ფერები ?! ...8...
სახლში მისულს დაძაბულობა ცოტა მომეშვა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვინ არ ინერვიულებს ოპერაციის წინა დღეს. საწოლთან, იატაკზე ჩამოვჯექი და ისევ ჩემ განუყრელ მეგობარს ვუმასპინძლე. ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე და ზოგადად ყველაფერზე... რა მოხდებოდა...ძალიან მინდოდა ისევ შემძლებოდა დანახვა... მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ მარტო ჩემს მონდომებაზე არ იყო საქმე. ალექსში ეჭვი არ მეპარებოდა, ის ადამიანი ჩემში უპირობო იმედი და რწმენა იყო, არვიცი რატომ მაგრამ ხო გყავთ ან უბრალოდ იცნობთ ისეთ ადამიანს ვინც უთქმელად მოგწონთ, მეც მასე ვიყავი. მეგონა რომ ასე ვიყავი... არსებობდა კიდევ ერთი მაგრამ, მე ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას ვუმალავდი, ადამიანს რომელიც თავისად მთვლიდა და რომლისთვისაც მე სულერთი არ ვიყავი. ალბათ მეშინოდა კიდეც შედეგის, მხოლოდ ამით თუ ვამართლებდი ჩემ თავს. ცოტა აღელვებულმა სახეზე ხელები ნერვიულად გადავიტარე და ლელას ხმაც გავიგე -იზ სად ხარ? მოვედიიი....-ხმა უფრო ახლოვდებოდა და მალე ჩემთანაც აღმოჩნდა-იზ მაპატიე, მეტი ადრე ვერ მოვედი... მინდოდა გამოგყოლოდი ექკმთან მაგრამ ვერ მოგისწარი-დასევდიანებულმა ჩამოარაკრაკა -კაი ლელა, განა რა მოხდა მასეთი, უბრალოდ გამესაუბრა ხვალინდელზე. ხვალ ხომ ჩემთან იქნები? -კი რა თქმა უნდა ჩემი ციცინათელა-მხიარულად შესძახა და გადამეხვია -საიდან მოგაქვს მსგავსი შედარებები?-სიცილით ვკითხე და მეც ძლიერ ჩავეხუტე -გავხარ ციცინათელას... ღამე დადიხარ და ანათებ... მე ზეგ წავალ ისევ-ჩაიბურდღუნა და ხელი მომკიდა-კარგი... წამოდი ვჭამოთ და მერე დავიძინოთ... ხვალ ენერგია გვინდა ბევრი- არ მშიოდა, მაგრამ არ შევწინააღმდეგებივარ, ცოტა მისი ხათრით, რომ იტყვიან შევკიკნე და ისევ ოთახში დავბრუნდი. მალე გავიგე ტელეფონის ხმაც და ძებნა დავუწყე, თუმცა როგორც ყოველთვის ლელა დამეხმარა. ტელეფონი მომაწოდა მეც ვუპასუხე -გისმენთ -იზი, მაპატიე ვერ დაგირეკე... როგორ ხარ?-ერთი ამოსუნთქვით მომაყარა ბოდიშიც და მოკითხვაც -კარგად ვარ ნიკა, შენ როგორ ხარ?-მის ხმის ტონზე ოდნავ გამეღიმა -მე... შენი ნახვა მინდა... სახლში ხარ ხო?-კარგად დაფარული მოუთმენლობით მკითხა, არც დავფიქრებულვარ ისე დავეთანხმე, ცოტა ხნით ამოსულიყო. -დამელოდე-მომაძახა და გათიშა. სამზარეულოში მოფუსფუსე ლელასთან შევედი და სახე გაბადრულმა ვაუწყე ნიკას მოსვლის ამბავი -ნეტა განახა შენი თვალები-ნიშნისმოგებით მითხრა, ახლოს მოვიდა,სახე დამიჭირა და ორივე ლოყაზე გემრიელად მაკოცა -აუ ლელა რიანი ხელები გქონდა რას აკეთებ?-სახეზე უსიამოვნო, კრემივით მასის შეგრძნებაზე ავყვირდი. ნამცხვრის კრემი ნამდვილად არ იყო, ნამცხვრის სუნს აქ კი არა მეორე კორპუსიდან ვიგრძნობდი, ჩემს ფიქრებზე გამეცინა და თან ლოყებზე ხელებს ვიტარებდი -მაიონეზია ეგ ჩემო ერთადერთო-სიცილით მოვიდა ჩემამდე და სალფეტკით მომწმინდა. ის იყო ბურდღუნის დაწყებას ვაპირებდი, კარზე ზარის ხმა რომ გავიგე. -ასე მალე? გადმოფრინდა?! -სერიოზულად გამიკვირდა და კარისკენ დავიძარი. კარის გაღებისთანავე ვიგრძენი ტუჩებზე შეხება, ჩემი სახე ხელებით დაეჭირა და ვნებამორეული, სწრაფად მკოცნიდა, მალევე შეწყვიტა და შუბლი შუბლზე მომადო, გაშეშებული ვიდექი, იმდენად მოულოდნელი იყო მისი ქმედება, დავიბენი... -მაპატიე... მომენატრე-ჩახრეწილი ხმით მომიგო და ჩამიხუტა. -არაუშავს-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. რამდენიმე წუთი ჩახუტებულები ვიყავით, შემდეგ კი ცოტა გამოვფხიზლდი და სამზარეულოშიც შევედით. -ვაა ნიკა, როგორ ხარ? -კარგად ლელა, შენ? -კარგაად...-ისე სასაცილოდ გაიწელა სიცილი ვეღარ შევიკავე, ნიკამ ხელი მომკიდა, გულზე მიმიკრა და თავზე მაკოცა, მე კი მისით გამოწვეული სითბოთს გამო საოცრად გავტვრინდი და ნიკას ჩაღიმებაც დავიმსახურე. -იზ, მე გავიქეცი ჩემ ოთახში, სამეცადინო მაქვს. თქვენ რომ გიყუროთ დავდნები და ჯერ მაგის დრო არ მაქვს-ირონიულად ჩაგვილაპარაკა თან დააყოლა ჭკვიანად იყავითო -ლელა! -გაფრთხილებასავით უფრო ჟღერდა ჩემი ტონი. ლელას გასვლის შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოვსხედით და რატომღაც სიჩუმეს არცერთი ვარღვევდით. ბოლოს ისევ ნიკამ ამოიღო ხმა -ხვალ გეცლება?- თბილი ტონით მომმართა -ხვალ? -თითქოს მომესმაო ისე ვკითხე. დავაპირე ჩემი ხვალინდელი ოპერაციის შესახებ მეთქვა მაგრამ მალევე უარვყავი, მხოლოდ თავი გავუქნიე პასუხად. არ მინდოდა ტყუილი მაგრამ არც სიმართლე გამომდიოდა -ზეგ მეც არ მცალია და მაგიტომ მინდოდა შენი ნახვა.-ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა და ოდნავ ჩაახველა- თუმცა დაგირეკავ ხოლმე. ეს ხომ შეიძლება?- ღიმილი შეეტყო სიტყვებს და მეც ოდნავ მოვეშვი. ჩემკენ დაიხარა და ტუჩებზე ამჯერად ოდნავ შემეხო. -გემრიელი ხარ! -ჩურჩულით მითხრა და კიდევ გაამეორა კოცნა და მეც ფართოდ გამეღიმა -სულელო-ღიმილით ვუთხარი და მხარზე ოდნავ ვუბიძგე -სულელი? მაშინ შენც ჩემს გვერდით ხარ-ნიშნისმოგებით მითხრა და ჩამიხუტა. ძალიან ძალიან თბილი იყო, მე კი უზომოდ ბედნიერი ამ სითბოს შეგრძნება რომ შემეძლო და მარტო მე რომ მეკუთნოდა. -ახლა თუ მაკოცებ ცოტა ხანი მეყოფა და თამამად წავალ-ნახევრად მიჩურჩულა და ყურზე მაკოცა. თავი ავწიე, ხელებით მისი სახე დავიკავე და თვალებზე ვაკოცე -იქნებ ოდესმე, მეც შევძლო შენი თვალების დანახვა- სევდანარევი, დაბალი ხმით ვუთხარი და ვიგრძენი არ ესიამოვნა, ხელი ოდნავ შემიშვა და ღრმად ჩაისუნთქა -იზი... ჯანდაბა იზი... სულ ვცდილობ ისე მოვიქცე, რომ ჩემგან მსგავსი არაფერი იგრძნო... მე შენ მიყვარხარ და არა ის, რისი დანახვაც შენ გინდა... სად ხარ იზი?! რატომ ცდილობ ხილულ და უხილავ ფერებში დაიკარგო?- ოდნავ მკაცრი ტონი და შიში იკითხებოდა მის ხმაში. შიში ალბათ იმის, მე რა პასუხს გავცემდი -მაპატიე...-მხოლოდ ეს მოვახერხე, მისმა სიტყვებმა დამაფიქრა... ხო შეიძლება ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი, მაგრამ მე მქონდა პრეტენზია ფერებზე, ფერებთან. კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და ცოტა ახლოს მოიწია, მხარზე ხელი გადამხვია და ამჯერად თავად მაკოცა თვალებზე. -მე მიყვარხარ შენ... და მიყვარს შენი თვალებიც... არ მაინტერესებს ისინი რას ხედავენ-ნელა წარმოთქვა და ტუჩებზე ნაზად შემეხო. აქამდეც უკოცნია მაგრამ ასე ფაფუკად და ნაზად არა. სუნთქვა შემეკრა, მინდოდა ტუჩები აღარასდროს მოეშორებია, თმებში ხელი შევუცურე და ჩემსკენ ოდნავ მოვქაჩე, ოდნავ ჩაეღიმა ისე, რომ ტუჩები არ მოუშორებია, ხელები წელზე ოდნავ მომიჭირა და ამჯერად ძლიერად მაკოცა, თავისთან ახლოს მიმწია... ვხვდებოდი თავს იკავებდა, იმასაც ვხვდებოდი მეც უნდა გავჩერებულიყავი მაგრამ ორივესთვის საკმარისად ძნელი იყო. წელზე დადებული ხელი ოდნავ შემიშვა და ძლიერად ჩამეხუტა -მე შენ გაგიჟებ! -სერიოზული, ბოხი ხმით წარმოთქვა და ოდნავ მომშორდა. -მე ბედნიერი ვარ ნიკა. მართლა... და მადლობა შენ-ძალიან გულწრფელად ვუთხარი და კიდევ ჩავეხუტე. საოცარი იყო მის გვერდით ყოფნა, მაგნიტივით მიზიდავდა მისი ხმა, ქცევა, სითბო, სურნელი. ყველაფრით მიზიდავდა და მე ეს მომწონდა... ნიკას დავემშვიდობე და მეც დასაძინებლად გავემზადე, ხვალ მძიმე დღე მელოდა და არცთუ ისე ადვილად გადასატანი... ______3 წლის შემდეგ_____ -დე... დავულეკოთ ალექს რა- ჩემი პატარას ხმა ფიქრებიდან მაბრუნებს და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ უდარდელად გავუღიმო. ტელეფონს ვწვდები და ნაცნობ ნომერს ვკრიფავ -ალექს როგორ ხარ? -კარგად იზი... თქვენ?-საოცრად დაღლილი ხმა აქვს და ცოტა მეცოდება კიდეც -ლიზის უნდა შენთან ლაპარაკი და დაგალაპარაკებ-ცოტა ცივად გამომდის მაგრამ ალბათ ასე ჯობია, ტელეფონს პატარას ვაწვდი და მე სამზარეულოში გავდივარ. ისევ მახსენდება ის ერთი შეხედვით თითქოს ნორმალურ0ი დღე, ნათლად წარმომიდგენია ალექსის სახე, საოპერაციო და პალატა. მინდა რომ ახლაც ჩემს გვერდით იდგეს, ჩემთან ერთად განიცადოს ჩემი ყველაფერი მაგრამ მე ამის უფლება არ მაქვს. _____3 წლით ადრე______ ოპერაცია 30 წუთი მაინც გაგრძელდა, მე კი სულ ალექსის სიტყვები მიტრიალებს გონებაში, ოპერაციის წინ რომ ჩამჩურჩულა "უბრალოდ მენდე და იმედს გაუფრთხილდი"-ო. მხოლოდ ის მინდა რომ ილაპარაკოს, მისი ხმა მამშვიდებს და მინდა მხოლოდ მე მელაპარაკოს. რა ეგოიზმია არა? მე მყავდა შეყვარებული, რომელთანაც თავს ყველაზე სასურველად ვგრძნობდი, მიუხედავად ყველაფრისა, მაგრამ მეორეს მხრივ ვფიქრობდი ალექსიზე, რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა, მისკენ მექაჩებოდა. როგორც კი ამაზე ფიქრს ვიწყებდი მაშინვე გონებას სხვა თემაზე გადავიტანდი. არ მინდოდა არც ფიქრი, მით უფრო არც დასკვნები და რჩევები. საოპერაციოდ მამზადებდა, თავად კი სრულიად არ ნერვიულობდა. საწოლზე დამაჯინა და რაღაც სითხე ჩამასხა თვალში, თავის ხელით დამიჭირა თავი, თვალიც და ისე ჩამაწვეთა -ნუ გეშინია-საოცრად მზრუნველად მითხრა ისე, რომ ხელი არ მოუშორებია. იმედით ავივსე, ვიცოდი ალექსი გვერდით მედგა, ლელა კი კარს იქით მელოდა ანერვიულებული. ხელები ისე ავწიე მაღლა არ დავფიქრებულვარ, არც ის განძრეულა. სახეზე დავადე... რბილი კანი... ოდნავ დაბალი წვერი... ზომაზე ცოტა გრძელი თმა... თვალებსაც შევეხე...უზომოდ მესიამოვნა მისი სახის ხელებით შესწავლა, მტევნებს ისე დავაცოცებდი, რომ გაჩერება არ მინდოდა. მაღალი შუბლი, სწორი ცხვირი, დიდი წამწამები, რომლებსაც დარაჯად ხშირი წარბები ყავდა. ნელ-ნელა მოვიწევდი ქვევით და სულაც არ ვგრძნობდი უხერხულობას. მომწონდა ჩემი ხელების სეირნობა მის სახეზე, მინდოდა რაც შეიძლება დიდი დრო მომენდომებია მის შესწავლას, თითქოს თითებს ვაიძულებდი დაემახსოვრებინათ მისი შეხება. ტუჩებსაც მივუახლოვდი, თითის ბალიშები ოდნავ შევეხე და გულიც ამიჩქარდა. რა იყო ეს? ვერ გავეცი პასუხი... საშუალო ზომის ტუჩები... თბილი... და იცით რა გავიფიქრე? ალბათ ამ ტუჩებმა ტკბილი კოცნაც იციან მეთქი. ხო ვიცი, რომ არ უნდა მეფიქრა, ისიც ვიცი, რომ უკვე ღალატი გამომდიოდა, ფიქრებში ღალატი... მაგრამ ვერ მოვერიე. კოცნაც მინდოდა, თან ძალიან. მის ტუჩებთან დადებული თითები გამიშეშდა და ყურები დამიგუბდა. აღარ ვფიქრობდი ოპერაციაზე, აღარ ვნერვიულობდი ფერებზე. დამავიწყდა ყველა და ყველაფერი, წარბები შევკარი და მაშინვე ვიგრძენი თითებზე, რბილი ტუჩების კოცნა. მაშინვე გამოვფიხზლდი, ვიგრძენი როგორ გაიღიმა, სწრაფად დავწიე ხელები უკან და ძლივს გასაგონი ხმით ვთქვი -მაპატიე... მე...-არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა -დამინახე?- ისე მკითხა თითქოს როგორ ხარო მეუბნეოდა -მე...-ისევ ბლუყუნი დავიწყე, თან ჩემთვის დავფიქრდი, დავინახე? -არა, უფრო სწორად ვერ. რამდენიმე წუთის წინ თითების მიერ წაკითხული, ისე გაქრა თითქოს არც შევხებივარ. სიცარიელის გრძნობა გამიჩნდა,თითქოს რაღაც ძლიერი წამართვეს და თან დამანახეს აი აქ, შენთან ახლოს გვაქვს მაგრამ შენი აღარ არიო. -არა... ვერ დაგინახე-გულწრფელად ვუპასუხე და ყელში დიდი ბურთი ვიგრძენი. ტირილი მინდოდა მაგრამ ვიკავებდი და ამის გამო კიდევ უფრო უარესად ვგრძნობდი თავს. -ახლა საოპერაციოში შევიდეთ კარგი? -ჩვეული თავდაჯერებულობით მითხრა და მხარზე ხელი დამადო. როგორც გითხარით ნახევარი საათი საოპერაციოში ვიყავი. პალატაში გადაყვანისას უკვე შეხვეული მქონდა თვალი, თუმცა არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. უბრალოდ მინდოდა მალე მოეხსნათ, და შედეგი დამენახა. საოცარი მოთმინებით ველოდი ალექსის ხმას, პალატის საწოლზე. ალექსი არა მაგრამ ნოდარი შემოვიდა. -აბა ჩვენი პაციენტი როგორაა?-მხიარული ხმით შემოიჭრა -ვცდილობ კარგად ვიყო-დაბალი ხმით მივუგე და დაველოდე როდის მეტყოდა ოპერაციის შესახებ. -მოკლედ, იზი შვილო-დამრიგებლური ტონით დაიწყო და რატომღაც დავიძაბე -ალექსი სადაა?- ცოტა უხეშად გამომივიდა მაგრამ მერჩივნა ალექსისგან გამეგო ნებისმიერი პასუხი. ოდნავ ჩაიცინა და გააგრძელა -მას უნდოდა შენი ნახვა მაგრამ სახლიდან დაურეკეს და სასწრაფო გახდა მისი წასვლა. ვატყობ მაინც ჯობია ალექსი დაგელაპარაკოს. ხვალ კიდევ გნახავთ, მანამდე კი ჩვენთან უნდა დარჩე. -თავი ოდნავ დავუქნიე და ბალიშს მივეყუდე. როგორც ყოველთვის ისე ჩავფიქრდი, ექიმის გასვლა ვერც გავიგე. საოცარია არა, ალექსიზე რამდენს ვფიქრობ... ნიკაც მახსოვს მაგრამ ისე თითქოს ორივეზე ვარ მიყდნობილი. არცერთის დაკარგვა არ მინდა და ვხვდები, რომ ამაზე სულელური გრძნობა აქამდე არაფერი მქონია. საღამომდე ველოდე "ჩემს" ექიმს მაგრამ არ მოვიდა. ლელა იყო მოსული საჭმელი მაჭამა ძალით რამდენიმე კოვზი, გამხიარულებაც ცადა მაგრამ ამაოდ. მხოლოდ ფიქრებთან ვსაუბრობდი ფერების მოლოდინში. ნიკამ დამირეკა საღამოს, თითქოს ველოდიო, გამეხარდა მაგრამ მაინც მიღრნიდა გულს ის ფაქტი რომ ვატყუებდი.როგორც ყოველთვის ახლაც მებოდიშებოდა -იზი, მაპატიე, იმდენი საქმე მქონდა ვეღარ დაგირეკე, როგორ ხარ ჩემო გემრიელო?-უზომო სითბოთი სავსე ხმით გაიჟღერა -კარგად ნიკა შენ როგორ ხარ? -არვიცი, ვუძლებ... შენი ნახვა მინდა მაგრამ ვერ ვიცლი და ნერვები დაწყვეტაზე მაქვს-ოდნავ ნაღვლიანი გაუხდა ხმა და მეც იმედი მომეცა. -არაუშავს. იცი, ამ დღეებში არც მე მცალია... ლელას უნდა მივეხმარო-არც ვიცი საიდან მომაფიქრდა -ცოტა შემიმსუბუქე სინდისი-ნიშნისმოგებით აღნიშნა და გაიცინა-მომენატრე-საოცრად ვნებიანად დააყოლა -მეც-გულით ვუთხარი, მართლა მენატრებოდა -კარგი აბა, დაგემშვიდოდბები. ტკბილი ძილი. მიყვარხარ -შენც ტკბილი ძილი ნიკუშ-სევდიანი ხმით ვუთხარი და გავუთიშე. ორი წამიც არ გასულა ისევ გაისმა ტელეფონის ხმა -რა დაგავიწყდა?- აღებისთანავე ვუპასუხე და მაშინვე ვინანე -იზი მე ვარ-გავიგონე ხმა, რომელსაც მთელი საღამო ველოდი-როგორ ხარ? ვეღარ დავრჩი, სალაპარაკო გვაქვს მე და შენ. ხვალ მოვალ და დავილაპარაკოთ კარგი?-თითქოს ნებართვას იღებსო, სევდიანი ხმა ქონდა რაც ცუდად მენიშნა. მე უნდა მეგრძნო თავი უხერხულად, მომხდარის გამო, ჩემს მაგივრად კი მის ხმაში იგრძნობოდა ბოდიშიც და პატიებაც. -კარგი, დაგელოდები-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. კარგადო მითხრა და ნაჩქარევად დამემშვიდობა. მე კი უფრო აფოფიაქებული დავრჩი. ჩემგან დამოუკიდებლად გამიორმაგდა ნერვიულობა. ხომ ყველას გვქონია კარგის შეცვლის იმედად ნერვიულობა. პატარები სკოლაში მისვლის დროს ალბათ, დიდები გამოცდებზე, ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასასვლელ გზას განიცდიან, ესეც ალბათ... მე კი არვიცი... მე ვნერვიულობდი ორივე პასუხზე. დადებითზე-რადგან არვიცოდი შემდეგ რა იქნებოდა, როგორ შევეგუებოდი უკვე გადაჩვეულ ფერებს უარყოფითზე- ალბათ იმიტომ რომ ბოლომდე, არც ამ სიბნელეში ცხოვრება მინდოდა. ახლა კი ლოდინის, იმედის და რწმენის გარდა არაფერი დამრჩენოდა... და მეც ვიცდიდი... ვიცდიდი დილამდე... ალექსიმდე... ______ ჩემო ძვირფასებო ესეც მერვე თავი... ვაღარ გადავხედე ისე ვდებ,ამიტომ ბოდიში შეცდომებისთვის და კიდევ უდიდესი მადლობა ვინც მელოდებით და მკითხულობთ... მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.