დაუმორჩლებელი (თავი 16 )
მანაც არ დააყოვნა თამამად ამოუდგა გვერდით და დარბაზს თვალი მოავლო -ლამაზია აქაურობა, მომწონს . -უკეთესიც შეიძლებოდა . -რატომ ლამაზია . -ერთადერთი რაც აქ ლამაზია შენ ხარ .არ დაიშურა კომპლიმენტი მამაკაცმა. -აღიარებ? შეიფერა ლიზამ . - თუ გინდა დავწერ და ხელსაც მოვაწერ. -დალევ რამეს ? -არა ,არ მინდა გუშინ ბევრი მომივიდა. -ზომა-წონა გცოდნია . ვერ მოითმინა რომ ირონია არ ჩაერთო. -ხანდახან გამონათებები მაქვს ხასიათში. დასცინა საკუთარ თავს ლიზამ. -მარტო ხასიათში? დღეს რომ მთლიანად ანათებ ეგ რას დავაბრალოთ? კარგად ჩააშტერდა თვალებში და ნამდვილად გაშტერდებოდა ერთერთ სტუმარს რომ არ შეეშალა ხელი -ვერ მოვითმინე ,საოცარი წყვილი ხართ. 40 წელს მიტანებული ქალი ,საგულდაგულოდ რომ იყო დავარცხენი ღიმილს არ აშორებდა ლიზას . -მადლობთ . ნაზად გაიღიმა მანაც . -ამირანს კარგად ვიცნობ და ახლა ვხვდები ტყულად არ აქებდნენ შენს სილამაზეს. არ ცხრებოდა ქალი. -მალე გავწითლდები . უხერხულად შეიშმუშნა ლიზა თითქოს არ სიამოვნებდა უამრავი თვალი რომ მიშტერებოდა და ყალბად იმორცხვებდა . დღის მიზანი შესრულებული ქონდა ,შეუძლებელია ამდენი ხალხი აღეფრთოვანებინა და მისი ქმარი გულგრილი ყოფილიყო . ახლაა ისღა დარჩენოდა როგორმე დაევიწყებინა თავისი წინანდელი საქციელი და ნამდვილად დახვეწილი ქალის შთაბეჭდილება დაეტოვა . -რაღა უნდა ინატრო ცხოვრებაში ლევან ? გამომცდელად მიაჩერდა მართლაც არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფი ეკა რომელიც დახვეწილად ამოუდგა გვერდით ლიზას.-მდიდარი ხარ,წარმატებული ულამაზესი ცოლი გყავს და ნამდვილად უხვად დაგაფერთხა ღმერთმა ბედი . -ხო ,მართლაც. დიდად აღფრთოვანებული არ ჩანდა მამიდის რეპლიკით შამაპნიურის ბოკალი ტუჩებთან . -შესანიშნავი ხართ. აღფრთოვანება ვერ დამალა ლიზამ . გულწრფელად აინტერესებდა რამდენი წლის იყო ეს ქალი რადგან ტოლს არ დაუდებდა 30 წლის ქალს . -რა მოსატანი ვარ შენთან? თავიდან რომ ვერ დავინახე შევშფოთდი. ლევანს მიკრა ოდნავ ხელი ,როცა მარტო დარჩა წყვილთან -თუმცა მივხვდი რატომ დააგვიანე. -ხო არაა? გაღიზიანდა მამიდამისის ყოფნით ,თითქოს იმ დროს ართმევდა რაც მხოლოდ მისი უნდა. ყოფილიყო და თანაც აშკარად აიძულებდა გაუთავებლად დათანხმებოდა რომ ლიზა იყო შესანიშნავი . თავადაც ხომ იცის ? რა საჭიროა ეს ზედმეტი ლაპარაკი როცა კარგად მოეხსენებოდა მამიდამის მათი სიტყუაცია -ლოდინად ღირდა ,ჩაილაპარაკა ბოლოს,რომ უხეშად არ გამოსვლოდა. -მოგეწონა ? -კი კარგია , გაიღიმა ლიზამ და გამშრალი ყელში შეუმჩნევლად გადაყლაპა ნერწყვი-წყალი ან წვენი შეიძლება ? მუდარით სავსე თვალები მიაპყრო მამაკაცს . -რათქმაუნდა ახლავე . -კიდე კაი მოხვედი თორე გეფიცები მოგკლავდი იმ ბო*სთვის რომ დაგეთმო ასპარეზი.როგორცვე ლევანი გაისტუმრა გაშინაურდა მაკა.რაო? ყურებს ვერ უჯერებდა ლიზა. -ვისთვის? შეშფოთებულმა იკითხა და დარბაზი მოათვალიერა თითქოს ამდენ ხალხში მეტოქეს ამოიცნობდა. -აი ის ,გაახედა მაკამ შავკაბიანი გოგოსკენ ურცხვვად რომ უყურებდა მას და მთლიანი ფეხი გამოედგა გარეთ თეძომდე შეხსნილი კაბიდან.ლამაზია ვერაფერს იტყოდა . -ვინაა? ყელი უფრო ჩაეწვა და გაანალიზა რომ მგონი ეჭვიანობდა. - მარიშკა .მარტო სახელი უთხრა თითქოს ისეთი ცნობადი ვინმე ყოფილიყოს უცებ მიხვდებოდა სახელით. ჩვეულებრივად აიჩეჩა მხრები და არ შეიმჩნია -იყოს რას მიშლის ,პირადი ცხოვრება მე არ მეხება ,ვერც ვერაფერს ავუკრძალავ ასე რომ.. სულ აპირებდა საკუთარი გრძნობების და ურთიერთობის განხილვას ლევანის მამიდასთან საკმარისად ყავდა ჭკუისდამრიგებლები. -შენი ნებაა,მე გაგაფრთხილე . ცივად გაშორდა ეკა.მარტოდარჩენილმა კიდევ ერთხელ გააპარა თვალი თავისი ოჯახის მესამესკენ” და სწრაფადვე გაიხედა გვერდით ,არა თავს ვერ მისცემს უფლებას რომ იეჭვიანოს,ვისზე და თანაც რატომ? პატარა დადგმულ სპექტაკლში ცოლის როლი ერგო სულ ესაა. -შენი წვენი ,ერთ ხელში წვენი ეჭირა მეორეში წყალი და დაბნეული შეყურებდა გოგოს რომელიც არანაკლებ დაბნეული უყურებდა მის ორივე ხელს -ვერ გადავწყვიტე წვენი თუ წყალი და..გაიმართლა თავი -ორივე თქვი წეღან ,მოკლედ აი წვენი და აი წყალიც .ჩახველა და პატარა ბიჭივით რომ მოიქცა თავის თავზე გაბრაზდა ,ერთი რომ წამოეღო რა მოხდებოდა ,ისე გაიარა მის ხუშტურზე ვერც კი მიხვდა სანამ უხერხულმდგომარეობაში არ აღმოჩნდა. ბოლოს გადაწყვიტა რომ წვენი იქნებოდა უკეთესი და გაუწოდა წყლის ჭიქა იქვე მიდგა და მხრებში გაიშალა. -მოიწყინე ? უცნაური სიჩუმის დასარღვევად დასვა კითხვა. თავისი და თავის ცოლის სიჩუმეს ვერ უხერხებდა ვერაფერს,თორემ გარშემო ისეთი ხმაური იყო აწუხებდა კიდეც ეს გნიასი. -არა, რა მომაწყენს ? გაგიკვირდება და ხშირად არ მიწევს ესეთ საღამოებზე ყოფნა. -არადა საშენოა . გაუღიმა. -სულაც არა ,არ მიყვარს.მტკიცედ თქვა თითქოს ხმას დამაჯერებლობა შემატა. -არც ჩემებთან ერთად დავდიოდი არც მარტო და არც ღამის ცხოვრება მიზიდავს. -ოჰო ,ეს რაღაც ახალია. გაკვირვებული დარჩა ,რამდენი რამე არ ცოდნია თურმე , გარედან სხვანაირად ჩანს .-რატომღაც ვფიქრობდი რომ მამაშენის სანერვიულო თემა შენი გვიან გარეთ გასვლა უნდა ყოფილიყო. -ჰო ,მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ გასართობად დავდივარ. -აბა რას აკეთებდი ? უფრო მეტის გაგებაა მოინდომა . -რავიცი მიყვარს სეირნობა , ქალაქის თვალიერება მერე ვიმახსოვრებ და ხანდახან ვხატავ კიდეც და საერთოდაც წყნარი გოგო ვარ. შეიქო თავი და ეშმაკურად ჩაეღიმა. -წყნარი? თავი დაქნია ლევანმა .-შენ? თითი გაიშვირა მისკენ .-არ ვიცი მემგონი მე მაქვს მოჩვენებები და სხვა გოგომ მიმიმტვრია ყველაფერი. ასიათს არ ვგულისხმობ . გულიანად გაეცინა-აი იმის თქმა მინდა რომ -წესიერი გოგო ხარ ,მაგრამ ცოტა გიჟიი.დაამთავრა მისი წინადადება . -არა არც ეგ ,მაგრამ რაღაც მსგავსი. ცოტახანი დაფიქრდა.-ეხლახანს გიჟი მიწოდე ? -არა , რაღაც მსგავსი. თავისივე სიტყვებით გასცა პასუხი . კარგად დააკვირდა სახე თითქმის ზეპირად ისწავლა რამოდენიმე წუთში, ახლა სხეულის ჯერ იყო. -რათ გინდა კიდევ ერთი სასტუმრო ? მიხვდა რომ რედგენივით დატარებდა თვალებს მასზე და რამით უნდა გამოეფხიზლებინა. -რავიცი,აბა რამე ხომ უნდა ვაკეთო ? -შენ მაინც არაფერს აკეთებ . არ დააკმაყოფილა პასუხმა -ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. იწყინა მამაკაცმა . -აბა რას აკეთებ ? ხარ შენთვის ბოლო სართულზე და .. -შენ წარმოიდგინე ხანდახან მეც მიწევს რაღაცეების კეთება . -რისი ? შენი სახელის და გვარის დაწერა ფურცელზე? -ხელმოწერა ქვია მაგას. -რაც ქვია. არ მიიღო შენიშვნა. -ყველას იცნობ ? სტუმრებზე ანიშნა. -თითქმის . -აჰამ , და იმასაც ? ვერ მოითმინა მაინც და თავის მეტოქეს გახედა. რასაც ლევანის გულიანი გადახარხარებაა მოყვა. ისე აეწვა სახე ,ჯერ კიდევ ბევრი უნდა ემეცადინა აშკარად გამოუცდელი იყო ეჭვიანობაში და მის კონტროლში. -ხო მაგასაც .სიცილს რომ მორჩა უპასუხა. -რა გაცინებს? უცნაურად მიყურებს ,თავიდან ვიფიქრე ვიცნობ და არ მივესალმეთქო ,მაგრამ ნამდვილად არ მეცნობა. გამოასწორა შეცდომა . -აქ ყველა უცნაურად გიყურებს . გაუტარა თავის მართლება . -არა მართლა უცნაურად მიყურებს .არ მოეშვა ბოლომდე აბა ასე ხომ არ შეარჩენს და აფიქრებინებს რომ იცის და ეჭვიანობს. წვენის ჭიქა გაუწოდა და სანამ ლევანი ჭიქისთვის ადგილის ძებნიიტ იყო დაკავებული წელში კარგად გასწორებული და ლამაზი ნაბიჯებით დაიძრა მარიშკასკენ. -გამარჯობათ. გაუღიმა ახალგაზრდების ჯგფს და თვალი გაუსწორა ქალს.” ასაკიანია “რატომ გამოუტანა ასაკიანის განაჩენი 30 წლის ქალს თუ გოგოს არ უფიქრია და გაეღიმა თუმცა მალევე შეცვალა აზრი რიცა აღმოაჩინა რომ ახლოდან უფრო ლამაზი იყო და თანაც აშკარად გამოცდილი ბოლოსდაბოლოს ლევანს უმიზნებდა.-ვიცნობთ ერთმანეთს? სასიამოვნოდ გაუღიმა და ხელი გაუწოდა . -არა არ ვიცნობთ,გაპრანჭული ხმა ამოიდგა ქალმა -მე მარიშკა ვარ . -მე ლიზა . სასიამოვნოა ,რამოდენიმეჯერ შემომხედე და ვიფიქრე ვიცნობდი და არ მივესალმეთქო ,საერთოდ ცუდად ვიმახსოვრებ ადამიანებს . -ჯანდაბა ,ამოიოხრა ლევანმა და ჭიქა თითქმის ბრაგუნიდ დაახეთქა კუთხეში. რამოდენიმმე სწრაფი ნაბიჯი გადადგა თუმცა მიხვდა რომ არ არგებდა აფორიაქება და დადინჯდა. -აი ლევანიც .ქმარს ხელი დადო და ისე მიაწვა თითქოს გვერდით არ ედგა ,მეტი უფრო ახლოს ვეღარ მივიდოდა ,მაგრამ აშკარად თავის გამაგრება დაჭირდა მამაკაცს რომ ტკიპივით მიკრულ ლიზას იქეთ არ გაეწია. - ხომ გითხარი მეცნობათქო ? გავიხსენეეე!წამოიყვირა ახტაცებულმა -მემგონი სარეცხი საშუალების რეკლამაში რომ გოგოა ის ხარ არაა? სრულიად სერიოზულად თქვა და არ შეიმჩნია მარიშკას შუბლამდე ასული თვალები . -აი ტალახში რომ გდია და მერე.. -არა ეგ არ ვარ. სულ აღარ ქონდა გაპრანჭული ხმა და აღარც წინადადება დაამთავრებინა. ყელს ძლივს იჭერდა ლევანი რომ სიცილი არ აეტეხა მაგრამ ახლა გაცინება სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. -არა? გულდაწყვეტილმა ამოილაპარაკა ისედაც დარწმუნებულმა რომ ერთხელაც არ ყავდა ნაანახი ,მაგრამ იმდენად შევიდა აზარტში გაჩერება არც უფიქრია -აბა ის წიწილის ფორმა რომ აცვია ხორბლის რეკლამაში ? უი მანდ სახე არ ჩანს . სწრაფადვე გამოასწორა -მემგონი რაღაც მერევა ,მაპატიეთ. უხერხულად გაუღიმა ლევანს და გოგოს -მოკლედ რა მნიშვნელობაა აქვს , ახლა ხომ გნახე ? სასიამოვნოა შენი გაცნობა . -ჩემთვისაც , ნირწამხდარმა უპასუხა და ნაწყენი თვალები აავლო ლევანს. - მემგონი სიამოვნებით დავლევდი ერთ ჭიქას . ქმარს გაუღიმა კმყოფილმა და ისე დაიძრა ცოტახნის წინანდელი ადგილისკენ არც კი დალოდებია. მის ბოროტულ სახეს ვერ ხედავდა ლევანი რომელიზ ზურგს უკან მოყვებოდა თორემ ნამდვილად წაუჭერდა ყელში. შამპანიურს ხელი წამოავლო და პირთან არ ქონდა მიტანილი ხელიდან გამოაცალა. -ისედაც კარგ ხასიათზე ხარ . თვალები მოჭუტა და ნაძალადევად გაუღიმა . -კარგი , მხრები აიჩეჩა კმაყოფილმა . შამპანიურზე გამოკიდებას არ აპირებდა . - წიწილის რეკლამა ? თავს ძლივს იმაგრებდა ლევანი. -ხო არ გინახავს ? ვითომ ვერ მიხვდა -აი ის ბევრი ფუმფულა წიწილის ფორმაში ჩაცმული ადამიანები რომ არიან და ამბობენ .. -არ მაინტერესებს კარგი .თუ არ გაჩერებდა წიწილის იმიტაციას გააკეთებდა დარწმუნებული იყო და თანაც ვერაფრით დაუმტკიცებდა რომ რამე იცოდა და ამიტომ წამოროშა ამდენი სისულელე ისეთი დამაჯერებელი იყო ლიზა. - საყვარელი რეკლამაა. ჩაილაპარაკა მაინც და გვერდით გაიხედა რომ მისი სიცილი არ შეემჩნია ლევანს . - ბევრ რეკლამებს უყურებ შენ ეტყობა . გამოსცრა კბილებში . - ხო მაგრამ არცერთში არ იყო. არ ეშვებოდა მარიშკას. -რას გადაეკიდე ? არ იღებს მონაწილეობას რეკლამებში უმტყუნა ნერვებმა .- კბილის ექიმია . აი გამარჯვებაც ,მეტი რა უნდოდა სწრაფად შემობრუნდა და გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა ლევანს -არ მითხრა რომ ამ სასტუმროს თავის სტომატოლოგიური კლინიკა აქვს ? რა მაგარია . განაგრძობდა თავის მოსულელებას. -არრაააა. ამოიოხრა ლევანმა და ზუსტად მიხვდა რათამაშსაც ეთამაშებოდა. -მართალია ,ერთი კბილის ექიმი საჭიროა წვეულებაზე ,აბა ვინმეს უცებ რომ კბილი ასტკივდეს სასმელის სმის დროს ? თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა და სიცილით თავიც გაყიდა . -კარგი ხო ,მეგობრულად მიარტყა ხელი ლევანს . სხვა რა გზა ქონდა ისე უნდა გამოეყვანა რომ იცოდა მათზე არ ანაღვლებდა.-ვიცი როგორი კბილის ექიმია. თვვალი ჩაუკრა. -მინდოდა გეღიარებინა . ეჭვიანი ცოლი არ ვარ ხომ იცი ? პირიქით შემიძლია გირჩიო კიდეც. -მე და შენ საუკუნეს გავასწრებთ ცოლი მირჩევს საყვარლებს . მშრალად ჩაილაპარაკა და ეწყინა რომ ნატამალი ეჭვიანობაც ვერ შეამჩნია. თვითონ რას იზამდა პირიქით რომ ყოფილიყო? წარმოიდგინა როგორ უმტვრევდა ყველა ძვალს იმ ვიღაც საცოდავს . -დაე გავასწროთ!! მხიარულად შესძახა. -ისეთი მხიარული ხარ მეშინია რამეს ხომ არ მიპირებ ? -ნწუ ,მეტი რაღა უნდა დაგიპირო მიდიხარ . -და გამხიარულებს არა? -მერედა როგორ. არ უთმობდა სიტყვას და არც თვალს ხრიდა ,რაღაც უცნაური თვალების დუელი ჰქონდათ გამართული. -დააი მერე რას იზამ რომ არ წაავიდე ? -არაფერს, ერთმანეთის გზებს არ გადავკვეთავთ. მასე არ თქვი? გახსენა თავის სიტყვები. -ნუ თუ სასტუმროებს არ გახსნი და არ დაგჭირდება გვერდით ცოლი. ღიმილი არ მოუშორებია სახიდან -მე დღესაც არ მჭირდებოდა ცოლი! არ უნდოდა დაეთმო და დაუფიქრებლად თქვა , ისე ინანა ალბათ სიამივნებით მოკლავდა საკუთარ თავს .მიხვდა როგორ შეაშრა სახეზე ღიმილი ლიზას რომელიც აშკარად აზარტში იყო და კეკლუცობდა თავის სიტყვებით. მან რა გაკეთა? უხმოდ დახარა თავი აქამდე რომამაყად ეჭირა და თვალებში რომ შესციცინებდა ცოტახნისწინ. გაბედულად აქცია ზურგი უკვე დარწმუნებულმა რომ შეცდომა დაუშვა აქ მოსვლით და თვალებით გასასვლელს დაუწყო ძებნა . სულ დაავიწყდა საიდან შემოვიდა , ყურებმა შხუილი დაიწყო და ათასი ადამიანის ხმა აქამდე რომ ვერ ამჩნევდა და მხოლოდ ლევანის ხმა ესმოდა.რამოდენიმეჯერ დაატრიალა თავი და მის თავთან ერთად დარბაზიც ტრიალებდა ? “როგორ გავიდე ?” “ არ გჭირდებოდი ?აფერისტი ,ცოტახნისწინ ნანობდა რომ არ წამომიყვანა , რათქმაუნდა არ გჭირდებოდი ? კბილის ექიმი ხომ ყავს გვერდით ? “ყურადღება მოიკრიბა და კარგად დააკვირდა ერთ ადგილს კარებიც გამოჩნდა სცადა მშვიდად გასულიყო ,მაინც რომ ფიქრობს რომ არ შეარცხვინოს ცოლი გაიქცაო ? რა სულელი გოგო ხარ. სწრაფად გავარდა გარეთ და სად უნდა იპოვოს მანქანა ? -ლიზა, ლიზზ მორბოდა ლევანი და არ ადარდებდა რას იფიქრებდნენ მასზე,არდა სულ ცოტახნისწინ ნაბიჯებსაც კი აკონტროლებდა რომ დინჯი გამოჩენილიყო. -გაჩერდი ,არ მინდოდა მეთქვა , თანაც ტყუილი ხომ არ მითქვია მართლა არ ვაპირებდი შენს წამოყვანას ,მაგრამ ხომ მოხვედი და მართლა მიხარია. კიბის შუაში გაჩერებულ ლიზას ერთი სიტყვაც არ გაუგია საკუთარ მანქანას და მძღოლს ეძებდა . რამოდენიმე ნაბიჯი კიდევ ჩადგა. -მოიცადე,ხმა უფტოდაუფრო მკაცრი უხდებოდა და ნერვები ნელნელა მწყობრიდან ხტებოდნენ ამერიკული ული ფილმის გმირივით რომ მისდევდა ქალს უკან.არა რა დღეში აგდებს ? ყველა მას მისჩერებია , მთელი დედამიწა მის გარშემო ტრიალებს ის კიდევ თითის სიგრძე ლაწირაკს მისდევს რომელიც უკვე მანქანასთანა . ნეტა რას მიყვება ხვალ ხომ მაინც უნდა წავიდეს ? რა ჯანდაბად უნდა ახლა მასთან ასე ყოფნა როცა უნდოდა მაშინ ვენები გადაიჭრა და ყველას გაგებინა რომ მოძალადე ქმარი ყავს .”მშვიდად ლევან !!”უბრძანა საკუთარ თავს “შენ ლევანი ხარ , მშვიდად ,” ხელები გაშალლა და საკუთარ თავს დამშვიდების ჟესტს უკეთებდა თითქოს შველოდა.”არ ღრს ეს გოგო ,შენს ნერვებად ,ბოლოს მაინც ჩხუბით დაამთავრა” სწრაფად გაადაბრალა ლიზას დანაშაული და უკან შებრუნდა. ვეღარც ხალხს ამჩნევდა და აღარც ესმოდა ,ეგონა რომ მშვიდი იყო მაგრამ შეშლილის თვალები გასცემდნენ. საკუთარ მეორე მესთან ლაპარაკში გართულს ტორტის გაჭრაც კი გამოეპარა. გული ექაჩებოდა რომ წასულიყო და გაკიდებოდა ,მაგრამ სხეული და ტვინი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ. მთელი გზა იმედი ქონდა რომ გამოყვა ან გამოყვებოდა , ცრემლიც კი არ გადმოუგდია,გმირულად აკავებდა თვალების უკან ,რიმ საშინელი დასანახი არ ყოფილიყო. აი ისევ ცარიელ.სახლში რომ შევიდა და ისევ მარტო დარჩა თავიის უკვე მეგობრად ქცეულ დივანზე მიგდებულ ბალიშტან ერთად მაშინ გადალახეს ჯებირები მისმა ცრემლებმა გადალახეს ? გაგლიჯეს კიდეც რადგან თითქმის მკერდის ღარამდე ჩაეხწიათ ცრემლებს . სადაა მისი სოფიკო ? სადაა რომ ერთი კარგად დაანახოს რა კაცია ეს ლევანი ,,როგორ გააქეზა წასასვლელად ,რომ მას უწოდებდა ბავშვს და ლევანს მხოლოდ დაბრძენწბულ მამაკაცს. ხომ ასწავლა კიდეც ტვინში შეუძვერიო. აბა სადა ? რატომ არ გამოყვა ? ლამაზიც ხომ იყო ,მხიარულიც და წესიერადაც ელაპარაკა ,უღიმოდა კიდეც და თანაც სპეციალურად კი არა თავისთავად ეღიმებოდა გულწრფელად, იეჭვიანა კიდეც და სადაა? კარებს გულმოკლულმა გახედა. -სად ხარ ? გაახმოვნა თავის ფიქრები .რა იქნება რმ გამოეპასუხოს და უთხრას აქო? მაგრამ ვერა ,ვერ იქნება მის ცხოვრებაში ყველაფერი ასე ლლამაზი და მარტივი . რცა საქმე ლევანს ეხება ვერ იქნება ყველაფერი კარგად . კარგად მაშინ იყო სანამ ლევანი არ იყო . ეს კაცია თავად ცუდი ცხოვრება.-სად ხარ სოფო ? ამოიჩურჩულა ისე რომ თვითონაც ძლივს გაიგო .- ყვლაფერი გავაკეთე , რატომ არ ვარ მის ტვინში ? ბავშვივით იჩეჩავდა მხრებს და ცრემლებისგან თუ საღებავისგან დამწვარ თვალებს ისრისავდა. -მოდი წავიდეთ,მხარზე აუსვა ხელი აივანზე დამარტოხელავებულ ლევანს მარიშკამ და ავაზასავით გადაეყუდა სახელურს .ტანი უკან გამობზიკა და თავი გვერდულად გადაგდო რომ კარგად დაენახა საყვარელი. „მოდი წავიდეთ !“ რა კარგი სიტყვებია ,მაგრამ რა ქნას რომ მისგან არ ესმის ვისგანაც უნდა? -სად წავიდეთ ? ამღვრეული თვალები გაექცა ,მართლაც რომ იდიაურად ლამაზი ქალისკენ . -სადმე ,ხმა უფრო ვნებიანი გაუხდა ქალს. -მითხარი ცოლად გამომყვებოდი ? -სიამოვნებით . გაეღიმა -სასურველი წინადადების მსენსას ,მაგრამ არარეალურად რომ ჟღერდა ისიც კარგად იცოდა . -და როგორი ცოლი იქნებოდი ? -იდიალური. შეიფერა -როგორი ? სახლში დამელოდებოდი , შვილებს გამიზრდიდი და სადილს გამიკეთებდი ? თავის სიტყვებზე თვითონვე ეცინებოდა . -რატომაც არა ? გაკეკლუცდა მარიშკა. უყვარდა ? კი უყვარდა უანგაროდ ,არასდროს სთხოვდა საჩუქრებს ფულს და ათას სისიულელეს ამიტომაც შეუცვლელი სყვარელი იყო ,არსებობდნენ სხვა ქალები და ის მუდმივად რჩებოდა ,მაგრამ მისი საყვარლის სტატუსს რომ ვერ გაცდა ერთადერთი ეს უკლავდა გულს .არც პირველად გაუმართლა როცა მისმა იდიალურმა მამაკაცმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და არც მეორედ. -გიყვარვარ ? გამომცდელად მიაშტერდა შავ თმას . -ხომ იცი ,რომ მიყვარხარ!? -ანუ შეიძლება ჩემი შეყვარებაც არა ? სკთარი კითხვებით უფრო თავის თავის დარწმუნებას ცდილობდა რომ შეიძლება უკანასკნელი ნაძირალა იყო ,მაგრამ მთლად წყალწაღებული არა.-შენი ბუნებრივი თმაა? თმაზე წაეპოტინა მარიშკას. სამი წელია იცნობს ამ ქალს და რატომ დაებადა ეს კითხვა ?რა მნიშვნელობა აქვს თმის ფერს ? მალევე გაანალიზა რომ ცდილობდა პარალელი ლიზასთან გაევლო და უკმაყოფილომ შეუშვა ხელი. -არა ,შეღებილია. -ხო რათქმაუნდა. -წავიდეთ? გაუმეორა შეკითხვა რმელზეც პასუხი ვერ მიიღო -ამ ადგილს რას უწუნებ ? წელში წვდა - გაგიჟდი ხალხია შიგნით ,ხომ შეიძლება ვინმე გამოვიდეს ? -ხო და მითუმეტეს ცოდა დრო გვაქვს. კისერში ჩაავლო კბილები მტაცებელი ცხოველივით და აივნის კუთხემდე ელვის სისწრაფით მიათრია. ისიამოვნა თუ არა ვერ გაიგო ,ამ ბოლო დროს სიამოვნებათ და ადრენალინად ლიზა ყავდა ქცეული წინასწარ რომ ვერ იგებდა რას მოიმოქმედებდა თუმცა გული რიმ იჯერა ცივად ჩაილაპარაკა -ცუდი არ იყო. ცივად მოშორდა ქალს და სულ არ ადარდებდა გაჭირვებით რომ იქაჩავდა ქვემოთ კაბას. ისე მოშორდა და შიგნით შებრუნდა თითქოს მასთან ერთად არ იყო ხუთი წუთის წინ . დახარჯული ენერგია ჭიქა ვისკით შეივსო და ამღვრეულ თვალებსბმაინც ვერ უშველა სინათლე უღიზიანებდა და აშკარად უწითლდებოდა. -რა გჭირს ? დემნა ამოუდგა გვერდით. -გეძებდი . -კიდე კაი ვერ მიპოვე. ჩაილაპარაკა დამცინავად და პიჯაკი შეისწორა. -ცხოველი ხარ. სწრაფად გაერკვა სიტყუაციაში არანაკლებ თმა არეული მარიშკა რომ დალანდა როგორ შემოიპარა აივნიდან.-არ გრცხვენია ? -ვისი ან რისი? - როგორ იქცევი ლევან ? უკმაყოფილებას ვერ მალავდა დემნა. -ლევანურად. დასცინა თავის თავს და მიხვდა რომ თითქმის ასეთი იყო ქორწინებამდეც. ეს ქორქინებია მერე აერია რამსები და ვერ არკვევდა რა მოსდიოდა. -დაბრუნდი ? -უნდა დავბრუნდე ,მომბეზრდა ჩემი თავის გარეშე სიარული. ბოროტულად იღიმოდა და თითქოს კმაყოფილიც იყო ,რომ რაღაც ძველი დაიჭირა . -არაფერი გიშველის,კუზიანს სამარე გასწორებსო. მოიშველია ძველი ანდაზა დემნამ. -შენ რა გული შეგტკივა ამ ბოლო დროს ? დემნამ ვერ გაიგო რა იგულისხმა -უკაცრავად? -არაფერი .გაჩუმება არჩია სანამ რამე სისულელეს წამოროშავდა გაბრაზებული ,ვიზე იყო გაბრაზებული ? -შენ თუ იმას მეუბნები რომ.. -არაფერს გეუბნები, დამშვიდდი დემნა. საკუთარ თავზე მეტად გენდობი. -უკვე ეჭვი მეპარება . ნაწყენმა ჩაილაპარაკა. -ხომ მიხედავ ? ხომ არ მისცემ არაფრის უფლებას ? უეცრად აღმოხდა ამდენი ხნის ნაკავები დარდი რომ მისი წასვლა გაათამამებდა მის ცოლს. -გინდა მონად გყავდეს ? -მინდა რომ იმ სახლის ზღურბლს არ გადმოსცილდეს ,მინდა რომ ჰაერსაც არ სუნთქავდეს ჩემი სახლის გარეთ და მინდა რომ ერთადერთი ის ახსოვდეს ვისია. ხმა სერიოზული გაუხდა და მტკიცე. - სერიოზულად? თვალები გაუფართოვდა დემნას -ხო,სერიოზულად გამოსცრა კბილებში. -რომ ჩამოვალ ისეთი გატეხილი და დაჭკვიანებული უნდა იყოს ,რომ ხსნას და თავისუფლებას ჩემს ჩამოსვლაში ხედავდეს . მინდა რომ სურვილიც არ ქონდეს ფეხი ეზოში გადგას . -სულ გაგიჟდი. -წასვლას მაიძულებს , ცხოვრება გამიმწარა ,ყველაფრია სურვილს მიკარგავს ,თავზე მანგრევს ყველაფერს , მერე ურცხვად მიცინის და უკვე აქაა. ყელზე მიიდო ხელი . -მახრჩობს ამ თავისი სითავხედით . ვუთმინე , არ ავყევი ,ყველა ამტკიცებთ რომ ბავშვია და დაჭკვიანდება ,მაგრამ არაა მაგის საშველი მოთმინებით მიდგომა . ხო და ისე გავტეხავ როგორც მამამისის შვილს ეკადრება . -ვერ ხარ შენ კარგად. უკმაყოფილოდ გააქნია თავი დემნამ . -მე ვერ დაგეხმარები . მირჩევნია სამსახურიდან წავიდე ვიდრე მაგ გოოს გაგიჟებაში შეგიწყო ხელი. -ყოჩაღ,ღირსეული კაცის სიტყვებია . დასცინა .-ჩემგან ვერ წახვალ , ჩემთან ვალში ხარ . მხარზე ხი დაარტყა და სწრაფად გაუხსენა ძველი ცოდვები. -ვერ მაიძულებ . უკვე მოთმინება ავსილ დემნას ხმა ჩაეხრინწა. -ჩემთან ერთად წამოხვალ. -არა! -მაშინ გიბრძანებ !! იქნებ შენს კონტრაქტს გადავხედოთ ? მოიშველია უფროსის უფლებები . დემნას გარეშე ვერ გაძლებდა და ასეც რომ არა ყველა მისი ცოდვა ზეპირად იცოდა ამ კაცმა. -ხვდები რომ ყველაფერს კარგავ ? მეგობრებს და პირველ რიგში თავმოყვარეობას . -ხო და დამეხმარე რომ ვიპივო . მუდარა გაურია სასოწარკვეთილ ხმაში. მართლა ჭირდებოდა დახმარება და მტკიცე ხელი . კარგად ხვდებოდა დემნაც რომ თავის ნებაზე მიშვებული ლევანი ველაფერს თავის ჭკუაზე გააკეთებდა და მისი ჭკუა ბოლო რიგში იდგა მის ფეთქებად ხასიათთან და იმპულსურობასთან შედარებით. -ვინ არ ყოფილა შეყვარებული ,მაგრამ შენ რაღაც ფენომენი ხარ. მარტივად მიღების ნაცვლად სირთულეების მხრიდან უდგები ყველაფერს. ერთ რჩევას მოგცემ გაშორდი და გააგრძელე შენი ცხოვრება ისევ ის კაცი იყავი რაც აქამდე . -ადვილია დემნა ? აი აქაა. შუბლზე მიიკაკუნა ხელი და გაადატრიალა -აი ასე ტრიალებს და ატრიალებს ყველაფერს. -ვაჰ რა უცნაურები ხართ ტოო. ამოიოხრა დემნამ . -მომბეზრდა წავიდეთ. რანოდენიმე ადამიანს გამომემშვიდობა ვინც გზად შეხვდა და უხალისოდ ჩაჯდა მანქანაში. -საით? -რას ნიშნავს საით? აჰჰ არა არ მივალ ,გამომშვიდობები არ მიყვარს და თანაც ჯერ ბოდიშის მოხდა მომიწევს უტაქტობის გამო. სსტუმროში წავიდეთ. ნახე რა ცხოვრება მაქვს დემნა ? ერთი სასტუმროდან მეორე სასტუმროში. გულდაწყვეტილმა გახედა გზას. სასტუმროს წინ გაჩერებულმა თვალი შეავლო უზარმაზარ წამოჭიმულ შენობას .ავა თავის ბოლო სართულზე და იქნება მშვიდად,რამდენ ამბავს უნახვდა ის კედლები ? ყველაფრის მომსწრენი იყვნენ ,მისი წარმატებისაც ,წარუმატებლობისაც ,სიგიჟისაც და სიწყნარისაც . მერე რა რომ სახლი არ იყო ? მერე რა რომ ამ სასტუმროს მუდმივი სტუმარი იყო ? აქ გაატარა მთელი თავისი განვლილი წლები . აშენებდა და ანგრევდა ,ერთადერთი თავის პირად ცხოვრებას ვერ ჩაუყარა საძირკველი .მართალი ყოფილა რომ ამბობენ თუ ერთ საქმეში ხარ წარმატებული მეორეში ვერ იქნებიო. ღმერთმა ის მისცა რაც უნდოდა ,რიგრიგობით დაიკმაყოფილა ყველა ამბიცია და ისეთი წარმატებული კაცი დადგა საკუთარი თავის უკვირდა , სამაგიეროდ არ მისცა სიყვარულის ნიჭი. რა იცოდა მაშინ 6-7 წლის წინ რომ მთავარი ფული არაა,საკუთარ თავზე გაეცინა რა ღრამდ სჯეროდა რომ ფულით შეძლებდა ყველაფერს ,რომ რასაც ვერ მიახწევდა უბრალოდ იყიდიდა.ნეტავ რას აირჩევდა ახლა ისევ იმ ასაკში რომ დააბრუნა ? წარმატებას თუ ბედნიერებას ? არა ერთერთის ასარჩევად საკმაოდ ხარბი იყო ,ორივე უნდოდა!! ისე გაეპარა შხაპის ქვეშ ერთი საათი ვერც კი გაიგო ფიქრებში გართულმა . აბაზანიდან გამოსულმა საწოლს გახედა. ეს იყო მისი მწარე თუ ტკბილი რეალობა.ცარიელი ოთახი,ცარიელი საწოლი და ცარიელი გული. არადა რამდენი ხალხი ეხვია გარშემო,განა შეიძლება მარტო ყოფილიყო? მაგრამ ფაქტი სახეზე იყო ამ ღამესაც მარტო დაიძინებდა და დილით ხომ ისედაც ყოველთვის მარტო იღვიძებდა,მნიშვნელიბა არ ქონდა ვისთან ერთად იძინებდა განთიადს მხოლოდ მარტო ეგებებოდა. რატომ გონია ლიზა განსაკუთრებული ? იქნებ იმიტომ რომ იმ ღამეს თავადვე არ გასჩენია სურვილი მარტო გაეღვიძა,ბოლომდე დარჩა,მაგრამ აზრი ? დილას მაინც მარტომ გაახილა თვალი. რამ წამოაროშინა გოგოს წინ რომელიც წინ ედგა და თანაც თავის ფეხით მოსული ,რომ არ სჭირდებოდა? ზედმეტად ამაყია და ზედმეტად სუსტი ურთიერთობებში.აღიარა თავის სისუსტე . ამიტომაც უყვარს მარტივი და ერთ ღამიანი ,არა რამოდენიმე საათიანი ურთიერთობები. საათს გახედა რომელიც სამ საათს აჩვენებდა ,როგორ გაიწელა ეს დღე და ღამე ? რა მოუხერხოს ოთახში ჩამომდგარ სიცარიელს რომელიც ადრეახარებდა და ახლა გულს უწუხებს ? რმდენი რამე მოხდა გასულ დღეს? იჩცუბა ,გაიბუტა ,იცინა ,მერე აღფრთოვანდა დ ბოლოს ისევ იჩხუბა და ამ ველა ჩამოთვლილ ემოციას მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლოდეს სულს რომ უფორიაქებს ? არ მოსწონს ჩვევად რომ ექცა მასზე ფიქრები ,მაგრამ ინტერესსაც რომ ვერაფერს უხერხებს ? რა ქნა რომ წავიდა ,იტირა თუ სახლი გადუწვა ? არა თან რომ აშინებს ყველაზე მეტად ეგ აცინებს მოსიარულე ბომბივითაა რა დროს რას მოიფიქრებს კაცმა არ იცის და თან ფანტაზია არ ელევა. ალბათ იტირა ხო აბა კაცს თავის ფეხი მოადგა და მან რა გამოუცხადა არ მჭირდებოდიო. “ვატირე ?” დაუსვა თავს კითხვა და პასუხი ისედაც იცოდა “მე რა გავაკეთე ? მივბრუნდი და მარიშკასთან ერთად სექსით დავკავდი .ჰმმ ჰო ნამდვილად მე ვარ ,ნაძირალა ,არ მეკადრებოდა რომ მეთქვა ათასს სასტუმროს გავხსნი რომ ასეთს გიყუროთქო “ -ადექი ლევან ! უბრძანა ხმამაღლა თავის თავს , -ადექი და გააგებინე იმ გადარეულ გოგოს რომ ყველაზე ლამაზი იყო დღეს და გჭირდებოდა კი არა ჰაერი იყო შენთვის დღეს . სწრაფად წამოხტა ,ცხოვრებაში პირველად არ მიაქცია ყურადღება რას იცმევდა და ,ძალიან ცოტა იყო ყოველდღიური სამოსი მის კარადაში ამიტომ რაც მოხვდა ხელში ის ჩაიცვა . კარი გამოგლიჯა და ცარიელ დერეფანს გაღიზიანებულმა გახედა ,-არა თუ დემნა არაა თავის ნებაზე დადიან ,ან სძინავთ ან ტელეფონში არიან შემძვრლები .უკმაყოფილო იყო საკუთარი დაცვით და პირდაპირ მათთვის განკუთვნილ ოთახში შევარდა-გასაღები ! გასცა ბრძანება და ხელის გული გაშალა. გაუბედავად გადახედეს ერთმანეთს და წონიდნენ რომლის უფრო ეშინოდათ დემნასი თუ ლევანის ? -მისმინეთ , ხელფას ვინ გიხდით ? მე ! თქვენი უფროსი ვინ გამოდის ? მე ! დემნას უფროსი ვინაა ? მე ! ხოდა მომეცით ეგ დედა მო*ული გასაღები სანამ სათითაოდ მიგაბრძანეთ . გასაღები გაუწოდეს . კმაყოფილმა გაიღიმა , უყვარს როცა უჯერებენ ,ამ დროს ხვდება რომ მართლაც რაღაცას წარმოადგენს ,მაგრამ თავს რომ ამეტებს ? - ხო კიდევ ერთი ,დემნამ არ უნდა გაიგოს , არც მე ვეტყვი რომ გასაღები მომეცით . გაურიგდა თავის ჭკუით და ლიფტის ლოდინით გაღიზიანებული კიბეზე დაეშვა. სიჩქარისთვის არ გადაუმეტებია. « თუ მოვკვდი ,ვეღარც მოვალ » მოთმინება აივსო და მშვიდად იარა,თანაც უყვარს თავის თავი. ცოტახანში იქ იყო და ჩაბნელებულ სახლს შეყურებდა . კმაყოფილი დარჩა ლიზას დაცვით რომელიც 2 კაცისგან შედგებოდა ,მაგრამ მედგრად და ფხიზლად იდგნენ შესასვლელთან . აარა ბედი აქვს ამ გოგოს . მას უკეთესად იცავენ . მშვიდად გადავიდა მიესალმა , დაუფიქრებლად გაუღეს კარები ,რატომ არ უნდა გაუღონ ? ბოლოსდაბოლოს ცოლთან მოვიდა საკუთარ სახლში . რამდენს იცინებს შესასვლელი დაჯეტილი რომ დახვდეს ? წინააღმდეგობა არც ამ კართან შეხვედრია , მისაღებში ყველაფერი ჩაბნელებული იყო კუთხეში მდგარი განათების გარდა ,ძლივს მაგრამ მაინც ანათებდა , რატომღაც ოთახში ეგულებოდა მაგრამ შეცდა , ისევ დივანზე იწვა მობუზული და უკვე კარგად ჩაკუჭული კაბით ,ბალიში მკერდზე ყავდა მიხუტებული და ისე ეძინა თითქოს ცოტახნის წინ ის არ მოსთქვამდა და ცრემლად არ იღვრებოდა. კითხვაზე პასუხიც იპოვა ,სახეზე ჩამოთხაპნილი მაკიაჟი რომ შენიშნა . რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა , კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველა ნაკვთი და წერტილი ,კაცმა არ იცის კიდევ როდის ნახავს. ვერ გადაწყვიტა გაეღვიძებინა თუ არა , ყურებაც აკმაყოფილებდა. რტომ დაუფრთხოს ძილი ისედაც ხომ ყველაფერს უფუჭებს ცხოვრებაში ეს მაინც აცადოს მშვიდად ,მაგრამ იმაში ღრმად დარწმუნებულმა რომ სციოდა და არაკომფორტულად ეძინა საკუთარ თავზე იტვირთა მისი ტრანსპორტირება ,ფრთხილად აიტატა ხელში და კიბეს ნელა აუყვა ,დროს წელავდა და ბოლოს იქამდე გაწელა სანამ თვალები არ შეარხია და სიბნელეში კარგად არ დააკვირდა მის სახეს -რას აკეთებ? დაარღვია ღამის სიჩუმე მისმა ხმამ -შშშშშ , უცნაური ბგერები გამოსცა -გაძინებ. დაიჩურჩულა ,მაგრამ ვინ უნდა გაეღვიძებინა ? -მაძინებ თუ მაღვიძებ ? ცივი იყო ლიზას ხმა. -ორივე . ისევ არ უწევდა ხმას . -მივედით. ფეხით შეაღო კარები -აქ აღარ მძინავს. სევდიანად გაეღიმა ლევანს ,ძნელი მისახვედრი არ იყო რატომ არ ეძინა იქ . -არაუშავს ,არც უფიქრია გეზის შეცვლა . ეუცნაურა რატომ არ გაუჯიუტდა დამსვიო ,მაგრამ არც უნდოდა ასე ყოფილიყო . საწოლზე ფრთხილად დააწვინა და გვერდით ჩამოუჯდა . გული ყველაზე მეტად იმან ატკინა როგორ წამოჯდა სწრაფად უნდობლად შეხედა და საწოლის თავს აეკრო.-გაშინებ ? -ჰმ , რომ მაშინებდე შენი აზრ… -კარგი ,არ გინდა ეს შენი გამბედავობა , გულწრფელად თქვი . -ცოტა. არ გენდობი . -მართალი ხარ ,არ უნდა მენდო . გაიღიმა უმისამართოდ და იატაკს დააშტერდა .-იცი რატომ მვედი? -საიდან უნდა ვიცოდე ? უჩვეულოდ მშვიდი და მოწყენილი ეჩვენებოდა ლევანი და თანაც სხვანაირად გამოწყობილი. -არ მინდოდა შენი წყენინება. -არ მწყენია , სულერთია სახე მიიღო მაგრამ ხმას ვერაფერი მოუხერხა -ვიცი კი ,ჩემგან არაფერი არ უნდა გეწყინოს ,უბრალოდ ასეთი ვარ , არ შემიძლია ადამიანებს კარგად მოვექცე. ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს აღიარებით ჩვენებას აძლევდა -ბოდიშს მიხდი ? ყურებს ვერ უჯერებდა -დაახლოვებით ,რაც არ უნდა იყოს ცუდად მოვიქეცი,მაგრამ მიეჩვიე არა ? ჩენგან კარგი უფრო გიკვირს . -რავიცი ,პირდაპირ კის თქმა ვერ გაბედა ლიზამ. -ძალიან ,ძალიან ლამაზი იყავი და მთელ საღამო გაგიფუჭე. -არაუშავს. შენ ლევან ხარ ,მე ლიზა სხვანაირად რომ ყოფილიყო უფრო გასაკვირი იქნებოდა . თავისი ჭკუით შეუმსუბუქა მამაკაცს სიტყუაცია და თავის თავსაც აკიდა მომხდარში წილი. არა მაინც რამ გახადა ასეთი მგრძნობიარე ? ჯერ კარგად აბღავლა ახლა კიდე აქ უზის და ბოდიშს უხდის. “ მიდის” გაახსენდა ლიზას . რომ მიდის მაგიტომ ? -რაზე ჩაფიქრდი ? -არაფერზე , აქ რატომ ხარ ? შენს ადგილას კარგად გამოვიძინებდი წასვლის წინ . -ვერ დავიძინე. უცნაურად მღრღნიდა სინდისი -სხვა დროს არ გრღნის ? წარბი აწია . ამაზე უარესები უქნა და ახლა ერთი წინადადების გამო რამის დაუჩოქოს. -არა ადრე არა , ადრე თავს კარგად იცავდი , ეხლა ისე გამექეცი ვერც კი დაგეწიე.. -არ ,არ დამეწიე . გაეცინა ლიზას ა კარგად გაიხსენა როგორ შებრუნდა უკან შენობაში. -მართალია. არ დაგეწიე და იცი რა ვქენი ?გიღალატე . მითხარი როგორი კაცი ვარ მე . -საშინელი ,მაგრამ დამიჯერე ღალატისთვის ბოდიში ჩემთან არ გაქვს მოსახდელი უკვე გითხარი რომ.. უკვე ნათქვამ ფრაზას იშველიებდა რმ როგორმე სიბრაზე გულისტკენა და ეჭვი დაეფარა თუმცა არ დააცადა -სულ ერთია . ხო ვიცი.. რაც შენ გაგიცანი , მე ,შუბლზე ნერვიულად გაისვა ხელი . -მოკლედ იმის თქმა მნდა რომ კარგი გოგო ხარ და ნუ მომცემ უფლებას რომ კიდევ ერთხელ გატირო. -ეჭვიც არ შეგეპაროს. ამაყად აწია თავი და მოპუსკული ცხვირი ზემოთ აიტანა . და ინტერესით შეხედა მომღიმარ ლევანს მას რომ უღიმოდა და უცნაურად უყურებდა . -მოდი ჩემთან . ხელით ანიშნა მოიწიეო თითქოს ისე ახლოს ყოფილიყვნენ არანაირ უცნაურობას არ წარმოადგენდა მათი ყოფნა . სულ არ აინტერესებდა ლევანს სიშორე და სიახლოვე ერთადერთი ის ადარდებდა რომ აქართველოს მიწას ამ გოგოს კოცნს გარშე არ დატოვებდა არ კი არაა ვერ. - უკაცრავად? ჩაიცინა ლიზამ . “თითსაც რომ მიქნევს,ფინია ძაღლი ვარ?” -ნეტა რატომ გეკითხები ? გადაქნია თავი ლევანმა . სწრაფად წაავლო ხელი მკლავში და ძალით მიწია თავისკენ . ხალ ამას თუ ისევ ზალადობად ჩაუთვლის ალბათ თავს მოიკლაავდა ამჯერად თავად ლევანი ,მაგრამ დღეს არ აინტერესებდა არაფერი , ხვალ დილით თუ ნაწყენი გაიღვიძებდა ლიზა ის მაინც ვერ დაინახავდა ,თავი დაიწნარა რომ სინდისი არ შეაწუხებდა ძალიან შორს იქნებოდა ,მაგრამ შეწინააღმდეგებაზე მტკივნეული ის აღმოჩნდა წასვლის წინ რომ თვიდან დადუმებული ლიზა ,კიცნაში აყვა და აქამდე თუ ხელით უწევდა მისი დაკავება ახლა თავად მოუსკუპდა მუხლებზე და კისერზე შემოხვია ხელები. ცხოვრებაში პირველად დააბნია ქალმა და თანაც როგორ ვერ იგებდა ეჩვნებოდა თუ მართალი იყო ,ხელებიც კი მოუდუნდა მხოლოდ იმას ახერხებდა რომ მისი ტუჩებისთვის ღირსეული წნააღმდეგობა გაეწია . რა შეიცვალა ვერ მიხვდა ,ასე უცბად რომ თავის ნებით ეალერსებოდა და მის მაისურსაც რომ ჩაებღაუჭა. არა გონს უნდა მოვიდეს თორემ რამე ახალ მახეში გაყოფს თავს. სწრაფად გადაბრუნა და მს ზემოდან მოექცა ,ეშმაკურად რომ შეჰყურებდა ქვემოდან და თვალებში ისევ ის ჭინკები ენიშნა რომ ცეკვავდნენ და იწვევდნენ ,როორც მაშინ მის დაბადებისდღეზე. -რას აკეთებ ? ვნებამორეულმა ძლივს დასვა კითხვა და სცადა პასუხი კარგად მოესმინა რადგან ახლა მისი სმენა და გონება ჰორმონებზე სუსტი იყო. -არაფერს,შენს ტვინში ვძვრები . მომნუსხველად შესცინა და ყელი გადაწია , რომ მამაკაცის ტუჩებისთვის აეთმო ასპარეზი. - რა სულელი ხარ . გაეცინა ლევანს და ტუჩები შეახო მის ყელს . -ვნახოთ ,ვნახოთ . ჩაილაპარაკა და თვალები მილულა. ვერ გაიგო რაში ჭირდებოდა მის ტვინში შეძრომა ლევანმა როცა ისედაც იქ ჰყავდა და ტვინიდან შადრევანივით ეღვრებოდა მთელს სხეულში. მაგრამ ა მნიშვნელობა ქონდა ? თუ მისი ტვინში შეძრომისთვის ასეთ მსხვერპლზე მიდიოდა სიამოვნებით მიიღებდა ასეთ მსხვეპლს და მიიღო კიდეც . ისეთი ვნებიანი აღმიჩნდა მისი ახალგაზრდა ცოლი მთელი თავისი გამოცდილების გამოყენება დაჭირდა ერთ ღამეში და რომ არ ცოდნოდა რომ თავად იყო მისი პირველი მამაკაცი ალბათ ჩათვლიდა რომ კურსები ქონა გავლილი სექსში. ვერ იგებდა საიდან ქონდა ამდენი სიველურე და თან სინაზე , არ იცის საიდან მოაფიქრდა და შეადარა მაგრამ როკოპერას გავდა ენერგიული ველური ამავდროულად ნაზი და კლასიკური. დიდი ხანია ასე არ დაუღლია არავის და თითქოს ენერგია გამოწოვა ამ გოგომ. კარგახანს უყურა როგორ უცბად მიითიშა ლიზა ,რომელიც კარგად შეფუთნიყო საბანში და მორცხვად იწვა თითქოს ცოტახნის წინ ის არ ატრიალებდა ვნების ქარიშხალს . არა რანდენი გოგო ცხოვრობდა მის შიგნით ვერასდროს გაარკვევს , ყოველდღე სხვადასხვას ხედავდა და ყველა ერთნაირად რომ მოწონდა ეგ იყო უბედურება. სახეზე ღიმილ ედებოდა იმის ფიქრში რომ არც უფიქრია როდესმე თუ თავისნები მოექცეოდა მის მკლაავებში . რა ქნას ახლა ? დატოვებს ვაია ,არ დატოვებს და უი. ზუსტი ფრაზა იპივა . უნდა წავიდეს სხვა გზა არაა ,თავის პირით გამოუცხადა რომ მხოლოდ ტვინში შესაძრომად დაიხარჯა გუშინ ასე. რომ დარჩეს და აიძულოს მორჯულდეს თანაც ხომ იცის რომ არ ეზიზება ? შწუძლებელია ასე ყოფილიყო მასთან თუ ეზიზღება ,მაგრამ არ გამვა არაფერი. შეიძლება კარგად ეწყობიან საწოლში მაგამ ფსიქოლოგია ძირფესვიანად რომ ამოუძირკვა ისიც ხომ იცის ? წავა დაწყნარდება და რომ დაბრუნდება ,მაშინაც თუ ამ აზრზე იქნება აი მერე შეიძლება ნამდვილი წყვილიც კი იყვნენ. წელში გაიმართა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული , ასეც რომ არა ვინაა? 20 წლის გოგო ? ვერ მისცემს უფლებას ცხოვრება ამოუტრიალოს და ბოლოსდაბოლოს ამირანს არ ათქმევინებს რომ მის ქალიშვილზე სიგიემდეა შეყვარებული და მასზე ჰიპნოზივით მოქმედებს . ავტორიტეტი რა შუაში იყო ვერ გაიო მიზეზებს ეძებდა და იპოვა კიდეც რომ ქალსა და ავორიტეტს შორის რათქმაუნდა სახელს აირჩევდა , ქალები წავლენ და მოვლენ და მისი სახელი და პრინციპები დარჩება . ამ გოგოს ლამაზი თვალების და პატარა ჭინკების გამო ერთცელ უკვე შეცვალა გადაწყვეტილება და რა მიიგო ? ვერაფერი. მძიმედ გააბიჯა საძინებლიდან და თან ისე რომ თვალიც არ დაახამხა და ერთხელაც არ გაუხედია ,შეეშინდა მისი სახის რომ ისევ მიაძინებდა ნამდვილ ლევანს და სახლისთვისაც კი არ აუხედია ,მხედველობას მოუხერხა რაღაც მარა გრძნობას ვერა გუშინ რომ ტანჯავდა სიცატიელის ,მერე სწრაფად რომ შეევსო მასთან ერთად ყოფნით და ახლა სევ მთელს სხეულს დაპატრონებოდა ეს სიცარიელე . წავიდა ,წავიდა და თანაც კმაყოფილიც კი , საკუთარ თავს რომ დაუბრუნდა და გრძნიბები დაჯაბნა . არც ლიზას ქონია განსაკუთრებული რეაქცია ,არც უფიქრია რომ დარჩებოდა ,იმედიც კი არ ქონია რომ ნახვამდის მაინც ეტყოდა . ზუსტად იმიტომაც არ დაიფასა თავი რომ იცოდა წავიდოდა და უნდოდა მისი გემო გაყოლოდა გამუდმებით რომ უმეორებდა კარგი გემო გაქვსო. იქნებ ასე მაინც ნახოს ადგილი და მიახწიოს საწაელს ? არა გულზე არც უოცნებია ,ტვინამდე მაინც რომ მივიდეს . თავი გააქნია რეებს ბოდავო თავი ელებში წარგო და საცოდავად ამოიკნავლა რა სულელი იყო . -ჯანდაბაშიც წასულხარ ლევან, ნეტა ჰაერში აფეთქდე. არცთუ კეთილი სურვილები გააყოლა გამწარებულმა და ენაზე იკბინა . ცოტახანში თვითმფრინავში იჯდა დემნას გვერდით და კმაყოფილებ აარ შორდებოდა სახიდან. -რატო გაქვს თვითკმაყოფილი იდიოის სახე ? - მართალი იყავი დემნა ,რთულად მივუდექი საქმეს ,არადა მარტივი ყოფილა ყველაფერი. იმისთვის რომ ის მიმეღო რაც მინდა უბრალოდ ჩემს თავზე უნდა მეფიქრა . -ვერაფერი გავიგე. -არაუშავს .მუხლზე ხელი დაარტყა და გაუღიმა . ვერ ახსნა კარგად არადა მხოლოდ იმის თქმა უნდოდა რომ რიცა საკუთარი თავის დაწყნარებაზედა წამოსვლაზე იფიქრა მხოლოდ მაშინ მხვდა რომ ლევანი რომელიც სინამდვილეში იყო ლიზასაც მარტივად მიიღებდაა. კიდევ ერთხელ ჩაეცინა კმაყოფილს და ილუმინატორს გახედა. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ იმ თბილი და ტკბილი სიტუვებისთვის რასაც კომენტარებში მიტოვებთ და მეუბნებით,შეიძლება არ ან ვერ გპასუხობთ ,მაგრამ ვერ ავღწერ რამხელა ემოციას ვიღებ თქვენგან , რომ მელოდებით და მელოდებით და მე კიდე ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ვუმკლავდები ხან გაწვალებთ ხან გალოდინებთ ხან პატარადა გაუმართავი თავია მაგრამ თქვენ მაინც ,ბევრნი ხართ და ყველა გასაოცარი . აი უბრალოდ ძალუან დიდი მადლობა ყელას და იმედი მაქვს მოგეწონებათ,მარილი დავაკელი მემგონი მაგრამ ბოლო ნაწილზე ძალიან გავიჭედე და მოკლედ რაც არის ეს არის. მაპტიეთ თუ იმედი გაგუცრუვდათ. ა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.