Never miss a chance to dance(V თავი)
მეორე დღეს ჩემი ოთახის კარის ხმამ გამაღვიძა.ცალი ქუთუთო მძიმედ ავწიე და დავინახე მაქსიმე ერთი დიდი და ძალიან ლამაზი გვირილით ხელში. მაშინვე გამოვფხიზლდი და თავი წამოვწიე. -როგორ ხარ?−მეკითხება სევდიანი,ხრინწიანი ხმით.ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს იტირაო -კარგად ვარ. არ ინერვიულო. მართლა არაფერი მჭირს. -ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ჩემი საქციელის გამო! ბოდ... -კიდევ ერთხელ მომიხდი ბოდიშს და გეფიცები დაგახრჩობ! ჩაეცინა, ლოგინთან მომიჯდა და გვირილა გამომიწოდა: -ეს შენ!−ამ დროს ჩემ დამ შემოიჭყიტა ოთახში,თან პირზე ხელი ჰქონდა აფარებული და ჩუმად ხითხიდებდა! მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ აღარ შევიმჩნიე და ისევ მაქსიმეს მივუბრუნდი: -ვაუ! ულამაზესია! საიდან იცი რომ გვირილა ჩემი საყვარელი ყვავილია? -მე...ჩემი კავშირები მაქვს.−ჩემს დას გახედა და მგონი თვალიც ჩაუკრა.შემდეგ კი ჩემმა დამ რაც შეეძლო ჩუმად მოიხურა კარი -ძალიან საყვარელი დაიკო გყავს! -მადლობა! ცოტახანი ასე ჩუმად ვიჯექით, შემდეგ კი სიჩუმე ისევ მან დაარღვია! -კარგი მე წავალ და იმედია გნახავ სკოლაში.ხომ მოდიხარ? -კი კი მოვდივარ. -კაი.კარგად! -კარგად! გასვლისას ერთხელ კიდევ შემობრუნდა.არ ვიცი რამის თქმა უნდოდა თუ ისევ შუბლზე კოცნა,მაგრამ აშკარად გადაიფიქრა,მხოლოდ მსუბუქად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. ის დღე ოთახში მწოლიარემ გავატარე.ლიზა შუადღისთვის წავიდა,დედამისმა დაურეკა და მაგის მერე მარტო დავრჩი.დედამ მკითხა რა გჭირს ავად ხარო?,მაგრამ მე ვიუარე,უბრალოდ გუშინ ძალიან დავიღალე ლისზეთქო და კაიო,იმეცადინე იცოდეო და გავიდა ოთახიდან. საღამოს ლიზამ დამირეკა: -გაბი,მოკლედ დღეს ველაპარაკე თაკო მასწ-ს და მითხრა რომ I ტური 2თვეშია,ამიტომ უნდა დავიწყოთ უკვე მეცადინეობა... -როგორი ცეკვები იქნება? -ქართული, ნაციონალური ცეკვები -კაი და როდიდან ვიწყებთ და სად გაიმართება ვარჯიშები? -ხვალ საღამოს სადღაც 7საათისთვის.ჩვენი სკოლის დარბაზში.მანამდე იმცადინეთო....ვარჯიში 3-4საათი გაგრძელდება,ასე რომ გვიან მოგვიწევს დაშლა 10-11−სთვის. -კაი გასაგებია.წავედი ახლა! გაკოცე! -მიდი! მეც! ტელეფონი როდესაც გავთიშე,კიდევ ერთხელ დავფიქრდი მინდოდა თუ არა ეს ყველაფერი! თითქოს არ მინდა ცეკვის გაგრძელება,მაგრამ თან ყველაფერზე მეტად მინდა... ტელეფონი ავიღე,იუთუბი ჩავრთე,დავძებნე რაჭული,შემდეგ ლოგინიდან წამოვდექი,სანამ ჩავრთავდი კიდევ ერთხელ დავფიქრდი,მაგრამ თითი დავაჭირე და დავიწყე ცეკვა.არ ვიცი რა მახსოვდა და რა არა, უბრალოდ საკუთარ თავს ვენდე. ცერა,საჩვენებელი და შუა თითი ერთად შევკარი და ჯერ ჩაკვრები გავაკეთე, შემდეგ გადახტომები და მე ის ისევ შევიგრძენი!..ისევ ვიგრძენი რომ ცეკვა ჩემშია!.. თითოეული ილეთი ჩემს ნაწილად ვაქციე და დაღლილი,მაგრამ ბედნიერი მივესვენე ლოგინზე! ასეთი ბედნიერი დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ! და საბოლოოდ მტკიცედ გადავწყვიტე: ცეკვას ვაგრძელებ,მაგრამ არა იმიტომ რომ ლიზას არ ვაწყენინო,არამედ იმიტომ რომ ცეკვა ჩემი ნაწილია,ჩემი სულის ნაწილი... ცეკვა ჩემთვის უბრალო ჰობი არაა.როდესაც ვცეკვავ,თავს იმად ვგრძნობ რაც რეალურად ვარ.ნამდვილი მე მაშინ ჩანს,როდესაც ვცეკვავ! ძალიან ვწუხვარ,რომ ამის მისახვედრად ამდენი დრო დამჭირდა,მაგრამ მთავარი ისაა, რომ ცეკვის არსს ჩავწვდი! ამ ფიქრების შემდეგ ბედნიერმა დავიძინე. მეორე დღეს ადრე გამეღვიძა. ავდექი ტანზე გადავივლე,გამოვედი და ავარჩიე ნაცრისფერი ტოპი,დახეული მაღალწელიანი შარვალი,ჭრელი ჟაკეტი და თეთრი კედები.ტუჩებზე ღია ვარდისფერი საცხი წავისვი და თმა გაშლილი დავიტოვე. შემდეგ ჩემი და გავაღვიძე,დედას ვთხოვე რომ ჩემი და დღეს მას წაეყვანა.მე ცოტა ადრე წავალთქო ფეხით და კაიო. ავიღე ზურგჩანთა და წავედი სკოლისკენ.ამ დროს მოტოციკლეტი ჩერდება გზაზე ჩემს უკან.მივხვდი მაქსიმე იქნებოდა,ამიტომ გავჩერდი და მივესალმე -როგორ ხარ? -თავად? -რავი არამიშავს.სკოლაში მიდიხარ? -კი -ერთად წავიდეთ არ გინდა? თუ მოტოციკლეტზე ჯდომის შიშიც არ გაქვს რა თქმა უნდა. -არა არ ინერვიულო,მაგის შიში არ მაქვს.მაგრამ არასდროს ვმჯდარვარ -ჰოდა წამო წაგიყვან. -არ ვიცი... -არ მენდობი? -ვა ნაკაწრი აღარ აქვს. გააკეთე? -კი გავაკეთე...ანუ არ მენდობი? -კაი,ამ ერთხელ გენდობი.−ცოტა ეჭვნარევი ხმით ვუთხარი,მაგრამ მაქსიმემ არ შეიმჩნია.ჩაფხუტი გამომიწოდა.ჯერ თვითონ დაჯდა,შემდეგ ხელი გამომიწოდა და მეც დავჯექი.ხელები წელზე მომახვევინა.მე მის სხულს ვეხებოდი.მთელი ტანით ავხურდი და დამცხა.არ ვიცი მან ეს შეამჩნია თუ არა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. -მზად ხარ? ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე -მზად ვარ. მოტოციკლეტი ადგილს მოსწყდა.შიშისგან ხელები მაგრად მოვუჭირე მაქსიმეს.თან მთელი ტანით ვცახცახებდი,მაგრამ მერე მოვეშვი და ძალიან მესიამოვნა.ჩამოსვლა აღარ მინდოდა,მაგრამ სკოლამდე მალე მივედით.მოტოციკლეტი გაჩერდა, ჩაფხუტი მოვიხსენი.ჯერ მაქსიმე გადმოვიდა მოტოციკლეტიდან,ჩაფხუტი გამომართვა,გვერძე გადადო,ხელები წელზე დამადო,ჰაერში ამაფრიალა და ნაზად დამსვა მიწაზე.თავი ვეღარ შევიმაგრე და მას დავეყრდენი ორივე ხელით.ის ჩემკენ გადმოიხარა,ტუჩებისკენ წამოიწია და ის იყო უნდა ეკოცნა ჩემთვის,რომ ტელეფონმა დაურეკა -ჯანდაბა!−ხელი გამიშვა,ტელეფონი ამოიღო,დახედა და უცბად სახე შეეცვალა.გათიშა და ისევ მე მომიბრუნდა.მაგრამ ტელეფონმა ისევ დარეკა. -რატომ არ პასუხობ ტელეფონს? -უბრალოდ ცუდ დროს რეკავენ. -მიდი უპასუხე. მე მაინც კლასში ავდივარ -კი,მაგრამ... მაგრამ მე გავუღიმე და კლასისკენ წავედი.კარებთან რომ ვიყავი გამოვიხედე და ის გაცხარებული ელაპარაკებოდა ვიღაცას. ნეტავ ვინ იყო ასეთი,რომ როდესაც ტელეფონმა დარეკა ჯერ სახე გაებადრა,ახლა კი გაბრაზებული ელაპარაკება იმ ვიღაცას.მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღება აღარ მივაქციე და კლასში ავირბინე. ლიზა უკვე იქ იყო და ტასოს ელაპარაკებოდა. -ჰეი,როგორ ხართ? -კარგად შენ როგორ ხარ? ალბათ ძალიან ბედნიერი ხარ.მაქსიმემ ხომ მოტოციკლეტით მოგიყვანა სკოლაში.ავტობუსები აღარ დადიან სკოლამდე? -აა...შენზეა დამოკიდებული მე ვისთან ერთად მოვალ და ვისთან ერთად არა? -არა უბრალოდ სიმართლე მაინტერესებს: შენ და მაქსიმე შეყვარებულები ხართ? -არა,უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ! დაწყნარდი? -ისედაც წყნარად ვიყავი... -არ გეტყობოდა. გაბრაზებული დავჯექი სკამზე.მაქსიმეს კლასში შემოსვლა და ზარის დარეკვა ერთი იყო.როდესაც შემოვიდა გავუღიმე,მაგრამ იგი გაბრაზებული დაჯდა,მერე მიხვდა რომ მკაცრად მიყურებდა და ძალით გაღიმებული სახით შემომხედა.ნეტავ რა მოხდა... გაკვეთილების მერე სწრაფად გავარდა კლასიდან,მოახტა მოტოს და წავიდა.გამიკვირდა,მაგრამ ლიზასთან არაფერი შევიმჩნიე.შემდეგ სახლში მივედი, საჭმელი ვჭამე,ვიმეცადინე და საღამოს 6ისკენ ტანსაცმელი გადმოვიღე.საბოლოოდ ავარჩიე თეთრი სპორტული შარვალი, ნაცრისფერი ადიდასის მოკლემკლავიანი ზედა და თეთრი ბოტასები,ხოლო ნაცრისფერი ჟაკეტი წელზე შემოვიხვიე,რომ გაოფლიანებულზე შემომეცვა.თმა ავიკარი,ჩანთაში ჩუსტები ჩავაგდე და კიბეები ჩავირბინე.ლიზამ გამომიარა,დედას დავემშვიდობე,მანქანაში ჩავჯექი და წავედით. იქ ბევრი ძველი ნაცნობი დამხვდა და ჩამოვიარე და ყველას თბილად ჩავეხუტე. ბოლოს აჩი იდგა,3 წლის წინ მომწონდა და მგონი მასაც მოვწონდი,მაგრამ რაც ცეკვას შევეშვი აღარც გამხსენებია.მივედი და მასაც ჩავეხუტე. -არ დავიწყოთ?−ჰკითხა თაკო მასწ.-ს ლიზამ -ჯერ იმ სამ ბავშვს ველოდებით,სხვა ჯგუფიდან რომ გამოგვიგზავნეს. -მალე მოვლენ? -წესით უკვე უნდა მოსულიყვნენ. სადღაც 10წუთში შემოდის ვიღაც ბიჭი და ხმამაღლა გვესალმება. -ღმერთო რა საყვარელი ბიჭია−მომიბრუნდა ლიზა. მართლაც საყვარელი ბიჭი იყო. შავთმიანი,კუპრივით შავი თვალებით,ვარდისფერი ლამაზი ტუჩებით და ლამაზი ცხვირით. -ხო არ გევასა? ლიზამ ისე მწარედ მიპწკინა,თვალებზე ცრემლები მომადგა. ამ დროს ვიღაც გოგო ქერა გოგო შემოვიდა და ბოლოს...ბოლოს მაქსიმე შემოვიდა. -ბავშვებო გაიცანით ბავშვები:ნიკუშა,ნატუკა და მაქსიმე. მაქსიმეს ჩემი დანახვისას ნერვიულობა დაეტყო სახეზე,შემდეგ მომიახლოვდა და მკითხა: -აქ რას აკეთებ? -მე ადრე ვცეკვავდი ამ ანსამბლში და ახლა ისევ მომიწვიეს კონკურსის გამო და შენ რას აკეთებ აქ? -მეც მოცეკვავე ვარ. -მაგარია? აქამდე რატომ არ ვიცოდი? -რავიცი აბა.−და მხრები საყვარლად აიჩეჩა. -კარგით ბავშვებო დავიწყოთ ხო ვარჯიში.ესეიგი ორი კვირა ვივარჯიშებთ ერთ ცეკვაზე,ორი კვირა მეორეზე და ორი კვირა მესამეზე.დარჩენილ დროს გასამეორებლად გამოვიყენებთ.დავიწყოთ ჩემგან ვიცი, რომ განსაკუთრებულად კარგად ცეკვავს გაბრიელა, აჩი,ლიზა და თამთა...თქვენზე მითხრეს სამივე მაგრები მაგრები არიანო, მაგრამ ნატუკა სოლოებს ვერ ცეკვავს კარგადო,ასე რომ ნიკუშა, მაქსიმე და ჩემთა ვინც დავასახელე გამოდით ყველა წინ.−გამოვედით−მოკლედ ჯერ დავდგამთ დავლურს,სადაც ქართულიც იქნება ჩასმული და ორი სოლისტი მჭირდება. -მას მე და გაბი ვიქნებით−წამოაყრანტალა აჩიმ. -გაბი კაი იდეაა.გამოდი გაბი დამიდექი და აჩი რაც შეგეხება შენ,რაიმე უბრალო კონკურსი რომ იყოს შენ დაგაყენებდი,მაგრამ ეს ძალიან ,მნიშვნელოვანია ჩემთვის ამიტომ ამ ცეკვაში დადგებააა...ნიკუშა...არა არა ნიკუშა არა...მაქსიმე!..დიახ მაქსიმე! მაქსი მოდი ჩემთან,დაუდექი გვერდი გაბის.−ისიც მოვიდა და გვერდით დამიდგა−ვაუ! შესანიშნავი წყვილი ხართ! საუკეთესოები იქნებით ქართულისთვის.ნუ ჯერ რახან დავლურს ვდგამთ,ამ ცეკვაში მჭირდება ქართულის სოლისტები,ანუ მაქსიმე და გაბი და კიდევ ოთხი ბიჭი:ნიკუშა,აჩი,გიო და ბექა. დანარჩენებს 1 კვირაში გასწავლით ყველაფერს.სოლისტებს კი უფრო დიდი ხნით მოუწევთ დარჩენა.ახლა ყველამ მანახეთ თქვენი შესაძლებლობები და ხვალიდან მაგარ მუშაობას დავიწყებთ. ნუ მოკლედ ყველამ რაც შეგვეძლო ვაჩვენეთ.ჩემს მერე მაქსიმე ავიდა სცენაზე საცეკვაოდ,მე კი დაღლილი ჩამოვჯექი.ამ დროს ის ქერა გოგო მოვიდა ნატუკა და გვერდით დამიჯდა. -პრივეტ -პრივეტ -გაბრიელა ხო? -კი,რა იყო რამე ხდება? -არაფერი უბრალოდ შენი გაფრთხილება მინდოდა მაქსიმესთან დაკავშირებით.ის ჩემი შეყვარებულია და ეცადე გულში არ ჩაგივარდეს.ხო ხვდები რას ვგულისხმობ. უბრალოდ მაქსიმე ბევრს მოსწონს და სანამ შენც მოგეწონება მანამდე გაფრთხილებ. -ვა მაგარია,მაგრამ ის ჩემს გემოვნებაში ისედაც არ ჯდება.ასე რომ არ არის პრობლემა. -კარგია მაშინ პრობლემა გადაჭრილია.დროებით! -დროებით! ვიგრძენი ყელში როგორ გამეჭედა ბურთის მსგავსი რაღაც... ვიგრძენი როგორ მომადგა თვალებზე ცრემლები... ვიგრძენი როგორ ტყდებოდა ჩემი გული... მას შეყვარებული ჰყავდა და მე უბრალოდ მიყენებდა... მისთვის მე უბრალოდ მორიგი გოგო ვარ,რომლის ცდუნებაც თითქმის გამოუვიდა... ალბათ ამიომ გაბრაზდა დღეს ტელფონზე რომ დაურეკეს... მან ხომ თითქმის შემაბა... ღმერთო რა სულელი ვარ! P.S. იმედი მაქვს მოგეწონებათ! <3 ეს შედარებით დიდი თავია! :დ <3 რას იტყვით ნატუკაზე? ან თუნდაც ტასოზე? <3 ან ნიკუშას და ლიზას თუ ექნებათ მომავალი? :D <3 ჯერ მეც არ ვიცი,ასე რომ მაინტერესებს თქვენი აზრი! :D <3 <3 მიყვარხართ! <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.