მია (თავი 2)
სუნთქვა მეკვრის. სხვა თუ არაფერი რამდენი ხანია ,რაც ჩემი პატარა ოთახი არ დამიტოვებია. მივუყვები უკვე კარგად მივიწყებულ გრძელ კორიდორს ,რომლის ბოლოც არ მოჩანს. ორივე მხარეს უამრავი კარებებია ჩაყოლებული.ფეხებს ძლივს ვადგავ. დაბნეულობისგან ლამისაა უკან მივბრუნდე. აი ისიც გამოჩნდა ამ უზარმაზარი , ცამდე ატანილი კორიდორის დასასრული. კარების პირდაპირ დავდექი, უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ხელი შევახე სენსორს. კარები გაიხსნა თუ არა თვალებზე მომიხდა ხელების აფარება. მზესთან ასე ახლოს უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. სახე შევუშვირე სინათლის სხივებს,რომლებიც ნაზად ეხებოდნენ ჩემს სახეს და თითქოს უკვდავებას ანიჭებდნენ მას. უკან მივიხედე და გაოცებისგან შევხტი კაერები სადღაც გამქრალიყო , მის ადგილას კი უზარმაზარი კლდე აღმოვაჩინე. ოდნავ შევშინდი ,მაგრამ შემდეგ ვიფიქრე ჰოლოგრამა იქნება უცხო პირთაგან თავდასაცავადთქო და კვლავაც მზის სხივებს მივაპყარი ყურადღება. ხეებს შორის უცნობი ფიგურა გამოჩნდა. მაღალი, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი ფიგურა მიახლოვდებოდა. მოვიდა და ჩემს წინ დადგა. სახე სიბერისგან დასჭკნობოდა და თავზე უცნაური ქუდი ეხურა. -მოგესალმები მია.-მითხრა დინჯი ,ბოხი ხმით. უცნაურად ბრძენი მომეჩვენა . პიროვნულად აშკარად დიდი ადამიანი იყო. რატომღაც არ გამიკვირდა ის ,რომ ჩემი სახელი იცოდა.-გამარჯობა!-მხიარულად მივესალმე, ცოტა შეშინებული ვიყავი,მაგრამ შევეცადე არ შემეჩნია. - წამოდი ცოტა გავისეირნოთ შენთვის რაღაც ამბავი მაქვს მოსაყოლი.-ამან უკვე ძალან გამახარა. მიყვარს ისტორიები და საინტერესო ამბები , თუმცა უკვე დიდი ხანია რაც აღარცერთი არ მომისმენია.-სულ დამავიწყდა გაგცნობოდი, მე ფორენი ვარ.-ორი წამით გავშეშდი და გაოცებით შევყურებდი მოხუცს .-ნუთი ის ფორენი ?! -კაცს ჩაეღიმა და სიკეთით სავსე თვალებით შემომხედა.- დიახ ის ფორენი , შენი ახლანდელი ლიმი.-ცოტახანს კიდევ გაოცებით შევყურებდი , ვერწარმომედგინა ,რომ თვით გონდას ლიმი მედგა გვერდით , ჩვენი პატარა ქვეყნის დიდებული მმართველი. კაცმა ღიმილით და აუღელვებლად განაგრძო.- ახლა კი , იმის შემდეგ რაც ორივემ ვიცით ერთმანეთის ვინაობა მოდი დავიწყოთ ჩვენი ამბავი . დამიჯერე , ეს ამბავი ორივეს გვეხება.- მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი , ლიმი ფორენიც გვერდით მომიჯდა და თხრობა დაიწყო . - ეს ამბავი ჯერ კიდევ მეხუთე მსოფლიო ომიდან ორი წლის გასვლის შემდეგ იწყება .-ნუთუ იმ წელიწადს როდესაც პირველი ლიმი იყებს ქვეყნის მართვას.-ვერ მოვითმინე და ლაპარაკში ჩავერთე, მოხუცმა მხიარულად შემომხედა.- დიახ ჩემო მია. სწორედ იმ წელიწადს ,როდესაც ჩვენი პირველი ლიმი რეა იწყებს მმართველობას. რეა შემთხვევით არ ყოფილა არჩეული ჩვენს ლიმად. ის გამორჩეული იყო ,ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ლიმი. ჩვენ ის გამოგვარჩევს ჩვეულებრივი ადამიანებისგან რომ კოჭთან პატარა კვადრატის ფორმის შავი სიმბოლო გვაქვს ,რომელიც არსაიდან ჩნდება. რეას ეს სიმბოლო 5 წლის ასაკში გაუჩნდა. ქაოსში ჩაფლულ სამყაროში მცხოვრებ ხალხს ამ სიმბოლოს გაჩენის დღეს ერთი და იმავე სიზმარი ესიზმრათ. ყველაფერი უკუნითი სიბნელით დაიწყო, შემდეგ კი არსაიდან სინათლის კიბე გაჩნდა. კიბეზე მამაკაცი ჩამოვიდა , მაღალი, ტანადი, კეთილი სახით. იგი ყველას სახეს მიუახლოვდა . ფანქარი აიღო და კვადრატი დახატა. გაღვიძებისას ყველამ ნათლად დაინახა წარწერა.“ადამიანი კვადრატით გადაგვარჩენს და გამოგვიყვანს უკუნითი სიბნელედან.“ ხალხმა წლების ძიების შემდეგ მიაგნეს რეას და იგი ლიმად დასვეს. თუმცაღა ვინ თქვა ,რომ ჩვენი მშველელი რეა იქნებოდა. ჩვენმა ბრძენმა ლიმმა სიკვდილის წინ დაიბარა: „გამოჩნდება ლიმი ,რომელიც გივიხსნის ყველას განსაცდელისგან. ის იქნება ნამდვილი სინათლის სხივი ჩევნს ცხოვრებაში. ნაცრისფერი თმა და კვადრატი კოჭთან , ადამიანი რომლის მსგავსი მეორე არ დაიბადება , მეშვიდე თაობის ლიმი.“ეს იყო მისი დანაბარები .მის შემდეგ ლიმების ხუთმა თაობამ განვლო და შენ როგორც იცი მე მეექვსე თაობის ლიმივარ.სწორედ ჩემი შეთამომავალი იქნება ის დიდებული ლიმი! ალბათ შეგიმჩნევია,რომ აქამდე მხოლოდ მამაკაცი ლიმები მართავდნენ ქვეყანას არა? აი მეშვიდე თაობის ლიმი კი გამორჩეული იქნება ის იქნება ქალი ,რომელიც ყველა წინამორედ მამაკაც ლიმზე აღმატებული იქნება. ის იქნება ქალი ,რომელიც ქვეყანას სიბნელიდან გამოიყვანს. ჩემო ძვირფასო მია, მე ხვალ ამ ქვეყნიდან წავალ,არა რომელიმე სხვა ქვეყანაში ,არამედ დედამიწიდან წავალ და უსასრულობას მივეცემი. ჩემი შემცვლელი კი ვიცი ვინც არის და ვფიქრობ ეს შენც უნდა იცოდე.-მოხუცმა სერიოზული სახით გამომხედა. უცბად ყველაფერი გავიაზრე და სინამდვილემ შემაშფოთა. არ ვიცოდი რა მეთქვა.- ნუთუ, ნუთუ მე?-ვკითხე გაოცებულმა-მოხუცმა თავი დამიკრა და კეთილად გამიღიმა.- არა ,არა და არა. აქ ნამდვილად რაღაც შეცდომაა, მე ლიმი ვერ ვიქნები! კი მართალია ნაცრისფერი თმა მაქვს ,მაგრამ კოჭთან ნამდვილად ვიცი ,რომ კვადრატი არ არსებობს.-მოხუცს ჩაეღიმა.-იქნებ კიდეს ერთხელ შეგემოწმებინა.-კოჭზე დავიხედე, ეს აქ საიდან გაჩნდა ,რა ჯანდაბაა ! სამყარო ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს თუ რა ხდება?!- არა მაპატიეთ, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებ!-გავიქეცი, უკანმოუხედავად გავიქეცი, სად მივრბოდი არ ვიცოდი . უეცრად ორმა ძლიერმა ხელმა დამიჭირა, მე გული წამივიდა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.