მარიამი (2)
მთელი გაკვეთილი ისე უნდოდა გასულიყო, რომ მისთვის ერთხელ მაინც არავის არაფერი ეთქვა, არავის არაფერი წამოეძახებინა, მაგრამ კლასი რისი კლასია თუ არ გაგამწარეს და ყელში არ ამოგადინეს რამე. ყურსასმენები მოიხსნა, უნდოდა გაკვეთილისთვის მოესმინა, ყველაფრის მიუხედავად, ქართული მისი საყვარელი საგანი იყო, მაგრამ როგორც კი ეს შენიშნეს მაშინვე დაიწყეს საუბარი. - მარი რას უსმენ? ბერას ახალი სიმღერაა? - დიახ ნაგლად პასუხობს და ტელეფონს ჯიბეში იდებს. - კაი ბიჭო აბა სხვას რას მოუსმენს?! ღადაობ? ხო იცი ბერაჩკაზე აბოდებს, ავვადმყოფია და ავადმყოფი ევასება. - კარგი ზურა. ისევ წყნარად მიუგო მარიმ და სიმწრისგან მუშტი შეკრა. ანა მაშინვე მიხვდა რომ ცოტაც და მარი მალე აფეთქდებოდა და იქაურობას მილეწავდა, ამიტომ გადაწყვიტა სიტუაცია განემუცტა. - მოდი დავხატოთ. მარიამისკენ მიიხედა და მუშტზე ნაზად მოუსვა ხელი, თუმცა მარიამში ახლა ისეთი ამბავი ხდებოდა რომ დახატვის მაგივრად იცოდა ფურცელლს დახევდა, თითქოს ძარღვებში სისხლი აღარ ეტეოდა, გული დაღლილი იყო და აღარ ამუშავებდა მას, თვალებს კი გადაეწყვიტათ თავად, მარიამის გარეშე დაეწყოთ გლოვა. - არა მადლობ. ჩუმათ გადასჩურჩულა ანას და ისევ ყურსასმენები გაიკეთა, თვალის დაუხამხამებლად უყურებდა დაფას და თავს იკატუნებდა თითქოს ესმოდა რას ამბობდა დამრიგებელი. უცებ ხელის შეხება იგრძნო, მერხზე პპატარა ფურცელი ეგდო, გახსნა და სევდიანი თვალებით დახედა, ცრემლებით სავსე თვალები ჰქონდა და ამიტომ თავიდან ვერაფერი გაიგო, დაახამხამა და ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა. (( ამ იდიოტებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, მართლა არ ღირს მარი, გინდა ამის მერე გავაცდინოთ?)) ეს წერილი ანასგან იყო, მარიამმა ჩუმათ ჩაიცინა და თავი დაუქნია. - ეე ჩემი ძმა. მიუბრუნდა ზურას და გოჩას. გირჩევნიათ საკუთარ დაუბანელ ყურებს მიხედოთ თორემ რასაც არ უნდა უსსმენდეთ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიგებთ, იმდენად მოუწესრიგებლები ხართ. ამის თქმა და იერიშზე ანასკენ წასვლა ერთი იყო. - რაო შენც გადაგიბირა? შენც ხო არ მოგწონს ბერა? - დამიწყნარდი რაა... ამის გაგონება და მარიამის მერხიდან ადგომა ერთი იყო,. - რას იტყვი ეს სკამი თავში რო მოგხვდეს? წაავლო სკამს ხელი და თვალებ აცრემლიანებულმა ზურას დაუწყო ყვირილი. - იოო კარატე, აა შენ ბავშვობბაში კარატეს სწავლობდი ხო? - მემგონი ახლა გამომადგება. - უკან ნაბრუნს არ ელოდები? - ნელა იყავი მაქედან არ ახტე და ბალახზე არ დაეცე. ასე იდგა მარიამი სკამით ხელში და უყვიროდა ზურას. - გოგონა დაჯექი თუ შეიძლება, შენ გოგონა ხარ და ცოტა უნდა დათმო. დაიწყო მარეხიმ თავისებური დისკრიმინაციული საუბარი. - დამშვიდდით რა. გაბრაზებულზე შეუბრუნდა მარიამი და ადგილს დაუბრუნდა. ზარიც დაირეკა... დერეფანში როგორც ყოველთვის ხალხი ირეოდა, მასწავლებლები ისევ ერთ კუთხეში შეკრებილიყვნენ და აკვირდებოდნენ ვის როგორი ტანსაცმელი ეცვა, ვინ როგორ დადიოდა, ვის რა სტილი უხდებოდა და ვის საერთოდ არაფერი, ვინ უპატრონო იყო და ვინ მდიდარი ოჯახის შვილი.... მარიამიც იქვე კლასის პირდაპირ, ფანჯარასთან იდგა და ანას ელაპარაკებოდა. - აუუუუუუუ ნერვები მომეშალა რა, ცოტაც და მართლა გადავუშვებდი ფანჯრიდან. ანას ეღიმება და ყურსასმენებს ართმევს მარიამს. - ერთი აზრი მაქვს. ეშმაკურად უყურებს თვალებში და მარიამიც მაშინვე ხვდება რა ხდება. - იცოდე ჩემი ტელეფონი ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტზეა.... - ძალიან კარგი. მარიამმა კაპიშონი წამოიხურა და გრძელ დერეფანს გაუყვნენ, დერეფანში მათი კლასის უმეტესობა ან ჭორაობდა ან კიდევ ფანჯრიდან ათვალიერებდა უფროსკლასელ ბიჭებსა და გოგოებს, რომ შემდეგ თავი მოეწონებინათ მათთვის, მოგეხსენებათ როგორც ხდება ხოლმე, ბიჭები კაიბიჭობენ, გოგოები სვწცკობენ, ასე გრძელდება იქამდე სანამ ერთმანეთს ისევ ონლაინში არ მიწერენ. - მარ წამო, გამარჯობათ, ჩვენ ვიმყოფებით დაბა ასპინძაში, შეხედეთ რა ჯარგი ბუნებაა, შეხედეთ რა კარგია, ჩვენ ახლა გაკვეთილს ვაცდენთ, უკაცრავად თუ რამე არ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენს ტელეფონს წინა კამერა არ აქვს და ვიღებთ, აი ნახეთ რა პროფესიონალურად, მე ასიანი ოპერატორი გამოვალ. - კვდება ანა სიცილით და უკანა კამერით იღებს სელფისმაგვარ ვიდეოს რომელში ორივე ჩანან, მარიამი სიცილით კვდება. დააა ძვირფასო მაყურებლებოოო დღევანდელ გადაცემას გაუძღვებაა ანუ დღეს ჟურნალისტი იქნება მარიამი... - მადლობთ ასეთი დაფასებისთვის, ახლა კი გამორთე ტელეფონი. - გაფიცებ მითხარი ვინ დაინახე, ოღონდ არ თქვა რო ის არა. - ხო ის. აკანკალებული ხმით თქვა მარიამმა და გაიხედა. - დებილო ხომ გითხარი?! შენე დიდია თანაც არ მოსწონხარ, კარგი რააა... - ბლააბლააა ხო კაი რა იყო რა დრამა გამიმართე?! მე ხო რას ამბობ მივედი და სიყვარული ავუხსენი, უბრალოდ სიმპატიურია და მეტი არაფერი... - კაი ნუ ჩაირთე ახლა.... ზამთარი იყო, დეკემბერი, გზები მოყინული და ნაძვები დათოვლილი, ამ ორს კი მეტი კი არაფერი უნდოდა, დადგებოდა ერთი ჩაეჭიდებოდა მეორე და მიდიიიი სრიალებდნენ მთელი გაკვეთილები. - მარ მოდი, გეყოფა ერთ წუთს სრიალი, ნახე რა ჟიგული გავჩითე. - რა არი? ჟიგული? ერთი ხის ქვეშ წითელი დაჟანგული ჟიგული იდგა, შიგნით კი იყო კარგად, მაგრამ გარედან რა გითხრათ, ნამდვილად არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში, ეს ორი მაიმუნიც ადგა და ვიდეოს გადაღება დაიწყო. - შენ იქნები ჟურნალისტი თუ მე? - მე - არა მე - კაი მოდი ორივე ვიყოთ. დადგნენ ორივე და დაიწყეს მაიმუნობა, მართალია მთელი ხალხი მათ უყურებდა, მაგრამ მათთვის არრ ჰქონდა აზრი არაფერს.... - ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაიწყო მარიამმა, ჩვენ გადავაწყდიით ერთ-ერთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მბრბოლელ მანქანას, მისი მეპატრონე აქ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებს, საუკეთესო მდგომარეობაშია, სიცილს ვერ იკავებდა მარიამი, რა საღებავი, რა გარეგნობა, რა ფორმა... გავგიჟდებიიი ჩემი ცხოვრების სიყვარულია ეს მანქანა... ხარხარებდნენ ორივე. - დიახ, ხიახ, აგრძელლებს ანა, შიგნით ტყავის სალონია, და კამერით აჩვენებს ტყავის სავარძლს რომელიც შუაზეა გადახსნილი, ისეთი სილამაზეა რომ შეხვიდე ვეღარ გამოხვალ, თუმცა რის გამო ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, ახლა ნახევრად ჩაკეტილ კარს მიანათა. - მოკლედ იყიდეთ ჟიგული და დატკბით ცხოვრების უნაზესი წამებით. თქვა ანამ და ჟიგულის კარი თავზე დაეცა. - კარგად ხარ? შეშინებული მარიამი მივარდა. - კი, უი შემეშალა უნაზესის რა გითხრათ მაგრამ უმაგრესის მაინც... დაასრულა ანამ და სკოლისკენ გაიქცნენ... უამმრავი ასეთი მოგონება აკავშირებს მარიამს ანასთან, შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ეს ამბავი, რომ არ მომხდარიყო შეთხვევა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.