზოგს ამის შერცხვებოდა, მაგრამ მე არა. ბედნიერი ვიქნებოდი ეყურებინა თუ როგორ ვიბნევი დამიანეს შეხებისას, კისერში და შუბლზე კოცნისას. დამიანესთან ურთიერთობა მაფრთხობს ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. თან დარწმუნებული ვარ, რომ არ მიყვარს. უბრალოდ მსიამოვნებს მასთან ყოფნა და სულ ეს არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის "ის" არ არის. გაურკვლობაში ვარ და ეს საშინლად არ მსიამოვნებს. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო დამიანეს, ისე გამოდის თითქოს მე მას გუგას დასავიწყებლად ვიყენებდე და ეს ერთი მხრივ ასეცაა, მაგრამ დამიანესთან ძალიან კარგია. ის თბილი და "ტკბილია". დასვენება მჭირდება ცოტა ხანი, თორემ თავის ქალა ამეხადა.
- რაზე ფიქრობ? - ბოხი ხმა გავიგონე და დამაჟრჟიალა.
- რაზე არა ვისზე. - ღიმილით ვუპასუხე. ცოტა მივიჩოჩე და ჩემს გვერდზე ხელი დავკარი, იმის ნიშნად, რომ დამჯდარიყო.
- მაშინ ვისზე? - ეშმაკურად გამიღიმა და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია.
- შენზე. - გულრწფელად ვუთხარი და თავი მკერდზე მივადე. გული ძალიან სწრაფად უცემდა.
- ეგ კარგია. - მითხრა და მიმიხუტა. ცხვირი მკერდზე გავუხახუნე და კისერში სველი კოცნა დავუტოვე.
- ნუ ცუღლუტობ და დაიძინე. - ადგომა დააპირა, მაგრამ ხელი ჩავავლე და ადგილზე დავაბრუნე.
- ერთად დავიძინოთ, გთხოვ. - კატის თვალებით შევხედე და გულ-მკერდზე უფრო მივეკარი.
- ჩემი ციცქნა. - მითხრა და თვალები დახუჭა. მეც მივბაძე. წეღან ვამბობდი ყველაფერს ვეტყვი-მეთქი. მაგრამ ეხლა რას ვაკეთებ? მასთან ერთად ვიძინებ. არასწორი საქციელია, მაგრამ როცა რამე ძალიან გსიამოვნებს ვერ ეწინააღმდეგები. მორფეოსის სამყაროში როგორ გადავეშვი ვერ მივხვდი.
დილით გოგოების შემოვარდნამ გამაღვიძა. თავი ცუდად ვიგრძენი იმის გამო, რომ დამიანე ჩემს საწოლში არ დამხვდა. უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და მოფხუკუნე გოგოებს დავუბღვირე.
- რა? - უცვოდველი სახე მიიღო ქეთამ და გვერდით დამისკუპდა.
- აბა როგორი იყო? - მკითხა თამარმა. გაოცებისგან პირზე ხელი მივიფარე, შემდეგ კი გადავიკისკისე. გოგოები დადებილებულები მიყურებდნენ და მოუთმენლობით მიცქერენ. ძლივს ამოვისუნთქე.
- თქვენ გგონიათ, რომ მე და დამიანე ერთად ვიწექით? - ძლივს შევეკითხე და მათი დახრილი თვალების დანახვისას კიდევ ერთხელ გადავიკისკისე და დაღლილი საწოლზე გავწექი. გახსენებისას ისევ გადავიკისკისე და თავი ქეთას მივადე.
- ჩემი ბატები ხართ თქვენ. - გავუცინე და თავი ბალიშზე დავდე.
- აბა? - ამოიბიზღუნა თამარიმ.
- მხოლოდ გვეძინა ერთმანეთზე გაწოლილებს. -დებილივით გავიღიმე და ჭერს ავხედე.
- ჩვენი ნინუცა შეყვარებულია. - გოგოები ხმაში აკისკისდნენ და მეც ამიყოლიეს.
- არ ვიცი, არამგონია. - შეპარვით ვუთხარი და თავი ბალიშში ჩავრგე.
- დაბნეულობა ჩვეულებრვი მომენტია, მეც ეგრე ვიყავი. - ქეთამ ხელი ჩაიქნია და ჩამეხუტა.
- თამო შენ? -ვკითხე და მოვემზადე როდის დაგვახტებოდა თავზე.ეულობა ჩვეულებრვი მომენტია, მეც ეგრე ვიყავი. - ქეთამ ხელი ჩაიქნია და ჩამეხუტა.
- თამო შენ? -ვკითხე და მოვემზადე როდის დაგვახტებოდა თავზე. მაგრამ ჰოი საოცრებავ გვერდიდან მშვიდად მოგვიწვა და ბავშვობის მოგობებების გახსენებას მოვყევით.
- გოგოებო წამოდით ჭამეთ. - დათა შემოვიდა და სამზარეულოში გაგვყარა.
-მმ, რა გემრიელი სუნია. - ამოილაპარაკა თამომ და მაგიდას "მიახტა".

***

- სიქსტეპი, ვინდმილი, სიქსტეპი, ქაfი გაინდერი, ვინდმილი, სვრისტეპი და სტოპ. ეგ არის, ყოჩაღ ბავშვებო. - დამიანემ გვითხრა და გაგვიღიმა. დაღლილი იატაკზე მივესვენე. სვანეთში დარბაზის პოვნა ძლივს მოვახერხეთ, მაგრამ შევძელით.
- დაიღალე? - გვერდზე დამიანე მომიჯდა და თავი კალთაში ჩამიდო. ირგვლივ მიმოვიხედე და ვერავინ შევამჩნიე. ბიჭი ჩემს ჩანაფიქრს მიხვდა და ირონიულად გაიცინა. დაუფიქრებლად თმებში ხელი შევუცურე და თამაში დავიწყე. ჩვენს ურთიერთობას სახელი არ ერქვა და ეს ორიგინალურობა მომწონდა, თან მაშინებდა. დამიანე ძალიან თბილია და ამავდროულად უხეში. თვალები დახუჭა და ხელები წელზე მომხვია.
- მძიმე ხარ. - გავუცინე და უკეთესად მოვკალათდი.
- ადგილები გავცვალოთ? - ეშმაკურად გაიცინა.
- კი. - წამოვიყვირე და ავდექი. ვაცალე როდის დაჯდებოდა დამი და თავი კალთაში ჩავუდე, ხელები წელზე მოვხვიე როგორც მან და თვალები დავხუჭე.
- წამოდი, სადღაც უნდა წაგიყვანო. - მითხრა და ამაყენა. ხელი ჩამკიდა და სირბილით წავიდა. მეც შეძლებისდაგვარად მივსდევდი.
- დავიღალე. - გავაჩერე და ვუთხარი.
- ცოტა დარჩა და მერე დაისვენებ. - არ გაჩერებულა ისე მითხრა. ხუთ წუთში მართლა გაჩერდა და გვირილებით სავსე მინდორში დამაჯინა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზი იყო. მთები ჩანდა, "მწვანე მინდორი თეთრი კოპლებით" კი საუკეთესო იყო. დამიანეს მივახტი და მინდორზე გადავაწვინე, ხელი ჩამკიდა და ცალი ხელით გვირილა თმებში გამიკეთა.
- ულამაზესი ხარ.

მეექვსე თავი
- დამიანე. - დავუძახე.
- გისმენ.
- მივდივართ ჩქარა. - ვწიკვინებდი და ხელებგადაჯვარედინებული ველოდი როდის გამოაღწევდა სახლიდან დამიანე. ბავშვები უკვე წავიდნენ მე კიდე ამ ველურთან დამტოვეს. აბა წყვილებს შორის ხომ არ ჩავძვრებოდი. ნუ ჯერ თოკო და თამარი წყვილი არ არიან, მაგრამ იმედი მაქვს მალე იქნებიან, რადგან თვალებს ერთმანეთს ისე უჟუჟუნებენ, რომ აღარავინ ახსოვთ მერე.
- მოვედი. - ზურგიდან ჩამეხუტა და კისერში მაკოცა. დამიარა? იცოცხლეთ. მაქსიმალურად შევეცადე დამემალა, მაგრამ მაინც შეამჩნია და გაიცინა. ისე გაიცინა მე, რომ მიყვარს და კისერში კიდევ ერთხელ მაკოცა, დამიარა, ისევ მაკოცა, ისევ დამიარა.
- გაჩერდი. - ვუთხარი და ხელები არ გავაშვებინე ისე შემოვტრიალდი.
- ტკბილი ხარ. - მითხრა და ლოყაზე მაკოცა. ჯერ ერთზე შემდეგ მეორეზე.
- ვიცი. - ეშმაკურად გავუღიმე.
- ჩემი ეშმაკი. - შუბლზე მაკოცა და მანქანისკენ გაემართა. გამოშტერებული გავყურებდი ამაყად მომზირალ მთებს და მეღიმებოდა.
- არ მოდიხარ? - მკითხა დამიმ და ირონიულად გაიღიმა. მანქნისკენ გავემართე და წინ დავჯექი. ნახევარი გზა უხმოდ გავიარე, შემდეგ კი ტელეფონმა დარეკა. მამაჩემი იყო, როგორ მომნატრებია.
- ხო, ჩემო სიცოცხლე. - გავუცინე და ისე ვუპასუხე.
- ნუ მეაფერისტები მეგრელი კი არ ხარ. -გადაიხარხარა და მეც ავყევი.
- რომ მოვალ გცემ.
- ვერ გაბედავ, დაცვა არ დაგანებებს. კაი მოიცა საქმე მაქვს შენთან. დღეს სახლში არ ვიქნები და არ მოიწყინო.
- კაი რა ისედაც მენატრები და დღესაც ვერ გნახავ? -ამოვიბუზღუნე. შევნიშნე როგორ დაეჭიმა ძარღვები დამიანეს და გულში გამეცინა.
- მაპატიე.
- მიყვარხარ, მა. - ვუთხარი და დავინახე როგორ მოეშვა დამიანე.
- აფერისტო, მეც. - მითხრა და გათიშა.
- ცეკვაზე მომიყევი, როგორ დაიწყე და ასე შემდეგ. -ვუთხარი დამიანეს და მოსასმენად მოვემზადე.
- გრძელი ამბავია. - მიპასუხა
- გზაც გრძელია. - ენა გამოვუყავი. ჩემს ბავშურობაზე გაეცინა და ლოყაზე მაკოცა.
- კაი მომისმინე. 15 წლის ვიყავი, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მქონდა. სკოლა-სახლი, სკოლა-სახლი ჩემი დღის რუტინა ასეთი იყო. ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდი და გადავეყარე ქუჩის მოცეკვავეებს. ძალიან კარგად ცეკვავდნენ. ერთ-ერთმა შემამჩნია და ჩემთან მოვიდა. მითხრა, რომ თუ მსურდა მასწავლიდა ცეკვას. უარი ვუთხარი. და იცი რატომ? -მკითხა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- შემეშინდა. ხო მამაჩემის შემეშინდა. ვანო ლოთი და ნარკომანი იყო. ყოველდღე მცემდა და ფიზიკურად ვერ შევძლებდი ვარჯიშს.
- გცემდა? - წამოვიყვირე და ხელი ხელზე მოვუჭირე.
- ხო, ერთ დღეს იგივე განმეორდა, მაგრამ დედას დაარტყა ხელი.ვერ მოვითმინე და მეც დავუბრუნე. გაითიშა. ყველაფერი ჩავალაგე, დედაჩემს მოვკიდე ხელი და წამოვედით. არ ვიცი სად მივდიოდით, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ერთი საათი ან ორი ქუჩაში ვიდექით და მანქანას ველოდით. სოფელში ბებოსთან წავიდოდით, მაგრამ ის კაცი ვნახეთ, გოგა. მოცეკვავე. სახლში წაგვიყვანა, დედა ჯიუტობდა, მაგრამ მაინც წავედით. გოგა მასწავლიდა ცეკვას, მუშაობას და საერთოდ ცხოვრებას. მასთან ცხოვრებისას გავიცანი თოკა და თამარი. ვცეკვავდით და ამით ვირჩენდით თავს. გოგამ პატარა ბიზნესიც წამოიწყო და გვყოფნიდა ფული. გოგა იცი როგორი კაცია. ყველაზე თბილი, კეთილი და ამავდროულად მკაცრი. ნამდვილ კაცად გამზარდა და მისით ვამაყობ. ის მამაჩემია. მე ასე ვთვლი. ერთ დღეს გოგამ და დედამ დამაჯინეს და ბლუყუნი დაიწყეს, ბოლოს კი ძლივს მითხრეს, რომ ერთმანეთი უყვარდათ. ისე გამიხარდა ორივეს მივახტი და ჩავეფსკვენი რასაც ქვია. - დამიანემ მოგონების გახსენებისას ჩაიღიმა და გადმომხედა.
- არ ვიცი რა გითხრა. - ვუთხარი და ლოყაზე ვაყოცე. ბუსუსებმა დააყარა მასაც და მეც.
- გინდა მოგიყვე რას ნიშნავს თითოეული ილეთი? -მკითხა.
- კი. - თვალები გამიბრწყინდა.
- სიქსტეპ ქართულად ექვს ნაბიჯს ნიშნავს. ზუსტად ექვსი მოძრაობით სრულდება ეს ილეთი. მისი სწავლა ყველაზე მარტივად შეიძლება ექვს ეტაპად თუ დაყოფ. მეც ეგრე მასწავლეს. ასევე სვრისტეპი. თითქმის იგივეა რაც სიქსტეპი, ოღონდ სამი მოძრაობისგან შედგება. ვინდმილი ყველაზე მეტად მიყვარს, რთული მოძრაობაა, მაგრამ ლამაზი და დახვეწილი. მისი სუფთად შესრულება აუცილებელია.
- მე ვინდმილი ცუდად გამომდის. - ვთქვი და ტუჩები გავბუსხე. ჩემს ქცევაზე გაეღიმა.
- რომ მივალთ გასწავლი. - მითხრა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. გამაჟრჟოლა, მუცელში პეპლები აფარფატდნენ და გულ-მკერდში გადაინაცვლეს. ასეთი რაღაც არ გაგიგონიათ ხომ? არც მე. მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო ძალიან პატარა შეხებაც კი ტუჩზე, რომ დავდნი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
- ქაfიგრაინდარზე მოგიყვები ახლა. ქართულად ყავის ამთქვეფს ნიშნავს. გაკეთების დროს ისეთი ქმედება სრულდება, რომ თითქოს ყავას თქვეფ. და როდესაც "ყავის ათქვეფას" დაასრულებ ილეთიც დასრულდება. - გაიცინა და გზას გახედა. ვუყურებდი მის პროფილს და მეღიმებოდა. დახვეწილი ნაკვთები ქონდა. დიდი, სქელი ტუჩები. მწვანე, ღრმა, თვალები. კანისფერი ძალიან თეთრი ქონდა, ვამპირს მოგაგონებდათ, მაგრამ არა, არ იყო. მას გული უცემდა, ჩემთან სიახლოვისას კი ძალიან, ძალიან ჩქარა. ის, რომ ვარჯიშობს სხეულზე ეტყობა.
- მოვედით. - თქვა და მანქნიდან გადავიდა. ქეთამ მომწერა, რომ ღამე დათასთან რჩებოდა.
- არ შემოხვალ? - შევთავაზე და აწითლებულმა გავხედე.
- გინდა, რომ შემოვიდე? - მაცდურად გამომხედა.
- კი. - თავი ჩავხარე.
- მაშინ შევიდეთ. - მითხრა და ხელკავი გამიყარა. დაცვას მივესალმე და გასაღებით კარი გავაღე.
- რამეს დალევ? - შევთავაზე.
- არა, არაფერს. მეძინება, წამო დავიძინოთ. - მითხრა და ხელში ამიყვანა. გული ამიჩქარდა და ავჭარხლდი.
- ნინა, მხოლოდ დავიძინებთ - მითხრა და გაიცინა - შენი ოთახი აქეთაა არა? - მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კარი ფეხისკვრით გააღო და საწოლზე გადამაწვინა. გვერდზე მომიწვა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ღრმად სუნთქავდა ჩემს სურნელს. მკერდზე მივეკარი, ხელები კისერზე მოვხვიე და მის თმებში დავიწყე თამაში. ძილბურანში ვიყავი როდესაც დამიანეს ტელეფონმა დარეკა.
- ამის... ვინ არის ახლა? - ჩაიბურტყუნა დამიანემ და ძილის შებრუნება ცადა. ტელეფონი არადა არ ჩერდებოდა.
- უპასუხე. - ვუთხარი და ხელი ვუჯიკე.
- გისმენთ. - ამოიბლუყუნა.
- ...
- როდის?
- ...
ვერ გავიგე რა უპასუხა, მაგრამ დამიანეს პასუხი გარკვევით გავიგე.
- ამის დედა შევე*ი. - წამოხტა და გარეთ გავარდა, გამიკვირდა რადგან დამიანე ჩემთან არასდროს, არასდროს იგინებოდა. ახლა კი საერთოდ არ მორიდებია და ისე შეიგინა. გაურკვევლობაში ვიყავი და გული ცუდს, ძალიან ცუდს მიგრძნობდა. მთელი ღამე ვცდილობდი დემეძინა, მაგრამ უშედეგოდ. საწოლში ვწრიალებდი და ყოველ წამს საათს ვამოწმებდი როდის გათენდება-მეთქი. მობილურის ზარმა შემაკრთო, ბალიშიდან თავი ავწიე და ტელეფონს დავხედე. დამიანე რეკავდა და მალევე ვუპასუხე.
- დამიანე. - დავუძახე.
- უკაცრავად ამ ტელეფონის პატრონის ვინ ბრძანდებით? - დაახლოებით 30 წლის ქალის ხმა გავიგე და გავშრი, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ისე ვუპასუხე.
- მეგ...მეგობარი. - კანკალი დამეწყო.
- მისი სახელი და გვარი მითხარით.
- დამიანე ახვლედიანი, კი მაგრამ რა მოხდა? - ძლივს ვკითხე.
- ბატონი დამიანე ახვლედიანი ავარიაში მოყვა.

მეშვიდე თავი
რა დამემართა? ერთი წუთი გაშტერებული ვუყურებდი უსასრულობას, როცა გამოვფხიზლდი მივხვდი, რომ ცრემლები მდიოდა. გული მიგრძნობდა, ვიცოდი რომ რაღაც მოხდებოდა, ცუდი მოხდებოდა და ამის მეშინოდა. ამიხდა, დამიანე ავარიაში მოყვა, მე კი არ შევაჩერე უბრალოდ გავუშვი და მშვიდად დავიძინე. მშვიდად? ხო მშვიდად. საკუთარ თავზე ვბრაზობ, ხომ შემეძლო დამერეკა? მაგრამ არა, არ დავურეკე და გავუშვი. კედელთან ჩავიკეცე და ტელეფონი საპირისპირო კედელს ვესროლე. მთელ ხმაზე ავქვითინდი და გაჩერებას არ ვაპირებდი. ტირილი სლუკუნში გადამივიდა და ამასთან ერთად კანკალი დამეწყო. მინდოდა წავსულიყავი საავადმყოფოში, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. უსუსური აღმოვჩნდი. პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში. დედა როცა გარდამეცვალა პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ეხლა კი გავიზარდე. გავიზარდე და მივტირი ბავშვობის წლებს, სადაც ჭირი და უარყოფითი ემოციები არ არსებობდა. "წავიდე?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს და მიკვირდა წასვლა რატომ არ მინდოდა. გული მკარნახობდა, რომ იქ რაღაც საშინელი მელოდა და ამას გავურბოდი, მაგრამ დამიანეს მარტო ვერ დავტოვებდი. ფეხზე წამოვარდი და საათს დავხედე, რვა საათი იყო. სასწრაფოდ ჩავიცვი, ტელეფონი ავიღე და ქუჩაში გავვარდი, პირველივე გამვლელ ტაქს დავუქნიე ხელი და გაჩერებულ მანქანაში ჩავხტი. მისამართი სლუკუნით ვუკარნახე და სავარძელს მივეყუდე. ვგრძნობდი სარკიდან მზერას და ტირილი მინდებოდა, ასე რომ ვეცოდებოდი.მეც მეცოდებოდა საკუთარი თავი იქ მისასვლელად, მაგრამ არ მემეტებოდა დამიანე მარტო დასატოვებლად. არ ვიყავი ეგოისტი, ასე რომ მიმეგდო. ცრემლები მომდიოდა და ვცდილობდი მუჭით მომეშორებინა.
- შვილო, კარგად ხარ? - მკითხა სამოც წლამდე მისულ მძღოლმა და გადმომხედა.
- კარგად ყოფნის მეტყობა რამე? - ნაგლურად ვუპასუხე და თავი შევატრიალე. მივხვდი, რომ მამაკაცს ძალიან ეწყინა და თავი წინ გადაატრიალა. ცუდად მოვიქეცი და ბოდიში უნდა მომეხადა.
- მაპატიეთ, უხეშად გელაპარაკეთ, არ იყავით ამის ღირსი. - უკვე გაჩერებულ მანქანაში ვიჯექი და ტაქსისტს ველაპარაკებოდი, თან საფულეში ფულს ვეძებდი.
- არაფერია, შვილო, ვიცი რომ რაღაც გიჭირს, ამიტომ მესმის შენი. გამიღიმა და ჩემს გამოწვდილ ფულს ზედაც არ შეხედა. - ფული არ მჭირდება, ჩათვალე, რომ მეგობარმა მოგიყვანა. გაოცებული ვუყურებდი, წინ გადავიწიე და ჩავეხუტე. ფული ჯიბეში ჩავუდე და სასწრაფოდ მოვშორდი.დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. საავადმყოფოში შევირბინე და მიმღებში ვიკითხე თუ სად იწვა ახვლედიანი და მესამე სართულზე ავირბინე. იქვე თამარი და თორნიკე იდგნენ თავჩახრილები და ცდილობდნენ ცრემლები დაემალათ. მივირბინე და თორნიკეს მთელი ძალით ჩავეხუტე. მის ძლიერ მკლავებში ავტირდი და მოთქმით გავიძახოდი დამიანეს სახელს.
- ჩუ, პრინცესა, ჩუ. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე და დამშვიდდი. - თოკომ სკამზე დამსვა, ისე, რომ ხელები არ მოუშორებია ჩემთვის.
- დედამისი სად არის? - ვკითხე თოკოს და მის გაშვრილ ხელს დავაკვირდი. ათიოდე მეტრში ოდნავ ჩამომხმარი, დატანჯული, თმაში ჭაღარა შერეული ქალი იდგა და ქვითინებდა. ეტყობოდა, რომ ბევრი ტკივილი ჰქონდა მიყენებული და მის გარეგნობას ძალიან ეტყობოდა თავისი ტანჯული ცხოვრება. მასთან ახლოს მასზე თავით მაღალი კაცი იდგა და ქალს ამშვიდებდა. მას ცისფერი თვალები და დიდი, გაბუშტული ტუჩები ქონდა. სავარაუდოდ გოგა უნდა ყოფილიყო.ფეხზე წამოვდექი და მათკენ გავემართე.
- გამარჯობა. - ხმადაბლა მივესალმე და უხერხულად გავიღიმე. ქალმა ამომხედა და თვალები გაუბრწყინდა ჩემი დანახვისას.
- ნინა ხარ? - მკითხა მამაკაცმა და ქალი მიიხუტა.
- დიახ. - ვუთხარი.
- რა ლამაზი ყოფილხარ, სხვანაირი მეგონე. - ქალმა მოთხრა და გულში ჩამიკრა. ხელები მეც მოვხვიე და ერთდროულად ავტირდით.
- ნუ ტირიხართ, დამიანემ ასე, რომ გნახოთ გცემთ ორივეს. - გვითხრა გოგამ და გაიღიმა. გამეცინა, ქალს მოვშორდი.
- ქალბატონო... - მისი სახელი არ ვიცოდი და დავიბენი.
- რა ქალბატონო, უბრალოდ სალომე. - მითხრა და ცრემლები შეიმშრალა.მივხვდი, ქმრის სიტყვას უდიდეს პატივს სცემდა და ამიტომ დაუჯერა, აღარ უტირია, მაქსიმალურად ცდილობდა არ ეტირა და პირნათლად ასრულებდა. ძალიან მეგობრული ქალი აღმოჩნდა და გულთბილად მიმიღო. კაი დაქალებივით ვჭორაობდით, თითქოს ამით ვცდილობდით მღელვარება ჩაგვეცხრო. მე ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ხმით, რომ არ ავტირებულიყავი. სალომე ხვდებოდა, ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ მიჭირდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მაგრამ არაფერს იმჩნევდა და ეს ძალას მმატებდა, რომ მასთან თავისუფალი და გულღია ვყოფილიყავი.
- ნინა, შენ და დამიანე შეყვარებულები ხართ? -მკითხა თბილი ხმით სალომემ და გამიღიმა. შეკითხვამ ძალიან დამაბნია. ჩვენ შეყვარებულები არ ვიყავით, მაგრამ არც მეგობრები. არ ვიცოდი რა მეპასუხა და დადუმებული ვუყურებდი. სახეზე წამოვწითლდი და თავი დავხარე, თვალები ერთ წერტილს გავუსწორე. თავი ნელა წამოვწიე და თვალები ქალს გავუსწორე, მაგრამ მალევე დავხარე.
- ესეიგი, არ იცით ერთმანეთისთვის რა ხართ. -ღიმილით დაასკვნა და ხელი ლოყაზე ჩამომისვა.
- ზუსტად ესეა, არ ვიცი ვუყვარვარ თუ არა, არა ვიცი, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ეს ჩემთვის არ უთქვამს. ესეთია არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და მასში ეს მომწონს. მომწონს? არა, მიყვარს. მისი ყველაფერი მიყვარს, თვალები, ტუჩები, სხეული და მისი სული ყველაზე მეტად. მაგრამ პირველად მინდა, რომ რაღაცას სახელი ერქვას. -გათამამებულმა დავიწყე მონოლოგი და მისი ღიმილის დანახვისას გავაგრძელე. - მისი და თქვენი ისტორიაც კი მომიყვა და მჯერა, რომ ეს ჯერ არცერთ გოგოსთან არ გაუმხელია. როდესაც გავიგე, რომ ავარიაში მოყვა ტირილი დავიწყე და იქვე ჩავიკეცე, არასდროს არ მიგვრძნია რასაც ახლა ვგრძნობ და არც მინდა, კიდევ ოდესმე ვიგრძნო. მეშინია, რომ დავკარგავ და ეს შიში ჩემში ფესვებს იდგამს, თანაც ეს კონკურსი ძალიან მღლის. - სლუკუნით ვლაპარაკობდი და სალომეს ვეხუტებოდი. ეს ქალი ერთ საათში შემიყვარდა, მართლაც, რომ დედასავით და დარწმუნებული ვარ, გარდაცვლილ დედას შემიცვლის. დავინახე როგორ გამოვიდა ექიმი და ფეხეზე წამოვხტი.
- ექიმო, როგორ არის? - ვკითხე და მომლოდინე თვალებით მივაჩერდი.
- ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მცირე ტვინის შერყევა აქვს და მალევე გამოკეთდება, მაგრამ უნდა იფრთხილოს, ავარიის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპულა. - გვითხრა და გაგვიღიმა. შვებით ამოვისუნთქე და თამარს ჩავეჭიდე, რომელიც გვერდით მედგა და მიყურებდა.
- მისი ნახვა შეიძლება? - ფრთხილად ვკითხე ექიმს, რადგან არ მინდოდა სალომეზე ადრე შევსულიყავი თუ ამას თვითონ არ მოინდომებდა.
- სძინავს, მაგრამ ხუთი წუთი შეიძლება. - ფართოდ გაიღიმა და წავიდა. სალომეს გავხედე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ოთახისკენ წავედი და შიგნით შევედი. დამიანეს შეხვეული ქონდა თავი, ეტყობა, რომ თავი დაარტყა და ამის გამო მიიღო ტვინის შერყევა. მთელ სხეულზე ნაკაწრები ქონდა, მის ძლიერ ხელზეც აღმოვაჩინე მცირე ჭრილობა. დამიარა ტანში და კინაღამ სული გავაფრთხე. მუდამ ასე ვიყავი, ყოველთვის მეშინოდა სისხლის და პატარა ნაკაწრებისაც. თვალი მოვაშორე და იქვე მდგარი სკამი დამიანეს საწოლთან მივწიე. მის უნაკლო სახეს დავაკვირდი და მისი გაცნობა გამახსებდა. ახალ სკოლაში მივდიოდი, ძალიან ვღელავდი. მეათე კლასში ვიყავი და ახალ რაღაცებს ყოველთვის ვუფრთხოდი. კლასში შესვლისთანავე შესამჩნევი იყო მათი ბანდა, რადგან მთელი სკოლისგან განსხვავდებოდნენ და არასდროს არავის უმალავდნენ მათ ნამდვილ სახეს და მათი "სიმწრის" გამო არ მომწონდა ისინი. შემდეგ კონკურსმა ყველაფერი შეცვალა და ერთმანეთი შეგვაყვარა. მე ასე ვთვლი, რადგან რასაც დამიანესთან ვგრძნობ, გუგასთან არასდროს მიგვრძნია და ალბათ ამიტომ მიყვარს ჩვენი გაურკვეველი ურთიერთობა.

მერვე თავი
კიდევ დიდხანს ვუყურებდი მის მძინარე სახეს და გული სააქაოს არ იყო. შემდეგ თვალები დამეხუჭა და მორფეოსის სამყაროს ვეწვიე. დაახლოებით ორი საათი მეძინა, დაჟინებულმა მზერამ გამომაღვიძა. თვალები გავახილე, თავი საწოლზე მედო, წამოვიწიე და გავიზმორე. ძვლებმა ტკაცანი გაადინეს, რაც ძალიან მესიამოვნა და ღიმილი მომგვარა. ჩუმი ჩაცინება მომესმა, თავი საწოლისკენ გავწიე და დამიანეს თვალებსაც წავაწყდი. გულწრფელი ღიმილით მიღიმოდა და დროდადრო ხელებს სახეზე ისვამდა.
- გაიღვიძე? - ვკითხე და გავუღიმე.
- არა, ისევ მძინავს და გესიზმრები. - მითხრა და გაიცინა, სიცილი მაშინვე შეეცვალა და ტკივილით დამანჭული გახდა.
- ნუ ცანცარებ, არ შეიძლება შენთვის. - დატუქსვით ვუთხარი და თითი დავუქნიე. თავი დამიქნია და სიცილი ატეხა.
- დამიანე, რა გითხარი? საერთოდ არ მისმენ? როგორ შეგიძლია, ასეთ მომენტებში იღადაო? საერთოდ არ ღელავ? გარეთ დედაშენი გელოდება შეშინებული შენ კიდე ღლაბუცობ. - მივაყარე და გაბრაზებულმა სატირლად ტუჩები დავბრიცე. მე აქ ნერვიულობით ვკვდები, ეგ კიდევ იცინის. ნერვები მეშლება, ესეთი დაუდევარი რომ არის. ერთი ობოლი ცრემლი ჩამომივარდა, წამში მოვიშორე და დამიანეს მხარზე მოდებულ ხელს ყურადღება არ მივაქციე.
- მაპატიე, ჩემო ლამაზო, არ მინდოდა. - მითხრა ჩახლეჩილი ხმით და ერთი მოძრაობით მომატრიალა. აცრემლებული თვალებით ვუყურებდი მის სახეს და ცრემლები დაუკითხავად წამოვცვივდა. უარესი, რომ მომხდარიყო? რომ მომკვდარიყო? რას ვიზამდი? მის გარეშე ვიცოცხლებდი? მის გარეშე გავძლებდი? არა, ვერ გავძლებდი.
- ნუ ტირი, ყველაფერი დამთავრდა. კარგად ვარ. - მითხრა გატეხილი ხმით და ცრემლები მომწმიბდა. ჯიუტად ვდუმდი და ხმის ამოღებას არ ვაპირებდი.
- მოდი აქ. - ხელი საწოლზე მის გვერდით დაარტყა და მანშინა, რომ დავმჯდარიყავი. დავემორჩილე. ავდექი და ერთ ნაბიჯში მის საწოლზე დავწექი. თავი მკერდზე დავადე და მისი გულისცემის მოსმენა დავიწყე. მომეჩვენა, რომ გული აუჩქარდა და ძალიან სწრაფად დაიწყო ცემა. ხელი კისერზე ჩამოვუსვი, ოდნავ ავიწიე და კისერში ვაკოცე. ჟრუანტელმა დაუარა და დააბუსუსა. მის რეაქციაზე ჩამეღიმა და ისევ ვაკოცე.
- მაპატიებ? - მკითხა და ხელი თმაზე ჩამომისვა.
- მე უკვე გაპატიე, სულელო. - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. შემდეგ კი თავი ისევ მკერდზე დავაბრუნე.
- ჩემო პრინცესა, როდის გამწერენ? - მკითხა და თავი ჩემს თმებში ჩარგო, სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და ჩაიღიმა.
- არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე. ამ დროს კი ექიმი შემოვიდა. დაახლოებით 30 წლის მამაკაცი, ქერა თმით და სპორტული აღნაგობით. ჩვენი დანახვისას გაიღიმა და დამიანეს კითხა.
- აბა, როგორ ხართ?
- უკეთესად. - უპასუხა დამიმ და ლოყაზე მაკოცა.
- ექიმო, როდის გაწერთ? - ვკითხე.
- დღესვე შეგიძლიათ წახვიდეთ, ოღონდ გადატვირთვა არ შეიძლება. - მიპასუხა და დამიანეს გასინჯვა დაიწყო.
- უკაცრავად, ადექით. - მითხრა ექიმმა და უხრეხულად გაიღიმა.
- კარგით ხო. - ამოვიბუზღუნე და ავდექი. საწოლთან ახლოს დავდექი და მაქსიმალურად ვცდილობდი არ მოვშორებოდი.
- ნინა, ცოტა უკან დაიხიე არავინ წაგართმევს ჩემს თავს. - დამიანემ დამცინა და ხელი მიბიძგა. უკან დავიწიე და თვალები გადავატრიალე.
ნახევარ საათში სახლის გზაზე ვიყავით და მუსიკებს ვუსმენდით. საჭესთან დამიანე იჯდა. შეშფოთება დამეტყო, როდესაც მივხვდი, რომ სახლში არ მივდიოდით.
- დამი, სად მივდივართ? - ვკითხე ბიჭს და ხელი მკლავზე დავადე.
- იქ სადაც ქუჩის სამოთხეა და სადაც გავიზარდე. - მიპასუხა და ჩემს ხელს დახედა. ჩაეღიმა. გზას გახედა და საჭეს მოხერხებულად ჩასჭიდა ხელები. მეც წინ გავიხედე და თავი სავარძელს მივადე. ნახევარ საათში გავჩერდით რაღაც ჩაბნელებულ ქუჩაში. მანქნიდან გადმოვედით და ირგვლივ მიმოვიხედე. არაფერი ჩანდა სიბნელის გარდა. დამიანეს ხელი მოვკიდე და ნახევარი მხარით ავეკარი.
- ნუ გეშინია, წამომყევი. - მითხრა და წინ წავიდა. გავყევი. გზაში ფეხი რამოდენიმეჯერ ქვას წამოვკარი და კინაღამ გავიშოტე. ხუთ წუთში სინათლე გამოჩნდა წითელ-ლურჯ ფერებში. მიახლოვების თანავე ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი მეცა. "ქუჩის სამოთხე" როგორც ამ ადგილს უწოდებდნენ, ღია ცის ქვეშ იყო. ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა. ხელში ჭიქები და სიგარეტები ეჭირათ, ბანდებად იყვნენ შეკრებილები და რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ. ყოველ მეორეს სვირინგები ჰქონდა. ერთ ადგილას კედელი იყო საღებავებით მოხატული და როგორც გავარჩიე "Bboy and Bgirl" ეწერა, მწვანე-იასამნისფერი ფერებით,რაც შესანიშნავ გამას ქმნიდა.
- დამი, ეს რას ნიშნავს? - ხელი კედლისკენ გავიშვირე.
- ბიბოი და ბიგირლ ნიშნავს ბრეიქდანსერ ბიჭს და ბრეიქდანსერ გოგოს. - ღიმილით მიპასუხა. იქაურობის თვალიერება გავაგრძელე და ძალიან საინტერესო სანახაობს წავაწყდი. ორი ბიჭი სინქრონში ბრეიქდანსს ცეკვავდნენ და ძალიან განსხვავებულ ილეთებს აკეთებდნენ. ერთ-ერთმა ძალიან გამაოცა. უკანა სავტო გააკეთა სამჯერ, შემდეგ კი თავზე დაბზრიალდა. მეორემაც იგივე გაიმეორა. ბოლოს კი იგივე ილეთი გააკეთეს სინქრონში. ამას უდიდესი ოვაციები მოჰყვა. დამიანეს გავხედე, რომელიც ალმაცერად დამყურებდე.
- გინდა? - მკითხა.
- კი, ძალიან. - ვუპასუხე და ხელი ჩავჭიდე. მოედნის ცენტრისკენ წავედით. დამიანემ ხელი გამიშვა და დიჯეისკენ წავიდა. სიმღერა ჩაირთო,ოღონდ არანაირი ბრეიქდანსის სიმღერა, წყნარი და მშვიდი სიმღერა ჩაირთო , რომელიც ვალსს ძალიან უხდება. დამიანე ჩემკენ წამოვიდა და ხელები წელზე მომხვია, ჟრუანტელმა დამიარა და დამაბუსუსა. ვგრძნობდი ხალხის ამრეზ მზერას და ჭარხალივით წითელი ვიყავი. ნელა და ნაზად ვმოძრაობდით და ვცდილობდი ილეთები რაც შეიძლებოდა კარგად გამეკეთებინა, მაგრამ ათი წამის შემდეგ ყველაფერი დამავიწყდა და პარტნიორს მივენდე. ცეკვით უდიდესი სიამოვნება მივიღე. კიდევ ერთი სიმღერა ჩაირთო,სწრაფი და ენერგიული. დამიანემ ცეკვა დაიწყო, ჯერ წრეზე დატრიალდა შემდეგ კი ვინდმილი გააკეთა სამჯერ. ხელით მომიხმო, ანუ გამომიწვია. გამოწვევის დროს ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომიგებდა, მაგრამ მაინც ვცადე. ყველაზე მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული ილეთი შევასრულე და ირონიულად გავიცინე. ხალხის ოვაციები მომესმა და მეც უფრო გავთამამდი.შემდეგ მან გააკეთა, მერე ისევ მე და ასე გავაგრძელეთ. ბოლოს დამიანე ამთავრებდა, ვინდმილი გააკეთე სამჯერ და თავზეც დაბზრიალდა. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ჩემკენ გამოიწია და ყბაზე ხელი მომკიდა, ამაწევინა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ეს გააკეთა.
- რას აკეთებ? - ვკითხე და ხელი მოვიშორე. დამიანე არ გაჩერებულა და მკლავები მხრებზე დამადო. თავი ჩემკენ გამოწია და ტუჩებზე რბილი და ფაფუკი ბაგეები ვიგრძენი. მუცელში პეპლები აფარფატდნენ და თითქოს ფრთებს ერთმანეთზე ურტყამდნენ-ო ისეთი შეგრძნება მქონდა. ძალიან დიდი სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს პეპლებმა ოდნავ ამაფრინესო დედამიწის ზედაპირიდან და ცაში ჩემი აფრენა უნდათო, რაც შეიძლება მაღლა. მიწაზე გაშხლართვაც მინდოდა, თითქოს დამიანეს მკლავებში ვდნებოდი და ამის შესაჩერებლად ბიჭი არაფერს აკეთდებდა. კოცნა ძალიან ნაზი და ფაქიზი იყო, არანარი ზედმეტი ქმედება. ხალხის შეძახილებს არ ვუსმენდი და დიდხანს მინდოდა არ შეწყვეტილიყო კოცნა. მომშორდა და მკლავები მთელი ძალით მომხვია, მეც იგივე გავიმეორე და კისერში სველი კოცნა დავუტოვე.

მეცხრე თავი
ერთმანეთზე მოხვეულები ვიდექით და არ ვუსმენდით ხალხის შეძახილებს. თავი ავწიე და მის ნაკვთებს დავაკვირდი. მწვანე, ლურჯი და წითელი განათება ეფინებოდა სახეზე და მისი დანახვა შეუძლებელი ხდებოდა. ჯიუტად მინდოდა მენახა, მინდოდა ისევ მეგრძნო იგივე. თავი ჩავხარე და მის გულისცემს მივაყურად. სწრაფად უცემდა და საგულედან ამოვარდნას ლამობდა. არც ჩემი იყო ნაკლებ დღეში. დავიბენი. არ ვიცი, ჩვენი "მეგობრული" ურთიერთობა როგორ შეიცვლება. საერთოდ ჩვენს ურთიერთობას მეგობრული ერქვა? რა თქმა უნდა, არა. ეს უფრო მეტი იყო, მაგრამ რა ერქვა არც ერთმა არ ვიცოდით. დამიანე ოდნავ გაიწია და შემომხედა. გამაკანკალა. მისი სიმხურვალის შემდეგ შემცივდა და ერთ სანტიმეტრებიანი მანძილი დავფარე , გულ-მკერდზე ავეკარი. ჩაიცინა.
- წავიდეთ, არ გაცივდე. - დამთბარი, ოდნავ ვნებამორეული ხმით მითხრა და მიბიძგა. წინ წავედი და "ხალხის კოლიდორი" აწითლებულმა გავიარე. აქა-იქ მესმოდა უხამსი რეპლიკები, ჩემს წელზე შემოხვეული ხელი, კი ყოველ წამს იძაბებოდა. შევხედე და ლოყაზე ვაკოცე. თვალებით ვანიშნე, რომ დამშვიდებულიყო. ჩემმა ქცევამ დაამშვიდა და მანქანამდე უხმოდ მივედით.
- დროზე წავიდეთ, სანამ მივბრუნდი. - მითხრა დაბოხებული და გაბრაზებული ხმით. მისი დაჭიმული ძარღვების დანახვისას უსიამოვნოდ გამკრთა და გამაკანკალა. დაინახა ჩემი რეაქცია და ოდნავ მოდუნდა. ჩემკენ წამოვოდა და სახეზე ხელი მომკიდა.
- ჩემი არ შეგეშინდეს, გთხოვ. - მუდარით მითხრა. თავი მის მკერდში ჩავმალე და ამოვიოხრე.
- ჩემი ციცქნა ხარ. - მითხრა და მომშორდა. მანქანის კარი გამოაღო, თვალით მანიშნა ჩაჯექიო, მეც არ დავაყოვნე და თბილ, სასიამოვნო, დამიანეს სურნელით გაჟღენთილ მანქანაში ჩავსკუპდი. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. დამიანეს სახლში მივედით.
- ბავშვები აქ არიან, გავერთოთ ცოტა და მერე გაგიყვან. - მითხრა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მესამე სართულზე ავედით და დამიანემ კარი შეაღო. ქეთას და დათას კამათის ხმა მომესმა. მაშინვე ოთახში შევარდი და თვალი მოვავლე ოთახს. ქეთა ფეხზე წამომხტარიყო და ხელების ქნევით ელაპარაკებოდა, მშვიდად მდგომ დათას, რომელიც დარწმუნებული ვარ, შინაგანად დუღდა და ცოტა აკლდა "აფეთქებას".
- კიდე მე მეუბნები რამეს? შენ არ იყავი იმ ნაშას, რომ კერავდი? ის ბო*ი ყველაფერს აკეთებს შენ ჩასაგდებად და შენც ეხმარები ამაში. არ ვიცი რის გაკეთებას ცდილობ, მაგრამ ჩემი დამცირების უფლებას არ მოქცემ. - ყვიროდა ქეთა და ცოტა აკლდა არ ატირებულიყო.
- ხო, შენვე ამბობ, რომ ნაშაა. მე გიღალატე? ამიხსენი, მე გიღალატე? მე ბევრჯერ გაგაფრთხილე, რომ იმ ა*ვარ ლაშას არ შეხვედროდი. შენ კი ჩემი სიტყვები ფეხებზე დაი*იდე. შენი საქციელი სწორია? მიპასუხე, ამის დედა შევე*ი, სწორია? - მთელ ხმაზე უყვიროდა დათა ქეთას და გამგელებული უყურებდა. ქეთას ცრემლები წასკდა და სახლიდან გავარდა. დათა სავარძელში გადაეშვა და ღრმად ამოიოხრა. მე და დამიანე გაოცებულები ვუყურებდით და გონზე ვერ მოვდიოდით თუ რა მოხდა.დათას შევხედე და მისკენ დავიძერი. კალთაში ჩავუჯექი და ხელები მოვხვიე.
- კუკუს, წადი და შეურიგდი. - ვუთხარი.
- არ შემიძლია. - ამოიჩურჩულა ჩემს ყურთან და სახე ჩემს თმებში ჩარგო.
- რა კარგი სუნი გაქვს. - მითხრა დათამ და თმებზე წამეთამაშა.
- ქეთაც ჩემნაირ სუნამოს ხმარობს. - ვუპასუხე და გავუღიმე.
- დათ. - დავუძახე.
- დათა.
- დათო.
- ხო. - ძლივს გამცა პასუხი და თავი წამოწია.
- მასთან წადი. - გავუღიმე და ავდექი. ბიჭი მაშინვე წამოხტა და გარეთ გავარდა. ოთახს თვალი მოვავლე და ეხლა მარტო შევნიშნე თამარი და თოკო.
- პრივეტ. - მივესალმე და თოკოს გვერდით "დავეგდე".
- შეგვნიშნე? - ირონიულად ჩაილაპარაკა თამარმა და გადმომხედა.
- მე თქვენ ყოველთვის გხედავთ. - სასაცილოდ დავეჭყანე და თავი თორნიკეს მკლავზე ჩამოვდე.

დათასთან და ქეთასთან
დათა ორი წუთი მანქანასთან იდგა და ფიქრობდა სად შეიძლება წასულიყო ქეთა. არაფერი ახსენდებოდა და ტვინში უცებ დაარტყა: "როცა მტკივა, მწყინს ან ცუდად ვარ წყნეთში ავდივარ, ჩემს ხის ქოხში". გაახსენდა ქეთას სიტყვები და მანქანაში ჩაჯდა. ჩქარა დაქოქა და ადგილს სწრაფად მოსწყდა. ზუსტად ოც წუთში ეზოში იდგა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა პატარა, ნათურის შუქით განათებულ სახლში. ერთი ნაბიჯი გადადგა, ორი, სამი და სახელური ჩამოსწია. სახლი ზედმეტად პატარა ეჩვენა, მისაღებიდან შუქი გამოდიოდა და სინათლე ეცემოდა მაგიდაზე, კარადაზე, იატაკზე მდგარ საგნებს. ბიჭმა კარი მიხურა და მისაღებში შევიდა. ქეთას დივანზე ჩასძინებოდა მოკუნტულს და თვალებ დახუჭულასც კი ეტყობოდა, რომ ტიროდა. გული შეეკუმშა დათას იმის მიხვედრისას, რომ გოგო ასეთ დღეში ჩააგდო. უკან დაბრუნდა, ფეხსაცმელი გაიძრო და თხელი ჟაკეტიც, რომელიც ყოველ შემთხვევისთვის წამოიღო. გამოადგა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში იწვის ყველაფერი, წყნეთში გრილა. დათამ მანქნის გასაღები მობილურთან ერთად დადო მაგიდაზე, ქეთას წინ. სამზარეულოს მოძებნა გადაწყვიტა და კინაღამ კისერიც კი მოიტეხა. შუქი აანთო და მაცივარში შეიხედა. სავსე იყო სხვადასხვა პროდუქტებით და ბიჭი გულში ზეიმობდა ამას. რაც დასჭირდებოდა გადმოალაგა და მომზადება დაიწყო. ქეთა კი მეორე ოთახში გაოცებული უყურებდა მობილურს და გასაღებს. რა თქმა უნდა, იცნო დათას ნივთები და ბედნიერს ჩაეღიმა. მაგრამ გაახსენდა დღევანდელი შემთხვევა და მოიღუშა. ჯერ კიდევ ბრაზობდა დათაზე და ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე, ლაშასთან მხოლოდ იმისთვის წავიდა, რომ ყველაფერი დაემთავრებინდა და ნამდვილად არ სურდა დათასთან დაშორება. მთელი გულით და სულით უყვარდა დათა, მას ენდობოდა, მაგრამ იეჭვიანა, სასტიკად იეჭვიანა. დათაზეც ბრაზობდა იმიტომ, რომ არ მოუსმინა.
"- ქეთა ისე არ არის როგორც შენ გგონია მომისმინე.
-დათა, არ მაინტერესებს". გაახსენდა როგორ უხეშად უპასუხა დათას და არ მოუსმინა.ახლა კი თვითონ ითხოვდა მოსმენას? არა,ეს დაუშვებელია. დათა ბოდიშის მოიხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. შეიძლება დააშავა, მაგრამ ყველაფერი დათას რატომ უნდა დაბრალდეს? ქეთა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. დათა მაგიდას ორ კაცზე შლიდა, თან კარტოფილს ურევდა, რომ არ დამწვარიყო. მოენატრა ქეთას დათა. ხო ერთი ან ორი საათი გავიდა? მაინც მოენატრა. დათასაც მოენატრა ქეთა.
- გაიღვიძე? - ჰკითხა საქმით გართულმა, დათამ ქალბატონს.
- არა, მძინავს. - ირონიულად უპასუხა და ენაზე კბილი დააჭირა. დათას გულში რაღაცამ გაკაწრა, მაგრამ არ შეიმჩნია და მაგიდასთან დაჯდა.
- მაპატიე. - ბოდიში მოიხადა ქეთამ.
- პატიებას რისთვის ითხოვ? - კითხა ბიჭმა.
- ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ არ მოგისმინე. რომ არ დაგიჯერე, არ გენდე. ჩემს წეღანდელი უხეში პასუხისთვის და მოკლედ ყველაფრისთვის. - თქვა ქეთამ და ობოლი ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა.
- მოდი ჭამე. - უთხრა ბიჭმა და სკამზე მიუთითა, რომ დამჯდარიყო. ასეთი აღიარების და პატიების შემდეგ, მხოლოდ "მოდი ჭამე"? ქეთას გული შეეკუმშა და შეეცადა არ ატირებულიყო. მაგიდას მიუახლოვდა და დაჯდა. მაგიდაზე სალათები, შემწვარი კარტოფილი და კოკა-კოლა იდო. კოლა ჭიქაში ჩაისხა და დალია.
- ქეთა ვიცი ფიქრობ "რა პასუხია ჩემს პატიებაზე "მოდი ჭამე"-ო". - გაიცინა ბიჭმა.
- ზუსტად ეგრე ვფიქრობ. - თვალები დახარა ქეთამ და ტუჩები გაბუსხა.
- მოგაჭამ ამ ტუჩებს. - გამაფრთხილებლად უთხრა დათამ და სალათის ფოთოლს ჩანგალი ჩაარჭო.
- კარგი ხო, მეც მაპატიე, საშინლად მოვიქეცი, რომ გიყვირე, მაგრამ ვეღარ შევიკავე თავი მაგ ნა*იჭვართან ერთად ისევ, რომ გნახე. იმ გოგოსთან კი არაფერი ხდება, უბრალოდ როგორც ყველა ბიჭს მეც მეტენებოდა. მე კი მარტო შენ მიყვარხარ. - თქვა დათამ და ქეთას თვალებში ჩააშტერდა.
- ლაშასთან მხოლოდ იმისთვის ვიყავი, რომ ყველაფერი გამერკვია და მომეშორებინა. როგორც გავარკვიე, ერთი გოგო მოეწონა და რჩევა მკითხა. მეც ადამიანურად ვუპასუხე და ამიტომ ჩამეხუტა. ზედმეტი არაფერი ყოფილა. მეც ძალიან მიყვარხარ. - ფეხზე წამოდგა და დათას კალთაში ჩაუხტა. ბიჭმა აკოცა, გოგოც აყვა.
- წამოდი. - უთხრა დათამ.
- სად?
- ცოლად უნდა მოგიყვანო და ჯვარი დავიწეროთ. უპასუხა გოგოს და გაიღიმა. ქეთამ სიხარულისგან აცქმუტდა და "საქმროს" მოეხვია.

ნინა
- აუ, სად არიან ამდენ ხანს? - ნერვიულად დავდიოდი, რადგან უკვე მეორე ღამე იქნებოდა რაც არ მინახავს ქეთა და დათა.
- დაწყნარდი რა. - ჩემი ქცევებით დაიღალა დამიანე.
- როგორ ხართ ასე მშვიდად? - ვკითხე და ტუჩები დავბრიცე.
- ჩვენზე უკეთ იცნობ მათ და დარწმუნებული უნდა იყო, რომ კარგად არიან და ერთმანეთით ტკბებიან. -მიპასუხა თოკომ და თვალები გადაატრიალა.
- ან სადმე მიყრუებულ ქოხში გდიან და სისხლისგან იცლებიან მგლების ნაკბენების გამო. - სერიოზულად მითხრა დამიანემ და ჩემი სახის დანახვიასას გადაიხარხარა.
- დამპალო. - მკლავზე ვუჩქმიტე და მოზუზუნე ტელეფონს დავწვდი. დათა რეკავდა, სასწრაფოდ ვუპასუხე.
- დათა.
- ნინა, მე ვარ ქეთა.
- სად ხართ, გოგო? იცი რამდენი ვინერვიულე? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ? ან თქვენს მშობლებზე? წარმოგიდგენია მაინც რა არ მოვატყუე მათ? -სასწრაფოდ მივაყარე და ამოვისუნთქე.
- ნინა, დაჯექი. მითხრა ქეთამ.
- რა? - ვკითხე და მართლა დავჯექი.
- ზიხარ?
- კი.
- ნინა, მე გავთხოვდი.

მეათე თავი
"ნინა, მე გავთხოვდი" ჩამესმის ქეთის სიტყვები და გაოცების, ბედნიერების, იმედგაცრუების გრძნობები შემომაწვა. გამოსაფხიზლებლად რამდენიმე წუთი დამჭირდა. ბავშვები ცნობისმოყვარეობით მაკვირდებოდნენ და ელოდნენ ძმას როდის ამოვიღებდი.ტელეფონი ჯერ კიდევ ჩართული იყო და მესმოდა ქეთას ყვირილი "ნინა, ნინა, აქ ხარ?" ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
- კი, ქეთა, აქ ვარ.
- მერე? - შეპარვით მკითხა და დარწმუნებული ვარ, პასუხის მოლოდინში ტუჩები მოიკვნიტა.
- ვის გაყევი, ვინ არის ის უბედური? - ვითომ მობეზრებულად ვკითხე და ბავშვების გაოცებული მზერა ხელის მოქნევით დავაიგნორე.
- ვინ უნდა იყოს? - გაბრაზებით მკითხა, მის გულუბრყვილობაზე გამეღიმა.
- კარგი ხო, დათა სადაა? დამალაპარაკე სიძე. -სიცილით ვეუბნებოდი და დამიანეს მაიკას ვეთამაშებოდი, ფეხები თორნიკეზე გადამედო და თამარის ხელით ვანიშნებდი, რომ ყავა გაეკეთებინა.
- მეტი რა გინდა? - ჩაიბურტყუნა და სამზარეულოში გავიდა.
- დათა რა შუაშია? - გაოცებით მკითხა.
- აბა, ვის გაყევი? ლაშას? მაგ სპილოს შვილს, გაყევი ცოლად? - მივაყარე და იმედგაცრუებული ვცდილობდი არ ავყვირებულიყავი.
- სპილოს შვილს ჯერ ერთი სპლიყვი ჰქვია. -გადაიხარხარა და დათას სიცილიც მომესმა.
- ჯანდაბა თქვენ და არ გადარჩენა. - მივაწყევლე და ტელეფონი გავთიშე.
- დედა, რა კუდიანი დედაბერივით დავიწყევლე. -ვთქვი, მთელ ხმაზე გადავიხარხარე და დამიანეზე გავწექი.
- აბა, გაგითხოვდა გოგო და ბიჭმა მოგიყვანა რძალი? - მკითხა თოკომ და ჩემი ფეხები კალთიდან ჩამოიღო.
- ეე, კარგად მედო. - ამოვიბუზღუნე და ფეხები დამიანესკენ გამოვწიე.
- ფეხები ამ დაბალ სკამზე დადგი. - ვუთხარი დამინეს, მანაც მხრები აიჩეჩა და დამემორჩილა. თავი მკერდს ზემოთ დავადე, ფეხები კი მის ფეხებზე და მასზე "გავწექი".
- დღეს რა გჭირს შენ? - მკითხა დამიანემ და თავი ჩემს კირსერში ჩარგო. ვიგრძენი, როგორ ჩაისუნთქა ჩემი სურნელი და სასიამოვნოდ გამაჟრიალა.
- რა მჭირს? - კითხვა შევუბრუნე და ოთახიდან უკვე გამქრალ თოკოს ძებნა დავუწყე.
- ჩემზე როდის მერე წვები?
- დღეის მერე, კარგ ხასიათზე ვარ და ნერვები არ მომიშალო შენი ჭირიმე რა. - პასუხს არ დავლოდებივარ ისე დავიძახე.
- თოკო, თამარ, გამოდით ერთი წუთით. - მართლაც შემოვიდნენ და გამომხედეს.
- დღეს უნდა ვივარჯიშოთ მათ გარეშე, ისედაც ერთი დღე გაგვიცდა და არ მინდა ამან ნომრებზე იმოქმედოს. - თორნიკე უცნაურად შეიშმუშნა და დამიანეს გახედა, თამარიც დაიბნა.
- იქნებ მარტო ბრეიქ დანსი გვემეცადინა? - იკითხა თამარმა და სახეზე ოდნავ წამოწითლდა თორნიკეს ჩქმეტის შემდეგ.
- კარგი რა პრობლემაა. - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე, უცნაურად კი მომეჩვენა მათი საქციელი, მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე.
- მე უნდა წავიდე. - უხეშად ჩამომსვა დამიანემ "თავისიდან, ცივად დაგვამშვიდობა და წავიდა. რაღაც ამ ბოლო დროს, ძალიან აღელვებულია. იმ ღამესაც, როდესაც მანქანა დაეჯახა მობილურით რაღაც უთხრეს, მაგრამ რა ვერ ვხვდები, აუცილებლად უნდა გავარკვიო. თან გუშინწინ, როდესაც "ქუჩის სამოთხეში" წამიყვანა, მითხრა რაღაც უნდა გითხრაო მაგრამ არ უთქვამს. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, მაგრამ მანამდე თოკოზე და თამოზე უნდა ვიფიქრო, ისინი წყვილად უნდა ვაქციო.
- თოკო, შენ და თამარი საყიდლებზე უნდა წახვიდეთ, კოსტუმები გვჭირდება. ბრეიქ დანსის ტანსაცმელს თქვენ უკეთესად აარჩევთ, რამოდენიმე საათში კი მეც მოვალ და ერთად ავარჩიოთ ვალსის კოსტუმები. - ვთქვი და გავიღიმე, მეც შემეძლო თავიდანვე წავყოლოდი, მაგრამ მარტო უნდა გამეშვა. შეიძლება დაჭამონ ერთმანეთი, მაგრამ არაუშავს.
- კარგი, მაგრამ მალე მოდი. - თორნიკემ ამოიბუზღუნა და ჩემკენ წამოვიდა. თავი მხარზე დამადო და ხელი წელზე მომხვია.
- რის გაკეთებას ცდილობ? - ჩამჩურჩულა ყურში და თამარის გაოცებული მზერა დააიგნორა.
- ერთმანეთი გიყვართ და აღიარეთ რა. - მეც ჩავჩურჩულე და თამარს თვალი ჩავუკარი.
- ცუღლუტო ბავშვო - დამეჯღანა და მომშორდა - თამ, მიდი ახტი და წავიდეთ, მერე მეჩქარება.
- კარგი.
- ბევრი არ იმაიმუნოთ. - სიცილით მივაძახე და დივანზე წამოვგორდი.

თორნიკესთან და თამართან
თორნიკე მანქნისკენ მიიწევდა და ხელში გასაღებს ატრიალებდა. თამარი თორნიკეს გვერდით დაჯდა მანქანაში და გახედა.
- ჯერ ჩვენს "სახლში" ხომ არ წავსულიყავით? - ჰკითხა ბიჭს და ალმაცერად გახედა.
- მართალი ხარ, ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი. -უპასუხა და მანქანა საპირისპირო მიმართულებით წაიყვანა. მანქანა მალევე გაჩერდა "ქუჩის სამოთხესთან" და იქიდან ორი ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილი პიროვნება გადმოვიდა. კედელთან, დამიანესთან ერთად კიდევ რამოდენიმე ბიჭი და გოგო იდგა. პირდაპირ კედლისკენ წავიდნენ და იქ მყოფებს მიესალმნენ.
- აბა, რა ხდება? - იკითხა თორნიკემ.
- breakdance is world შეჯიბრი იწყება. - აღფრთოვანებულმა თქვა ერთ-ერთმა გოგომ და გაიღიმა.
- რა? - ერთდროულად შეიცხადეს თორნიკემ და თამარმა.
- კი, მაგრამ ეს შეჯიბრი, ხომ ოცი წელია არ ჩატარებულა? - ისევ თორნიკემ იკითხა.
- ვიცი, მაგრამ ბენის შვილმა გადაწყვიტა მამამისის საქმე გააგრძელოს და ისევ ჩაატაროს, მაგრამ შეცვლილი წესებით. აქ ბრძოლა მხოლოდ თასებისთვის არ იქნება. გამარჯვებულს 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა, ამასთან ერთად ბინა, მაგრამ ფულის ნახევარი თავშესაფარში გადაირიცხება და ამ ფულით შეეძლებათ იმოგზაურონ. - ლაპარაკი დაასრულა ყველაზე უფროსმა ბიჭმა და ხელი დამიანეს დაჰკრა.
- ასეთი რაღაც ჯერ არ მომხდარა? - სასიამოვნოდ გაოცებულს აღმოხდა დამიანეს.
- მაგრამ თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ჩვენ მონაწილეობის უფლება არ გვაქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკი არ გვიწყობს ხელს.
- გამარჯვება რა აუცილებელია? - იკითხა თამარმა.
- თქვენ დარწმუნებული ვარ არ ითაღლითებთ და ფულს მართლა გადარიცხავთ, ზოგიერთს კი აქვთ საშუალება ფული მთლიანად მოტეხონ და გაიქცნენ. აი რატომ გვინდა თქვენი გამარჯვება. - დაასრულა მონოლოგი კაცმა და მათ გახედა.
- როდისაა? - ისევ დასვეს კითხვა და მამაკაცს მომლოდინედ მიაჩერდნენ.
- როგორც ყოველთვის, 24 აგვისტოს. - უპასუხა ბავშვებს და მიბრუნდა.
- 24 აგვისტოს? - სამივემ ერთად წამოიყვირეს.
- ხო, რამე პრობლემაა?
- ოცდაოთხში სკოლის შეჯიბრია. - პასუხი გასცა დამიანემ მას და ხმადაბლა შეიგინა.
- ნინას იმედს ვერ გავუცრუებთ, მას გამარჯვება ძალიან უნდა. - თორნიკე ემოციურად იქნევდა ხელებს და ყვიროდა.
- მაგრამ მეც ვერ გამიცრუებთ. - მშვიდად თქვა კაცმა და გზა გააგრძელა, დანარჩენებიც მიყვნენ.

მეთერთმეტე თავი
- რა გავაკეთოთ? - იკითხა დამიანემ.
- რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ. -უპასუხა თამარმა.
- მერე ნინა? - არ ჩამორჩა თოკო.
- მომისმინეთ, მარტო მონაწილეობა უდიდესი წარმატებაა, ამ კონკურსით გზა გაგვეხსნება უკეთესი მომავლისკენ. და თქვენ გინდათ ასეთი წარმატება მხოლოდ ნინას გამო დათმოთ? - იკითხა თამარმა, ხელი აიქნია და პასუხის მოლოდინში ლოდზე ჩამოჯდა.
- ნინას გამო? შენ ნინას არაფრად თვლი? ჩემთვის დასავით არის და მეგობრობას არ გავწირავ. -დაუყვირა თორნიკემ გოგოს და ზურგით შეტრიალდა.
- ჩემზე და ჩვენზე მნიშვნელოვანი ნინაა? მისი უაზრო შეჯიბრების გამო დათმობ ამდენ ფულს? -მანაც არ დააკლო და მთელ ხმაზე იყვირა. შემდეგ მიხვდა რაც თქვა. მისთვის ფული არაფერია, მაგრამ მაინც თქვა. იქნებ გულის სიღრმეში მართლა უნდა ფული? მაგრამ მას არაფერი აკლია. იქნებ ეჭვიანობს ნინაზე? თორნიკე მოტრიალდა და გაავებული სახით შეხედა თამარს. თვალებიდან ცეცხლს აფრქვებდა და შეეძლო იქვე ჩაეკლა გოგო. ვერ იფიქრებდა, არ იფიქრებდა, რომ თამარს ფული უნდოდა, ფულს დახარბდა და ამის გამო შეეძლო ძლივს შეძენილი მეგობრობა გაენადგურებინა. დამიანე იდგა და უემოციო სახით უყურებდა წყვილს. შემდეგ შეტრიალდა და წავიდა.
- ამ სიტყვებს არ გაპატიებ. გესმის? არ გაპატიებ. ფულზე დახარბებული გოგო ხარ და არაფრის ღირსი ხარ. ამ სიტყვებს არ გაპატიებ. - იყვირა ბიჭმა და გოგონას მხრებში ჩააფრინდა. "არხევდა". ამას რხევა თუ ერქვა. "აზანზარებდა". ამას ზანზარი თუ ერქვა. თამარის ცრემლები გადმოსვცივდა, თავისი სუსტი ხელებით ცდილობდა მოეშორებინა ბიჭი. თორნიკე კი გაავებული იდგა, არც თამარის ცრემლები აღელვებდა და არც მისი ქვითინი. მას გული ეტკინა, ნინას გამო ეტკინა, დამიანეს გამო ეტკინა, ქეთას და დათას გამო ეტკინა, თამარი ეტკინა. ყოველთვის მისი სუსტი წერტილი იყო გოგონა. ეგონა იცნობდა და მისი "არცნობა" ეტკინა. მაგრამ მან რა იცის თამარის სიტყვების მიზეზი? არ იცის.
- გთხოვ, დათა, მტკივა. - ამოიტირა გოგომ და მხრები მოადუნა. ბიჭი გამოფხიზლდა და ხელები შეუშვა.
- ცრემლები მოიწმინდე და წამოდი. კოსტუმები უნდა ვიყიდოთ. - დამშვიდებული ხმით უთხრა და იქვე დაგდებული მანქანის გასაღები აიღო. - არ გაბედო და ნინას არაფერი უთხრა. ეს ჩვენ არ გვეხება, დამიანე ეტყვის ყველაფერს.
- კარგი. - კრუსუნით ამოილაპარაკა და სევდიანი თვალები გააყოლა მიმავალ ბიჭს. ძალიან ეტკინა მისი სიტყვები, გული მოუკლა. ბიჭს დაედევნა და მანქანაში ჩაჯდა. მალევე მივიდნენ სავაჭრო ცენტრში და ტანსაცმლის სექციის ძებნა დაიწყეს. კონსულტანტმა მიუთითა და სთხოვა, რომ თუ დახმარება დასჭირდებოდათ მისთვის მიემართათ. თოკომ უარით გაისტუმრა. იქვე სპორტული ტანსაცმლის სექციას დაუყვა, ძალიან მოეწონა ერთ-ერთი სპორტული ჟაკეტი, გოგოს ჟაკეტი. თამოს მოუხდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნია. გოგოსაც მოეწონა, ხმა არ ამოუღია. დუმდა და ჩუმად აპარებდა შავი ადიდასის ჟაკეტისკენ თვალს. "ადიდასი თუ ნაეკი?" კითხვა დაებადა და მის სულელურ ფიქრებზე თვითონვე გაიცინა. რა მნიშვნელობა აქვს? "ორივე ძალიან მაგარია" წამიერად გაიფიქრა და ისევ გაეღიმა. თორნიკე კი უცნაურად ადევნებდა თვალს, მის ღიმილზე თვითონაც იღიმოდა, მაგრამ მალევე სერიოზულდებოდა. გოგონას სევდიანი თვალები გულს უკაწრავდა, უფლეთდა, ნადირივით უგლეჯდა, მაგრამ ეს მხოლოდ მის ულამაზეს, მუქ ცისფერ თვალებში ძლივს შესამჩნევი იყო. ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა, თან ტანსაცმელს არჩევდა. მალე ნინა მოვიდოდა. არ იცოდა, როგორ არ შეემჩნია, იცოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ ეცდებოდა, ძალიან ეცდებოდა. თამარს გახედა, ისევ მოსაცმელს დაჰყურებდა და ცდილობდა დაემალა. გოგოზე ჩაეცინა და ჰკითხა.
- მოგწონს? - გოგო შეკრთა და ერთი ნაბიჯით შეხტა.
- რა? აა... ჟაკეტი?.. თუ ბოტასები?.. - ბლუყუნებდა და არ იცოდა რა მოეფიქრებინა. ასეთი თამარი? არავის ახსოვს, არც თორნიკეს. არასდროს ყოფილა დაბნეული, იმედგაცრუებული და თავის შეცდომაში გარკვეული. არასდროს უნანია არაფერი და ეხლა ძალიან უჭირს შეგუება.
- ჟაკეტი, ჟაკეტი მოგწონს? - გაუმეორა კითხვა ბიჭმა და გაიცინა, "ყველა კბილი გადმოულაგა".
- აა... ხო. - ამოიბლუყუნა და თავი ჩახარა. ეშინოდა ბიჭის თვალებში ჩახედვის, მაგრამ არ უნდოდა მათ შორის უფსკრული გაღრმავებულიყო.
- მაშინ ვყიდულობთ. - მხიარულად თქვა და ჟაკეტი აიღო.
- რას შვრებით, გვრიტებო? - მოულოდნელად ნინას ხმაც გაისმა.

ნინა
სავაჭრო ცენტრში შევაბიჯე და მეგობრების მოძებნა დავიწყე, მივხვდი რომ ტანსაცმელების სექციაში იქნებოდნენ და იქით წავედი. თვალი ნაცნობ სილუეტს მოვკარი და გულში რაღაცამ გამკრა. ეს გუგა იყო? ხო, ვიღაც გოგოსთან ერთად. გავბრაზდი, რა მარტივად მიატოვა ნანა. ყოველთვის ვიცოდი, რომ გუგა არაკაცი იყო და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. გვერდი აუარე და მხარი გავკარი. მის გაოცებულ სახეზე ირონიულად ჩამეღიმა და გზა გავაგრძელე. მალევე მოვკარი თვალი მოსაუბრე წყვილს და მათკენ წავედი.
- რას შვრებით, გვრიტებო? - დავჩხავე და ხელები შემოვკარი.
- რავი არაფერს. - უცნაურად გამიღიმა თამარმა და თოკოს გახედა გამიკვირდა, მაგრამ მალევე დავივიწყე და კაბებისკენ წავედი.
- თქვენი აზრით ვალსს როგორი კაბა მოუხდება? -ვკითხე მათ - წითელი? ზედმეტად ხასხასაა. ეს? ზედმეტად მძიმეა. მწვანე? რა სისულელეა. რამოდენიმე კაბა დავიწუნე და ამოვიფრუტუნე.
- ამოისუნთქე. - სიცილით მითხრა თოკომ და თამარს გახედა.
- ვალსი ძალიან მსუბუქი და სიყვარულით სავსე ცეკვაა. ცეკვის დროს თავი ძალიან მსუბუქად უნდა იგრძნო, თავი პეპელად უნდა წარმოიდგინო და იფარფატო. - ბავშვებს ავუხსენი ცეკვის აზრი და კმაყოფილმა გავიღიმე. ისევ კაბების თვალიერება განვაგრძე.
- ეს ძალიან ვულგარულია. სექსი კი არა სიყვარული უნდა ცეკვას... ეს ზედმეტად ჭრელია, თვალები ამიჭრელდა, რა უბედურებაა უფფფ... იასამნისფერი? ვერ ვიტან ამ ფერს... აუუუუუ...
- დამშვიდდი რა. - დამცინოდა თოკო და სპორტულებს ათვალიერებდა.
- ადიდასი თუ ნაეკი? - იკითხა თამარმა და დაბნეულმა შემომხედა.
- რა? - მე და თოკომ ერთდროულად ვკითხეთ მას და გადავიხარხარეთ.
- კაი დაივიწყეთ. - ხელი ჩაიქნია.
- ააააააააააა. - ვიკივლე და გავიქეცი.
- ნინა, რა მოხდა? - შეშფოთებულები დამედევნენ და როდესაც გავჩერდი ისინიც გაჩერდნენ.
- ზუსტად ეს კაბაა რაც მინდოდა. -ღია ცისფერი, მაქმანებით. უკვე მიყვარს. - ვწიკვინებდი და კაბას დავტრიალებდი.
- სამწუხაროდ ეს კაბა უკვე გაყიდულია. - "მახარა" კონსულტანტმა და უხერხულად გაიღიმა.
- რა? ვინ იყიდა? - შეშფოთებულად დავიყვირე და ხელები ლოყაზე ვიტაცე.
- მე. - რაღაცის წიკვინი მომესმა და მივტრიალდი. ვიღაც გაჩხინკული გოგო დავინახე.
- ჩემია და შენ არავინ გეკითხება. - ირონიულად გავიღიმე და კაბას მოვკიდე ხელი.
- ჩემია. - მეორე ბოლოს დაეჯაჯგურა.
- ხელი გავუშვი. - დავუყვირე და კაბა გამოვქაჩე.
- არა. - მანაც დამიკივლა და თავის მხარეს გაქაჩა კაბა.
- მოთმინების ფიალა მეწურება. - დავუღრინე.
- ნინა, წავიდეთ. - მითხრა თოკომ და მხარზე ხელი დამადო.
- არა-თქო. - ვუპასუხე და კაბას დავეჯაჯგურე.
- არა და მიიღებ. - მითხრა წიკვინამ და თმებში ჩამაფრინდა. ხელი მეც მისი თმებისკენ წავიღე, მაგრამ ვერ მივწვდი, სამაგიეროდ ჩემი ბრჭყალები ჩავასვი ლოყაზე და ჩამოვპორჭყნე. ქალმა დაიკივლა და ხელები მომაშორა. იქვე მიგდებულ კაბას დაწვდა.
- არანორმალურო. - დამიყვირა და ლოყიდან წამოსული სისხლი ჩამოიწმინდა. ახლა მარტო შევამჩნიე ხალხის გაოცებული და მომცინარი მზერა, რომლებსაც ტელეფონი მოემარჯვებინათ და გვიღებდნენ. თავი დავუკარი და წიკვინას ხელიდან კაბა გამოვგლიჯე და შუაზე გავგლიჯე.
- ერთი შენ და მეორე მე. - ვუთხარი და გავუწოდე ერთი ნაწილი.
- ფულს მე გადავიხდი. - მითხრა და გამიცინა. ხელი გამომიწოდა, ჩამოვართვი. ხელკავი გამოვუდე და გასასვლელისკენ წავედით.
- ფულს მერე გადავიხდით. - ერთდროულად მივაძახეთ გაოცებულ ხალხს და შენობა დავტოვეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი კაბით.

მეთორმეტე თავი
- მე ნინა მქვია. - ვუთხარი უცნობ გოგონას, რომელსაც ჩემი ბრჭყალებით მიყენებულ ჭრილობას ვუმუშავებდი.
- სასიამოვნოა, მე ლანა. - მითხრა ტკივილისგან აწითლებულმა და გამიღიმა.
- ბოდიში, არ მინდოდა. - ვუთხარი და თავი ჩავხარე.
- კაი რა ბოდიში,მეც დამნაშავე ვარ. - მიპასუხა და ხელი მხარზე ჩამომისვა. კარი გაიღო და ოთახში თოკო, თამარი და დამიანე შემოვარდნენ. როცა დაგვინახეს გაოცებული სახეებით გვიყურებდნენ და თვალებს ახამხამებდნენ. დარწმუნებული ვარ დამიანეს უკვე მოახსენეს ჩემი გმირობის შესახებ.
- გოგო, შენ ნორმალური ხარ? - დამიყვირა დამინემ და თვალები დამიბრიალა. თოკომ კი ბიჭს მხარი გაკრა და ანიშნა მშვიდადო.
- ნუ მიყვირი, შენ არავინ გეკითხება. - უხეშად მივახალე და ლანას წინ ჩამოვჯექი დაბალ, ოდნავ პატარა სკამზე.
- ვერ ხედავ რა ჩაიდინე? სახე რას უგავს. დარჩება ასე შრამად. - ისევ დამიყვირა და გოგონას სახეზე მანიშნა.
- კარგით რა, ნუ ეჩხუბებით. ჩემი ბრალიც იყო და შრამი არ დამრჩება, მალამოს წავისვამ. - თქვა ლანამ მშვიდად და დამიანეს გახედა.
- ორივე არანორმალურები ხართ. - მოგვაძახა უკვე კარში გასულმა ბიჭმა და კარები მოიჯახუნა.
- ბოდიში. - დამიანეს მაგივრად მოიხადა ბოდიში თორნიკემ და ლანას გაეცნო. თამარმაც იგივე გაიმეორა და სკამზე ჩამოჯდა. რატომღაც თავს მარიდებდა, მაგრამ დიდ ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევდი ამ ფაქტს.
- ჩემი წასვლის დროა, შეყვარებული მელოდება. - თქვა ლანამ და ფეხზე წამოდგა. მეც უკან მივყევი და გაცილებისას ვუთხარი.
- არ დაიკარგო, ჩემი ტელეფონის ნომერი გაქვს. დამიკავშირდი.
- კარგი. - მიპასუხა და თბილად გადამკოცნა. ლანამ კარები გაიხურა, მე კი ბავშვებთან დავბრუნდი. თამარი უხერხულად აწურულიყო და თორნიკეს "მამისმკვლელი" თვალებით უყურებდა. ყურადღება აღარ მივაქციე. ისედაც თამარი რაღაცნაირად უხერხულადაა ჩემთან. თან დამიანეზე გაბრაზებული სხვაზე ვერ ვფიქრობდი. ძალიან მეწყინა მისი უხეში ლაპარაკი და გადახარშვა მჭირდება.
- აბა, რას შვრებით? - ვკითხე რაც შემეძლო მხიარული ხმით და შევეცადე ცუდი ხასიათი არ დამტყობოდა.
- რავი არაფერს. ქეთა და დათა ხვალ ჩამოდიან. -მახარა თოკომ და გამიღიმა.
- ძალიან კარგი. - ავცქმუტდი მე სიხარულისგან. ძალიან მომენატრა ჩემი გოგო. მისი გიჟური გამოხტომები და "ბრძნული" დარიგებები.
- ჩვენი წასვლის დროა, ვივარჯიშებთ ცოტას. - მითხრა თოკომ და თამარს ხელი ჩაკიდა. გოგონა შეკრთა, ეშმაკურად ჩავიცინე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მალევე გაშპა ოთახიდან წყვილი და მარტო დამტოვეს ჩემს ფიქრებთან. საშინლად ნაწყენი ვიყავი დამიანეზე. ისედაც ცუდად ვარ, ქეთა და დათა მენატრებიან, თამარი თავს მარიდებს და მისი დამატებაღა მაკლდა. ტელეფონმა დაიზუზუნა და განათდა. მესიჯი იყო დამიანესგან.
-"დღეს, საღამოს რვაზე შენთან მოვალ. სალაპარაკო გვაქვს, ძალიან სერიოზული". - გამიკვირდა მისი ზედმეტად უცნაური მესიჯი. საშინლად დავიზაფრე და რაღაც საშინელისთვის მოვემზადე. დღე ზედმეტად უაზროდ გავლიე. ხან ყავა დავლიე, ხან ნაყინი შევჭამე, ხან ტელევიზორი ჩავრთე, ალბომი ასჯერ დავათვალიერე და რაღა არ გავაკეთე არ ვიცი. საათის წიკწიკის ხმა მესმოდა, თითქოს სამი საათი სამ საუკუნედ გაიწელა. ცუდი წინათგრძნობა მქონდა, თავს ვერაფრით ვიმშვიდებდი. ვიცოდი, რომ უაზროდ ვღელავდი, მაგრამ მაინც მეშინოდა. როგორღაც მიილია რვა საათამდე დარჩენილი წუთები. კარზე ზარის ხმა იყო. თმები გავისწორე და კარები გავაღე. დამიანე დაუკითხავად შემოვიდა და დივანზე დაჯდა. არაფერი უთქვამს. ათი წუთი დუმილში გავლიეთ. ვერ ვისვენებდი, ვცქმუტავდი. ხან წყალს ვსვამდი, ხან ვაშლს ვჭამდი ანდაც საერთოდ მზესუმზირას ვაკნატუნებდი. ბოლოს ხმა ამოიღო.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- ვიცი, უკვე მითხარი. - სწერვულად ვუპასუხე და წყალი მივიყუდე. ძალიან ვღელავდი. დამიანე მაფორიაქებდა, სულიერად შემცვალა და ცვლილება ძალიან მომწონს. ჩემი თავი ასეთი არ მახსოვს.
- ნუ მესწერვები. - მშვიდად მითხრა.
- გისმენ. - ვუპასუხე და დივანის საზურგეს მივეყუდე. დრო საშინლად გაიწელა, სანამ ხმას ამოიღებდა. იცოდა ვღელავდი.
- მოკლედ, ვიცი რასაც ეხლა გეტყვი გულს ძალიან გატკენს მაგრამ აუცილებელია გითხრა და გთხოვ ნუ გამაწყვეტინებ. ვიცი რას ნიშნავს შენთვის სკოლის კონკურსი, მაგრამ მე, თოკო და თამარი მონაწილეობას ვერ მივიღებთ. მიზეზი ძალიან რთული ასახსნელია. არასებობს ქუჩის სამოთხის შეჯიბრი. პრიზი ძალიან დიდია. ფული აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ ეს უდიდესი წარმატებისთვისაა საჭირო. ვიცი გაგიჭირდება ჩვენი პატიება, მაგრამ ძალიან გთხოვ, უბრალოდ გაგვიგე. - ცრემლები გაუჩრებლად მცვიოდა. გული გამეხლიჩა, დამეფლითა. ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყარა. გავუშვებ, რა თქმა უნდა გავუშვებ. მათ შეკავებას არ ვაპირებ. ეს მათი არჩევანია.ცრემლებს ვიწმენდ და მას შევყურებ.
- წადით, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოთ აწი არც ერთი. - ვუყვირე და ფეხზე წამოვაგდე.ელოდა ასეთ რეაქციას. ქურთუკი ჩაიცვა და გარეთ გავარდა. ისტერიული ტირილი ამიტყდა. ვსლუკუნებდი კედელთან მიყუჟული და საკუთარი თავი მძულდა საკუთარი რეაქციის გამო. რა უაზრობაზე გავბრაზდი. წავიდოდი და ბოდიშს მოვუხდიდი მათ, მაგრამ სიამაყის გრძნობა არ მაძლევდა ამის უფლებას. ამას კიდევ ის ემატება, რომ ქეთის და დათას უნდა ვუთხრა. ო, ღმერთო, არ შემიძლია. თავს მარტოსულად ვგრძნობ, ვგრძნობ რომ ვიშლები, ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. ასე ერთმა პატარა ქმედებამ, ტკივილმა გამტეხა. ასე არ შეიძლება, უნდა გავიღიმო და მოვრჩე ტირილს. ფეხზე წამოვდექი, გავიღიმე და ცრემლები შევიმშრალე.

მეცამეტე თავი
ქეთის და დათას დავურეკე, ყველაფერი მოკლედ მოვუყევი. ზედმეტი არაფერი უთქვამთ. მომაძახეს მალე ჩამოვალთო და გამითიშეს.

საკონკურსო დღე ხვალ იყო. საშინლად ვნერვიულობდი. მათ არ შევხვედრილვარ. ჩემი მოთხოვნა გაითვალისწინეს და თვალით არ მინახავს. გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ ღამ-ღამობით, საწოლში ხშირად ვტიროდი. დილით თვალებჩასიებული ვიღვიძებდი. თითქმის გარეთ არ გავსულვარ. ჩავიკეტე საკუთარ თავში. ლანამ რამოდენიმეჯერ ამომაკითხა. თავისი შეყვარებულიც გამაცნო - შაკო. სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა. სიბრალულით უყურებდნენ ჩემს ჩასიებულ თვალებს. არაფერს იმჩნევდნენ, მაგრამ ვატყობდი. ვატყობდი, რომ ელოდნენ. რაღაცას ელოდნენ. ვიცი, რასაც. ჩემს ნაბიჯს. მიჭირდა გადადგმა, წინ წასვლა. მეშინოდა, მათი რეაქციის. ქეთა და დათა უარს მიცხადებდნენ მონაწილეობის მიღებაში. გავბრაზდი, გავცხარდი, გამოვლანძღე და დავტოვე სახლში. კარები გამოვიჯახუნე და გავიქეცი ქუჩაში. მთელი სისწრაფით გავრბოდი. დანიშნულების ადგილს ნახევარ საათში მივაღწიე. ქანცგაწყვეტილი ვიყავი. ფეხებს ძლივს ვითრევდი. გული ამჩქარებოდა. წითელი და ლურჯი ფერები სახეზე მეცემოდა. გავიცინე, სიმწრით. სიცილი ისტერიულ ტირილში გადამეზარდა. ვტიროდი, ვკანკალებდი, ჩაკეცილი ვსლუკუნებდი. კედელთან მივედი. გარკვევით ვამჩნევდი წარწერებს. ინგლისურად, რუსულად. გარკვეული, მიჯღაბნილი ხელით ნაწერს გავყურებდი. "გარკვეული" და "მიჟღაბნილი"? არ ვიცი, არ ვიცი. კედელს თავი მივადე. ჩავიკეცე, კედელს მივეყრდენი. ცრემლები შევიმშრალე. დავინახე. მისი აჩრდილივით სახე დავინახე. დასერიოზებულიყო. დასევდიანებულიყო. წამოვდექი. და გავიქეცი. სახლში გავიქეცი. საწოლზე დავემხე. დავიძინე. მშვიდად დავიძინე. დილით ლაღმა სიცილმა და გარედან შემოვამალმა ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. წამოვდექი. გარდერობთან მივირბინე. თეთრი allstars ჩავიცვი. ნაცრისფერი, გახეხილი, სპორტული, მოშვებული შარვალი. შავ ბრეტელებიან მაისურზე შავ-თეთრი ჟაკეტი გადავიცვი. თმები დავივარცხნე და კოხტად დავიხურე კეპი. გარეთ გავვარდი. საკუჭნაოდან ველოსიპედი გამოვიყვანე. გავწმინდე და შემოვაჯექი. საღამომდე ვკატაობდი. ვაკვირდებოდი, მზის სხივებით მოფენილ არემარეს და მეღიმებოდა. საღამოს სახლში დავბრუნდი. ქეთას, დათას, ლანას და მის შეყვარებულს წერილი გავუგზავნე. "ქუჩის სამოთხისკენ" წავედი. იქაურობა შეცვლილიყო. ცენტრში სცენა იდგა. ხალხი უფრო მეტი იყო, ვიდრე სხვა დროს. განსხვავებული ჩაცმის სტილით, თმის ვარცხნილობით და თუნდაც ორიენტაციით. მონაწილეების ძებნა დავიწყე. და აი ისინიც. დავინახე. ნერვიულობდნენ. მივირბინე. თოკოს და თამოს ჩავეხუტე. მათი დაბნეული მზერა დავაიგნორე. დამიანესთან მივედი. ხელები მოვხვიე. მანაც მომხვია. გულში ჩამიკრა. მის სუნთქვას ვგრძნობდი. თავი ამაწევინა. ტუჩებზე დამეძგერა. იგივე გრძნობა. იგივე აფრინება. იგივე დანარცხება. იგივე სისუსტე ფეხებში.
- წარმატებები - ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი. ბავშვები იქ იყვნენ. სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი კონკურეცია იყო. საუკეთესო ილეთები, რა თქმა უნდა მოპარული ცეკვები. ჩემი დამიანეს ცეკვა და ილეთები კი საუკეთესო იყო. გაბრწყინებული სახით შევყურებდი.
- ქალბატონებო და ბატონებო, მართლაც, რომ სასიამოვნოა ამათი ცეკვის ყურება. გამარჯვებულებს მალევე გავარკვევთ. მანამდე კი მინდა მიკროფონი გადავცე ჩვენი მონაწილის მეგობარ გოგოს, ნინას. - ჩემი სახელი გამოაცხადეს, მალევე ავედი. მე ვთხოვე წამყვანს ამის გამოცხადება. ჩემი გულის ცემა მესმოდა, ყურებში მიბუგუნებდა.
- დამიანე, ნამდვილად მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... მაგრამ ძალიან შემიყვარდი. ძალიან ვნანობ ჩემს სიტყვებს "ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს". ვიცი, ბიჭი უნდა უხსნიდეს სიყვარულს გოგოს, მაგრამ... მაგრამ მე მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი. მე მინდა პირველმა გითხრა, რომ მიყვარხარ. სიგიჟემდე... სამუდამოდ... - სცენიდან ჩამოვხტი, მიკროფონი წამყვანს მივაჩეჩე. გონს მხოლოდ გამარჯვებულების გამოცხადებისას მოვედი. სიხარულისგან ერთმანეთს ეხუტებოდნენ თამო, თოკო და დამიანე. სიხარულისგან დამინეს კისერზე ჩამოვეკიდე.

დამიანეს მკერდზე მედო თავი. ტელეფონმა დარეკა. დავწვდი. თორნიკე იყო.
- ნინა, დაჯექი. მითხრა თამარმა. გამიკვირდა.
- რა? - ვკითხე.
- ზიხარ?
- კი.
- ნინა, მე გავთხოვდი.
- ვინ არის ის უბედური?
- ვინ უნდა იყოს?
- კარგი ხო, სად არის თორნიკე? დამალაპარაკე სიძე.

-----------------
დასასრული


ისტორია ეძღვნება ყველა ადამიანს, ვისაც ცეკვა უყვარს.

ეს არის ჩემი პირველი ისტორია რომელიც დავასრულე. მადლობა, რომ გვერდში მედექით და უბრალოდ კითხულობდით. მიყვარხართ



№1 სტუმარი Guest გვანცა

ცოტა ბანალური დასასრული ჰქონდა ...,თან სიყვარულისთვის ბრძოლა არსად იყო ...მაგრამ კარგია

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Guest გვანცა
ცოტა ბანალური დასასრული ჰქონდა ...,თან სიყვარულისთვის ბრძოლა არსად იყო ...მაგრამ კარგია

პირველ რიგში მადლობა, რომ წაიკითხე ❤❤ დასასრული ვიცი რომ ბანალური ჰქონდა :დდ უბრალოდ მინდა სრულად იდოს :დდ თან პირველი ისტორიაა და მეპატიება :დდ მადლობა კიდევ ერთხელ ❤❤
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი TeddyBear

პირველი ისტორიისთვის ძალიან კარგია.
ჩემი პირველი ისტორია რომ მახსენდება ტირილი მინდება ხოლმე ეს კი იმასთან შედარებით იმდენად კარგია რომ...

დახვეწას საჭიროებს შენი ისტორია, ბევრი ისეთი ნიუვანსი იყო რაც ასე უბრალოდ არ ხდება, სიყვარული ასე მალე არ მოდის ადამიანებთან ან თუ მოდის სულ ცოტათი სხვანაირად იწყებს განვითარებას, აქ ყველაფერი ზედმეტად მარტივი იყო.

ცოტა მეტი ემოცია კარგი იქნებოდა...
წარმატებები ^^

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

TeddyBear
პირველი ისტორიისთვის ძალიან კარგია.
ჩემი პირველი ისტორია რომ მახსენდება ტირილი მინდება ხოლმე ეს კი იმასთან შედარებით იმდენად კარგია რომ...

დახვეწას საჭიროებს შენი ისტორია, ბევრი ისეთი ნიუვანსი იყო რაც ასე უბრალოდ არ ხდება, სიყვარული ასე მალე არ მოდის ადამიანებთან ან თუ მოდის სულ ცოტათი სხვანაირად იწყებს განვითარებას, აქ ყველაფერი ზედმეტად მარტივი იყო.

ცოტა მეტი ემოცია კარგი იქნებოდა...
წარმატებები ^^

მადლობა და გამაბედნიერე ❤❤ ვიცი რაც დააკლდა და ვიცი რომ ასე მარტივად სიყვარული არ მოდის :დდ რომ ვკითხულობდი და ვასწორებდი ტირილი მინდებოდა :დდ მადლობა რომ წაიკითხე და ამდლობა რომ შენიშვნები მომეციდა კომენატარის დაწერა არ დაიზარე ❤❤
--------------------
M.D

 


№5  offline მოდერი ენემი

La Llorona
Guest გვანცა
ცოტა ბანალური დასასრული ჰქონდა ...,თან სიყვარულისთვის ბრძოლა არსად იყო ...მაგრამ კარგია

პირველ რიგში მადლობა, რომ წაიკითხე ❤❤ დასასრული ვიცი რომ ბანალური ჰქონდა :დდ უბრალოდ მინდა სრულად იდოს :დდ თან პირველი ისტორიაა და მეპატიება :დდ მადლობა კიდევ ერთხელ ❤❤


ბანალური დასასრული იმიტო ჰქონდა რო ჩემი თხოვნის გამო გააგრძელა და მუზა არ ჰყავდა იმ დროს ამიტომ ბოდიში სიხა ჩემს გამო რო დაგაწერინე ბანალური დასასრულით kissing_heart

მიყვარხარ მე შენ
მიხარია რომ კიდევ ერთხელ ვკითხულობ. heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ენემი
La Llorona
Guest გვანცა
ცოტა ბანალური დასასრული ჰქონდა ...,თან სიყვარულისთვის ბრძოლა არსად იყო ...მაგრამ კარგია

პირველ რიგში მადლობა, რომ წაიკითხე ❤❤ დასასრული ვიცი რომ ბანალური ჰქონდა :დდ უბრალოდ მინდა სრულად იდოს :დდ თან პირველი ისტორიაა და მეპატიება :დდ მადლობა კიდევ ერთხელ ❤❤


ბანალური დასასრული იმიტო ჰქონდა რო ჩემი თხოვნის გამო გააგრძელა და მუზა არ ჰყავდა იმ დროს ამიტომ ბოდიში სიხა ჩემს გამო რო დაგაწერინე ბანალური დასასრულით kissing_heart

მიყვარხარ მე შენ
მიხარია რომ კიდევ ერთხელ ვკითხულობ. heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

ჩემო გოგო, რა ბოდიში, პირიქით მადლობა რომ მთხოვე დამესრულებინა. მადლობა, მადლობა ასეთი გამხნევებისთვის, ძალიან კარგი გოგო ხარ ❤❤
--------------------
M.D

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ...
საინტერესო ისტორია იყო უბრალოდ მე თუ მკითხავ ნინას ასე იოლად არ უნდა ეპატიებინა თუმცა ეს შენი გადასაწყვეტი იყო...
გააგრძელე წერა არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდე და შენს მკითხველთა რიგში ჩამწერე...

 


№8  offline აქტიური მკითხველი La Llorona

უცნობი ქ
ძალიან ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ...
საინტერესო ისტორია იყო უბრალოდ მე თუ მკითხავ ნინას ასე იოლად არ უნდა ეპატიებინა თუმცა ეს შენი გადასაწყვეტი იყო...
გააგრძელე წერა არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდე და შენს მკითხველთა რიგში ჩამწერე...

ვაიმე, ვაიმე გული ცუდად მაქვს... ბედნიერებისგან შეიძლება გავსკდე... მადლობა, მადლობა, ძალიან გამახარე, საყვარელო ❤❤
--------------------
M.D

 


№9 სტუმარი dicay

თითქოს ბანალური იყო...
სასიამოვნო წასაკითხი ზედმეტი ტრაგიზმის გარეშე :) მე მომეწონა :* ველი შენს ახალ ისტორიას :*

 


№10  offline აქტიური მკითხველი La Llorona

dicay
თითქოს ბანალური იყო...
სასიამოვნო წასაკითხი ზედმეტი ტრაგიზმის გარეშე :) მე მომეწონა :* ველი შენს ახალ ისტორიას :*

მადლობა, ჩემო კარგო, გამახარე ❤
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent