შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგრძნობინე თავი ბედნიერად (თავი5)


1-07-2017, 17:21
ავტორი Barbare_22.
ნანახია 1 263

გუგამ კიდევ უფრო მიიკრა და ჩაიხუტა ანასტასია, მისი ღვთაებრივი სურნელი თავბრუს ახვევდა, წამითაც კი ვერ
აშორებდა თვალს.
-ნია ეს სახლია?
-კი
-ანასტასიას მე წამოვიყვან
-კარგი გუგა,მადლობა სანდრო
-შეხვედრამდე პატარა. (ეს თქვა სანდრომ და თვალი ჩაუკრა)
ესეთ დამშვიდობებას ნია ნამდვილად არ მოელოდა. ხვდებოდა ,რომ სანდროს ძალიან მოეწონა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე ალბათ ურთიერთობას ვერ ააწყობდნენ.
სახლში შესვლისთანავე ლელას (ნიას დედას) გაუკვირდა მძინარე ტასოს და უცნობი ბიჭის დანახვა
-დედა გაიცანი ჩვენი ახალი კლასელი გუგა შარანგია
-ძალიან სასიამოვნოა
-ჩემთვისაც ძალიან (მოკრძალებით გაუღიმა ბიჭმა)
-ტასოს რა ჭირს?! ხომ კარგადაა?!
-კი დე, მხოლოდ 3ჭიქა დალია და ეგრევე მიეძინა.
-დავურეკავ თამუნას არ ინერვიულოს და ვეტყვი , რომ დღეს ტასუნას ჩვენ დავიტოვებთ
-კარგი ნია მე დაგტოვებთ
-დიდი მადლობა გუგა
-ნახვამდის
---------------
-აბა დე რა ქენით კარგად გაერთეთ?
-მარტო ტასომ გამოტოვა მთავარი სანახაობა, რომლის მონაწილეც თვითონ იყო.
როდესაც ნიაკომ კლუბის ამბების მოყოლა დაასრულა, ტასო ცოტათი გამოფხიზლდა.
-კარგი ნი მოდი მე დაგტოვებთ , რამე ხომ არ გინდათ?
-არა დე არაფერი.
ნიამ ტასო დააწვინა და თვითონ სამზარეულოში გავიდა, უკან კი დიდი ჭიქით დაბრუნდა, რომელიც ყინულიანი წყლით იყო სავსე, რათქმაუნდა ეს ჭიქა ტასოსთვის იყო განკუთვნილი
-რას შვები გოგო შენ ხომ არ გაგიჟდი?( უყვირა ანასტასიამ)
-აბა ისეთები მოხდა ხვალამდე ვერ დავიცდიდი, ყველაფერი უნდა მოგიყვე
-აუ თავი მისკდება დამაძინე რა
-რადროს ძილიააა
_____________________________
-ბიჭო ანასტასია ხომ ძალიან მაგარი გოგოა?
-სერიოზულად მეკითხები?
-კი სერიოზულად
-და თაკო?
-კარგად იცი, რომ თაკო არ მიყვარს
-როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? კიდე მერამდენე გოგოს უნდა ატკინო გული?
-შენ თვითონ მაინც თუ ხვდები რატო მიტრაკებ
-კაროჩე ძმაო მე შენს საქმეში არ ვერევი მაგრამ ჯობია გაჩერდე და დაანებო მაგ გოგოს თავი
-როგორც ვიღაც მორიგ გოგოს მე ეგრე არ ვუყურებ ანასტასიას
-მესამედ მესმის უკვე შენგან ეგ სიტყვები
-ბიჭო შენ რა გინდა? შენ ზარალდები ჩემი ასეთი საქციელებით?
-გუგ ხო იცი შენ ჩემი პატარა ძმა ხარ და კარგის მეტი შენთვის არაფერი მინდა
-ვიცი ძმაო და მოვრჩეთ ახლა მაგაზე ლაპარაკს
-რომ გაიზრდები დამიჯერე სხვანაირად იფიქრებ ამ ყველაფერზე.
_____________________________
-კარგიიი
-ხო ხო ყველაფერი ასე მოხდა
-არ მჯერააა
-უი ქალბატონო თქვენი ფოტოც მაქვს
-რა ფოტო??
(ნიამ ტასოს ანახა რა ფოტოზეც ელაპარაკებოდა)
-მაინც ვერ ვიჯერებ, ან ესეთი რა დავლიე ვერფრით, რომ გამაღვიძე
-იცი რა საყვარლები იყავით, მგონი ყველა თქვენზე ლაპარაკობდა
-არც ვიცი რა ვთქვა ან როგორ მივიღო ეს ყველაფერი
-რას ბავშვობ, შენ არ იყავი ამ
ბიჭმა ერთი ნახვით გამაგიჟაო, რომ ამბობდი?!
-აი ახლა მართლა მისკდება თავი დამაძინე და დანარჩენზე ხვალ
ვილაპარაკოთ
-ნეტა მეც ისე გიყვარდე, როგორც ძილი გიყვას
-ნუ იდებილებ თავს დაწექი შენც, არ დაიღალე?
-აუ კი მართლა ძალიან დავიღალე
ძილი ანასტასიას უნდოდა, თუმცა ვერაფრით დაიძინა, მთელი ღამე გუგაზე ეფიქრებოდა. ის ისეთი ბედნიერი, აფორიაქებული და გაოცებული იყო. მაინც ვერაფრით წარმოიდგენდა ესე ძრმად როგორ ეძინა ან რატომ ვერაფერი იეჭვა გუგასაც თუ ჰქონდა მის მიმართ გრძნობები. არცერთი წუთით დაუდია ტელეფონი, სულ იმ ფოტოს უყურებდა,რომელიც ნიაკომ გადაუღო. გამთენიისას ანასტასია აივანზე გავიდა, შავი ცა ნელნელა ცისფერი ხდებოდა, ისეთი ლამაზი და საუცხოო მთვარე იყო, თვალს ვერ მოაშორებდით. ტასო არ იყო ბოლომდე დარწმუნებული საკუთარ თავში, თუმცა ხვდებოდა, რომ რასაც გუგას მიმართ გრძნობდა მოწონებაზე ბევრად მეტი იყო.
გუგა სულ არ ჩანდა რეალურად ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. მას ძალიან უყვარდა გოგოების გრძნობებზე თამაში და მათი გამოყენება, ერთ შეყვარებულს არასდროს ჯერდებოდა, მაინც ვფიქრობ,ეს იმის ბრალია,რომ გუგას არავინ ჰყვარებია, სიყვარული მას ნამდვილად სხვანაირად დაანახებდა ყველაფერს. ანასტასიას,რომ ცოდნოდა სიმართლე გუგას შესახებ, ალბათ მასთან საქმეს არასდროს დაიჭერდა,თუმცა ყოველთვის ასე ხდება, ადამიანს რაცარუნდა კარგად იცნობდე, მაინც იქნება რაღაც ისეთი, რაც ნამდვილად არ გეცოდინება მასზე. თან 1თვეც არ გასულა გუგას გადმოსვლიდან და შეუძლებელი იყო ამ მცირე დროში ანასტასიას მასზე ყველაფერი გაეგო.
6:43am ფიქრებით გართულმა ტასომ ვერც შენიშნა, როგორ გათენდა. ცოტა დაღლილობაც იგრძნო, ამიტომ ნიას ფუმფულა ლოგინს დაუბრუნდა და ბედნიერს მალევე ჩაეძინა.
გაღვიძება ანასტასიას ნიაკომ დაასწრო და ისევ წყალი შეასხა სახეში, გამწარებულმა ტასომ ბალიში ესროლა, შემდეგ ეს ყველაფერი ბალიშებით ჩხუბში გადაიზარდა.
-კარგი აღარ შემიძლია დამასვენე
-გასწავლი ,როგორ უნდა სახეში წყალის შესხმა არაადამიანო
-ახალი წელია ბოლოსდაბოლოს
-ოხ კაი ერთი ახლა გაგახსენდა ეგ?
-კარგი კარგი ბოდიში (უთხრა სიცილით დაღლილმა ნიაკომ)
-დროზე მომეცი ჩემი კაბა თორემ სულ სველია მაკა
-კარგი რა გადიხარ უკვე? დარჩი რა ცოტახანი
-კარგი ვიქნები ცოტახანი, ოღონდ მაისური მომიძებნე რამე. აუ გუშინ სულ გუგაზე ვფიქრობდი ძლივს დავიძინე
-მაინც რას ფიქრობდი?
-რავიცი რას აღარ. აი მაგალითად ყველაზე მეტად გუგაში მისი წითელი ლოყები და დიდი ტუჩები მომწონს, ასევე მისი მანერები,ზრდილობა, ქცევები, არ ვიცი რა,აი ყველაფერი მომწონს ამ ბიჭში მისი უხამსი ხუმრობებიც კი.
-აუ ტას გუშინდელიდან მეც სრულიად შემეცვალა წარმოდგენა მაგ ბიჭზე
-იცი ცოტა იდუმალია თითქოს, მინდა რომ უფრო უკეთ გავიცნო და უფრო მეტი რამ ვიცოდე მის შესახებ.კარგი გუგაზე მერეც ვიჭორავებთ აბა სანდრომ რაო?
-გოგო მეც მომეწონა მაგრამ დიდია რა ძაან
-უფ კაი რა 5წელი არაფერია
-ხო მაგრამ ამ ასაკში შესამჩნევია
-ოხ ნია ვერ გიზარდე. კაი ახლა მართლა უნდა გავიდე ალბათ ჭირდება თამუნას ჩემი დახმარება
-კარგი ხოო
-იმედი მაქვს გუგა როგორმე მომილოცავს ახალ წელს
-თუ მოწონხარ და შენზე სერიოზულად ფიქრობს მოგილოცავს აუცილებლად
-ხო მეც ეგრე ვფიქრობ. კარგი წავედი ,ჩემს მაგივრად დაემშვიდობე ლელუკას
-მიდი შეგეხმიანები გვიან
--------------------------
-სანდრი რას შვები?
-რავი ბიჭო რაღაც მანქანას დაენძრა მაგის საქმეზე ვარ შენ?
-ბიჭო რავიი, მისმინე კარგი თაიგული სად ვიყიდო?
-თაკოს ამბებია?
-არა რა თაკო. ანასტასიასთვის მინდა
-ვახ გუგაა. შენმა შეყვარებულმა რომ გაიგოს რა პასუხს გასცემ?
-ვერ გაიგებს მაგაზე მე ვიზრუნებ
-ბიჭო თუ ანასტასია გევასება თაკოსთან რა გინდა მაშინ
-თაიგულები იცი სად იყიდება?
-მისმინე გუგა, ყველაფერი ასე მარტივად არაა, თაკოს რომ თავი დავანებოთ ანასტასიას შენზე შეეცვლება წარმოდგნა
-რა პონტში?
-რა პონტში და შეყვარებული გყავს და სხვა გოგოს უგზავნი ყვავილებს მის ნაცვლად
-ჩემთვის ვაფშე არაა ეგ პრობლემა
-შენთვის არა და აბა მაგ გოგოს მხრიდან შეხედე ამ საკთხს
-კარგი ვიფიქრებ მაგაზე
-ეგრე რა, წავედი და გამოგივლი საღამოს
-კაი მიდი

_________________________
ესეც მეხუთე ნაწილი, ვეცდები ნელნელა უფრო გავზარდო თავები. მადლობა



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons imedia male gaigebs taso, guga ra chiticaa

 


№2  offline წევრი Barbare_22.

მადლობაა❤️❤️ჰაჰაჰა ხო ვნახოთ რა იქნება

 


№3  offline წევრი გიკი გოგო

ვინმემ მასწავლეთ მოთხრობა როგორ დავდო ვიცი უადგილოა მარა... დამეხმარეთ რა

 


№4 სტუმარი Guest Luna

არ მომწონს გუგას პერსონაჯი და ცოტა გამოაკეთე რა .
აი ცოტაღა მიკლია ამ ისტორიას თავი რომ გავანებო.

 


№5  offline წევრი Barbare_22.

ამ ისტორიას ვწერ ჩემს თავზე, ამიტომ ყველაფერს ისე ვყვები (თითქმის) როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. გუგას პერსონაჟი ნამდვილად შეიცვლება და ვფიქრობ მოგეწონება მისი გარდასახვა. იმედია გააგრძელებ კითხვას ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent