შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული,აწმყო,მომავალი.(4)


24-06-2017, 17:15
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 487

-შევთანხმდით,მაგრამ მხოლოდ 2წუთი გაქვს დრო.
დიდი წვალების შემდეგ,მაინც შეძლო დივნის სახელურიდან ჩემი ხელის აღება,ხელში აყვანა და მაგიდასთან მიყვანა,თუმცა ეს ყველაფერი სულ რაღაც შვიდ წუთში მოახერხა.
-გილოცავ,ჩემი ორი სურვილის შესრულება მოგიწევს…
-რომ მცოდნოდა ასე გაგიხარდებოდა აქამდეც მოგაგებინებდი…ნუ კარგი,წავაგე.ველოდები შენს სურვილებს როდის მეტყვი..
-ჰმ..იქნებ ჯერ ვჭამოთ?
-ჰო,რა თქმა უნდა.
ყავა,ჩაი,შემწვარი კვერცხი,”ყიყილიყოები”(კვერცხიანი პური),ტოსტერები ძეხვით,ალუბლის წვენი და კექსი-ასე გამოიყურებოდა ალექსის მიერ “სწრაფად” მომზადებული სადილი.
-დავიჯერო ყავას და ჩაის ერთად სვამ?
-ნუთუ არ გაგისინჯავს,უმადურო? - გაიცინა და მეც გამეცინა. როცა საბოლოდდ მოვრჩით სადილობას,გარეთ გასვლა და სეირნოდა შემომთავაზა,თუმცა ამის თავი ახლა მართლა არ მქონდა.
-მოდი ვითამაშოთ.
-თუ რამე საინტერესოა,იმ შემთხვევაში მითხარი,თუ არადა ჩავთვალოთ, რომ არაფერი გითქვამს.
-კაი,არაფერი მითქვამს. - ავდექი დივნიდან,ავიღე ტელეფონი,სემს დავურეკე და გარეთ გავედი.
-სად ჯანდაბაში ხარ?
-მე კიარა,შენ სად ხარ? - მაინც იქით ვსაყვედურობ.
-სამსახურში,სად ვიქნები? აუ მოგკლავ,ორი დღე გავიდა,”დაჟე” უფრო მეტიც,სად დაიკარგე?
-მოგიყვები ყველაფერს...შენი უფროსი თავის კაბინეტშია?
-არა,რატო? აუ,არა,არა,არა...მითხარი,რომ ის არაა,რასაც ვფიქრობ.მარიამმმმ,სერიოზულად?
-ჰო ძეტკა,ეგააა. - თავი ვეღარ შევიკავე და გავიცინე.ვხვდებოდი რა შარში გავყავი თავი,ჯერ ტელეფონიდან შემიჭამდა ტვინს,მერე შეხვედრისას…-უკვე ვნანობ რომ გითხარი.
-ნუ ხარ დამპალი,მომიყევი ყველაფერი...აუ მარიამ,წარმოგიდგენია როცა ესენი გაიგებენ ამ ამბავს,რა მოხდება? - ისევ ბოროტულად ჩაიცინა,იპოვა გასართობი…
-არაფერიც არ მოხდება იმიტომ,რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს...ან რა უნდა გაიგონ საერთოდ?
-როცა ამხელა ოფისის უფროსი და შენ, ერთად ხართ...აუ,ცუდად გამომივიდა,მაგრამ ხო ხვდები რაც ვიგულისხმე.
-ჰო ვიცი...მაგრამ სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუო და გითხრა,რომ ერთად არ ვართ...აუ ახლა იცი რისი თამაში მინდა? აი,ჩვენ რო ვთამაშობდით ხოლმე,წიგნებიდან ფრაზები, რომ უნდა გამოგვეცნო..
-მერე ალექსი იქ ტყუილა გყავს? - ვიცოდი,რომ გაიცინა.
-ოოო,გადი რა...კაი წავედი მე და მერე მოგიყვები ყველაფერს
-არ წახვიდე,სად მიდიხარ...აუ მართლა მოგკლავ!
ცოტა ხნის სეირნობის შემდეგ სახლში შესულს,ალექსი არ დამხვდა.ნეტავ სად წავიდა?!თან,არაფერი უთქვამს.დარაჯსაც არ უნახავს,ჯანდაბა. რა ხდება? პირველ სართულზე ძებნა,უშედეგოდ დამთავრდა,მეორე სართულზეც არ ჩანდა. სანამ ბიბლიოთეკაში არ შევედი…
-გსიამოვნებს,როცა გეძებენ? - არაფერი უთქვამს,არც შემოუხედავს. იჯდა მაგიდასთან და ხელში რაღაც წიგნი ეჭირა.
-გესმის,როგორ ცემს ჩვენი გულები?
- გულებს რა თავში ვიხლი. შენ მინდიხარ. ლამის ჭკუიდან შემშალო! - ყველა სიტყვა ისეთი გულწრფელი იყო,რომ…
-მართლა გიყვარვარ? - შემომხედა.ისეთი თვალები ქონდა,თითქოს პასუხს ელოდა...არაფერი მითქვამს,რაღაცნაირად გავუღიმე და გამოვედი. თითქოს ხომ უბრალო სიტყვები იყო წიგნიდან,თუმცა დარმუნებული ვარ სპეციალურად აირჩია ეს ადგილი…
საღამოს,როცა მობილურით დედაჩემს ველაპარაკებოდი და ახალ ამბებს ვიგებდი,ალექსი ჩამოვიდა,წინ დამიდგა და მითხრა:
-ვითამაშოთ. - თავიდან გაკვირვებულმა შევხედე,დედაჩემს დავემშვიდობე და თამაშზე დავთანხმდი.
-კარგი მაგრამ რას ვთამაშობთ?
-იმას,რისი თამაშიც წეღან გინდოდა.
-შენ საიდან იცი,რა მინდოდა? - ისევ მე შევხედე გაკვირვებულმა.
-რა მნიშვნელობა აქვს. - გვერდით მომიჯდა და პასუხს ელოდებოდა.
-აჰა,გასაგებია.მაშინ ჩემი ორი სურვილიდან ერთს ვიყენებ და პასუხს ვითხოვ.
-შენი და სემის საუბარი გავიგე. - ახლა ყველაზე ნაკლებად ამის მოსმენა მინდოდა.
-ჰო…-ვთქვი და თავი დავხარე,ესეიგი ისიც გაიგო,როცა ვთქვი,რომ მე და ალექსი ერთად არ ვართთქო...ისე,თუ ასე იყო მაშინ აქ რა მინოდა? ზედმეტად ლოგიკური კითხვა გამიჩნდა საკუთარ თავთან.
-დავიწყოთ?
-კი,დავიწყოთ.
-”სიყვარული უეცრად ელვითა და ჭექით უნდა მოვარდეს, როგორც ზეციური ქარიშხალი, ცხოვრებას ერთბაშად რომ ესხმის თავს და ნებისყოფას ფოთლებივით შემოაძარცვავს, გულს კი უფსკრულისკენ მიაქანებს”
-მადამ ბოვარი - დიდად არ მესმიამოვნო,მაინცდამაინც სიყვარულით რომ დაიწყო თამაში,თუმცა...უბრალოდ ფრაზებია,მეტი არაფერი.
-ყოჩაღ ნიჭირო! - გამიღიმა
-გმადლობთ,უფროსო. - თავი დავუკარი და გავუღიმე. - ახლა მე.
-აბა,გისმენ.
-აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
-პატარა უფლისწული ხო?
-დიახ,გახლავთ.
-ამას თუ გამოიცნობ,არაყზე გპატიჟებ. - გამიცინა.მისი თაფლისფერი თვალები უჩვეულოდ გაბრწყინებულიყვნენ,თუმცა მის მზერაში რაღაც იმალებოდა,რაღაც წყენის ან იმედგაცრუების მსგავსი.
-აი,მოტივაციაც მესმის. - გამეცინა და მზერა ისევ მის თვალებზე გადავიტანე.
-”რას ბრძანებთ, დედოფალო! ქალს არაყს როგორ ვაკადრებდი? სუფთა სპირტია!”-პასუხს ელოდა..
-არა,სხვათაშორის მგავხარ რაღაცით - გამომხედა,ოდნავ გაკვირვებულმა. - ოსტატი და მარგარიტას წაკითხვის შემდეგ,ზუსტად მაგ ფრაზაზე გავამახვილე ყურადღება.
-მარიამ,თამამად შემიძლია გითხრა,რომ ვამაყობ შენით! - და ტაში დაუკრა.
-აბა,დაპირებული არაყი სადაა?
-დიდი იმედი მქონდა,რომ ვერ გამოიცნობდი,ამიტომ არაყი არაა.
-მატყუარა,უნამუსო...ჩემი მოტყუება არ შეგრჩება.-თავიდან თითქმის მეც დავიჯერე,რომ გავბრაზდი, თუმცა მერე თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. - არაუშავს,მოვასწრებთ დალევას.მერე ადგა, კარადა გამოაღო და სასმელები გამოიტანა.
-ესეიგი,გვაქვს ვისკი,კონიაკი,მარტინი,არაყი და ღვინო.
-მოდი ღვინით დავიწყოთ. - გამოვიტანე ორი ჭიქა და მივუჯექი ალექსს გვერდით. ვფიქრობდი,რომ სწორად ახლა იყო შესაფერისი დრო,იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა ჩვენს შორის.არ ვიცოდი საიდან დამეწყო,თუმცა ყველაფერი თავისით მოხდა.
-იცი,მგონი დროა ვილაპარაკოთ. - პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ოდნავ მიღიმოდა.
-კარგი,მაგრამ რაზე? - ვერ ვხვდები თავი რატო გავიდებილე.
-ჩვენზე,აქ გატარებულ სამ დღეზე,შენს და სემის საუბარზე…
-ის საუბარი…-არ დამამთავრებინა.
-ცუდი არაფერი გითქვამს...უბრალოდ ვერ ვხვდები,რატომ მეწყინა როცა თქვი რომ ერთად არ ვართ,უფროსწორად არ მეწყინა…-ამჯერად მე არ დავამთავრებინე.
-იმედი გაგიცრუვდა.
-ნუ ჰო...მგონი ლაპარაკი ცუდი იდეა იყო.დაივიწყე. - ბოლოს მაინც ყველაფერი გააფუჭა,მაინც “ჩართო” თავისი სიამაყე თუ რავიცი,რაც ქვია ის…
-არა,უკეთესს მომენტს ვერც შეარჩევდი. - მეორე ჭიქა ღვინო დავცალე,დავდე მაგიდაზე და ალექს მივუახლოვდი.
-მოდი ხვალ ვილაპარაკოთ რა.ახლა დაიძინე,მე ცოტას გავივლი და მოვალ.
-აქ იყავი რა… - თვალებში ჩავხედე,შემდეგ უფრო მივუახლოვდი და თავი მხარზე დავადე.
-მიყვარხარ! - შუბლზე მაკოცა და თმებზე მეფერებოდა.
-მეც მიყვარხარ,უფროსო… - გავუღიმე და ჩავეხუტე...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე რა კარგი იყო ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი მარიამი019

თაკოთაკო
ვაიმე რა კარგი იყო ყოჩაღ

დიდი მადლობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent