შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ნაყოფი 1 თავი


27-06-2017, 18:35
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 815

ორი ძმაკაცი ტელეფონში გოგოს ფოტოს მიშტერებოდა, მესამე კი ამაყად იდგა და მათ რეაქციას ელოდა
-აუ ბიჭო რა მაგარი გოგოა!
საბოლოოდ წარმოთქვა დემნამ და რატიმაც შეიფერა
-ბიჭო მერე რამე გიპასუხა რომ მიწერე?
ჰკითხა გიგამ ისე რომ ფოტოსგან თვალი არ მოუწყვეტია
-ვხვდები დღეს
ამაყად უპასუხა რატიმ
-ვა. საღოლ ბრატ.
-თუ რამეა თავი დაიცავი თორე ბოლო 400 ლარი დამიჯდა
ურჩია დემნამ
-კარგი რა მედიკამენტოზური აბორტი და მოგვარებულია.
ესეც იმავე სიამაყით წარმოთქვა რატიმ. აქაოდა სამედიცინოს სტუდენტი ვარო.
ამ საუბარმა ნერვები მომიშალა. რატომ? იმიტომ პირველ რიგში რომ ასე გულგრილად ეკიდებოდნენ ბავშვის მოკვლის საკითხს და რომ არ ადარდებდათ შედეგი. მეორე იმიტომ რომ ახლახანს სწორედ იგივე სიტყვები მოვისმინე ჩემი არდაბადებული ბავშვის მამისგან. არ გაგიკვირდებათ იმასაც თუ ვიტყვი რომ ეს „მამა“ რატია, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა და ცოლობას მპირდებოდა.
-უკაცრავად რომ ვერევი თქვენს საუბარში მაგრამ ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი როცა გოგოებიც გისმენთ.
-აუ შენ რატო შეწუხდი ლიზა? ხდება რამე?
იკითხა დემნამ და რატის გახედა, რომელსაც თავისი თავდაჯერებულობა დაეკარგა და უბრალოდ სხვა მხარეს იყურებოდა.
რა თქმა უნდა მათ იცოდნენ ჩემს შესახებ.
-იდიოტი ხარ!
ვუპასუხე და წამოვდექი. ლექტორი შემოვიდა და მას შევეჩეხე კარებში, მაგრამ მაინც უკან მოუხედავად გავედი. ცრემლების შეკავება ვერ მოვახერხე და დერეფანში ჩავიკეცე.
თვალწინ მედგა ერთი კვირის წინ მომხდარი სცენა.
რატისთან მივედი სახლში. კარგად შემხვდა. ნუ ჩვეულებრივ სიხარულით, როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
-რატი რაღაც უნდა გითხრა.
-მითხარი საყვარელო. რა ხდება?
-ორსულად ვარ
ამ სიტყვების მერე იმედი მქონდა რომ დამამშვიდებდა, რამე თბილს მეტყოდა, მეტყოდა რომ ცოლად მომიყვანდა. მას სახე შეეცვალა. უჯრებში რაღაცის ძებნა დაიწყო.
ცოტა ხანში მაგიდაზე რაღაც აბების ფირფიტა დააგდო.
-ეს დალიე?
-რატი ეს რა არის?
-ბავშვი რათ გვინდა ახლა ლიზ?
-ვიცი რომ ცუდი დროა, მაგრამ შენ ხომ მეუბნებოდი დავქორწინდეთო. მოდი ცოტა დავაჩქაროთ ეს ყველაფერი და ჩვენი პატარა გავზარდოთ. ბოლო კურსზე ვართ. სამსახურებს ვიშოვით და არ გაგვიჭირდება.
მან ამაზე სიცილი დაიწყო
-ეგ ძაან ვგავარ ცოლის ჩმორიკის ტიპს თუ რა გინდა ახლა თქვა? ცოლად მოგიყვანო და 24 საათი ვიმუშაო რომ შენ და ბავშვი გამოგკვებოთ?! დაფიქრდი მაინც ჩემზე? 23 წლის ვარ. ცხოვრება ახლა იწყება. შენთვისაც ასეა. რათ გინდა ეს ბავშვი? დალიე და ყველაფერი მორჩება.
-არა!
მან ხელის კანკალით რამდენიმე აბი ამოიღო და წყლის ჭიქა მომაწოდა.
-დალიე
-არა! არ დავლევ რატი.
მას სახე აუწითლდა, მაგიდაზე ხელი დააბრახუნა და მიღრიალა
-დალიე მეთქი.
შემეშინდა და ცრემლებიც ვერ შევიკავე. როგორ მიყვარდა ეს ადამიანი.
-არა! ამ ბავშვს გავზრდი შენთან ერთად თუ მარტო სულ ერთია. აბორტს არ გავიკეთებ! იმიტომ მაძალებ რომ გეშინია მოგვიანებით მამობრივმა გრძნობებმა არ გაიღვიძოს შენში, მაგრამ ძალიან მეეჭვება უკვე დღევანდელის მერე საერთოდ თუა შენში რაიმე თბილი გრძნობა.
ეს ვუთხარი და წამოვედი.
მას მერე არც მინახავს, არც მიმიწერია. მხოლოდ ახლა ვნახე უნივერსიტეტში.
ფიქრებიდან ჩემი მეგობრის ხმამ გამომაფხიზლა
-ლიზ კარგად ხარ?
მან წამომაყენა ფეხზე.
-ტიროდი?
-კი. დამალვას აზრი არ აქვს.
-გავიგე რომ რატის დაშორდი და მაგაზე მინდოდა დალაპარაკება.გცალია ახლა?
-კი.
-სადმე დავჯდეთ არა?
იქვე კაფეში დავჯექით უნივერსიტეტთან ახლოს.
-რა ხდება შენს თავს ლიზ?
-არაფერი. უბრალოდ რთული ყოფილა დაშორება ამდენი ხნის ურთიერთობის მერე.
ორსულობაზე ვერაფერს ვეტყოდი ვიცოდი მეჩხუბებოდა.
-ლიზ დიდი ხანია მინდა გითხრა და ვერ ვბედავ. მეოთხე წელია ვმეგობრობთ. როცა დავაპირე მეთქვა შენთვის ამის შესახებ გახარებულმა მამცნე რომ შენ და რატი ერთად იყავით, მაგრამ ერთი წლის წინ მე მინდოდა მეთქვა რომ მიყარხარ. ჩემი გრძნობები არ შეცვლილა და მგონია რომ არ შეიცვლება. იქნებ გვეცადა.
ალბათ ეგოისტური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სანდროს დავთანხმდი ურთიერთობაზე და ერთ თვეში ცოლადაც გავყევი. ისე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს რომ მალე გადავდგით ეს ნაბიჯი, თან ეს მეც მიწყობდა ხელს. ძალიან არ მომწონდა, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. ბავშვს სანდროსად გამოვაცხადებდი და პრობლემა არ მექნებოდა.
ასეც მოხდა და ჩვენ პატარა, ჯანმრთელი ბიჭი ანდრეა გაგვიჩნდა. სანდრო ისეთ ყურადღებას აქცევდა და ისე მეხმარბოდა...
5 წელი გავიდა. სანდრო ერთ კომპანიაში იურისტი იყო. მე მუშაობა ვერ დავიწყე ბავშვის გამო, თუმცა სანდროს ხელფასი გვყოფნიდა ამიტომ ვარჩიე ბავშვისთვის მიმეხედა.
ანდრეა სულ უფრო ემსგავსებოდა რატის და ეს მაღელვებდა ძალიან. ერთ დღეს ამის დამალვა შეუძლებელი გახდებოდა.
მაღაზიაში ჩავედი პროდუქტების საყიდლად და თან ანდრეაც წავიყვანე. ხელი მაგრად მეკიდა მასზე თუმცა მოულოდნელად ის დამისხლტა და მანქანას წინ გადაურბინა. მანქანა მასთან ძალიან ახლოს გაჩერდა. შეშინებული მივვარდი ბავშვს. მანქანის მძღოლი გადმოვიდა და მოგვიახლოვდა. ეს შარვალ კოსტუმში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი იყო. სახეზე არ შემიხედავ, რადგან ბავშვს ვათვალიერებდი რამე ხომ არ დაიზიანათქო.
მამაკაცი დაიხარა და ბავშვს მოეფერა. მისი მზერა ვიგრძენი თუმცა არ გავიხედე მისკენ.
-ლიზა?!
მხოლოდ ახლა შევხედე მას. ჩემი ანდრეას გადიდებულ ორეულს.
-რატი?!



№1 სტუმარი Guest takooo

Dzaaan saintereso da kargia male dade ra shemdegi tavi warmatebebi

 


№2  offline წევრი Katherine Linton

Guest takooo
Dzaaan saintereso da kargia male dade ra shemdegi tavi warmatebebi



მადლობა! ყოველ დღე დავდებ <3

 


№3  offline წევრი annalisa

ძალიან კარგია

 


№4  offline წევრი mia15

Sainteresoa da gaagrdzele.veli shemdeg tavs

 


რა ვქნა, არ მომეწონა. თავიდან კარგად დაიწყე, მაგრამ მერე ძალიან მიაყარე. ჩემი აზრით უფრო უნდა განგევრცო და ცოტა დახვეწო. სიუჟეტი, ჩანაფიქრი საინტერესო ჩანს relaxed

 


№6  offline წევრი Katherine Linton

თოვლის მოყვარული
რა ვქნა, არ მომეწონა. თავიდან კარგად დაიწყე, მაგრამ მერე ძალიან მიაყარე. ჩემი აზრით უფრო უნდა განგევრცო და ცოტა დახვეწო. სიუჟეტი, ჩანაფიქრი საინტერესო ჩანს relaxed



ეს უბრალოდ მოკლე შესავალივით იყო. ისტორია ამ მომენტიდან უნდა განვითარდეს და დამერწმუნეთ არ იქნება მიყრილი ;) <3

 


№7 სტუმარი Guest milena

როდის დადებ სჰემდეგს?

 


№8 სტუმარი sheshlili googo

Martla sainteresoa da gaagrdzele ra. Ar daagviano da shemdegi tavi dges dade ra!!

 


№9  offline წევრი Katherine Linton

Guest milena
როდის დადებ სჰემდეგს?


Dges davdeb cota xanshi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent