შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(15)


29-06-2017, 01:14
ავტორი sati
ნანახია 2 985

ზუსტად 20თვე გავიდა იმის შემდეგ რაც ლიზა გაიქცა ლევანის სახლიდან და იპოვა მამამისი. მას უკვე შვილი და ქმარი ყავდა. მამამისმა მოახერხა და კომპანია ფეხზე დააყენა. უბრალოდ ჯერ საქართველოში ვერ ახერხებდა დაბრუნებას, თან მას ხელს არ უწყობდა ჯანმრთელობა, მაგრამ ამას ლიზას უმალავდა. ლიზამ ეს არ იცოდა და ამიტომ არც უფიქრია საქართველოში ჩასვლის გადადება. როდესაც ჩავიდნენ, ლიზას ძველ სახლში გადაწყვიტეს ცხოვრება. ლიზას ქმარიც გავლენიანი ვინმე იყო. მას არაფრის ეშინოდა. ლევანის ამბავი კი აღარავის არ ახსოვდა. ლიზას ქმარს დიტო ერქვა, საფარნგეთში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო. მათ შვილს მაქსიმე ერქვა, ის სულ რაღაც 10თვის იყო.
-ლიზა, მე სამსახურში მეჩქარება. რაღაც შეხვედრებზე უნდა წავიდე, აქაც მაქვს პატარა ოფისი და შუა დღეს მოვალ. რო რამე დამირეკე მაშინვე კაი?
-კაი მიდი-დაემშვიდობა ქმარს და საქმის კეთებას შეუდგა. ჯერ ბავშვი ააყენა შემდეგ კი საჭმლის კეთება დაიწყო. ცოტახანში ტელევიზორი ჩართო, საინფორმაციო გადიოდა. უცებ ტელევიზორში ლევანი დაინახა და თეფში ხელიდან გაუვარდა. ჯერ წარადგინეს როგორც დიდი ბიზნესმენის გიორგი ლიპარტელიანის შვილი. შემდეგ მის ცხოვრებაზე ილაპარაკეს ორი წუთით, ოღონდ ლიზას სახელი არ უხსენებიათ.
-ბატონო ლევან, ბატონო ლევან, რამე კომენტარს გააკეთებთ? თქვენი ყოფილი საცოლე რომელიც 2წლის უკან გაიქცა ახლა საქართველოშია. გაქვთ მასთან რაიმე სახის ურთიერთონა? ბატონო ლევან!
მას არაფერი უპასუხია, უბრალოდ მოწყვეტით შეხედა კამერას, თითქოს ლიზას უღიმოდა...შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა. ლიზას ამ ღიმილმა კი შიშის გარდა არაფერი არ მიგვარა. ბავშვმა ტირილი დაიწყო. ლიზა დროზე მოვიდა გონზე და ბავშვთან მივიდა.
-არ იტირო დე... ყველაფერი კარგადააა... ეხლავე დავურეკავთ მამას ხო?-ტელეფონი ამოიღო და დიტოს დაურეკა მაგრამ დიტო არ იღებდა. გარეთ გავიდა დაცვასთან.
-ძალიან გთხოვთ, დაურეკეთ კიდევ რამოდენიმე თქვენგანს, ვინც იქნება ყველა გამოაგზავნონ აქ და კომპანიაში დიტოსთან.
-ეხლავე ქალბატონო ლიზა.
შემდეგ შიგნით შევიდა და კარი დაკეტა. შეშინებული იყო. ყველა ფანჯარა დაკეტა და ფარდები ჩამოაფარა. შემდეგ ბავშვი დააძინა და თვითონ სამზარეულოში დაჯდა. ყავა მოიდუღა, მაგრამ არც დაულევია. ყველაფერზე ის ახსენდებოდა... ყავაზე... და იმის შემდეგ რამდენჯერაც მას მოიდუღებდა ახსენდებოდა როგორ ეჩხუბებოდა ლევანი რადგან ის დამოკიდებული ხდებოდა... რამდენჯერაც ბარის მაგიდას ხედავდა იმდენჯერ ახსენდებოდა თუ როგორ შემოუსწრო ლევანიმ მას ცეკვის დროს... ის მომენტი როდესაც ერთად იწვნენ ტელევიზორის ოთახში და მამამისი და მისი საყვარელი თავზე ადგნენ და ეჩხუბებოდნენ... ის დრო როდესაც ლევანი მას ხელით ატარებდა და იმას უსრულებდა რაც შეეძლო... რომ მან რეზი ჩამოუყვანა სოფელში... დაბადების დღეზე უფლება მისცა სალი და რეზი ენახა...
ცოტახანში ამ ფიქრებიდან ისევ კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. ესეთი მომენტებისთვის ლიზა მომზადებული ყავდა მამამისს, რათქმაუნდა სახლში სადაც ბავშვია არ არის უსაფრთხო იარაღის შენახვა მაგრამ ბავშვისთვის დედის მეორეჯერ მოტაცება და მარტო დარჩენაც არ იყო უსაფრთხო. ჩემოდნიდან, მილიონ ტანსაცმელში გახვეული იარაღი ამოიღო და კართან ისე მივიდა. უცებ გააღო და შუბლში დაუმიზნა... დიტოს.
-ლიზა, რას აკეთებ?-დიტომ იარაჩი ჩამოაწევინა და შიგნით შევიდა. თითქოს არც გაკვირვებია ცოლის ესეთი მდგომარეობა. ლიზამ კი შვებით ამოისუნთქა და კარი ისევ ჩარაზა-რა გჭირს?
-ტელევიზორს უყურე?
-არა, რა მოხდა?
-ლევანიმ... იცის... რო აქ ვარ.
-დამიჯერე ვერაფერს ვერ გიზამს, სახლში ვერც შემოაღწევს.
-რო შემოაღწიოს სანამ შენ არ იქნები?
-თუ უფრო უსაფრთხოდ იგრძნობ თავს, გავაორმაგებ დაცვას.
-მერე შენ?
-მეც მეყოლებიან თან.
-ხო იცი, მისი მიზანი ახლა შენ და მე ვართ. იმედი მაქვს ჯერ ბავშვზე არ იცის. მემგონი ცუდი იდეა იყო დაბრუნება.
-ლიზა, გოგო რომელსაც მე ვიცნობ არაფრის ეშინია.
-შენ მას არ იცნობ... ის... ცხოველია და...
-არანაირი ცხოველი არ არის, აქამდე უკვე მოვიდოდა. მშიშარა საცოდავი ბიჭია რომელიც იმალება მამამისის ზურგს უკან. დამშვიდდი.
-დღეს თუ არ მოვა ხვალ მოვა.
-გეხვეწები... ლიზა. დამშვიდდი. არაფერი არ მოხდება. ფეხსაც ვერ შემოადგამს ეზოში. დაწყნარდი. გავიდეთ დღეს სადმე?
-ბავშვს ვერ დავტოვებ.
-ბავშვიც თან წავიყვანოთ.
-სად?
-რავი რამე კაფეში, ან პროსტა გავასეირნოთ.
-პროსტა? დაცვით?... დიტო მემგონი ხასიათს გიფუჭებ. ეხლა არაფრის თავი არ მაქვს. სულ იმაზე ვფიქრობ როდის გადაწყვეტს აქ მოსვლას და ჩემ დახრჩობას, იმიტომ რომ მისი ოჯახი შევარცხვინე.
-მან თვითონ შეარცხვინა საკუთარი თავი.
-დიტო... შენ ყველაფერი არ იცი.
-მე საკმარისი ვიცი.როდესაც მზად იქნები შემდეგ მეტყვი დანარჩენს.
მაგრამ დიტომ ყველაზე მთავარი არ იცოდა. ის რასაც შეეძლო მათი ქორწინების გაფუჭება. მეორე დღეს დიტო ისევ სამსახურში წავიდა და ლიზა მარტო დარჩა. გადაწყვიტა ძალა მოეკრიბა და გარეთ გასულიყო. ბავშვი კალიასკაში ჩააწვინა და პარკში გაიყვანა. 4კაცი გაიყოლა, ოღონდ ყველა ჩუმად მიყვებოდა ისე რომ ლიზას გარდა არავინ იცოდა ისინი სად იყვნენ. მალე დაიღალა და სკამზე ჩამოჯდა. შემდეგ კი მაქსიმე აიყვანა ხელში. წინ რომ გაიხედა დაინახა ლუკა... კინაღამ ინფაქტმა დაარტყა. მაშინვე დაცვას დაუძახა.
-დროზე მანქანა-სასწრაფოდ მანქანა მიუყვანეს. ლიზამ ჯერ ბავშვი ჩასვა და ის იყო თვითონ უნდა ჩამჯდარიყო რომ ლუკამ დაუძახა.
-ვაა, რა ხალხი. ეს შენი შვილია?-მანქანასთან ახლოს სცადა მისვლა მაგრამ დაცვა გადაეღობა.
-რა გინდა ლუკა?-ეშინოდა მაგრამ არ იმჩნევდა. ის თავის შვილს გადაეფარა ფარივით, ხოლო დაცვა კი მას.
-არაფერი. უბრალოდ მაიტნერესებს როდიდან გახდი ესეთი გამბედავი? რადგან ჩემმა ძმამ აეროპორტშივე არ დაგბრიდა გგონია ამას შემდეგ არ იზამს? უბრალოდ ესე უფრო საკაიფოა, შიშში რო გაატარებ ამდენი ხანი დროს.
-ვინ ვის დაბრიდავს კიდე საკითხავია. მეორეჯერ მომიახლოვდები მე ან ჩემ ოჯახს და დამიჯერე კარგი დღე არც შენ, არც მამაშენს, არც შენ ძმას და არც ანის არ დაადგებათ. თქვენ დაემუქრეთ იმ ადამიანს რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ეცადეთ რომ ცხოვრების საუკეთესო წლები ჯოჯოხეთად გექციათ, მაგრამ როგორც ხედავ დღეს, ჩემ ოჯახთან ერთად კარგად და ბედნიერად ვცხოვრობ. შეგილია ზუსტად ეს გადასცე შენ ძმას.
ის კიდე უფრო ახლოს მოვიდა. დაცვამ იარაღი ამოიღო.
-გაიწიეთ, მაინტერესებს რას იზამს. ხალხის თვალწინ მცემს?
დაცვა გაიწია. ლუკა ოდნავ ახლოს მივიდა და გაჩერდა.
-რა დაგაკლო? გექცეოდა როგორც დედოფალს... ერთადერთი რაც უნდა გაგეკეთებინა ეს იყო რომ სკანდალი არ უნდა მოგეწყო და მთელი ცხოვრება ფუფუნებაში იქნებოდი. არაფრის კეთება მოგიწევდა, შენ ადგილზე ყოფნას უამრავი გოგო ოცნებობდა. ლევანის უყვარდი და ეგ შენც იცოდი.
-და დავიჯერო ლევანი დეპრესიაშია?
-იცი, ლევანის ადგილზე მე მილიონჯერ დაგბრიდავდი.
უცებ მაქსიმემ ტირილი დაიწყო.
-საყვარელი ბავშვია-უცებ დააკვირდა მაგრამ ლიზა გადაეფარა.
-მორჩა. მე შენთან ლაპარაკს აღარ ვაპირებ.
-ეს იმ სი*ის შვილია?
ლიზას სახეზე ფერი წაერთვა. სულ გათეთრდა.
-იცი. ერთი დღე რომ დაგეცადა, ისედაც გიშვებდნენ... მაგრამ არა, ყოველთვის უნდა გაუსწრო მოვლენებს. მაგრამ დაიკიდე შენ შვილს მიხედე და გირჩევნია არ დაენახო ლევანის, შენთვისვე ჯობს არც ქმარზე იცოდეს და არც ბავშვზე.
-ჩემი წასვ...ლის დროა...-სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და კარი მოიხურა. ლიზა არც დაფიქრებულა ლუკას სიტყვებზე, იფიქრა რაღაცას მატყუებსო. სახლში რომ მივიდა დიტო უკვე იქ დახვდა.
-ლიზა რაზე ფიქრობდი?! რატო დაელაპარაკე ვაფშე იმ ყ*ეს?
-თვითონ მოვიდა.
-ლიზა, არანაირი საერთო არ გაქ შენ იმ ოჯახთან. გუშინ კვდებოდი ისე გეშინოდა და ეხლა?! უცებ გათამამდი?!
-ჯერ ეს ერთი ლუკაზე საცოდავი ადამიანი არ არსებობს, არასდროს არ დამიშავებდა რამეს. იმ სახლშიც კარგად მექცეოდა და ვიცი რო მაგრა კიდია ჩემი გაქცევა.
-არ მაინტერესებს, აღარ დაელაპარაკები.
-კაი დაწყნარდი.
-რა დაგემართა? ჯერ მარტო გუშინ მეჩხუბებოდი და ამბობდი რო საფრანგეთში გინდოდა?
-აღარ მინდა. ეს ჩემი სახლია, აქ გავიზარდე, იქამდე ვიბრძოლებ სანამ მამაჩემი აქ წყნარად ჩამოსვლას ვერ შეძლებს.
-ორასჯერ გადავხედეთ ამ საქმეს და არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს.
-და იქნებ გვაქვს?
-რა?
-მე ვიცი სად არის მტკიცებულებები.
-სად?
-გიორგი ლიპარტელიანის ოფისში.
დიტომ ღრმად ამოისუნთქა, სავარძელზე ჩამოჯდა და სახე ხელებში მოიქცია.
-ლიზა, აღარ ვიცი რა გითხრა. სულ გაგიჟდი მემგონი. აქ ჩამოსვლა ცუდი იდეა იყო, საფრანგეთში ყველაფერი კარგად იყო.
-დიტო, გეშინია?
-რა მეშინია ლიზა, როგორ უნდა შევაღწიო გიორგი ლიპარტელიანის ოფისში?
-როგორ და სანამ არ იციან შენი ვინაობა ვითომ ინვესტორობა გინდა და კაფეში დანიშნავ შეხვედრას.
-და კაფეში მოვპარავ დოკუმენტებს?
-არა, დანარჩენს მე ვიზამ.
-რას ქვია შენ იზამ?
-მენდობი?
-არა. ეხლა არა.
-დიტო. მე უნდა გენდო როდესაც შენ წარსულზე არაფერს მეუბნები და მე რო ესეთ ელემენტარულ....
-რა ელემენტარულ გოგო ხვდები რას მთხოვ?!! როგორ შეაღწევ კომპანიაში? მაშინვე დაგბრიდავენ.
-არავინ არ დამბრიდავს დიტო.
-არ არსებობს.
-მოდი უბრალოდ დანიშნე შეხვედრა.
-არა.
-დიტო-ლიზა ახლოს მივიდა და კისერზე შემოხვია ხელები.
-არა.
შემდეგ აკოცა.
-არა.
-დარწმუნებული ხარ?-კიდევ ერთხელ აკოცა.
-მაშინ ჩუმად შემოგყვებიან ჩემი ბიჭები.
-კაი. თანახმა ვარ.
-ბევრი.
-ხო.
-და თუ დოკუმენტებს დროზე ვერ იპოვი მოდიხარ უკან.
-ვიცი.

***
პატარა თავია... მაგრამ ვერ ვასწრებ წერას. ქალაქიდან გავდივარ და ალბათ ხვალ და ზეგ არ იქნება ახალი თავები. მაგრამ 2დღის მერე დიდ თავს დავდებ და ამით ავანაზღაურებ ამ 2დღეს. <3



№1 სტუმარი Guest waka

Auu ra gadzlebs ori dge am istoris gareshe mainteresehbs ra mohdeba, ara da liza da levani momwons rogrc wyvili

 


№2 სტუმარი Guest გვანცა

აუ კაი რა ეს რა ქენი ეხა ბოლოს ლევანი და ლიზა ერთასდ რომ არ დარჩნენ მოკლავ ... თუ იმ ბიჭთან დარჩება ძაან დებილობა იქნება ....

 


№3 სტუმარი qeti

კარგია,და ასე მგონია რო მაქსიმე ლიზას და ლევანის შვილია,მართალი ვარ?

 


№4 სტუმარი Guest ანა

ლევანი ცხოველად რა პონტში გამოყავს, დებილია თუ მართლა დებილი ეს გოგო?! ან ახლა რა აფუცხუნებს გამაგებინა. ტიპი მართლა დედოფალივით ექცეოდა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა მამამისმა დედა მოუკლა (სხვა საქმეა რეალობა რა არის მაგრამ მაიც) და მაინც, ამან კიდევ...ლევანზე ნატვრაში უნდა ამოხდეს სული:)))))))))

 


№5 სტუმარი Guest maka

Levanisa da lizas xo datovebeerad?

 


№6 სტუმარი Guest bubu

liza ar unda gagetxovebina

 


№7 სტუმარი teo

ყველაზე ცუდი რაც წავიკითხეიყო ლიზას გათხოვება დავერც იმს ვხვდებირატომ გამოჰყავს ლევანი ურჩხულად..მართლა დედოფალივით აცხოვრებდა და ძალინ სულეურად იქცევ ესგოოგო.მართლარაღას ფაციფუცობს ეხლა.ალბათ მაქსიმს გამო იმიტომ,რომ ლევანის შვილია რპგრც მივხვდი..ამის გათხოვება დიდ სისულე იყო.ისტორია მომწონს და ველოები ხოლმე ყოველ თავს მგრამ გათხოვება ზედმეტი იყო...

 


№8 სტუმარი kusa13

ძალიან მიაფუჩეჩე ყველაფერო ბოლო ორ თავში ინტერესი გამიქრა ცოტა მარა მაინტერესებს დასასრული ასევე ბავშვი ვისი შვილიადა იმედია დიდ და საინტერესო თავს დადებ

მაგრამ გათხოვება ზედმეტი იყო ნუ თუ ბავშვის გამო მიხდა ეგ კიდე არაუშავს მარა თუ სხვა მიზეზია რავი . ყოველშემთხვევაში იმედია ყველაფერს დაალაგებ და გამოააშკარავებ შემდეგ თავებში და აღდგეენილი ძალებით დაგვიბრუნდები

 


№9  offline წევრი sati

Yvekaferi shemdeg tavebshi gairkveva <3

 


№10 სტუმარი Guest ნინო

როდის დადებს ახალ თავს ნეტა

 


№11 სტუმარი Guest ნინო

სულ დაიკარგა შემდეგი თავის ლოდინში ვბერდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent