პირველი სიყვარული – "ის"
ეს ამბავი არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ ჩვეულებრივ ზაფხულს დაიწყო. ამ ამბავმა ეს ერთი ჩვეულებრივი ზაფხული არაჩვეულებრივ მოგონებად აქცია. ალბათ მთელი ზაფხული ისევე უფერული იქნებოდა როგორც სხვა დანარჩენი რომ არა ის. ნამდვილად არ მახსოვს ყველაფერი დაზუსტებით...არ მახსოვს როგორი დღე იყო...თუმცა ცხადზე ცხადია, რომ 2015 წლის ერთ ჩვეულებრივ 6 ივლისის საღამოს ბორბალი უკუღმა დატრიალდა... სიყვარული ზაფხულის ფერიაო...რაც ზაფხულში ხდება, ზაფხულშივე რჩებაო...დაამნ ასეთი იყო ჩემი ან თუნდაც ჩვენი ისტორია. 2015 წლამდე არასდროს ეს ადამიანი არსად არ მყავდა შემჩნეული. ჩემი ქალაქი პატარაა ყველა ყველას იცნობს და ძნელი დასაჯერებელია როგორ არ შეიძლებოდა ეს ადამიანი ერთხელ მაინც არ მყოლოდა შემჩნეული. პირველად მის ზურგს მოვჰკარი თვალი და ნამდვილად არ მომწონებია მისი კეფა. პირველი შთაბეჭდილება სულაც არ ყოფილა გასაოცარი და როგორც მაშინ არ დამიჯერებია, დღემდე არ მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის. ალბათ ყველაფერი მოგვიანებით გადაიზარდა სიყვარულში და კიდევ უფრო მოგვიანებით მივხვდი თუ რა შარში გავყავი თავი. ალბათ სწორედ იმ დღიდან, როცა ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ...სწორედ იმ დღიდან, როცა უფრო ხშირად დაიწყო ჩემკენ სიარული...და სწორედ იმ დღიდან როცა უფრო დავახლოვდით...მაშინ გაფერადდა ყველა'ფერი. მახსოვს როგორ ველოდებოდი მის ამოსვლას...კისერი წაგრძელებული მქონდა და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ვამოწმებდი ამოსული იყო თუ არა. ამოდიოდა თუ არა 'ვიტაცებდი' და სხვა სამყაროში მივემგზავრებოდი მაგასთან ერთად. ისიც მომყვებოდა და მეც მივდიოდი. ვლაპარაკობდი და მელაპარაკებოდა. ბევრს მიცინოდა და მეც მეცინებოდა. მაშინაც და შეიძლება ახლაც ყველაფერს მერჩია მისი ჩახუტება. არვიცი ასე თბილი რატომ იყო? ან არც იყო და მე მეჩვენებოდა ასე? ძალიიან ძალიან თბილი ჩახუტება იცოდა და იცის...ერთიანად მათბობდა ხოლმე მისი ჩახუტება და ღიმილი...თვალებზე აღარაფერს(ვეღარაფერს) ვიტყვი...ყველაზე მეტად რაც მიყვარდა ეგ იყო...თაფლისფერი თვალები ქონდა, სადაც მწვანეც იყო შერეული, ხანდახან წითელსაც შევამჩნევდი ხოლმე ...სწორედ მაგის თვალების შემხედვარემ დავიწყე შემდეგ ყველასთვის თვალებში ყურება, თუმცა არავის თვალები არ მომწონდა და არ მითრევდა ისე როგორც მისი. ეს იყო თვალები რომლებმაც შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ეს იყო და არის ადამიანი რომლის ღიმილის დანახვაზე ერთიანად სითბოთი ვივსები და რაც არ უნდა ცუდად ვიყო მაინც კარგ გუნებაზე ვდგები. მე ვხედავდი...თუ ასე მინდოდა დამენახა არ ვიცი მაგრამ მეგონა რომ ისიც რაღაცას გრძნობდა... ისიც კი მახსოვს, რომ ამოდიოდა არარსებული იყო ლოყები რომ არ დაეწელა და გაეღიმა. ველოსიპედებითაც ხშირად დავბოდიალებდით ერთად...მეჯიბრებოდა...მეც ვითომ რამის იმედი მქონდა მთელი მონდომებით ვატრიალებდი პედლებს და რომ გამასწრებდა ნერვები მეშლებოდა და იმ იმედით რო უკან გამომყვებოდა ველოსიპედს ვაბრუნებდი და უკან ვბრუნდებოდი...უმეტეს შემთხვევაში არ ვცდებოდი და ისიც მომყვებოდა უკან... ზოგჯერ ძალიან თბილი იყო და ასეთი ის ყველაზე მეტად მომწონდა...როცა უხეშობდა ვერიდებოდი და იმ დღეს არც ვლაპარაკობდით ხოლმე...ხშირად იყო როცა გვეუბნებოდნენ რაკარგი წყვილი ხართო და ვითომ გაბრაზებული შევუბღვერდი ამის მთქმელს არადა გულში ისე მიხაროდა, ისე მინდოდა ეს მართალი ყოფილიყო... უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი და ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო მიყვარდებოდა... ისიც კარგად მესმოდა რომ არაფერს არ ქონდა აზრი... მე შეიძლება დღემდე მიყვარს ის...შეიძლება დღემდე ვხატავ ლამაზ ოცნებებს მასთან ერთად, თუმცა ეს ყველაფერი ერთ დღეს მორჩება...ჩემში ყოველთვის დარჩება ლამაზ ოცნებად...ლამაზ, აუხდენელ ოცნებად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.