შავთვალება მონსტრი(თავი 3)
ვიცი ძალიან უნამუსიდ მოვიქეცი,მაგრამ ვერც დიდი თავი მოვასწარი და ვერც მალე დადება.მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია საქმე თავზე საყრელად მაქვს :( იმედია არ იწყენთ და ამჯერად ასეთ პატარა ,დაურედაქტირებელ თავს წაიკითხავთ და ისიამოვნებთ <3 დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და თქვენს აზრს აფიქსირებთ.მეტს აღარ გავაგრძელებ.იმედია ისიამოვნებტ <3 ანასტასია ძველ, მტვრიან დივანზე მოკუნტული იწვა და თვალებ გაფართოებული მიჩერებოდა მკრთალად მოკაშკაშე,აქეთ-იქით მოქანავე ნათურას.საბამ მრავალჯერ შესთავაზა მასთან სახლში წასულიყო,მაგრამ გოგონა გაჯიუტდა და 'თავშესაფარში' დარჩენა არჩია.მიუხედავად იმისა,რომ ეს პატარა,უშნო სახლი ძალიან უყვარდა ,ღამით აქ დარჩენის მაინც ეშინოდა.საბამ დარჩენაც შესთავაზა მაგრამ არ უნდოდა ბიჭი შეეწუხებინა.ახლა კი სრულიად მარტო იყო ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.გათენების ეშინოდა.გრძნობდა ისეთ რაღაცას გაიგებდა რაც გულს ძალიან ატკენდა.ამას ისიც ამტკიცებდა,რომ ინა ,რომელიც ბოლო პერიოდში ვეღარ იცლიდა დისშვილისთვის,ახლა ყველა საქმე გადადო და პირადად მოდიოდა მასთან შესახვედრად.ამოიოხრა და კედელზე ჩამოკიდებულ,ძველ საათს შეხედა.ციფერბლატი ორ საათს აჩვენებდა.ზანტად წამოიოზლაზნა დივნიდან,რომელმაც საშინელი ხმა გამოსცა,ჩანთიდან თხელი,ნაცრისფერი ჟაკეტი ამოიღო და გარეთ გავიდა.ნელა მიაბიჯებდა ჩაბნელებულ ქუჩაში და ცდილობდა ხვალინდელ დღეზე არ ეფიქრა.მალევე მიაღწია სანაპირომდე ,დაბლა ჟაკეტი დააფინა და ზედ დაჯდა.მუჭში პატარა კენჭები მოიქცია და წყალში მოისროლა.ზღვა უჩვეულოდ დამშვიდებული იყო,მკრთალად უბერავდა თბილი სიო და თან ზღვის სურნელი მოჰქონდა.ანასტასიამ თვალები დახუჭა და წარმოიდგინა როგორ ისხდნენ ის და მისი ოცნების ბიჭი ამ ადგილას.ბიჭს გოგონას კალთაში თავი ედო და ნაზად კოცნიდა ხელზე,ანასტასია კი თმაზე ეფერებოდა და დაბალ ხმაზე კისკისებდა.სულ იმას იძახდა ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებსო,მაგრამ გულის პატარა კუნჭულში ყოველთვის ოცნებობდა ადამიანზე,რომელიც სიგიჟემდე ეყვარებოდა.ზოგჯერ ფიქრობდა რომ სიყვარულისთვის იყო გაჩენილი,მაგრამ მისი სიყვარული ჯერ არავის დაუმსახურებია.სიმშვიდე ნაბიჯების ხმამ დაუფრთხო.სწრაფად გაახილა თვალები და მაღალ,შავ სილუეტს თვალი შეავლო.სიბნელის გამო შეუძლებელი იყო გაერჩია ვინ იყო მის წინ მდგარი უცნობი.სწრაფად წამოხტა ,ჟაკეტს უდიერად დაავლო ხელი და შეეცადა სწრაფად გასცლოდა უცნობს. -მშიშარაც ყოფილხარ-ირონიულად ჩაილაპარაკა და ხელები გადააჯვარედინა.ანასტასია ერთ ადგილს მიეყინა,მაშინვე მიხვდა ვინ იყო მის უკან მდგარი პიროვნება,მაგრამ შიში წამითაც არ განელებია. -დამსდევ?-პირველი რაც თავში მოაფიქრდა ის წამოროშა,რის გამოც გონებაში საკუთარი თავი თმებით ახოხიალა მიწაზე. -საკუთარ თავზე დიდი წარმიდგენაც გქონია-ირონიულად ჩაიცინა და გვერდით ამოუდგა გოგონას-მშობლემა არ გასწავლეს ამ დროს გარეთ გამოსვლა ,რომ არ შეიძლება?-ალმაცერად დახედა -რა შენი საქმეა -ცხვირი აიბზუა და გზა განაგრძო.არც ბიჭი ჩამორჩენია და უკან მიჰყვა.რამდენიმე წუთი ისე გაილია,რომ არცერთს ხმა არ ამოუღიათ ,მაგრამ ერთი წამითაც არ უგრძვნიათ დისკომფორტი.ნელა მიაბიჯებდნენ ჩაბნელებულ,არც თუ ისე სახიფათო ქუჩას და სიჩუმით ტკბებოდნენ.ბოლოს სიჩუმე ანასტასიამ დაარღვია -მე მომყვები? -შესაძლოა -რატომ?-დაბნეულმა შეხედა -ღამე საშიშია -მე არ მეშინია-გაიჯგიმა -ხო,წეღან დავრწმუნდი-ირონიულად წარმოთქვა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -შენ გოლიათი ხარ და იმიტომ შემეშინდა-უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობდა შავთვალებასთან -ბავშვი ხარ -ხელები ჯიბეში ჩაიწყო -მე ვარ ბავშვი?-ხელი მკერდზე მიიბჯინა-ბავშვობა რაში გამოიხატება?ასაკში?-შუბლშეკრულმა შეხედა -ბავშვო-კმაყოფილმა ჩაიცინა -არ ვარ ბავშვი! -ხარ -არ ვარ -ხარ.აქ ცხოვრობ არა?-შტაბისაკენ მიანიშნა -კი-იცრუა -შელამაზება არ აწყენდა -ვიცი-შეუბღვირა -ვიცი ჩემთან ყოფნა გსიამოვნებს,მაგრამ შენი ძილის დრო მოვიდა-მშვიდად წარმოსთქვა და ზემოდან დააჩერდა.გაბრაზებისგან სახეზე ალმური მოედო და მთლიანად გაწითლდა.უნდოდა ანდროს კმაყოფილი სახე ფრჩხილებით დაეღადრა.ღრმად ჩაისუნთქა თავის დასამშვიდებლად და უკან მოუხედავად შევიდა სახლში. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა.მაღალ ხმაზე ამოიფრუტუნა,ტელეფონს გადასწვდა და ნომრისთვის არც შეუხედავს ისე უპასუხა -ალო -ტასო ახლა შემოვედი ბათუმში.იმ პარკში დამელოდე,შენ რომ გიყვარდა. -კარგი-ამოიგმინა და გათიშა.უკვე პირველი საათი გამხდარიყო.ზანტად წამოიზლაზნა დივნიდან,რომელიც თითოეულ მოქმედებაზე ჭრაჭუნობდა.თავი მოიწესრიგა,ჩანთიდან ყვითელი სარაფანა ამოიღო და სწრაფად გადაიცვა.ტელეფონი მუჭში მოიქცია და სახლიდან გავიდა.თხუთმეტ წუთში უკვე დანიშნულ ადგილას იყო.ხის ძირას ჩამოჯდა და შეეცადა მცხუნვარე მზეს დამალვოდა. -ტასო?-უკნიდან ინას ხმა მოესმა.სწრაფად შეტრიალდა და ჩაეხუტა მონატრებულ დეიდას-როგორ შეცვლილხარ -გაეღიმა და ლოყაზე უჩქმინტა -როგორ ხარ ინა?-გაეცინა და პირვანდელ ადადგილს დაუბრუნდა -ჩვეულებრივ -მხრები აიჩეჩა და მის წინ ჩამოჯდა -აბა?-ინტერესიანი თვალებით მიაჩერდა ქალს. -აქ ყველაფერია-ფურცლებით სავსე ფაილი გაუწოდა გოგონას.სწრაფად გამოართბა,თითქოს ვინმე შეეცდებოდა მოპარვას.-ტასო რაღაც უნდა გითხრა -მითხარი-თითები ერთმანეთში ახლართა -სანამ მამაშენი დედაშენს მოიყვანდა ცოლად რომანი ჰქონდა ერთ რუსის ქალთან.შემდეგ არვიცი რატომ დაშორდნენ ,მაგრამ მამაშენმა მალევე მოიყვანა ია ცოლად.ვეუბნებოდი არ გინდა,დაიცადე ცოტახნით მეთქი მაგრამ ვინ დამიჯერა-გაბრაზებისგან წარბები შეკრა-შემდეგ შენც გაჩნდი.თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო,მაგრამ ერთ დღეს ის ქალი მოადგა ბავშვით სახლში.რამდენიმე თვის მერე დაგტოვათ კიდეც.ვიცი გასამართლებელი საბუთი არაა ,მაგრამ დედაშენმა თავიდანვე იცოდა რომ ბეროს ის ქალი უყვარდა.ვიცი ტასო რთულია გაიგო-ხელზე ხელი დაადო-როცა გეყვარება მაშინ მიხვდები. ხელი სწრაფად მოაშორებინა და გაოცებულმა შეხედა ინას. -ამას...ამას როგორ ამბობ?თვლი რომ უნდა დავეტოვებინე?-თვალები აუწყლიანდა და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა ინას -შენი წაყვანაც უნდოდა. -მ..მართლა? -ხო -რატომ არ წამიყვანა? -იაკომ არ დაანება.საქმე სასამართლომდეც მივიდა.მეურვეონა დედაშენმა მიიღო. -აქამდე რატომ არ მითხარი?-რამდენიმე წუთიანი დუმილოს შემდეგ ტკივილიანი ხმით წარმოთქვა. -არ შემეძლო ანასტასია. -კარგი-გული ისე უფეთქავდა ,თითქოს ამოხტომას ლამობდა.ნელა ადგა და გაეცალა იქაურობას.არც კი გახსენება ინასთან გამომშვიდობება იმდენად ცუდად გრძნობდა თავს.სახლამდე ისე მიაღწია თვოთონაც ვერ გაიგო.იქ შესულს საბა დივანზე წამომჯდარი დახვდა. -რა სახე გაქვს ?-დაეჭვებულმა შეათვალიერა -ა..არაფერი-ამოიოხრიალა -ნუ მატყუებ-წინ დაუდგა და მხარზე ხელი დაადო-მოდი-ხელები მჭიდროდ მოხვია და გულში ჩაიკრა -მატყუებდნენ...საბა...მატყუებდნენ-ამოისრუტუნა და ცრემლებს გასაქანი მისცა -დამშვიდდი ტასო-თმაზე ხელს მონიტორულად უსვამდა და ყურში ეჩურჩულებოდა.მალევე დამშვიდდა გოგონა და ფრთხილად დაიხსნა თავი საბას მარწუხებისგან.ტელეფონი უკვე მეათედ მაიმც რეკავდა ,მაგრამ გოგონა ზედაც არ უყურებდა.ფაილი აიღო და ფურცლები გადმოყარა. "ბექა ბოტკოველი 48 წლის.დაიბადა ქალაქ თბილისში 1969წელს........ 2004წელს გადავიდა პარიზში საცხოვრებლად,სადაც საკუთარი ბიზნესი გააფართოვა.2017წელს დაბრუნდა სამშობლოში,კერძოდ ბათუმში......" მრავალი თავისთვის არასაინტერესო ინფორმაცია ამოიკითხა.ბოლოს კი მიადგა მთავარს,ბექას ამჟამინდელ ადგილ სამყოფელს.ქუჩის სახელი რომ წაიკითხა გაახსენდა რამდენჯერ ჩაერბინათ მას,საბას და ნატუკას ღრიანცელით იმ ადგილას. -საბა უნდა წავიდე -გინდა გამოგყვე? -არა.მარტო მირჩევნია -გაუღიმა,ლოყაზე აკოცა და სახლი დატოვა.სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას.ოც წუთში უკვე დიდი ,ლამაზი სახლის წინ იდგა და ხელი ზწრზე ჰქონდა მიდებული.გული გამალებით უცემდა და უკვე იმასაც ფიქრობდა უკან გაბრუნებულიყო.შიში ძვალსადარბილში გასჯდომოდა და განძრევის უფლებას არ აძლევდა .თავს ძალა დაატანა და ზარი დარეკა.სახლიდან ღრიანცელის ხმა გამოდიოდა,მაგრამ რატომღაც კარს არავი აღებდა.კიდევ ერთხელ დარეკა ზარი.რამდენიმრ წამში კარი გაიღო და ლურჯ,გამყინავ სფეროებს შეეჯახა.ტანდი უსიამოვნოდ გასცრა ბიჭის დანახვისას. -რა გნებავთ?-უხეში ტონით წარმოთქვა ბიჭმა -ბ..ბექა ბოტკოველი აქ ცხოვრობს?-თავს ძალა დაატანა და მტკიცედ წარმოთქვა -ვაა.ბექა უკვე აღარ ხუმრობს-ირონიულად ჩაიცინა -ბექა შენი ახალი ნაშა მოვიდა-ნახევარი ტანით კარს მოშორდა და მამამისს გასძახა. -უკაცრავად?-აღშფოთდა გოგონა და სიბრაზისგან აწითლდა -ვხუმრობ-გაიცინა და შეატარა .დამფრთხალი ნაბიჯებით შევიდა სახლში და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მისაღებში ამოყო თავი.ბათუმი ნამდვილად პატარა გამოდგა. -შენ?-გაოცებისგან აღმოხდა ცოტნეს,ფეხზე წამოდგა და გოგონას გადაეხვია. -გამარჯობა-უხერხულად გაიღიმა და თვალი შავთვალებაზე გაუშტერდა. -ბექას დავუძახებ-თვალებმოეუტულმა შეხედა გოგონას და კიბეებს აუყვა. - აქ რა გინდა ისე?-ინტერესიანი თვალები მიანათა გიგამ. - და თქვენ? -ეს ის მეგობარია ვისზეც გეუბნებოდი.მოდი რას დგახარ დაჯექი-ხელი მოჰკიდა და გვერდით დაისვა.ცოტნე კიდევ რაღაცას ელაპარაკებოდა ,მაგრამ გოგონა აღარ უსმენდა.თითქოს გულში ითვლიდა წამებს ,როდესაც ბექას შეხვდებოდა.კიბის თავში მაღალი სილუეტი გამოჩნდა ,რომელსაც გვერდით ლურჯთვალება ამოსდგომოდა.ნელა ჩამოიარა მაღალმა,საკმაოდ სიმპატიურმა კაცმა კიბეები და ბოლო საფეხურზე შეჩერდა.გოგონა მიშტერებოდა კაცს,რომელიც წესით მამამისი უნდა ყოფილიყო. -რა გნებავთ?-მაღალმა,ბოხმა ბარიტონმა გოგონა დააბნია და არეულად ლაპარაკს მოჰყვა -იცით...მე..რაღაც უნდა მეთქვა...და ანუ... კაცს თვალებში რაღაც გაუკრთა,თითქოს გოგონა იცნო,მაგრამ არ უნდოდა ეს დაეჯერებინა.უყურებდა ანასტასიას და მაში თავის პატარა გოგონას ხედავდა,რომელსაც სამი წლის ასაკში ხელი უკვე სამჯერ ჰქონდა მოტეხილი. -მუცელზე შრამი გაქვს?-ყველასთვის მოულოდნელად თქვა კაცმა -კი-დაეჭვებულმა წარმოთქვა -ან..ანასტასია?-გაოგნებულმა ამოთქვა და ის სიმტკიცე,რომელსაც აქამდე იჩენდა მაშინვე დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.