შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება...


30-06-2017, 21:13
ნანახია 1 390

ზუსტად ცხრა თვე გავიდა, ზუსტად ცხრა... ამ დროის განმავლობაში თითქმის ყოველდღე დავდვარი შენთან ალკოჰოლითა და ყვავილებით ხელში, შენ ხომ ძალიან გიყვარდა წითელი ვარდები, ისინი შენი ტუჩების ფერს მაგონებს და უკვე ცხრა თვეა მეც ისევე შემიყვარდნენ, როგორც შენ გიყვარდა. ჰო ვიცი... სასმელს ვერ იტანდი, არც მე მომწონდა, მაგრამ ესეც უკვე ცხრა თვეა რაც შემიყვარდა.

ხშირად ვერ გელაპარაკები , არ ძალმიძს ძვირფასო... ალბათ ისევ შენებურად მებუტები, ამიტომ მსჯი ღამ-ღამობით რომ აღარ მესიზმრები. გული მტკივა, გული... არ შემიძლია შენ ლოყებზე თამაშით და ჩახუტებით შემოგირიგო, გაგაცინო და დაგავიწყო, რომ ცოტა ხნის წინ გაწყენინე.

ცხრა თვეა უკვე ჩემ ირგვლივ წყვდიადმა დაისადგურა, შავმა ფერმა ამოავსო ყველა ის ფერი, რომელიც შენ გააფერადე შენივე სიხალისით ჩემში. ვგრძნობ, რომ სასმელში ვიხრჩობი იმდენად, რამდენადაცც შენ სიყვარულში ვთვრებოდი უწინ. მერიდება, ძალიან მერიდება ტანჯვის ალკოჰოლით შემსუბუქება, მე ხომ შენ მიერ მოყენებული ტკივილიც მიყვარს.

მოდი... მოდი, წვეთსაც არ დავლევ დღეს, გვერდით მოგიწვები ამ ცივ მიწაზე და გესაუბრები იმდენს, იმდენს, რომ გარდასულ დღეებზე ფიქრმა ისევ წარსულში დაგვაბრუნოს. შენ როგორც მუდამ მომღიმარი და მე, როგორც შენზე უზომოდ შეყვარეული ადამიანი.
-შეიძლება დავჯდე? გკითხე პარკში განმარტოებულს, რომელსაც თვალი ვერ მოგეშორებინა წიგნისთვის.
-არ შეიძლება. მითხარი და მკაცრი თვალებით ამომხედე.
ისევ გააგრძელე შენი საქმიანობა, გეტყობოდა რომ ძალიან გიყვარდა ის, რითაც თავს ირთობდი.

მაინც არ გშორდებოდი, მაინც არ მივდიოდი... თითქოს რაღაც ძალა მაკავებდა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.

გახევებული ვიდექი შენს წინ და გაკვირდებოდი როგორ ამოძრავებდი ტუჩებს კითვხის დროს, ვაკვირდებოდი შენ ქერა თმას, სიო რომ ნაზად გიწეწავადა და ვინტერესდებოდი იმ თვალებით, რომლის დანახვაც ვერ მოვასწარი. ვიგრძენი, როგორ მიიპყრო შენი ყურადღება რაღაცამ და მეც იქით გავიხედე, საითაც შენი თავი იყო მიბრუნებული... ნანახმა გამაოცა, ვიფიქრე ეს ჭუჭყიანი კნუტი როგორ მჯობია, ეს გოგო თვალს რომ არ აცილებს მეთქი. სიმართლე ვთქვა, კატები მეზიზღება! მაგრამ, ლამაზი გოგოს გაცნობის სურვილი რას არ გააკეთებინებს კაცს და ის კნუტი ახლოს მოგიყვანე.

-ვაიმე რა საყვარელია?! რაო პატარა კნუტიკო, რაო... დაიკარგე? ეფერებოდი და მე შურით ვსკდებოდი.
-მიყვარს, კატები. ძალიან საყვარლები არიან.
-მართლა გიყვარს?
-ჰო აბა რა, როგორ არ შეიძლება მიყვარდეს.
ჩვენი პირველი შეხვედრა, ჩვენი ბედისწერის გზები ყოფილა საყვარელო...

**************************************
ერთხელ კიდევ შეხედა მის გაღიმებულ ფოტოს თვალ-ცრემლიანმა და ისევ მიწაზე დადო თავი.
**************************************

იმ დღის შემდეგ ჩვენი შეხვედრები ხშირი იყო იმავე პარკში, სადაც გაგიცანი. შენ პოეზია გიყვარდა და მიკითხავდი უამრავ ლექსს ერთად, მე არ მბეზრდებოდა შენი მოსმენა, რადგან შენი ტკბილი ხმა უფრო მამშვიდებდა, ვიდრე მღლიდა.

ჩვენ დავდიოდით... მთელი დღე დავდიოდით და არაფერი გვაჯავრებდა იმის გარდა, რომ ეს დღე დროებითი განშორებით უნდა დამთავრებულიყო. მიყვარდა, ძალიან მიყვარდა შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი. ვგრძნობდი, როგორ აღწევდა ჩემს გულში შენდამი სითბო, როგორ მატულობდა ყოველ დღე და ძლიერდებოდა. მეშინოდა ჩემი გრძნობა ცალმხრივი არ ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე შენთვის მეორედ მომეტყუებინა კატის სიყვარულის შემდეგ. გითხარი, შეყვარებულისთვის საჩუქარს ვეძებ და დამეხმარე მეთქი. ამ სიტყვებზე, შენი მუდამ ღიმილიანი სახე შეიცვალა, თვალები გაფართოვდა და გაურკვეველი მზერით მიყურებდი. ჰო და... გათამამებული ჩაგეხუტე, გითხარი ყველაფერი რასაც ვგრძნობდი. პასუხიც რომ იგივე იყო, ჩემი თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა და ასეც იყო.

დრო ჩვეულებრივად კი არა, ძალიან ლამაზად გადიოდა. ბოლოს ჩვენი სიყვარული ქორწინებითა და იმის იმედით დასრულდა, რომ სამუდამო ბედნიერებას მხოლოდ ჩვენ ორი ვიპოვიდით. საოჯახო ცხოვრება სხვანაირი, კიდევ უფრო ლამაზი გამოდგა. კამათითაც მგონი, იმიტო ვკამათობდით მერე შერიგება მოგვწონდა. შენ პატარა ცხვირზე ხელს მოგიჭერდი, აყვირდებოდი და მერე ლოყაზე მკბენდი, ეს იყო სულ ჩვენი შერიგების წინა პირობა. ასეთი უამრავი დღე იყო...

ვიხსენებ იმ წუთს, დღეს და გრძნობას, როდესაც მითხარი ჩვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატებაო. მ-მე... მ-მე სიხარულისგან ენა მებმოდა ისევე როგორც ახლა. კიდევ უფრო შემიყვარდი, კიდევ უფრო ამ ბედნიერების გამო. ჩვენ, მე და შენ ერთად ვუცდიდით დღეების გასვლას და იმ მოვლენის განვითარებას, რომელის ოდნავი შესამჩნეობაც კი გვახარებდა.

მერე... მერე კი ორივემ ვიცით რაც მოხდა. საზიზღარმა ავადმყოფობამ წამართვა შენი თავი და ჯერ არ დაბადებული პატარა. სწორედ ამ დღეს, სწორედ ცხრა თვის შემდეგ ხელში უნდა მჭეროდა ჩემი შვილი, ჰო ჩემი შვილი, მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ. არ ვილაპარაკებ ამაზე, გპირდები, არ ვილაპარაკებ. მაგრამ იცოდე, იცოდე ჩემო საყვარელო, მე მეზიზღება ეს სამყარო რომელშიდაც შენი სიცილი არ მესმის, მეზიზღება ეს დამპალი მიწა, რომელიც ბედავს შეგეხოს ჩემს მაგივრად, რომელიც არ მაძლევს ჩახუტების უფლებას. ჰო კიდე... მეზიზღება ისინი, ვინც ვერ მოახერხა შენი ამ ქვეყნად დატოვება.

რა შემიძლია ძვირფასო იმის გარდა, რომ ამ მიწას ჩემი ცრემლები გამოვატანო შენს გულამდე. აღარაფერი დამრჩა ისეთი რაც კიდევ გამაღიმებს, გარდა მოგონებებები იმაზე, თუ როგორი ტკბილი იყო ცხოვრება შენთან ერთად.

მე წავალ... შენთან კი ამ წითელ ვარდებს დავტოვებ, ნიშნად იმისა რომ ხვალ კიდევ მოვალ.

ბედნიერებაც იყო, უბედურებაც, სიყვარულიც და სიხარულიც. საბოლოოდ კი ეს იყო ცხოვრება.


ანა რობაქიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent