შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინელი წესები გასართობად


23-06-2017, 18:05
ავტორი annalisa
ნანახია 1 308

ყველანი საავადმყოფოში იყვნენ...სალო ყოველგვარი რეაქციის გარეშე იჯდა.ერთ ადგილს მიშტერებოდა და ჩვენსავით ელოდებოდა ოპერაციის დამთავრებას...
- ლუკა - ალექსანდრეს ხმამ გამოგვაფხიზლა ყველა
- როგორაა? - ჩუმად იკითხა სალომ,ისე რომ ადგილიდან არ დაძრულა - მალე გაიღვიძებს,კარგად იქნება...
- ლუკა მოიცა! - თორნიკე გაყვა უკან მეგობარს
- რა ხდება?რამე მოუვიდა გიორგის?ცუდადაა?
- არა თორნიკე.გიორგი...
- თქვი!რა ჭირს?
- რომ გაიღვიძებს...შეიძლება ვერ გაიაროს
- რა? - მიშოს ჩამწყდარი ხმა გაიგონეს ბიჭებმა - მიშო,თორნიკე არ უთხრა არავის.მე ვთქვი შეიძლება,არ ანერვიულოთ სალო და დანარჩენები.
- არ ვიტყვით
- მომისმინე.პალატაში რომ გადავიყვანთ კიდევ გავსინჯავთ.მიშო არ ინერვიულო
- ისევ დაიწყო.ხომ ვიყავით ცოტა ხნით კარგად ეს დიდ ხანს რატომ არასდროს გრძელდება?ალექსანდრეც,დამიანეც,დემეტრეც,შენც,გიორგიც და ყველანი საერთიდ ისევ ცუდს ველოდით.მაშინაც როცა არაფერი ხდებოდა იცოდით,ყველამ ვიცოდით რომ ისევ დაიწყებოდა.
- მიშო ასე არაა.
- თვითონაც არ გჯერა.

****

- დემეტრე!როგორ ხარ?
- მირიან.შენ აქ რა გინდა?!
- მეც კარგად ვარ,მადლობ
- ახლა შენი თავი არავის აქვს.
- ასე უხეშად რატომ მესაუბრები?დამიანე სადაა?
- დამიანე ისევ შენ ბრძანებებს ემორჩილება არა?ბართლომე შენც მის მხარეს ხარ?
- აქ მხარეებიცაა?დემეტრე მირიანი ჩემი უფროსი მეგობარია.ჩვენთვის ყველასთვის ძმა!მეგონა ჩვენ ყველანი ძმები ვიყავით.
- დამცინი ხო?რა ძმობაზე მელაპარაკები?!ეხლა დაიბადე?გამაგებინე რამ გამო*******?!ამის გჯერა?ამ ს*რის?!
- დაწყნარდი!საავადმყოფოში ვართ - მირიანი თავს ძლივს იკავებდა უფრო მეტად რომ არ ეყვირა
- შენ ნუ მიყვირი!საერთოდ ვინ ხარ ჰა?!აქ რა ჯანდაბა გინდა
- დემეტრე გეყოს.
- შენ საერთოდ ნუ ლაპარაკობ ბათუ!
- ბათუ აცადე,თვითონ დაწყნარდება.დემეტრე აქ ნუ ღრიალებ,ხალხი გვიყურებს
- გვიყურონ მერე!ეხლა არ მითხრა მიტყდება რო იგებენ რა ნაბი***** ვარო?
- გარეთ გამოდი!
- შენ თვითონ წაეთრიე! - მამაკაცის ხელი მოიშორა და უკან გაბრუნდა - შენც გაყევი!
- ისევ დაიყვირა დემეტრემ
- რა ხდება აქ?
- არაფერი ალექს.მივდივართ უკვე,უბრალოდ გიორგის ამბავი გვაინტერესებდა
- მაშინ ნახვამდის მირიან
- ნახვამდის ალექს.დემე იმედია კარგად იქნები,შენ ადგილას ასე თავისუფლად ვერ ვივლიდი ქუჩებში...
- მოვკლავ!
- დემეტრე დაწყნარდი,ჯერ გიორგი უნდა გამოფხიზლდეს!


****

- მირიან რატომ უთხარი დემეტრეს,შენ ადგილას თავისუფლად ვერ ვივლიდიო
- ალბათ იმიტომ,რომ სიმართლეა.წავედით
- არ გინდა მითხრა შენი ძმა რატომ ვერ გიტანს?ან დამიანეზე ასე რატომ ლაპარაკობდა?
- ბათუ გაიგებ!ყველაფერს გეტყვი
- იმედია


****

- ლუკა! - პალატიდან გამოსული იოანემ შეაჩერა
- რა ხდება იო?
- როგორაა?რაც იმათმა თქვეს სიმარეა?
- სიმართლეა იო,სიმართლე.ჯობია გოგონები წავიდნენ და საერთოდ სალო თუ აღარ მოვა უკეთესი იქნება!
- რატომ?
- ახლა სალო თავის სახლში წაიყვანეთ,ხვალ დილით მოიყვანეთ და ყველაფერს მაჭავარიანი იტყვის
- გაიღვიძა?
- მხოლოდ რამდენიმე წუთით.ხვალ დილით უკეთ იქნება.წადით!
- კარგი


****

- სალო წავიდეთ კარგი? - ელენე გოგონას ერთი და იგივე კითხვას უკვე მერამდენედ უმეორებდა
- სალო შენი მეგობარი მართალია.ლუკამ თქვა,რომ გიორგი ხვალ გაიღვიძებს.ჯობია სახლში წახვიდე - იოანემ გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია
- მაგრამ..
- სალო ხო გაიგე არა?თან ანნაც აქ იქნება მთელი ღამე.
- კარგი ელე.გოგონებსაც უთხარი და წავიდეთ
- კარგი - ელენე სალოს მოშორდა და გოგონებისკენ წავიდა - თუ გინდათ ჩვენ წაგიყვანთ
- არა გმადლობთ.როგორმე თვითონაც წავალთ!
- უხეშობა საჭირო არაა.გიორგის მეგობარი ვარ,თორნიკე
- კარგია...ბავშვებო სალომ წავიდეთო
- კარგი წავიდეთ.


****

სალოს მარტო დატოვება არ უნდოდათ,ამიტომ ანასთან წავიდნენ - სალო გინდა კინოს ვუყუროთ?
- არა,მე დავიძინებ.
- კარგი,როგორც გინდა...
- იმედია კარგად იქნება.
- ხო...
- მე წავალ - სალომემ თქვა და წასასვლელად მოემზადა
- კარგი,ფრთხილად იარე
- კარგი.
- აუ როგორ დავიღალე - ჩაილაპარაკა ლიზიმ
- გაგიმზადებთ ოთახებს და დაიძინეთ
- მეც მოგეხმარები - ანას უკან სალიო გაყვა


****

სახლში შევიდა თუ არა ნაბიჯების ხმა გაიგო - შენ ასე ადრე მოხვედი?მეგონა საავადმყოფოში რჩებოდით
- შენთვის კარგად ნაცნობმა,ლუკა ჯაყელმა თქვა რომ სანერვიულო არაფერია და სახლში წამოვედით
- ჩემი რძალიც წამოვიდა?
- კი სალოც წამოვიდა.
- როგორაა გიორგი?
- როგორც თქვეს ნორმალურად.შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ და არ იგებ?
- არ შემიძლია.არ უნდათ ბიჭებს ჩემი დანახვა!
- შენ ცადე მათი ნახვა და გამოგაგდეს?ბოდიში მოიხადე და არ გაპატიეს?
- სალომე ლექციებს ნუ მიკითხავ!„ბოდიშით“ რომ რამის გამოსწორება შეიძლებოდეს დღეს ასე ცივად არ დამელაპარაკებოდი
- მე გაპატიე დამიანე.ხომ იცი არა?
- არა არ ვიცი!- წამოიყვირა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა - რა მაპატიე არ გამაგიჟო რა?!ადამიანის მოკვლა მაპატიე?!ჩემ გამო თვალწინ რომ მოგიკლეს საქმრო ეგ როგორ მაპატიე?!
- ჩვეულებრივად დამიანე!შენ გინდა დაიჯერე გინდა არა!გეგა არ გაცოცხლდებოდა თუ მე შენ არ გაპატიებდი!და არ ხარ მკვლელი ეს იცი!გეგაც გაპატიებდა.
- ხო შეიძლება ვიღაცისთვის მკვლელი არ ვარ,რადგან მე არ მისროლია იმ დღეს.გეგას შეიძლება ეპატიებია კიდეც,მაგრამ მე ვერ ვაპატიე ჩემ თავს...
- მე ერთხელ უკვე დავაჭერინე შენი თავი მეორედაც იგივეს ნუღარ გამაკეთებინებ!ვთვლი რომ ერთმნეთს თანაბარი ზიანი მივაყენეთ.წადი
- და მაინც არ გიპატიებია.თუ გეგას სიკვდილი მაპატიე,მას და მის გრძნობებს რომ ვუღალატე ეგ ვერ მაპატიე!
- მართალია დამიანე!ვერ გაპატიე!რომ შემიყვარე ეს ვერ გაპატიე!...წადი
- კარგი.
- მირიანს ჩამოშორდი რა.თუ ოდნავ მაინც გინდა ბიჭებმა გაპატიონ,ნორმალური ცხოვრება გქონდეს,მირიანს ჩამოშორდი!
- შენ თვითონ ჩამოშორდი მას და მის საქმეს...ჩემზე ზრუნვა არაა საჭირო



№1  offline წევრი nini :)

ბოლოს ვინ და ვინ ლაპარაკაობდა ვერ გავიგე ნორმალურად

 


№2  offline წევრი annalisa

nini :)
ბოლოს ვინ და ვინ ლაპარაკაობდა ვერ გავიგე ნორმალურად

სალომე და დამიანე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent