რუსთავი
მე ვესტუმრები მშობლიურ ქალაქს, განმიახლდება ცეცხლი ჩამქრალი, ვამაყობ რომ ვარ მე რუსთაველი, აქ გავუსწორე ცხოვრებას თვალი... ღრმად ჩავისუნთქავ რუსთავის ჰაერს, ირგვლივ იგრძნობა სურნელი დენთის, აქ ღატაკების სამშობლო არის , იციან ფასი ყოველი თეთრის... კვლავ ვესტუმრები რუსთავის უბნებს, ყოველი ქუჩა წააგავს ტირიფს, მათი ცხოვრებით გული მეწვება , აქ ხშირად ბავშვი შიმშილით ტირის... აქაც ხშირია მტრობა ღალატი , აქაც ხშირია ღამით მკვლელობა, დგეს აქ ცხოვრება წააგავს ჭადრაკს, უნდა გათვალო ყველა მსვლელობა... მაგრამ იციან ძმობა ერთობა, სხვისი გულისთვის თავს შესწირავენ, თუ უერთგულებ და დააფასებ, სიცოცხლესაც კი შემოგწირავენ... ეს ქალაქია ძმობის ერთობის, ღარიბი ხალხი მდიდარი სულით, მიყვარს რუსთავის ყოველი ქუჩა, მე მის სიყვარულს ვატარებ გულით!. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.