ნდობის ფასი (თავი IV)
5 წლის შემდეგ: სამსახურიდან სახლში განადგურებული დავბრუნდი, უზომოდ გადაღლილს წინ კიდევ უამრავი სათარგმნი მასალა მელოდა, ფაილები მაგიდაზე მივყარე, ტანზე გამოვიცვალე და მაკიაჟის მოსაცილებლად სააბაზანოში შევედი. საკუთარ გამოსახულებას სარკეში თვალი ძლივს გავუსწორე, შეღებილი, მოკლედ შეჭრილი თმა, ჩამქრალი, სევდაჩამდგარი თვალები, მოკუმული ტუჩები, ტირილს ძლივს რომ იკავებენ.. თითქოს ერთბაშად დავბერდი ამ წლების განმავლობაში.. შხაპი მივიღე და სამზარეულოში გავედი, ყავა მოვიმარაგე მთელი ღამისთვის და ლეპტოპს მივუჯექი.. გამთენიამდე ვთარგმნიდი.. ახლად ჩაძინებული მაღვიძარის ხმამ გამომაფხიზლა.. ძლივს ავითრიე ტანი.. მოვწესრიგდი და ისევ ყავის ფინჯნით ხელში გავედი აივანზე.. ჯერ ძალიან ადრე იყო და არც ისე ცხელოდა.. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სამსახურში წასავლელად მოვემზადე.. უკვე მეორე კვირაა მანქანა პროფილაქტიკაში მყავს.. ამ პაპანაქებაში ფეხით სიარული მიწევს.. ტაქსით წასვლას რატომღაც ვერიდები.. რატომღაც?! გაჩერებაზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავედი, სამარშრუტო ტაქსის ლოდინში საკმაოდ დიდი დრო გავიდა, შეიძლება დავაგვიანო კიდეც.. –ჯანდაბა, ახლა მოუნდა რაა!–ავჯაჯღანდი. ყურსასმენი მოვირგე და სიმღერები ჩავრთე, ახლა მხოლოდ Muse თუ მიშველიდა.. Psycho.. ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს მახსენებს.. მოგონებებს ველოლიავები, ვეპოტინები.. მათით ვცხოვრობ.. აქეთ–იქით ყურებაში ისე გავერთე, ვერც კი მივხვდი, როგორ ამესვეტა წინ ვიღაც კაცი, ყურებამდე გაღიმებული რაღაცას მიყვიროდა, გვერდით მდგომი ქალისთვის ხელი ჩაებღუჯა და მგონი მის თავს მაცნობდა.. აშკარაა, ვიღაცაში შევეშალე.. –რით შემიძლია დაგეხმაროთ?–ვიკადრე ყურსასმენის მოხსნა. –თქვენ მე არ გახსოვართ? თქვენი დამსახურებაა, დღეს ერთად რომ ვართ. საყვარელო, გახსოვს გოგოებზე რომ გიყვებოდი?–მიუბრუნდა ქალს. –მათ მირჩიეს, აი ამან მირჩია–ხელი გამოიშვირა ჩემკენ.–არ გახსოვართ ხო?–უცებ დასევდიანდა, აშკარად ძალიან გაშტერებული სახე მქონდა. –სიმართლე რომ გითხრათ, არა–შემრცხვა. –მე თქვენ ტაქსით მიგიყვანეთ, თქვენ და კიდევ ერთი გოგონა, მითხარით აუცილებლად უთხარი ხვალვეო, დაპატიჟეო, უთხარი, რომ გიყვარსო–აღელვებით საუბრობდა მამაკაცი. –ხოო, რა თქმა უნდა–გამინათდა გონება.–თქვენ ვიღაც გიყვარდათ და.. მოიცა, უთხარით? ისაა?–გულწრფელად გამეხარდა. –ის ახლა ჩემი ცოლია, თქვენ რომ არა, ვერასდროს გავბედავდი–გულზე მიიხუტა–უბედნიერესი ადამიანი ვარ, მადლობა. დიდხანს მართმევდა ორივე ხელს, მთელი გაჩერება ჩვენ მოგვშტერებოდა, ვერ გაეგოთ, რა გვიხაროდა ასე.. ვიდექი ასე, გახევებული, ვუყურებდი უკვე საკმაოდ შორს მიმავალ ბედნიერ წყვილს, აღარც გაშვებული სამარშრუტო ტაქსი მახსოვდა და აღარც დაგვიანება.. ბედნიერი ვიყავი, მათი სიხარულის მოზიარე რომ გავხდი.. სამსახურში დავრეკე და day off ვითხოვე, მასალების ელექტრონულად გადაგზავნას შევპირდი და ბევრი არ უჯაჯღანიათ.. მარკეტში შევიარე, ჩვენი საყვარელი სასუსნავები შევიძინე და გაუფრთხილებლად დავადექი ნინოს.. –არ არსებობს, ამდენი წლის მერე როგორ გიცნო? მართლა მეორე დღეს ვნახეო?–არ იჯერებდა აჟიტირებული ნინო. –ხოო, გოგო მეორე დღესვე დაადგა თურმე, არავითარი პაემანი, პირდაპირ აჯახა მიყვარხარ და ცოლად გამომყევიო, ისიც ამდგარა და გაჰყოლია.. –ძაან მაგარია რაა –კი არიან დღესაც გუგულებივით, შვილიც გვყავსო მითხრეს.. ************ მეორე დილით უფრო შემართებით გავიღვიძე, მაშინვე სამზარეულოს მივაშურე, დედა ჩამოსულიყო და დილაუთენია ბლინებს მიმზადებდა.. მულტფილმის გმირივით გავყევი სუნს თვალდახუჭული და დავეჯახე კიდეც ცხელი ტაფით ხელში მდგარ დედაჩემს.. –რას აკეთებ? ვერ გაიზარდე ისევ ამხელა გოგო რაა–დაიწყო ქოთქოთი. –მეც მომენატრე, დეე–ზურგიდან მივეხუტე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. ერთი ბლინი პირდაპირ ტაფიდან ავტაცე და ყავა დავისხი. –აუუ ცხელია, დავიწვიი–ავყვირდი, ბლინი თეფშზე დავაგდე და დამწვარი ხელი ონკანს შევუშვირე. –ჩუმად, გააღვიძებ იცოდე–დამიცაცხანა დედაჩემმა. –ისევ სძინავს? –ხოო, დაღლილია, გვიან ჩამოვედით ძაან–სითბოშეპარული ხმით მიპასუხა. –კაი, გავედი, დამაგვიანდა, დღეს ვეცდები ადრე მოვიდე.. სადარბაზოდან გასულმა ჩემი სახლის აივანს ავხედე, რა თქმა უნდა იქ იდგა.. ტრადიციას არ ღალატობდა.. ხელი დამიქნია და მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც თვალთახედვის არედან გავქრი.. ასეა უკვე წლებია, მას მერე რაც დამოუკიდებლად დავიწყე სიარული, არ მახსოვს სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სად.. მას მერე, რაც სახლიდან პირველად გავედი მარტო, ის აივანზე დგას, ქარშიც, წვიმაშიც, თოვლშიც, სიცხეშიც, ის მაინც დგას, ხელს მიქნევს, მეც ვუქნევ და მხოლოდ მერე შედის გულდამშვიდებული.. ************ სამსახურიდან ჩაფიქრებული გამოვდიოდი, ფიქრები ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა.. ნინო იყო.. –წინასწარ გაფრთხილებ, უარი არ მიიღება! –რა გინდა, გოგო?–გამეცინა. –ჯერ შემპირდი!–ღმერთო, რა ჯიუტიაა.. –მე რა ვიცი რას მთავაზობ, იქნებ ბანკის გატანა გინდა?–არ დავაკელი მეც. –არც ნაკლებია–ახარხარდა. –იტყვი ბოლოსდაბოლოს? –მარიამის დაბადების დღეზე მივდივართ! –აბა მარიამი? –ღმერთო, გადმომხედეე–აყვირდა.–რა გჭირს შენ ვერ გავიგე? მარიამი არ გახსოვს? ჩემი მეზობელი რომ იყო, ახალ სახლში გადავიდა თან და.. –და დიდ დაბადების დღეს იხდის, ყველა ნაცნობი და უფრო მეტი უცნობი იქნება, ეგებ მეც მეშველოს რამე ხო?–დავასრულე აზრი მის ნაცვლად. –ზუსტადაც! არ მაინტერესებს, მოდიხარ! 8ზე მზად იყავი, გამოგივლი!–სიტყვის თქმა არ მაცადა, ისე გამითიშა. –გიჟია რაა–ჩავიფრუტუნე. დიდხანს აღარ მიფიქრია, პირველივე შემხვედრ სალონში შევედი და ვთხოვე, ცოტა განსხვავებული ვარცხნილობა გაეკეთებინათ, მსუბუქ მაკიაჟთან ერთად.. ძირფესვიანი ცვლილებებისთვის მზად არ ვიყავი, თუმცა როცა ერთ საათში სარკეში საკუთარი თავი დავინახე, ხმადაბლა წავუსტვინე, შედეგი მართლაც დიდი იყო: ამჯერად სარკიდან ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მიცქეროდა და არა ნაადრევად დაბერებული პენსიონერი. კმაყოფილმა კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავი სარკეში და გახალისებულმა დავტოვე სალონი. –რა ჩავიცვა?–დავურეკე ნინოს. –არ მჯერაა, უმაგრესი გოგო ხარ, ვგიჟდები შენზე! ვიცოდი, ვიცოდი, რომ უარს არ მეტყოდი–ტელეფონი გვერდით გავწიე, რომ მისი აჟიტირებული მონოლოგი აღარ მესმინა, ლიფტში შევედე, კონტაქტი დროებით გაწყდა (თუმცა ის მაინც ვერ მიხვდა და აგრძელებდა).. –მორჩი?–ვკითხე სახლში შესვლისთანავე. –შენ რა, ისევ არ მისმენდი ხო?–გაბრაზდა. –რა ჩავიცვათქო?–მორიგი იერიშის თავიდან ასაცილებლად ოსტატურად გადავუტანე თემა. –მწვანე კაბა. –შანსი არაა –თუ მეკითხები, გიპასუხე უკვე–გაბრაზდა. -ჯანდაბას შენი თავი!-გავიფიქრე და მისი „რჩეული“ მწვანე კაბა მოვხსენი საკიდიდან. მახსოვს, ადრე რომელიღაც ფილმში მოვისმინე ფრაზა: „სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, იმ რომანის დასაწყისია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდებაო“. მაშინ ბოლომდე ვერ გავიაზრე, რისი თქმა სურდა ამით მთავარ გმირს, აი ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, როცა სარკეში საკუთარ, „გამოცოცხლებულ“ თავს ვხედავ, ვხვდები, მთავარი სწორედ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულია, თუ ეს დაკარგე, მხოლოდ მაშინ კარგავ ყველაფერს.. ჩანთა ავიღე და „რომანის“ დასაწყებად მოვემზადე.. ზუსტად რვა საათზე ჩემი სახლის კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა, მივხვდი, ნინო თავს იზღვევდა რომ არ გავყოლოდი.. -ჩამოიღებს ეს ვახტანგ გორგასალი, თუ არ გავუღე-ავჯაჯღანდი. -იცოდე, მეზარება, საქმე მაქვს, არ მცალია და მსგავსი სიშტერეები არ მიიღება მიზეზად-დაიწყო კარის გაღებისთანავე.-ვააა, არ მჯერაა, ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც ადრე! ძალიან მაგრად გამოიყურები მართლაა-სიხარულით ჩამეხუტა. -კარგი გეყოფა, მაკიაჟს გაიფუჭებ-არარსებული ცრემლი დემონსტრაციულად მოვიწმინდე და უაზროდ გავეკრიჭე. -დეგენერატი ხარ რა-თავში წამომარტყა მსუბუქად.-წავედით? ************ ჩემი მოლოდინი გამართლდა, მარიამთან მართლაც უამრავი ხალხი ირეოდა. -ბაიკოო, როგორ გამახარეე-აშკარად ჩემზე უკეთესი მახსოვრობა აქვს ამ გოგოს. -გეყოფა, ბაი, დღეს გასართობად მოხვედი და არა საკბენად-შემოვუძახე თავს. -გილოცავ დაბადების დღეს-გადავკოცნე და საჩუქარი გადავეცი. არც ისე ცუდი ხალხი აღმოჩნდა მისი მეგობრები, მხიარული გარემო იყო, ვინ მღეროდა, ვინ ცეკვავდა, ყველა ერთობოდა.. სასიამოვნო საღამო დასასრულს მიუახლოვდა, სახლის შემოსასვლელში ჩოჩქოლი რომ ატყდა.. თავიდან მეგონა, ჩხუბობდნენ და ცოტა დავიძაბე კიდეც, მაგრამ მალევე მივხვდი, სიხარულის შეძახილები იყო. კითხვის ნიშნით სავსე მზერით გადავხედე ნინოს, არ ვიციო მხრები აიჩეჩა იმანაც. მალევე ამ ხმაურიდან სიტყვების გარჩევა შევძელი და ადგილს მივეყინე.. -ბექაა, ბექაა როდის ჩამოხვედი??? ვაიმე რა მაგარიაა, არ მჯერა, რომ აქ ხაარ-მარიამის ხმა გამოვარჩიე ამ ხმაურში და ნინოს მკვლელი მზერით გავხედე. -რას მიყურებ? ყველა ბექა ის ხო არ იქნება არა? უბრალოდ სახელი დაემთხვა-როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ აკანკალებულმა ხმამ გაყიდა.. ფეხზე წამოვხტი და ჩანთას დავუწყე ძებნა, ზურგიდან მისი მზერა რომ ვიგრძენი.. ნელა გავიმართე წელში, სახელი დაემთხვა ხოო-წავუსისინე ნინოს და ვცადე, სახის ნაკვთები მწყობრში მომეყვანა, უშედეგოდ.. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და შემოვტრიალდი, ჩემ პირისპირ იდგა, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ისეთი სიმპათიური, საყვარელი და მომნუსხველი.. რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა და ახლა მათი გადადგმა ისე უნდა მომეხერხებინა, რომ არაფერი შემმჩნეოდა.. -როგორ ხარ, ბაი?-მკითხა ძველებური ტონით, ღმერთს და მარიამს მადლობა შევწირე, მაგიდის აქ დადგმისთვის, ფეხით მივეყრდენი და წონასწორობა შევინარჩუნე.. თუმცა სიხარული ნაადრევი გამოდგა. მისი მზერა, ხმა, სიახლოვე - ნამეტანი აღმოჩნდა, ორი ნაბიჯი გადავდგი და იმ ჩემს „მშველელ“ მაგიდას წამოვკარი ფეხი ზუსტად. არაა, სულაც არ აღმოვჩენილვარ მის მკლავებში რომანტიკულად, არც დრო შეჩერებულა და არც ქარს აუფრიალებია თმები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მის წინ დავებრეხვე იატაკზე! საერთოდ, ვთვლი, რომ თვითირონია ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, მთლად საუკეთესო თუ არა. მაგრამ ამჯერად, ჩემს კეთილშობილებასაც საზღვარი ჰქონდა! რამდენჯერ გამიცინია მე თვითონვე, როცა უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, თუმცა ამ მდგომარეობას ყველაზე კორექტული ადამიანიც კი ვერ უწოდებდა უბრალოდ უხერხულს. -კარგად, შენ როგორ ხარ?-დაბნეულმა ვუპასუხე, ფეხზე წამოდგომა რომ შევძელი. -ძველებურად-მითხრა უცნაურად. -მე, მე უნდა წავიდე-ჩანთას დავტაცე ხელი და კარისკენ წავედი. -გამირბიხარ?-ირონია.. -ახლა მასზე აყოლის დრო არაა, ბაი, უნდა წახვიდე, თორემ უარესია!-ვარწმუნებდი თავს, მაგრამ ბოლო წამს მაინც სიამაყემ მძლია. -შენ რა შუაში ხარ?-მოვტრიალდი. -მე მოვედი, შენ მიდიხარ.. დამთხვევაა ვითომ? -შენს მოსვლამდეც ვაპირებდი წასვლას.. -ჰაჰ, ანუ დამთხვევა ხო? -სკოლაში გეოგრაფიას როგორ სწავლობდი, ბექა?-ამჯერად მე მოვირგე ირონიული მზერა. -რა? რა შუაშია? -კარგად რომ გესწავლა, გეცოდინებოდა: დედამიწა მხოლოდ მზის და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს! -ჰაჰაჰაჰაჰაჰააა-ნინოს გამაყრუებელმა ხარხარმა მოიცვა ოთახი. ტუჩის კუთხეში ეპარებოდა ღიმილი ბექასაც, თუმცა თავის შეკავებას ცდილობდა. -ბავშვებოო, ხო არ მოიწყინეეთ? ბაი, შენ და ბექა მანამდეც იცნობდით ერთმანეთს? რა მაგარიაა, წავედით ტორტი უნდა გავჭრათ-გრიგალივით დაგვაცხრა მარიამი თავს, შუაში ჩაგვიდგა, ხელი გაგვიყარა ორივეს და სამზარეულოსკენ წაგვათრია, ჩანთის იქვე დაგდება ძლივს მოვასწარი, რომ არ მიმხვდარიყო ორიოდ წუთის წინ წასვლა რომ მქონდა გეგმაში.. მხიარულება გრძელდებოდა, ბექას იქ ყოფნა და მისი მწველი მზერა მთრგუნავდა, დიდხანს ვეღარ შევძელი გაჩერება და მეორე სართულზე, განცალკევებით არსებულ ოთახს შევაფარე თავი, სამომავლოდ, საბილიარდოდ და გასართობ ოთახად ქცევა რომ ეწერა.. ტელეფონის ზარი.. ძიძა იყო.. -ბაია, მაპატიე, რომ გაწუხებ, ვიცი გასართობად ხარ წასული, მაგრამ უშენოდ არაფრით იძინებს, დაელაპარაკე მაინც რაა.. -დამალაპარაკე-ვუთხარი ღიმილით. -ალო, დეე, მალე მოხვალ? -ნია, დე, ხომ გთხოვე დაგეძინა უჩემოდ? მე შეიძლება ძალიან გვიან მოვიდე და შენ უნდა მელოდო შუაღამემდე? ძლივს დავაწყნარე და დავიყოლიე დაძინებაზე, სანაცვლოდ მთელი კვირა დღის ერთად გატარებას შევპირდი.. ტელეფონი გავთიშე და ეკრანზე მის გამოსახულებას მოვკარი თვალი, ფოტოზე 5 თვისაა, ბუთქუჩა ხელები სასაცილოდ აქვს გამოშვერილი, დიდი ცისფერი თვალები უფრო დაუჭყეტია და გულიანად ხითხითებს, უსაყვარლესია.. -ჩემი ლამაზი გოგო-სიყვარულით ჩავილაპარაკე და წამოვდექი.. -აი თურმე რა ყოფილა, გათხოვდი და შვილიც გყავს ხო?-ბექას ცივმა ხმამ დამამუნჯა. ბოდიში, რომ აქამდე ვერ ავტვირთე, მუზამ მიღალატა და ვერ ვახერხებდი დაწერას... თან თქვენც აღარ მოგწონთ მგონი... ველოდები შეფასებებს.. სიყვარულით <3 ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.