სულს მოგცემ!(4)
საწოლში ტანსაცმლით დაწვა ,უფრო სწორად საბანზე დაწვა და პლედი დაიფარა. დილით რომ გაიღვიძა უკვე მშვიდად იყო, თავი შეძლებისადგვარად მოიწესრიგა და ოთახიდან გავიდა. კართან არავინ იყო პირველ სართულზე ქალები შენიშნა , ფორმების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით მოსამსახურეები იყვნენ . -დალი წვენი მომიმზადე - სანამ კიბეს ბოლომდე ჩაივლიდა თორნიკე გამოვიდა საიდანღაც სულ მთლად ოფლიანი იყო მაისური ტანზე ჰქონდა მიკრული ,ხელში მობილური ეჭირა და ყელზე ყურსასმენები ჰქონდა რომელსაც იშორებდა და შორტის ჯიბეში იდებდა მარიამს რომ შეხედა. მერე საათს დახედა-არასდროს იღვიძებ უფრო გვიან? სამზარეულოში დალი დაგხვდება უთხარი რა გინდა და მოგიმზადებს -თქვენს ბატონს როდის ვნახავ! კომფორტული საწოლები გაქვთ მაგრამ აქ დიდხანს ყოფნა არ მინდა ! -როცა გაიღვიძებს მაშინ! -და როდის იღვიძებს იქნებ მითხრა -როცა მოუნდება მაშინ!-უკვე მის გვერდით იდგა ისევ ისეთი სახით უყურებდა როგორც ბოლოს ,გვერდი აუარა და საფეხურები წამში აირბინა. საუზმობის შემდეგ მისაღებში გავიდა,იმხელა სახლი იყო ეშინოდა არ დაკარგულიყო. ფანჯრიდან აკვირდებოდა ეზოს ნაწილს და ბიჭებს რომლებიც გაქვავებულები იდგენენ და ნაწილს რომლებიც მთელს სახლს წრეს არტყავდნენ. იმდენ ხანს დასჭირდა ლოდინი რომ ყველაფერი დაათვალიერა რაც კი შეეძლო, ბევრი დასკვნაც გამოიტანა და ახლა უკვე ფანჯრიდან დასახლების ხედს უყურებდა. -მესამეზე ტერასაზე გელოდება -თორნიკეს ხმამ შეაკრთო იმდენად სწრაფად გაისმა ოთახში,მაგრამ კივილიც არ დაუწყია. უცებ შებრუნდა უკან ეს იყო და ეს- ისე ნუ იზამ იქედან ფრენა რომ მოგიხდეს ! - ზურგი აქცია და გასვლას აპირებდა -ძალიან კი გინდა ,მაგრამ მეეჭვება ეგ მოხდეს - მარიამმა მშვიდად მიუგო და წარბშეკრულ ბიწს გვერდი აუარა. კიბეზე მშვიდად ავიდა, იმდენ ხანს ალოდინა ბატონმა ახლა სირბილით არ ეახლებოდა, გამორიცხული იყო .თანაც განგებ ხომ არ აგვიანებდა ასეთი სიაურლის მანერა ჰქონდა. როგორღაც ავიდა მესამე სართულზე და უზარმაზარ აივანზეც გააღწია. უზარმაზარ სავარძელში იჯდა ბატონი და ხედს გაჰყურებდა. სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა მუდამ არეული თმები დაევარცხნა ისე რომ ნამდვილ პრანჭია თინეიჯერს გავდა, ერთი ზომით პატარა მაისურში და ჯინსის შარვალში გამოწყობილს ფეხზე სავი კედები მოერგო და ახლა 21-ე საუკუნის მეფესავით იჯდა . -გამარჯობა მარიამ- ნაბიჯი არ ჰქონდა დადგმული აივანზე მისკენ რომ მობრუნდა -შუადღემშვიდობის- დროზე ხასგასმა მაინც გააკეთა და სავარძელში დაჯდა. -იქედან დავიწყებ რომ შენთან მტრობას არ ვაპირებ...მართალია გუშინ ზღვარს გადააბიჯე,მაგრამ მესმის მე გავბრაზდებოდი შენს ადგილას - ისე ესაუბრებოდა ნამდვილად არ ჰგავდა უტვინო მებრძოლის , რომელმაც მხოლოდ ძალის სწორად გამოყენება იცის. ლამის მოუნდა დიდხანს მოესმინა ისედაც საოცარი ხმა ჰქონდა და ახლა მშვიდად რომ ესაუბრებოდა სასიამოვნოც კი იყო. -ორი კითხვა მაქვს პირველზე აუცილებლად უნდა მიპასუხოთ მეორეზე კი იმ შემთხვევაში თუ ჩემს აქ დატოვებას გეგმავთ -გამოვიცნობ. გაინტერესებს ვინ ვარ და რატომ ხარ აქ შენ -გამოიცანით .გაბრიელს ვკითხე ერთხელ „რატომ მე“ მაგრამ არაფერი მიპასუხა და იმედია თქვენ არ სეცვლით თემას კითხვის თავიდან ასაცილებლად -პირველ რიგში შემოთავაზებას გაგაცნობ თუ დამთანხმდები მაშინ ორივე კითხვაზე მიიღებ პასუხს -ოხ ეს თქვენი შემოტავაზებები... ისე უნდა მოიქცე როგორც გაბრიელი?უბრალოდ მეკითხბეი რეალურად კი იცი რომ დაგთანხმდები -შემოთავაზება რადგან დახვეწილია შესაბამისად ვიცი რომ დამთანხმდები ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გაგაცნო პირობები -გისმენთ -ერთი წლის შემდეგ როცა დიპლომს აიღებ...ისევ არავინ მიგიღებს კლინიკაში მიუხედავად იმისა რომ მაღალ ქულებს აიღებ გამონდება ვინმე ვინც დიდ თანხას გადაიხდის თავისი გენიოსი შვილისთვის და მას აიყვანენ შენს ნაცვლად! შენი ოცნება კი აუსრულებელი დარჩება რადგან უბრალო სამსახურში ვერასდროს დააგროვებ თანხას სწავლის გაგრძელებისთვის -იმასთან ერთად რომ ამ ხნის განმავლობაში მითვალთვალებდით ჩემს ფიქრებსაც კითხულობთ? -ერთი წლის შემდეგ როცა თავისუფალი იქნები ჩემთან მოხვალ მხოლოდ იმ აუცილებელი ნივთებით რომლებსაც შენთვის მნიშვნელობა აქვს და ავტომატურად მიიღებ თანხას რომელიც მთლიანად დააფინანსებს შენს სწავლას ,ცხოვრებას ნებისმიერ ქვეყანაში რომელსაც აირჩევ და სანაცვლოდ ერთ წელს გაატარებ ჩემს გვერდით - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ განაგრძო- ანუ გააკეთებ ყველაფერს რაც დამჭირდება და დაგავალებ .ნებისმიერი რამ მოიაზრება ამაში გარდა ვინმეს მოკვლისა და ჩემთან დაწოლის! -და თუ იმდენად მზიმე იქნება ჩემთვის ეს საქმე...ან უბრალოდ ვერ შევასრულებ და ერთი წლის ნავცლად ერთ თვეში წავალ ? - მაშინ იმ წლის ბოლოს ზუსტად იმდენს მომიტან რამდენსაც შენს ანგარიშზე ვრიცხავდი თუ სხვა სამსახურში შეძლებ ამდენის შოვნას! -ახლა აქ რატომ ვარ ...რატომ ერთი წლით ადრე -არც უნდა ყოფილიყავი... გუშინდელმა ინციდენტმა დააჩქარა მოვლენები უბრალოდ -იქნებ ამ ერთ წელში აზრი შეიცვალოთ აქ მოვიდე და თქვენ აღარ გინდოდეთ ჩემთან თანამშრომლობა -აზრს არასდროს ვიცვლი! -რატომ მე? -პასუხი ძალიან მარტივია ...თავად კითხვაშია მარიამ -ასე უბრალოდ ჩემმა ხასიათმა მოგხიბლა? -მომხიბლა არაშესაბამისი სიტყვა...უფრო მჭირდება შენი ხასიათი ,მაგრამ არც ისე რომ ამ საჭიროების გარეშე ვერ ვიცხოვრო -სამ წელს ხარჯავთ ამ საჭიროებასთან ერთი წლის გატარებისთვის... და ვინ ხართ თქვენ? -დღეს უბრალოდ ალექსანდრე ერთი წლის შემდეგ ვნხოთ როგორი იქნება ჩემი ავტოპორტრეტი...თორნიკესთან მიდი იქ მიგიყვანენ სადაც გინდა -ეს ერთი წელი მე და თქვენ -მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს შენ მიმტანი ხარ მე მებრძოლი ბოლოჯერ შეხედა მის მუქ თაფლისფერ თვალებს და დაიფიცებდა რომ ეს არ იყო მისი ნამდვილი ფერე,მერე რა რომ არ ახსოვდა ნამდვილი იცოდა რომ არ ჰქონდა თაფლისფერი თვალები . დარწმუნებული იყო რომ ახლა მის წინ მჯდომს ლინზები ეკეთა. მიდიოდა,მშვიად ტოვებდა სასახლის ეზოს . მძღოლი ჩუმად იჯდა მანქანა დასახლებიდანაც გავიდა ამჯერად სრულ გზას გადიოდა ,ზუსტად 5 საათი იყვნენ გზაში შემდეგ პირდაპირ სადარბაზოსთან გაჩერდა მანქანა და საბოლოოდ დაემშვიდობა ალექსანდრეს. სამსახურში არ მისულა იმ ღამით. დილით მივიდა იმ დროს როცა გაბრიელი კაბინეტში იქნებოდა -მარიამ? იქ არ ხარ? -ხო აქ ვარ...იმედია ჩემს ადგილას სხვა არ აგიყვანია -არა არავინ...მაგრამ როგორ -შენს მეგობართან გასაუბრება მოგიწევს მაგ საკითხთან დაკავშირებით ახლა კი შვებულება მჭირდება ოქტომბრამდე . ან შვებულებას მივიღებ ან წავალ ! -ვიპოვი ვინმეს...მაინც არ მოვა დიდხანს ლექსო აქ .სადმე მიდიხარ ? -არ ვიცი ჯერ ... ალბათ წავალ -კარგი ... საკაიფო დასვენებას გისურვებ -მადლობა ...ნახვამდის -შეხვედრამდე ! აი ასე წამოვიდა იმ შენობიდან. ერთ საათში ბარგი ჩაალაგა ,სახლი მიალაგა ყველაფერი გაამზადა წასასვლელად და მთელი ორი თვით გაეცალა იმ წყეულ ადგილს. ზღვისპირა კურორტს მიაშურა სასტუმროსი ოთახი იქირავა და ახლა უკვე ფართოდ გახელილი თვალებით აკვირდებოდა ხედს. უყურებდა ყველაფერს რისიდ ანახვაც შეეძლო და ტკბებოდა ამ საოცარი სანახაობით. ზღვა მისთვის საოცრება იყო ...ყველაფერი იყო! საათობით შეეძლო ეყურებინა მშვიდი ტალღებისთვის ,თითქოს ელოდებოდა როდის დაიწყებდა ღელვას. განებივრებული არ იყო ამ სანახაობით, მაგრამ შორიდან მაინც ეტრფოდა ზღვას. ახლა როცა დრო და საშუალება ჰქონდა იჯდა და ტალღების ცქერისას ყველა მოგონება კადრებად გადიოდა მის თვალწინ. ცრემლები მოგონებებთან ერთად იღვრებოდა და ლურჯ ტალღებს ერეოდა , რომელიც შიშველ ტერფებზე ეხებოდა. წამოდგა და ზიღრმისკენ სვლა დაიწყო თითქოს ოკეანესთან შერწყმა სურდა, როცა ყელამდე დაფარა წყალმა თვალები დახუჭა და ფსკერისკენ სვლა დაიწყო. როცა უჟანგბადობისგან ფილტვების ტკივილი იგრძნო ზედაპირისკენ დაიწყო ზურვა , ღრმად სუნთქავდა და უღრუბლო ცაზე კაშკაშა მზეს უყურებდა. შემდგე ტივტივებდა, ხელებსაც არ ამოძრავებდა ტალღებს მიჰყვებოდა მანამ სანამ სხეული არ გაეყინა. ერთი თვე სრულ სიმშვიდეში გაატარა, შემდეგ უსაქმოდ ყოფნა მობეზრდა თითქოს მოიწყინა კიდეც , დამძიმდა ხასიათი გაუფუჭდა და ამინდიც იმდენად შეიცვალა რომ ზღვის ცქერაც აღარ მოსწონდა. აშინებდა ტალღები წვიმისას, თითქოს მისი ცხოვრებაც აირეოდა თუ სულ დინებას მიჰყვებოდა. ახლადნაწვიმარ ქალაქში ზღვის და წვიმის სურნელი ერთმანეთს ერეოდა. ისევ მოღრუბლული იყო, საკმაოდ ციოდა. გრძელ სწორ ნაცრისფერ სარაფანზე თბილი შავი ჟაკეტო ჰქონდა მოცმული ხელები მკერდტან გადაეჯვარედინებინა და ასე ებრძოდა სიცივეს. ცხვირზე დაკოსილი სათვალით უჩვეულო მზეს უმალავდა თვალებს. უცნაური ამინდი იყო ღრუბლები ,მზე ,წვიმა , ქარი ყველაფერი ერთმანეთს ერეოდა უჩვეულოდ გრძნობდა თავს თითქოს რაღაც სურდა და ვერ ხვდებოდა რა. სანაპიროზე გრძელ ხის სკამზე ჩამოჯდა , ტალღები ისევ ძლიერად ეხეთქებოდა ნაპირებს .თვალები დახუჭა და უკეთ შეიგრძნო ზღვის მოტანილი სურნელი , სათვალე მოიხსნა და სიამოვნებისგან გაეღიმა როცა მზის სხივების შეხება სახეზე იგრძნო . დიდხანს იჯდა ასე, მზე თანდათან ჩადიოდა, სუსტდდებოდა მისი ნათება ის კი გაუნძრევლად იჯდა მშვიდად სუნთქავდა და იღიმოდა -თვალები გაახილე ... ამ ხედს უნდა უყურებდე ისე ვერ შეიგრძნობ- ნაცნობი ხმა რომ გაიგო თვალები სწრაფად გაახილა . ალექსანდრე მის გვერდით იჯდა ისევ ისეტი გამოწყობილი იყო როგორც ბოლოს საკუთარ სასახლეში . უყურებდა მზე როგორ უერთდდებოდა ზღვას და ოდნავ იღიმოდა ,არა ეს ღიმილი არ იყო უბრალოდ მოღუშული ან მკაცრი სახე არ ჰქონდა.. შეეშინდა, გრძნობდა პირველად რომ ახლა ნამდვილად სჭირდებოდა გრზნობები. მაგრამ საკმარისი მაინც არ ჰქონდა, ისე არ ეშინოდა როგორც უნდა ყოფილიყო, მაინც მშვიდად იყო მაინც არ მიუყრია კითხვები და არ ჩავარდნილა ისტერიკაში. ხედს გახედა ,მართლაც საოცრება იყო ახლა ყველაფერს ერთად გრძნობდა და შეუძლებელი იყო იმ წამებსი ცუდზე ეფიქრა.შემდეგ კი ალექსანდრემ გაუმარტივა ყველაფერი, ისე ესაუბრებოდა თითქოს ყველაფერი იოლი იყო ძალიან იოლი -მეგობრებთან ერთად გასართობად ჩამოვედი , ადგილის არჩევისას შენი აქ ყოფნაც გავითვალისწინე . დღეს მელანქოლიკს გავხარ -არ მითხრა რომ მოგენატრე -ნუ იქნები ირონიული...არ გიხდება და საჭიროებაც არ გაქვს დამიჯერე -ახლა უნდა მეშინოდეს -მაგრამ არ გეშინია -უნდა ვგიჟდებოდე...ვერ უნდა ვიტანდე ამ მდგომარეობას ...შენ და გაბრიელს უნდა გიშორებდეთ თავიდან და ყველაფერს რაც თქვენთანაა დაკავშირებული -მაგრამ ამას არ გააკეთებ -შენ ჩემს ცხოვრებას აკონტროლებ...მითვალთვალებ, ისე იგებ ყველაფერს ჩემზე ,ჩემს ცხოვრებაში ერევი რომ მე არაფერს მეკითხები -შენ ამით არ წუხდები... შენ ცხოვრებაში არაფერი იცვლება. უზრუნველყოფილი ხარ ისე როგორც არასდროს და თან შენი შრომით არავინ არაფერს გჩუქნის არც გართმევს და ეს იცი. დავიჯერო გინდა ჩვეულებრივი იყო? -ჩვეულებრივი ვარ... არაფრით გამორჩეული ! -სისულელეა! -სულელურად შენ იქცევი ... ტყუილად ხარჯავ დროს ჩემს გამო ან უბრალოდ მახეს მიგებ და სიმართლეს არ მეუბნები იმ შენს მონათხრობში რომელიც იმდენად მარტივად ასახე რომ ყველაზე დიდი პესიმისტიც დაგეთანხმებოდა საშინელებების წარმოდგენის შემდეგაც კი -და ვინ გითხრა რომ იმ ერთი წლის განმავლობაში ხელისგულზე დაგისვამდი და ცივ ნიავს არ მოგაკარებდი მე უბრალოდ გითხარი რომ არ გაგ*** რადგან ისედაც იმდენი ქალი მახვევია გარს გული რომ არ დავწყვიტო რომელიმეს და ერთმანეთი არ დახოცონ ერთად ვწვები რამდნეიმესთან ... -ახლა უკვე შენ ცინიკოსობ! -არ მიხდება ხო ვაიკაცური ბლატავი -ჩვენ მეგობრები ვიყავით წინა ცხოვრებასი და შენ გახსოვარ თუ რა ხდება -ცოტა ხნით მინდა მშვიდად ვიყო დამღალა ხალხმა ცემს ირგვლივ რომლებიც ვერ მიგებენ და ტვინს მტკენენ ...შენ კი ჩემნაირი ხარ -ახლა უკვე დამცინი ... -რატომ -მე ორმაგი ცხოვრება არ მაქვს... ერთი მაქვს და იმაშიც არ მაქვს ისეთი პოპულარობა როგორიც შენ, არ ვარ დედოფალი, არც ისეთი გარეგნობა მაქვს ხალხი რომ გავაგიჟო ...ჩვეულებრივი ვარ მე ნაცრისფერი...ზოგჯერ საერთოდ უფერო ვარ ცარიელი შენ კი მრავალფეროვანი ხარ არა ნათელი ფერებით ,მაგრამ მაინც მრავალფეროვანი -იცი რა ბედნიერი ხარ მარტივი ცხოვრება რომ გაქვს? -მარტივი ცხოვრება ... მარტივი ცხოვრება როგორ გიყვართ მილიონერ მამიკოს ბიჭებს იმის თქმა რომ ბედნიერება სიღარიბეშია, ბრაზდებით თქვენს გარეწარ მამებზე და გინდათ ობლები იყოთ, ვიღაც ფულის გამო გყიდით ,ფულის გამოა თქვენთან და ეგ ფული გეზიზღებათ ამ დროს ვერ ხვდებით რომ საშინელებაა როცა იმაზე ფიქრი გიწევს ერთი წლით ადრე რას შეჭამ მერე ... -თუმცა შესაძლებელი ყოფილა ობოლმა გოგონამ ისე იცხოვროს რომ არც მათხოვრად იქცეს არც კახპ*დ , არც იშიმშილოს არავის წაართვას,არავისგან იჩუქოს , სიბრალული არ დაიმსახუროს და აკითრი თავი არ დაკარგოს ! შენ გეშინია რომ დაკარგავ მე კი აღარ გამაჩნია საკუთარი თავი ...დიდი ხნის წინ დავკარგე და ახლა აღარც ვიცი როგორია სინამდვილეში ალექსანდრე! -როგორ ახერხებ -რას -ასე მარტივად საუბარს ყველაფერზე -შენ მარტივად ფიქრობ და არ საუბრობ ...მე ვფიქრობ და თან ვსაუბრობ -რატომ მგონია რომ არაორდინალური მეძ**ი ვარ -რააა?- ბიჭი დიდხანს იცინოდა მერე დამშვიდდა და ისე შეხედა მარიამს რომ ეს უკანასკნელი იზულებული გახდა ზღვისტვის თვალი მოეშორებინა და ბიჭისკენ გაეხედა-შენ ფულის გამო არ თანხმდები შენთვის სასარგებლო შემოთავაზებას, იმ გეგმის გამო რომელიც გაქვს . ეს თანხა სწორედ აუცილებელია იმისთვის რაც შენ გჭირდება . არ მინდოდა ასე გამოსულიყო მთელი წელი ამაზე უნდა იფიქრო -არ ვიფიქრებ... უკვე მიღებული მაქვს გადაწყვეტილება ახლა უბრალოდ რადგან ვსაუბრობთ ... -არ მეტყვი რა გადაწყვიტე? -არ მეტყვი რატომ მითხარი ერთი წლით ადრე ? შეგეძლო სახლიდან ისე გაგეშვი თითქოს უბრალოდ ჭრილობის გამო ვიყავი იქ -იცი რატომაც... -შენ კი პასუხი იცი ! ელოდი რომ დავიწყებდი სამსახურის ძებნას ...მერე იმედები გამიცრუვდებდოა რადგან ამ კორუმპირებულ ქვეყანაში ვერ ვიპოვი ისეთ ადგილს სადაც სევძლებ ერთ წელში გამოვიმუშაო ამდენი ფული და ბოლოს მაინც შენს სასახლეში მოვიდოდი ! -ახლა უბრალოდ გაინტერესებს რისი გაკეთება მოგიწევს ხომ? აღიარე რომ ავადმყოფი გგონივარ რომელიც რამე საოცრებას დაგავალებს -რა არ ხარ? -მიწევს რომ ვიყო...ისე მართლა ფერადი ვარ შენგან განსხვავებით,მაგრამ სიჭრელე არ მიყვარს არც შენ გიყვარს და სულ არ გაწუხებს შენი „უფერობა“ პირიქით ეს მოგწონს საკუთარ თავში -შენთან რომ მოვალ მიპასუხებ მეორე კითხვაზე ? -როგორ უნდა გითხრა ვინ ვარ...ამის თქმა შეიძლება? -მოხერხებული და გამოცდილი მოსაუბრე ჩანხარ ... -გინდა დრო შევამცირო? -არა ... არ მინდა -კარგი გავიდეს ერთი წელი...არსად მეჩქარება -რატომ უნდა ვიყო მაინცდამაინც იქ ... -იქ უნდა იყო სადაც მე ... სწავლის პერიოდში კი ამას ვერ მოახერხებ დამიჯერე ! -მიზეზი თუ მე ვარ რატომ გინდა შენთან ვალში ვიყო...შენ ბატონი მე კი მონასთან მიახლოებული მსახური -მე ბატონი ყოველთვის ვიქნები თუ მოვინდომებ შენ კი მონასთან მიახლოებული არასდროს იქნები...ამას სტატუსი ვერ განსაზღვრავს და იცი ეს შენ კარგად . შეეშვი ჩემს გამოცდას ! -მეგობრობა არ გინდა... არც შენი გენეტიკური მასალის ჩემთან შერწყმა და საერთო შთამომავლობის შექმნაა შენი ჩანაფიქრი უბრალოდ დამხმარე გჭირდება ყველგან და ყოველთვის ამისთვის კი ჩემზე დაკვირვებას 2 წელი ატარებდი ერთი წელი კი უნდა ელოდო როდის ვიქნები პირდაპირი მნიშვნელობით შენს განკარგულებაში ეგოისტურად რომდ აებატონო მთელს ჩემს დროს და ცხოვრებას! -გენეტიკური მასალის გაერთიანება კარგი აზია... არ ჩავღრმავებივარ მაგ საკითხს აქამდე -გეყოფა ! -ხო სენგან განსხვავებით იუმორის გრძნობა მაქვს... -მე არ მაქვს? -არათუ გაქვს ...არსებობაზეც კი არ იცი ,ვერ მოგატყუებ -ღმერთო ჩემო - გაეღიმა და თავი გააქნია . იმდენად ციოდა რომ მოიბუზა ალექსანდრე კი ისე მშვდიად იჯდა თხელი პერანგის ამარა თითქოს 40 გრადუსი სიცხე იყო. რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ ,უკვე ძალიან ციოდა ლამის ძვლები გაეყინა. -წადი ...მალე იწვიმებს და საერთოდ გაიყინები -კიდევ შევხვდებით ? -თუ მიპოვი ... -გგონია რომ ძებნას დაგიწყებ? -არაფერი მგონია! -არ გიპოვი -ვერ მიპოვი არაფერი უთქვამს ისეთი ხმა გამოსცა ზეცამ მინიშნება იყო რომ სირბილით უნდა წასულიყო სასტუმროსკენ. რა თქმა უნდა არ გაქცეულა,ოდნავ აუჩქარა ნაბიჯს და სასტუმროში მისვლამდე წვიმაც არ დაწყებულა . უკვე ოთახში იყო ერთიანად რომ წამოვიდა წვეთები,თიტქოს მანამ ვინმე აჩერებდა შემდგე კი ერთად გამოუშვა. ისე წვიმდა გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა, ერთიანად ჩამობნელდა ყველაფერი ლამპიონებიც კი ძლივს ანათებდნენ . მშვიდად ეძინა იმ ღამით... არ უცდია ალექსანდრეს პოვნა,საუბრის შემდეგ ისევ განწყობაზე მოვიდა. დამშვიდდა და ისე განაგრძო როგორც დაიწყო. რა თქმა უნდა ალექსსაც არ გამოუჩენია შეხვედრის ინიციატივა . ისე დაბრუნდა სახლში აღარც გახსენებია მისი იქ ყოფნა. ერთი თვე სწავლას დაახარჯა,ტავიდან ყოველთვის სჭირდებოდა დრო ყველაფერში გასარკვევად შემდეგ როცა დალაგდა დამშვიდდა და შეუდგა სწავლას სამსახურში დაბრუნდა. იმ დღიდან ელოდა ალექსანდრეს გამოჩენას, გიგაური ყოველმეორე ღამეს კლუბში ატარებდა, როცა არ იბრძოდა მაშინაც იქ იყო . გაბრიელს საქმეები ჰქონდა და ფაქტობრივად არც ელაპარაკებოდა მარიამს. კაბინეტსაც გაბრიელის ირგვლივ ალაგებდა ის ისევ იჯდა ფურცლებში ჩაფლული. შიგადასიგ იგინებოდა და ნერვებმოშლილი მობილურით ეჩხუბებოდა ვიღაცეებს. -მარუსა მოიცა ერთ წუთს ...- სანამ გავიდოდა მობილური გამორთო და გოგოს გახედა- ამ საღამოს ალექსანდრე მოვა და შენ უნდა იყო აუცილებლად -აქ ვარ ...ნუ ღელავ -ერთი წელი მართლა არ აპირებს ის არაფერს? -უკვე 8 თვე დარჩა -სულ არ გადარდებს ხო? რომ გადაიფიქროს მერე რას იზამ -მაინც ვერ მოვაგროვებ საჭირო თანხას და ამ წელს მშვიდად რომ დავხურავ დიპლომს ავიღებ და დავისვენებ მერე მოვიფიქრებ რამეს -არ შეგიძლია შენ მაინც მასწავლო როგორ ინარჩუნებ სიმშვივიდეს? -რამე პრობლემა გაქვთ უფროსო? -გეყოს რა მარიამ... რა დროს უფროსოა.ვიღაც დედა მოტყ*** ბიზნესმენს ამ ადგილის ყიდვა უნდა მთლიანად და მტოვებს ჰაერში ფულის გათეთრებას მაბრალებს და უკვე მზად ვარ მოვკლა ... ისე ვცემდი სისხლს ვადენდი იმ ყ*ე სახიდან ,მაგრამ ამაზეც მიჩივლებს ხომ ვიცი რა თეს** მე მაგის დედას შევ***- მერე გაჩუმდა და თვალები დააწვრილა - ყავას მომიტან? -მოგიტან- გაუღიმა და კაბინეტი დატოვა/ რამდენიმე წუთში მაგიდასთან ისხდნენ , გაბრიელი ყავას მიირთმევდა მარიამი კი იჯდა და უყურებდა -ალექსანდრე არ დაგეხმარება? -მეხმარება როგორც შეუძლია,მაგრამ პირდაპირ ვერ ერევა მარტო ეს შენობა რომ იყოს კიდევ ხო მაგრამ მთელს ქალაქს ყიდულობს .გავიგე რომ უკვე ყველაფერი მოაგვარა მალე ყველაფერს მიწასტან გაასწორებენ პროექტი აქვს მთავრობაში წარდგენილი აქაც ცათამრჯენების დადგმას აპირებს ქალაქის იერსახეს ცვლიან და მათხოვრებისა და ნარკომანების უბანს ანადგურებენ ის კი არ იციან მაგ ყ*ეებმა ის ხახლი რო მაგათ უბნებს მიადგება და დედას მოუტყ**ვენ -ამის შესახებ არავის უთქვამს...ხალხმა არაფერი იცის თორემ გავიგებდი ! -არავინ იცის რა თქმა უნდა...აბა შენ გგონია აქციების უფლებას მისცემენ და მშვიდა დიქნებიან? როცა ყველაფერს მოაგვარებს მთავრობაში მერე მოადგებიან აქაურობას ეტყვიან ხალხს რამე ყ*ეობას და აყრიან აქედან ზოგს ფულს მისცემენ ვისაც საკუთრებაში აქ ეს სოროები ..ზოგი ისეა შესახლებული და იმათ ვაფშე გზასი დატოვებენ -მერე ვის დაასახლებენ აქ -ვინც ფულს გადაიხდის ის კი მთავარი პირი იქნება აქ ... თავადივით მოჯდება ოღონდ სახნავ სატესი მიწების ნაცვლად მაღაზიები, ბინები და რესტორან -კაფეები ექნება -ფულის გათეტრებაზე რომ ფიქრობ ქვედა სართული რომ სეამოწმონ მერე რას გააკეთებ ბიჭებმა ცხუბი დაიწყეს საიდანღაც რინგი გამოჩნდა და ხალხმაც ფულების ფრიალი დაიწყესო? აი ახლა რომ მოვიდნენ რას იზამ ვინ გაგაფრთხილებს ან სად წახვალ -ვიცი როდის მოვლენ. დღეს ბოლო ბრძოლა გაიმართება მერე ყველაფერი საწყობად გადაკეთდდება თუ ისე მოხდა როგორც ის ნაბოზ** გეგმავს. კიდევ რამდენიმე საათი მაქვს... გეგმა წესით უნდა გამოვიდეს და რამდენიმე თვე გავიყვანო ,მაგრამ არ ვიცი რა მოხდება ტვინი მომეტყ** უკვე სავარძლის საზურგეს იყო მიყრდნობილი და თვალებიდან ცეცხლს ისროდა. კარი გაიღო მოულოდნელად და გრძელფეხება ქერა შემობრძანდა ,მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ამხედრებული მიკაკუნებდა უფრო მირბოდა ვიდრე მიდიოდა მარიამი გონს ვერ მოვიდა ისე დაეტაკა გაბრიელს და სახეში გაარტყა -არაკაცო... მოღალატევ როგორ გაბედე როგორ გამიბედე იმ საფრთხობელასთან როგორ დაწექი .ხომ გითხარი იმას არ გაეკაროთქო დამპალო -კიოდა და გაკაპასებული ურტყავდა ხელებს სანამ გაბრიელმა სიცილი არ შეწყვიტა ხელი არ ჩაავლო და წამში არ გადააწვინა მაგიდაზე -შენ გოგო ში* ხო არ გაქ რა სპექტაკლებს მიწყობ აქ სულ გამოშტერდი? დაგავიწყდა ხო რას ვშვები მაგ ლამაზ ტრ*კს რო არ აყენებ ! რა შენი საქმეა მე ვის გავ** და ვის არა ვინ დაგნიშნა ჩემ უფროსად ან ნება ვინ მოგცა შემახსენე ერთი - ისე უცებ უღრიალა თითქოს წამის წინ არ იცინოდა . მარიამი ჯერ გაკვირვებული ახამხამებდა წამწამებს მერე წამოდგა და ოთახიდან გაქრა დერეფანშიც კი ესმოდა კაბინეტიდან გამოსული ხმები.გოგო მაინც არ ცხრებოდა გაბრიელის ხარხარი და ყვირილი კი ერთმანეთს ანაცვლებდა ,აშკარად ხალისობდა როგორც ყოველთვის ფორმაში იყო.ბევრი მსგავსი სცენა ენახა და ყოველ ჯერზე სხვადასხვა რამ ხდებოდა. -მოვიდა? - საიდანღაც ელიკო გამოვარდა და წინ გადაეღობა მარიამს- რაო რა უთხრა? ძალიან ეჩხუბა ? არ გამოაგდო გაბრიელმა? -შენც ელიკო? -რა მეც... -აბა არ მომწონსო სხვა მყავსო მაგას როგორ გავეკარებიო? -დამცინი გოგო? ვაიმე მარიამ მითხარი რამე გამომეტყველება მაინც შეგეცვალოს გოგო მოისორა ის ქერა ქაჯი თუ არა -არ ვიცი მხოლოდ ერთს გირჩევ კაბინეტში ნუ შეხვალ ჯგუფური სექ*** თუ არ გინდა დაკავდე -მარიააამ ...ოოხ შენგან ოდესმე ინფორმაცია მიმეღო და მერე მოვეკალი ვინმეს...ჯანდაბა ,ჯანდაბა ჯანდაბა მოიცა რომ შევიდე ვითომ მართლა დამტოვებს? -ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულ ქალს!- მარიამმა თავისქნევით ცაილაპარაკა და კიბეს ჩაუყვა. უკვე ქვემოთ იყო ალექსანდრე რომ გამოჩნდა. პირველად ხედავდა იმ შემთხვევის შემდეგ და კიდევ ერტხელ დარწმუნდა რომ იმიჯი ადამიანს ცვლიდა, სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა იმდენად რომ თუა რ დააკვირდბეოდი განგებ ვერც კი მიხვდებოდი ვინ იყო თუნდაც ბევრჯერ გყოლოდა ნანახი. -არ მითხრა რომ შენც სვ**დები მისი დანახვისას თორემ გული გამისკდება- ყურთან მოესმა გიგაურის ხმა და ჩუმი სიცილი. ადგილიდან არ იძვროდა მის უკან იდგა და თავი რომ შეებრუნებინა შეიძლება მის სახეს დაჯახებოდა კიდეც -არც შენზე და არც მასზე...ცხოველები არ მიზიდავთ ნორმალური ქალი ვარ გადახრების გარეშე ! -რა მწარე ხარ ღმერთო ჩემო...როგორ შეიძლება ასე -რას შეუკვეთავ? -როგორც ყოველთვის... ლექსოსთან ვიქნები იქ მომიტანე - გაუცინა და მართლა იქეთ წავიდა სადაც ალექსანდრე იჯდა უკვე რამდენიმე გოგოს გარემოცვაში მყოფი . მარიამმა სწრაფად გამაორთვა ბარმენს კოქტეილით სავსე ჭიქა და მაგიდისკენ დაიძრა. გიგაური უკვე იჯდა და რაღაცას ეუბნებოდა ალექსს. შორიდან კარგ მეგობრებს მოგაგონებდნენ ,რომ არ სცოდნოდა მათი ჩხუბის შესახებ. -მადლობა საყავრელო -გიგაურმა მაშინვე გაუღიმა ჭიქა გამოართვა და თვალი ჩაუკრა -რამეს ინებებთ ?- ალექსანდრეს და მის გოგონებს გადახედა -ლექსუნია არაფერს სვამს რძე მოუტანე ან ფორთოხლის წვენი თუ რამე და გოგონებზე ვერაფერს გეტყვი- გიგაურმა უცებ თქვა რაზეც ალექსანდრემ მაშინვე ჩაიცინა -ლოთი აქ მხოლოდ შენ ხარ და ამის აფიშირებას სულ როგორ ახერხებ -ნუ რას ვიზამთ არ შეუძლია დალევა და მე ლოთს მეძახის გოგოებო ხედავთ? მათი მსომენა აღარ უნდოდა რომ მიხვდა ასე მშვიდად ისაუბრებდნენ.საერთოდ ალექსანდრეს ხურმობები და სიცილი რომ დაინახა სხვა კაცი ეგონა ისევ. გოგონებს კოქტეილები მიუტანა და შემდეგ ბართან დაჯდა თავის საყავრელ ადგილას. გაბრიელი არ ჩანდა , უკვე ბრძოლა სრულდებოდა რომ შევიდა და ალექსანდრესკენ წავიდა პირდაპირ. რინგის დატოვება არ აცადა ისე მიეჭრა რაღაც უთხრა და მერე ორივე ერთად გაქრა . აინტერესებდა რა ხდებოდა ამიტომ იმ ადგილს მიაშურა სადაც მანამდე ნამყოფი არ იყო , სრვილი არ გაჩენია იქაურობის დათვალიერების . შავ კარზე ერთხელ დააკაკუნა პასუხს არ დალოდებია პირდაპირ გააღო და შევიდა. ესეც მეოთხე თავი .... იმედია მოგეწონებათ ველი სეფასებებს კრიტიკა,ს ყველაფერს რასაც ფიქრობთ გელით გელით მოგელით უყვარხართ მარიამს და ახარებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.