სულს მოგცემ!(3)
-თუ არ დამთანხმდები მომკლავენ! -უკაცრავად?- მის წინ იდგა და მკაცრად საუბრობდა მერე უცებ გაჩერდა და თვალებგაფართოებულმა სეხედა სერიოზული სახით მყოფ გაბრიელს -თუ ყველა ვინც იქ შედის და გამოდის სანდო არ იქნება დამენძრევა ...მე კი აღარავინ მყავს ისეთი, დროში ვიწვები მთელი ზაფხულის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება და განსაკუთრებით ახლა ვერ დავუშვებ შეცდომას. ვერც კი წარმოგიდგენია რამდენად რთულია ამ საქმის მოყომარება ახლა კიდე მაგრად მიტეხავ ეჭვი რომ გეპარება ჩემს შემოტავაზებაში ანუ იმენა ჩემში შეგაქ ეჭვი ჩემ კაცობაში და გამოგყავს რო იმდენად შეგაგდებ იქ სათამაშოსავით გამოვიხურავ კარებს ი ვსიო? -ნუ ყვირი თავი ამტკივდა ისედაც ანერვიულებული ვიყავი... რაღა მაინცადამაინც დღეს გადაწყვიტეთ საიდუმლოს გამხელა ! - წყალი დაისხა და დალია -დაფიქრდი...საღამომდე დრო გაქვს ნუ გვაქვს რადგან მე ზუსტად ვიცი რომ დედას მომიტყ*** ამ ღამით ყველაფერი კარგად თუ არ იქნება -ერთი მიმტანი რას ცვლის -იმას რომ მხოლოდ ერთი მიმტანია და მეტი არა! -მარტივი საქმეაო რომ ჰკითხო ამაშიც კი მომატყუე -გათვლილი მაქვს ყველაფერი და ერთი მიმტანი სრულიად საკმარისია ნახევარ დროს შენთვის მშვიდად გაატარებ. -აქამდე ვინც იყო ის სად წავიდა...რა დაემართა სიმართლე მითხარი ოღონდ -მივქარე ის რო ავიყვანე ... -რატო ჩაგიშვა? -არა რა ჩამიშვა პროსტა მიმტანობაზე მეტის შოვნა სექ*** შეიძლება და გადაწყვიტა რომ ორი კურდღლის დევნას ერთი დაეჭირა და დიდი ასე რომ დამემშვიდობა და წავიდა! -და მე რა სულ იქ უნდა დავრცე რადგან არ გავბოზ*** ? -ხოო აშკარად ვერ ხარ დღეს ხასაითზე...სჯობს წავალ შენ დაიბრუნე საკუთარი თავი და მერე დამირეკე! -ხო რა თქმა უნა იცი რო უნამუსოდ არ მიგატოვებ და იყენებ ამ ამბავს! -ანუ თანახმა ხარ -რა ხდება დღეს ასეთი -ყველაზე მაგარი მებრძოლების შერკინებაა... -საერთოდ რა ბრძოლაა - რომ მოხვალ გაიგებ ...წავედი ახლა ათასი საქმე მაქ რამდენი მალაპარაკე გამილღვა ტვინი...ერთ კონდიციონერს მე გაჩუქებ არ გინდა? აქ როგორ გაცხოვრო რა უბედურებაა უფრო ცხელა ვიდრე გარეთ ბოზ*** შვილი ვიყო ხვალვე მოვატანინებ და დაგიმონტაჟებენ -თითქოს არ გითქვამს... -კაი მართლა? მოკლედ წავედი მე დაე მოიხარშო აქ ..თუ გადაიფიქრებ მითხარი -არ გადავიფიქრებ ! -ჯიუტი ! როგორ დამღალეს! ასე აღმოჩნდა პირველად იმ ადგილას საიდანაც ვერ გამოაღწია. ნამდვილად არ ცდებოდა მისი გონება , თანხმობამ ისეთ ეტაპზე გადაიყვანა სადაც სიმსვიდე ნამდვილად არ ელოდა. ერთი შეხედვით პრობლემა არ უნდა ჰქონოდა ზუსტად ისე მოხდა როგორც გაბრიელმა უთხრა, ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არავის უთქვამს ისე დადიოდა თითქოს უბრალოდ ჭიქები მოძრაობდნენ. ისე იყო მოწყობილი ყველაფერი რომ დაღლასაც კი ვერ გრძნობდა. თავიდან გაუჭირდა კიდეც ამ სანახაობის ცქერა, არ მოსწონდა და პირველი კვირა მებრძოლებს არც კი უყურებდა, ხმების დაიგნორებასაც ცდილობდა და უბრალოდ მოძრაობდა არენის ირგვლივ. გაბრიელის კაბინეტში იყო, ჩვეულებრივზე მეტად იყო ყველაფერი არეული. მაგიდის ქვეშ ქარალდები ეყარა და როცა ასაკრეფად დაიხარა შემთხვევით დაინახა პაწაწინა შავი წერტილისოდენა მოსასმენი. დაბარებულივით იმ დროს შემოვიდა გაბრიელი თან ლაპარაკობდა რაღაც საქმეზე ,შემოსვლისას დაასრულა და მარიამს მიუბრუნდა -მარიაამ რას აკეთებ მანდ? თუმცა დარჩი ამ პოზაში შენი საჯდომი არც ისე ცუდად გამოიყურება...აქამდე რატო ვერ შევამჩნიე? მეგონა ვაფშე არ გქონდა მანდ არაფერი მარიამ მისმენ? -დიახ გისმენთ უბრალოდ თავბრუდამეხვა და უცებ ვეღარ ავდექი... - ფურცლები სწრაფად აიღო .მაგიდაზე დააწყო შემდეგ კალამს მოკიდა ხელი და ცარიელ ფურცელზე დიდი ასოებით დაწერა „ გარეთ გადი ისე რომ არაფერი თქვა“ გაბრიელი ჯერ ფურცელს დააკვირდა მერე კალამი გამოართვა და წერა დაიწყო“გაგიჟდი გოგო? „ ამაზე ისე დაუბრიალა თვალები მარიამმა მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა და იქაურობას გაეცალა. მარიამიც სწრაფად მიჰყვა ხელი ჩაავლო და წაიყვანა. -სად მიდიხარ? არ მითხრა რომ ახლა აღმოაჩინე ჩემი სექსუალურობა და ვეღარ უძლებ ... იმედია ძალას არ იხმარ ხო? -გისმენენ... -ვიცი რო მისმენენ არ მომისმენენ და ... -კაბინეტში მაგიდის ქვეშ დამაგრებულ მოსასმენზეც იცი? -რა მაგიდის ქვეშ ... მოიცა რაზე ვიცი? -ჩემი თვალით ვნახე... აქამდე არ ყოფილა შევამჩნევდი. კაბინეტი ბოლოს სამი დრის წინ დავალაგე ! ახლა გაიხსენე ვინ იყო ამ დროის განმავლობაში იქ და რას გიწყობენ ან ვინ! მე უნდა წავიდე ... დასვენების დღე მაქვს და ვსწარგებლობ წავიდა ასე უბრალოდ თითქოს არც არაფერი მომხდარა. არ ფიქრობდა ამ ამბავზე, არც ბრძოლებზე და საერთოდ არაფერზე. დალია ერთი აბი დამამშვიდებელი დაწვა და დაიძინა ისე ტკბილად თითქოს ყველაზე მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა. ამ საკითხთან დაკავშირებით არც უსაუბრიათ,რა თქმა უნდა გაბრიელი არაფერს ეტყოდა მას კი არც უკითხავს. .. ბართან იჯდა კუთხეში და წვენს სვამდა გაბრიელი რომ მიუჯდა გვერდით. ბარმენს ვისკი სთხოვა და შემდეგ გახედა მარიამს -ნწ ნწ ნწ რაში გიხდი ამდენ ფულს ... ზიხარ აქ და წრუპავ წვენს -იმდენ ხანს გთხოვდი აქ გადმოსვლას რომ- ირონიულად გაუღიმა და წვენის წრუპვა განაგრძო . გაბრიელს გვერდით რომ მიუჯდა ვიღაც და პირდაპირ მარიამს გახედა მხოლოდ მაშინ მოაშორა ჭიქას მზერა -არ გამაცნობ გაბრი ჩვენს ახალ მიმტანს? -გაგიტყდა რომ არ გგულშემატკივრობს ხო? -არც ჩემი მტერის ფანია როგორც ვიცი -ხალხს რომ უყურებ ჩხუბის ნაცვლად იმიტომ წააგებ მალე - კიდევ ერთი ბიჭი მიუახლოვდათ .მარიამი კი უბრალოდ ადგა და საქმე განაგრძო. ცარიელ მაგიდასთან იდგა და ჭიქებს იღებდა ვიღაც რომ მიუახლოვდა -არ მიყვარს როცა ვესაუბრები და გარბიან- ყუთან გაიგო ნაცნობი ხმა და შემდგე გვერდით მდგომს გახედა -რაღაც ვერ ვიხსნებ ჩვენს დიალოგს... რამეს ინებებთ? -ვინებებ... უკარება მიმტანს საწოლში. მიყურე და დატკბი ამ მოგებას შენ გიძღვნი - თვალი ჩაუკრა და რინგისკენ გაემართა. მაშინ პირველად უყურა ბრძოლას მსგავსი მანამ არაფერი ენახა ვერ გაიგო საერთოდ რა იყო წესები ან ასე უმოწყალოდ როგორ სცემდნენ ერტმანეთს ბიჭმა მართლაც მოიგო ,მოწინაააღმდეგე კი ცოცხალ მკვდარი გაიყვანეს -ყურადღებას ნუ მიაქცევ...იცის რომ ჩემთან ხარ და უბრალოდ გეჩალიჩება თუ თანხმობას არ მიიღებს შენგან არაფერს გააკეთებს დმაიჯერე ,კარაგდ ვიცნობ- გაბრიელმა მშვიდად უთხრა და მორიგი ჭიქა დაცალა- დღეს არ იყო მაინცადამაინც საინტერესო ბრძოლა -ისაა ჩემპიონი? -ორნი არიან ... -მეორე ვინ არის? -აქ არ ჯდება ხოლმე...გამოდის იბრძვის იგებს და მიდის უმრავლეს შემთხვევაში გიგაურიც ასე იქცევა ,მაგრამ დღეს შენ გამო იჯდა აქ! -ეს ხალხი საიდნა მოდის... -ფული სურთ ჰგონიათ რომ ძალა აქვთ და იყენებენ ... მე არავის ვეპატიჟები თავად მოდიან და იციან რომ შეიძლება ცოცხალი ვერც გავიდნენ. გიგაური დაუნდობელია როგორც ხედავ! -მეორე? -მეორეს ნახავ... დროა ყურადღება მთავარ სცენაზე გადაიტანო ! ასეც მოიქცა იმ დღის შემდეგ ყველა მებრძოლის შესახებ იცოდა, თითოეული მათგანის წესებს იცნობდა და გაბრიელის გარეშეც დაადგინა მეორე ლიდერის ვინაობა. რომელიც თიტქმის არ ჩანდა სახეზე ჩამოყრილ ყავისფერ თმაში უბრალო შავ მაისურსა და ამავე ფერის განიერ შორტში გამოწყობილი გადიოდა „სცენაზე“ როგორც გაბრიელი უწოდებდა იგებდა მარტივად და ერთი მთავარი წესი ჰქონდა სუსტმოწინააღმდეგეს მალევე ამარცხებდა და ფაქტობრივად ისე უშვებდა სულ რამდნეიმე კვალს უტოვებდა. აი ძლიერ მოწინააღმდეგეებს კი ეთამაშებოდა თითქოს იქ ერთობოდა ,იმდენად უნდოდა ამ დროს მისი თვალების დანახვა რომ რინგთან მიახლოების სურვილიც კი გაუჩნდა ერთხელ. იმდენად გრძნობდა მის დამოკიდებულებას რომ ზოგჯერ ეღიმებოდა კიდეც . მიუხედავად იმისა რომ ისიც დაუნდობელი იყო ამ დროს მისი მოწინააღმდეგე ცოცხლად მკვდარი არასდროს გაჰყავდათ. გიგაურისგან განსხვავებით დანებების შემდეგ აღარავის სცემდა სიამოვნებას ტკივილით არ იღებდა არამედ ძალის გამოყენებით, საკუთარი ენერგიის დახარჯვით და საერთოდ არ ჰქონდა მნისვნელობა ვინ ედგა წინ თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა ყოველ ჯერზე. დამარცხებულს ერთხელ დახედავდა გულსემატკივრებს ხელის აწევით დაემშვიდობებოდა და ქრებოდა ისე თითქოს იქ არც ყოფილა. თუმცა ყოველთვის არ მიდიოდა, ზოგჯერ ჩვეულებრივად იჯდა და სხვების ბრძოლას უყურებდა, ესეც ზედმეტი ნათქვამია არ გეგონოთ აკვრიდებოდა რომელიმეს და მათ სტილს სწავლობდ აუბრალოდ იჯდა სვამდა, ძირიტადად გაბრიელთან ერთად და რა თქმა უნდა ქალები... რაც ორივეს აერთიანებდა იყო პოპულარობა, იქ მისული ყველა ქალი მათზე გიჟდებოდა და სადაც კი არ უნდა მისულიყო ყველგან მათზე საუბრობდნენ ეს დიალოგები კი იმდენად ეროტიული იყო რომაღარ იცოდა გულისრევას უნდა შეეწუხებინა თუ სიცილისგან გამოწვეულ უჰაერობას.. ისევ უშედეგოდ ცდილობდა კლინიკაში მუსაობის დაწყებას ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. გამოცდებში მაღალი ქულების მიუხედავად უარს ეუბნებოდნენ. შემდგე უბრალოდ შეეშვა და დაელოდა დღეს როცა ექიმი გახდებოდა და უარს ვერავინ ეტყოდა იმ მიზეზით რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დიპლომი . სულ ცოტა რჩებოდა პირველი ეტაპის დასრულებამდე , თუმცა სწავლის გასაგრძელებლად ქვეყნის დატოვება სჭირდებოდა შესაბამისად ამ მიზნისთვის ბიუჯეტის გაზრდა რისთვისაც ცალკე უნდა ეფიქრა. ჯერ კიდევ ჰქონდა ერთი წელი ყველაფრის მოსაფიქრებლად და დასაგეგმად ასე რომ არ ცქარობდა ღელვას. იცოდა რომ რაღაც გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდებოდა. მორიგ ბრძოლას უყურებდა, ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანს. მეორედ ესწრებოდა ორი ლიდერის შერკინებას პირველად გიგაური დამარცხდა ახლა კი ერთი ათად განრისხებული ებრძოდა მეტოქეს. რომელიც სიამოვნების ზენიტში იყო მისი განრისხების გამო, ჩვეულ მდგომარეობას არ ღალატობდა თუმცა მოულოდნელად როცა მკლავებში მომწყვდეულმა გიგაურმა დანა დაარტყა ყველაფერი შეიცვალა. ხალხის შეძახილები , არეული სიტუაცია და არენიდან გამქრალი დაჭრილი მებრძოლი. გაბრიელი მარიამის გვერდით იყო და ისიც წამებში გაქრა. მარიამი უყურებდა გიგაურს რომელიც გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარს შეძახილებითვე პასუხობდა. შემდეგ ყველას მოშორდა და პირდაპირ მისკენ დაიძრა -არ მომილოცავ გამარჯვებას? -ნამდვილად გგონია რომ გაიმარჯვე? -ეს ბრძოლა წესების გარეშეა პატარავ... -მარიამთან რაღა დაგრჩენია გიგაურო ! - გაბრიელის ხმა გაიგო და წელზე მოხვეული ხელის დამსახურებით უკან გადადგა ნაბიჯები -არ გინდა ახლა ლექციები .. -არც ვაპირებ უკვე იმ დონეზე ხარ რაიმეს სწავლების სურვილი აღარ მაქვს ...წავედით მარიამ! იქაურობა რომ დატოვეს და შემდეგ შენობიდანაც გავიდნენ მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა მარიამი,რადგან ეგონა რომ უბრალოდ სასაუბროდ მიჰყავდა ახლა კი აშკარად უცხო მანქანისკენ დაიძრა თანაც ისეთ ადგილას აქამდე რომ არ იცოდა მის სესახებ -სად მივდივართ...ვისი მანქანაა -წინ დაჯექი ! -გაბრიელ! -მარიამ უბრალოდ დაჯექი ! -არ მინდა ვიღაც ცხოველს ვუმკურნალო! -მარიამ გაჩუმდი და ჩაჯექი მანქანაში სწრაფად! -რა...- სიტყვაც ვეღარ თქვა რადგან დაინახა იქვე მდგომი მანქანებიდან როგორ გადმოვიდნენ ბიჭები , აშკარად დაცვა იყო. გაბრიელი კი ისე უყურებდა რომ ფაქტობრივად სთხოვდა დაჯდომას. უცებ კარი გაიღო და სავარძელზე მიყრდნობილი სისხლიანი მებრძოლი დაინახა,რომელმაც უბრალოდ ხელი აამოძრავა და შავ სამოსში გამოწყობილი ბიჭებიც წამსვე დაბრუნდნენ მანქანებში -სხვა დროს ექიმი მომიყვანე და არა ბავშვი ,რომელსაც ჰგონია რომ უფლება აქვს პაციენტი აირჩიოს! - პირველად ესმოდა მისი ხმა იმ ღრიალს და შეძახილებს თუ არ ჩავთვლით. პირველად უყურებდა იმ თვალებს ასე რომ ნატრობდა მის ხილვას. ფერიც კი ვერ გაარჩია მხოლოდ მისგან წამოსულ მძვინვარებას ხედავდა. -წავედით...- ისე დაიძრა მანქანისკენ თითქოს თავად იყო მბრძანებელი ,გაბრიელის მითითებას დაემორჩილა წინ დაჯდა და კარიც დახურა. დაინახა გაბრიელმა როგორ ჩაიცინა ხელით რაღაც ანიშნა მანქანასთან მდგომ ბიჭს და თავად დაჯდა საჭესთან -სად მიდიხარ! - უკანა სავარძლიდან მოესმა ხმა...უკვე ტკივილშეპარული -სადაც მივდიოდით იქ -გაბრიელმა ჩვეული ტონით უპასუხა მანქანა სწრაფად გაიყვანა იქედან. უკან მიჰყვებოდა ის ორი მანქანაც . ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, არ ეფიქრა და უბრალოდ სიტუაციის მიხედვით გამოეტანა დასკვნები,მაგრამ ვერ შეძლო . გაოცებული იყო, გაკვირვებული,ვერაფერს იგებდა და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჩუმად მჯდარიყო. ერთადერთი რაც ამშვიდებდა გაბრიელის ჩვეული ღიმილიანი გამომეტყველება იყო, უკან მჯდომიც ჩუმად იყო და ისიც კი იფიქრა რომ გონება დაკარგა, მაგრამ უკან მაინც არ იხედებოდა. დაპროგრამებულივით მხოლოდ გზას უყურებდა და იმახსოვრებდა ყველა ადგილს რასაც კი გადიოდნენ,თითქოს ტვინი ამზადებდა გაქცევისთვის. გაბრიელმა სიმღერა რომ ჩართო გვერდით გაიხედა -ჩემი სისხლის დანახვა გიხარია ?! -იმდენჯერ მაქვს ნანახი მივეჩვიე ... 100 კატის სიცოცხლე გაქ მივხვდი უკვე შე ჩემა და ახლა პროსტა იმას ავღნიშნავ რომ მეორე შენნაირს ვიშორებ თავიდან -ნაადრევად გიხარია ! -დარწმუნებული ხარ ? -სრულებით! -აუ როგორ შემეც... ტო ნერვებს მაინც ნუ მიშლი გაიჩუმე ენა -მოკეტე! -მოკეტე...მოკეტე სულ ყლ*** რო შენი მოკეტე დაგავიწყდა? მიბრძანებს აქ თავისი შნირი ვგონივარ რო მიუწექი იმ ჩემისას არ იცოდი დანა რომ ჰქონდა? არ გეგონა რო დაგარტყამდა ხო? გითხარი მე შენ დედა აქ მოტყნ*** არაკაცია-თქო და არ გამიგონე ხოდა იკრუსუნე ახლა -სწრაფად იარე,მიღოღავ ! ზუსტად ისე დააიგნორა გაბრიელის ყვირილით ნათქვამი სიტყვები როგორც მარიამი აკეთებდა ხოლმე. ამის შემჩნევა არ გასჭირვებია და კარგად გაიაზრამოსმენილი დიალოგი ისიც აღმოაჩინა თუ ვინ იყო „მისნაირი“ თითქმის პანიკა დაეწყო როცა თავისთვის გაურკვეველ დასახლებაში შევიდნენ. მხოლოდ ტრაფარეტი იცნო , გეოგრაფია რომ იცოდა თორემ ვერც გაიგებდა სად იყო. ყველა ინფორმაციას ერთად აწვდიდა ტვინი და აღარ იცოდა დამშვიდებულიყო თუ არა. თვალების დახუჭვა უნდოდა რომ არ დაენახა ,რომ არ ჰქონოდა მეტი მტკიცებულება ... რამდენიმე საათის გზა უნდა ყოფილიყო და როგორ გაიარეს ნახევარ საათში ვერ მიხვდა . სასახლეში შევიდნენ, არაფერს აკვირდებოდა მხოლოდ გზას შესასვლელს და გამოსასვლელს. მაგრამ ეზოში იმდენი კაცი იდგა იქედან გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა. გაბრიელმა ბიჭი პირველ სართულზე შეიყვანა საძინებელში და საწოლზე დააგდო. -მარიამმა გაგკეროს თუ მე -შენ? დამცინიი? ეს რისთვის მომიყვანე - ისე უთხრა ისე უელავდა თვალები ყვირილზე მეტი იყო.ძარღვები დაბერილი ჰქონდა და ცეცლხს ისროდა ჩაწითლებული თვალებიდან. მაისური ერთი ხელის მოსმით შემოიხია ტაზე ისე რომ ჭრილობისთვის ხელი არ გაუშვია და სახლში შესვლის შემდგე პირველად შეხედა მარიამს-სისხლის ბოლო წვეთისგან რომ დავიცლები მერე მომიახლოვდები თუ იმდენად გეშინია ჩემი ,რომ შორიდან გაკერავ ჭრილობას! -პირველყოფილად კი მიგიჩნევთ მაგრამ საკუთარი თმისგან ვერ გავკერავ ჭრილობას ... მარიამის სიტყვებს გაბრიელის ხარხარი მოჰყვა ბიჭმა კი დახუჭული თვალები სწრაფად გაახილა და ისე შეხედა მარიამს თითქოს ყურებს ვერ უჯერებდა -მიდი ჩიუნავ ახლა დაესხი თორემ მერე ეგ ცხოველი ასეთი სიტყვებისთვის ბუმბულისგან გაგცლის ... სად ხართ ამდენ ხანს ახლა კრეფთ ბამბას თუ სპირტს ხდით ამის დედას შევე** დადიხართ თუ დალასლასებთ - კართან მისულმა დაიღრიალა და იმ წამსვე გამოჩნდა კიდევ ერთი ბიჭი, ამჯერად უცხო სამაგიეროდ მეორე დამქაში მოვიდა უზარმაზარი ყუთით და ისეთი დაფეთებული სახით თითქოს ცოცხლად გატყავებას და შამფურზე შეწვას უპირებდნენ -რა გინდა შენ აქ? -გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა ... მე ვქრები შენ გაბარებ აბა შენ იცი ! -გაბრიელმა მხარზე რომ დაჰკრა ბიჭს ხელი და კარში გასასვლელად მოემზადა მარიამი იმ წამს შებრუნდა-მშვიდად მარუსა ... უბრალოდ მიხედე მაგას მერე ყველაფერი რომ აგიხსნას . მომენატრები ჩიტუნავ -ცრემლების გარეშე წახვალ თუ უნდა იქვითინო- მწოლიარემ გაბრიელის მისამართით გადმოანთხია შხამი და ბოლოს შემოსულ ბიჭს მიმართა- ცოტნე მომაშორე ეს კაცი ! გაბრიელი წავიდა მარიამი კი წამლების ყუთს მიუბრუნდა ნემსი რომ ამოიღო მაშინვე გაიგო დაჭრილის ხმა -ნარკოზის გარეშე გააკეთე ! -ყვირილმა შეიძლება გონება გამიფანტოს და უშნო ნაიარევს დაგიტოვებ! -კივი და ისე ამუშავებ ჭრილობებს? საინტერესოა- ბიჭის სიტყვები ღიმილსაც კი მოჰგვრიდა სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო ახლა კი უბრალოდ საჭირო ხელსაწყოებს იღებდა შემდგე ისე უმუშავებდა ჭრილობას თითქოს ადამიანს კი არა უსულო ფიტულს კერავდა. თითქოს ხორცის მასა იყო უბრალოდ რომელზეც ვარჯიშობდა. არც მოუშორებია ჭრილობისთვის მზერა თითქოს ვერ ამჩნევდა ვერაფერს. -იცი ხომ რამე რომ დაემართოს ცოცხალი ვერ გახვალ აქედან...- დაჭრილი დუმდა სამაგიეროდ მეორე ბიჭი საუბრობდა -შენ გამისწორდები უფროსის სულის დასაცავად თუ ყველა შენს დამქაშს დაიხმარ !- გაკერვა დაასრულა ჭრილობა დაამუშავა და შეხვევა დაიწყო . -კეთილი იყოს შენი მობრძანება მარიამ!- ბიჭმა მხოლოდ ეს უთხრა ხელი გაუწოდა და დაელოდა -კეთილად არაფერი იქნება სანამ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ვმოქმედებ! - წელში გაიმართა თავი მაღლა სსწია გამოწვდილ ხელს არც კი დახედა -სად შეიძლება დავისვენო -აქედან ვერსად გახვალ ტყუილად არც ეცადო -დასვენება მინდა მგონი უფლება მაქვს ... კიდევ წვენი მინდა და თუ გგონია რომ გავიქცევი შეგიძლია საწოლთან დადგე და უდარაჯო ჩემს მშვიდ ძილს -მორჩით დიალოგს თუ დიდხანს გისმინოთ... თორნიკე რამე გამიკეთე ახლა და მიხედე მერე მაგას!- კბილებშორის მოქცეული ქამარი გამოიღო და შეუღრინა ბიჭს. აშკარად ვეღარ იკავებდა თავს ტკიოდა და არც ამბობდა. მარიამს მისი ქცევა ღიმილს გვრიდა და აღარც დაუმალავს -კითხე ერთი რა აცინებს -მშიშარა ხალხი მაშინებს ,რომელსაც იმდენად ეშინია სიკვდილის რომ ტყუილად იტანჯავს თავს ტკივილით. იმდენად ხისთავიანი რომ ტკივილის აღიარება ეპაზორება! -გაიყვანე სანამ ყელს გამოვჭრი არ მინდა გაბრიელის გადაკიდება! - ისევ თორნიკეს შეუღრინა და ლამის გამოგლიჯა ხელიდან შპრიცი -რას ელოდები! -ცუდი ვენები გაქვს ასე მალე ვერ გაგიკეთებს ... -ისევ გულგრილად უყურებდა არაპროფესიონალს როგორ ცდილობდა ნემსის გაკეთებას -კუნთში რო გავუკეთო იმოქმედებს? - რამდნეიმე წუთით დაგვაინებით -სადისტი ხარ?! -დაუკითხავად არავის საქმეში ვერევი!-კარადას მიყრდნო და შეამჩნია თორნიკეს როგორ მოეშალა ნერვები , დაჭრილი კი ისევ მშვიდად იყო,მეტიც თვალები ისე უციმციმებდა თითქოს საოცარ განწყობაზე იყო. -ან ტკივილი გამიყუჩდება ან აქ ყოფნა მოგიწევს და ჩემი ცქერა...ჩემდაუნებურად დავარღვევ შენს ძილის რეჟიმს იმის გააზრება რომ ესეც კი იცოდა როდის იძნებდა მარიამი გამაოგნებელი იყო. ბიჭი სხეულდაცვარული იწვა, ყბები დაჭიმული ჰქონდა,თვალები ჩაწითლებული და მაინც უჭრიდა გონება . უბრალოდ არ შეეძლო ასეთთან საუბარი და ტკივილისთვის მისი გამეტება. თორნიკეს ნემსი გამოართვა მეორე ხელზე მოუჭირა ლახტი -მუშტი შეკარი რამდენჯერმე - ჩუმად უთხრა და ამობერილ ვენაზე სპირტიანი ბამბა წაუსვა შემდეგ ნემსის წვერი ფრთხილად შეიყვანა კანში ხელზე მოჭერილი ლახტი გახსნა და წამალიც შეიყვანა- ეს არ დაგაძინებს...უბრალოდ ტკივილს გაგიყუჩებს -თორნი მიხედე ... -წამომყევი -ამჯერად ცივად მიუგო ბიჭმა რაზეც ყურადღება არ გაამახვილა ამრიამმა. უკან გაჰყვა ბიჭს ,გზაში გსცა განკარგულება წვენი მოუტანეთ ქალბატონსო და კიბეს აუყვა. ბოლოს ერთ-ერთი საძინებლის კარი გახსნა და შევიდა. -შეგიძლია დაწვე - სავარძელში ჩაეშვა და ქვემოდან ამოხედა გოგოს -რა პატვია თავად შენ მითვალთვალებ ,მართლა? მეგონა იმათ დააყენებდი ...სააბაზანოში შესვლა შეიძლება ალბათ ხომ? - არც დალოდებია პასუხს პირდაპირ გააღო კარი და შეიკეტა. ონკანი სწრაფად მოუშვა და იატაკზე დაჯდა. დიდხანს იჯდა ცივ მეტლახზე ერთ წერტილს უყურებდა და ფიქრობდა. უნდა დამშვიდებულიყო,უნდა დამშიდებულიყო სულ ამას უმეორებდა საკუთარ თავს .შემდეგ კარის გაღებას აპირებდა საუბრის ხმა რომ გაიგო და შეჩერდა -სადაა...ამდენ ხანს რა გინდა აქ -სააბაზანოშია ველოდები როდის გამოვა ...წვენს მივართმევ! -პატარა ბავშვივით ხარ ისევ ! -მარტო შენ შეგიძლია ასე მელაპარაკო საერთოდაც რატომ საუბრობს ის ისე როგორც შენ! მგონი ის გიჟი მართალია...არ გინდა დნმ შეამოწმო? იქნებ შენი დაა ტო? -მიდი მიყევი იმას დაყლ** შენც ! გამოდი არსად გაიქცევა -რა იცი ... იქნებ ფანჯრიდან გადაეშვეს ქალია რა მოაფიქრდება რა იცი -ხვდები ? ხვდები ხო ისე დაშტერდი ერთ საათში რო უკვე აღარ მიჯერებ -რომ იფრინოს აქედან და მოიტეხოს რამე მერე მე არ დამდო ბრალი ! ბიჭებს დავტოვებ კართან ... -წადი დაიძინე...- კარის დახურვის ხმა გაიგო და ორ წუთში გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული კართან მდგომი რომ დაინახა -არ მჯერა...ნუთუ თავად თქვენ უნდა უდარაჯოთ ჩემს მშვიდ ძილს... ჭრილობა მე გავკერე ,მაგრამ ისეც ნუ იზამთ რომ თავდიან გაიხსნას -გაბრიელს უნდა შენთან დალაპარაკება - მობილური მიაწოდა უბრალოდ და მშვიდად მიაყრდნო თავი სავარძელს მარიამმა სწრაფად გამოართვა მობილური და ზარს უპასუხა -არაფერი მითხრა ახლა დრო და ნერვები არ მაქ ... არ გაბრაზდე , დაიძინე ტკბილად მსვიდად დაიკიდე ეგ მაგის უსნო სიფათი ... ვიცი რო მე საოცრად პოზიტიური სექსუალური და დადებითი ადამიანი ვარ მაგასთან შედარებით მარა აიტანე რაა. რო მოვა ხოდზე დაგელაპარაკება ხოდა რა იცი რას გეუბნება . მოკლედ მარიკუნა არ იფიქრო რო მიგაგდე და მიგატოვე პროსტა ბოზ...შვილ ვიყო არ შემეძლო მანდ ყოფნა ვაფშე არც უნდა მოვსულიყავი ,მაგრამ მარტო ხო ვერ გაგიშვებდი მთლად რა ვიცი რომ მოგეკლა ეგ ურჩხული მერე მე ხო დავრცებოდი ეული და გადაშენების პირას მყოფი ურჩხული? -ფხიზელი ხარ? -აუუ მარიააამ ნუ ატრ*** რამდენჯერ უნდა გითხრა! -აბა რა არ ვიფიქრო მიმაგდე აბა რა ქენი...გამომყვა თურმე ! -ნუ ფრთხი მარიამ...რ აგჭირს? როდის იცოდი შენ გაბრაზება? -გაბრაზება? ჩემი გაბრაზება რომ გენახა ახლა სისხლისგან დაცლილი ეგდებოდი სადმე! -ასე მშვიდად მიწასთან გასწორება , მუქარა და ჩხუბი თქვენ ორს შეგიძლიათ მარტო ! ახლა მანდ ზის ხო ? არ დაეგდო ლოგინში ქალი თუ არ მიუწვინე ისე როგორ დაწვება ღამურაა ნამდვილი -უნდა ვიჭორაოთ თუ რამე მნიშვნელოვანი უნდა მითხრა -ფუ უგულო...ცივი ყინული ქალი ეს მეტის ღირსი ვარ მიგიღე დასავით გყვები თან ,ხელისგულზე გატარებ და ასე მიფასებ? უმადური ყოფილხარ არ მცნობიხარ -სენტიმენტებმა შემოგიტია პირველად 30 წლიანი ცხოვრების განმავლობაში? -წავედი დამანებე თავი შენთან ლაპარაკი ისედაც ხო არ ღირს და გაბრაზებული რომ ხარ ვაფშე ფსიხდები! -მე მეუბნები? -ხო თქვენი გაბრაზება ეგაა შხამს რო ისვრით ...ორი ასპიტი ერთ სახლში . როგორ ვერ გიყურებტ ლაივში რა სანახაობას ვმაზავ? -დავწვები ბარემ და ზღაპრები მომიყევი ! -რისი ღირსი ხარ ახლა ... -წითელქუდა მომიყევი კაი? -ტელეფონი მიეცი იმას!- გაბრაზებულმა უთხრა და გაჩუმდა მარიამს სულ არ ადარდებდა მისი გაბრაზება ,რადგან თავად უფრო დიდი მიზეზი ჰქონდა. მობილური სავარძელში მოკალათებულს მიაწოდა . ისიც მშვიდად წამოდგა გამოართვა მობილური და ოთახი დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.