შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ნაყოფი 2 თავი


28-06-2017, 22:43
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 207

არ ვიცოდი რა მეთქვა. ჩემდა უნებურად ანდრეა ჩავიხუტე.
-გამარჯობა!
ორივე წამოვდექით. მან გამიღიმა. ძველებურად თბილად, მაგრამ უფრო მამაკაცურად და აშკარად ზედმეტი ქვეტექსტის გარეშე.
-გამარჯობა რატი.
ის ანდრეას დააკვირდა
-გენები თავისას შვება, არა?
ბავშვისთვის თვალი არ მოუშორებია
-დარწმუნებული ხარ რომ ახლა ამაზე საუბარი ღირს?
თვალით ანდრეაზე ვანიშნე.
-მართალი ხარ. იქნებ სხვა დროს...
-მშვიდობით რატი.
სწრაფი ნაბიჯით გავემართე სახლისკენ. მან უკან მომაძახა:
-ისევ ისეთი ლამაზი ხარ!
რა თქმა უნდა ამ სიტყვებმა მოსვენება არ მომცა. მთელი დღე ვფიქრობდი „რატომ?“
რატომ მომექცა მაშინ ასე სასტიკად?. თანაც ჯერ კიდევ ვერ მეპატიებინა საკუთარი თავისთვის, რომ ასეთი მეამიტი ვიყავი და დავორსულდი ბიჭისგან, რომელიც ყველაზე დიდი ბაბნიკი იყო და რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩვენი ურთიერთობის დროს ხშირად მღალატობდა. მე ვფიქრობდი რომ თუ მასთან სექსუალური კავშირი მექნებოდა ის სხვა გოგოსთან აღარ წავიდოდა და ზუსტად ამიტომ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში.
ანდრეა რომ გაიზრდება სანდროსთვის ყველაფრის ახსნა მომიწევს. ამაზე ფიქრი უკვე მაშინებს.
ბავშვი დავაძინე და სამზარეულოში ვახშმის მომზადებაში ვიყავი გართული, კარის დაკეტვის ხმა რომ მომესმა.
სანდრომ შემოიხედა სამზარეულოში. ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-ლიიზ ძალიან მშია.
-მოწესრიგდი. ყველაფერი მზად მაქვს. ახლავე გავაწყობ მაგიდას.
ჩვეულებრივ ვუპასუხე და მაგიდა გავშალე. ორივე მივუსხედით მას.
-როგორც ყოველთვის უგემრიელესია ყველაფერი. მადლობა საყვარელო.
-არაფრის.
-ანდრეას ამ დროს არ ძინავს ხოლმე
-შუადღეს გავასეირნე და ძილის დრო ცოტა გადაუცდა, მაგრამ დაიღალა და გვიან დავაძინე.
-ლიზ შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
-კარგი გისმენ.
-საყვარელო ჩემთან სამსახურში რაღაც ცვლილებებია და შეიძლება დამაწინაურონ
-ეეე რა მაგარია
-ხო მაგრამ ეგ არ არის მთავარი. რომ დამაწინაურებენ შესაბამისად ხელფასი გამეზრდება. ვფიქრობ შეგვიძლია მეორე ბავშვი ვიყოლიოთ. რას ფიქრობ?
ამას არ ველოდი და ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ ეს კარგი იდეა იყო ჩვენი ოჯახის გასამყარებლად.
მოვეხვიე მას და ვაკოცე.
-რატომაც არა საყვარელო. მაინც სახლში ვარ. ძალიან კარგი იქნება კიდევ ერთი პატარა რომ გვეყოლება.
ვახშამი დავასრულეთ და ტელევიზორის წინ ჩახუტებულები მოვკალათდით. სანდრო ამ საღამოს განსაკუთრებით სენტიმენტალური იყო და ქორწილის დღის მომენტებს იხსენებდა. ცოტა ხანში დავწექით და მის ალერსში გაბრუებულს ისე ჩამეძინა, რომ ვერც გავიგე.
დილით ანდრეას ტირილმა გამომაღვიძა. სანდრო უკვე სამსახურში იყო წასული. ანდრეას საწოლთან მივედი. ვეფერებოდი რომ დამემშვიდებინა და უეცრად ცხელი მეჩვენა. მას ძალიან მაღალი სიცხე ქონდა. სანდროს დავურეკე თუმცა არ მიპასუხა. სავარაუდოდ არ ეცალა. ტაქსი გამოვიძახე და პოლიკლინიკაში წავიყვანე. ის პალატაში დააწვინეს და ანალიზები აუღეს. მითხრეს რომ სავარაუდოდ მოწამლული იყო და საშიში არაფერი სჭირდა. პალატიდან გარეთ გამოვედი რომ სანდროსთვის დამერეკა და უეცრად ვიღაცას შევეჯახე.
-არა ეს უკვე ბედია!
რატი მიღიმოდა.
-ისევ შენ?!
-აქ რა გინდა ლიზა?
-ანდრეა არის ცუდად. შენ აქ...
-მე ამ პოლიკლინიკის მფლობელი ვარ
-მფლობელი?
-ხო. ექიმობა მომბეზრდა და ბიზნესმენი გავხდი. რა სჭირს ბავშვს?
-მოიწამლა.
-საშიში არაფერი მაშინ. სანამ მას ძინავს შეგვიძლია ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ. თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-მე მირჩევნია...
-გთხოვ ლიზა. მე ეს მჭირდება.
-კარგი.
მის კაბინეტში ავედით. ის თავის სავარძელში ჩაჯდა. მე მის წინ დავჯექი.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენც ვხედავ რომ კარგად მოეწყვე. კარგი სამსხური, მანქანა, ალბათ ოჯახიც...
-არა, ცოლი არ მყავს.
აღარ ვიცოდი რაზე მესაუბრა მასთან. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა.
-შეიძლებოდა ახლა ცოლი მყოლოდა. თავის დროზე რომ მეფიქრა.
-რატი არ დაიწყო...
-ლიზ ძალიან მალე ვინანე რაც გავაკეთე. ბავშვს მხოლოდ არასასურველ ჩანასახად განვიხილავდი, არადა ეს ხომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფია.
-რატი...
სკამიდან წამოვდექი და წასვლა დავაპირე.
-შენთან მოვედი მაშინ, მაგრამ მითხრეს რომ გათხოვდი და სანდროსთან გადახვედი.
-ახლა რატომ მეუბნები ამას?
-შენი დაბრუნების იმედი არ მაქვს და არც ვცდილობ მაგას. ძალიან ეგოისტური იქნებოდა ჩემი მხრიდან. უბრალოდ ხანდახან ანდრეა რომ ვნახო.
-არა! არ შეიძლება!
-ლიზ გთხოვ...
მის თვალებში მწუხარება დავინახე.
-დავფიქრდები.
-ჩემი სავიზიტო ბარათი გქონდეს თუ გადაწყვეტ რომ გინდა ჩემი და ანდრეას ერთმანეთისთვის გაცნობა დამირეკე.



დამაინტერესა blush ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ საშინლად არასწორი ნაბიჯი იყო სანდროსთვის ბავშვის მისად გასაღება.

 


№2 სტუმარი tako

Sainteresoa da male dadade magram cota gazarde tavebi

 


№3  offline წევრი Katherine Linton

tako
Sainteresoa da male dadade magram cota gazarde tavebi


კი გავზრდი აუცილებლად ეს ორი დღე მაქვს ცოტა დატვირთული და ამიტომ მომდევნო ორ თავსაც ვერ შეგპირდებით რომ დიდი იქნება და მაგის მერე გავზრდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent