შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 14 თავი


29-06-2017, 13:39
ავტორი zia-maria
ნანახია 1 853

წვიმამ იწვიმა,იწვიმა და ვეღარ დაილია.გულმა იტირა,იტირა და წვიმის წვეთების მსგავსად დაპატარავდა.საღამო იყო ხრისტო ვერანდაზე იდგა და მის ოცნებებში ჩაძირულიყო.ვინ იცის,ვინ იყო მთავარი სახე მის ოცნებებში.ფიქრებში გართულს,ვერც კი გაიგო როგორ დაადგა თავზე მისი საუკეთესო მეგობარი,რომელმაც ღიმილით,მაგრამ მაინც გაბრაზებული ხმით უთხრა.
---როგორც იქნა სახლში ხარ და როგორ მოხდა ეს?უშენოდ როგორაა დღეს საავადმყოფო?
---ცინიზმს მოვეშვათ,გადავიღალე ძალიან და სახლში ადრე მოვედი,მაგრამ ისევ მივდივარ.
---ვიცი რომ გადაიღალე,ახსნა არ არის საჭირო,სახეზე გეტყობა და ვიფიქრე ცოტა ხნით ხომარ აჯობებდა გაცლოდი ათენს და გაცლოდი აქაურ გარემოს.ვხედავ, ცუდად მოქმედებს შენზე რაღაც-რაღაცეები.
---არ ვიცი რას ფიქრობ,რაღაც-რაღაცეებში მაგრამ გეტყვი,რომ ახლა წასვლის დრო მართლა არ არის ფრისკო.ძალიან სერიოზული პაციენტები მყავს,რომლებსაც ვჭირდები მეც და ჩემი ყურადღებაც.
---ის გოგონა როგორ არის,გაქვს იმედი?
---ჯერ ისევ უცვლელია მისი მდგომარეობა,მას ელი ჰქვია.ლამაზი სახელია არა?გაუღიმა ელისოს მის ოცნებებში და ისევ დაიკარგა ფიქრებში მომენტალურად.ფრისკომ უცქირა და შემდეგ მკაცრად უთხრა.
---ეეეეეეეეეჰ,აქ ხარ? რა გემართება,სად მოგზაურობ შენს ოცნებებთან ერთად.
---ფრისკო მასზე ფიქრი სუნთქვასაც კი მავიწყებს,იმდენად თბილად შემოდის ჩემში.ყოველ დილით მისი ნამიანი ტუჩების შეხედვაზე ტანში ჟრუანტელი ერთიანად მივლის.იცი როგორი დიდია სურვილი ჩემში,მის წითელ ბაგეებს შევეხო?იმ ბაგეების გემო არა ჩემივე ბაგეებით,არამედ გულით შევიგრძნო.მისი გრძელი თმები ჩემს გულზე დაფენილი ვიხილო და თავად ის კი ჩემს მკლავებში მყავდეს.მისი ყველა ამოსუნთქვა რომ მომეფრქვევა გულზე და სითბოს დამიტოვებს.
---გამიგონია კომაში მყოფებს ესმით,რასაც ეუბნებიანო.
---ეს გამონაკლისია,შეიძლება ესმის მაგრამ მას მხოლოდ მისი ენა ესმის,მე რასაც ვეჩურჩულები არაფერი არ ესმის ჩემი ნათქვამიდან. ეს იქ მყოფმა გოგონამ დააფიქსირა ის ქართველია და ელიც ქართველია.რა აზრი აქვს რამე ვუთხრა აწი,მას მაინც არ ესმის.რეალობაში რასაც ვერ ვეუბნები,იმას ჩემს გულში ვჩურჩულებ ჩუმად.
---გეფიცები,უკვე თუ არ უბერავდე და უკვე დროა გონს მოხვიდე,გესმის?
---რა გესმის შენ გრძნობების,წადი მიხედე შენს მანქანებს.მატორები დაშალე და ააწყვე,მეტი მაინც არ გესმის არაფერი.შეუღრინა ხრისტომ მეგობარს.
---სცდები მეგობარო.ხრისტომ გაოცებულმა შეხედა ფრისკოს და მისი გამოხედვა იმის ნიშანი იყო, ,,ჩქარა დაფქვი რა ხდებაო''.ფრისკომ ჩაიცინა,ხრისტოსთან ცოტა მოშორებით დადგა და ,შემდეგ ღრმად ამოიოხრა და უთხრა.
---მინდა იცოდე ჩემო მეგობარო,რომ მთელი ვნებით,მთელი ჩემში არსებული სიყვარულით.მთელი სინაზით,მთელი გულით და სულით მიყვარხარ,მაგრამ ბოდიში ყველაზე მეტად მე ჩემი თავი მიყვარს.
---იდიოტო,მეგონა შენი ქვად ქცეული გული ვინმეს მიმართ გათბათქო.ღიმილით უთხრა ხრისტომ და წამოდგა.
---სად მიდიხარ,სადაცაა დაღამდება.უთხრა გაკვირვებულმა მეგობარს.
---უნდა წავიდე,დღეს მორიგე ვარ.
---უუუუფ,ვიფიქრე სახლში დავიჭირე და გავალ ლუდს დავლევთთქო.
---ლუდი მხოლოდ შაბა-კვირას მანამდე არა.ფრისკო წამოდგა სევდიანად და კარებთან მისულმა ხრისტოს უთხრა.
---შემომხედე,მივდივარ და ერთი მაინც გამიღიმე,გულს ნუ მომიკლავ უშენობით და ნუ დამივიწყებ ფისო.ხრისტომ ბალიში მოუქნია და კარებს მოხვდა,გარდან კი ფრისკოს ხარხარი ისევ ესმოდა და თავადაც გაეცინა.ჩაიცვა,მოწესრიგდა და ჩქარი ნაბიჯით და აჩქარებული გულით წავიდა საავადმყოფოში.იქ მისულს კი დიდი სიურპრიზი ელოდა,სიურპრიზი რომელიც უკვე მისი ოცნებად გადაქცეულიყო.
ნინო საყვარელო,უკვე არ ფიქრობ რომ დრო მოვიდა და შენი ცხოვრება შეცვალო?
---ჯერ კიდევ ცოტაც და ჩემს ოცნებებს ფრთებს შევასხამ,აი მერე შეიძლება ვიფიქრო ჩემს პირადზედაც დაო.ორი და ერთმანეთზე ჩახუტებულები იყვნენ,მათი პალატის სარკმელთან და გარეთ იხედებოდნენ.მათი სიყვარული სიცხეს ვერ აღიქვამდა,უხაროდათ რომ ახლო-ახლო იყვნენ ერთმანეთთან.
---ხრისტო მოვიდა ხედავ?
---შევხედე,რომ შემოგრიალდა.მე ვფიქრობ, რომ ექიმს შეუყვარდა მისი პაციენტი
---მერე რა,ისე რა კარგი წყვილი იქნება?ამ დროს თეთრხალათიანი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა ქერა თმებით და ხელში შპრიცი ეჭირა,რამაც ნათია გააკვირვა,რადგან წინასწარ აფრთხილებდნენ თუ რამე ანალიზის აღება იყო საჭირო და ამიტომ ეჭვის თვალით შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს.არ დაიბნა და წინ გადაუდგა.

---ვინ ხარ და ეს რა შპრიცია.ისეთი შეუვალი და მტკიცე იყო ნათიას ხმა,ქერან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,მაგრამ გონს მოეგო და იგივე ტონით უთხრა ნათის.
---ჩამომეცალე გზიდან და მადროვე ჩემი საქმის გაკეთება,თორემ?
---თორემ რა?თვალი თვალში გაუყარა ნინომ.
---თქვენ ხომ არ გაგიჟდით,გინდათ მთავარ ექიმს დაუძახო და გაგაძევოთ აქედან?
---ექიმის დასაძახრბლად რომ არ იწვალო,ჩვენ დაგეხმარებით.ნათიამ ტელეფონი ამოიღო და ხრისტოს ნომერზე გადარეკა,რომელმაც პირველ ზარზევე უპასუხა.ამ დროს ნინომ ხელები გადაუგრიხა ქერათმიანს,რომელმაც ფერი დაეკარგა სახეზე და უკვე გაქცევას სცდილობდა და ძირს დააგდო და ზემოდან მოექცა.ერთი შეხედვით ძალიან სასაცილოები იყვნენ და ხრისტოს თვალები გაუფართოვდა გოგონების ამ სიტუაციაში რომ შეხედა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და მის უკან მდგომს ერთი სიტყვა უთხრა.
---გაიყვანეთ.დაცვამ სამივეს მოკიდა ხელი და მიყავდა,რომ ნათიამ იყვირა.
---რას აკეთებთ იდიოტებო,ის წაიყვანეთ ქერათმიანი ჩვენ კიარა.ხრისტოს გაეცინა,ნათიას წამოძახილზე,თუმცა საერთოდ არ იყო სიცილის დრო.ქერა თმიანი დაცვამ წაიყვანა და სამივემ ერთმანეთს შეხედა და სამივემ ერთნაირად გაიცინა ხმამაღლა და გულიანად,მაგრამ ნათიამ შეხედა ხრისტოს რომელიც გაოცებული უცქერდა ელის.თვალი გააყოლა ექიმის თვალს და თავადაც გაოცებულმა შემოჰკრა ტაში და შეჰკივლა.ამ ჟესტით ნათიამ სიხარულიც გამოხატა და სევდაც,მიუახლოვდა ორივე დები გაღიმებული სახით ელისოს საწოლს და ქართულად უთხრა.
---იცი, რამდენი ხანია ველოდებით შენს გამოღვიძებას?ელიმ მხრები აიჩეჩა და თავისი ნაზი ხმით თქვა.
---სად ვარ,დიდი ხანია რაც მძინავს?
---უკვე 20 დღეა გელოდებით,აი შენი ექიმი რომელიც დღე და ღამე არ ცილდებოდა შენს საწოლს,აქ ათენებდა უმეტესად და დღეს შენ რომ ცოცხალი ხარ ამ ადამიანის დამსახურებაა.ექიმი გაოცებული უცქერდა ელისოს და თან დიდი ყურადღებით უსმენდა ნათიას.ვერ გაიგო რას ამბობდა,მაგრამ კარგად მიხვდა,რომ მასზე საუბრობდა.მიუახლოვდა ელის და თბილად უთხრა.
---καλοσ ιρισεσ κοδαμασ-დაბრუნებას გილოცავ.შემდეგ ნათიას მიუბრუნდა და უთხრა.
---ნადია შეეკითხე რა ჰქვია,ან რა ახსოვს წარსულიდან.ნათიამ მიუბრუნდა ელისოს და ექიმის ნათქვამი სიტყვები გაუმეორა.
---ექიმმა მოგესალმა და აინტერესებს რა გახსოვს წარსულიდან,ან რა გქვია სახელი.ელისომ შეხედა და უარის ნიშნად თავი გაუქნია.
---ჩვენი ქართული ენის გარდა,სხვა ენა გესმის?მაგალითად ინგლისური.ვერც ამ კითხვაზე უპასუხა ელიმ.
---თქვენი სახელი ელი არის,ასე გვითხრა თქვენმა იურისტმა.
---იურისტმა?გაიკვირვა ელიმ.
---ხო იქნებ გაიხსენო,რატომ დაგჭირდა იურისტის დახმარება.
---არ მახსოვს,არ ვიცი.შემდეგ ექიმს მიუბრუნდა და უთხრა.-ამნეზია მაქვს?ნათიამ გადაუთარგმნა ექიმს, ექიმმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
---იმედია, მძიმე ფორმებში არ არის.როგორ ფიქრობთ,შევძლებ საერთოდ წარსულის გახსენებას?ნათია ელის ნათქვამს ექიმს უთარგმნიდა.
---ნუ დაეძალებით.უკეთესია დაძალების გარეშე თუ შეძლებ რამე აღიდგინო წარსულიდან,თუ ერთი მომენტი გაგახსენდეს ეს უკვე დიდი იმედის მომცემია და ძალიან კარგი შედეგია.
---ვეცდები,მაგრამ რაღაც არაფერი არ მახსენდება,თითქოს ჩემს თავში უჯრედები დაცარიელდა და მოგონებებიც კი აღარ შემომრჩა.ექიმმა იურისტს დაურეკა და აცნობა ელისოს გონზე მოსვლა.ცოტა ხამში კი თავად ესტუმრა სპირო და იანი ექიმს ელის სანახავად,რომლებსაც მართლა გულით გაუხარდათ ელისოს გამოღვიძება.
---ექიმო რა ხდება,ახალს და სასიხარულოს რას გვეტყვი?
---როგორც იქნა გვაქვს ამჯერად სასიხარულო ინფორმაცია.წინ მივიწევთ,მართალია ნელა-ნელა მაგრამ უნდა გითხრათ,რომ ელი უკვე კარგად არის.მე თქვენთან მაქვს ერთი სათხოვარი.
---გისმენთ.მთელი ყურადღებით უსმენდა სპირო და იანი ექიმს.
---როგორც იცით დიაგნოზი- ,,ამნეზია''ჯერ კიდევ მის ტვინის უჯრედებშია და არ ვიცით ეს როდემდე გასტანს.თქვენ იცნობდით ელის და ისიც გიცნობდათ,გქონდათ მასთან ასე თუ ისე კონტაქტი.მე ვიფიქრე მოგვესინჯა,თუ გიცნობთ რომ შეგხედავთ.
---რა თქმა უნდა, ეს ჩვენც გვაინტერესებს.უთხრა სპირომ და სამივე ელისოს პალატისკენ წავიდნენ.
---გამარჯობა ელი.საწოლს იანი მიუახლოვდა პირველი.ელისომ გაკვირვებულმა შეხედა იანის და ვერ აღიდგინა მისი სახე.შემდეგ სპირომ მიესალმა და ღიმილით შეეკითხა.
---ელი ვერ დავიჯერებ,რომ ვერ გვიცანი.
---მაპატიეთ,ვერ გაგიხსენეთ მაგრამ თქვენი სახეები,რატომღაც ჩემთვის ნაცნობია.
---ეს ძალიან კარგია,რომ გეცნობა და იცი სადღაც გყავს ნანახი ეს ორი ადამიანი და უკვე თქვენი ტვინის უჯრედები,ბრძოლობს მეხსიერება აღიდგინოს.გაიხსენებ ვინახარ და საიდან ხარ.იმედიანად ესაუბრა ექიმმა და ელისოსაც იმედი მიეცა რომ ადრე თუ გვიან გაახსენდება ვინ არის.ექიმმა სპიროს მოახსენა საავადმყოფოში ერთი საათის წინ მომხდარი ინციდენტი.
---ესე იგი მართლები ვიყავით,უნდოდათ მოეკლათ.
---მეც ასე ვფიქრობ.რომ არა გოგონების სიმტკიცე,სიძლიერე და სიმარდე,განზრახვას თუ დავალებას სისრულეში მოიყვანდა.
---ყოჩაღ გოგონებს,მაგრამ მე ელი მადარდებს ექიმო,ნუთუ ვერ გაიხსენებს ვინ არის?
---დაველოდოთ კიდევ რამოდენიმე დღე და ვნახოთ.
---თუ ამ ლოდინით ვერაფერი გამოვიდა,საელჩო უნდა ჩავრიოთ და ისინი დაგვეხმარებან მისიანების მოძებნაში.

---გადააგზავნიან ალბად ხომ?იკითხა იანიმ ნაღვლიანად.
---ალბად,მაგრამ ჯერ საჭიროა პირადობის გაკეთება.
---პირადობას გააკეთებს,მონაცემები ხომ წერია სასტუმროში წიგნში,რომ მოვიდა იმ დღეს.
---მართალია, პირადობა გაუკეთდება და გადააგზავნიან.ამას მე მივხედავ თავად,როგორც მისი იურისტი.სპირო და იანი წავიდნენ და ექიმი ისევ პალატაში შევიდა.მეხსიერება ჰქონდა დაკარგული ელისოს თორემ,განა გრძნობები არ ჰქონდა?პირველი რაც ელისომ იგრძნო ახალგაზრდა სიმპატიური ექიმისგან,ეს იყო მათი თვალებით კონტაქტი,ვნებიანი და დიდი სურვილით სავსე ცქერით რომ უცქერდა.ეს ერთდროულად სასიამოვნოც იყო ახალგაზრდა 27 წლის ქალისათვის და აღმაგზნებელიც.ხრისტომ უცქირა ელისოს მოციმციმე თვალებს,ნათიას იუმორზე რომ იცინოდნენ თვით თვალებიც და ბრწყინავდნენ ბედნიერებისაგან,თითქოს გუშინ და გუშინწინ არც არაფერი მომხდარიყო.უცქირა და გულში ჩაიდუდღუნა.
---ღმერთო რა მემართება, ნუთუ ელის გამოჩენას ელოდა ჩემი გული ასე აძგერებულიყო ძლიერად და ვნებიანად?უფალო ის ჩემამდე მოიყვანე,ჩემში შემოუშვი და გთხოვ ასევე ჩემად ჩაასახლე ჩემშივე.მყავდეს გულში უფალო და ნუ განდევნი მას ჩემი გულიდან.ვერ დავთმობ,გამიჭირდება მისი დათმობა,დამეხმარე უფალო,მე ხომ შენი შვილი ვარ.ელისოს მდგომარეობა დღითი დღე უკეთესდებოდა,ტკივილს არ გრძნობდა და მალე ფეხზეც წამოდგა.ექიმის წინ შოლტივით აღიმართა ელისოს ჩამოსხმული სხეული,რომელმაც უფრო გაუღრმავა მასზე ფიქრი, მაგრამ ახლა იმაზე ფიქრობდა თუ სად წავიდოდა ელისო საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ.მისი სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეშია,ამიტომ გადაწყვიტა თავის სახლში წაეყვანა.წინასწარ მოელაპარაკა დედას ქალბატონ სტელას და აუხსნა საქმის ვითარება,სტელამ დაფიქრდა და შემდეგ უთხრა.
---დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ?
---დარწმუნებული ვარ დედა.ჯერ კარგად გავაანალიზე ჩემს თავში ის რასაც ვაკეთებ.პატარა აღარ ვარ,მაგრამ შენი რჩევა მაინც მნიშვნელოვანია ჩემთვის.ხრისტომ შეხედა დედას და შემდეგ როგორც ბავშვობაში თავი მის კალთაში ჩადო.სტელამ შვილს სახეზე დააკვირდა და დაფიქრებული ხმით უთხრა.
---განა არ ვიცი,რომ პატარა აღარახარ?განა არ ვიცი,რომ უკვე გაიზარდე და დიდი,წარმატებული ადამიანი ხარ.მარტო შეგიძლია ცხოვრება,მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ.შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ,მაგრამ შენს თვალებში გაჩენილ ცვლილებებს ვხედავ,დედის თვალს ეს არ გამოეპარება და მინდა გითხრა,რომ ძალიან ღრმად შემოსულა შენში გრძნობები და თუ ატყობ,რომ შენთვის ეს გრძნობა უპასუხო დარჩება,ჯობია აღარ იფიქრო და აღარ დაიტანჯო.ძალიან ჩქარა გაიზარდე დედი,ან მე გამეპარა დრო,ისე რომ შენი გაზრდა ვეღარ შევამჩნიე.რით ვიყავი ნეტა ასე დაკავებული,რატომ არ მახსოვს?შორიდან ვცნობ შენი სახის მიმიკებს,რა ხასიათზეც ხარ,ამ ბოლო დროს კი როცა შენთან მოვდივარ,ძალიან დაძაბული და დაფიქრებული ხარ.ნუ ხარ ასეთი დაძაბული,როცა უყვართ დედი ბრწყინავენ ბედნიერებისაგან.
---ეს მაშინ,როცა სიყვარული ორმხრივია დედა.ტკივილით სავსე ხმით უთხრა დედას ხრისტომ.

---მამაშენმა დარეკა დღეს.მითხრა დამივიწყა,სულ აღარ ვახსოვარო,ტკივილი შევამჩნიე მის ხმას.
---მართლა არ დამირეკავს,ეს დღეები ძალიან დაძაბული ვარ დედა.
---ხმაც კი შეცვლილი გაქვს.გრძნობა გულში ღრმად არის შესული და სანამ პასუხს არ მიიღებს,ასეთი მოწყენილი იქნები.
---მართალი ხარ, გეთანხმები.ჩემს გულში ოკეანე ბობოქრობს და ლამისაა მეც ჩამყლაპოს.
---გახსოვდეს,რომ არსებობს ტკივილობს გაძლება ადამიანის,ზოგჯერ სიყვარულით და ზოგჯერ სიყვარულისთვის.და კიდევ,ადამიანი სასმელზე და თამბაქოზე ბევრად უფრო შხამია,ეცადე ეს შხამი არ ჩააწვეთო შენს სუფთა გულს და არ მოიწამლო შენი ადამიანური გრძნობები.
---ჩემს ერთ შეკითხვას,იმხელა ლექცია მოაყოლე და პასუხი მაინც არ მითხარი გარკვევით.ორივეს გაეცინა და სტელამ თბილი ღიმილით უთხრა.
---მოიყვანე შვილო და აქ იყოს.განა ჩვენი ვალი ეს არ არის,გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ?თავი წარმოვიდგინოთ მის ადგილზე,ჩვენ რომ ვიყოთ ვიღაცამ ხომ უნდა დაგვეხმაროს.მოიყვანე,მაგრამ მეც აქ ვიქნები,რომ უხერხულად არ იგრძნოს თავი.
---ეგ ხო, მაგრამ ერთმანეთის ენას რომ ვერ გავუგებთ?
---გავუგებთ როგორმე.ხომ გაგიგონია,მუნჯის ენა მხოლოდ დედამ იცისო.ჩვენ არავართ მუნჯები,მაგრამ რაღაც გზას გამოვნახავთ.ხრისტო გააბედნიერა დედასთან საუბარმა და სიხარულით წავიდა ელისოსთან და იქ მისულებს გოგონებს ახარა.
---გოგონებო,იმედია ერთმანეთს არ დავკარგავთ.ელი ჩემთან მიმყავს,აი ეს ჩემი მისამართი და როცა სურვილი გაგიჩნდეთ,მობრძანდით სანამ ელი აქ იქნება,რომ წავა იმედია ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება და არ შეწყდება.გოგონებს გაუხარდა ექიმის გულით მიპატიჟება მათთან და მისი გადაწყვეტილება ელის მიმართ და ორივემ მადლიერების გამოსახატი გამოხედვა აჩუქეს ექიმს.იანიმ კი ელის თავისი ნივთები მოუტანა და ნათიას დახმარებით უთხრა.---თუ ოდესმე გაიხსენო,ჩვენ როგორ გავიცანით ერთმანეთი,მე დაგიტოვეთ თქვენი ფეისბუქის გვერდზე ჩემი შეტყობინება.მე გელოდები ელი და იმედი მაქვს,ეს რამოდენიმე თვეში მოხდება.რაც შეეხება სპიროს ამ საქმეს არ მოეშვება და დამნაშავეს აუცილებლად მიაგნებს,შეიძლება დრო დასჭირდეს,მაგრამ სამართალს გაარკვევს და დაისჯება დამნაშავე საკადრისად.ნათიამ გადაუთარგმნა ელისოს სიტყვა-სიტყვით რაც იანიმ თქვა,შემდეგ კი ექიმთან ერთად გამოვიდა პალატიდან.
---შეგიძლიათ მითხრათ,რამდენია თქვენს სასტუმროში ელის ვალი?
---საკმაოდ დიდია ექიმო,მაგრამ ფული არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი,ჩემთვის ელი არის მნიშვნელოვანი,რომ ის აქედან თქვენი წყალობით ცოცხალი წავა.სპირომ წაიღო მისი მონაცემები და საელჩოში მიიტანს,აუხსნის ელის მდგომარეობას და თავად გადაწყვიტავენ რა,როგორ გააკეთდება.
---ძალიან კარგი,მაგრამ ელის ვალს მე გადაგიხდით.თქვენი ანგარიშის ნომერი მომეცით და თქვენს ანგარიშზე იქნება ხვალ ის თანხა ეთნიკი ბანკიდან.თუ გინდათ და უკეთესია თქვენთვის, ჩეკს ამოგიწერთ და ახლავეს მოგცემთ.

---ეს თქვენგან დიდი დახმარებაა ექიმო.მას ხომ არ ახსოვს ვინ არის,თქვენ ამოდენბა თანხის გადახდა როგორ,ვინ დაგიბრუნებთ უკან ვალს?
---უფალი მეგობარო,არ დაგავიწყდეს რომ უფალი მუდამ ჩვენს გვერდით არის.იანიმ ანგარიშის ნომერი დაუტოვა და გაკვირვებული წავიდა. გაკვირვებული დაბრუნდა სასტუმროში და იქ გაცეცხლებული სესილი დახვდა.
---სად იყავი,სად დადიხარ უჩემოდ?
---შენ რა,გინდა ჩემი ყველა ნაბიჯი დაითვალო და გაიგო სად ვიყავი?
---დიახ,მითხარი ახლავეს სად იყავი და ვისთან.იანის წინ გაბრაზებული იდგა ახალგაზრდა ქერა თმიანი გოგონა.
---სესილი არ მაქვს ხასიათი,შენს ისტერიკებს ვუსმინო.წყნარად უთხრა იანიმ.
---აბა ვისი ხასიათი გაქვს იანი თუ არა ჩემი?რა შეიცვალა შენში,მე შენ ვეღარ გცნობ,ვინ შეგცვალა იმ ამნეზიანმა გოგონამ?
---სესილი როგორც მხედავ,ვცდილობ ძალიან შევიკავო თავი,რადგან ყველა ჩვენ გვიყურებს და არ მინდა იდიოტის როლში ვიყო.ჩემს კაბინეტში ვიქნები,თუ საუბარი გსურს იქ ამობრძანდი.იანიმ წყნარად და გარკვევით აუხსნა სესილის თავისი სათქმელი და თავის კაბინეტში შევიდა.სესილიმ ღრმად ამოისუნთქა და უკან გაყვა ფეხების ბაკუნით.
---გისმენ, აქ არავინ არ გვიყურებს.
---შენი ჩანთა სად გაქვს.ისევ წყნარად შეეკითხა იანიმ და სიგარეტს მოუკიდა.
---რა შუაშია აქ ჩემი ჩანთა.
---სესილი იმ შუაშია, რომ აიღებ შენს ჩანთას,ხელში დაიჭერ და ამ კარებიდან გახვალ ისე,რომ უკან აღარ მოიხედავ,არც დღეს და არც არასოდეს.უყვირა უკვე მოთმინება დაკარგულმა იანიმ.
---რაო?უნდა დავშორდეთ?
---დიახ,როგორც იქნა რაღაც სწორად გაიგე და სწორად დასვი კითხვა.
---მერე მე?ან ამ ბავშვის ბედი არ გაღელვებს?
---რა ბავში.გაოცებულმა შეხედა იანიმ.
---ის ბავში,რომელსაც შენგან ველოდები იანი.არც დაბნეულა იანი და არც აფეთქებულა,მიუბრუნდა სესილის და ისევ წყნარად უთხრა.
---ეს ბავშვი თუ ჩემია მე ვიზრუნებ მასზე,მაგრამ მე და შენ ერთად არასდროს აღარ ვიქნებით,რადგან უკვე თავი მომაბეზრე შენი ჭირვეულობით და შენი ეჭვიანობით.
---მე უშენოდ არც ეს ბავშვი არ მინდა,მე აბორტს გავიკეთებ.
---ბავშვი რომელიც შენშია,თუ ჩემია მას მე მივხედავ.აბორტს კიარ გაიკეთებ,ერთად წავალთ ექიმთან.
---არა,მე მარტო წავალ.სახეზე აწითლდდა სესილი.
---ხოდა აბა თუ წახვალ,წადი და დღესვე ბავშვის მამას დაელაპარაკე,ვინც მართლა მაგ ბავშვის მამაა.იანიმ ხელი მოკიდა სესილის და მისი კაბინეტიდან გამოუძახა გარეთ.იანი ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო და ყოველთვის ერიდებოდა მის გარშემო შექმნილ სკანდალურ სცენებს.სესილის ყოველთვის ჰქონდა მისგან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა,ყოველთვის მაღალ ფეხზე იდგა იანის წინაშე და აი დღეს ამ ყველაფერმა ამოხეთქა მასში და მისი ადგილიც მიუჩინა,არა მის გვერდით,არამედ ქუჩაში.განა აკლდა ქალებისგან ყურადღება და სურვილს,ვნებას ვერ დაიკმაყოფილებდა?იანი ეძებდა სულ სხვაგვარ რამეს ქალში,რაღაც განსხვავებულს და მიუწვდომელს,რომელიც მან ელისოში აღმოაჩინა და დაინახა,მაგრამ ისიც თავიდანვე გაათვითცნობიერა,რომ ეს ასე ადვილი არ იქნებოდა.იანი ფიქრებიდან სპიროს ზარმა გამოიყვანა და დაღლილი ხმით უპასუხა.
---გისმენ სპირო.
---რა მოხდა,რა ხმა გაქვს,ისევ სესილი?
---ისევ სესილი,ისევ სესილი.ჩუმად,დაღლილი ხმით უთხრა.
---ოხ გამძლეობა მეგობარო.მომისმინე,ელის პირადობის მონაცემენბი მივიტანე საელჩოში და განიხილავენ მის საქმეს და ექიმსაც გაესაუბრებიან.ასე რომ არ ვიცი მხოლოდ, შენ რა მოგიხერხო იმ ფულის თაობაზე.
---ნუ წუხარ სპირო.ფული შენ კარგად იცი,რომ ჩემთვის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი,მაგრამ ექიმმა ყველა თანხას ხვალ ანგარიშზე დაგიჯენო.
---ექიმმა?რატომ გადაიხადა მან,ან რა გარანტია აქვს თანხას უკან დაიბრუნებს.
---უფალი დამეხმარებაო,ასე მითხრა.
---ყოჩაღ,ძალიან დადებითად ვაფასებ მის საქციელს,მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ გადაიხადა თავად.მაშ მოგვარებული ყოფილა ეს საკითხი,ახლა იქ მივდივარ ის ქერა უნდა მოვინახულო,იმედია ამ საქმესაც ეშველება რაღაც.
---იმედია და ელიც მიიღებს მის კუთვნილ თანხას,დროებით სპირო.
---ახლა რას შვრები,განცხადებას წერ?
---რა განცხადებას.გაუკვირდა იანის.
---დაწერე და გამოაქვეყნე.ვარ 45 წლის,უცოლო.მაქვს ჩემი ბიზნესი,ასევე ვარ ძალიან ლამაზი და დაინტერესებულმა პირებმა შემომეხმიანეთ,ველოდები თქვენს ზარს.უთხრა სპირომ და ხმამაღლა გაიცინა.
---რა იდიოტი ხარ.გაეცინა იანისაც.სპიროს იუმორმა ხასიათზე მოიყვანა და მხიარული გავიდა კაბინეტიდან რაც რეცეპტორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იანის მხიარულება და მის თვალებში გაჩენილი ახალი სიცოცხლის სხივი.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, იმედია ელისოს ვინაობა გაახსენდება და სიმპატიურ ექიმსაც არ დატოვებს უყურადღებოდ.

 


№2  offline მოდერი zia-maria

lalita
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, იმედია ელისოს ვინაობა გაახსენდება და სიმპატიურ ექიმსაც არ დატოვებს უყურადღებოდ.

გაიხარე ლალიტა და მადლობა, რომ კითხულობთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა ელის გონზე მოსვლა.ხრისტო მაოცებს.სამაგალითო ექიმი და ადამიანი არის.იმედია ელო მალე დაიბრუნებს მეხსიერებას

იმსახურებს ეს ორი ადამიანი ბედნიერებას
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი zia-maria

La-Na
გამიხარდა ელის გონზე მოსვლა.ხრისტო მაოცებს.სამაგალითო ექიმი და ადამიანი არის.იმედია ელო მალე დაიბრუნებს მეხსიერებას

იმსახურებს ეს ორი ადამიანი ბედნიერებას

მადლობა ლანა გაიხარე საყვარელო. kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

zia-maria
La-Na
გამიხარდა ელის გონზე მოსვლა.ხრისტო მაოცებს.სამაგალითო ექიმი და ადამიანი არის.იმედია ელო მალე დაიბრუნებს მეხსიერებას

იმსახურებს ეს ორი ადამიანი ბედნიერებას

მადლობა ლანა გაიხარე საყვარელო. kissing_heart

AI xristos madloba gadaeci erti ubralo mkitxvelisgan,aseti adamiani ROM aris.cxovrebashi ki ara,gamogonili gmiric ROM iyos sasiamovnoa da mitumetes ROM realuria.gmertma gvimravlos misnairi adamianebi,tumca mjera sadac erti,sxva MIS magalitze bevrs iswavlis
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი zia-maria

La-Na
zia-maria
La-Na
გამიხარდა ელის გონზე მოსვლა.ხრისტო მაოცებს.სამაგალითო ექიმი და ადამიანი არის.იმედია ელო მალე დაიბრუნებს მეხსიერებას

იმსახურებს ეს ორი ადამიანი ბედნიერებას

მადლობა ლანა გაიხარე საყვარელო. kissing_heart

AI xristos madloba gadaeci erti ubralo mkitxvelisgan,aseti adamiani ROM aris.cxovrebashi ki ara,gamogonili gmiric ROM iyos sasiamovnoa da mitumetes ROM realuria.gmertma gvimravlos misnairi adamianebi,tumca mjera sadac erti,sxva MIS magalitze bevrs iswavlis

აუცილებლად გადავცემ ლანა საყვარელო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent