შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული,აწმყო,მომავალი.(5)


25-06-2017, 22:52
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 287

დილით გადავწყვიტეთ სახლში დავბრუნებულიყავით.დავემშვიდობეთ იქაურობას,დარაჯს და წავედით.
-აქ კიდევ მოვალთ,არ მოიწყინო. - მითხრა და გამიღიმა.არაფერი მითქვამს,შევხედე და მეც გავუღიმე. თითქოს რაღაცნაირად დარდი მომაწვა,არც მე ვიცი რატომ,თუმცა იმაში დარწმუნებული ვიყავი,რომ იქაურობის დატოვება და საკუთარ სახლში დაბრუნება არ იყო ამის მიზეზი.ალექსმაც შეამჩნია ეს…
-რა გჭირს? - მზრუნველი ხმით მითხრა და სახე მოღუშა.
-არაფერი,დავიღალე ალბათ. - ისე გამომივიდა,თითქოს ძალით გავუღიმე. ამის შემდეგ ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
-მოვედით.
-ძალიან კარგი.-გავაღე კარები და მანქანიდან გადმოვედი.პირდაპირ სახლში ასვლას ვაპირებდი,სანამ ალექსმა არ დამიძახა.
-მარიამ.
-გისმენ. - შევტრიალდი და ველოდებოდი რას მეტყოდა.
-მართლა კარგად ხარ?
-კი, უბრალოდ დასვენება მინდა.
მხოლოდ სახლში ასვლის,შხაპისა და ძილის მერე მივხვდი,რომ იმედი გავუცრუე,ეგ კიარა ზედმეტად ცუდად და უხეშად მოვიქეცი,ამისთვის ბოდიში უნდა მომეხადა.ავიღე მობილური და დავურეკე.პირველ,მეორე,მესამე,მეოთხე ზარზე არ მიპასუხა,ალბათ ეძინა.ჰო,რა თქმა უნდა, ღამის სამ საათზე სხვას რას იზამდა...გადავტრიალდი და მეც განვაგრძე ძილი.
-აპირებ სამსახურში სიარულს? - დილით მხოლოდ ეს მესიჯი დამხვდა. არაფერი მიმიწერია,ავდექი,ვისაუზმე,მოვემზადე და წავედი.
ოფისში მისვლისას ალექსი არ დამხვდა,უფროსწორად არ ვიცოდი იქ იყო თუ არა.ავედი მესამე სართულზე და მივუჯექი ჩემს მაგიდას.არც სემი ჩანდა სადმე.
-ძეტკა,სად ჯანდაბაში ხარ? - დაახლოებით ოცი წუთი ველოდებოდი პასუხს,შემდეგ კი როგორც იქნა მაღირსა.
-ვუი,ევას (უფროსის მოადგილე) ვუთხარი,რომ ცოტა დამაგვიანდებოდა,არ უთქვამს იმ იდიოტს?
-არა,არაფერი უთქვამს...კაი მიდი გელოდები,ჭკვიანად!
საქმეს უცებ მოვრჩი,მთელი ნახევარი დღე იდიოტივით უნდა გამეტარებინა,სანამ სემი მოვიდოდა.
-სად ხარ? - რატომღაც ალექსს მივწერე.
-ოფისში,შენ?
-მეც…
დაახლოებით ხუთ წუთში ემა შემოდის და მეუბნება,რომ უფროსმა დამიბარა თავისთან კაბინეტში. მეც უცებ ავირბინე მეოთხეზე.
-მეძახდით უფროსო? - გავუღიმე,მივვარდი და ჩავეხუტე.
-დიახ,ქალბატონო მარიამ. - გამიცინა და უფრო მაგრად ჩამეხუტა. -დაბრძანდით,გეთაყვა.
-გმადლობთ,ბატონო. - სკამი გამომიწია და მეც დავჯექი.
-იცით,ბევრი ვიფიქრე და დროა დაგაწინაუროთ. - რა თქმა უნდა გამიხარდა ამის მოსმენა,მაგრამ დათანხმებას არ ვაპირებდი.
-ალექს,მართლა მადლობელი ვარ,მაგრამ მგონი ჯობია იქ ვიყო სადაც ვარ… - თბილად გავუღიმე.
-კი,მაგრამ რატომ?
-როცა ამას გაიგებენ,ხო იცი რა ამბები მოყვება…მოდი ყველაფერი ისე იყოს,როგორც აქამდე რა,გთხოვ.
-კარგი,როგორც გინდა...თუმცა ვერ ვხვდები,ხალხის აზრი როდის მერე გაინტერესებს?!
-მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული,არაფერს ვიტყოდი. - დავემშვიდობე და კარებისკენ წავედი.
-მარიამ.
-გისმენ.
-საღამოს გამოგივლი,ძმაკაცები ვიკრიბებით და მინდა შენც იქ იყო.
-კარგით უფროსო.- თვალი ჩავუკარი და გამოვედი.
როცა ქვევით ჩავედი სემი უკვე მოსული იყო და მეძებდა.უკნიდან მივეპარე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.მიუხედავად იმისა,რომ დაიყვირა და ყველა ჩვენ გვიყურებდა,მაინც არ შევეშვით ერთმანეთს.
-შე უნამუსო,თავი როგორ მომანატრე. - კიდევ იქით ვსაყვედურობდი...მერე რა რომ მე ვიყავი წასული და არა ის.
-შე არასწორო,კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიები? მოიცა,გავიდეთ აქედან,მოგივლი მე შენ…-ახლა იმის თქმა,რომ საღამოს სახლში არ მივიდოდი, დიდი შეცდომა იქნებოდა,ამიტომ არაფერი მითქვამს.თუმცა არ მინდოდა მის გარეშე გამეტარებინა კიდევ ერთი დღე.ამიტომ როცა ოფისიდან გავედით,ალექს ვუთხარი,რომ სემიც ჩვენთან ერთად მოდიოდა,ისიც დამთანხმდა.ახლა ერთადერთი პრობლემა თავად სემი იყო,არ ვიცოდი იქ წამოსვლა თუ მოუნდებოდა.
-ლამაზო,საღამოს მივდივართ?
-შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც წამოვალ სიხარულო...თუმცა მაინც მაინტერესებს სად ჯანდაბაში მივდივართ… - ცალი წარბი აწია და პასუხს მოუთმენელად ელოდებოდა.
-რავი,ალექსი გამოგვივლის და წავალთ.
-ძალიან კარგი...სიხარულისგან ახტა და ტაში დაუკრა.
სახლში რვა საათზე მივედით.ჩვეულებრივზე ოდნავ ლამაზად გამოვეწყვეთ და მხოლოდ ალექსს ველოდებოდით.
-იმედია წვეულება არაა,თორემ დაგკლავ…
-არა,ძმაკაცები ვიქნებითო მარტო...ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე მითხრა. - მხრები ავიჩეჩე და ფანჯრიდან გადავიხედე. - ალექსი მოვიდა,წავედით.
როცა ჩავედით ის მანქანიდან გადმოვიდა,უკანა კარი გააღო და ჩვენც ჩავჯექით.გზაში მხოლოდ სემი ლაპარაკობდა,მე და ჩემი “უფროსი” კი სიცილით ვკვდებოდით.
-სემ,აღარ შემიძლია…ამდენი კარგა ხანია არ მიცინია… - ჯერ კიდევ იცინოდა და ძლივს თქვა სათქმელი.
-ჯერ სად ხართ… - სემმაც რა თქმა უნდა შეიფერა და ამაყად გადმოვიდა მანქანიდან.როცა სახლში შევედით, იქ მისი ძმაკაცები და მათი შეყვარებულები იყვნენ,ან ცოლები...ნუ რა მნიშვნელობა აქვს.
-ძლივს,მადლობა ღმერთს! გვერგო პატივი და თვით ალექსის საცოლე გავიცანით - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
-ჯერჯერობით მხოლოდ შეყვარებული. - გავუღიმე და ალექს გავხედე.შევამჩნიე,რომ დიდად არ ესმიამოვნა ამის მოსმენა,თუმცა მართლა ეგრე იყო…
-ცოტახანი დაგტოვებთ-თქვა ალექსმა და იქით გადავინაცვლეთ. სათითაოდ დაიწყო იქ მყოფთათვის ჩემი გაცნობა.
-ესაა,ის მარიამი? - თქვა იმან,ვისაც უკვე კარგად ვიცნობდი.
-დიახ,მე ვარ. - წარბი ავუწიე და ცოტა სწერვულად შევხედე.
-აქ არ გელოდი… - თქვა ნიკმა და გამიღიმა.
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? - უკვე ალექსიც ჩაერია.
-იმაზე უკეთ,ვიდრე გგონია. - ნიშნის მოგებით უთხრა ნიკმა.ვიცოდი,რომ მისი აქ გამოჩენა კარგის ნიშანი არ იყო,ჯერ მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი “ყოფილის” “ძმაკაცი” გახლდათ…
-ძალიან კარგი-უთხრა და ღვინის მოსატანად გავიდა. ამასობაში სემმა ბიჭი დაკერა.სხვათაშორის იქ მყოფთანაგ,ყველაზე სიმპატიური იყო,რა თქმა უნდა ალექსის შემდეგ.კარგად მომდგარი ტილოს შარვალი და ზედმეტად დახვეწილი მაისური ეცვა.მერე როგორც იქნა სემმა გამომხედა,თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.მეც ცერა თითი ავუწიე და გავუღიმე.ცოტახანში ალექსთან მივედი.
-უნდა წავიდე. - არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა,ამიტომ ლეკვის თვალებით დავუწყე ყურება.
-აუ არა,რა.გთხოვ…
-დედაჩემმა დამირეკა,ოდნავ შეუძლოდ ვგრძნობს თავს და იქნებ მოხვიდეო…-სხვა გზა არ მქონდა,უნდა მომეტყუებინა.
-აუუუ...ნუ კარგი,წაგიყვან მაშინ…
-არა,წავალ ჩემით...შენს სემს მიხედე რა,არაფერი მიქაროს… - გავუცინე და ჩავეხუტე.
-კარგი,გაგაცილებ.
გარეთ გავედით.საკმაოდ ბნელოდა.ალექსს თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ არ უნდოდა ჩემი წასვლა,თუმცა ნიკთან ერთად ყოფნა გუნებას გამიფუჭებდა,დარწმუნებული ვიყავი.გააჩერა ტაქსი,ჩამეხუტა,მითხრა მიყვარხარო და მეც წავედი...ცოტახანში მივხვდი,რომ ალექსის და ნიკის დატოვება იქ მარტო არ შეიძლებოდა...ჯანდაბა! ავირბინე სახლში,კარები ჩავკეტე,ლოგინზე დავეგდე და ტირილი დავიწყე...იქვე ჩამეძინა.
დილით თერთმეტზე გავიღვიძე,მივხვდი რომ ძალიან,ძალიან დამაგვიანდა.უცებ ჩავიცვი და გავიქეცი,არც კი მისაუზმია.თორმეტს აკლდა ოცი წუთი,როცა ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და თავი დავდე,მძიმედ ვსუნთქავდი სირბილისგან.
-მარიამ - გავიგონე ალექსის ხმა,თავი უცებ ავწიე და ფეხზე ავდექი. - არამგონია ფულს დასვენებისთვის გიხდიდეს ვინმე,იმედია მეორედ ამის შეხსენება არ დამჭირდება. - ხმის ტონი ჩვეულებრივზე მაღალი ჰქონდა.
-ალექს… - ჯერ კიდევ ვერ მოვედი გონზე,წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა.
-მგონი თქვენი მეგობარი კიარა,უფროსი ვარ.სახელით აღარ მომართოთ. - მის თვალებში პირველად დავინახე შიში,ზიზღი და სიძულვილი ერთად. მთელი მესამე სართული ჩვენ გვიყურებდა.ამ წამს მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგნით ჩავვარდნილიყავი.ტირილი მინდოდა...ცხოვრებაში პირველად ამდენი ხალხის თანდასწრებით კინაღამ ტირილი დავიწყე,სანამ ჰემინგუეის სიტყვები არ გამახსენდა: “ ნურასდროს დაეცემით სულიერად. ეს ჩემი წარმატების საიდუმლოა. არასოდეს დაეცე სულიერად ხალხის თანდასწრებით.” უცებ სემი მოვიდა,ჩამეხუტა,მერე ხელი ჩამჭიდა და ერთად გავედით ოფისიდან...



№1  offline წევრი londoni

მომეწონა, ცოტა გაზარდე თავებიი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent