შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში(11)


1-07-2017, 21:26
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 533

თავი 11

მე სახლში დავბრუნდი სადაც დაკითხვა მელოდა, თუმცა რა უნდა მეპასუხა სხვების შეკითხვებზე როცა წარმოდგენა არც კი მქონდა ჩემს თავს რა ხდებოდა. მე ერთ თვეში თავზე მთელი სამყარო დამემხო, ყველა ვისაც აქამდე პატივს ვცემდი და მიყვარდა მატყუებდნენ, მე პირველად დავინახე დღეს საკუთარი თავის სხვა ვერსია, უფრო ბნელი და საშიში, გარშემო არსებულმა ტყუილებმა და ინტრიგებმა ჩემში სინათლე ჩააქრო. მე ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი თვის რაღც ნაწილი დავკარგე და ვშიშობ ეს ჩემი კარგი მხარე იყო. მე საკუთარ გულს ვუგდებ ყურს და იქ მხოლოდ სიბრაზე და შურისძიების სურვილია და როცა მომავალში ვიხედები იქ დიდი ბრძოლა, ამ ბრძოლაში ან ჩემი გული გაიმარჯვებს ან ჩემი შურისძიების დაუოკებელი სურვილი. მე ვფიქრობ მომხდარზე და მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ ადამიანის მიმართ რომელსაც არ ვიცნობ, მე მძულს საკუთარი ბიძაშვილი რომელსაც ჯერ არც კი შევხვედრივარ, ის ჩემს სამიზნედ მამამისის დანაშაულის გამო იქცა, მე ბიძაჩემმა ყველაფერი წამართა და მას თუ არა მის შვილს ხომ მაინც მივწვდები. მე არ შევმცდარვარ როგორც კი სახლში დავბრუნდი შეკითხვების კორიანტელი დამხვდა
-რა ჯანდაბა ხდება აქ დიანა? რატომ გაატარე მთელი დღე მაიკლთნ ერთსად? -მკითხა გაბრაზებულმა დანიელმა
-ეს შენ არ გეხება, ჰო მართლა ძვირფასო მეუღლევ ჰანა როგორ არის?!
-არ გინდა ისევ ამაზე საუბრის წამოწყება, მე უკვე გითხარი რომ ჩვენს შორის არაფერი ხდება
-მეც გითხარი რომ არ მჯერა და დიდად არც მაღელვებს
-ასე რატომ მესაუბრები, ასეთი როდის გახდი დიანა
-და როგორი ვიყავი დანიელ?! შენ მე არ მიცნობ ჩემზე საერთოდ არაფერი იცი, სანამ შენ ჰანასთან წარსულზე საუბრობდი მთელი ცხოვრება თვზე ჩამომენგრა
-მაგარია და მაიკლი გამხნევებდა ამ დიდი ტრაგედიის დროს?!
-დანიელ ასე ნუ ესაუბრები -მაიკლმა საუბარი შეაწყვეტინა დანიელს
-იცით რა თქვენ ორივე ჩემთვის არაფერს წარმოადგენთ, დანიელ შენ ხარ კაცი რომელსაც ცოლად იძულებით გავყევი, ეს ბიზნესია და მეტი არაფერი. შენ კი მაიკლ ბიჭი ხარ რომელმაც ჩემთვის ტკივილის მოყენება არაერთხელ სცადა, დღეს შენთან ერთად იმიტომ ვიყავი რომ სრულიად შემთხვევით სასარგებლო აღმოჩნდი. ჩემი ნება რომ იყოს სიამოვნებით მოგიშორებდით ორივეს
-გილოცავ დიანა ახლა შენ მაიკლივით საუბრობ -წყენით თქვა დანიელმა
-იცი პრინცესა მე მთელი გულით ვწუხვარ, მეგონა შენში სინათლე დავინახე თუმცა შევცდი, შენს სულში იმაზე მეტი სიბნელეა ვიდრე ჩემსაში -მაიკლის სიტყვებში წყენა, იმედგაცრუება და ტკივილი ვიგრძენი, თუმცა რას ველოდი მე ახლახან მას ნაგავივით მოვექეცი ისევე როგორც დანიელს. როგორც უკვე ვთქვი მე დავკარგე საკუთარი თავის ნაწილი და ვშიშობ რომ მის დაბრუნებას ვერ შვძლებ. მე ვიდექი და ვუყურებდი როგორ შემაქცია ზურგი დანილმა და მაიკლმა, მისაღებ ოთახში მხოლოდ ნიკოლასი იყო, ის ნელა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა
-ნუ ღელავ ძვირფასო მე ყოველთვის ისეთს გხედავდი როგორიც სინამდვილეში ხარ, ბავშობიდან ბნელი და საშისი ხარ
-ჩემი ბავშობის შესახებ რა იცი ნიკოლას?
-იმაზე მეტი ვიდრე გგონია -ნიკოლასმა ეს თქვა და ოთახიდან გავიდა, კაცმა რომელიც ერთი თვის წინ გავიცანი ჩემს ბავშობაზე საიდან უნდა იცოდეს? ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევდა. მე ჩემს სახელოსნოში ავედი მინდოდა გონება გამეთავისუფლებინა თუმცა როცა ხატვა ვცადე არ გამომივიდა, მე ვიდექი სუფთ ტილოს წინ და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ფუნჯი ხელში გამიშეშდა ადრე სიხარული და ბედნიერება მაიძულებდა ხატვას ახლა კი ჩემში მხოლოდ სიბრაზე დარჩა, მე თავი ვერ შევიკავე და ყველაფეი იატაკზე გადმოვყარე, ჩემში საშინელი სიბრაზე იყო რომლესაც ვერაფერს ვუხერხებდი და უეცრად ფუნჯს და საღებავებს ხელი დავავლე და ჩემი სიბრაზის ტილოზე გადმოტანა დავიწყე, ეს დამეხმარა თვითკონტროლის დაბრუნებაში. მაგარამ ხატვა ვერ გასცემდა ყვეა ჩემს შეკითხვას პასუხს, ახლა კი მე ისინი ბევრი მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი ის არის თუ სადაა ახლა ჩემი ბიძაშვილი და როგორ უპასუხებს ის ჩემს გამოწვევას, ეს ის კითხვა გამოდგა რომელზეც პასუხი მოსმენა ნამდვილად არ მსურდა. ხატვასა და ფიქრებში გართული კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა
-დიანა გააღე უნდა დავილაპარაკოთ-კარს მიღმა დანიელის ხმა გავიგონე
-არ შემიძლია, ახლა არა დანიელ
-კარი გააღე პრინცესა ეს ჩვენგან უნდა გაიგო -მაიკლი და დანიელი კარს მიღმა ერთად იდგა რაღაცის სათქმელად, მე ამ ფაქტმა დამაინტერესა და კარი გავაღე, მაგრამ სანამ ისინი მეტყოდნენ სათქმელს ვიდეო შეტყობინება მომივიდა, ვიდეო გავხსენი და იქ ნამდვილი კოშმარი დამხვდა, ვიდეოზე აღბეჭდილი იყო როგორ იწვოდა ჩემი სახლი, სახლი სადაც გავიზარდე
-არა, არა ეს შეუძლებელია -მე დავიყვირე ტელეფონი იქვე იატაკზე დავაგდე და მანქანისკენ გავიქეცი
-რა მოუვიდა ჯერ ხომ არაფერი გვითქვამს -იკითხა გაოცებულმა დანიელმა
-თქმა არ არის საჭირო უკვე იზრუნა ვიღაცამ რომ გაეგო-მაიკლმა დანიელს ვიდეო აჩვენა
-უნდა გავყვეთ მან მხოლოდ სიმართლის ნახევარი იცის
-მართლი ხარ დანიელ, აჯობებს ახლავე წავიდეთ -ბიჭები უკან გამომყვნენ, მაგარმ მე ისე ვჩქარობდი ვერც კი შევნიშნე მანქანით როგორ მომყვებოდნენ, როდესაც სახლთნ მივედი იქ მხოლოდ დამწვარი კედლები და კვამლი დამხვდა, კიდევ მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების თნამშრომლები და პოლიცია. მე მანქანიდან გადმოვედი თუ არა დანიელი და მაიკლიც მოვიდა, ისინი წინ გადამიდგნენ
-დიანა არ გინდა, არ მოგეწონება ის რაც იქ დაგხვდება -დანიელი მიჭერდა ამ დროს კი დავინახე როგორ გამოიტანეს დამწვარი სახლიდან ორი ცხედარი, ეს ნამდვილი დარტყმა იყო
-ღმერთო არა ოღონდ ისინი არა, ოღონდაც ჩემი ოჯახი არა -მე ცრემლებს ვერ ვიკავებდი
-დამშვიდდი პრინცესა ახლა ძლიერი უნდა იყო -მაიკლი ჩემს დაწყნარებას ცდილობდა, დანიელი კი ინფორმაციის გასაგებად პოლიციას ესაუბრებოდა
-მაიკლ ისინი აღარ არიან, ახლა სულ მარტო ვარ აღრავინ დამრჩა
-მარტო არ ხარ მე შენს გვერდით ვარ -მე თავი ვერ შევიკავე ტკივილისგან ვიყავი დაბრამვებული და მაიკლს მოვეხვიე
-ისინი ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან რომ იმის თქმა ვერ მოვასწარი როგორ მიყვარდა
-მათ ისედაც იცოდნენ რომ გიყვარს
-არა შენ არ გესმის მაიკლ როცა ბოლოს ვესაუბრე ქალაქიდან და ჩემი ცხოვრებიდან წასვლა მოვთხოვე
-შეენ გაბრაზებული იყავი, დამიჯერე დედაშენმა და შენმა ძმამ იცოდა რომ გიყვარს
-მაიკლ ეს ვინ ჩაიდინა? ასე ვინ მოიქცა მათ ხომ არაფერი დაუშვებიათ
-ვიპოვნი მას ვინც ეს ჩიდინა და სიცოცხლით გადავახდევინებ საფასურს, ახლა კი აჯობებს სახლში წავიდეთ -მაიკლმა და დანიელმა მანქანაში ჩამსვეს და სახლში მიმიყვანეს, იქ ენტონი და მისი მეგობრები მელოდნენ
-როგორც იქნა დაბრუნდით -თქვა აღელვებულმა ენტონიმ
-ახლა არა მამა, აჯობებს შენი მეგობრები გაუშვა, დიანა ახლა განადგურებულია სახლში მისი დედა და ძმა იყო როცა ხანძარი გაჩნდა
-ვწუხვარ დიანა, ვიცი ახლა ძალიან გტკივა ეს მართლაც დიდი დანაკარგია -ენტონიმ მხარზე მომკიდა ხელი, მაგრამ მე გავაშვებინე
-მაყოფილი ხარ? ახლა ყველანი კმაყოფილები ხართ? მე ყველა დავკარგე უკან მხოლოდ სიკვდილი მომყვება, რატომ გადამარჩინეთ თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, ამ ტკივილის ატანა არ შემიძლია ჯობდა მაშინ მოვეკალი ჩემს ბიძას როცა პატარა ვიყავი იქნებ მაშინ ჰელენს, რობერტსა და კევინს ეცოცხლათ -ბოლო ხმაზე გავყვიროდი, თავს ვერ ვიკავებდი ტკივილისგან ვიყავი დაბრმავებული, მოულოდნელად მუხლი მომეკვეთა და მიწაზე დავენარცხე, დავინახე როგორ მომიახლოვდა ნიკოლასი, დანიელი და მაიკლი. ნიკოლასმა ყურში ჩამჩურჩულა
-სხვა დროს ორჯერ დაფიქრდი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ -ამ სიტყვების გაგონების შემდეგ გონება დავკარგე. როდესაც თვალები გავახილე ჩემს საძინებელში ვიყავი, საწლოთან დანიელი იჯდა იქვე მოშორებით კი მაიკლი ბოლთას სცემდა, ვცდილობდი ყველა მოვლენის გონებაში დალაგებას თუმცა უშედეგოდ, ახლა ჩემს გულსა და გონებაში მხოლოდ დანაკარგი და ტკივილი იყო, ტკივილი რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, თითქოს გულზე რაღც შემომეჭდო რაღაც აუტანელი და მტკივნეული, გულის ყოველი ფეთქვა ტკივილს მაყენებდა რადგან ვიცოდი რომ ყველა ვინც დავკარგე ჩემს გამო მოკვდა, იმის გამო რომ ძარღვებში კემბელების წყეული სისხლი მაქვს. უეცრად საწოლიდან წამოვვარდი იქვე მაგიდის უჯრიდან სამართებელი ამოვიღე და ვენების გადავიჭრიდი რომ არა დანიელი მან ხელიდან გამომგლიჯა სამართებელი
-სულ გაგიჟდი? რას აკეთებ ?
-არ მინდა, აღარ მჭირდება, ყველაფერი იმის გამო მოხდა რომ ძარღვებში ეს წყეული სისხლი მაქვს. ახლავე უნდა მოვუღო ბოლო ამ ყველაფეს -მე კვლავ სამართებლისკენ ვიწევდი, ამ დროს მაიკლმა ხელი ჩამავლო და შემაჯანჯღრა.
-შენი ჭკუით რას ჩადიხარ, ახლა თუ თავს მოიკლავ შენი ოჯახის მსხვერპლი ამაო იქნება, ისინი მოკვდნენ შენს დასაცავად. შენს გამო ორმა ოჯახმა გასწირა თავი ეცადე მაინც მათი მსხვერპლს აზრი შესძინო
-მე ეს არ მითხოვია, არ მინდა სიკვდილის ანგელოზი ვიყო, არ მინდა ჩემს გამო ვინმე კვდებოდეს -მაიკლი მომიახლოვდა, საწოლზე ჩმოჯდა
-დიანა თუ არ გინდა ნუ იქნები სიკვდილის ანგელოზი, შენ შეგიძლია სხვა რამე გახდე
-რას გულისხმობ მაიკლ?
-მართლაც რას გულისხმობ ძმაო? -ეჭვისთვალით შეხედა დანიელმა ძმას
-პრინცესა შენ შეგიძლია შურისძიების ანგელოზი გახდე, შეგიძლია ყველას პასუხი აგებინო ყველა ტანჯვისა და ტკივილის გამო რომელიც მოგაყენეს
-ეს არის შენი ბრძნული რჩევა ძმაო, ვერ ვიჯერებ თუმცა შენგან სხვას რას უნდა ველოდე, შენც ხმო ასეთი ხარ მაიკლ შურისმაძიებელი
-ის მართლია -მე საწოლიდან წამოვდექი, სარკესთან მივედი და ცრემლები მოვიწმინე, ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ დანიელსა და მაიკლს მივუბრუნდი -მაიკლი მართლია მე ახლა შურისძიების ანგელოზი ვარ, მე ყველას პასუხს ვაგებინებ იმ ტკივილისთვის რომელიც მომაყენეს, ყველაზე ძვირფგასს წავართმევ ჩემს მტრებს რათა ჩემი ტკივილი იგრძნონ, მინდა მათ თვალებში ვხედავდე იმ ტკივილს რომელსაც მე განვიცდი. ყველა მათგანი ვინც კი ოდესმე რამე დამიშავა პასუხს აგებს და ეცოდინება რომ ეს მე ვარ მათი ტანჯვის მიზეზი
-დიანა ასე ნუ საუბრობ, ეს შენ არ ხარ
-ახლა ეს მე ვარ ძვირფასო მეუღლევ შეეგუე ან წადი -მე სააბაზანოში შევედი და კარი მივაჯახუნე
-კმაყოფილი ხარ შენი შედევრით ფრანკენშტეინ? -ირონიულად ჰკითხა დანიელმა მაიკლს
-რა ჯანდაბას ბოდავ დანიელ?
-შენ ახლახანს მონსტრი შექმენი და იმედია მის დამორჩილებასაც შეძლებ, თუ არა და რაც მოხდება ყველაფერი შენს სინდისზე იქნება
-აჭარბებ მე უბრალოდ მას ცხოვრების გაგრძელების მიზეზი მივეცი
-და შენი აზრით დიანას უნდა ცხოვრება რომელიც სიძულვილით იქნება სავსე
-იცი რა ის შენი ცოლია და თვად მიხედე, დავიღლე ყველაფერში რომ მე მადანაშულებ, ამიერიდან ის შენი თვსიტკივილია -მაიკლის სიტყვებმა, მოტივაცია მომცა, მომცა მიზეზი რის გამოც ღირდა კიდევ ცხოვრება. სარკეში ჩახედვისას უკვე აღარ ვხედავდი საყვარელ მხიარულ ობოლ გოგონას, ახლა სარკიდან მიყურებდა ქალი რომლის გულიც ყინულად იქცა, ახლა ჩემს გულში მხოლოდ სიცივეა, თუმცა საკითხავი ის არის რამდენად შევძლებ ამ სიცივითა და ზიზღით ცხოვრებას.



№1 სტუმარი guset

რატომ დედობილიდა კევინიიი ამას არ ველოდი კარგი თავი იყო შემდეგის მოლოდინში ვარ ხვალ დადებ? O.O

 


№2 სტუმარი Guest bubu

omewona dianas vin sheuyvardeba albat denieli xom ?

 


№3  offline წევრი MmariiamM))

guset
რატომ დედობილიდა კევინიიი ამას არ ველოდი კარგი თავი იყო შემდეგის მოლოდინში ვარ ხვალ დადებ? O.O

საღამოს დავდებ შემდეგ თავს. ძალიან მიხარია რომ ჩემი მოთხრობა მოგწონს heart_eyes heart_eyes
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent