საშინელი წესები გასართობად
მეორე დღე გათენდა თუ არა ყველა საავადმყოფოში წავიდა. ბიჭები გიორგის პალატაში იყვნენ,სალო რომ შევიდა გიორგიმ ყველას გასვლა თხოვა - არაფერი გაქვს სათქმელი? - გიორგიმ ჩუმად მჯდომი სალოსკენ გაიხედა - კარგი.მაშინ მე მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი.ქორწილის გადაიდო თანაც სამუდამოდ! - რ...რა? - გოგონამ დაბნეული მზერა მიაბყრო ბიჭს - რა ვთქვი გაუგებარი?მორჩა თამაში!არავითარი ქორწილი!შენზე დაქორწინებას ისედაც არ ვაპირებდი უბრალოდ ავარიამ მაიძულა სათქმელი დროზე ადრე მეთქვა.მორჩა გავერთე.ცოლ-ქმრობანა დიდად არ მომეწონა,მე თუ მკითხავ ცოლობისთვის არ ხარ დაბადებული.მეტის მეტად მიამიტი ხარ... - გიორგი კედელს უყურებდა და ისე საუბრობდა,ყბებს ერთმანეთს ძლიერად აჭრდა.მწველ მზერას გრძნობდა,ხვდებოდა გაშეშებული გოგონა უყურებდა.იქნებ ასე მწარედ არ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი?მაგრამ ასე ჯობია - აქ რაღას აკეთებ?!წადი! - დაიყვირა მამაკაცმა - წავალ - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა სალომ.მთელი სახე აწითლებოდა,ეტყობოდა ტირილისგან თავს ძლივს იკავებდა - ეს...ეს დაიბრუნე - გოგონამ საწოლზე გიორგის ხელთან დადო ბეჭედი - არ მჭირდება,შეგიძლია გადააგდო! - არც მე მჭირდება მაჭავარიანო! - ცივი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ.მისი გარეთ გასვლა კარების გაჯახუნებამ ამცნო მაჭავარიანს.ბეჭედს მიშტერებოდა და ურეაქციოდ იყურებოდა.სალოს ბოლო სიტყვებმა და ბეჭდის ასე დატოვებამ გული გაუგლიჯა.ბეჭედს ხელი დაავლო და ღრიალი მორთო - ამის დედაც******! - ხელში მოქცეული პატარა ნივთი კედელს შეანარცხა.ხმაურზე კარებთან მდგომი ბიჭები პალატაში შევიდნენ - გიორგი! - რა მოხდა გიორგი? - წავიდა - ვერც შეამჩნია ცრემლები როდის წამოუვიდა,მხოლოდ მაშინ იგრძნო როცა ტირილი ისტერიულ სიცილში გადაეზარდა - ვუთხარი და წავიდა! - რა უთხარი შე ს*** ასეთი?!რაა?ხომ გითხარი გიორგი!რატომ გააქციე ეგ გოგო?! - გაჩუმდით ყველანი და გადით გარეთ!დროზე! - ლუკამ ყველა გარეთ გაყარა...კარებთან დაგდებულ ბეჭედს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ გაიქცა - სალო!სალო გაჩერდი - გოგონამ დანარჩენებს ხელით ანიშნა მანქანაში ჩამსხდარიყვნენ,თვითონ კი ბიჭს მიუბრუნდა - რა ხდება იოანე? - ეს..შენია - ხელის გულზე პატარა რგოლი გამოაჩინა ბიჭმა - არა იო,ჩემი არაა - სიმწრის ღიმილმა გაუპო ტუჩები გოგონას - რძალო გიომ შენ გაჩუქა.უყვარხარ და იმიტო - იოანე,არც ეს ბეჭედია ჩემი და არც მე ვარ შენი რძალი.მითუმეტეს გიორგის არ ვუყვარვარ მე - სალომ მხარზე ხელი დაკრა ბიჭს და წასვლა დააპირა როცა ბიჭის სიტყვებმა გააჩერა - ეგრე გგონია?მართლა ეგრე ფიქრობ ჩემ სულელ ძმაზე?!ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი,მაგრამ შენ რატომ ვერ ხვდები. - იოანე ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.ეგ ბეჭედი...თუ გინდა გადააგდე. ბიჭს ბოლო იმედიც გაუქრა რომ სულელი მეგობრის გაფუჭებული საქმის გამოსწორებას შეძლებდა.საავადმყოფოში შესვლას აპირებდა როცა სალიოს მზერა შენიშნა.გოგონამ გაუღიმა და ხელი დაუქნია,ბიჭმაც იგივე ჟესტით უპასუხა.თითქოს მოეშვა ტკივილი,მაგრამ ახლა რა იქნებოდა?გიორგის რა ეშველებოდა?!... **** ზუსტად იცოდა დღეს ანნა საავადმყოფოში იქნებოდა.რამდენიმე ექთანთან ფლირტი მოუწია იმის დასადგენად ზუსტად სად იქნებოდა ანნა.მართალია ახლა ამის განწყობაზე საერთოდ არ იყო თანაც ზუსტად იცოდა ანნა მის დანახვაზე ყვირილს ატეხდა,მაგრამ სხვა გზა არ ქონდა - ანნა - შენ?! - გოგონა საჩხუბრად მოემზადა როცა ბიჭმა პირზე ხელი ააფარა და სადღაც შეათრია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - პირადაპირ ყვირილი არ დაიწყო რა! - შე ლაწირაკო თავი ვინ გგონია?! - წამოიყვირა გოგონამ.ბიჭმა ერთი ამოიოხრა „აუ ჩემი“ თავზე ხელი გადაისვა და ანნას ტუჩებს დაეწაფა.გოგონა ადგილს მიეყინა,თითქოს მთელი სხეული გაუთიშეს.ტვინის მხოლოდ ერთი უჯრედი აზროვნებდა და მოუწოდებდა სხეულს მიშოს მოშორებისკენ,მაგრამ აჩქარებულმა გულმა მისი ხმაც დაფარა.ბიჭი მოშორდა თუ არა ლაპარაკი დაიწყო რომ ანნას ყვირილი არ მოესმინა - ბავშვს მე მეძახი არადა ჩვენ ორივემ ვიცით რომ სინამდვილეში ბავშვი შენ ხარ!ასე გეშინია იმის აღიარების რომ მოგეწონე?და პრობლემა მხოლოდ ასაკია?სულელი ხარ ანნა.პატარა სულელი ბავშვი, არადა თავს ქალად ასაღებ.როგორც არ უნდა იყოს მე შენგან განსხვავებით შემიძლია ვაღიარო,რომ მომწონხარ ისეთი როგორიც ხარ და ის რომ ჩემზე დიდი ხარ პრობლემას არ მიქმნის.არც ის რომ ძალიან საშიში ხარ.ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე - ბოლო წინადადე თავისთვის ჩაილაპარაკა და ორივეს გაეცინა - მომწონხარ და მინდა ეს იცოდე.ასე თუ გააგრძელებ პირობას გაძლევ შემიყვარდები და მერე საერთოდ არ დამაინრერესებს შენი აზრი.საკმაოდ ბევრი დავკარგე ფიქრების გამო კიდევ,რომ დავკარგო საყვარელი ადამიანი - ბიჭის აცრემლებულ თვალებზე ანნასაც მოუნდა ეტირა.მიშოსკენ გადაიხარა და ნაზად აკოცა - უარი არ უთხრა რა! - უკნიდან ვიღაცის შეყვირება მოესმათ.გოგონამ მხოლოდ ახლა მოავლო თვალი „ოთახს“ რომელიც სინამდვილეში საკონფერენციო დარბაზი აღმოჩნდა - ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს? - თავ დახრილმა ანნამ ჩაილაპარაკა საცოდავად და თავი მიშოს მხარზე ჩამოდო - შენ ამის მერე ნახე - ჩუმად უპასუხა ბიჭმა,შემდეგ უკან მყოფებს მიუბრუნდა - როგორც ხედავთ დამთანხმდა.ეხლა დაგტოვებთ,ხელს აღარ შეგიშლით.ბოდიში წარმატებები - მიშომ ანნა გარეთ სიცილით გამოიყვანა - ეხლა საიდ მიგყავარ? - ეხლა მთავარი პრობლემა „სალო და გიო“ უნდა მოვაგვაროთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.