ფერები ?! ...7...
-ხო მაგრამ მინდოდა იზი... დავმალო? რისთვის? მე... შენი თავი მინდა... მიყვარხარ იზი-ვერაფერი ვუთხარი, სიტყვები ვერ ვიპოვე... ასე ჩუმად ვისხედით ორივე დივანზე, პასუხს არ მთხოვდა მაგრამ ვიცოდი, ვიცოდი რომ ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც კითხვის დაუსმელად ითხოვს პასუხს, რა მეთქვა?! როცა პირველი კოცნა მიისაკუთრა,თან ისე, რომ მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. ძალიან მომწონდა მასთან ურთიერთობაც, შეხებაც, მომწონდა საერთოდ რომ არსებობდა, რომ ვიცნობდი... ვიაზრებდი იმასაც, რომ თუ ახლა ხმას არ ამოვიღებდი, ჩვენს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა. ღრმად ამოვისუნთქე, მისკენ შევტრიალდი... ხელის კანკალით მოვძებნე და ჩავეხუტე. -ნიკა, მე არ ვიცი რა არის სიყვარული, არ ვიცი რას ნიშნავს უფრთოთ ფრენა, პატარა გამოუცდელი ბავშვი ვარ... შენ გინდა, რომ მასწავლო? იქნები ჩემი მასწავლებელი ჩემს შავ სამყაროში?-თითქოს გულზე მომეშვა, ჩემი შინაგანი გრძნობებიც ამოვაყოლე და გავჩუმდი. მჯეროდა მისი ნათქვამი მიყვარხარ, მჯეროდა მისი თითოეული ბგერები და სიტყვები. მინდოდა შევხებოდი, მაგრამ შემეშინდა. რისი? შემეშინდა, რომ ჩემს წარმოსახვაში შექმნილ ნიკას არ ემგვანებოდა. ხელი ჩამომისვა თმებზე, თავი ამაწევინა ნაზად და ყურთან ჩამჩურჩულა -არ ვიცი როდის ჩამისახლდი გულში, არ ვიცი ასე მოკლე დროში როგორ შეძელი ჩემი ფიქრების მისაკუთრება, მაგრამ გამოგივიდა იზი. შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ, იცი როგორ მიყვარს შენი თვალები? ძალიან სუფთა და ნაზია... ასეთი არ შეიძლება... უბრალოდ ახლა რომ არ მეთქვა არ შემეძლო, ზედმეტად ეგოისტი ვარ. ხო ვარ! ვარ იმიტომ, რომ მინდა მარტო ჩემი, ჩემთან იყო. ვარ იმიტომ, რომ გპირდები სიყვარულს გასწავლი, ჩემს სიყვარულს გაჩუქებ და შენ სიყვარულთან ერთად ვამგზავრებ. ყველაზე სუფთად მიყვარხარ! - სახე ხელებით დამიჭირა და ტუჩებზე,დიდი ხნის მოწყურებულივით დამეწაფა. მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა, ცრემლები ვერ შევიკავე... თუმცა ეს არ იყო ერთი საათის წინ წამოსული ცრემლების ნარჩენი, ამ სითხეს არაფერი ქონდა საერთო მათთან. მე უზომოდ კმაყოფილი და საკმარისად ბედნიერი ვიყავი მისით და მისი სიტყვებით... ერთმანეთს ჩახუტებულები ვიწექით დივანზე და ერთმანეთის გულის სუნთვას ვუსმენდით. ამდენი ტირილის და ტკივილის შემდეგ, ამხელა სიხარული ზღაპარი ან სიზმარი მეგონა, მიყვარდა? შეიძლება ბოლომდე არა, თუმცა ნიადაგი ნამდვილად გამზადებული იყო, მომწონდა? კი,ძალიან... მიზიდავდა? ყველაზე მეტად, მინდოდა ისევ ეკოცნა, სულ ასე ჩამხუტებოდა და არ გავეშვი. შეიძლება ისიც იფიქროთ, უსიყვარულოდ როგორ აკოცაო, არვიცი, მე უბრალოდ გეძნობებს ავყევი, გულმა რაც მიკარნახა ის გავაკეთე, შეიძლება კიდეც მიყვარდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი ბოლომდე, ამდენი გრძნობის თავმოყრისგან ქაოსი მქონდა, მე ხომ პირველად მიყვარდებოდა. ემოციებისგან დაცლილს და ამავე დროს, ერთიანად ავსილს, პატარა ბავშვივით ტკბილად ჩამეძინა. ალბათ ასე დიდი ხანია არ მიძინია, საოცრად დაცულად და უსიზმროდ. დილით ჩემზე ადრე გაუღვიძია,ჩემი თვალების გახელა და მისი ხელის შემოხვევა ერთი იყო, გულში ჩამიხუტა და თვალებზე მაკოცა. -ჩემი ბავშვი-ჩუმად ჩამჩურჩულა და ახლა უკვე თავზე მაკოცა. გამეცინა მართლა ბავშურად, ლაღად... უზომოდ გამეხარდა გაღვიძებისას მისი ხმა, გულზე ავეკარი და გავინაბე -აი ხედავ როგორ კნუტივით გაინაბე, პატარა სითბოსთვის? ბავშვი ხარ აბა რა ხარ. ჩემი ოღონდ-საოცარი სითბოთი სავსე ხმით დააყოლა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა. დილითაც ვერ ვუთხარი... ვერ ვუთხარი, რომ ორ დღეში ოპერაციას ვიკეთებდი, ტყუილ იმედად ვერ გავიმეტე... რომ არაფერი შეცვლილიყო? არ მინდოდა ენერვიულა, იმედი ქონოდა. თუ წარმატებით ჩაივლიდა ყველაფერი, მაშინ უბრალოდ სიურპრიზი იქნებოდა, მე მის სახეს დავინახავდი, ის ჩემს ფერად სამყაროს. . . უკვე უზომოდ მინდოდა თვალი ამეხილა, მინდოდა ნიკას ფერები მქონოდა, მისი თვალები დამენახა ჩემი თვალებით და არა გონების თვალით. სამზარეულოში, მაგიდასთან ვისხედით, ჩაის ფინჯნებით ხელში. ჯერ კოვზს დაწვდა, მალევე დადო... შემდეგ ფინჯანს, ადგილზე ცქმუტავდა, ვგრძნობდი აფორიაქებული იყო -ნიკა რამე ხდება?-ნელი ხმით ვუთხარი -რა მგრძნობიარე ხარ. არაფერი არ ხდება, უბრალოდ მე უნდა წავიდე და... შენი დატოვება არ მინდა-ხელი მომკიდა და მაკოცა. მისი მზრუნველობით გახარებულს, ოდნავ გამეღიმა -სულელო... აბა სულ ჩემთან უნდა იყო? არა,მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ... -ოდნავ გავუღიმე და გავაგრძელე-მიდი წადი ნიკა, მე არაფერი მომივა, შენ შენი საქმე გაქვს,სულ ჩემთან უბრალოდ ვერ იქნები-ფართოდ გავუღიმე და გულში რაღაც მეტკინა, მეტკინა რომ ვატყუებდი, მაგრამ ასე ჯობდა... ამ მომენტში უბრალოდ ასე ვფიქრობდი.ახლოს მოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა. იმ ჩახუტებით, ყველაზე მეტად რომ მაყვარებდა თავს და პირველად, მაშინ შევიგრძენი მისი არომატი. მისთვის დამახასიათებელი სითბოთი ჩამომისვა ხელი ღაწვზე, იქვე მაკოცა და ნელა მომშორდა -კაი წავალ მაშ... მაგრამ იცოდე ხშირად დაგირეკავ ხოლმე, ბავშვის მარტო დატოვება დიდი ხნით არ შეიძლება-ცხვირზე თითი დამკრა და გამეცალა. ვსო? ეს იყო სულ? ეს რა იყო ახლა, მისი აზრით ეს მეყოფა? ცოტა ხანი დავიცადე და -ნიკუშააა-მთელი ძალით ვიღრიალე, სამაგიეროდ რეაქცია იყო იმ წამსვე -რა იყო რა მოხდა?-ეტყობა შემოსასვლელთან იყო მისული როცა დავუძახე, აშკარად აჩქარებული გულისცემა აქვს. ოდნავ გამეღიმა და თავი დავხარე. -იზი რა მოხდა?-შეშინებული ხმით მომიახლოვდა და მხრებზე ხელი მომკიდა. -თუ ბავშვი ვარ, ბოლომდე ბავშვი ვიქნები და შეგახსენებ, რომ სანამ გარეთ გადიან ბავშვს ცხვირზე კი არ ურტყამენ, კოცნიან, კო ცნი ან.-ნიშნისმოგებით ვურაკრაკებ და ველოდები -ბავშვო-სიცილით მიახლოვდება და ლოყაზე ხმაურიანად მკოცნის, რა თქმა უნდა მსიამოვნებს, მაგრამ მე მაინც სხვა მინდოდა. ხელს საყელოში ვკიდებ და მეორე ხელის საჩვენებელ თითს მეორე ლოყაზე ვიდებ,ისიც არ აყოვნებს და იხრება, მეც სახეზე ვკიდებ ხელს, რომ არ შემეშალოს,სახეს ვაბრუნებინებ და ტუჩებზე ვკოცნი, ოდნავ ეღიმება და თავადაც მკოცნის -ბავშვებმა ასე კოცნაც იციან?-ოდნავ მომშორდა და ღიმილით აღნიშნა -ჰმ... მე დიდი ბავშვი ვარ-თავი ვიმართლე და გავიღიმე -მოდი უფრო კარგად გასწავლი -თმებში ხელს მიცურებს და უფრო ვნებიანად მკოცნის. ხო ასეთი კოცნა არ მიგულისხმია, მაგრამ ვერ ვუარყოფ, ნამდვილად კარგი კოცნა იცის, თან ისეთი გონს რომ გაკარგვინებს, ვატყობ მეც ვეღარ ვიკავებ თავს და კოცნაში ვყვები, პირს უფრო მაღებინებს და ცდილობს ღრმად მაკოცოს, სუნთქვა მიხშირდება და ვცდილობ ტანში დავლილი სასიამოვნო ჟრუანტელი დავაიგნორო, ხელს თმებში ვუცურებ და მისკენ მივიწევ, ორ ნაბიჯში კედელს ეკვრის,მე კი მას, წელზე ხელს მკიდებს და ადგილებს ვინაცვლებთ. უმისამართოდ დააცურებს ხელებს ჩემს ზურგზე, ისიც გახშირებულად სუნთქავს, ვხვდები თავს იკავებს, მაგრამ ცდუნებასაც ვერ უძლებს, ორივე ხელს თეძოებზე მკიდებს და მაღლა მქაჩავს,ფეხებს წელზე მალაგებინებს ისე, რომ კოცნას არ წყვეტს, ყელს მიყვება, მოკლე მაგრამ ვნებიანი კოცნებით და ლავიწთან ჩერდება... შუბლს შუბლზე მადებს და ცდილობს სუნთქვა დაარეგულიროს, მეც გონს მოვდივარ და ფეხებს დაბლა ვწევ, ვგრძნობ სახეზე ცეცხლი მიკიდია, თავს დაბლა ვწევ და ასე ვცდილობ სირცხვილს გავექცე. ნიკაპზე თითებს მკიდებს და ნაზად მკოცნის ტუჩებზე. დამშვიდებულია -ნუ გცხვენია, მე ხომ მიყვარხარ-მეჩურჩულება და თან ოდნავ მშორდება -მაპატიე-მხოლოდ ამას ვლუღლუღებ და ვგრძნობ ისევ მახებს თავის ტუჩებს -მეც მაპატიე-მეჩურჩულება... -ახლა წავალ კარგი?-საყვარლად მთხოვს და მეც გაღიმებული ოდნავ ვუქნევ თავს... ნიკას წასვლისთანავე, წინასწარ,ლელას მიერ გამზადებულ შარვალს ვიცმევ და კლინიკაში მივდივარ. ახლა უკვე ყველაზე მეტად მინდა, სინათლე ჩემს თვალებში.კარებს ვაღებ და ნელა, კედლის დახმარებით მივდივარ ლიფტამდე, ინტუიციით ვაწვები 1ღილაკს და მალე გარეთაც გავდივარ. ძალიან მიჭირს სხვისთვის რაიმეს თხოვნა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, გამვლელს ვთხოვ ტაქსი გამიჩეროს და მალე კლინიკის წინ ვდგავარ, ნელა მივიწევ წინ, აქაც სხვისი დახმარება მჭირდება, კიდევ იცით რა მჭირდება? დამამშვიდებელი იმიტომ, რომ ვგრძნობ ემოციებისგან გული წამივა, გაჭირვებით ვწევ კარის სახელურს და ოთახში შევდივარ. ვცდილობ სიჩუმეს მოვუსმინო, მაგრამ საკუთარი ფიქრები ისე ხმაურობენ, ვერაფერს ვახერხებ. მოუსვენლად ვცქმუტავ სავარძელზე და ნაცნობი სუნთქვაც მესმის, თუმცა ვჩუმდები, არაფერს ვამბობ. მაინტერესებს თავად რას ელოდება, რამდენიმე წუთი უკვე მისი სუნთქვის სუჩუმეს ვუსმენ და ვხვდები, რომ ცოტა დავმშვიდდი, მომწონს ეს სიჩუმე. ხელების წვალებას ვიწყებ და თავს ოდნავ დაბლა ვხრი,თუმცა ნაცნობი ხმა უკან მაბრუნებინებს -იზიი-ხავერდოვნად ჩამესმის უკვე ახლოდან -ალექს-ხმის კანკალით ამომდის ბგერები, რამდენიმე წუთის წინ დალაგებული გულის პულსიც მღალატობს და ისევ სადღაც გარბის. მაინც ვერ მივხვდი ვერც მიზეზს და ვერც შედეგს, რატომ მოქმედებს ეს ადამიანი ასე. ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ...უბრალოდ ხმა მესმის, მაგრამ მარტო ხმაც საკმარისია ამ შედეგისთვის. ღრმად ვისუნთქავ და ვცდილობ გული და ფილტვები ადგილზე დავაბრუნო -როგორ ხარ?- ახლოდან მესმის ხმა მაგრამ მეჩვენება, რომ შორსაა -კარგად, უფრო სწორად ნორმალურად. თავად? -კარგად. იზი ანალიზების პასუხები ავიღე, ყველაფერი წესრიგშია, მხოლოდ ერთი რამ, მართალია თვალია,მაგრამ რთული ოპერაციაა, შენზე ხელის ჩაჭიდების შემთხვევაში მთელ პასუხისმგებლობას მე ვიღებ, თუმცა მაინც მინდა დავაზუსტო. თვალის ბადურა ოდნავ დაზიანებულია, მთავარია ცენტრი, რაც ფერებს აღიქვამს და ტვინს გადაცემს. ჯერ ერთ თვალზე გავაკეთებთ ოპერაციას, რაღაც დროის შემდეგ მეორეზე, ანესთეზია გაკეთებული გაქვს? ოპერაცია დაგჭირვებია?- ვცდილობდი მთელი გულისყურით მომესმინა, თუმცა მე მისი პროფესიონალიზმი უფრო მაოცებდა,რანაირად უნდა ყოფილიყო პრაქტიკაზე, მაშინ... გამოდის მომატყუა, მაგრამ რატომ? რომ ეთქვა ექიმი ვარო რას ვიზავდი? ვერაფრით მივაგენი პასუხს და ჩემ თავზე მომეშალა ნერვები... ვეცადე ფიქრებს მოვშორებოდი, მაგრამ ახლა სიჩუმემ შემაწუხა. რატომ გაჩუმდა? რატომ აღარ ლაპარაკობს? ნუთუ ოთახიდან გავიდა და ვერ მივხვდი?! ბოლო ფიქრით უკმაყოფილომ წარბები შევკარი. -ნეტავ იზი რაზე ფიქრობს?-ოდნავ ღიმილნარევი ხმა და მეც ადგილზე გაშეშებული უკვე სავარძელს ვეყინები. -არაფერზე,გისმენდი-ურცხვად ვტყუი და ვცდილობ უდარდელი სახე მივიღო -ხოო? კარგი. მიპასუხე მაშინ-ისევ ისეთი ღიმილის მიმართვა და ჩემი ორმაგად დაბნევა. რა ვუპასუხო როცა კითხვის აზრზე არ ვარ. ბოლოს მგონი ოპერაციაზე ლაპარაკობდა, რა უნდა ეკითხა?! -შენ რა იცი რომ ვფიქრობდი?-დაეჭვებულმა ნელა ვკითხე. ისევ ჩაიცინა და დააყოლა -კიდევ იზიმ ფიქრები უნდა აკონტროლოს და თუ რაიმე აინტერესებს უნდა იკითხოს- მივხვდი თვალები როგორ გამიფართოვდა გაკვირვებისგან. ეს რა მკითხავია?! ყველაფერი სახეზე ხომ არ მეწერება. არა, უბრალოდ ალექსია ზედმეტად დაკვირვებული. ღრმად ჩავისუნთქე და სიტყვები მოვძებნე -რა მკითხე და რამდენი ხანი იყავი გაჩუმებული?-მეორე კითხვას სრულიად უადგილოდ და გაუაზრებლად ვსვავ და მაინც აღარ ვღელავ, პასუხი უფრო მაინტერესებს ვიდრე ის, თუ რას იფიქრებს ჩემზე. ფეხზე დგება და მოძრაობას იწყებს, ვფიქრობ ოთახიდან გადის,რამე ცუდად თუ გამომივიდა ალბათ. თავს დაბლა ვხრი და ვცდილობ ცხვირის წვა, რომელიც ცრემლების საწინდარია, დავაიგნორო. უეცრად გვერდით მიდგება და ხელს მკიდებს -იზი...რამდენს ფიქრობ?-გულუბრყვილოდ მეკითხება და ჩემ გაღიმებასაც ახერხებს-ადრე რაიმე ოპერაცია ხომ არ გაქვს გაკეთებული? -არა-ვპასუხობ მაშინვე და ველოდები შემდეგ კითხვას. თუმცა არა, კითხვას არა, მე მას ველოდები, არვიცი რატომ მაგრამ მასთან მოსვლის დროს ვნერვიულობ, როგორც კი მის ხმას ვიგებ, თითქოს ვმშვიდდები მაგრამ თან უფრო ვფორიაქდები. მგონი ვგიჟდები,გამომაქვს დასკვნა, ისევ სიჩუმე მაფხიზლებს და ხელებს სახეზე ნერვიულად ვიტარებ. არც ის არ იღებს ხმას და ვხვდები მე მელოდება -შენც ფიქრობ?!- კითხვანარევად წარმოვთქვი ოდნავ დასევდიანებულმა -"ოცნება და რეალობა, ფიქრისა და ფანტაზიის გარეშე არ შეიქმნება" არა?- საოცრად თბილი ხმით "წაკითხული" ჩემი საყვარელი რომანიდან, ჩემი საყვარელი ციტატა...-რა ვიგრძენი? თქვენ რას იგრძნობდით ჩემს ადგილას? ... -არასდროს მყვარებია ფიქრი, ახლა სულ რაღაცაზე ვფიქრობ...-დავიწყე ჩუმი,დაბალი ხმით-ადრე წვიმა არ მიყვარდა მაგრამ ახლა მიყვარს, სიბნელეს ადრე ვერ ვიტანდი, ახლა სიბნელეც მიყვარს. ცრემლების ადრე მეშინოდა და არ ვტიროდი არასდროს, ადრე სევდიანი არ ვიყავი, მაგრამ სევდიანიც გავხდი... შეიძლება ამაყი ვჩანვარ? მაგრამ მე უბრალოდ... უბრალოდ ვარ ბავშვი -ბავშვი...-თითქოს ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა- ძლიერი ბავშვი-დაამატა ბოლოს და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ჩვეული ხმით განაგრძო-კარგი იზი... მოკლედ, ხვალ 10 საათზე მოდი და დავიწყოთ ბრძოლა სინათლისთვის კარგი? -სუნთქვა შემიკავდა, ოფლმაც დამასხა, ხელები ამიკანკალდა, ვნერვიულობდი რა იქნებოდა, ხვალ თუ ზეგ... დავინახავდი, ჩემ საყვარელ და ნათელ,თბილ ფერებს თუ არა... თავი გაჭირვებით დავუქნიე და ასადგომად მოვემზადე როცა გამაჩერა -ცოტა ხანს დარჩი... ვატყობ განერვიულდი-თბილი ხმით მითხრა და მეც ოდნავ მოვეშვი, ბრძანებასავით მოქმედებდა ამ ადამიანის სიტყვები ჩემთვის. ჩემი ხელი ხელში დაიჭირა და ნაზად მაკოცა. გავშეშდი, გული ამიჩქარდა,ოდნავ ღრმად ამოვისუნთქე და ხელი მოვუჭირე, ძალიან მინდოდა მისი სახე წარმომედგინა, მისი ფერი მაინტერესებდა. -შეიძლება სახეზე შეგეხო?-დაუფიქრებლად წამოვისროლე და მაშინვე ვინანე, ეს რა სისულელე გავაკეთე, რას იფიქრებდა ჩემზე... -არა... -გაისმა ბოხი, მკაცრი ხმა, მე კი უფრო ხმამაღლა მომეჩვენა, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი დაამატა -მე მინდა რომ დამინახო!- ალბათ იფიქრებთ შემრცხვა? -არა. მან ჩემი სურვილი, თავისად მითხრა. ხო მინდოდა დამენახა, მინდოდა სახეზე წამეკითხა მისი ხასიათი, ვიცი რომ გადაშლილი წიგნივით მარტივი არ იქნებოდა მაგრამ მჯეროდა, თუ ფერები მიმიღებდნენ, მე შეუძლებელსაც შევძლებდი! ______ ღქცენი აზრი მაინტერესებს... რას ფიქრობთ, რა მოგწონთ ან რა არ მოგწონთ. მადლობა უღრმესი ყველას, ვინც კითხულობს და კიდევ ბევრი მადლობა თქვენ, ვინც აზრს მიზიარებთ. მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.