შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1 ნაბიჯიი ბედნიერებიდან უბედურამდე


1-07-2017, 18:30
ავტორი Mariam Bregvadze
ნანახია 946

ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისათვის,რომ დახარჯო დრო უსარგებლო საქმისათვის.... მამაჩემს შედარებით განსხვავებული აზრი გააჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით,ამბობდა სანამ ცოცხალი ხარ ის უნდა გააკეთო რაც გინდაო. ერთი მხრივ ვეთანხმები,მეორე მხრივ კი არა.. როგორც დედაჩემი ამბობდა ყველაფერს თავისი ახსნა აქვს,გააჩნია ვინ მეტ არგუმენტს მოიყვანს მე თუ მამა მშობლებმა ერთმანეთი "ბნელ 90-იანებში" გაიცნეს,როცა ყველა მანდილოსანი "პატიოსანი" და ყველა მამაკაცი "ვაჟკაცი" გახლდათ,მიუხედავად გაჭირვებული ცხოვრებისა..
ამაზე ხშირად ვეკითხები,თუმცა დედა მოკლედ შემოიფარგლება,არ ვიცი რატომ,არ ახსოვს? არ უნდა მოყოლა? თუ უბრალოდ ეზარება. სასაცილო კი ის არის ,რომ ორივეს განსხვავებულად არასერიოზული დამოკიდებულება აქვს,რაც ჩემთვის მეტად არადამაკმაყოფილებელია.. ამიტომ ხშირად ვეკითხები,მიუხედავად ჩემი მოსაბეზრებელი კითხვისა..
მოგვიანებით გავჩნდი მე ანასტასია,როგორც ვიცი ბებიის საპატივცემულოდ დამარქვეს,პირველი ჩიტი,ასე მეძახიან ოჯახის წევრები. მყუდროება კი 4 წლის შემდეგ პატარა ძმამ გეგამ დამირღვია,რაც მეტად არასასიამოვნო გრძნობა იყო. სინამდვილეში მე ის ძალიან მიყვარს.
ცხოვრებას მეტისმეტად ნათელ ფერებში ვუყურებდით 10 წლის მმანძილზე,თუმცა ვიცით რომ კარგს ცუდი თან ახლავს,ცუდს კი კარგი.
სოფელში ვცხოვრობდით. სოფელში სადაც სახლები მეტნაკლებად ახლოს არიან ერთმანეთთან,არც სიმდიდრით გამოირჩეოდა და არც ადამიანებით,სიმარტლე გითხრათ არც კი ვიცნობდით. სამაგიეროდ სოფელი სავსე იყო ხეხილით,ბუნებით,სიმშვიდით.. ვფიქრობ,სულ ასეთი ცხოვრება მენდომებოდა. არ ვიქნებოდი ფულზე შეყვარებული გოგონა,არც ქალაქელი ყოყოჩა,ყოველთვის იმით ვიყავი კმაყოფილი რაც მქონდა. სკოლა მეორე სოფელში მქონდა ამიტომ ყოველდღე ადრე ვდგებოდი,რომ სკოლის ავტობუსისთვის მიმესწრო. მიყვარდა ავტობუსი.. სოფლელ ბავშვებზე დაკვირვება,მათი მეამიტი თვალებიდან ბევრ რამეს ამოიკითხავდით..წამში შეაყობდი ვის უჭირდა,ვის ცუდი მშობლები ყავდა,ვინ იყო ბედნიერი და ვინ უბედური. მე-4 კლასს ისე მივაღწიე არც ერთი მეგობარი არ მყავდა,ფრიადოსანი ვიყავი,თითოეულ მასწავლებელს ვყვარდი რაც მეტად სასიხარულო გახლდათ. ამბობდნენ დიდი მომავალი გელის წინოო. ბებია და ბაბუა არ მყოლია,დედასაც და მამასაც ადრეულად დაეღუპათ მშობლები,მამას ძმა ყავდა მას კი შვილები,რომლებსაც არც კი ვიცნობდით,ბიძია ერთხელ მყავს ნანახი,როცა საბუთების წასაღებად იყო ჩამოსული. დედას კი არავინ ყავდა,მამამ მიატოვა,დედა გარდაეცვალა რის გამოც ბებია ზრდიდა,დიდი სანათესაოთ არ გამოვირჩევით თუმცა ამაყად ვიტყვი რომ ერთმანეთი გვყოფნიდა..


დასაწყისშივე ავღნიშნე თუ როგორი ცვალებადია ცხოვრება,არ ვიცი კარგია თუ არა ეს ფაქტი თუმცა ვიცი რომ მის მიმართ თითოეული ადამიანი უძლურნი ვართ. მახსოვს მაშინ სულ რაღაც 10 წლის ვიქნებოდი,ჩვეულებრივი დღე იყო,არაფრით გამორჩეული,მამა ბოსტანში,დედა სამზარეულოში ჩვენ კი ტალახში.. მზე ჩასული არ იყო რომ უზარმაზარმა მანქანამ კართან იგრუხუნა და წამში გაჩუმდა,იქიდან კი ისეთივე უზარმაზარმა კაცმა ამაყად გადმოაბიჯა ჭიშკარს ფეხი,არასასიამოვნო მზერის საფუძველზე ხმამაღლა წამომაყვირა და 1 წუთში მამა ჩემთან გაჩნდა. იმ უცხო ახმახი კაცის დანახვაზე სახე ახლადამოსული მზესავით გაუბრწყინდა და ისე მხურვალედ მოეხვია,როგორც შეშინებული
გეგა ძილის წინ დედას.. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩემი ძმა აიყვანა ხელში,დავარცხნილი თმა აუჩეჩა და დასვა,ახლა ისიც არ ეყო რომ ხელი დამავლო და მაკოცა,როგორც კი თვალს მოეფარა ხელის დასაბანად გავიქეცი.. არვიცი ასეტი ნეგატიური გრძნობა რატომ დამეუფლა ის ხომ ბიძაჩემი იყო.. 1 კვირის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა,როგორც ჩანს ჩვენი დიდი ხნის სტუმარი გახლდათ,სახლიდან მხიარულების ხმა ყოველ დღე გადიოდა,გარდა დედისა რომელიც მთელი დღეების განმავლობაში სუფრის დალაგება-ალაგებაში ანდომებდა,იმდენად მეცოდებოდა რომ ერთხელ თეფშების დალაგება მე თვითონ გადავწყვიტე,თუმცა ისინი ჩემზე მძიმე აღმოჩნდა და სამზარეულოში მიმოიფანტა,ამის დანახვაზე დეედა ძალიან გაბრაზდა და ლოყაში მწარედ გამოქანებული სილა მტკიცა.. 10 წელს ისე მივადექი ჩემთვის არცერთს თითი არ დაუდია ამიტომ უფრო მეწყინა და ჩემს ოთახში გავიქეცი,მარტოობა მაფიქრებს და თქვენ წარმოიდგინეთ სწორად,მიუხედავად ჩემი აწითლებული ლოყისა დედას ვაპატიე,გადაიღალა, მე კი ულევ საქმეს კიდევ ერთი დავუმატე.. ღამე კი მისმა ცხელმა ტუჩებმა გამაღვიძა ნატკენ ლოყაზე,რომ ქონდა მოდებული და ცრემლით რომ მისველებდა...
დრო გადიოდა,წელიწადის დროები მალევე შეიცვალა და კარს სუსხიანი ზამთარი მოგვადგა. ახლა უკვე ახალი ტემპით,ყოველდღე მშობლების ჩხუბით და ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით.. ბიძაჩემი კვლავ ჩვენს სახლში ცხოვრობდა,იქამდე სანამ ვიღაც ქალმა ტელეფონზე არ დაურეკა და გიჟივივით გავარდა,იმ დღეს მამა სახლში არ იყო ამიტომმისი წასვლა დედას დააბრალა..
- ვიცი შენ ეტყოდი რამე მწარეს!
გაბრაზებული უყვიროდა კედელზე ატუზებულ ქალს და დროდადრო ღვინით სავსე ბოთლს მოიყუდებდა. ერთი ბოთლი მეორეთ იცვლებოდა,მეორე მესამით,მესამე მეოთხედ და როცა უკვე მეხუთეს მიაღწია იფეთქა,საბრალო ქალი კედელზე მიანარცხა და მწარედ ცემა დაუწყო,პატარა გეგას თვალებზე ხელს ვაფარებდი და განწირული ვყვიროდი,საბედნიეროდ მალევე შემოვარდა მეზობელი და მამა სახლიდან გაიყვანა.. კედელზე მინარცხებული,თვალებდასიებული და სისხლში ამოსვრილი ქალი ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოდგა,მხურვალედ მიგვიხუტა და ეცადა ეს დღე ჩვენთვის დაევიწყებინა,მის მერე 2 კვირა გავიდა და მამა არ გამოჩენილა,სიმართლე გითხრათ არც მადარდებდა,პირიქით..
წელიწადის 3 დროც გადავაგორეთ და შემოდგომას მივადექით,გახარებული გეგა სკოლაში
გავუშვით და როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდით სახლში გაშოტილი მამა დაგვხვდა,დედა კი მის საყვარელ სავარძელში მოკალათებულიყო და თვალები დაეხუჭა,მისი თეთრი სახე უფრო გათეთრებულიყო ხოლო ცხელი და წითელი თუჩები გალურჯებულიყო,ფერთა ეს შეხამება მას უფრო მეტად ალამაზებდა,ის მკვდარიც ლამაზი იყო..



იმ დღეზე მეტს ვეღარაფერს მოგიყვებით,მიჭირს ამის გახსენება,თქვენ ზიხართ და ჩემს ისტორიას მწუხარე სახით კითხულობთ და არც იცით ჩემს გულში რა ტრიალებს. ქარბორბალასავით ბრუნავს კარგი და ცუდი მოგონებები. დედამ დაგვტოვა თუ არა მამამ მედა გეგას ხელი დაგვავლო და იქ წაგვიყვანა სადაც ყველაზე მეტად არ მინდოდა. თეთრ მარშუტკას წინ მოვუსხედით,ვხედავდი აქამდე უნახავ უზარმაზარ სახლებს,შენობებს,სკვერებს. ხელგამოშვერილ დაძონძილ ქალებს თუ კაცებს. მხიარულ ახალგაზრდებს და პატარა მომღიმარ ბავშვებს. ერთი სიტყვით მომეწონა,ქალაქმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ბევრი რომ არ ვიბოდიალო მივადექით 16 სართულიან უზარმაზარ შენობას,რომლის მე- 9 სართულზე ბიძაჩემი გველოდა ან არ გველოდა.
უზარმაზარ რკინის კარებს მოკრძალებულად მივუკაკუნეთ და აი როგორც იქნა გაიღო კარიც.
- დათო მესხი მინდოდა. იკითხა გაკვირვებულმა მამამ.
- სახლში არ არის. გადავცე რამე? ეს კითხვა იყო სახლიდან გასული ბიძაჩემი რომ ჩაგვება საუბარში,ხალათ შემოცმული და პირსახოც შემოკრული კაცი გაფართოებული თვალებით გვაკვირდებოდა,დიდი პაუზის შემდეგ კი როგორც იქნა სახლში შეგვიპატიჟა,უზარმაზარ დივანზე მოგვაკალათა და მისი მეუღლე გაგვაცნო. ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა და ბოდიშის მოხდით ბიძია გაიყვანა. სახლი დიდი იყო,ვაკვირდებოდი უამრავ კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს რომლებმაც მათი ოთახის კარამდე მიმიყვანა.
- ესენი აქ არ იცხოვრებენ! მკაცრად უყვიროდა ქალი ბიძიას.
- ჩემი ძმაა ხო არ გავაგდებ.
- არ მაინტერესებს. ეს მათხოვრები ჩემ სახლში არ იცხოვრებენ.
- კი მაგრამ ლიზა,მაშინ როცა შენთან ნაჩხუბარი ვიყავი მათ შემიფარეს. შენ კი ახლა მთხოვ გავაგდო?
- შენ თუ არ იზავ ამას მე ვიზავ. კარი უხეშად გააღო,წარბშეუხრელად ხელი დამავლო მამასთან მიმიყვანა და ბრძანა.
- წადით აქედან! გაკვირვებული მამა ბიძიას მიუტრიალდა და მის პასუხს დაელოდა. იდგა კედელთან და ჩვენს მოქმედებას უკვირდებოდა. სასოწარკვეთილმა მამამ ბარგი აიღო და სახლიდან გაგვიყვანა. აი ასე გადაგვიხადა სიკეთე სიკეთით საყვარელმა ბიძიამ.
ამანაც გაიარა,კვლავ დაიწყო სეზონმა თავიდან ათვლა. მე და ჩემი პატარა ოჯახი დევნილთა სახლში ჩაგვასახლეს, იქვე სკოლაში გავაგრძელეთ სწავლა. კვლავ ორივე ფრიადოსანი,ნიჭიერი და მშრომელი. აი მამამ კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მუშაობა დაიწყო. ყოველ თვე მე და გეგას 10 - 10 ლარით გვაჯილდოვებდა,ის დღე უდაოდ ბედნიერი იყო. თითქოს თავიდან დავიწყეთ ცხოვრება,1 ნაკლით - დედას გარეშე. საბოლოოდ მივაბიჯე 18 წელს, სკოლას ვამთავრებდი, ჩემი 14 წლის ძამიკო კი ის გეგა აღარ იყო. არც სკოლაში დადიოდა და არც სახლში ატარებდა დროს დიდხანს. გამოიცვალა,ჩემი გეგა წარსულს ჩაბარდა და ახალ საძაგელ გეგად გადაიქცა,მამა გამოსწორდა,გეგამ კი მისი მოვალეობა გააგრძელა. სკოლაში ამბობდნენ პატარა ბავშვი ნარკოტიკებს იღებსო,რათქმაუნდა არ დავიჯერე,ის ხომ ჩემი ძმაა,მე გავზარდე! ზოგჯერ ვცდები ხოლმე მეც. 2008 წლის 13 ოქტომბერს გეგა ნარკოტიკებმა შეიწირა,ახლა უკვე გაზრდილმა ანასტასიამ 23 წლის გოგო,რომელიც ბედნიერებაზე ოცნებობდა ძმის სიკვდილმა გაანადგურა და დააჩაჩანაკა. მამის დაუდევრობის გამო შეიწირა ოჯახი,ახლა კი იჯდა მის საფლავთან და მოსთქვამდა.

- მაპატიე! იძახდა მაპატიეო თუმცა რა?გგონიათ გულით ამბობდა?ქელეხში აწეული ღვინით სავსე ჭიქა ხელიდან გამოვტაცე და იატაკზე დავანარცხე. ცხარე ცრემლები ლოყაზე მიყოლებით მსდიოდა. არ ვიცი გეგამ თუ აპატია იმ ქვეყნად,თუმცა მე უარზე ვარ ამ ქვეყნად.

2010 წელია,გაზაფხული,1 მარტი,ქარიან ქუჩებს მივუყვები და ვუხვევ იქ სადაც ადამიანები მელიან,ადამიანები რომელთაც უნდათ დასძლიონ დამოკიდებულებას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიერ.



№1 სტუმარი Ani

vitire deda ro moukvdaa

 


№2  offline მოდერი ენემი

ეს მოკლე ისტორია იყო თუ გაგრძელება აქვს?

 


№3  offline წევრი Mariam Bregvadze

მოკლე ისტორია იყო,დასასრულიდან გამომდინარე გაგრძელებაზე არც მიფიქრია ^^
ენემი
ეს მოკლე ისტორია იყო თუ გაგრძელება აქვს?

 


№4 სტუმარი Nia

kochag maaaariam

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent