შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგრძნობინე თავი ბედნიერად (თავი2)


28-06-2017, 02:28
ავტორი Barbare_22.
ნანახია 1 240

   მგონი მთელი სემესტრის განმავლობაში პირველად ავდექი ასე ადრე, რადგან ბევრი დრო მქონდა არ ვჩქარობდი. გარეთ ციოდა თუმცა მე სულ არ ვგრძნობდი სიცივეს ,ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ლამაზი საშუალო სიგრძის ტყავის ქვედაბოლო ჩამეცვა. ზოგადად მიყვარს იმის ჩაცმა რაც არ შეესაბამება ჩემს ასაკს , ასევე მაკიაჟის გარეშე მგონი მაღაზიაშიც არ ჩავდივარ , თუმცა დილიდან განსაკუთრებულად ვემზადებოდი ამის მიზეზი რათქმაუნდა გუგა იყო.
ჩემი მეტიჩრობის გამო სკოლაში ყველაზე ადრე მე მივედი. არ ვიცოდი რა მეკეთებინა მარტოს ამიტომ ნიას დავურეკე
-თუ მჯეროდეს, გღვიძავს თუ ჩემი ტელეფონი გაფუჭდა?
-მღვიძავს კიარა სკოლაში ვარ. მოდი რა მალე
-შენ გოგო სულ გაგიჟდი? ნახევარი საათით ადრე რამ მიგიყვანა
-ოო ნია რავიცი
-არიცი ხო,თავის დროზე არასდროს მოდიხარ შენ მე რას გამომაპარებ
-გამოვალ და შეგხვდები გზაში 
-კარგი.
ტასომ ტელეფონი აიღო Izzamuzzic - Adventure ჩართო და გზას ნელი ნაბიჯებით გაუყვა. 
იმდენად იყო ფიქრებში გართული მის წინ მომავალი ნია ვერც დაინახა
-შენ რაღაც მოწიე ხო? თან უჩემოდ! ან რაარი რა გაცვია ზამთარია ბოლობოლო
-მოიცა ჩემს ჩაცმულობას რას ერჩი ერთი, ცუდად ვარ?
-გოგო ძალიან კარგად ხარ მაგრამ არ გაიყინე გზაში?
-როგირც ხედავ არა
-ეს ჩაფიქრებული გამომეტყველებთ სიარული რამე ახალია? მითხარი ახლა რა ხდება
-აუ მეთვითონაც არ ვიცი მართლა. მარტო ის ვიცი, რომ ამის მიზეზი ჩვენი ახალი კლასელია
-თვით თორნიკე მეტრეველს უთხარი უარი შეყვარებულობაზე ,არ მომწონს რა ბიჭი ეგააო და ამაზე რამ გადაგრია არ მესმის
-ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, თუმცა ერთი ნახვით გაგიჟების ნამდვილად დავიჯერე. აი თავიდან როცა შევეფეთე ყურადღება არც მიმიქცევია, ნორმალრადაც არ შემიხედავს, მაგრამ მერე კარგად რომ დავაკვირდი გავიჟდი მაგ ბიჭზე
-არადა გუშინ ნორმალური გოგო იყოო შენზე იტყვიან.... 
-ნუ მეტლიკინები ბექა არ გავიხსენო უცებ
-წამოდი რაა 
კლასში შესვლისთანავე ტასომ თვალების ცეცება დაიწყო, თუმცა ბატონი გუგა არსად ჩანდა. ნახევარი გაკვეთილი გავიდა ანასტასია მოწყენილი იჯდს მაგიდასთან და მაინც არ კარგავდა იმედს რომ დღესაც შეძლებდა გუგას ნახვას. დაახლოებით 10წუთში გუგამ კარები შემოაღო და მასწავლებელს თავაზიანად კითხა შეიძლებოდა თუ არა კლასში შემოსვლა. ტასოს თვალები გაუბრწყინდა და წუთიერად დააკვირდა ბიჭს ,რომელსაც სიცივისგან ლოყები სულ გაწითლებოდა და თმა საყვარლად აბურძგნოდა. გაგიკვირდებათ თუმცა ანასტასია ძალიან მორცხვი გოგონა იყო ,იგი ვერ გაბედავდა გუგასთვის თვალებში ყურებას ამიტომ თავი დაფის მიმართულებით შეატრიალა.
მთელი დღის განმავლობაში რა აღარ გააკეთა მისი ყურადღებისთვის ,თუმცა ბიჭი მას ყურადღებას მაინც არ აქცევდა. ბოლოს გამწარებულმა ნიასთან დაიწყო ბუზღუნი
-დავიღალე რაა. გვერდით რომ ჩავუარეთ მაშინაც არ გამოიხედა
-რა ეგოისტი ბავშვივით იქცევი? თუ ეგრე გააგრძელბ მიხვდება, რომ
მოგწონს და თუ გგონია სხვებივით ტრაბახს არ დაიწყებს ძალიან ცდები
-კარგი მორჩა, რაში მჭირდება ისეთი ბიჭი,რომელიც ზედაც არ მიყურებს. ყველას მე ვეუბნებოდი უარს ურთიერთობაზე და ერთი ამ სოფლელის დასაწუნი რა მჭირს
-აი ეგრე რა დააბრუნე ძველი ტასო.
ამ დიალოგის მერე ყველანაირად ვეცადე გუგა დამეიგნორებინა და მასზე აღარ მეფიქრა, ეს ნამდვილად დამეხმარა. გაკვეთილების დამთავრებისთანავე მე და ნიაკომ კლასი ჩქარა დავტოვეთ,უკვე მესამე სართულზე ვიყავი როდესაც გამახსენდა ,რომ ტელეფონი მერხის ქვეშ დავტოვე. უცებ ავირბინე ერთი სართული შევედი კლასში და მსუბუქად გუგას შევეჯახე. ძალიან დავბენი არვიცოდი რა გამეკეთებინა გაშეშებულად ვიდექი
-ცოტა ფრთხილად ანასტასია
-უკაცრავად ვერ დაგინახე
-ეგ არაფერია (ეს თქვა და მარჯვენა კუთხე საყვარლად აწია ზევით)
მე ხმა არ ამომიღია ნელა წავედი ჩემი მერხისკენ, ამდროს ვიგრძენი როგორ ჩამაყოლა თვალი და ნაბიჯების ხმაზე მივხვდი რომ კლასი დატოვა, გული ძალიან ამიჩქარდა თუმცა არაფერი შევიმჩნიე, ტელეფონი ავიღე და ჩუმად სკოლის დერეფანს გავუყევი.
თითქოს ჩემმა მცდელობამ გუგას დაიგნორებასთან დაკავშირებით აზრი დაკარგა...
 სახლისკენ ნელა აუჩქარებლად მივდიოდი და ჩემს თავზე ძალიან ვბრაზობდი,რადგან ესე ბიჭზე ავარდნა არ მახასიათებდა, მაგრამ როგორც ჩანს ამ ცხოვრებაში ყველაფერს წინასწარ ვერ გავთვლით. ამ ფიქრებში ვიყავი გართული ,როდესაც ერთ-ერთი რესტორნიდან ის ქალბატონი გამოვიდა ,რომელიც გუგას ახლდა სკოლაში, მას კი არც მეტი არც ნაკლები გუგა გამოყვა. ყველაზე ნაკლებად ახლა მათ ნახვას ველოდი,ქალმა გუგა ტაქსში ჩასვა და თვითონ  რესტორანში დაბრუნდა.
-აი ნია ამის მერე კიდე თქვი რომ ბედი არ არსებობს რაა!
-რაიყო ქალბატონო ხომ არ თხოვდები?
-აუ სერიოზულად გელაპარაკები, ვერც კი წარმოიდგენ ვინ შემხდა ახლა
-ვინ შეგხვდა?
-გუგა ისევ იმ ქალთან ერთად ადრე როცა ვნახე, მგონი დედამისია
-შეგხვდა თუ თვალთვალი დაუწყე უკვე?
-გოგოო! საღამოს გავიდეთ სადმე და მოგიყვებ რა და როგორ
-ხოო თან ისე მაინტერესებს ვერც წარმოიდგენ
-ვაიმე თუ არ გინდა დარჩი სახლში
-ნუ ბუზღუნებ ვიმეცადინებ და დაგირეკავ
__________________________________
ესეც მეორე ნაწილი, ყოველ დღე დავდებ ახალ თავს. იმედია ჩემი ისტორია მოგეწონებათ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent