შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

20მარტი იყო ( თავი 1)


27-06-2017, 17:55
ავტორი lizvarda
ნანახია 1 246

ცოლი და შვილები . ბიჭი და გოგო . ცოლს ნინა ხოლო შვილებს ლიზა და სანდრო ჰქვიათ. ლიზა 18 წლისაა წარჩინებული მოსწავლე განებივრებული გოგოა მთელი უნივერსიტეტის ბიჭობა მასზე გიჟდება იგივეს ვიტყვი მის ძმაზე სანდრო20 წლისააა და უნივერსიტეტში გოოგოების ნახევარზე მეტის გული მოგებული აქვს. ცოლს რაც შეეხება დიასახლისია ქმარს იმდენი ფული აქვს ცოლს ხომ არ ამუშავებს მასაც და თავის შვილებსაც ფუფუნებაში აცხოვრებს არაფერი არ აკლიათ ,ნათქვამი არაქვთ უკვე რომ უსრულებს ზურა.
- მთავარზე გადადი !
- ხო ზურა ჭავჭავაძე 37 წლის . მთელს თბილისში კარგად ცნობილი გავლენიანი ადამიანი . ყველა საუბრობს მის ბიზნესებსა და მიღწევებზე ზოგი რას ამბობს ზოგი რას ზოგი იმასაც ამბობს შავი საქმეებით აქვს ამდენი ფულიო. საბურთალოზე რომ გაივლის კაცი პირველი რაზეც ლაპარაკს იწყებენ ზურა ჭავჭავაძის სახლია. სამ სართულიანი ეგეთი მთელს თბილისში ერთი არა მაგრამ სუ რამდენიმე თუ იქნება . აუზებით და მთელი ამბებით აი ფილმებში როომ სასახლეები არის მაგაზე ბევრად მაგარი წარმოიდგინე . ეზოში 4 მანქანა აყენია ოთხი ძვირად ღირებული რეინჯ როვერი . თავისთვის ცოლისთვის და შვილებისთვის რათქმაუნდა .
- ის ამბავი მომიყევი რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს რაში მაინტერესებს რამდენი მანქანა და აუზი აქვს სახლში.
- მოკლედ თქვენ ბატონო გიორგი მაშინ ალბათ 5 ის ან 6 ის იქნებოდით. ბატონ ზურას და მამათქვენს დათოს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ შეიძლება ითქვას რომ ძმაკაცობდნენ კიდეც მამათქვენს მარტო ზურასთან კიარა მის ოჯახთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედათქვენი ქალბატონი ლია ზურას ცოლთანაც მეგობრობდა მოკლედ რომ ვთქვა ოჯახებით იყავით კარგად . ერთმანეთის სახლებში დადიოდით, ზურას შვილებთან კარგი ურთიერთობა გქონდათ მათთან ერთად კარგად თამაშობდით მიკკვირს ეს ყველაფერი რომ არ გახსოვთ.
- ვახო !! პირდაპირ იმ დაწყევლილ ამბავზე გადადი
- კარგით ბატონო გიორგი მოკლედ ერთდღეს....ძალიან მიჭირს თქვენთვის ამის მოყოლა
- ვახო განაგრძე
- მოკლედ მამათქვენმა ზურას და დედათქვენს ერთად შეუსწრო ყოველშემთხვევაში მე ესე ვიცი არვიცი ბატონო გიორგი ესე იყო თუ პირიქით მართლა არვიცი . მოკლედ ზურამ ამის დანახხვაზე მამათქვენი სიკვდილამდე მიიყვანა დანარჩენი თქვენც იცით ბატონო გიორგი.
- ამის დედა..... ამის დედააააააცც !!!! ( გიორგი)
- ბატონოგიორგი კარგად ხართ? ( ვახო)
- წადი ვახო თუ დამჭირდები დაგირეკავ ( გიორგი)
-ხომ მაგრამ თქვენ საიდან გაიგეთ ზურას და მამათქვენის შესახებ (ვახო)
- ვახო წადი ჩემი სახლიდან თუ დამჭირდები დაგირეკავ !! (გიორგი )

გიორგი სამხარაძე 20 წლის დედისერთა. მამა დათო სამხარაძე(გარდაიცვალა) დედა ლია აბაშიძე-დიასახლისი. გიორგი მამისის კომპანიის მართვას მას მერე რაც მამისი გარდაიცვალა. ერთდღეს გიორგიმ დედამისის ლაპარაკს მოკრა ყური მის დაქალს ნანას რომ ვიღაც ზურაზე ელაპარაკებოდა გიორგი დაეჭვდა და მამამისის ძველ ძმაკაცს გამოსტყუა ის ამბავი რაც გამოსტყუა.
- ახლავე ჩაალაგე შენი ნივთები და მოშორდი ჩემი სახლიდან ( გიორგი)
- კი მაგრამ შვილო რა დაგემართა ( ლია)
- იქნებ შენ უნდა გკითხო რა დამემართა მაგრამ ყველაფერი უკვე ძალიან კარგად ვიცი შე მოღალატე დროზე მოშორდი ჩემი სახლიდან შენ დედაჩემი აღარ ხარ შენი დანახვაც აღარ მინდა მეზიზღები. (გიორგი)
- მე, მე ყველაფერს აგიხსნი ( ლია )
- რა რა უნდა ამიხსნა როგორ დაწექი იმ წყეულ ზურასთან? როგორ გახადე მაიკა და მერე შარვალი თუ რის ახსნას აპირებ ჩემთვის. შენნაირი დედა არ მჭირდება მოშორდი ჩემისახლიდან შენი ტანსაცმელი შეაგროვე და წადი არცერთი წამითაც აღარ მინდა შენი დანახვა ( გიორგი)
- ალო ვახო ნახევარ საათში ჩემთან მოდი სახში საქმე მაქვს ( გიორგი )
- კი მაგრამ ბატონოგიორგი ოფისში რაღაც საქმეებია და არ მოხვალთ?( ვახო )
- გითხარი საქმე მაქვს თქო ეგ საქმე მოიცდის ნახევარ საათში ჩემთან იყავი!!! ( გიორგი)
ტელეფონი გავთიშე და ყველაფრის დამტვრევა დავიწყე ყველაფერი დავლეწე მეზიზღება საკუთარი თავი და დედაჩემიც მეზიზღება ყველაზე მეტად მეზიზღება ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს ვერადროს ვიფიქრებდი დედაჩემზე ამას რატო მომექცა ესე ?!!!! ფიქრებში ვიყავი გართული კარზე რომ ზარი გაისმა ვახო მართლაც მოვიდა ნახევარ საათში.
- გისმენთ ბატონო გიორგი ( ვახო)
- მოკლედ ზუსტი მისამართი იმ არაკაცი ზურასი ,იმ ლიზასი და სანდროს სკოლის ან უნივერსიტეტის მისამართები ყველაფერი მაინტრესებს სად რომელზე მიდიან და მოდიან რომელზე ჭამენ და საერთოდ ყველაფერი თუ საჭირო იქნება ისიც უნდა გამიგო აბაზანში რომელზე შედიან და გამოდიან მოკლედ არაფერიუნდა გამოკეპაროს ეს ყველაფერი ჩაიწერე როგორც კი ყველაფერს გაიგებ დამირეკე.
- ბატონო გიორგი რათგინდათ ეს ყველაფერი ? (ვახო)
- ზედმეტი გითხვებისგან თავი შეიკავე და გააკეთე რასაც გეუბნები გასაგებია ვახო??(გიორგი)
- დიახ ყველაფერი გავიგე წავალ ეხლა და როგორც კი ყველაფეერს დავაზუსტებ დაგირეკავთ(ვაახო)
- რაც შეიძლება მალე გაარკვიე (გიორგი).
10 საათი იქნებოდა ანდაც 11 კარებზე რომ ზარი გაისმა.
- საღამომშვიდობის ბატონო გიორგი (ვახო)
- შემოდი ვახო გაარკვიე რაც გითხარი?(გიორგი)
- ყველაფერი ამ ფურცლებზე წერია დაწვრილებით ვერ შემოვალ ძალიან მეჩქარება ( ვახო)
- კარგი ვახო მადლობა (გიორგი)
ფურცლებს თვალი გადავავლე ყველანაირი ინფორმაცია იყო რაც კი მჭირდებოდა. მეზიზღება საკუთარი თავი იმის გამო რის ჩადენასაც ვაპირებ მეზიზღება დედაჩემი რომ ამ ზომამამდე მიმიყვანა!!!

******************
დილის შვიდი საათი იყო ჩიტები ისე ჭიკჭიკებდნენ გაზაფხულს რომ შეეფერება მობილური და ყურსასმენები მოვიმარჯვე და კუსტაბაზე სარბენად გავედი. ჩემ ოჯახში ყველა ჯანმრთელი ცხოვრების წეს მიყვება და მიუხედავად იმისა მინდა თუარა დილით გერკულესი ან გრეჩიხა მაინც უნდა ვჭამო რადგან სხვანაირად არ შეიძლება მაგალითად სამ საათზე ბოსტენულის სალათი ან რამე მაგდაგვარი 8 ზე ხილი და შემდეგ არაანაირი საჭმელი მხოლოდ და მხოლოდ წყალი! . სირბილი? სირბილზე ვერ ვიტყოდი რომ მაიძულებენ მიყვარს დილით სუფთა ჰაერზე გამოსვლა განსაკუთრებით მაშინ როცა ჩიტები ისე ჭიკჭიკებენ გაზაფხულს რომ შეეფერება. უკვე ორი საათი იყო გასულირაც დავრბოდი ისე გავერთე ფიქრებში ვერც კი მივხვდი როგორ გახდა ცხრა სააათი . ვიფიქრე ცოტა ფეხითაც ჩავივლიდი და მერე სახში წავიდოდი მუსიკის გადართვას ვაპირებდი ვიღაცას რომ შევეჯახე და ხელიდან მობილური გავაგდე.
- წინ იყურე ხოლმე
- შენ დამეჯახე და შენ დამამტვრევინე მობილურიც ამიტომ წინ შენ იყურე! (ლიზა)
ბრძანების კილოთი მივმართავდი ვიღაც მაღალ შავთვალება პიროვნებას . არმკითხოთ როგორ შევამჩნიე ასე უცბად მისი შავი თვალები იმიტორო შეუძლებელი იყო მისი დიდი შავი თვალების არ შემჩნევა .
- მობილურზე ტირიხარ ამხელა გოგო ? წამომყევი და ავინაზღაურებ ჩემს დანაშაულს და გიყიდი ახალ მობილურს
- ირონიით ლაპარაკში ნუ შემეჯიბრები თორემ აუცილებლად წაააგებ (ლიზა)
- არამგონია გოგონი.
- ლიზა, ლიზა და არა გოგონი
- თავიდანვე რომ გეთქვა შენი სახელი გოგონითაც არ მოგმართავდი
- თავიდან ვერ გეტყოდი რადგან დამეჯახე და მობილურიც დამიმტვრიე(ლიზა)
- გიორგი მე გიორგი
- ვერგეტყვი რომ სასიამოვნოა შენი გაცნობა ზემოთ ხსენებულის გამო (ლიზა)
- არც ჩემთვის არ არის სასიამოვნო დილიდან ასეთი ამბავის ატეხვა მობილურის გამო (გიორგი)
- იცი რა მეჩქარება და არ მაინტერესებს რაარის შენთვის სასიამოვნო(ლიზა)
-არმეგონა ასეთ აგრესიას თუ გამოიწვევდა მობილურის ამბავი, მობილურს აუცილებლად მიიღებ ოღინდ ახლა არა (გიორგი)
- გითხარი რომ არმინდა არცახლაა და არც მერე (ლიზა)
- კარგად ლიზა (გიორგი)
- ნახვამდის (ლიზა)
******
სახლში რომ მივედი უკვე 10 ხდებოდა 1 ზე უნარები მქონდა და მალეუნდა მომესწრო მოწესრიგება . შხაპი მივიღე ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი . სამზარეულოში დედა ტრიალებდა ან გრეჩიხას ანდაც გერკულეს ამზადებდა.
- რაგვაქვს დღეს გერკულესი გრეჩიხა თუ რამე ახალი მოიგონე დე ?(ლიზა)
- ოხ ლიზა დაჯექი მოდი გრეჩიხა შაქრით გინდა თუ უშაქროთ?(ნინა)
- დღეს არმინდა არ შევჭამ ყავა დამისხი მასწავლებელთან მეჩქარება(ლიზა)
-და რა დაემართა შენს მობილურს?(ნინა)
- ერთი იდიოტი დამეჯახა რო დავრბოდი და მაშინ ...(ლიზა)
- კარგი რო მოიცლი დღეს კარტიდან ფული მოხსენი და იყიდე ტელეფონი(ნინა)
- კაი დე წავედი ფეხით ჩავივლი ცოტას (ლიზა)
- ყავაა?(ნინა)
-აღარმინდა წავედი გკოცნი(ლიზა)
მარტი იყო 20 მარტი მარტს როგორც შეეფერება ისეთი ამინდი იყო მატყუარა არც ცხელოდა და არც ციოდა ყველა მასწავლებელი სახლთან ახლოს მქონდა ამიტომ 15 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავი დაუნარებზე ავედი.
*************
- ვახო iphone 7 იყიდე როგორც კი იყიდი სახლში მომიტანე(გიორგი)
- კარგით ბატონო გიორგი (ვახო)
იმ ქერათმიანი მწვანეთვალება გოგოს მისამართის გაგებას შევუდექი . ლიზა, ლიზა , ლიზა . ჯანდაბა !!! ღმერთმა დაწყველოს !!!!!! ლიზა იმ ზურა ჭავჭავაძის შვილია ამის დედაცც !!!! ეხლა რაუნდა ვქნაა !!! რაგავაკეთო!! ჯანდაბააა ჯანდაბაააა. ორი აზრი მიტრიალებდა თავში ერთი ის რომ რაშუაშია ლიზა მამამისის და დედაჩემის ამბავში ისევე როგორც მე არვარ არაფერ შუაში და მეორე ის რომ ლიზა კიდევ უფრო გამიადვილებდა იმ საქმის გაკეთებას რასაც ვგეგმავდი. ლიზა ჭავჭავაძის სახლის მისამართი უკვე დიდი ხანია ვიცოდი ამიტომ მობილურის ყუთში ჩავდე წერილი წარწერით ( აღარ იტირო ახლა ეს მობილური შენია , სახელის გარეშეც იცი ვინვარ). ვიღაც კურიერი დავიქირავე მისამართი მივეცი და მობილურიც ლიზასთან გავატანე.
***************
სამსაათიანი ტანჯვის შემდეგ როგორღაც გათიშული გამოვედი მასწავლებლიდან და სახლისკენ ავიღე გეზი. მალევე მივედი სახში ხმის ამოღების თავი არმქონდა ამიტომ სწარაფად ავირბინე კიბეები ოთახში შევედი ტანსაცმელი აქეთ იქით მოვფანტე და ლოგინზე წამოვწექი. სულ არ მანაღვლებდა რომ საათნახევარში ისევ მასწავლებელი მქონდა თუმცა უნდა წავსულიყავი მაგრამ მანამდე ცოტა გამოძინება გადავწყვიტე ჩემს ახალ ნაყიდ მობილურზე მაღვიძარა 5 საათზე დავაყენე და თავს ძილის უფლებას მივცემდი დედაჩემი რომ არ შემოსულიყო კარებში
- დედა რა ჯანდააბა ? ძილს ვაპირებდი ( ლიზა)
- მაპატიე შვილო არვიცოდი ძილს თუ აპირებდი უბრალოდ ეს ყუთი წეღან კურიერმა მოიტანა და მგონი რომ შენი უნდა იყოს(ნინა)
- რამე წერილი აქვს თუ საიდან იცი რომ ჩემია (ლიზა)
- იცი შიგნით იდო მობილურთან ერთად ( ნინა)
- აჰა ესეიგი გაგიხსნია კიდეც პირდაპირ გეთქვა რომ ვიღაცამ მობილური გამომიგზავნა (ლიზა)
- შვილო უბრალოდ დამაინტერესა და იქნებ მითხრა ვინ გამოგიგზავნა ?( ნინა)
- დედა შეიძლება ყველაფრით ინტერესდებოდე ? ის ბიჭი იქნება ვინც მობილური დამამტვრევინა დღეს ახლა მომეცი ყუთი და მომეცი უფლება დავიძინო(ლიზა)
- კარგი და მისამართი შენ უთხარი ?( ნინა)
- დედააააააა !!!! მეძინება !!( ლიზა)
ნინამ კარები გაიხურა და გავიდა . მეკი ყუთი გავხსენი IPHONE 7 თან წითელი გემოვნება ნამდვილად ჰქონია. გამეღიმა მის წერილზე ჩემი დღევანდელი ნაყიდი შავი 7 იდან ბარათი ამოვიღე და წითელში გადავდე შემდეგ კი ისევ ძილი გადავწყვიტე.
5 ზე მაღვიძარამ დარეკა და ბევრი ტრიალის შემდეგ ავდექი გავემზადე და ბიოლოგიიაზე წავედი . ბიოლოგიიდან 7ზე გამოვედი დაღლილი და დაქანცული სახლში წასვლას ვაპირებდი გოგოებმარო დამირეკეს კაფეში ვართ ამოდიო . მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეზარებოდა გოგოებსარ ვაწყენინე და გეზი კაფისკენ ავიღე . მართალია გაზაფხულია მაგრამ ჯერ კიდევ ადრე ღამდება ამიტომ უკვე შებინდებული იყო. კაფეს მივუახლოვდი გოგოები კაფის კუთხეში ისხდნენ და მათკენ წავედი . ნიტა, სალი, და მარიამი გადავკოცნე და მათ გვერდზე დავჯექი. ჩვენ შესანიშნავი ოთხეული ვართ დიდიხანია ვდაქალობთ მგონია რომ ჩვენნაირი დაქალობა მთელს მსოფილიოში არავის არაქვს . სკოლის პირველი დღიდან ვდაქალობთ და დღემდე ერთად ვართ ამიტომ ჩვენ დაშორებას ვერავინ ვერასდროს მოესწრება იმის მიუხედავად რომ ბევრ შურიან გოგოს უნდა სკოლაში . გოგოებს ჩემთვის უკვე შეკვეთილი ჰქონდათ ბროწეულის წვენი იციან რომ ჩემი ფავორიტი წვენია .
-გოგოებო დღეს რომ ბიჭი დამეჯახა და მობილური დამამტვრევინა იცით ხოდა უნარებიდან რომ მოვედი სახში აი ესდამხვდა გოგოებს მობილური გავუწოდე. წარწერით ( აღარ იტირო ახლა ეს მობილური შენია სახელის გარეშეც იცი ვინვარ ).
- აუ რა რომანტიკულიააააა ( ნიტა )
- მართლა რა საყვარელია(მარიამი)
- ნეტა მისამართი საიდან გაიგო( სალი )
მომაყარეს ერთბაშად გოგოებმა .
-საყვარელი და თან ძალიან სიმპატიურიააა იცით როგორი შავი თვალები აქვს, მაგრამ ზედმეტად არისსაკუთარ თავში დარწმუნებული მოკლედდდ რა აზრიაქვს რა მან მხოლოდ დანაშაული აინაზღაურა და მობილური გამომიგზვანა მეტი არაფერი (ლიზა)
- მემგონი ძალიან მოგეწონა შენ ეგ ბიჭი მომახალა სალიმ .
- გარგენობას ვერ დავუწუნებ და რაგავაკეთო ? ( ლიზა)
- გოგოებოო გაიხედეთ ვიღაც ძალიან სიმპატიური შემოვიდაააააა წამოიძახა მარიამმა
- ო მაი გად თქვა ნიტამ და რეაქციაზე მეც მივტრიალდი ნაცნობი სილუეტის დანახვაზეეე გავშეშდი და რამდენჯერმე დავახამხამე თვალები რომ დამეზუსტებინა მართლა გიორგი იყო თუარა. ხმას არვიღებდი სანამ გოგოებმაარ გამომაფხიზლეს.
- ლიზა რანაირად მიაშტერდი რაიყო მკითხა სალიმ.
- გიორგის მეუკვე ვიცნობ .( ლიზა)
-ამ შავთვალება ბიჭზეა საუბარი ? ( ნიტა)
- კი და ეგ შავთვალება ბიჭი ის გიორგია ვინც მე დღეს მობილური დამიმტვრია შემდეგ კი მიყიდა .(ლიზა)
- გოგოები გაოცდნნენნ და სამივემ ერთად წამოიძაღეს რა დამთხვევავაო .
თვითონ გიორგის კუთხისკენ არ გამოუხედავს თუმცა მე ვუყურებდი კაფის თავში მდგარ ქალთან მივიდა გადაეხვია და მოიკითხა. როგორც ჩანს კარგად იცნობდა ამ ქალბატონს. გიორგი კაფის მეორე კუთხეში დაჯდა და ყავა მოსვა . ცოტახნის შემდეგ როცა ანგარიში მოვითხოვეთ და ჩვენთან ის გიორგიც ნაცნობი ქალბატონი მოვიდა გვითხრა რომ ჩვენი უკვე გადახდილი იყო და თვალებით გიორგისკენ გვანიშნა. გოგოებს სიამოვნება დაეტყოთ სახეზე . ფეხზე როცა ავდექით და გარეთ გავდიოდით გიორგიც ადგა უკვე გოგოები გასული იყვნენ მარტო მე ვიდექი კარებთან რომ მომაძახა.
- მადლობა მაინც გეთქვა (გიორგი)
- მადლობა იმისთვის რომ გადაიხადე თუ მობილურისთვის?(ლიზა)
- ორივესთვის (გიორგი) .
გიორგი მომმიახლოვდა და ჩემთან ერთად დადგა კარებთან ყურში მითხრა რომ წითელი ფერიმიხდებოდა და მობილურზე დამხედა. შემდეგ მომცილდა და თავისი კუთვნილი ადგილისაკენ გაიწია. მადლობა თქო დაუფიქრებლად მივაძახე და კარიდან გავედი . გოგოები თვალებში შემომციცინებდნენ ერთი სული ქონდათ რას ვიტყოდი .



№1 სტუმარი ninia

მაგარია იმედია გააგრძელებ ძაან მომეწონა

 


№2 სტუმარი Guest waka

კაია და გააგრდზელე დადე ახალი ტავი რა

 


№3  offline წევრი lizvarda

ბავშებო მადლობა . გავაგრძელებაუცილებლად მოთხრობის თავში მიწერია რომ ლიზა უნივერსიტეტში სწავლობს ეს მექანიკურად შემეშალა ის აბიტურიენტია და მასწავლებლებთან დადის

 


№4 სტუმარი Guest waka

ეგ არაფერი დადე რა მალე გთხოოოვ

 


№5  offline წევრი lizvarda

Guest waka
ეგ არაფერი დადე რა მალე გთხოოოვ

დავდე და იმედია მოგეწონებაათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent