20 მარტი იყო( თავი2)
გოგოებს ჩვენი დიალოგი მოვუყევი და ისინიც გაგიჟებული მეუბნებოდნენ რომ გიორგი ძალიან საყვარელი და სიმპატიური იყო ამიტომ მისი ხელიდან გაშვება არღირდა . მიუხედავად იმისა რომ გიორგის სიმპატიურობის შესახებ გოგოების თქმის გარეშეც ვიცოდი სიტყვებზე ხელიდან გასაშვები ბიჭი არ არის მეტად ჩავფიქრდი. მარიამი და ნიტა სახხლისკენ დაიძრნენ მე და სალი კი ერთად გავუდექით გზას რადგან ჩვენი სახლები ახლოს იყო. 10 ხდებოდა სახლს რომ მივუახლოვდი სალი გადავკოცნე და სახლში შევედი. - საღამომშვიდობის დავიძახე და ჩემ ოთახს მივაშურე. დაღლილობის მიუხედავად ქართულის წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე. კითხვას რო მოვრჩი შხაპი მივიღე და რადგან დილის 11 ზე ქართულზე ვიყავი წასასვლელი ლოგინში შევწექი. მობილური ავიღე მაღვიძარის დასაყენებლად და მასზე უცხო ნომრის შეტყობინება დამხვდა. არც დამჭირვებია ფიქრი ისე მივხვვდი ვინ იყო რათქმაუნდა გიორგი. 12 ის ათ წუთზე ქონდა მოწერილი იმედიმაქვს მშვიდობით მიხვედი სახშიო. მეკი 12ისნახევარზე დავუბრუნე პასუხი რომ ის არ უნდა ღელავდეს როგორ მივიდოდი სახში. მაღვიძარა დავაყენე და მობილურს ხმა გავუთიშე რადგან არმინდოდა გიორგის ესემეს გავეღვიძებინე რადგან დარწმუნებულივიყავი რომ მომწერდა. გადავბრუნდი და თავს ძილის საშუალება მივეცი. 10საათზე სანამ მაღვიძარა დარეკავდა დედაჩემა შემოაღო კარები და გამაღვიძა , მეტი მაღვიძარა რაღა გინდა მან ჩემზე უკეთ იცის რომელ საათზე რამაქვს რომელზე გამოვდივარ და ასე შემდეგ. დედაჩემს ჩემი სახელის დაძახების საშუალება აღარ მივეცი რადგან უკვე მეღვიძა ვუთხარიი რომ ჩასულიყო და მალე შევუერთებოდი მეც. ლოგინიდან ხელი გადავწიე და მაღვიძარა გავთიშე გიორგისგან მესიჯი დამხვდა. - მეძინა და შენმა ესემესმა გამაღვიძა შეიძლება ითქვას რომ ამის გამო დაისჯები (გიორგი) სიტყვა დაისჯებიზე გამეცინა და პასუხად დავუბრუნე რომ ის ზედმეტად თავდაჯერებულიიყო სსაკუთარ თავში რასაც შეიძლება კარგი რამ არმოეტანა მისთვის. სააბაზანოში შევედი გადავივლე , ჩავიცვი, ჩანთა ჩავალაგე მობილური ავიღე და ქვემოთ ჩავედი დედაჩემს უკვე მზად ქონდა ჩემი კუთვნილი გრეჩიხა და ბროწეულის წვენი. წვენის დანახვა ერთადერთი რამ იყო რაც გამიხარდა. 11 ისნახევარიი იყო სააუზმე დავასრულე მანქანის გასაღები ავიღე და მასწავლებლისკენ გავეშურე. 10 წუთით ადრე მივედი მასწავლებელთან , გაკვეთილი ჩავაბარე დავალებაც ვაჩვენე ტესტიც ვწერე და დანიშნულ დროზე ადრე გამოვედი მასწავლებლიდან. 21მარტი ყო მარტისტვის შესაბამისი ამინდი იდგა არც ცხელოდა არც ციოდა მოკლედ ის რომ მარტი მატყუარა თვეა ნამდვილად მართლდებოდა თუმცა ჩემთვის საყვარელი თვე . ადამიანები ხშირად იმ თვეზე გიჟდებიან რომელშიც დაიბადნენ თუმცა მე ასე არვიყავი მხოლოდ ჩემი დაბადების რიცხვი მიყვარდა 20 . ოქტომბერზე კი არცც ისე არ ვგიჟდებოდი. მობილურზე ესემესის ხმა გაისმა ჩანთიდან ამოვიღე და დავხედე გიორგისგან იყო. - დღეს ადრე გამოხვედი მასწავლებლიდან ( გიორგი) ირგვლივ მიმოვიხედე ვვათვალიერებდი სადმე ნაცნობი სილუეტის დანახვა მინდოდა თუმცა ვერსად შევნიშნე გიორგი .თავი მობილურში ჩავრგე და მესიჯი დავუბრუნე. - ზედმეტად ბევრს იღებ საკუთარ თავზე იმის კვალობაზე რომ 2 დღეა გიცნობ შენ კი ყველა ჩემი ნაბიჯი იცი . ( ლიზა) - ბევრს ლაპარაკობ ლიზა და დაისჯები ( გიორგი) -გითხარი უკვე რომ ესეთი დარწმუნეუბულიც არ უნდა იყო? ( ლიზა) - კი და მომწონსრომ ასეთი დარწმუნებული ვარ (გიორგი) მესიჯი აღარ დავუბრუნე ჩემ გოგოებს მივწერე რომ გავუვლიდი სამივეს . მანქანაში ჩავჯექი და გეზი მარიამის სახლისკენ ავიღე . შემდეგ ნიტა ბოლოს სალი და კაფისკენ გავეშურეთ იმ კაფისკენ გიორგის რომ ნაცნობი ყავს . შეიძლება იქ მის ნახვას ველოდი ამიტომ გული მეტად გამალებით მიცემდა. მანქანა კაფის წინ გავაჩერე და კაფეში შესვლის დროს მალევე ვიგრძენი ჩემსკენ მომართული მზერა გიორგის ნაცნობი ქალბატონისააგან. მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა თითქოს ყველაფერი იცოდა თუმცა შეიძლება ცოდნოდა კიდეც თუმცა ისეთი არაფერი მომხდარა რომ ქალის ასეთი ინტერესი გამოეწვია. ჩვენს კუთვნილ ადგილას დავჯექით რომელიც თითქოს მართლა ჩვენ გვეკუთვნის ყოველთვის ცარიელია როცა ამ კაფეში შევდივართ. ჩვენთვის საყვარელი წვენები და ნამცხვრები შევუკვეთეთ და მალევე მოგვიტანა ქალბატონმა თამარმა მისი სახელი სამოსზე მიმაგრებული ბარათიდან ამოვიკითხე. - მადლობთ ქალბატონო თამარ(ლიზა) ქალი თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდადა თავი ჩარგო მობილურში . თვალს არ ვაშორებდი მეგონა რომ ჩემი მოსვლის შესახებ შეატყობინა გიორგის მობილურით. გინდ დაიჯერეთ გინდ არა და რამდენიმე წუთში კარი გიორგიმ შემოაღო. თვალები ეგრევე კუთხისკენ გამოაპარა და ჩვენსკენ წამოვიდა . გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა . - სალამი გოგოებო და ლიზა ( გიორგი) გამარჯობა თქვეს გოგოებმა ერთად. - შეიძლება დავჯდე? ( გიორგი) -რატომაც არა . მიახალა მარიამმა და გიიორგი ჩემს გვერდზე დაჯდა. მალევე ქალბატონი თამარი ჭიქით ხელში მოგვიახლოვდა გიორგის წინ ყავა დადგა და გადაკოცნა . - მადლობა დეიდა . ( გიორგი) უკვე ყველაფერი ცხადი იყო გიორგის დეიდა ამ კაფის მეპატრონეა. - რასშვებით გოგოებო? როგორც ჩანს დეიდაჩემის კაფე ძალიან გიყვართ სულაქ რომ ხართ( გიორგი) - ხო გემრიელი ნამცხვრები აქვს დეიდაშენს გიორგი უთხრა ნიტამ . - სულ დამავიწყდა რომ ჩემი თავი წარმომედგინა , თუმცა უკვე გცოდნიათ ჩემი სახელი . ( გიორგი) ეს თქვა ირონიულად ჩაიცინა და თვალი ჩემსკენ გამოაპარა. - მე მარიამი მქვია - მოიცა მოიცა მარიამ არ არის საჭირო მგონი რომ უკვე ისედაც კარგად იცის თქვენი სახელები ( ლიზა) - მართალია თქვა გიორგიმ და გოგოების სახელები ჩამოთვალა თან თითოეული სახელის თქმისას უცნაურად იცინოდა. - რათქმაუნდა ჩემი ყველა ნაბიჯი იცი და არ არის გასაკვირი რომ ჩემი დაქალების სახელებიც იცი აგრეთვე ( ლიზა) -ლიზა საიდან იცის შენი ყველა ნაბიჯი ? მკითხა სალიმ . დავფიქრდი არვიცოდი რაუნდა მეპასუხა თუმცა შეიძლება ითქვას რომ გიორგიმ გადამარჩინა და ჩემს მაგივრად უთხრა სალი ეგ გრძელი ამბავიაო. ბროწეულის წვენი ბოლომდე ჩავცალე და ვთქვი რომ წასვლის დრო იყო და ავდექი. თუმცა მაჯაზე ხელი მომკიდა გიორგიმ და მომაბრუნა მითხრა რომ ინგლისურამდე ჯერ კიდევ 1 საათი მქონდა დრო. გოგოებს სახეზე გაოცება ეწერათ. - მადლობ რომ შემახსენე არმახსოვდა ინგლისურიც თუ მქონდა დღეს ვუთხარი ირონიულად გიორგის და ხელი გავაშვებინე. -აბა მივდივართ გოგოებო ? (ლიზა) მაშინვე ადგნნენ გოგოები და კარისკენ წავიდნენ. გიორგიმ გადაიხადა და მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი რომ დამიძახა. თავი მივაბრუნე და ველოდებოდი რას მეტყოდა მომიახლოვდა და და მითხრა რომ ინგლისურზე მომაკითხავდა. გოგოები მანქანაში მელოდებოდნენ პასუხი არ გავეცი გიორგის. მანქანაში ჩავჯექი დავქოქე და გეზი მარიამის სახლისკენ ავიღე. გოგოები სახლებში დავარიგე. წითელზე ვიყავი გაჩერებული ამით ვისარგებლე და გიორგის მივწერე რომ მისი მოკითხება არ მჭირდებოდა რამენაირად მეთვითონაც გავიკვალავ სახლის გზასთქო. ამასობაში მწვანეც აინთო სახლში მივედი უცბად ავირბინე ჩანთიდან ქართულის წიგნები ამოვალაგე და ინგლისურით შევანაცვალე. მობილურზე მესიჯი მომივიდა გიორგისგან - ასეთი მესიჯისთვის ორმაგად დაისჯები და ბევრი სიცილის სმაილი ( გიორგი) - ორი წლის ბავშვის ლაპარაკი გაქვს გიორგი ( ლიზა) - შენკიდე 18წლის გათამამებული ლიზას საუბარი გაქვს( გიორგი) - შენს გამო შეიძლება რამეს შევასკდე და მერე ვნახოთ რას იმოქმედებს ორი წლის გიორგი(ლიზა) მესიჯობით ვიყავი გართული ინგლისურის მასწავლებლის სახლს მივუახლოვდი და მანქანიდან გადმოვედი. მობილურზე ესემესი მომივიდა. - შედი ინგლისურზედა რომ გამოხვალ მანდ ვიქნები ( გიორგი) - ეჭვიც არ მეპარება რომ იქნები(ლიზა) მივწერე და მობილური ჩანთაში ჩავაგდე . ინგლისურზე ნახევრად სხვაგან ვიყავი გიორგიზე ვფიქრობდი მინდოდა რომ გამებრაზებინა მასწავლებელს მოვატყუე რომ ცუდად ვიყავი და 1 საათით ადრე გამოვედი მასწავლებლიდან თავი რომ ამერიდებინა გიორგისგან ,მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. სახლში ავედი დავიძახე რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და ოთახში ავირბინე, გადავივლე და სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული გამოვედი . კარადისკენ მივტრიალდი უნდა ჩამეცვა პირსახოცის მოძრობას ვაპირებდი ფეხზე რომ რაღაც შემეხო და წამსვე მოვტრიალდი საწოლის ქვემოდან თავ გამოყოფილი გიორგი დავინახე და ვიკივლე. ლოგინიდან გამოვიდა და პირზე ხელი ამაფარა. -ერთით ერთი მითხრა და ძალიან ირონიულად ჩაიცინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.