მსოფლიო სხვა თვალით (თავი პირველი)
თავი პირველი "ცვლილება" კაცობრიობის უმრავლესობის პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რომ ამ ცხოვრებისგან ყოველთვის მეტს მოელიან და როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება როგორც მათ უნდათ ცხოვრებას ლანძღავენ. მე თუ ვინმე მკითხავს როგორი ცხოვრება მაქვს და რა მაჩუქა მან ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლები : მე ვიყავი სახანძრო სამსახურის უფროსი და თვიდან თვემდე ხელფასი ძლივს მყოფნიდა. ჩემი სახელი და გვარია ნიკ ჯოუნსი და მე დღეს პირველად ვაკეთებ ჩანაწერს ჩემი ცხოვრების განმავლობაში. დავიბადე კალიფორნიაში არც თუ ისე შეძლებულ ოჯახში , მამაჩემი უმეტეს შემთხვევაში სახლში მთვრალი ბრუნდებოდა და სულ ცხოვრებაზე წუწუნებდა , მაგრამ ცხოვრებას არ უთქვამს მისთვის რომ ავტომობილების ხელოსანი ყოფილიყო. მთავარი ხომ მონდომებაა რაც მამაჩემს თავის დროზე დააკლდა და ბოლოს თავი ავტომობილის ქვეშ ამოყო სრული ამ გაგებით. უკვე ორი კვირაა რაც საშინელი ვირუსი მსოფლიოს მოედო და მეც დღეს 2035 წელს ჩემს 23 წლის განმავლობაში პირველ დღიურს ვქმნი, თუ მიზეზს მკითხავთ ალბათ ეს ყველაფერი მარტოობამ მოიტანა.ძალიან გამიჭირდა მიჩიგანის მიტოვება მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, კონკრეტულად ახლა კი მის საზღვრებს გავცდი და დასასვენებლად დრო ვიხელთე, რთულია თან წერდე და თან გარშემო აკვირდებოდე. მინდა ყველაფერი დეტალურად აგიხსნით და ამიტომ ყურადღებას ვითხოვ. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ორი კვირაა რაც ვირუსი გავრცელდა, არამგონია ვინმეს გაუკვირდეს თუ ეპიცენტრს იაპონიას დავასახელებ და სწორედაც რომ იქ დაიწყო ყველაფერი. ადამიანი იქცევა რაღაც საზიზღარ მტაცებელ არსებათ რომელიც ისევ ორ ფეხზე დადის მაგრამ გონება სულ დაქვეითებული აქვს და კანიბალიზმი ამოძრავებთ, მათთან ხუმრობა არ ღირს და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გავრცელდა, მამაჩემი- ჩარლი ჯოუნსი უკვე 4 წელია გარდაიცვალა გულის შეტევით და მე სრულიად მარტო ვიყავი. ალბათ უკვე წარმოიდგენთ რამდენად ცოტა ხელფასი მქონდა, მოკლედ და ამგვარად მსოფლიო მთლიანად შეიცვალა, საკმაოდ დიდი ზურგჩანთა ავიღე , რაც მჭირდებოდა ყველაფერი ჩავალაგე და დიდი სინანულით და გაჭირვებით დავტოვე სახლი. ჩემი ავტომობილი 2008 წლის იაპონური Honda Civic ი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია და საკმაოდ ხმაურიანიც გახლავთ მაგრამ ახლა მხოლოდ ის გამაჩნია. არასდროს მყოლია დიდი სამეგობრო წრე, და მიუხედავად მცირე მეგობრებისა უმეტესად 4 მათგანთან ვკონტაქტობდი, ბევრი ლაპარაკი არასდროს მყვარებია მაგრამ წერა, ეს ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და ამ მომენტში როდესაც საკუთარ თავს აზრებს წერით ვუზიარებ თითქოს თავს უკეთესად ვგრძნობ ან ვინ იცის მე რა მელის წინ , ვინ იცის რომ მეც ერთ ერთი მათგანი არ გავხდები და ხალხს დავუწყებ ძიებას . იქნებ სწორედ ამიტომაც ვწერ რომ ერთ დღეს ვინმე ნახავს ჩემს ჩანაწერებს და ერთ ადამიანს მაინც ეცოდინება რომ მე ვარსებობდი როგორც ადამიანი რომელიც უგზოუკვლოდ ხეტიალობდა ამერიკის შტატებში, ან იქნებ ერთადერთი ვიყავი მაგრამ არამგონია რომ ასეთი იღბალი მქონდეს, მაშინ წესიერი სამუშაოც მექნებოდა. სენდვიჩის ბილო ლუკმასაც მადიანად შევექეცი , ახლა კი დროა ავდგე და გზა გავაგრძელო და თუ მაინც მკითხავთ სად მივდივარ ამაზე პასუხი არც მე მაქვს მაგრამ მაქვს ერთი მიზანი- გადარჩენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.